განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 180210015001138426
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/4131-17
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე, დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი, გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი – მ--–---- ი---------–-
მოწინააღმდეგე მხარე – შ-- „ჯ--------------–-ი“
წარმომადგენელი - ლ---------------–--
დავის საგანი – ხელფასიდან დაკლებული თანხის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით მ--–---- ი---------–-ს სარჩელი, მოპასუხე შ-- „ჯ--------------–-ის“ მიმართ ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები
2.1. მოსარჩელე მ--–---- ი---------–- 2011 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა შ-- ,,თ----------------–-----–------ში’’ ქირურგად.
მტკიცებულება - შ-- ,,მ–-------------------------–---------–--------------------ს” მიერ 2013 წლის 29 აპრილს გაცემული #2-- ცნობა (ტ.1, ს.ფ. 19).
2.2. 2011 წლის 15 სექტემბერს, ერთი მხრივ - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც გამყიდველსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხოლო მეორეს მხრივ - შ-- ,,ჯ--------------–-ს”, როგორც მყიდველს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შ-- ,,ჯ--------------–-ისათვის” პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.
ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტით განისაზღვრა მყიდველის ვალდებულება, გარდამავალი პერიოდის დაწყებამდე ხელშეკრულების დანართი #2-ით გათვალისწინებული პერსონალის (ექიმის და ექთნის) დასაქმება, მათი ინდივიდუალური წერილობითი განცხადების საფუძველზე, დასაქმების მომენტისათვის მათი პოზიციების, ანაზღაურების არსებული პირობების შენარჩუნებით და წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით, სულ მცირე ერთი თვის ვადით.
ხელშეკრულების ტერმინთა განმარტების პირველ პუნქტში მითითებულია, რომ გარდამავალი პერიოდი არის წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2011 წლის 1 ოქტომბრიდან ,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #218 დადგენილების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დადგომამდე.
მტკიცებულება - 2011 წლის 15 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 79-91)
2.3. 2011 წლის 19 სექტემბერს დამსაქმებელს - შ-- ,,ჯ--------------–-”-სა და დასაქმებულს - მ--–---- ი---------–ს შორის წერილობით გაფორმდა შრომის ხელშეკრულება #1----, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელმა მ--–---- ი---------–- მიიღო სამუშაოდ შ-- ,,ჯ--------------–-ის” თ----------------–-----–------ის ქირურგის თანამდებობაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2011 წლის 1 ნოემბრამდე. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება ხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების პრეამბულის ,,ა” პუნქტში მითითებული პირობების დაცვით, რაზედაც დამსაქმებელი აფორმებს შიდა სამართლებრივ აქტს ბრძანების სახით, დასაქმებულისათვის ანაზღაურების არსებული პირობების შენარჩუნებით და წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით. ხელშეკრულების პრეამბულის ,,ა” პუნქტში კი მითითებულია შემდეგი პირობა: ,,საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის #14/09/07 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შ-- ,,ჯ--------------–-ს” შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, შ-- ,,ჯ--------------–-მა” იკისრა ვალდებლება, განახორციელოს ამ ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი #2-ით გათვალისწინებული პერსონალის დასაქმება მათი ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე, დასაქმების მომენტისათვის მათი პოზიციების, ანაზღაურების არსებული პირობების შენარჩუნებით და წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით”.
მტკიცებულება – 2011 წლის 19 სექტემბრის #1---- შრომის ხელშეკრულება (ტ. 1, ს.ფ. 15-16).
2.4. შ-- „ჯ--------------–-“-ის დირექტორის 2011 წლის 31 ოქტომბრის #კ-1---- ბრძანებით შ-- ,,ჯ--------------–-”-ის დანართ #1-ში მითითებული სამედიცინო ცენტრების (მათ შორის - თ----------------–-----–------ის) სამედიცინო პერსონალთან 2011 წლის სექტემბრის თვეში გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები, რომლებიც ძალაში შევიდა 2011 წლის 1 ოქტომბერს, გაგრძელდა 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 დეკემბრამდე.
მტკიცებულება – შ-- ,,ჯ--------------–-”-ის დირექტორის 2011 წლის 31 ოქტომბრის #კ-1---- ბრძანება (ტ. 1, ს.ფ. 21-22).
2.5. 2011 წლის 1 დეკემბერს დამსაქმებელს - შ-- ,,ჯ--------------–-”-სა და დასაქმებულს - მ--–---- ი---------–ს შორის კვლავ გაფორმდა წერილობითი შრომის ხელშეკრულება #1----. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 თვე - 2012 წლის 1 იანვრამდე. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება ხორციელდება დამსაქმებლის მიერ დამტკიცებული შრომის ანაზღაურების სისტემის და სახელფასო განაკვეთების შესაბამისად.
მტკიცებულება – 2011 წლის 1 დეკემბრის #1---- შრომის ხელშეკრულება (ტ. 1, ს.ფ. 17-18).
2.6. შ-- ,,თ----------------–-----–------ში” მუშაობისას მ--–---- ი---------–ს 2010 წლის (12 თვე) განმავლობაში ხელფასის სახით დაერიცხა სულ 11011,18 ლარი, საიდანაც საშუალო თვიური ხელფასი შეადგენს 917,6 ლარს. 2011 წლის 9 თვის განმავლობაში (სექტემბრის თვის ჩათვლით) მისმა დარიცხულმა ხელფასმა შეადგინა მთლიანად 7622,48 ლარი, შესაბამისად, საშუალო ხელფასი ამ პერიოდზე არის 846,94 ლარი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შ-- ,,მ–-------------------------–---------–--------------------ს” ცნობით.
საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომელიც ასახავს შ-- ,,თ----------------–-----–------ში” მუშაობის პერიოდში ხელფასის გაანგარიშების წესს. კერძოდ, შ-- ,,მ–-------------------------–---------–--------------------ს” მიერ (ყოფილი) შ-- ,,თ----------------–-----–------იდან” მიღებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ კომპანიაში მუშაობისას მ--–---- ი---------–-ს ხელფასის ოდენობა (პერიოდი არ არის დაკონკრეტებული) განისაზღვრებოდა შემდეგი კომპონენტების მიხედვით: 1) სპეცდაფინანსება გლობალბიუჯეტიდან; 2) დაზღვეული პაციენტების კონსერვატიული მკურნალობისას სტანდარტის ღირებულების 20%-ით; 3) დაზღვეული პაციენტების ოპერაციული მკურნალობისას სტანდარტის ღირებულების 17%-ით+1 საოპერაციო საათი 25 ლარი; 4) სტაციონარში მორიგეობა 10 ლარი (თვეში ორი); 5) დაზღვეული ავადმყოფების გადაუდებელი ამბულატორიული დახმარების ღირებულების 25%. შემდგომ 1 შემთხვევაში 0,5 ლარი; 6) ანტირაბიული ვაქცინაციის პირველ ვიზიტში ღირებულების 25%, დანარჩენ ვიზიტებში 15%. ამავე ცნობაში მითითებულია, რომ ანაზღაურების 55%-ზე მეტს ქმნიდა სადაზღვევო კომპანიებიდან დაზღვეული პაციენტების მკურნალობაში გადახდილი თანხიდან კუთვნილი წილი.
მოპასუხე შ-- ,,ჯ--------------–-ის” დირექტორის წერილობითი განცხადებით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 69), მ--–---- ი---------–მა ცალკეული სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვეულ პირებს მომსახურება (გადაუდებელი ამბულატორია, ანტირაბიული მომსახურება, გადაუდებელი სტაციონარი - კონსერვატიული მომსახურება) გაუწია 2011 წლის ნოემბრის თვესა და 2012 წლის იანვარში. 2011 წლის ოქტომბრის თვეში დაზღვეული პაციენტებისთვის მომსახურების გაწევაზე არ მიუთითებია არც მოსარჩელე მხარეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მე-3 წინადადების თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. არაერთი მოსამზადებელი სასამართლო სხდომა გაიმართა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების დაზუსტების მიზნით. მოსარჩელემ დააზუსტა გარემოებები, რომლებზედაც აფუძნებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლო საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს ამოწმებს სწორედ მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების ფარგლებში.
მოსარჩელე მ--–---- ი---------–-ს თქმით (იხ. 2016 წლის 5 მაისს სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი განცხადება), შ-- ,,თ----------------–-----–------ში” მუშაობისას მას გლობალბიუჯეტის სპეცდაფინანსებიდან დანიშნული ჰქონდა 350 ლარი ყოველთვიურად, საიდანაც ხელზე იღებდა 280 ლარს. შ-- ,,ჯ--------------–-მა” დაუტოვა ეს თანხა შემდგომში და მას დაარქვა ,,ფიქსირებული ხელფასი”. 2011 წლის ოქტომბრის თვეში მ--–---- ი---------–-ს მიერ მიღებული ხელფასის ოდენობა საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის მონაცემებით (280 ლარი, ე.წ. ,,ხელზე ასაღები” - იგულისხმება დაბეგვრის შემდგომ), ასევე - შ-- ,,ჯ--------------–-ის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დარიცხული ხელფასის შესახებ (იხ. ტ. 2, ს.ფ. 73-74), 2011 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, ზუსტ თანხვედრაშია მ--–---- ი---------–-ს ზემოაღნიშნულ განმარტებასთან.
მტკიცებულება - შ-- ,,მ–-------------------------–---------–--------------------ს” მიერ 2013 წლის 29 აპრილს გაცემული #2-- ცნობა (ტ. 1, ს.ფ. 19), შ-- ,,მ–-------------------------–---------–--------------------ს” 2013 წლის 15 ოქტომბრის წერილი, თანდართული ცნობით (ტ. 1, ს.ფ. 31-32), ამონაწერი მ--–---- ი---------–-ს საბანკო ანგარიშიდან (ტ.1, ს.ფ. 26-29)
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3.1. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა დაკლებული ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს იმ არგუმენტზე, რომ შ-- „ჯ--------------–-ი” ვალდებული იყო, საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის #14/09/07 განკარგულების საფუძველზე ორგანიზაციაში დასაქმებულთათვის ერთი თვით მაინც შეენარჩუნებინა არსებული პირობები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ,,ერთი თვით მაინც” - გულისხმობს არსებული ხელფასის შენარჩუნებას არა მხოლოდ ერთი თვით, არამედ - თუკი კონკრეტული დასამქებული ორგანიზაციას კვლავ ესაჭიროება და კვლავ ამუშავებს, ყველა დანარჩენ თვეში უნდა შეუნარჩუნოს (ან გაუუმჯობესოს) არსებული პირობები. სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხა, მოსარჩელის განმარტებით, წარმოადგენს სწორედ იმ სხვაობას, რომელიც 2010 წელს მიღებულ საშუალო ხელფასსა და სადავო პერიოდში მის მიერ მიღებულ ხელფასს შორის დაფიქსირდა. სხვაობა გაანგარიშებულია იმის გათვალისწინებით, რომ შ-- ,,ჯ--------------–-”-მა თითოეულ თვეზე გასცა შრომის ანაზღაურება იმაზე ნაკლები ოდენობით, ვიდრე მ--–---- ი---------–- იღებდა შ-- ,,თ----------------–-----–------ისგან”.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც განმარტავს შრომითი ურთიერთობის ცნებას, დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება ხორციელდება ანაზღაურების სანაცვლოდ.
შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შორის შეთანხმებით. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია 2011 წლის სექტემბრის ხელშეკრულება, სადაც შრომის ანაზღაურება მხარეთა შორის განისაზღვრა შემდეგნაირად:
დასაქმებულის შრომის ანაზღაურება ხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების პრეამბულის ,,ა” პუნქტში მითითებული პირობების დაცვით, რაზედაც დამსაქმებელი აფორმებს შიდა სამართლებრივ აქტს ბრძანების სახით, დასაქმებულისათვის ანაზღაურების არსებული პირობების შენარჩუნებით და წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით. შრომის ხელშეკრულების პრეამბულის ,,ა” პუნქტში კი მითითებულია შემდეგი პირობა: ,,საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის #14/09/07 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შ-- ,,ჯ--------------–-ს” შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, შ-- ,,ჯ--------------–-მა” იკისრა ვალდებულება, განახორციელოს ამ ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი #2-ით გათვალისწინებული პერსონალის დასაქმება მათი ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე, დასაქმების მომენტისათვის მათი პოზიციების, ანაზღაურების არსებული პირობების შენარჩუნებით და წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შ-- ,,ჯ--------------–-ს” შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დაწესებულების პერსონალისთვის დასაქმების მომენტისთვის არსებული ანაზღაურების პირობების შენარჩუნება განისაზღვრა გარდამავალი პერიოდის დაწყებამდე, სულ მცირე - ერთი თვის ვადით. ,,გარდამავალ პერიოდს” კი განსაზღვრავს ამავე ხელშეკრულებაში მოცემული ტერმინთა განმარტება, სადაც მითითებულია, რომ გარდამავალი პერიოდი არის წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2011 წლის 1 ოქტომბრიდან ,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #218 დადგენილების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დადგომამდე (იხ. დეტალურად, გადაწყვეტილების
3.2 პუნქტი).
,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #218 დადგენილების (ხელშეკრულების დადების დროს - 2011 წლის 15 სექტემბერს მოქმედი რედაქციით) მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადა კი არის - ბორჯომის, წნორის, გურჯაანის, თელავის, ფოთის, ქობულეთის, ქუთაისის და ბათუმის გარდა, სხვა რაიონებში - 2011 წლის 1 დეკემბერი.
ამგვარად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შ-- „ჯ--------------–-ს“ შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული „გარდამავალი პერიოდის დაწყებამდე” გულისხმობს არაუგვიანეს 2011 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდს, საიდანაც იწყება გარდამავალი პერიოდი. შესაბამისად, შ-- ,,ჯ--------------–-”-მა იკისრა ვალდებულება, გარდამავალი პერიოდის დაწყებამდე შეენარჩუნებინა შრომის ანაზღაურების მოქმედი პირობები, სულ მცირე - ერთი თვის ვადით. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ,,სულ მცირე, ერთი თვის ვადა” ნიშნავს არა მხოლოდ ერთი თვით, არამედ - ყველა დანარჩენ თვეში არსებული პირობების შენარჩუნებას.
გარდა ამისა, შ-- ,,ჯ--------------–-”-ის მიერ ნაკისრი ვალდებულება გულისხმობდა ანაზღაურების არსებული პირობების შენარჩუნებას და წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ანაზღაურების არსებული პირობების შენარჩუნება ვერ იქნება გაგებული, როგორც საშუალო წლიური ხელფასის ოდენობით ხელფასის გაცემა, რადგან ანაზღაურების არსებული პირობები გულისხმობდა ხელფასის გაცემას შერეული ტიპის ანაზღაურების სახით, სხვადასხვა კომპონენტების გათვალისწინებით, კერძოდ - შ-- ,,მ–-------------------------–---------–--------------------ს” მიერ (ყოფილი) შ-- ,,თ----------------–-----–------იდან” მიღებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ კომპანიაში მუშაობისას მ--–---- ი---------–-ს ხელფასის ოდენობა განისაზღვრებოდა შემდეგი კომპონენტების მიხედვით: 1) სპეცდაფინანსება გლობალბიუჯეტიდან; 2) დაზღვეული პაციენტების კონსერვატიული მკურნალობისას სტანდარტის ღირებულების 20%-ით; 3) დაზღვეული პაციენტების ოპერაციული მკურნალობისას სტანდარტის ღირებულების 17%-ით+1 საოპერაციო საათი 25 ლარი; 4) სტაციონარში მორიგეობა 10 ლარი (თვეში ორი); 5) დაზღვეული ავადმყოფების გადაუდებელი ამბულატორიული დახმარების ღირებულების 25%. შემდგომ 1 შემთხვევაში 0,5 ლარი; 6) ანტირაბიული ვაქცინაციის პირველ ვიზიტში ღირებულების 25%, დანარჩენ ვიზიტებში 15%. ამდენად, არსებული პირობების შენარჩუნება გულისხმობს სწორედ შესაბამის თვეში ყველა აღნიშნული კომპონენტის მიხედვით გაანგარიშებული ანაზღაურების გაცემას.
მ--–---- ი---------–სა და შ-- ,,ჯ--------------–-ს” შორის გაფორმებული შრომის ხელშეკრულებით მ--–---- ი---------–ს შრომის ანაზღაურების არსებული პირობები შეუნარჩუნდა ერთი თვის ვადით - 2011 წლის 1 ნოემბრამდე, შემდგომში კი მისი შრომის ანაზღურება ხორციელდებოდა უკვე არა ადრინდელი პირობების შენარჩუნებით, არამედ - დაწესებულებაში მოქმედი ანაზღაურების სისტემის შიდა სტანდარტის შესაბამისად, რაც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შ-- ,,ჯ--------------–-ს” შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებასთან, რადგან როგორც აღინიშნა, ამ ხელშეკრულებით მინიმუმ ერთი თვით პირობების შენარჩუნება წარმოადგენდა სავალდებულო პირობას.
ოქტომბრის თვეში, როგორც დადგინდა, მ--–---- ი---------–ს მიღებული აქვს თანხის ის ოდენობა, რასაც იგი იღებდა შ-- ,,თ----------------–-----–------ში” მუშაობისას გლობალბიუჯეტის სპეცდაფინანსებიდან, ხოლო დაზღვეული პაციენტების მომსახურების ღირებულებიდან წილს 2011 წლის ოქტომბრის თვეში იგი ვერ მიიღებდა, რადგან ასეთი მომსახურება არ გაუწევია.
შესაბამისად, უსაფუძვლოა მ--–---- ი---------–-ს სასარჩელო მოთხოვნა შ-- ,,თ----------------–------–------ში” მუშაობისას არსებული ანაზღაურების პირობების მიხედვით 2011 წლის ოქტომბრის თვიდან 2013 წლის თებერვლის თვემდე გასაცემი ხელფასიდან დაკლებული თანხის ანაზღაურების თაობაზე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის #14/09/07 განკარგულებაში მითითებულია, რომ დამსაქმებელს ორგანიზაციაში დასაქმებულთათვის ერთი თვით მაინც უნდა შეენარჩუნებინა არსებული პირობები. აღნიშნული კი გულისხმობს არსებული ხელფასის შენარჩუნებას არა მხოლოდ ერთი თვით, არამედ - თუკი კონკრეტული დასამქებული ორგანიზაციას კვლავ ესაჭიროება და კვლავ ამუშავებს, ყველა დანარჩენ თვეში უნდა შეუნარჩუნოს (ან გაუუმჯობესოს) არსებული პირობები.
3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არც ის მიიჩნია უსამართლოდ, რომ ზეგანაკვეთური შრომის პირობებში მოხდა მისი შრომის ისედაც არაშესაბამისი ანაზღაურების 56%-ით შემცირება. სახელმწიფოს მიერ დაწესებულების გაყიდვის პირობებში მისი წლიური საშუალო ხელფასი იყო 917 ლარი თვეში. ზეგანაკვეთური, ღამის პერიოდში, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში შრომის საათების მაღალი ფასის მცნება არ განიხილებოდა. იგივე პირობები დარჩა 2011 წლის ოქტომბრის შემდეგ 2013 წლის თებერვლამდე, მაგრამ შრომის ანაზღაურება 56%-ით შემცირდა. ერთი თვის შრომის ანაზღაურება წლიური საშუალო 917 ლარიდან ჩამოიყვანეს 456 ლარამდე.
3.3. აპელანტი მიუთითებს, რომ მას უარი არ უთქვამს სასამართლოს მიერ ზეგანაკვეთური შრომის პირობების გათვალისწინებაზე, უარი თქვა შრომის ანაზღაურების დანაკლისის გამოთვლაზე ზეგანაკვეთური შრომის საათების დათვლის წესით, რადგან ზეგანაკვეთური საათები სრულად დათვლა შეუძლებელია შ-- „ჯ--------------–-ის“ მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი თქმის გამო. ზეგანაკვეთური შრომის საათების ნაწილი ადვილად ითვლება, მეორე ნაწილის სარეგისტრაციო ჟურნალებიდან ამოკრეფა და დათვლა მართლაც ძნელია, რის გამოც მის მიერ სასამართლოსთვის შეთავაზებული იქნა მათემატიკური წესით გამოთვლა (იხ. დანართი 21).
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.1.1.1. მოსარჩელე 2011 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა შ-- „თ----------------–-----–------ში“ ქირურგად; (ტ.1.ს.ფ. 19)
4.1.1.2. 2011 წლის 15 სექტემბერს, ერთი მხრივ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც „გამყიდველსა“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხოლო, მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარეს, როგორც „მყიდველს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მოპასუხისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ. ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტით განისაზღვრა მყიდველის ვალდებულება - გარდამავალი პერიოდის დაწყებამდე ხელშეკრულების #2 დანართით გათვალისწინებული პერსონალის (ექიმისა და ექთნის) დასაქმება მათი ინდივიდუალური წერილობითი განცხადების საფუძველზე, დასაქმების მომენტისათვის მათი პოზიციების, ანაზღაურების არსებული პირობების შენარჩუნებითა და წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით, სულ მცირე ერთი თვის ვადით. ხელშეკრულების ტერმინთა განმარტების პირველ პუნქტში მითითებულია, რომ გარდამავალი პერიოდი არის წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2011 წლის 1 ოქტომბრიდან „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #218 დადგენილების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დადგომამდე; (ტ.1.ს.ფ. 79-91).
4.1.1.3. 2011 წლის 19 სექტემბერს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წერილობით გაფორმდა #1---- შრომის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, დამსაქმებელმა სამუშაოდ მიიღო მოსარჩელე თ----------------–-----–------ში ქირურგის თანამდებობაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2011 წლის 1 ნოემბრამდე. 5.1. პუნქტის მიხედვით, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განხორციელდებოდა ამ ხელშეკრულების პრეამბულის „ა“ პუნქტში მითითებული პირობების დაცვით, რაზედაც დამსაქმებელი გააფორმებდა შიდა სამართლებრივ აქტს ბრძანების სახით, დასაქმებულისათვის ანაზღაურების არსებული პირობების შენარჩუნებითა და წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით. ხელშეკრულების პრეამბულის „ა“ პუნქტში კი მითითებული იყო შემდეგი: „საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის #14/09/07 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შ-- „ჯ--------------–-ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, შ-- „ჯ--------------–-მა“ იკისრა ვალდებლება, განახორციელოს ამ ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი #2-ით გათვალისწინებული პერსონალის დასაქმება მათი ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე, დასაქმების მომენტისათვის მათი პოზიციების, ანაზღაურების არსებული პირობების შენარჩუნებით და წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით“; (ტ.1.ს.ფ. 15-16)
4.1.1.4. შ-- ,,ჯ--------------–-ის’’ 2011 წლის 31 ოქტომბრის #კ-1---- ბრძანებით #1 დანართში მითითებული სამედიცინო ცენტრების (მათ შორის, თ----------------–-----–------ის) სამედიცინო პერსონალთან 2011წლის სექტემბრის თვეში გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები, რომლებიც ძალაში შევიდა 2011 წლის 1 ოქტომბერს, გაგრძელდა 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 დეკემბრამდე;
4.1.1.5. 2011 წლის 1 დეკემბერს დამსაქმებელსა და მოსარჩელეს შორის კვლავ გაფორმდა წერილობითი შრომის ხელშეკრულება #1----. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 თვე - 2012 წლის 1 იანვრამდე. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება ხორციელდება დამსაქმებლის მიერ დამტკიცებული შრომის ანაზღაურების სისტემისა და სახელფასო განაკვეთების შესაბამისად; (ტ.1.ს.ფ. 17-18);
4.1.2. მოცემულ შემთხვევაში, როგორც წარმოდგენილი სარჩელით ირკვევა, მ--–---- ი---------–ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 2011 წლის ოქტომბრის თვიდან 2013 წლის თებერვლის თვემდე დაკლებული თანხის ანაზღაურება, რომელშიც, მისივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე,რომ ქირურგის ზეგანაკვეთური შრომა მეტი ღირს, მოიაზრებოდა ის დანაკლისი, რომელიც გამოანგარიშებული იქნა წინა წლებში მის მიერ გამომუშავებული საშუალო ხელფასიდან (917 ლარი) სადავო პერიოდში (თოთოეული თვე ცალ-ცალკე) მიღებული თანხების გამოკლებით. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამარლოში 2016 წლის 5 მაისის სასამართლო სხდომაზე მის მიერ დაზუსტებული იქნა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ არ ითხოვდა ზეგანაკვეთრი სამუშაოს ანაზღაურებას (იხ.სხდომის ელ.ჩანაწერი. 15:19:54-15:24:43–15:31;07სთ). შესაბამისად, სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომელიც არ წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნას პირველი ინსტანციის სასამართლოში.
4.1.3. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განსახილველ საქმესთან მიმართებით თავის 31.03.2017 წლის განჩინებით არ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოების დასკვნა იმის თაობაზე, რომ ცენტრში არსებული შრომის ანაზღაურების წესის შესაბამისად დასაქმებულებს ხელფასი შეუნარჩუნდათ მხოლოდ 2011 წლის 1 ოქტომბრამდე. საკასაციო პალატამ ამ მოსაზრებას საფუძვლად დაუდო შემდეგი:
,,ა) მხარეთა შორის 2011 წლის 19 სექტემბერის დადებული შრომითი ხელშეკრულების 5.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ დასაქმებულის შრომის ანაზღაურება ხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების პრეამბულის „ა“ პუნქტში მითითებული პირობების დაცვით, რაზედაც დამსაქმებელი აფორმებს შიდა სამართლებრივ აქტს ბრძანების სახით, დასაქმებულისათვის ანაზღაურების არსებული პირობების შენარჩუნებით და წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით; ბ) ხელშეკრულების პრეამბულის „ა“ პუნქტში მითითებულია „საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის #14/09/07 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომლის ძალითაც ახალმა დამსაქმებელმა (სამართალმემკვიდრემ) იკისრა ვალდებლება, ხელშეკრულების #2 დანართით გათვალისწინებული პერსონალი, მათი ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე, დაესაქმებინა მათი პოზიციების, ანაზღაურების არსებული პირობების შენარჩუნებითა და წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით. ამავე ნასყიდობის ხელშეკრულებით დაწესებულების პერსონალისთვის დასაქმების დროს არსებული ანაზღაურების პირობების შენარჩუნება განისაზღვრა გარდამავალი პერიოდის დაწყებამდე, სულ მცირე ერთი თვის ვადით; გ) ხელშეკრულებაში მოცემული ტერმინთა განმარტების თანახმად, „გარდამავალი პერიოდი“ განისაზღვრა მისი გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 2011 წლის 1 ოქტომბრიდან „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #218 დადგენილების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი რედაქციის თანახმად, თ----------------–-----–------ისათვის შეადგენდა 2011 წლის 1 დეკემბერს; დ) გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 2011 წლის 19 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულება (რომელიც მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს და ზემოხსენებული პირობების დაცვით ითვალისწინებდა ანაზღაურებას) მოქმედებდა 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2011 წლის 1 ნოემბრამდე, დამსაქმებლის დირექტორის 2011 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებით, სხვა დასაქმებულებთან ერთად მოსარჩელესაც გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულების ვადა 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 დეკემბრამდე. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დამსაქმებლის დირექტორის ზემოხსენებული ბრძანება წარმოადგენს ხელშეკრულების, მათ შორის, ანაზღაურების წესის უცვლელად შენარჩუნებით, კიდევ ერთი თვით გაგრძელებას. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, საპირისპირო გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა). რაც შეეხება მომდევნო, 2011 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულებას, მისი 2.1.2. პუნქტი შეცვლილია და აღნიშნულია, რომ დასაქმებულის მიერ გაწეული შრომა ანაზღაურდება „ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად“. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობისა და შრომითი ხელშეკრულებების, ასევე, საქართველოს მთავრობის #218 დადგენილების 8.7. მუხლით გათვალისწინებული ვადის ერთობლივი ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ კასატორის შრომის ანაზღაურება „არსებული პირობების შენარჩუნებითა და წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით“ გაგრძელდა 2011 წლის 1 დეკემბრამდე.’’
4.1.4. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოწმებს რა გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მ--–---- ი---------–-ს შრომის ანაზღაურება 19.09.2011 წ. შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებული პირობების შენარჩუნებით და წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით გაგრძელდა 2011 წლის 1 დეკემბრამდე.
გათვალისწინებით იმისა, რომ პალატამ დადასტურებულად მიიჩნია 01.12.2011 წლამდე მ--–---- ი---------–ს და შ-- ,,ჯ--------------–-’’ შორის შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებული შრომის პირობების, მათ შორის შრომის ანაზღაურების ოდენობის უცვლელად შენარჩუნების ფაქტი, სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით მხარეებს შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებული პირობების მოქმედების ვადის დადგენასთან ერთად დასადგენ გარემოებათა წრეს მიეკუთვნება ასევე მ--–---- ი---------–-ს წლიური საშუალო ხელფასის ოდენობის დადგენაც, რამეთუ 15.09.2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით მყიდველის - შ-- ,,ჯ--------------–-ის’’ პირდაპირ ვალდებულებას ხელშეკრულებაში მითითებული პერსონალის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის დაკავებულ პოზიციებზე, ანაზღაურების არსებული პირობებით და წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით დასაქმება წარმოადგენდა.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შ-- ,,მ–-------------------------–---------–--------------------ს’’ დირექტორის 29.04.2013 წლის #2-- ცნობით ირკვევა, რომ შ-- „თ----------------–-----–------ში“ მუშაობისას მ--–---- ი---------–ს 2010 წლის (12 თვე) განმავლობაში ხელფასის სახით სულ დაერიცხა 11 011,18 ლარი, საიდანაც საშუალო თვიური ხელფასი შეადგენდა 917 ლარს. 2011 წლის 9 თვის განმავლობაში (სექტემბრის თვის ჩათვლით) მისმა დარიცხულმა ხელფასმა შეადგინა მთლიანად 7 622,48 ლარი, შესაბამისად, საშუალო ხელფასი ამ პერიოდზე იყო 846,94 ლარი. (ტ.1.ს.ფ .19)
15.09.2011 წლის ხელშეკრულებით მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულების, 19.09.2011 წელს მ--–---- ი---------–ს და შ-- ,,ჯ--------------–-’’ შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების, რომლის მოქმედებაც 01.12.2011 წლამდე გაგრძელდა და შ-- ,,მ–-------------------------–---------–--------------------ს’’ დირექტორის 29.04.2013 წლის ცნობის ერთობლივი, ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტს მასზედ, რომ მხარეებს შორის გარდამავალი პერიოდის დადგომამდე (01.12.2011წ) შრომითი ურთიერთობა დასაქმებულისთვის ხელფასის სახით ყოველთვიურად 917 ლარის გადახდის ვალდებულებით გაგრძელდა. აღნიშნულთან მიმართებით მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ 15.09.2011 წლის ხელშეკრულების მიხედვით შემსყიდველის ვალდებულებას წლიური საშუალო ხელფასის გადახდა წარმოადგენდა, გათვალისწინებით იმისა, რომ მხარეებს შორის გარიგება 2011 წლის დასრულებამდე, კერძოდ, სექტემბრის თვეში გაფორმდა, წლიური საშუალო ხელფასის ოდენობის განსაზღვრისთვის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში წინა სრული წლის მონაცემებს იღებს.
სს ,,ლ-------- ბ----ს’’ ამონაწერით მ--–---- ი---------–-ს ანგარიშიდან ირკვევა, ამასთან არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ მ--–---- ი---------–ს 13.12.2011 წელს ოქტომბრის თვის ხელფასის სახით 280 ლარი, ხოლო 29.12.2011 წელს ნოემბრის თვის ხელფასის სახით ასევე 280 ლარი ჩაერიცხა. საბოლოოდ, დამსაქმებლის მიერ მოსარჩელისთვის ხელფასის სახით 2011 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში ხელფასის სახით გადასახდელი თანხის ოდენობის და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ 13.12.2011წ. და 29.12.2011 წელს ხელფასის სახით ჩარიცხული თანხების მხედველობაში მიღებით პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დამსაქმებელს - შ-- ,,ჯ--------------–-’’ მ--–---- ი---------–-ს სასარგებლოდ 2011 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვის ხელფასის სახით ასანაზღაურებელი დარჩა ჯამში 1274 ლარი. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დგინდება, რომ 01.12.2011 წელს ერთი მხრივ მ--–---- ი---------–ს და მეორე მხრივ შ-- "ჯ--------------–-’’ შორის #1---- შრომის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის 2.1.2. პუნქტი შეცვლილია და აღნიშნულია, რომ დასაქმებულის მიერ გაწეული შრომა ანაზღაურდება „ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად“, მხარეებს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა გამორიცხავს გარდამავალი პერიოდის დადგომამდე (2011 წლის ოქტომბერ-ნოემბერი) არსებული პირობით ხელფასის სხვაობის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე დარჩენილ სადავო პერიოდზეც, კერძოდ 2011 წლის დეკემბრიდან 2013 წლის თებერვლამდე პერიოდისათვის ხელფასის ანაზღაურებას მოითხოვს კვლავ წლიური საშუალო ხელფასის - 917 ლარის გათვალისწინებით (იხ. სარჩელის მე-3 ფაქტობრივი გარემოება) და მიიჩნევს, რომ ეს პირობა შემდგომ პერიოდზეც ვრცელდება. უზენაესი სასამართლოს ზემოთ მითითბული განჩინების შინაარსიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს ამ პოზიციას. პალატა კიდევ ერთხელ შენიშანვს, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ შ-- "ჯ--- ჰ---------–სთნ" გაფორმებული 2011 წლის 1-ლი დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შრომის ანაზღურება ხორციელდებოდა უკვე არა ადრინდელი პირობების შენარჩუნებით, არამედ - დაწესებულებაში მოქმედი ანაზღაურების სისტემის შიდა სტანდარტის შესაბამისად და ფაქტია, რომ მ--–---- ი---------–- იღებდა ანაზღაურებას ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად (იხ. ტ.1, ს.ფ. 26-28) და დამსაქმებელს 2011 წლის დეკემბრის თვიდან არ გააჩნდა მოსარჩელისათვის ანაზღაურების ძველი პირობების შესაბამისად ყოველთვიურად 917 ლარის გადახდის ვალდებულება. ამდენად, სარჩელი ექვემდებარება მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებას და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2011 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეების დავალიანება, რაც შეადგენს ჯამში 1274 ლარს (917-280=637; 637 *2=1274);
4.1.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შ-- ,,ჯ--------------–-ის’’ წარმომადგენელმა მიუთითა სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობაზე. საქართელოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
მოპასუხე შ-- ,,ჯ--------------–-ი’’ უფლებამოსილი იყო, მიეთითებინა სასარჩელო ხანდაზმულობაზე, თავის მხრივ, ხანდაზმულობაზე მითითება წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში შესაძლებელია ახალი ფაქტების მოყვანა და ახალი მტკიცებულებების წარდგენა, თუმცა სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს შ-- ,,ჯ--------------–-’’ სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის მიზნით არ მიუთითებია მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. კერძოდ, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მოპასუხეს ამგვარი გარემოება არ მიუთითებია. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაზეც მხარეს არ მიუთითებია შესაგებელში. იგი ვერ გასცდება მხარის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოებების საზღვრებს და ვერ დაარღვევს სამოქალაქო სამართალწარმოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს - შეჯიბრებითობას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მ--–---- ი---------–- სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. მოცემულ შემთხვევაში მ--–---- ი---------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მიუღებელი ხელფასის სახით 1274 ლარის დაკისრების ნაწილში, აღნიშნულის გათვალისწინებით, შ-- ,,ჯ--------------–-’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 89,14 ლარის გადახდა სარჩელის და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ--–---- ი---------–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ--–---- ი---------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შ-- ,,ჯ--------------–-’’ მ--–---- ი---------–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1274 ლარის გადახდა.
5. სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახ. ბაჟის სახით შ-- ,,ჯ--------------–-’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 89,14 ლარის გადახდა;
6. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ეკატერინე ცისკარიძე /
/დიანა ბერეკაშვილი/