განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.06.2018
საქმის ნომერი
330210015001182847
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001182847

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

07 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/4721-16

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე, დიანა ბერეკაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი, გვანცა კომბეგაშვილი

 

I. აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - ა----- „თ---–----------------------------“

წარმომადგენელი - ს--–---- ს---------, უ–---- ე------ე

 

II. აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - ი---- ყ------–---–-

წარმომადგენელი - ზ------ ჟ----ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება

 

I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი---- ყ------–---–-ს სარჩელი ა----- თ---–----------------------------ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა----- „თ---–---------------------------ს“ი---- ყ------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა ქ-------–-----------–--------------------------------–------------------- მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------) მდგარი შენობის დემონტაჟის სამუშაოების ღირებულების 10 259 ლარის, ქვაბულის ამოთხრის, მისი გამაგრების და ახალი შენობის აშენების ღირებულების - 137 435 ლარის, ქვაბულის მხრიდან სამეზობლო მიჯნის გასამაგრებელი კედლების მოწყობის სამუშაოების ღირებულების - 65 740 ლარის, სულ - 213 434 ლარის გადახდა; ი---- ყ------–---–-ს მოთხოვნა, 2--- წლის ნ-----რიდან 2--- წლის დეკემბრამდე 48 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში და 2--- წლის დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის სახით მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ი---- ყ------–---–-ს საკუთრებაში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–-----------–--------------------------------–-------------------ის მიმდებარედ, ს/კ 0---------------, მიწის დაზუსტებული ფართობი 472 კვ.მ, ხოლო შენობა - ნაგებობა 114.40 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 14).

 

2.2. 2--- წლის ნ-----ერში ააიპ „თ---–---------------------------მა“ განახორციელა ქ-------–--–-------–-------–------------–------------------–-------------–---------------------ში მდებარე უძრავი ქონების დემონტაჟი.

 

28--------წ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5--------- დასკვნით დადგენილია:

 

„ქ-------–--–-----------------–--------------- მდებარე შენობის დაახლოებით ½ ნაწილის დანგრევა-დაზიანება გამოიწვია მასთან სამეზობლო საზღვარზე ე-----–-----ის მოედნის N- მიწის ნაკვეთზე ახალი შენობის მშენებლობისთვის, სამშენებლო ნორმების მოთხოვნების დარღვევით 5მ-მდე სიღრმის ქვაბულის მოწყობამ. შენობის პირვანდელი სახით აღდგენა შესაძლებელია სპეციალურად დამუშავებული პროექტით, მასთან მიჯნით მიმდინარე მშენებლობის ნულოვანი ციკლის დასრულების შემდეგ“.

 

07---.2---წ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5--------- დასკვნით ასევე დადგენილია:

 

„1. ა--------–-----------------ში მდებარე N0--------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე სამეზობლო საზღვარზე ქვაბულის გათხრით 39 მ2 ფართზე ჩამოშლილია დაახლოებით 175 მ3 მოცულობის მიწის ნაკვეთი;

2. ყამირში გაჩენილი ნაპრალისებრი ბზარებით დაზიანებულია N---- მიწის ნაკვეთის დაახლოებით 67.5 მ2 ფართი;

3. ქვაბულის მოწყობით დაიშალა შენობის 25 მ2 ფართი მოცულობით 75 მ3.

4. N---- შენობის დარჩენილ ნაწილში დაახლოებით 20-30 მ2 ფართი დაზიანებულია აგურის შენობების დაზიანებათა ინტენსიურობის შეფასების კლასიფიკაციით III ხარისხში. ასეთ ხარისხში დაზიანებულ შენობაში დაქვეითებულია საექსპლუატაციო მედეგობა და შენობის შემდგომი ექსპლუატაცია საჭიროებს აღდგენა-გამაგრების სამუშაოების ჩატარებას სპეციალურად დამუშავებული პროექტით.“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5--------- დასკვნა (ს.ფ. 15-1-);

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5--------- დასკვნა (ს.ფ. 20-24).

 

2.3. ქ-------–-----------–--------------------------------–--------------- მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------) მდგარი შენობის დემონტაჟის სამუშაოების ღირებულება შეადგენს - 10 259 ლარს, ქვაბულის ამოთხრის, მისი გამაგრების და ახალი შენობის აშენების ღირებულება - 137 435 ლარს, ხოლო ქვაბულის მხრიდან სამეზობლო მიჯნის გასამაგრებელი კედლების მოწყობის სამუშაოების ღირებულება - 65 740 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- ლოკალური სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშება, განმარტებითი ბარათი/თბილისი 2--- (ს.ფ. 74-78);

- ლოკალური სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშება, განმარტებითი ბარათი/თბილისი 2--- (ს.ფ. 136-139);

- ლოკალური სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშება, განმარტებითი ბარათი/თბილისი 2--- (ს.ფ. 183-187).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4. ა----- „თ---–---------------------------მა“ ქ.თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 0---------- N----- ბრძანებით შეთანხმებული პროექტის საფუძველზე განახორციელა ქ-------–--–-------–-------–------------–------------------–--------------–--------------------- -ში მდებარე უძრავი ქონების დემონტაჟი.

 

მოსარჩელე მხარეს სადავოდ აქვს გახდილი მოპასუხის ქმედების კანონიერება და უთითებს, რომ ნებართვის გარეშე დაიწყო სამშენებლო სამუშაოები მოპასუხე ააიპ "თ---–---------------------------მა". აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხემ წარმოადგინა სასამართლოში ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 0---------- N----- ბრძანება.

 

ბრძანებაში მითითებულია: „1. გაიცეს ქ-------–--–-------–-------–------------–------------------–-------------–----------------------ში თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის ნაწილის დემონტაჟის (ანაზომების საფუძველზე შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით) პროექტი და 2. გაიცეს უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა“.

 

ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით გამორიცხავს მოპასუხის წარმომადგენელი მისი მხარის ბრალეულობას. თუმცა, სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი პოზიცია და მტკიცებულება ვერ იქნება მიჩნეული საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე, რადგან სასამართლომ დავის გადაწყვეტისთვის უნდა დაადგინოს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, მიუხედავად მოპასუხის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დაწყების საფუძვლის კანონიერებისა თუ უკანონობისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა N------;

- 0---------წ. ბრძანება N-----.

 

2.5. ი---- ყ------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანება, კერძოდ, ნიადაგის სიმკვრივის (ყამირის) შესუსტება, მიწის ნაკვეთზე ნაპრალისებური ბზარების გაჩენა, 175 მ3 მოცულობის მიწის ნაკვეთის ჩამოშლა, შენობის ნაწილის დაშლა, შენობის ნაწილის საძირკვლის კონსტრუქცია და კაპიტალური კედლების რღვევა გამოიწვია ააიპ „თ---–----------------------------ის“ მიერ ჩატარებულმა სამშენებლო სამუშაოებმა.

 

მოპასუხის წარმომადგენელი სადავოდ ხდის და გამორიცხავს მისი მხარის ბრალეულობას და აღნიშნავს, რომ ააიპ „თ---–----------------------------ს“ არ მიუძღვის ბრალი ი---- ყ------–---–-ს ქონების დაზიანებაში. სასამართლო სხდომებზე მოპასუხე განმარტავდა, რომ შეიძლება მისი ნაწარმოები სამუშაოები ერთ-ერთი ფაქტორი იყო მიყენებული ზიანის, მაგრამ ისიც მხოლოდ მიწის ნაკვეთის ნაწილის და არა სრულადო. ამასთან, მისი მოსაზრებით, მიზეზობრივი კავშირი შესაძლოა ყოფილიყო მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის იმ შემთხვევაში, თუ ამოთხრილი ქვაბული გამოიწვევდა ნიადაგის მთლიანად ჩატანას.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ 2--- წლის 25 მარტის საექსპერტო კონსტრუქციულ დასკვნაში არსებულ მითითებაზე, რომლის მიხედვითაც, სადემონტაჟო შენობის სამეზობლო საზღვარზე (ე-----–-----ის მოედანი N--ის მხრიდან), ახალი ნაგებობის ასაშენებლად 2---წ. ბოლოს, ამოღებულ იქნა ქვაბული, სიღრმით 5 მეტრამდე, რამაც გამოიწვია მოქ. ი---- ყ------–---–-ს შენობის ნაწილის რღვევა და სადემონტაჟო შენობის დაახლოებით ¼ ნაწილის დაშლა.

 

28--------წ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5--------- დასკვნით დადგენილია, რომ ქ-------–--–-----------------–--------------- მდებარე შენობის დაახლოებით ½ ნაწილის დანგრევა-დაზიანება გამოიწვია მასთან სამეზობლო საზღვარზე ე-----–-----ის მოედნის N- მიწის ნაკვეთზე ახალი შენობის მშენებლობისთვის, სამშენებლო ნორმების მოთხოვნების დარღვევით 5მ-მდე სიღრმის ქვაბული მოწყობამ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

- 2---------წ. საექსპერტო კონსტრუქციული დასკვნა (ს.ფ. 94);

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5--------- დასკვნა (ს.ფ. 20-24).

 

2.6. ქ-------–--–------------------–--------------–---------------------------------–-----------------ში, მოქ. ი---- ყ------–---–-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ს/კ N 0--------------- მდებარე შენობის დარჩენილი ნაწილის დემონტაჟი და ახალი შენობის აშენება წარმოადგენს აუცილებლობას.

 

მოპასუხის წარმომადგენელი სადავოდ ხდის ზემოაღნიშნულს და უთითებს, რომ შესაძლებელია უძრავი ქონების გამაგრება-გაძლიერება და არაა აუცილებელი მისი დანგრევა და ახლის აშენება.

 

28--------წ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5--------- დასკვნით დადგენილია, რომ „ქ-------–--–-----------------–--------------- მდებარე შენობის პირვანდელი სახით აღდგენა შესაძლებელია სპეციალურად დამუშავებული პროექტით, მასთან მიჯნით მიმდინარე მშენებლობის ნულოვანი ციკლის დასრულების შემდეგ“.

 

2--- წლის 1- ნ-----რის საექსპერტო დასკვნის დასკვნით ნაწილში განმარტებულია, რომ შესრულებული გამოკვლევის საფუძველზე შ-- „ბ----------“ ადგენს, რომ ქ-------–--–-----------------–-------------–--------------------------------–-----------------ში, მოქ. ი---- ყ------–---–-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ს/კ N 0--------------- მდებარე შენობის დარჩენილი ნაწილის დემონტაჟი აუცილებელია და ის არ გამოიწვევს მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის მდგრადობის გაუარესებას, დასკვნაში მითითებული გარკვეული რეკომენდაციების საფუძველზე.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მიყენებული ზიანის ხარისხის გათვალისწინებით უძრავი ქონება საჭიროებს დემონტაჟს და თავიდან აშენებას და მისი მხოლოდ შეკეთება არ არის საკმარისი ზიანის გამოსასწორებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 1-.11.2---წ. საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 35);

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5--------- დასკვნა (ს.ფ. 20-24).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე,მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-

183-2016).

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელშიც მითითებულია: ქ------–--–-----------------–--------------- მდებარე შენობის დაახლოებით ½ ნაწილის დანგრევა-დაზიანება გამოიწვია მასთან სამეზობლო საზღვარზე ე-----–-----ის მოედნის N- მიწის ნაკვეთზე ახალი შენობის მშენებლობისთვის, სამშენებლო ნორმების მოთხოვნების დარღვევით 5მ-მდე სიღრმის ქვაბულის მოწყობამ.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია შ-- „მ–-------------“-ის გენერალური დირექტორის მ. ბ-----–---–ისა და მთავარი ინჟინრის ვ.ო----–----ის მიერ შედგენილი 2--- წლის 1---------- დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქვაბულის ამოღების დროს მომუშავე ტექნიკური საშუალებებით გამოწვეული ვიბრაციის შედეგად დაზიანდა არა მარტო ი. ყ------–---–-ს ეზო, არამედ ჩამოიშალა შენობის ნაწილიც. შესაბამისად, დასკვნის შემდგენი პირების მოსაზრებით, ი. ყ------–---–მა განიცადა საგრძნობი ზარალი.

 

მოპასუხის წარმომადგენელი სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2----–-–------------- N5--------- დასკვნაზე დაყრდნობით სადავოდ ხდის დაზიანებული უძრავი ქონების მდგომარეობას ქვაბულის ამოთხრამდე და აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია რა მდგომარეობაში იყო მოსარჩელის კუთვნილი ქონება ამ შემთხვევამდე. თუმცა, მის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებულია, რომ შენობის ტექნიკური მდგომარეობა სავარაუდოდ იყო არადამაკმაყოფილებელი... თუმცა, ამავე დასკვნაში ექსპერტი აღნიშნავს, რომ მოპასუხის ქმედებასა (ქვაბულის ამოთხრას) და მოსარჩელის ქონების დაზიანებას შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

სასამართლოს განმარტებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი დასკვნებით ცალსახად დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ქვაბულის ამოთხრამ გამოიწვია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება. აღნიშნულის საპირისპირო სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაუდასტურა სასამართლოს მოპასუხემ და მას არც სარწმუნოდ მიუთითებია რაიმე გამომრიცხავი გარემოების თაობაზე. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილად მიიჩნია, რომ შეუძლებელია დაზიანებული ქონების აღდგენა და საჭიროებს დემონტაჟს და ახალი შენობის აშენებას შესაბამისი პროექტის მიხედვით.

 

საქმეში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვებით ასევე ცალსახად დგინდება მიყენებული ზიანის ოდენობა, რაც საერთო ჯამში გახლავთ 213 434 ლარის ღირებულების.

 

2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო.

 

იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. (იხ. სუსგ 07.10.15 წ. საქმე

№ას-459-438-2015).

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რომ მის ინტერესს წარმოადგენდა ქონების გაქირავება იმ შემთხვევაში თუ არ მიადგებოდა ზიანი მას. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უნდა ამოვიდეს საქმის გარემოებების ობიექტური შეფასებიდან და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმგვარად, რომ ამ ტიპის ზიანის ანაზღაურება მოპასუხეს დაეკისროს სამართლიანად და არ გამოიწვიოს დაზარალებულის უსაფუძვლოდ გამდიდრება. საქმის მასალებიდან არ დასტურდება, რომ მოსარჩელე ი---- ყ------–---–- ქონების დაზიანებამდე აქირავებდა მას. მხოლოდ მხარის მითითება, რომ შესაძლებლობა ექნებოდა გაექირავებინა უძრავი ქონება და მიეღო შემოსავალი, სასამართლოს მოსაზრებით არ არის საკმარისი საფუძველი მოპასუხეზე ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის, როგორც მიუღებელი შემოსავალი. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლომ ამ ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა ა----- „თ---–-------------------------------ის“ მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

3.1.ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით მართალია სასამართლომ 28-------- წლის ექპერტიზის დასკვნის საფუძველზე უდავოდ დაადგინა, რომ შენობის პირვანდელი სახით აღდგენა შესაძლებელია სპეციალურად დამუშავებული პროექტით მასთან მიჯნით მიმდებარე მშენებლობის ნულოვანი ციკლის დასრულების შემდეგ, თუმცა აღნიშნული გარემოება მხედველობაში აღარ მიიღო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების ფორმირებისას.

 

3.1.2. აპელანტი ასევე მიუთითებს 07---.2--- წლის დასკვნაზე, რომლის საფუძველზეც სასამართლომ უდავოდ დაადგინა ფაქტი მასზედ, რომ შენობის შემდგომი ექსპლოატაცია საჭიროებს აღდგენა-გამაგრების სამუშაოების ჩატარებას სპეციალურად დამუშავებული პროექტით. აპელანტის მითითებით მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებით დადასტურებულ გარემოებას წარმოადგენდა შენობის აღდგენის შესაძლებლობა, სასამართლო გადაწყვეტილებით ზიანის სახით არსებული შენობის დემონტაჟის და ახალი მშენებლობისთვის საჭირო თანხის გადახდა დაეკისრა.

 

3.1.3. აპელანტის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია უდავოდ დადგენილად 07---.2--- წლის დასკვნაში მითითებული გარემოება, რომ ექსპერტმა ქვაბულის მოწყობამდე უძრავი ქონების ექსპლუატაციის ვარგისიანობაზე მსჯელობა არ მიიჩნია მიზანშეწონილად.

 

3.1.4. აპელანტის განმარტებით გათვალისწინებით იმისა, რომ მას მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის ნაწილის დემონტაჟის პროექტისა და უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანება ჰქონდა, არ არსებობდა მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, შესაბამისად, სახეზე არ იყო ერთ-ერთი წინაპირობა დელიქტით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა ი---- ყ------–---–-ს მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

3.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.2.1. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ არ არსებობდა მიუღებელი სარგებლის დაკისრების საფუძველი. აღნიშნულთან მიმართებით აპელანტი ყურადღებას მახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ნივთის დაზიანების გამო ქონების ნებისმიერი სახით გამოყენება გახდა შეუძლებელი. აპელანტის მოსაზრებით ამგვარი მსჯელობის გაზიარების შემთხვევაში მივიდოდით იმგვარ დასკვნამდე, რომ თუ ნივთის მესაკუთრე დროის გარკვეული მონაკვეთში არ სარგებლობს საკუთრებით, იგი საერთოდ აღარ აპირებს ისარგებლოს ამ ქონებით.

 

3.2.2. აპელანტის განმარტებით, რომ არა ფონდის მიერ უძრავი ნივთის დაზიანება, ნივთის მახასიათებლების გათვალისწინებით ის შეძლებდა მისი როგორც სასტუმროს გამოყენებას და შესაბამისად შემოსავლის მიღებას. აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა შენობის და მიწის ნაკვეთის როგორც სასტუმროს გამოყენების შესაძლებლობა, რამეთუ მას მოპოვებული აქვს როგორც დამტკიცებული პროექტი ასევე მშენებლობის ნებართვა, სასტუმროდან მიუღებელი შემოსავლის სიდიდის, ასევე მისი გამოანგარიშების სირთულის გათვალისწინებით მიუღებელი შემოსავლის სახით მოითხოვს გაქირავების ფარგლებში მისაღებ შემოსავალს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. სადავო არ ხდება ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ უძრავი ნივთი, მდებარე ქ------–-----------–--------------------------------–--------------------ის მიმდებარედ, ს/კ 0---------------, მიწის დაზუსტებული ფართობი 472 კვ.მ, ხოლო შენობა - ნაგებობა 114.40 კვ.მ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი---- ყ------–---–-ს (შემდგომში „მოსარჩელე“) სახელზე (ტ. 1, ს.ფ. 14).

 

4.1.2. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანება გამოწვეულია მასთან სამეზობლო საზღვარზე ქ-------–--–--------–----------------- მიწის ნაკვეთზე ახალი შენობის მშენებლობისთვის ა----- „თ---–----------------------------ს“ მიერ ქვაბულის მოწყობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის მიხედვით კი, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

4.1.3. განსახილველ შემთხვევაში, ი---- ყ------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს: მოპასუხის მიერ ქვაბულის ამოღების შედეგად მიყენებული ზიანის (რაც გამოიხატა ი---- ყ------–---–-ს კუთვნილი შენობის და მიწის ნაკვეთის დაზიანებაში) - 213 434 ლარის ანაზღაურება; 2. გაქირავებით მისაღები შემოსავლის მიუღებლობით მიყენებული ზიანის 2--- წლის ნ-----რიდან 2--- წლის დეკემბრამდე პერიოდზე 48 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის და 5. 2--- წლის დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში - 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება. შესაბამისად, ი---- ყ------–---–-ს მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს წარმოადგენდა ფაქტების მტკიცება მასზედ, რომ საცხოვრებელი სახლი და საცხოვრებელი სახლის ეზოს ტერიტორია, რომელიც დაზიანდა, ი---- ყ------–---–-ს საკუთრებას წარმოადგენდა; მოქმედებები, რის შედეგადაც ი---- ყ------–---–-ს საცხოვრებელი სახლი და საცხოვრებელი სახლის ტერიტორიის ეზო დაზიანდა მოპასუხემ განახორციელა; უძრავი ნივთის დაზიანების გამო ი---- ყ------–---–მა ვერ შეძლო ნივთის გაქირავება, რის შედეგადაც დაკარგა ქირის სახით მისაღები შემოსავალი ყოველთვიურად 2 000 აშშ დოლარის ოდენობით; ზიანი, რომელიც დადგა, მიზეზობრივ კავშირშია მოპასუხე ა----- „თ---–----------------------------ს“ მიერ ა. კ-----–-----ის ქ. N--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ქვაბულის გათხრასთან.

 

სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 28--------წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:

- ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვა იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ტექნიკური მდგომარეობა და დაზიანების გამომწვევი მიზეზები.

ქ-------–--–----------------–---------------- მდებარე შენობის დაახლოებით ½ ნაწილის ნგრევა-დაზიანება გამოიწვია მასთან სამეზობლო საზღვარზე ე-----–---- მოედნის #- მიწის ნაკვეთზე ახალი შენობის მშენებლობისთვის სამშენებლო ნორმების მოთხოვნების დარღვევით 5 მ-მდე სიღრმის ქვაბულის მოწყობამ. შენობის პირვანდელი სახით აღდგენა შესაძლებელია სპეციალურად დამუშავებული პროექტით, მასთან მიჯნით მიმდინარე ნულოვანი ციკლის დასრულების შემდეგ.

 

დასკვნის კვლევითი ნაწილის მიხედვით 2--- წლის 23 იანვარს ვიზუალურად შესწავლილი იქნა ქ-------–--–----------------–-----------------ში მდებარე შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე, მასთან მიჯნით ე-----–---- მოედნის #- მიწის ნაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის ზეგავლენის საკითხი. 2--- წლის ნ-----რის თვეში ე-----–---- მოედნის #--ში არსებული ავარიული შენობის დაშლის შემდეგ არსებულ მიწის ნაკვეთზე ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით #---- სახლის სამეზობლო საზღვარზე გაითხარა 5 მ-დე სიღრმის ქვაბული ფერდის გამაგრების გარეშე, ქვაბულის გათხრამ გამოიწვია #---- სახლის ქვაბულთან მიმდებარე ნაწილში, ფართით 25 მ2 საძირკვლის კონსტრუქციისა და კაპიტალური კედელების რღვევა, რის გამოც შენობის დაზიანებული ნაწილი დემონტირებული იქნა. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული ქვაბულის გათხრის შემდეგ #---- სახლის ტერიტორიაზე ყამირში გაჩენილმა ნაპრალისებრმა ბზარებმა დააზიანა აგრეთვე შენობის დარჩენილ ნაწილში ტორსულ კედლიდან 4 მ სიგრძის მონაკვეთზე გრძივი კედლები, სადაც დღეისთვის დახრილი მიმართულების ბზარებია განვითარებული. დამაკმაყოფილებელია შენობის აღმოსავლეთის ტორსულ კედლიდან 10 მ სიგრძის მონაკვეთში განთავსებული 50მ2 ფართის ტექნიკური მდგომარეობა.(ტ.1.20-24)

 

მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი 07---.2---წ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5--------- დასკვნის მიხედვით:

 

- ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვები იყო: 1. რა მოცულობის მიწის ნაკვეთი იქნა ჩამოშლილი საკვლევი ობიექტის სამეზობლო საზღვარზე ახალი შენობის მშენებლობისთვის ქვაბულის მოწყობის შემდეგ; 2. რა მოცულობის მიწის ნაკვეთი გახდა მშენებლობისთვის არამყარი და გამოუსადეგარი; 3. რა მოცულობის შენობა-ნაგებობა იქნა ჩამონგრეული და დაზიანებული, ჩამონგრევამდე იყო თუ არა შენობა ნაგებობა გამოსადეგი , რა მდგომარეობაშია შენობა- ნაგებობის დარჩენილი ნაწილი.

„1. ა--------–-----------------ში მდებარე N0--------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე სამეზობლო საზღვარზე ქვაბულის გათხრით 39 მ2 ფართზე ჩამოშლილია დაახლოებით 175 მ3 მოცულობის მიწის ნაკვეთი;

2. ყამირში გაჩენილი ნაპრალისებრი ბზარებით დაზიანებულია N---- მიწის ნაკვეთის დაახლოებით 67.5 მ2 ფართი;

3. ქვაბულის მოწყობით დაიშალა შენობის 25 მ2 ფართი მოცულობით 75 მ3.

4. N---- შენობის დარჩენილ ნაწილში დაახლოებით 20-30 მ2 ფართი დაზიანებულია აგურის შენობების დაზიანებათა ინტენსიურობის შეფასების კლასიფიკაციით III ხარისხში. ასეთ ხარისხში დაზიანებულ შენობაში დაქვეითებულია საექსპლუატაციო მედეგობა და შენობის შემდგომი ექსპლუატაცია საჭიროებს აღდგენა-გამაგრების სამუშაოების ჩატარებას სპეციალურად დამუშავებული პროექტით.“ (ტ.1.15-1-)

 

28--------წ. და 07---.2---წ. საექსპერტო კვლევები ჩატარებული აქვს ექსპერტ თ---------- მ-----ეს - კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტის) სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტს სპეციალობით მუშაობის 50 წლის სტაჟით.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების საწინააღმდეგოდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა 20.06.2016 წ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა #0--------. დასკვნის თანახმად:

- ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვები იყო: 1. მეზობელ მიწის ნაკვეთზე ქვაბულის ამოღებამდე სადავო შენობის ტექნიკური მდგომარეობის არცოდნის პირობებში შესაძლებელია თუ არა ერთმნიშვნელოვნად იმის დადგენა, რომ სადავო შენობის ნაწილის დაზიანება პირდაპირ კავშირშია მეზობელი მიწის ნაკვეთზე ქვაბულის ამოღებასთან. 2. ქვაბულის ამოღებამდე იყო თუ არა ქ-------–--–----------------–-----------------ში მდებარე შენობა გამოსადეგი ექსპლოატაციისთვის.

 

1. ქ-------–--–----------------–-----------------ში მდებარე შენობის ნაწილის დაზიანება შეეძლო გამოეწვია მომიჯნავე ნაკვეთში სამშენებლო ნორმების დარღვევით მოწყობილი ქვაბულის ფარდის დაძვრას და სადემონტაჟო სამუშაოების დროს წარმოქმნილ ვიბრაციებს. ამაზე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს 2--- და 2--- წლებში გადაღებული ფოტომასალის შედარება. ამავე დროს სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორები აღნიშნული პერიოდისთვის არ არსებობდა. საინჟინრო პრაქტიკაში მრავალი ფაქტი არსებობს მათ შორის თბილისში ქვაბულის ამოღების შედეგად პრევენციული ღონისძიებების გატარების გარეშე მომიჯნავედ მდებარე შენობის დაზიანების, შესაბამისად მიზეზობრივი კავშირი ქ-------–--–--------–---------------------------ში მდებარე ნაკვეთში ქვაბულის ამოღებასა და ქ-------–--–----------------–--------------------ში მდებარე შენობის დაზიანებას შორის არსებობს მითუმეტეს, როდესაც ქვაბულში დიდი ხნის განმავლობაში ჩაედინებოდა ტექნოლოგიური წყალი, რასაც ადასტურებს ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2--- წელს აღნიშნულ უბანზე ჩატარებული კვლევები.

 

2. ქ-------–--–--------–-----------------------------ში ქვაბულის ამოღებამდე ა------ კ-----–-----ის ქ. #-----ში მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობა სავარაუდოდ იყო არადამაკმაყოფილებელი და მისი ექსპლოატაცია საფრთხის შემცველი იყო. (ტ.1.ს.ფ. 295-308)

 

საექსპერტო კვლევა ჩატარებული აქვს ექსპერტ ა---------– რ-----–-–---–ს - კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტის) სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სესმომედეგობის სამმართველოს ექსპერტს სპეციალობით მუშაობის 30 წლის სტაჟით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 24.01.2017 წლის სასამართლო სხდომაზე 28--------წ. და 07---.2---წ ექსპერტიზის დასკვნების ავტორმა ექსპერტმა - თ---------- მ-----ემ განმარტა, რომ მეზობელ მიწის ნაკვეთზე 5 მეტრამდე სიღრმის ქვაბული გათხრილია მიწაზე ფერდის გამაგრების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთზე ქვაბული გათხრილია გათხრისთვის საჭირო პირობების დარღვევით (15:07:17) ექსპერტის განმარტებით ქ-------–--–----------------–-----------------ში მდებარე უძრავ ნივთზე განვითარებული მოვლენები (შენობის ნგრევა, მიწის ჩამოშლა) უშუალო მიზეზობრივ კავშირშია მეზობელი მიწის ნაკვეთზე ქვაბულის ამოღებასთან. (15:19:40; 15:19:48) ექსპერტის განმარტებით, გათვალისწინებით იმისა, რომ შენობის დაზიანების გარდა ჩამოშლილია დაახლოებით 175მ3 მოცულობის ნიადაგი, აუცილებელია ნიადაგის გამოცვლა და მისი შემდგომი გამაგრება, ამასთან, მიწაზე გამაგრებითი კედლის მოწყობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ნულოვანი ციკლის დასრულებამდე შენობის აღდგენის სამუშაოების დაწყება. (15:12:15; 15:31:50) ამავე სხდომაზე მოწვეულმა 20.06.2016 წ. დასკვნის ავტორმა ექსპერტმა - ა---------– რ-----–-–---–მა განმარტა, რომ ქვაბულის ამოთხრა ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის იმ შემთხვევაშიც კი გამოიწვევდა ქ-------–--–----------------–-----------------ში მდებარე უძრავ ნივთის დაზიანებას, თუკი ქვაბულის ამოღებამდე შენობა-ნაგებობა სრულიად გამართულ მდგომარეობაში იქნებოდა. (15:43:01- 15:43:07)

 

საბოლოოდ, მართალია ა----- თ---–--------------------------ს თბილისის არქიტექტურის სამსახურის #0--------- წ. ბრძანების და 0--------- წლის #-/1--- სანებართვო მოწმობის საფუძველზე ქ. თბილისში ძ---–-------–---- რაიონში ე-----–---------- მოედანი #--ში თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის ნაწილის დემონტაჟის (ანაზომების საფუძველზე შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით) უფლება გააჩნდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე დასკვნის ავტორ ექსპერტთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით დადასტურებულ გარემოებას წარმოადგენს, რომ ბრძანებაში და სანებართვო მოწმობაში მითითებული სამუშაოების წარმოების მიზნით ფონდმა ქვაბულის ამოღება ქვაბულის ამოღებისთვის დადგენილი პირობების დარღვევით განახორციელა (არ განახორციელა გამაგრებითი სამუშაოები, დამცავი კედლი მოწყობა), მითუმეტეს, როდესაც თავად 0--------- წლის ბრძანებით გათვალისწინებულ გარემოებას წარმოადგენდა დემონტაჟის პროცესში უსაფრთხოების და სადემონტაჟო სამუშაოების პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა, პალატა მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს ა----- თ---–---------------------------ის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას სადემონტაჟო სამუშაოების წარმოების ნებართვა ჰქონდა ზიანი მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული არ ყოფილა.

 

ამგვარად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მომიჯნავედ დამცავი კედლის მოწყობის გარეშე ქვაბულის ამოღების გამო მოპასუხის კუთვნილი შენობის ნგრევა/დაზიანებით, ასევე მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაზიანებით (ეზოს ტერიტორიიდან ჩამოშლილია დაახლოებით 175მ3 მოცულობის ნიადაგი, ასევე გაჩენილია ბზარები) გამოწვეულ ზიანზე პასუხსიმგებელ პირს წარმოადენს სწორედ მოპასუხე.

 

4.1.4. ა----- თ---–---------------------------ი სადავოდ ხდის ასევე უძრავი ნივთის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის - 213 434 ლარის ოდენობას და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვისგან განსხვავებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2 აპირლის ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვა #1 ქ-------–--–----------------–-----------------ში მდებარე შენობის აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებისთვის მაქსიმალურ საორიენტაციო ღირებულებად 74 531 ლარს განსაზღვრავს. ამდენად, მოპასუხის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუკი დამდგარ ზიანზე, მისი პასუხისმგებლობა დადგება, ზიანის ოდენობა და შესაბამისად მისი პასუხისმგებლობის მოცულობა მოსარჩელის მიმართ უნდა განისაზღვროს მხოლოდ 74 531 ლარით. მოპასუხის პოზიცია ეფუძნება იმ არგუმენტს, რომ დაზიანებული შენობის აღდგენა შესაძლებელია მისი დემონტაჟის და ახალი შენობის აშენების გარეშე, რაც ამცირებს გასაწევი ხარჯების ოდენობას.

 

სააპელაციო პალატა მოპასუხის ამ პოზიციასთან დაკავშირებით პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის ზეპირი განხილვისას მას შემდეგ, რაც მოსმენილი იქნა ექსპერტ ა---------– რ-----–-–---–ის განმარტებები დემონტაჟის გარეშე დაზიანებული შენობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით (იხ. 2017 წლის 24 იანვრის სხდომის ოქმის 15:41:50 - 16:06:04), სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული და დაკმაყოფილეუბლი იქნა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა (იხ. 2017 წლის 20 ივნისის საოქმო განჩინება) და მოპასუხეს მიეცა მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულების (ექპსერტიზის დასკვნის) წარმოდგენის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დრო დაეთმო საექსპერტო კვლევის ჩატარებისა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენისათვის მხარეს, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 2 აპრილის ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ი---- ყ------–---–-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაზიანებული ნაწილის აღდგენისათვის აუცილებელი სამუშაოების და მისი ხარჯთაღრიცხვის შესახებ კვლევას და შესაბამის დასკვნას (რაც განპირობებულია თავად დამკვეთის /მოპასუხის/ მიერ ექსპერტის წინაშე დასმული შეკითხვით). პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ი---- ყ------–---–-ს კუთვნილი შენობის დანგრევის და დაზიანების გარდა ასევე დაზიანებულია მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილიც, რომელიც უშუალოდ ემიჯნება მოპასუხის მიერ ამოღებულ ქვაბულს. კერძოდ, ჩამოშლილია დაახლოებით 175მ3 მოცულობის ნიადაგი, აგრეთვე ყამირში გაჩენილია ნაპრალისებრი ბზარებით დაზიანებულია მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაახლოებით 67,5 მ2 ფართი (იხ 07---.2---წ. ექსპერტიზის დასკვნა. ტ. 1, ს.ფ. 16). ამ დაზიანებების გათვალისწინებით, რომლებიც ასევე გამოიწვია მოპასუხის მიერ ქვაბულის ამოღებამ, პალატა მიიჩნევს რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი არ შემოიფარგლება მხოლოდ შენობის დაზიანებით დამდგარი ზიანით და შესაბამისად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 2 აპირლის ექსპერტიზის დასკვნა სრულად არ ასახავს მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად აუცილებელ სამუშაოებს და მათ ხარჯთახრიცხვას.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შ-- ,,დ------------–--------------------–---------–---’’ მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით ქ-------–-----------–--------------------------------–--------------- მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------) მდგარი შენობის დემონტაჟის სამუშაოების ღირებულება შეადგენს - 10 259 ლარს, ქვაბულის ამოთხრის, მისი გამაგრების და ახალი შენობის აშენების ღირებულება - 137 435 ლარს, ხოლო ქვაბულის მხრიდან სამეზობლო მიჯნის გასამაგრებელი კედლების მოწყობის სამუშაოების ღირებულება - 65 740 ლარს (ჯამში 213 434 ლარი). (ტ. 1, ს.ფ.74-78; 136-139; 183-187). მართალია, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვა #1 შენობის აღდგენა-გაძლიერების ღირებულებად 74,53197 ლარს განსაზღვრავს, თუმცა დასახელებულ დოკუმენტში მითითებულია, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს ქ. თბილისში, ა------ კ-----–-----ის ქ. #-----ში მდებარე მხოლოდ შენობის აღდგენა-გაძლიერების ღირებულებას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 07---.2--- წლის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე წინამდებარე განჩინებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ფონდის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად არა მხოლოდ ქ-------–--–----------------–-----------------ში მდებარე შენობა-ნაგებობის, არამედ ამავე მისამართზე 175 მ3 მოცულობის მიწის ჩამოშლის და ყამირში გაჩენილი ნაპრალისებრი ბზარების შედეგად მიწის ნაკვეთის დაახლოებით 67.5 მ2 დაზიანების ფაქტი, ფონდის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც მოცემულია მხოლოდ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯები მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის და საცხოვრებელი სახლის ეზოს დაზიანების ხარისხის და მის აღსადგენად გასატარებელი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის გათვალისწინებით არ წარმოადგენს მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის ადეკვატურ ღონისძიებას. ამდენად, სააპელაციო პალატა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 0---------წ. ექსპერტიზის დასკვნის და თანდართული ლოკალურ-რესურსული #1 ხარჯთაღრიცხვას მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის სათანადო მტკიცებულებად ვერ განიხილავს.

 

საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიყენებული ზიანის დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ მის მტკიცების საგანში შემავალი ყველა ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა, ხოლო მოპასუხემ მიუხედავად იმისა, რომ მას სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც მიეცა ზიანის ოდენობის შესახებ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად საპირისპირო მტკიცებულების წარმოდგენის შესაძლებლობა, მან ვერ უზრუნველყო ვერც მისი ბრალის გამომრიცხველი გარემოებების დადასტურება და ვერც ზიანის ოდენობის გამაქარწყლებელი მტკიცებულების წარმოდგენა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სარწმუნოდ დადასტურებულია, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მოპასუხე მხარე, აგრეთვე მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის, კერძოდ იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ ჩატარებულმა სამშენებლო სამუშაომ (ქვაბულის ამოღება) გამოიწვია მოპასუხის კუთვნილი შენობის მზიდი კედლების და საძირკვლის რღვევა და შესაბამისად შენობის ნაწილის ჩამონგრევა და ასევე დარჩენილი ნაწილის მნიშვნელოვანი დაზიანება, აგრეთვე ის ფაქტი, რომ მოპასუხის წარმოებულმა სამუშოებმა ასევე გამოიწვია მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაზიანება, რამდენადაც ნაწილი მისი ნაკვეთის ჩამოშლილია, ხოლო ნაწილში გაჩენილი ნაპრალისებრი ბზარები, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის ოდნეობასთან დაკავშირებით გაზიარებული უნდა იქნეს მოსარჩელის მტკიცება და მტკიცებულებები, მითუფრო, რომ მოპასუხემ მისთვის მიცემული შესაძლებლობის მიუხედავად, ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის მოცულობის გასაბათილებლად.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, ააიპ თ---–----------------------------ს სააპელაციო საჩივარი ზიანის ნაწილში არ კმაყოფილდება იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც მან ვერ გასწია.

 

ამგვარად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და მსჯელობის საფუძველზე საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხე მხარეს მართებულად დააკისრა 213 434 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

4.1.5. რაც შეეხება ი---- ყ------–---–-ს სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ პრეტენზია უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა, ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.

 

ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილია ა----- თ---–----------------------------ს მართსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაზიანების ფაქტი, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების აბსტრაქტული წინაპირობების არსებობა სადავო არ არის, თუმცა, წარმოდგენილი სარჩელი არ შეიცავს საკმარის მტკიცებას. სააპელაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მხარეები განსაზღვრავენ დავის საგანს, ხოლო ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საგულისხმოა, რომ მოსარჩელე მხარის სარჩელში მითითებული გარემოების დასადასტურებლად, რომ მან დაკარგა უძრავი ნივთის გაქირავების შედეგად მისაღები შემოსავალი მოპასუხის მიერ უძრავი ქონების დაზიანების გამო, კონკრეტულ მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა ისეთ მტკიცებულებაზე, რაც უძრავი ნივთის დაზიანებამდე ამ ნივთის გაქირავების და მითუმეტეს სარჩელში მითითებული ოდენობით ქირის მიღების ფაქტს დაადასტურებდა.

 

მიუღებელი ქირა, როგორც ნავარაუდევი/ნაგულისხმევი ზიანი, ივარაუდება იმ შემთხვევაში, როდესაც დასტურდება, რომ უძრავი ნივთის დაზინებამდე მესაკუთრე მას აქირავებდა და მისი შემოსავლის წყაროს უძრავი ნივთის გაქირავების შედეგად მიღებლი სარგებელი წარმოადგენდა. ამდენად, უძრავი ქონების გაქირავების შედეგად მოგების მიუღებლობით წარმოშობილი ზიანი მტკიცებას ექვემდებარება. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მისი ახსნა-განმარტების გარდა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავი ნივთის დაზიანებდამდე ის ნივთს ყოველთვიურად 2 000 აშშ დოლარად აქირავებდა, მხოლოდ ის გარემოება, რომ რომ არა ნივთის დაზიანება მოსარჩელე ნივთის გაქირავებით ყოველთვიურად 2000 აშშ დოლარის ოდენობით სარგებლის მიღებას აპირებდა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასაბუთებული არ არის. შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს „მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი“, რაც სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, სავალდებულო პირობაა იმ ზიანისათვის, რომელზედაც ანაზღაურების მოვალეობა ვრცელდება.

 

ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და მის საწინააღმდეგოდ წარმოდგნეილი სააპელაციო პრეტენზია არ შეიცავს საკმარის საფუძველს მის გასაბათილებლად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა არც მოსარჩელის და არც მოპასუხის სააპეალციო საჩივრები, შსაბამისად მასზე მხარეთა მიერ სახ. ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხები მხარეთათვის ანაზღურებას არ ექვემდებარება. ამდენად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა----- „თ---–----------------------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ი---- ყ------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ეკატერინე ცისკარიძე /

 

/დიანა ბერეკაშვილი/