განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100116001370530 - 1ბ/955-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
08 აგვისტო,2018წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: გ-------------–---------- დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისში, კ--–--------------–-- მცხოვრები თბილისში, ტა---–---–-------------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლი (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);
სასჯელი: - ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------–-–---–-ა და ასევე მსჯავრდებულმა გ-------------–--------ამ.
ბრალდების მხარე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს შეცვლილი იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განაჩენი გ-------------–--------ას მიმართ სასჯელის ნაწილში და გ-------------–--------ას განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
ბრალდების არსი:
გ-------------–--------ა 2016 წლიდან, თვეების განმავლობაში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ კ-----------------–------ისტემატიურად სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდა, კერძოდ იგი ხშირად თავის სახელზე რეგისტრირებულ ,,GESKA’’-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის მანიპულირებით, სისტემატიური ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დამცირების გამო პოლიციისათვის შეტყობინების შემთხვევაში ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ თუ პოლიციას შეატყობინებდა აღნიშნულის შესახებ, იგი მოკლავდა არა მხოლოდ მას, არამედ მის დედას ლ--------------–--ეს, რაზეც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
გ-------------–---------- თვეების განმავლობაში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ კ-----------------–---ს ემუქრებოდა მისი და მისი ახლობლების სიცოცხლის მოსპობით, მათ შორის, მის სახელზე რეგისტრირებული ,,CESKA-ZBROJOVKA(CZ)-ს‘‘ მარკის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, რამაც დაზარალებულს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
დაზარალებულ კ-----------------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ გ-------------–--------ასთან ქორწინებაში იმყოფებოდა 12 წელი. თანაცხოვრების ბოლო ნახევარი წელი ადგილი ჰქონდა ხშირ ოჯახურ კონფლიქტებს. მეუღლეს ჰქონდა პათოლოგიური სიმთვრალე, როცა სვამდა, ჩხუბობდა, მაგრამ პოლიციისთვის არ მიუმართავს. მას შემდეგ, რაც ახლო მეგობარს დაურე--, გ-------მ ტელეფონში გადმოუწერა მოსასმენი მოწყობილობა და მოისმინა მისი საუბარი. ეს საუბარი მოასმენინა დედამისს და ბავშვებსაც. ემუქრებოდა იარაღის საშუალებით, აიძულებდა ხატების წინ დაეჩოქა და ფიცი დაედო. ეკლესიაში წაიყვანა და უთხრა, რომ მონაზვნად უნდა აღკვეცილიყო. თავიდან ემუქრებოდა, რომ მოკლავდა, შემდეგ შეცვალა პოზიცია და ეუბნებოდა, რომ მას ცოცხალს დატოვებდა და მის საყვარელ ადამიანებს გაუსწორდებოდა. გ-------ს მუქარა განაპირობა ეჭვიანობამ. იარაღით მუქარას ადგილი ჰქონდა, როდესაც გ-------მ გაიგო, რომ დაურე-- პირველ შეყვარებულს. ღამის 12 ან 1-ლი საათი იქნებოდა, ბავშვებს ეძინათ, გავიდა ლოჯში, გამოიტანა იარაღი ყუთით, მიადო პისტოლეტი სახეზე, ცხვირთან მიაბჯინა და უთხრა, რომ დაემახსოვრებინა ეს სუნი. შემდეგ დაურე-- მეზობელ მ--- ნ--------ეს. როდესაც მ--- ავიდა, ამ დროს პისტოლეტი მაგიდაზე იდო. დედამისიც მივიდა ღამის სამ საათზე. მეორე დღეს, ბავშვებთან ერთად, წავიდა დედამისთან, სადაც დარჩა 1 თვე. გ------- ეუბნებოდა, რომ საერთო შვილები ჰყავდათ და შერიგებულიყვნენ და დაბრუნდა სახლში, მაგრამ მუქარები ისევ გაგრძელდა. მიზეზად ასახელებდა, რომ საყვარელი ჰყავდა და ღალატობდა. აუკრძალა ურთიერთობა მეგობრებთან, ნათესავებთან, მშობლებთან, ამცირებდა მორალურად და ფიზიკურად. ამის შემდეგ რამდენიმე თვე იმყოფებოდა სახლში, წასვლა უნდოდა, მაგრამ ბავშვებს არ ატანდა, ეუბნებოდა, რომ ბავშვები ან მასთან დარჩებოდნენ, ან არავისთან. შემდეგ აგრესიამ გადაინაცვლა მისი ოჯახის წევრებზე. გ-------ს მუქარები ეხებოდა, ასევე, დედამისს და მის დას. საავადმყოფოში ეუბნებოდა, რომ როდესაც მიუახლოვდებოდა მასსა და მის ოჯახის წევრებს, ბრონეჟილეტები ჩაეცვათ. ვერ გაუძლო და გადავიდა მათთან საცხოვრებლად. დღემდე ახსოვს იარაღის სუნი. როდესაც გ------- იმ ადგილას იდგა, სადაც პისტოლეტი ინახებოდა, შიში იპყრობდა, რომ არ აეღო და არ გამოეყენებინა.
დაზარალებულის დედამ მოწმე ლ--------------–--ის ჩვენებით დადგენილია,რომ არის მსჯავრდებულის სიდედრი. მის სიძეს თავისებური ხასიათი ჰქონდა, რომელიც გამოიხატებოდა ფსიქოლოგიურ ზეწოლაში. ბოლო ღამეს, როდესაც მათთან იყო სახლში, გახდა ზეწოლის შემსწრე. ღამის 3 საათი იქნებოდა, დაურე-- მეზობელმა, რაღაც ხდებაო, ჩხუბის ხმა გაიგეს. როდესაც მივიდა, ჩხუბი დამთავრებული იყო. თავი ვერ შეიკავა და თქვა, როდემდე შეიძლებოდა ასე ყოფნა, რომ არაფერი შეემჩნია, თითქოს, არაფერი ხდებოდა. დილას, ბავშვებმა რომ გაიღვიძეს, წაიყვანა სახლში. ეს არ იყო მისი შვილის პირველი წამოსვლა გ-------სგან. გ-------მ მის შვილს ტელეფონზე დაუყენა მოსასმენი მოწყობილობა და მერე მოასმენინა საუბარი, რომლის შინაარსი აღარ ახსოვს. ამ ფაქტიდან 4 თვის შემდეგ მიმართეს პოლიციას, რადგან ბავშვებთან ვერ ამყარებდნენ კონტაქტს.
მოწმე მა----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ კ-----------------–---სა და გ-------------–--------ასთან ჰქონდა კარგი მეზობლური ურთიერთობა. ე--სგან იცოდა, რომ გ-------ს ჰქონდა რთული და მძიმე ხასიათი. ერთხელ, დეკემბრის თვეში, გ-------მ მოსთხოვა ტელეფონის ამონაწერი. რომ სცოდნოდა, ე--ს მისი ტელეფონით ჰქონდა დარეკილი იმ ბიჭთან, რომელთანაც ნამდვილად იცის, რომ არაფერი ჰქონია, არ მისცემდა ამონაწერს. იმ საღამოს გ-------მ დაურე-- და სთხოვა მათთან სახლში ასვლა. ავიდა, ე-- დახვდა დივანზე, კუთხეში, ძაან დათრგუნული, ცუდ მდგომარეობაში იყო. გ------- აბსოლუტურად არაადეკვატური იყო სახეზე, თვალებზე. უთხრა, რომ მოისმინა ე--ს ტელეფონში ჩანაწერი, სადაც ე-- მის მეგობარ ნ----ს ესაუბრებოდა, რომ ძალიან ბედნიერი იყო, რადგან იმ ბიჭს ესაუბრა და უთხრა, რომ უყვარდა, იმანაც უთხრა, მეც მიყვარხარო. გ-------მ უთხრა, რომ ჩანაწერებს კიდევ ელოდებოდა და თუ დამტკიცდებოდა, ე--ს მოკლავდა. ამბობდა, თვითონ მითხრას, რა იყო მათ შორის, თუ არა და მოვკლავო. ე--ს თხოვნით, დაურე-- გ-------ს ძმას - დ-----ს, რომელმაც უთხრა, რომ ოჯახის საქმეში არ ჩარეულიყო. მერე დაურე-- ე--ს დედას, რომელიც მაშინვე ჩაჯდა ტაქსში და მივიდა. მეორე დილას წაიყვანა სახლში. ერთადერთი ადამიანი, რომელიც გ-------ს შე--ვებას ახერხებდა, იყო გ-------ს დედა. ე--ს მამის სიცოცხლე გადაყვა გ-------ს მიერ ე--ს ცემას. ეს იცის ე--სგან, მისი დისგან და დეიდაშვილ-მამიდაშვილებისგან. ერთხელ თვითონ შეესწრო ფაქტს, როდესაც გ-------ს ე-- მიყუდებული ჰყავდა კედელზე, კუთხეში, და ეუბნებოდა, დროზე ასულიყო სახლში. შემდგომ ამ ფაქტის შესახებ საუბარი ჰქონდა გ-------სთან, რომელმაც უპასუხა, რომ არ ახსოვდა, მთვრალი რას აკეთებდა. იმ ღამით, როცა გ-------მ დაუძახა, მთვრალი არ ყოფილა, ნასვამი იყო. თვითონ უთხრა, ერთი ჭიქა რომ არ დამელია, ალბათ, გავგიჟდებოდი და მოვკლავდიო. ეს იყო მკვეთრად გამოხატული აშკარა მუქარა. ე--მ უთხრა, რომ გ-------მ სცემა, მუცელში დაარტყა და იარაღი მიუშვირა. მაშინ უთხრა გ-------ს, რომ ე--ს იქ ვერ დატოვებდა, იარაღით როგორ დაემუქრა. ამაზე გ------- მივარდა ე--ს, ეგ არ იყო იარაღით მუქარა, უბრალოდ ლულაზე გასუნინე, რომ გცოდნოდა, როგორი სუნი აქვსო. გ------- ამ დროს იყო არაადეკვატური. მაგიდაზე იდო მწვანე ყუთი, რომელზეც ე--მ თქვა, რომ იყო იარაღის ყუთი. შემდეგ ე--მ ოპერაცია რომ გაიკეთა, საავადმყოფოშიც მოუწყვია გ-------ს სკანდალი. ე--სგან, მისი დისგან და დედისგან იცის, რომ ემუქრებოდა ახლობლებით, უთქვამს, ვინც გიყვარს, ნახე, ყველას რას ვუზამო.
მოწმე ნა---–----------- ჩვენებით დადგენილია, რომ მასაც (ისევე, როგორც მ------ ნ--------ეს), ბრალდებულ გ-------------–--------ასა და დაზარალებულ კ-----------------–---სთან ჰქონდა თბილი მეზობლური ურთიერთობა. ძალიან კარგი ოჯახი იყო, მერე უცებ დამძიმდა ყველაფერი. ერთ დღეს მასთან სახლში მივიდა ე--, დასთან ერთად, და უთხრა, რომ აღარ შეეძლო მეუღლესთან ცხოვრება და შორდებოდა. წავიდა და ბავშვებიც წაიყვანა. შემდგომ კვლავ დაბრუნდა ბავშვების გამო და გააგრძელეს ერთად ცხოვრება. ერთ ღამეს, დაახლოებით 04:00-05:00 საათზე, კიბის უჯრედზე გაიგო ხმაური, გაიხედა და დაინახა, რომ ე--ს დედა მივიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოვიდნენ ჩანთებით, ბარგით, ბავშვებით და წავიდნენ. შემდეგ ე--მ დაურე-- და უთხრა, რომ უსიამოვნება მოუვიდათ. ე--სგან იცოდა ძველი შემთხვევა, რომ სცემა, და მეორედ - ეჭვიანობის ნიადაგზე იძალადა. ე--მ უთხრა, რომ იარაღით დაემუქრა, ამიტომაც მივიდა ე--ს დედა შეშინებული და წაიყვანა შვილი და შვილიშვილები.
მოწმე მა------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მისი და კ-----------------–---- შვილები არიან კლასელები. მეგობრობდა ე--სთან. მისგან იცის მეუღლის მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფის შესახებ, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ე-- ხვდებოდა პირველ შეყვარებულს, რის შესახებაც გაიგო გ-------------–--------ამ. მისი თანდასწრებით ე-- სამჯერ შეხვდა ბ----ს, მარტოც თუ ხვდებოდა, არ იცის. ამჟამად ე--სთან ურთიერთობა აღარ აქვს.
მოწმე ნ-------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მისი და კ-----------------–---- შვილები იყვნენ კლასელები. ბავშვები დაახლოვდნენ და მერე მშობლებიც დამეგობრდნენ. ე--ს მისთვის არასდროს მოუყოლია მეუღლის შესახებ. მხოლოდ ერთხელ მასთან სტუმრობისას შეესწრო გ-------------–--------ას სიტყვიერ კონფლიქტს ჯერ ბავშვებთან და შემდეგ - მეუღლესთან. თავი უხერხულად იგრძნო და წამოვიდა. რამდენიმე ხანში ე--მ დაბლოკა ყველგან. რაღაც პერიოდის შემდეგ დაურე-- დედამისის ტელეფონით და უთხრა, რომ მეუღლემ დააბლოკინა მეგობრები და აუკრძალა მათთან ურთიერთობა, უთხრა, არ მისულიყო სტუმრად და არ დაკავშირებოდა. დეტალებზე ვერ დაელაპარაკა, რადგან ეშინოდა, ტელეფონი არ ისმინებოდესო, თუ ნახავდა, ყველაფერს მერე ეტყოდა. დაურე-- მეგობარ ნ-------------- და ჰკითხა, რა ხდებოდა. ნინიმ უთხრა, რომ მანაც იგივე იცოდა, დაურე-- და უთხრა, დიდი ბოდიში, გ-------მ ამიკრძალა თქვენთან ურთიერთობა და დაგბლოკეთ, ამოგშალეთ ყველგანო, ჩემი ტელეფონი ისმინება, რაღაც ჩანაწერები აქვთ ჩემი და ამიტომ ვერ გეკონტაქტებითო. დიდი ხანი რომ არ გამოჩნდა, დაუკავშირდა ე--ს მეზობელ მ----, რომელმაც უთხრა, რომ ცოტა ხანი მორიდებოდა, ვინაიდან კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მ-------ნ და ნინისთან ერთად, მივიდა ე--ს დედის ბინაში დიღომში. მაშინ მოუყვა ე--, რომ მეუღლე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, სექსუალურად ძალადობდა, ეჭვიანობდა და ბრალს სდებდა ღალატში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ------ მ-----------–-–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 6 აპრილს ე--ტ--------------–---- შეიტანა განცხადება ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილებაში, რომ მეუღლე აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, სცემდა და, ასევე, ერთხელ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას. აღნიშნულის საფუძველზე, გ-------------–--------ას მიმართ გამოსცა შემ---ვებელი ორდერი და დაიწყო გამოძიება.
ბრალდებულმა გ-------------–--------ამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილი ბრალდებაში და განმარტა, რომ მეუღლისთვის არასდროს მიუყენებია შეურაცხყოფა, მის მიმართ უხეშ მოპყრობას ან რაიმე სახის მუქარას ადგილი არ ჰქონია. 2015 წლის 7 დეკემბერს, მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა, სახლში მისულმა ნახა, რომ მეუღლე დგამდა ნაძვის ხეს, რაზეც უსაყვედურა. კ--------- შემოუტრიალდა და უთხრა, რომ დაშორებოდნენ ერთმანეთს. უთხრა, რომ აღარ უყვარდა და ეს იყო მთავარი მიზეზი. ერთი თვის მერე კ--------- გახდა საოპერაციო რის შემდეგაც კ--------- წავიდა დედასთან. დაურე-- გამომძიებელმა მივიდა პოლიციაში, სადაც იყო მუქარა მისი მისამართით. შემდეგ გამოიცა შემ---ვებელი ორდერი. იარაღი ამ საქმეში იმიტომ ჩართეს, რომ გაფორმებული ჰქონდა და შეეძლო პოლიციას მის წინააღმდეგ გამოყენება. სახლის ჭერი არის სამმეტრიანი და კარადა დგას მთელს სიმაღლეზე. ამ კარადის ბოლო თაროზე ინახავდა იარაღს. ამჟამად კ-----------------–---სთან, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ნორმალური ურთიერთობა აქვს.
მოწმე თ-----------–---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მშობლებთან აქვს კარგი ურთიერთობა. დასთან ერთად, ცხოვრობს მამასთან, ხოლო დედასთან რჩება შაბათ-კვირას. მშობლების ჩხუბს და მუქარას არასდროს შესწრებია. ერთხელ ბებო მივიდა და წაიყვანა ის, მისი და და დედა, რატომ წაიყვანა, არ იცის. ასევე, არ იცის, მამას აქვს თუ არა იარაღი, არასდროს უნახავს.
მოწმე თი------------–--------ას ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს მამასთან და დედასთან რჩება შაბათ-კვირას. მისი ჩვენების თანახმად, მშობლები ჩხუბობდნენ ხოლმე, თუმცა მამის ხელში იარაღი ან დანა არ უნახავს, არც მუქარა მოუსმენია. ერთხელ ღამით დედა და მამა ჩხუბობდნენ, მერე ბებო მივიდა და უთხრა, რომ მივდივართ დიღომშიო.
მოწმე ლ--–-------–---------- ჩვენებით დადგენილია, რომ არის ბრალდებულ გ-------------–--------ას დედა. ე-- ო-----–--ე იყო მისი რძალი 12 წლის განმავლობაში, ხშირი ურთიერთობა ჰქონდა მათთან და ამ ხნის განმავლობაში ჩხუბს არ შესწრებია. ე--ს არასდროს უთქვამს, რომ მეუღლესთან რაიმე პრობლემა ჰქონდა. მისი შვილის სახლში ცხოვრობდნენ, ასევე, ე--ს და და დედა 5 წელი, მაგრამ ე--ს დედას არასდროს დაუჩივლია მასთან, რომ მის შვილს ცუდი სიმთვრალე ჰქონდა.
მოწმე ირ---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ-------------–--------ა არის მისი მეუღლის დეიდაშვილი. ცხოვრობს ქალაქ ბათუმში, სადაც გ-------------–---------- ოჯახთან ერთად, ატარებდა მინიმუმ ერთ თვეს. გ------- იყო ძალიან კარგი მეუღლე და მამა. არასდროს უნახავს გ------- აგრესიული, უნახავს ზედმეტად მთვრალი, მაგრამ აგრესიული არასდროს ყოფილა.
მოწმე ილ----------------- ჩვენებით დადგენილია, რომ არის გ-------------–--------ას მეგობარი. გ------- დათრგუნული იყო იმ ამბით, რომ მის მეუღლეს, რომელიც არის მისი ბავშვის ნათლია, ჰყავდა საყვარელი და მასთან ჰქონდა ურთიერთობა იმ პერიოდში, როდესაც გ-------ს მამა და ძმა გარდაეცვალა. ე--ს არასდროს უთქვამს მისთვის, როგორც მეუღლის მეგობრისთვის, რომ პრობლემა ჰქონდათ ურთიერთობაში.
მოწმე ლ-------------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ არის გ-------------–--------ას მეგობარი. ერთ დღეს დაურე-- გ-------მ და უთხრა, რომ კ---------ს სხვა ვიღაც ჰყავდა და ამიტომ შორდებოდა. იყო გულდაწყვეტილი და საუბრობდა სინანულით. ე--ს მიმართ არანაირი აგრესია არ გამოუვლენია და არც პათოლოგიური სიმთვრალე აქვს.
მოწმე ხ------------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის მსჯავრდებულის მეგობარი, გ-------------–--------ასა და ე--ტ------ ო-----–--ეს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ. ჭორის დონეზე აქვს გაგებული, რომ ოჯახის დანგრევის მოტივი გახდა ის, რომ ე--ს ქორწინებამდე ჰყავდა შეყვარებული, რომელთანაც განაახლა ურთიერთობა. გ-------ს სიმთვრალეში პათოლოგიური გამოვლენა არასდროს ჰქონია და მის ხელში იარაღი არ უნახავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელიც მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა, დამტკიცდა გ-------------–--------ას მიმართ შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების მიერ 2016 წლის 11 აპრილს გამოცემული შემ---ვებელი ორდერი, რომლის თანახმადაც, გ-------------–--------ა სისტემატურად აყენებს მსხვერპლს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრება სიცოცხლის მოსპობით, ასევე, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებს მასთან სქესობრივ კავშირს.
იარაღის სარეგისტრაციო მოწმობების თანახმად, გ-------------–--------ას სახელზე რეგისტრირებულია ,,CESKA-ZBROJOVKA(CZ)-ს‘‘ მარკის ორი ცეცხლსასროლი იარაღი.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ-------------–--------ას დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ სადავოდ იქნა მიჩნეული ვერ დასტურდება გ-------------–--------ას მხრიდან ზემოთ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და განმარტავს, რომ დანაშაულს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, ბ)ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმზე, როგორიც არის დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულს ასეთი შიში არ გასჩენია, მუქარა ზოგადად შიშის მომგვრელიც რომ ყოფილიყო, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა. მუქარის დროს ადამიანზე ხდება არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის შედეგების თვალნათელი დადასტურება, გარდა დაზარალებულის განცდისა, შეუძლებელია სხვა მტკიცებულებებით დადგინდეს, ვინაიდან ფსიქიკური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, თუმცა ზიანდება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დაბალი ფასი ჰქონდეს როგორც ფაქტის თვითმხილველი, ასევე დაზარალებულის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გადმომცემი მოწმეების ჩვენებებსაც კი, ვინაიდან ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია მსხვერპლის მიერ რეალობის სწორედ მისეული აღქმა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე ოჯახის წევრად ითვლება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მსჯავრდებულმა გ------- თ---–---------- დანაშაულებრივი ქმედება სწორედ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ კ-----------------–---- მიმართ განახორციელა, ემუქრებოდა მას მისი და მისი ახლობლების სიცოცხლის მოსპობით, ემუქრებოდა ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, რამაც დაზარალებულს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ------- თ---–---------ს მიერ სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ არ არსებობს საკმარისის მტკიცებულებათა ერთობლიობა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რითაც შესაძლებელი იქნებოდა დადასტურებულიყო, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით. მსჯავრდებულს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას,გ-------------–--------ას უდანაშაულობის და სააპელაციო საჩივარში გაკეთებული დასკვნებს ბრალდების მხარის მტკიცებულებების შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ------- თ---–---------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ კ-----------------–---- ჩვენებით დადგენილია ის ფაქტი, რომ მეუღლის გაღიზიანება გამოიწვია ეჭვიანობამ, როდესაც მოისმინა მისი საუბარი მეგობართან პირველი შეყვარებულის შესახებ. ის ფაქტი, რომ გ-------------–--------ას მართლაც ჰქონდა კ-----------------–---- საუბრის ჩანაწერი, დასტურდება დაზარალებულის დედის - ლ--------------–--ის ჩვენებით, რომლის თანახმადაც, მას გ-------------–--------ამ მოასმენინა მისი შვილის საუბრის ჩანაწერი, მოწმე მ------ ნ--------ემ დაადასტურა, რომ მას პირადად გ-------მ უთხრა, რომ მოისმინა ე--ს ტელეფონში საუბრის ჩანაწერი, როგორ ესაუბრა თავის მეგობარ ნ------ და დაამატა, რომ კიდევ ელოდებოდა ჩანაწერებს. იგი უშუალო თვითმხილველი იყო იმისა, თუ როგორ განახორციელა გ-------------–--------ამ მისი მეუღლის მიმართ მუქარა, რასაც ბრალდების მხარე ედავებოდა გ-------------–--------ას. მან პირადად ნახა დათრგუნულ და ცუდ მდგომარეობაში მყოფი კ-----------------–---, რომელმაც განუმარტა, რომ მეუღლემ ჩაარტყა მუცელში და მიუშვირა იარაღი, რა დროსაც გ-------------–--------ა მივარდა მეუღლეს და უთხრა, რომ მან მხოლოდ ლულაზე ასუნინა. მან ასევე განმარტა რომ გ-------------–--------ა იყო არაადეკვატური და დაადასტურა ის ფაქტიც რომ მაგიდაზე იდო მწვანე ყუთი, რომელზეც კ-----------------–---მ განაცხადა, რომ ეს იყო იარაღის ყუთი.
მოწმე ლ--------------–--ემ დაადასტურა ფაქტი, რომ მის შვილსა და სიძეს შორის მომხდარი ჩხუბის შესახებ შეატყობინა მეზობელმა, რის შემდეგაც იმავე ღამით მივიდა მათთან სახლში, დაელოდა ბავშვების გაღვიძებას და დილით შვილი და შვილიშვილები წაიყვანა თავისთან. ღამით გ-------------–--------ასა და კ-----------------–---- საცხოვრებელ ბინაში ლ--------------–--ის მისვლის ფაქტს ადასტურებს, ნ----–--- მ----ე, რომელმაც დაახლოებით 04:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში გაიგო ხმაური კიბის უჯრედიდან და დაინახა ე--ს დედა. აღნიშნულმა მოწმემ დაადასტურა, ასევე, ის ფაქტი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ სახლიდან ჩანთებით გამოვიდნენ და ერთად წავიდნენ ე--, დედამისი და ბავშვები. აღნიშნული ფაქტი სასამართლოში დაადასტურეს თავად ბავშვებმაც - თ----- და თი------------–--------ებმა. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა - ნი------–---–-- და მა------------მ დაადასტურეს, რომ დაზარალებულმა კ-----------------–---მ, მეუღლის მოთხოვნით, გაწყვიტა მათთან ყველანაირი ურთიერთობა. მოწმე მა------------მ, განმარტა, რომ როცა დედის ბინაში მყოფი კ-----------------–--- მოინახულა, მან მოუთხრო მეუღლის მხრიდან განხორციელებული მუქარისა და ძალადობის შესახებ.
პალატა აღნიშნავს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოწმის ჩვენება არის თანმიმდევრული და ურთიერთშეთანხმებული, მათი ერთობლიობაში შეფასება და ანალიზი უტყუარად და პირდაპირ ადასტურებს ბრალდებულ გ-------------–--------ას მიერ მეუღლის - კ-----------------–---- მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს. მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ამდენად პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს იმის დასადასტურებლად, რომ დაზარალებულს კონკრეტული მუქარის გამო გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში სასამართლოში წარმოდგენილია.
პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ იარაღის დემონსტრირება, მისი ცხვირთან მიტანა და მოთხოვნა, დაემახსოვრებინა მისი სუნი, უკვე წარმოადგენს მუქარის განხორციელების სახეს, თუნდაც მსხვერპლის მიმართ სიტყვიერ დამუქრებას ადგილი საერთოდ არ ჰქონოდა, როდესაც აღნიშნულმა ქმედებამ პირს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაზეც მეტყველებს დაზარალებულის ჩვენება, რომ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც გ------- იმ ადგილას იდგა, სადაც პისტოლეტი ინახებოდა, მას მუდმივად იპყრობდა შიში, არ აეღო და არ გამოეყენებინა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებული არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა სახლში იარაღი, რომელსაც ინახავდა იატაკიდან 3 მეტრის სიმაღლეზე არსებულ თაროზე.
პალატა მიუთითებს, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ-------------–--------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- თ---–---------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------- თ---–---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
გ------- თ---–---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დისკრიმინაციის ნიშნით დანაშაულის ჩადენა.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ------- თ---–---------სათვის სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ მსჯავრდებული არ აღიარებდა, არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, უარყოფთა ჩადენილ ქმედებას, სისტემატიურად ძალადობდა მეუღლეზე, ასევე მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ გ-------------–--------ას უნდა განესაზღვროს ჯარიმის ნაცვლად თავისუფლების აღკვეთა.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დანაშაულის ფაქტი მომხდარია 2016 წელს, რის შემდეგაც მსგავს გარემოებას ადგილი არ ჰქონია უსაფუძვლო და არაადეკვატურია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლი (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქია) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში;
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებები (დისკრიმინაციის ნიშნით დანაშაულის ჩადენა, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
ამასთან პალატა, მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ე--ვა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარეს სასჯელთან დაკავშირებით ამგვარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენი, გ-------------–--------ას მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქართველიშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.მსჯავრდებულ გ-------------–--------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
4. გ-------------–--------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
5. გ-------------–--------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა გაუქმდეს, რის თაობაზე ეცნობოს თავდებ პირებს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი