განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001472789
2ბ/6605-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
“05” ივლისი, 2018წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა
მოსამართლეები ამირან ძაბუნიძე გელა ქირია
სხდომის მდივანი _ თამარ ბლიაძე
აპელანტი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - - ა-------- ვ-----–-----ი ი--- შ----–----ე სს „თ-----------“ თ----- კ-------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.09.2017წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე ნ-----–- დ-------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ-----------“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 28 ივნისიდან სესხის ძირ თანხაზე (19 124,84 აშშ დოლარი) მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 298,66 აშშ დოლარის გადახდა 2017 წლის 28 ივნისის ჩათვლით, მაგრამ არაუმეტეს 2574,12 აშშ დოლარისა, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. სს „თ-----------“-ს სარჩელი მოპასუხეების ნ-----–- დ-------–---–ისა და ა-------- ვ-----–-----ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ნ-----–- დ-------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ-----------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს №2-------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 22 955,60 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 19 124,84 აშშ დოლარი, პროცენტი 2837,30 აშშ დოლარი, ჯარიმა - 993,46 აშშ დოლარი;
3. მოპასუხე ნ-----–- დ-------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ-----------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 28 ივნისიდან სესხის ძირ თანხაზე (19 124,84 აშშ დოლარი) მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 298,66 აშშ დოლარის გადახდა 2017 წლის 28 ივნისის ჩათვლით, მაგრამ არაუმეტეს 2574,12 აშშ დოლარისა;
4. მოპასუხე ნ-----–- დ-------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ-----------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების ძირ თანხასა და დარიცხულ პროცენტზე (21 962,14 აშშ დოლარი) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 0,01% გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2016 წლის 28 ივნისიდან 90 დღის მანძილზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2,19 აშშ დოლარს.
5. მოპასუხე ნ-----–- დ-------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ-----------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს №2-------------- საბარათე ოვერდრაფტის შემადგენელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3989,45 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2950 აშშ დოლარი, პროცენტი - 977,94 აშშ დოლარი, ჯარიმა
61,51 აშშ დოლარი;
6. მოპასუხე ნ-----–- დ-------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ-----------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების ძირ თანხასა და დარიცხულ პროცენტზე (3927,94 აშშ დოლარი) N№2-------------- საბარათე ოვერდრაფტის შემადგენელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 0,01% გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2016 წლის 28 ივნისიდან 90 დღის მანძილზე 2016 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად 0,39 აშშ დოლარის ოდენობით.
7. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული:
ა) ნ-----–- დ-------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე - ქალაქი თბილისი, დ---------- დ-------, №2/ქალაქი თბილისი, ქუჩა ხ------------- №1-3, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი
№0----------------------; ბ) ა-------- ვ-----–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე - ქალაქი თბილისი, ქუჩა ი-------------- №4/ქუჩა ს---–----–--ს №9, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი
№0----------------------;
7.1. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხე ნ-----–- დ-------–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. სს ,,ბ----------------’’-სა და ნ-----–- დ-------–---–ს შორის 2013 წლის 17 მაისს გაფორმდა №2-------------- გენერალური საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად ბანკმა მსესეხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 500000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, 15 წლის ვადით, სარგებლის წლიურად არაუმეტეს 48%-ის დარიცხვით. 2.2. სს ,,ბ----------------’’-სა და ნ-----–- დ-------–---–ს შორის გაფორმებული №2-- 2----------- გენერალური საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 16 მაისს გაფორმდა №2-------------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,ბ-----------------ს’’ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა დ------- კ---------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ქუჩა ი--------------ს №4 / ქუჩა ა--------- №9, ახლანდელი მისამართი: თბილისი, ქუჩა ი-------------- №4 / ქუჩა ს---–----–--ს №9, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №0----------------------, ახლანდელი უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------; დღეის მდგომარეობით იპოთეკის საგნის მესაკუთრეს წარმოადგენს ა-------- ვ-----–-----ი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 სექტემბრის განჩინების საფუძველზე მ--- გ----------ას ნაცვლად შეიცვალა სათანადო მოპასუხის სახით. 2.3. სს ,,ბ-----------------’’-სა და ნ-----–- დ-------–---–ს შორის გაფორმებული №2--2---------- გენერალური საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 16 მაისს გაფორმდა № 2--------------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,ბ------------------ს’’ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ლ----------–----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ---------- დ-------, №2/ ქალაქი თბილისი, ქუჩა ხ------------- №1-3, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: № 0----------------------. 2013 წლის 17 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა მოპასუხე ნ-----–- დ-------–---–ი, რომელიც დღეის მდგომარეობით ქონების მესაკუთრეა. 2.4. სს „ბ-----------------სა და ნ-----–- დ-------–---–ს 2013 წლის 07 მაისს №2--2---------- გენერალური საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 17 მაისს სს ,,ბ------------------’’-სა და ნ-----–- დ-------–---–ს შორის გაფორმდა №2-------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ-----–- დ-------–---–ის სახელზე გაიცა სესხი 29500 (ოცდაცხრა ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის წლიურად 19 (ცხრამეტი)%-ის დარიცხვით, 60 თვის ვადით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0.1%. 2.5. სს ,,ბ----------------’’-სა და ნ-----–- დ-------–---–ს შორის 2013 წლის 17 მაისის №2--2---------- გენერალური საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 19 მაისს გაფორმდა №2-------------- საბარათე ოვერდრაფტის შემადგენელი ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ნ-----–- დ-------–---–ზე ბანკმა გასცა სასყიდლიანი საბანკო პროდუქტი შემდეგი პირობებით: ოვერდრაფტის ლიმიტი 2950 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით. მხარეთა შორის განისაზღვრა რომ მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა დაეფარა დარიცხული პროცენტი, ხოლო ვადის ბოლოს 2016 წლის 19 მაისს ოვერდრაფტის თანხა სრულად დაებრუნებინა უკან იმ პერიოდისთვის დარიცხული პროცენტით. 2.6. ნ-----–- დ-------–---–მა ვერ შეასრულა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. სარჩელის აღძვრის დროისათვის მისი დავალიანება სს„თ-----------ს“ მიმართ N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვრა 22 955,60 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 19 124,84 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი - 2837,30 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა 993,46 აშშ დოლარი. ხოლო N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3 989,45 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2950 აშშ დოლარი, სარგებელი 977,94 აშშ დოლარი, ჯარიმა - 61,51 აშშ დოლარი; დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით;
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2013 წლის 17 მაისს სს ,,ბ-----------------სა“ და ნ-----–- დ-------–---–ს შორის დადებული №2--2---------- საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს კრედიტის სახით ასათვისებლად გამოეყო ფინანსური რესურსები. სს ,,ბ----------------’’-სა და ნ-----–- დ-------–---–ს შორის 2013 წლის 17 მაისის №2-- 2---------- გენერალური საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 17 მაისს სს ,,ბ------------------’’-სა და ნ-----–- დ-------–---–ს შორის გაფორმდა №2-------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ-----–- დ-------–---–ის სახელზე გაიცა სესხი 29500 (ოცდაცხრა ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის წლიურად 19 (ცხრამეტი)%-ის დარიცხვით, 60 თვის ვადით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0.1%. სს ,,ბ----------------’’-სა და ნ-----–- დ-------–---–ს შორის 2013 წლის 17 მაისის №2-- 2---------- გენერალური საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 19 მაისს გაფორმდა №2-------------- საბარათე ოვერდრაფტის შემადგენელი ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ნ-----–- დ-------–---–ზე ბანკმა გასცა სასყიდლიანი საბანკო პროდუქტი შემდეგი პირობებით: ოვერდრაფტის ლიმიტი 2950 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით. მხარეთა შორის განისაზღვრა რომ მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა დაეფარა დარიცხული პროცენტი, ხოლო ვადის ბოლოს 2016 წლის 19 მაისს ოვერდრაფტის თანხა სრულად დაებრუნებინა უკან იმ პერიოდისთვის დარიცხული პროცენტით. ამდენად, მითითებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას. 2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. მოპასუხე, ნ-----–- დ-------–---–ის მიერ, 2015 წლის 19 ოქტომბრის შემდეგ აღარ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია. 2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. დადგენილია, რომ 2013 წლის 17 მაისს, სს ,,ბ-----------------სა“ და ნ-----–- დ-------–---–ს შორის გაფორმდა №2-------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა გასცა მსესხებელზე კრედიტი 29500 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა 60 თვე, წლიური 19 % სარგებლით. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 2.10. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხები, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - ნ-----–- დ-------–---–ს მის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მულიხს მე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების მიხედვით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო. აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, კერძოდ, 2013 წლის 17 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 993,46 აშშ დოლარი და 2014 წლის 19 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 61,51 აშშ დოლარი, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია. სასამართლოს ასევე გონივრულად მიაჩნია მოვალისათვის დავალიანების დაანგარიშების პერიოდზე დარიცხულ სარგებელთან ერთად, ხელშეკრულების შეწყვეტიდან (28.06.2016 წლიდან) ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად დავალიანებული თანხის 0,01%-ის დაკისრება, შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. დადგენილია, რომ სს ,,ბ----------------’’-სა და ნ-----–- დ-------–---–ს შორის გაფორმებული №2-------------- გენერალური საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 16 მაისს გაფორმდა №2-------------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,ბ-----------------ს’’ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა დ------- კ---------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ქუჩა ი--------------ს №4 / ქუჩა ა--------- №9, ახლანდელი მისამართი: თბილისი, ქუჩა ი-------------- №4 / ქუჩა ს---–----–--ს №9, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №0----------------------, ახლანდელი უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------; დღეის მდგომარეობით იპოთეკის საგნის მესაკუთრეს წარმოადგენს ა-------- ვ-----–-----ი. სს ,,ბ-----------------’’-სა და ნ-----–- დ-------–---–ს შორის გაფორმებული №2--2----------- გენერალური საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 16 მაისს გაფორმდა № 2--------------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,ბ------------------ს’’ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ლ----------–----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ---------- დ-------, №2/ ქალაქი თბილისი, ქუჩა ხ------------- №1-3, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: № 0----------------------. 2013 წლის 17 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა მოპასუხე ნ-----–- დ-------–---–ი რომელიც დღეის მდგომარეობით გვევლინება ქონების მესაკუთრედ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განსახილველ შემთხვევაში არ არის სადავო ის გარემოება, რომ ნ-----–- დ-------–---–მა, ვერ შეძლო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თ-----------ს” წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2013 წლის 17 მაისს მხარეთა შორის დადებული №2-------------- გენერალური საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 9.4. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის რელიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით ან/და გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან/და იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად. იგივე დანაწესს ითვალისწინებს მხარეთა შორის 2013 წლის 16 მაისს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებებიც (იპოთეკის ხელშეკრულების 4.6-ე პუნქტი). სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მეორე ნაწილისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების დათქმების გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე მსესხებლის ნ-----–- დ-------–---–ის მთელი კუთვნილი ქონების მიქცევის თაობაზე იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგანი საკმარისი არ აღმოჩნდება უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, ა-------- ვ-----–-----ის მიერ გასაჩიოვრებულია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნ-----–- დ-------–---–ისთვის დაკისრებული თანხის გამო ხდება ა-------- ვ-----–-----ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეალიზაცია. აპელანტის განმარტებით, მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს მის ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. გასაჩვრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: - სს ,,ბ----------------ს და ნ-----–- დ-------–---–ს შორის 2013 წლის 17 მაისს გაფორმდა №2-------------- გენერალური საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად ბანკმა მსესეხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, 15 წლის ვადით, სარგებლის წლიურად არაუმეტეს 48%-ის დარიცხვით (ტ.1, ს.ფ. 24-31). - სს ,,ბ----------------’’-სა და ნ-----–- დ-------–---–ს შორის გაფორმებული №2-- 2----------- გენერალური საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 16 მაისს გაფორმდა №2-------------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,ბ-----------------ს’’ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ქუჩა ი--------------ს №4 / ქუჩა ა--------- №9, ახლანდელი მისამართი: თბილისი, ქუჩა ი-------------- №4 / ქუჩა ს---–----–--ს №9, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №0----------------------, ახლანდელი უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------; იპოთეკის საგნის მესაკუთრეს წარმოადგენს ა-------- ვ-----–-----ი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 სექტემბრის განჩინების საფუძველზე მ--- გ----------ას ნაცვლად შეიცვალა სათანადო მოპასუხის სახით (ტ.1, ს.ფ. 24-31, 92-93, 96-97). - სს „ბ-----------------სა და ნ-----–- დ-------–---–ს 2013 წლის 07 მაისს №2--2---------- გენერალური საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 17 მაისს სს ,,ბ------------------’’-სა და ნ-----–- დ-------–---–ს შორის გაფორმდა №2-------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ-----–- დ-------–---–ის სახელზე გაიცა სესხი 29 500 (ოცდაცხრა ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის წლიურად 19 (ცხრამეტი)%-ის დარიცხვით, 60 თვის ვადით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0.1% (ტ.1, ს.ფ. 41). - ნ-----–- დ-------–---–მა ვერ შეასრულა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. სარჩელის აღძვრის დროისათვის მისი დავალიანება სს „თ-----------ს“ მიმართ N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვრა 22 955,60 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 19 124,84 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი - 2837,30 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა 993,46 აშშ დოლარი. 4.2. აპელანტ ა-------- ვ-----–-----ის მიერ, რომელიც წარმოადგენს ნ-----–- დ-------–---–ის მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრეს, გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ნ-----–- დ-------–---–ისთვის N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში. კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე ნ-----–- დ-------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ-----------“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 28 ივნისიდან სესხის ძირ თანხაზე (19 124,84 აშშ დოლარი) მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 298,66 აშშ დოლარის გადახდა 2017 წლის 28 ივნისის ჩათვლით, მაგრამ არაუმეტეს 2574,12 აშშ დოლარისა. 4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 4.4. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ფულადი ვალდებულების შემთხვევაში, ასეთი ზიანის მოცულობას კანონი განსაზღვრავს მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობით, რომლის გადახდაც მოვალეს ეკისრება დავალიანების დაფარვამდე. ყველა შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ის დანაკლისი, რაც კრედიტორმა შეიძლება რეალურად განიცადოს ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობით. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე და 411-ე მუხლების ერთობლივი ანალიზის შედეგად განმარტოს, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, გამართლებულია საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა. გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სს „თ-----------“ მოთხოვნას წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულებებით კრედიტისათვის გათვალისწინებული სარგებლის, როგორც მიუღებელი შემოსავლის, მოვალისათვის დაკისრება არა ხელშეკრულების სრული ვადისათვის, არამედ, 2017 წლის 28 ივნისის ჩათვლით, მაგრამ არაუმეტეს 2574,12 აშშ დოლარისა. პალატას მიაჩნია, რომ არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ამგვარი მოთხოვნა სამართლებრივად დასაბუთებულად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან შესაბამის პერიოდში კრედიტის სახით გაცემული თანხის გამოყენების შეუძლებლობა საკრედიტო დაწესებულებისათვის მიიჩნევა, როგორც ამ თანხის ბრუნვის შედეგად მისაღები შემოსავლის დაკარგვის საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაეკისრა მოპასუხე ნ-----–- დ-------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ-----------“-ს სასარგებლოდ 2016 წლის 28 ივნისიდან სესხის ძირ თანხაზე (19 124,84 აშშ დოლარი) მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 298,66 აშშ დოლარის გადახდა 2017 წლის 28 ივნისის ჩათვლით, მაგრამ არაუმეტეს 2574,12 აშშ დოლარისა. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. 6. საპროცესო ხარჯები სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა 1. ა-------- ვ-----–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. 2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.09.2017წ. გადაწყვეტილება. 3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით. 4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე გელა ქირია