განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001919051
საქმე N1ბ/04-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი
მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი
მზია ლომთათიძე
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ------- ო---ის
მსჯავრდებულის: ზ--------------ის
ადვოკატის: ტ------– კ------ის, ლ---- ა--------ის,მ-----მ კ----–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის ს---------------–--–-- პროკურორის გ------- ო---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე: ზ--------------ის (დაბადებული 1----–-–--------------------------------–----------–--------------------- საშუალო განათლებით, ნასამართლევი, დაოჯახებული, მცხოვრები თ---–--–---–-----------------------–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ზ--------------ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ.
მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება.
მანვე ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისთვის და ცივი იარაღის ტარებისთვის ნასამართლევი პირის მიერ-
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 00:30 საათზე, ჯ----–-------ე და რ----------–--------------ე იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელის კუთვნილ ,,-------ის‘‘ მარკის ავტომანქანაში (ს------------I), რომელიც გაჩერებული იყო თბილისში, შ--------–---–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ზ----- ს-------ემ და მასთან ერთად მყოფმა გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა, ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით, განზრახ მოკვლის მიზნით, განახორციელეს გასროლები რ----------–--------------ისა და ჯ----–-------ის მიმართულებით, რითაც, ასევე, საფრთხე შეექმნა ქუჩაში მყოფი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნულის საპასუხოდ, რ----------–--------------ემ, რომელიც მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, თანნაქონი ,,G---------‘‘ მოდელის სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან, ავტომანქანის სალონიდან გადმოუსვლელად, განახორციელა საპასუხო გასროლები, რის გამოც ზ--------------ისა და მასთან ერთად მყოფი, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების განზრახვა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. თავდასხმის დროს ზ----- ს-------ეს თან ჰქონდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის განაჩენით ზ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლითა და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით. მიუხედავად ამისა, 2017 წლის 16 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში, შ--------–---–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ის ატარებდა ცივ იარაღს.
სასამართლომ დაადგინა:
ზ--------------ემ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისთვის და ცივი იარაღის ტარებისთვის ნასამართლევი პირის მიერ-
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
განზრახი მძიმე დანაშაულისათვის და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი ზ--------------ე 2017 წლის 16 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში, შ--------–---–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით:
ზ--------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებითა და 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ზ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ზ--------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ზ--------------ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ზ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 24 თებერვლიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის ს---------------–--–-- პროკურორმა გ------- ო---ემ და მოითხოვა მასში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ზ--------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები მათი საქმეზე დასაშვებობის, შესახებობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის პროკურატურის ს---------------–--–-- პროკურორის გ------- ო---ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ--------------ის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პალატა ვერ გაიზიარებს ქ. თბილისის პროკურატურის ს---------------–--–-- პროკურორის გ------- ო---ის მოსაზრებას ზ--------------ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ აღნიშნული პოზიცია არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ რ----------–--------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 16 თებერვალს, ღამის საათებში, ჯ----–-------ესა და გ----------------თან ერთად, გადაადგილდებოდა ავტომანქანა ,,-------ით‘‘. თბილისში, შ--------–---–---------თან გაუთავდა საწვავი. გ----------------ს მოაკითხა მეგობარმა და წავიდნენ საწვავის მოსატანად. ავტომანქანის საჭესთან იჯდა, როდესაც, გ----------------ის წასვლიდან 5 წუთში, ხელმარცხნივ, ფანჯარასთან მოესმა ფეხის ხმა, ინსტიქტურად აიხედა და დაინახა ნიღბიანი პიროვნება, რომელმაც ამოიღო იარაღი, მიმართა მისკენ და განახორციელა სროლა მისი მიმართულებით, რა დროსაც ჩაიმსხვრა მინა. სხვა პიროვნება მის გვერდით არ დაუნახავს. მან მაშინვე მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში მისი კუთვნილი ტაბელური იარაღი ,,G-------‘‘ და ნიღბიანი პირის მიმართულებით განახორციელა გასროლა. გაიგო ხმა: ,,დამჭრეს, ამის დედაო‘‘. მანამდე ხმა არ ესმოდა. დაჭრის და დაცემის ფაქტი არ დაუნახავს. ამის შემდეგ კიდევ ესმოდა ტყვიების სროლის ხმა, მანქანას ხვდებოდა ძაან ბევრი და სცადა ჩამალვა, გადაძვრა მარჯვენა მხარეს. მისი მხრიდან სულ 15-16 გასროლა განხორციელდა. შემდეგ გააღო მარცხენა კარი და ჩასრიალდა მიწაზე. ნახა, რომ ტყვია არ ჰქონდა მოხვედრილი და ადგა ფეხზე. ამ დროს მარჯვენა კარი გააღო ჯ----–-------ემაც, რომელმაც ჰკითხა, როგორ ხარო. ვერაფერი უპასუხა. გაემართა სუპერმარკეტისკენ. მანქანის უკანა მხრიდან გაიხედა ხელმარჯვნივ, დაინახა, რომ დაჭრილი ნიღბიანი პიროვნება მიჰყვებოდა უკან და ხელით მოძრაობა გააკეთა. მჭიდი აღარ ჰქონდა, შევარდა სუპერმარკეტში და ითხოვა დახმარება. დარეკა საპატრულო პოლიციაში, ასევე, თავის ხელმძღვანელობასთან. მივიდა პოლიცია და ლენტით შემოსაზღვრა ადგილი. ამოღებულ იქნა საბრძოლო ვაზნები, მჭიდები, ნიღაბი, ასევე, მისი იარაღი. ამოღებული ნიღაბი ეკეთა იმ პიროვნებას, რომელმაც მისი მიმართულებით ისროლა.
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ჯ----–-------ის ჩვენებით დგინდება, რომ რ----------–--------------ესა და გ----------------თან ერთად, გადაადგილდებოდა შ--------–---–-------ის მიმართულებით, როდესაც ავტომანქანა გაუჩერდათ. გ----------------მა დაურეკა მეგობარს, რომელმაც მიაკითხა და წავიდნენ, რათა ხელოსანი მოეყვანათ და გაეგოთ, რა სჭირდა მანქანას. საჭესთან იჯდა რ-----------–--------------ე, ხოლო თვითონ იჯდა უკანა სავარძელზე, მარჯვენა მხარეს. დაახლოებით 5-10 წუთში გარედან გაიგო ხმაურისა და სროლის ხმა. შიგნიდან რ--------მაც დაიწყო სროლა. სროლები გაგრძელდა რამდენიმე წამს. არ დაუნახავს, საიდან განხორციელდა სროლები. არც ის დაუნახავს, რ--------ი საით ისროდა, რადგან სროლის დროს თავი ჰქონდა ჩაწეული, მაგრამ ზუსტად იცის, რომ რ--------ს მარჯვენა მხარეს არ გაუსვრია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტყვია მას მოხვდებოდა. სროლის დასრულების შემდეგ გააღო ავტომანქანის მარჯვენა კარი და გადმოვიდა. რ--------იც მარჯვენა მხრიდან გადავიდა. გაიგო ყვირილის ხმა, ადამიანი შველას ითხოვდა. წამიერად დახედა დაჭრილს და გააგრძელა გზა. დაჭრილი პიროვნება იყო მსჯავრდებული, რომლის სახე კარგად დაამახსოვრდა და ითხოვდა შველას, მისგან რაიმე სახის მუქარა ან სროლა არ ყოფილა. მისთვის იარაღი ან ნიღაბი არ შეუნიშნავს. მოწმის განმარტებით დაჭრილს ტანზე შავი მაისური, შავი შარვალი და შავი ქურთუკი ეცვა. კონფლიქტი და მტრული დამოკიდებულება არავისთან ჰქონია.
მოწმე გ----------------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებულ რ----------–--------------ის მეგობარია. 2017 წლის 16 თებერვალს იმყოფებოდა რესტორანში მეგობრებთან ერთად, რის შემდეგაც თავისუფლების მოედანზე შეხვდა რ----------–--------------ეს და მისი ავტომანქანით, ჯ----–-------ესთან ერთად, წავიდნენ ქ------–-----------ს მიმართულებით. შ--------–---–----------ე გაუჩერდათ ავტომანქანა. დაურეკა მეგობარ ბ-----------ს და მისი მანქანით წავიდნენ ბენზინგასამართ სადგურზე. უკან დაბრუნებულებს კი შ--------–---–-------ა გადაკეტილი დახვდათ. შემთხვევის ადგილი გადაკეტილი ჰქონდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. რა მოხდა, არ იცის. მოგვიანებით გაიგო, რომ რ----------–--------------ეს დაუჭრია ვიღაც.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დაკითხვისას მოწმე მ-----–-------ის ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის დროს იმყოფებოდა შ--------–---–-ს ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ბიძაშვილ გ--–--–---–--ესთან, მის მეუღლე ნ------------------ესა და მეზობელ ქალთან ერთად, რომლის სახელი და გვარი არ იცის. საუბრობდნენ, უცებ ატყდა სროლა. ამ დროს გ--–--–---–--ე გარეთ სიგარეტს ეწეოდა, შევარდა მაღაზიაში და დაიძახა, რომ დაწოლილიყვნენ. სროლის დასრულების შემდეგ მაღაზიაში შევარდა ერთი ბიჭი, იარაღით ხელში, თქვა, რომ არ შეშინებოდათ, თანამშრომელი იყო და დაერეკათ 112-ში. გარეთ გაიხედა და დაახლოებით 20- დან 50 მეტრამდე მანძილზე დაინახა ასფალტზე წაქცეული ბიჭი, რომელსაც შავი სამოსი ეცვა, თავზე რაღაც შავ-თეთრი ნიღაბი, ქუდი თუ ,,კასკა‘‘ ჰქონდა. მისი სახე არ დაუნახავს, ვინაიდან კარგი განათება არ იყო. გარდა ამისა მისი დაკვირვებაც არ დაუწყია შიშისგან. წამიერად შეხედა. წაქცეული პიროვნების ირგვლივ იარაღი ან სხვა რამ არ შეუნიშნავს. მაღაზიის წინ, ცოტა ქვემოთ, მარჯვენა მხარეს, იდგა მანქანა, რომლის ორი კარი იყო ღია და მძღოლის მხარეს შუშა მთლიანად ჩაფშვნილი იყო. ავტომანქანა იდგა მარჯვენა მხარეს, ხოლო პიროვნება ეგდო მარცხენა მხარეს. ის არც ყვიროდა და არც იგინებოდა, წამომჯდარივით იყო, უფრო მოკეცილ მდგომარეობაში. პოლიციის თანამშრომლების მოსვლისას დაჭრილი პიროვნება იქ აღარ იყო.
მოწმე გ--–--–---–--ის ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 15-16 თებერვალს იმყოფებოდა შ--------–---–-ს ქ------–- მდებარე სუპერმარკეტში, მეუღლესთან - ნ------------------ესთან და ბიძაშვილ მ-----–- შ---–--ესთან ერთად. მაღაზიის გარეთ ეწეოდა სიგარეტს, რა დროსაც გაიგო სროლის ხმა. შ--------–---–-------ის მეორე შესახვევიდან ჩამოირბინა საშუალო ტანის ახალგაზრდა ბიჭმა, გასროლა მოხდა თეთრი ფერის ,,B--------ის‘‘ მიმართულებით. მანქანას მიუახლოვდა ახალგაზრდა მამაკაცი, სხვა პიროვნება მის გვერდით არ დაუნახავს. სროლის ხმით მიხვდა, რომ რამდენიმე იარაღიდან იყო სროლა, თუმცა მან მხოლოდ ერთი პირი დაინახა, რომელიც ისროდა. აღნიშნული პიროვნების სახე არ დაუნახავს. სროლის დროს შევარდა მაღაზიაში. რამდენიმე წამში მაღაზიაში შევიდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც უთხრა, რომ იყო თანამშრომელი, სთხოვა, დაემალათ და, ასევე, დაერეკათ 112-ში. სროლის შემდეგ გარეთ გაიხედა მისმა ბიძაშვილმა, რომელსაც თავადაც გაჰყვა. დაინახეს ახალგაზრდა, რომელიც ფორთხვით აპირებდა გადასვლას ტროტუარისკენ. დაჭრილ პიროვნებას ნიღაბი არ ეკეთა, ხოლო მანძილიდან გამომდინარე ქუდს ვერ შენიშნავდა. მის ხელში იარაღი არ დაუნახავს. დაჭრილი ვინ წაიყვანა, არ იცის.
მოწმე ნ-------------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ რომ არის შ--------–---–--------ა-ში არსებული მარკეტის დირექტორი. 2017 წლის 15-16 თებერვალს, 00:00 საათიდან 01:00 საათამდე პერიოდში, იმყოფებოდა აღნიშნულ მარკეტში მეუღლესთან და მულთან ერთად. იჯდა სალარო აპარატის მაგიდასთან, რა დროსაც გაიგო ხმა. თავიდან ყურადღება არ მიუქცევია, რადგან ,,ფეიერვერკები‘‘ ეგონა. ამ დროს შევიდა მისი მეუღლე და უთხრა, რომ სროლა იყო და ძირს დაწოლილიყვნენ. სროლა გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წამი. ამ დროს მარკეტში შევიდა მამაკაცი, იარაღით ხელში. თქვა, რომ არ შეშინებოდათ, რადგან თანამშრომელი იყო და დაერეკათ 112-ში. გაიხედა მარკეტიდან და დაინახა, რომ ცოტა მოშორებით ვიღაც ეგდო ძირს. არ იცის, რა ბედი ეწია წაქცეულ პიროვნებას, რადგანაც ცუდად გახდა.
მოწმე გ----------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის დროს ავტომანქანა ,,მ--------------‘‘ იმყოფებოდა შ--------–---–----------ე. მის უკან გაჩერდა ვერცხლისფერი ,,ჯიპი‘‘, საიდანაც გადმოვიდა დაახლოებით 4-5 კაცი. 1-2 წუთში გაიგო სროლის ხმა და დაახლოებით ერთ-ორ წუთში იგივე რაოდენობის პირები ჩასხდნენ იმავე ავტომანქანაში და წავიდნენ. თვითონაც წამოვიდა. გზაში, იმ ადგილიდან დაახლოებით 10 მეტრში, დაინახა, რომ გზაზე ეგდო დაჭრილი ახალგაზრდა ბიჭი, მივიდა და ჰკითხა, თუ რა სჭირდა. უპასუხა, რომ მოდიოდა გზაზე და ცუდად გახდა, ლაპარაკი უჭირდა. ჩასვა ავტომანქანაში და მიიყვანა მე-9 საავადმყოფოში. დაჭრილის ირგვლივ არ შეუნიშნავს არც ნიღაბი და არც იარაღი. მასთან ჰქონდა ახლო კონტაქტი, ეხმარებოდა გადაადგილებაში. ავტომანქანაში ჩასმისას დაათვალიერა, სად იყო დაჭრილი და დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ რაიმე მეტალის ან იარაღის მაგვარი ნივთი მას არ ჰქონია. საავადმყოფოში მთლიანად გახადეს და არაფერი ჰქონდა.
მოწმე თ------------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის თებერვლის თვეში საავადმყოფოში ზ--------------ეს გაუწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს ბლოკში. აპარატზე იყო პაციენტი რეანიმაციაში, როდესაც მივიდა საგამოძიებო ჯგუფი და აიღეს სისხლის ნიმუში და დენთის კვალი. სისხლის ნიმუში მან აუღო პაციენტს, გადასცა ექსპერტს და დაილუქა, ხოლო დენთის კვალი თავად აიღეს მისი თანდასწრებით, რაც, ასევე, დაილუქა.
მსჯავრდებულ ზ--------------ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი არ იცნობს დაზარალებულებს. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა შ--------–---–----------ე, სადაც იდგა ოთხი პიროვნება, ერთ-ერთმა მათგანმა ჰკითხა, სად იყო 1- ნომერი, რაც მიასწავლა. თვითონაც იმავე მიმართულებით მიდიოდა და გზა განაგრძო. აღნიშნული პიროვნება მიჰყვებოდა დაახლოებით ერთ მეტრში და ასე 5 მეტრი რომ გაიარეს, გაიგო გინების ხმა, რასაც მოჰყვა სროლის ხმა. სცადა გაქცევა, მაგრამ ტყვია მოხვდა და დაეცა. ყველაფერი მოხდა წამებში. დაახლოებით 2 წამში კვლავ გაიგო გინების ხმა, იგინებოდა, დამჭრაო. სროლა გაჩერდა და ეს პიროვნებები გაიქცნენ. ამის მერე მანქანიდან გადმოვიდა ერთი პიროვნება, რომელმაც შეხედა და გაიქცა. ეს იყო ჯ----–-------ე, ხოლო მეორე პიროვნება - რ----------–--------------ე შევარდა მაღაზიაში. ამის მერე გაჩერდა მანქანა, გადავიდა ერთი პიროვნება და დაუწყო გინება, დაიხარა მისი მიმართულებით და რაღაც ესროლა. ხელი მოკიდა, მოიშორა და ნახა, რომ იყო ნიღაბი, რომელიც იქვე გადააგდო. აღნიშნულ პიროვნებას სთხოვდა დახმარებას, მაგრამ მან სწრაფი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა. ამის შემდეგ ერთი პატარა მანქანა გაჩერდა, ვიღაც ბიჭი გადავიდა, რომელიც სასამართლო პროცესზე იცნო და იყო გ----------------ე, რომელმაც ჰკითხა, რა მოხდა. უპასუხა, რომ ვიღაცეებმა ესროლეს. აღნიშნულმა პიროვნებამ ჩასვა მანქანაში და წაიყვანა საავადმყოფოში. ორი ტყვია აქვს ზურგში მოხვედრილი. გასროლის ხმა გაიგო თუ არა, მეორე გასროლაზე დაეცა.
2017 წლის 15 მარტის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნის და ექსპერტ ი-------–-------ას ჩვენებით დასტურდება რომ ექსპერტმა ჩაატარა სეროლოგიური და გენეტიკური კვლევები და მათი სტატისტიკური ანალიზი, რომლის საფუძველზე დადგინდა:
პაკეტში, წარწერით: ,,....ობიექტი №7 პლასტმასის ნიღაბი ამოღებულია შ--------–---–---------ის მიმდებარედ ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე ასფალტის ზედაპირიდან...‘‘ მოთავსებულ ნიღაბზე არსებული ბიომასალის (ობ. №1-3) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №1-3 გენეტიკურ პროფილებში ვლინდება ზ--------------ის (ობ. №41, პაკეტი წარწერით ,,...ზ----- ს-------ის სისხლის ნიმუში...‘‘) გენეტიკური თანამონაწილეობა;
პაკეტში, წარწერით: ,,1 0----------- 18.02.1017წ. ლითონის საგანი...‘‘ მოთავსებულ მეტალის საგანზე (ობ. №4) და პაკეტში წარწერით: ,,...2 (ორი) ცალი ლითონის საგანი...‘‘ მოთავსებულ ორ ცალ მეტალის საგანზე (ობ. №5, 6) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
პაკეტში, წარწერით: ,,...ობ.1, ობ.3, ობ.6, ობ.8, ობ.9, ობ.10, ობ.11, ობ12, ობ.1-, ობ.16, ობ.40, ობ.42, ობ.43, ობ.48, ობ.53, ობ.56, ობ.50, ლითონის დეფორმირებული საგნები, ამოღებული შ--------–---–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ავტომანქანა BMW სახ.№M---------დან...‘‘ მოთავსებულ: მეტალის ფრაგმენტებზე - ობ. №7 არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ--------------ეს (ობ. №41); მეტალის ფრაგმენტებზე - ობ. №8, 9, 10 გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
პაკეტში, წარწერით: ,,...ობ.2, ობ.4, ობ.5, ობ.15, ობ.17, ობ.18, ობ.19, ობ.20, ობ.21, ობ.22, ობ.23, ობ.24, ობ.25, ობ.26, ობ.27, ობ.28, ობ.29, ობ.30, ობ.31, ობ.32, ობ.33, ობ.34, ობ.35, ობ.36, ობ.37, ობ.38, ობ.39, ობ.41, ობ.44, ობ.45, ობ.46, ობ.47, ობ.51, ობ.52, ობ.54. მასრები ამოღებული გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ზედაპირიდან. ავტომანქანა BMW სახ.№M--------, შ--------–---–-ს ქ. მეორე შესახვევიდან, ასფალტის ზედაპ...‘‘ მოთავსებულ: მასრებზე - ობ. №16 არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, ობ. №16-ის პროფილში ზ--------------ის (ობ. N41), ბ-----------ს (ობ. №42, პაკეტი, წარწერით ,,...ნერწყვის ნიმუში ბიო ჩხირზე, აღებ. მოწ. ბ--- ვ--–------ის ძე ი------სგან...‘‘), გ----------------ის (ობ. №43, პაკეტი წარწერით: ნერწყვის ნიმუში ბიო ჩხირზე აღებ. გ------- დ------ს-ძე ა--------სგან...“), ჯ----– ს-----ის (ობ. №44, პაკეტი წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში ბიო ჩხირზე აღებ. ჯ----– ნ------ს-ძე ს-----ისგან...‘‘) და რ----------–--------------ის (ობ. №45, პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში რ----------–--------------ისაგან...‘‘) გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა; მასრებზე - ობ. №11-15, 17, 18 გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
პაკეტში, წარწერით: ,,...ანაწმენდები სველი და მშრალი ბიოლოგიური ჩხირებით აღებულია ავტომანქანა B------ სახ.№M-------- წინა და უკანა, მარჯვენა და მარცხენა კარის გარეთა სახელურებიდან...‘‘ მოთავსებულ: ანაწმენდზე - ობ. №-1 არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. №-1-ის პროფილში ზ--------------ის (ობ. №41), ბ-----------ს (ობ. №42), გ----------------ის (ობ. №43), ჯ----–-------ის (ობ. №44) და რ----------–--------------ის (ობ. №45) გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა; ანაწმენდებზე - ობ. №19, 20, 22 გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები სველი და მშრალი ბიოლოგიური ჩხირებით აღებულია ავტომანქანა BMW X6 სახ.№M-------- წინა და უკანა, მარჯვენა და მარცხენა კარის გასახსნელი შიდა სახელურებიდან, საჭის ზედა, ქვედა და შუა ნაწილებიდან და სიჩქარის გადამრთველი ბერკეტის ზედაპირიდან...‘‘ მოთავსებულ: ანაწმენდებზე - ობ. №-3, 24 არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ-----------–--------------ეს (ობ. №45); ანაწმენდზე - ობ. №-5 არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. №-5-ის პროფილის ძირითადი წილი და რ----------–--------------ის (ობ. №45) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. №-5-ის პროფილში ზ--------------ის (ობ. №41), ბ-----------ს (ობ. №42), გ----------------ის (ობ. №43) და ჯ----–-------ის (ობ. №44) გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა; ანაწმენდებზე - ობ. №-6-30 გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
პაკეტში, წარწერით: ,,ზ---------ის ტანსაცმელი...‘‘ მოთავსებულ ჟილეტზე (ობ. №31, 32), შარვალზე (ობ. №33, 34), ჟაკეტზე (ობ. №35, 36), ჯემპრზე (ობ. №37, 38), მაისურზე (ობ. №39) და მარცხენა ფეხსაცმელზე (ობ. №40) არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ--------------ეს (ობ. №41);
ზ--------------ის სისხლის ნიმუში (ობ. №41) მიეკუთვნება A (II) ჯგუფს.
ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ შ--------–---–---------ის მიმდებარედ, ფეხით მოსიარულეთა ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული პლასტმასის ნიღბიდან, რომელიც ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა დალუქულ მდგომარეობაში, გაკეთდა სამი ანაწმენდი. პირველი ანაწმენდი გაკეთდა ნიღბის შიდა ზედაპირიდან, მეორე ანაწმენდი - ნიღბის გარეთა ზედაპირიდან, ხოლო მესამე ანაწმენდი - ნიღაბზე მიმაგრებული რეზინოვანი თასმიდან. სამივე ობიექტი გამოკვლეულ იქნა ცალ- ცალკე და სამივეში მიღებულ იქნა შერეული გენეტიკური პროფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ობიექტზე გამოვლინდა ერთზე მეტი პირის ბიოლოგიური მასალა. ე.ი. რეალურად ნივთზე არის 3 ადამიანის დნმ. წარდგენილი იყო ერთ-ერთი მათგანის ნიმუში, ხოლო ორის იყო უცნობი. თუ საგანზე აღმოჩნდებოდა 3-ზე მეტი პირის გენეტიკური პროფილი, მაშინ ეს პროფილი ჩაითვლებოდა არაინფორმატიულად. ექსპერტმა, ასევე, განმარტა, რომ ბიოლოგიური მასალა გადადის უშუალოდ პირის ან მისი ბიოლოგიური მასალის კონტაქტის შედეგად. თუ ნივთზე ამოვიდა რამდენიმე ადამიანის დნმ, ეს არ ნიშნავს, რომ სამივეს აუცილებლად ეკეთა აღნიშნული ნიღაბი. თუ სისხლი იყო იატაკზე და მასზე დავარდა ნიღაბი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია აღმოჩენილ იქნეს ორივე პირის გენეტიკური პროფილი, რადგან აღნიშნული გადადის ან პირის, ან მისი ბიოლოგიური მასალის კონტაქტით. ბიოლოგიურ მასალაში კი იგულისხმება სისხლი, ნერწვი, თმა და ა.შ.
2017 წლის 21 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის №------- დასკვნის და ექსპერტ ლ-----–--–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღიდან №A------ ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა;
ექსპერტიზაზე წარდგენილი, რ-----------–--------------ისგან, ჯ----–-----------გან, გ------- ა--------სგან, ბ-------------სგან, ზ--------------ისგან აღებულ ანაწმენდებზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის N02–ის არსებობა დაფიქსირდა ბ-----------სგან აღებულ ორივე ხელის ანაწმენდზე - მცირე ინტენსივობით, გ------- ა--------ს მარცხენა ხელიდან აღებულ ანაწმენდზე - მცირე ინტენსივობით,რ----------–--------------ის მარჯვენა ხელის ანაწმენდზე - მცირე ინტენსივობით, მარცხენა ხელის ანაწმენდზე, სახიდან აღებულ ანაწმენდზე, ცხვირიდან აღებულ ანაწმენდზე და ორივე ყურიდან აღებულ ანაწმენდზე - დიდი ინტენსივობით. დანარჩენ ობიექტზე N02–ის არსებობა არ დაფიქსირდა;
ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტებიდან სტიბიუმის არსებობა დაფიქსირდა ზ--------------ის მარცხენა ხელის ანაწმენდზე - მცირე ინტენსივობით, რ-ლ--------------ის მარჯვენა ხელის ანაწმენდზე - მცირე ინტენსივობით;
სპილენძის არსებობა დაფიქსირდა ზ--------------ის ორივე ხელის ანაწმენდზე - დიდი ინტენსივობით, ბ-----------ს მარჯვენა ხელის ანაწმენდზე - დიდი ინტენსივობით, მარცხენაზე მცირე ინტენსივობით, გ----------------ის ორივე ხელის ანაწმენდზე - მცირე ინტენსივობით, ჯ----–-------ის მარჯვენა ხელის ანაწმენდზე - დიდი ინტენსივობით, მარცხენაზე - საშუალო ინტენსივობით, რ----------–--------------ის მარჯვენა ხელის ანაწმენდზე - დიდი ინტენსივობით, მარცხენაზე - საშუალო ინტენსივობით;
ტყვიის არსებობა დაფიქსირდა ბ-----------ს ორივე ხელის ანაწმენდზე - მცირე ინტენსივობით, გ----------------ის მარჯვენა ხელზე ანაწმენდზე - მცირე ინტენსივობით, ჯ----–-------ის მარჯვენა ხელის ანაწმენდზე - დიდი ინტენსივობით, რ----------–--------------ის ორივე ხელის ანაწმენდზე - დიდი ინტენსივობით;
ბარიუმის არსებობა არცერთ ობიექტზე არ დაფიქსირდა;
ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანიდან BMW X6, ს----------RI, აღებულ ანაწმენდზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის N02–ის არსებობა დაფიქსირდა წინა მარჯვენა კარის გარე ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდზე - მცირე ინტენსივობით, წინა მარცხენა კარის გარე ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდზე - დიდი ინტენსივობით, უკანა მარჯვენა კარის გარე ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდზე - მცირე ინტენსივობით. დანარჩენ ობიექტზე N02 –ის არსებობა არ დაფიქსირდა;
ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტებიდან სტიბიუმის არსებობა დაფიქსირდა წინა და უკანა მარჯვენა კარის გარე ზედაპირიდან და წინა მარცხენა სავარძლის ზემოთ ჭერიდან აღებულ ანაწმენდზე - მცირე ინტენსივობით, წინა და უკანა მარცხენა კარის გარე ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდზე - დიდი ინტენსივობით;
ბარიუმის არსებობა დაფიქსირდა წინა მარჯვენა და მარცხენა, უკანა მარჯვენა და მარცხენა კარის გარე ზედაპირიდან და წინა მარცხენა სავარძლის ზემოთ ჭერიდან აღებულ ანაწმენდზე - დიდი ინტენსივობით;
სპილენძის არსებობა დაფიქსირდა წინა მარჯვენა და უკანა მარცხენა კარის გარე ზედაპირიდან, წინა მარცხენა სავარძლის ზემოთ ჭერიდან და წინა მარცხენა სავარძლის წინ საქარე მინის შიდა ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდზე - დიდი ინტენსივობით, წინა მარცხენა კარის გარე ზედაპირიდან - მცირე ინტენსივობით;
ტყვიის არსებობა დაფიქსირდა წინა მარცხენა სავარძლის ზემოთ ჭერიდან აღებულ ანაწმენდზე - დიდი ინტენსივობით, წინა მარცხენა სავარძლის წინ საქარე მინის შიდა ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდზე - მცირე ინტენსივობით;
ექსპერტიზაზე წარდგენილ, ზ--------------ის ტანსაცმელზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის N02–ის არსებობა დაფიქსირდა ჟილეტზე წინა და უკანა მხარეს არსებული დაზიანებების მიდამოში - დიდი ინტენსივობით, სვიტერის მარცხენა სახელოზე - საშუალო ინტენსივობით. დანარჩენ ობიექტებზე N02–ის არსებობა არ დაფიქსირდა;
ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტებიდან სტიბიუმის არსებობა დაფიქსირდა ქურთუკის მარცხენა სახელოზე - დიდი ინტენსივობით, სვიტერის მარცხენა სახელოზე - მცირე ინტენსივობით. ბარიუმის და სპილენძის არსებობა დაფიქსირდა ქურთუკის და სვიტერის მარცხენა სახელოებზე - მცირე ინტენსივობით. ტყვიის არსებობა დაფიქსირდა ქურთუკის მარცხენა სახელოზე - დიდი ინტენსივობით, სვიტერის ორივე სახელოზე - დიდი ინტენსივობით. ექსპერტმა ლ-----–--–---–მა დამატებით განმარტა, რომ N02 არის დენთის კომპონენტი. ტყვიაში არის კაფსულა, რომლის აფეთქების შედეგად გამოიყოფა 4 ელემენტი - სტიბიუმი, ბარიუმი, სპილენძი და ტყვია. მათი არსებობა ადასტურებს, რომ პიროვნებამ, ვისაც ამოუვიდა, გაისროლა ან იმყოფებოდა გასროლის მომენტში ამ ელემენტების გავრცელების არეალში, ან არ იმყოფებოდა და გასროლის შემდეგ შეეხო იარაღს. გავრცელების არეალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პირობებში მოხდა გასროლა, ღია თუ დახურულ სივრცეში. კომპონენტების ინტენსივობა დამოკიდებულია, თუ რა იარაღიდან მოხდა გასროლა და რა სახის ტყვია იქნა გასროლილი, რადგან სხვადასხვა სახის ტყვიაში სხვადასხვა რაოდენობის დენთია. ექსპერტმა განმარტა, რომ შესაძლებელია, ერთმა პიროვნებამ გაისროლოს და იქვე მდგომ პირს ამოუვიდეს ნივთიერებების კვალი, ხოლო თუ ღია სივრცეში მოხდა გასროლა, მაშინ მსროლელს შესაძლოა არც ამოუვიდეს ეს ნივთიერებები. ქარის შემთხვევაში შესაძლოა გაიფანტოს გასროლის პროდუქტები. ნივთიერების ამოსვლა არ ნიშნავს, რომ ამ პიროვნების მიერ არის ნასროლი. N02-ის, ბარიუმის და სპილენძის აღმოჩენა ცალსახად არ ნიშნავს, რომ ამ პირის მიერ მოხდა გასროლა, მაგრამ არც გამორიცხავს. მათი ერთობლიობა იძლევა მხოლოდ ვარაუდს, რომ შესაძლოა ამ პიროვნებამ გაისროლა, ან იმყოფებოდა გასროლის მომენტში, ან შემდეგ შეეხო მსროლელს ან იარაღს.
2017 წლის 21 მარტის ქიმიური ექსპერტიზის №------- დასკვნის და ექსპერტ მ-------–---–-----ის ჩვენებით დასტურდება რომ ექსპერტიზაზე საკვლევად წარდგენილი ანაწმენდებიდან დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2 -ის არსებობა დაფიქსირდა: №4 ობიექტზე: ,,ავტომანქანის უკანა სავარძლის მაჯვენა ნაწილის ზემოთ ჭერის ზედაპირიდან‘‘ აღებულ ანაწმენდზე და №9 ობიექტზე: ,,ავტომანქანის უკანა საქარე მინის მარჯვენა ნაწილის შიდა ზედაპირიდან‘‘ აღებულ ანაწმენდზე.
2017 წლის 21 მარტის ბალისტიკური ექსპერტიზის №------ დასკვნის და ექსპერტ ზ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ სს №0----------- საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი:
1.2. - იარაღი, თავისივე მჭიდით, არის ქარხნული წესით დამზადებული, აშშ-ს წარმოების 9--- მმ კალიბრის, ,,G------- G-- 4‘‘ მოდელის №-------- პისტოლეტი, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის;
3. – 38 ცალი მასრა არის ქარხნული წესით დამზადებული, 1908 წლის ნიმუშის, 9--- მმ კალიბრის, პარაბელუმის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი ამავე კალიბრის იარაღებისათვის და სხვა, 38-ვე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია:
3 ცალი მასრა ,,9--- p-08‘‘ გასროლილია 9 მმ კალიბრის ერთი და იმავე პირობითი აღნიშვნით №1 პისტოლეტში;
9 ცალი მასრა ,,9--- p-08‘‘ გასროლილია 9 მმ კალიბრის ერთი და იმავე პირობითი აღნიშვნით №- პისტოლეტში;
11 ცალი მასრა ,,9--- p-08‘‘ გასროლილია 9 მმ კალიბრის ერთი და იმავე პირობითი
აღნიშვნით №3 პისტოლეტში;
15 ცალი მასრა ,,9--- p-08‘‘ პირობითი აღნიშვნით №4 გასროლილია ,,G------- G-- 4‘‘ მოდელის №-------- პისტოლეტში;
7 ცალი მასრა არის ქარხნული წესით დამზადებული, ,,---------------‘‘ კალიბრის საბრძოლო მასალის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტებისათვის და სხვა. 7-ვე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის ერთი და იმავე პირობითი აღნიშვნით №5 პისტოლეტში;
4.7.8 - ტყვიები, გარსები და მასრები შეადგენდა თუ არა გასროლამდე ერთ მთელს, დადგენა ვერ მოხერხდა;
4 ცალი დეფორმირებულ-გაგლეჯილი ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული, 1908 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის, პალაბელუმის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი 9 მმ კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების, შაშხანების დიდი ჯგუფისათვის და სხვა. 4 ცალი ტყვიიდან 3 ტყვია უვარგისია იდენტიფიკაციისათვის, ხოლო 1 ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის კონკრეტულ იარაღთან შესადარებლად და გასროლილია 9 მმ კალიბრის პისტოლეტის ლულიდან;
13 ცალი დეფორმირებული, გაგლეჯილი და ფრაგმენტირებული გარსი და გარსის ფრაგმენტი. 10 ცალი გარსის ფრაგმენტი თუ რომელი სახეობის ტყვიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, დადგენა შეუძლებელია და იდენტიფიკაციისათვის უვარგისია, ხოლო 3 ცალი გარსი არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი ამავე კალიბრის იარაღებისათვის, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის კონკრეტულ იარაღთან შესადარებლად და გასროლილია 9 მმ კალიბრის პისტოლეტის ლულიდან;
1 ცალი რუხი ფერის დეფორმირებული გულარი დამზადებულია ტყვიის მასალისგან, ძლიერ დეფორმირებულია და დაბრტყელებულია. თუ რომელი სახეობის ტყვიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, დადგენა ვერ მოხერხდა;
1 ცალი დეფორმირებული ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი ამავე კალიბრის უცხოური წარმოების იარაღებისათვის. ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის კონკრეტულ იარაღთან შესადარებლად და გასროლილია 9 მმ კალიბრის პისტოლეტის ლულიდან;
1 ცალი დეფორმირებული და გაგლეჯილი გარსის ფრაგმენტი თუ რომელი სახეობის ტყვიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, მცირე ზომის გამო დადგენა შეუძლებელია და იდენტიფიკაციისათვის უვარგისია;
1 ცალი რუხი ფერის დეფორმირებული გულარი დამზადებულია ტყვიის მასალისგან, ძლიერ დეფორმირებულია, დაბრტყელებულია, ფრაგმენტირებულია და თუ რომელი სახეობის ტყვიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, დადგენა შეუძლებელია.
აღნიშნული ტყვიები და გარსები (რომლებიც ვარგისია კონკრეტულ იარაღთან შესადარებლად) არ არის გასროლილი ,,G------- G---‘‘ მოდელის №-------- პისტოლეტში;
6. ავტომობილზე ,,BMW‘‘, სახ.№M--------, არსებული აღწერილი დაზიანებები, თავისი ფორმით, განვითარების ხასიათით და მორფოლოგიური
თავისებურებებიდან გამომდინარე, არის ცეცხლნასროლი წარმოშობის.დაზიანებები წარმოქმნილია არა უმცირეს 8 მმ და არა უმეტეს 9 მმ დიამეტრის მქონე ჭურვების კონტაქტის შედეგად. დაზიანება №- არის დაზიანება №1-ის გაგრძელება. იგი განვითარებულია წინიდან უკან, ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ, შიგნიდან გარეთ; დაზიანება №4 არის დაზიანება №3-ის გაგრძელება. იგი განვითარებულია წინიდან უკან ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ, შიგნიდან გარეთ; დაზიანება №5 განვითარებულია უკნიდან წინ, ქვემოდან ზემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ; დაზიანება №6 განვითარებულია უკნიდან წინ, ზემოდან ქვემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ, გარედან შიგნით;
დაზიანება №8 არის დაზიანება №7-ის გაგრძელება. იგი განვითარებულია უკნიდან წინ, ქვემოდან ზემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ, გარედან შიგნით;
დაზიანება №9 განვითარებულია უკნიდან წინ, ზემოდან ქვემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ, გარედან შიგნით.
პირველადი დაზიანებების ირგვლივ ახლო მანძილიდან გასროლისათვის დამახასიათებელი კვლები არ აღინიშნება. გასროლა შესაძლებელია განხორციელებულიყო აღწერილი დაზიანებებიდან გაბმული სიმის გასწვრივ ნებისმიერი წერტილიდან (ვაზნის და იარაღის გათვალისწინებით).
ექსპერტმა ზ------------ემ დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ყველა მასრის იდენტიფიკაცია მოხერხდა და დაადგინეს, რომ 15 მასრა გასროლილი იყო ,,G-------‘‘ მოდელის პისტოლეტში, ხოლო დანარჩენი გასროლილი იყო პირობითად 1.2.3. და 5. იარაღებში, კონკრეტული იარაღები ვერ იქნა დადგენილი. მასრები სულ გასროლილი იყო ხუთი სხვადასხვა იარაღიდან.
ექსპერტიზის №------ დასკვნის და ექსპერტ გ-----------–---ას ჩვენებით დგინდება, რომ გამოსაკვლევი ავტომანქანის წინა მარცხენა საქარე მინა ჩამსხვრეული იყო მთლიანად და ამიტომ კვლევას არ დაექვემდებარა. დაადასტურა, რომ შიგნიდან გარეთ მიმართული დაზიანებებია 1 და 2, 3 და 4. მეორე არის პირველის გაგრძელება, ხოლო მეოთხე არის მესამეს გაგრძელება. დაზიანებების მიმართულებაა შიგნიდან გარეთ, მარცხნიდან მარჯვნივ.
2017 წლის 5 მაისის ბიოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის და ექსპერტ ი-------–-------ას ჩვენების თანახმად, გენეტიკური კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:
პაკეტში, წარწერით: ,,...ერთი ცალი ჯეოსელის სიმბარათის ჩასადები ბარათი სიმბარათის გარეშე...‘‘ მოთავსებულ პლასტიკურ ბარათზე არსებული ბიომასალის (ობ. №1) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. №1-ის პროფილში გ--------------–--ლის (ობ. №45, პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში... ა-----–---–--------------------ის ძე-ს პირის ღრუდან....‘‘), გ----------------ის (ობ. №46, პაკეტი, წარწერით: ,,...გ-----------------------------ის პირის ღრუდან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში...‘‘) და ზ--------------ის (ობ. №41, ექსპერტის №0-------- დასკვნა) გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა;
პაკეტში, წარწერით: ,,...2 (ორი) ც პლასმასის ბოთლი მოთავსებული ცალ-ცალკე კონვერტებში ამოღებული ავტომანქანა მინი კუპერი სახ.№Q-------- წინა მარჯვენა კარის სათავსოდან...‘‘ მოთავსებულ: ბოთლზე წარწერით ,,ბახმარო‘‘ (ობ. №-) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ--------------–--ლს (ობ. №45);
ბოთლზე, წარწერით: ,,ბაკურიანი‘‘ (ობ. №3) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება გ---------------–---–ის (ობ. №45), გ------- რ------ის (ობ. №46) და ზ----- ს-------ის (ობ. №41, ექსპერტის №0-------- დასკვნა) გენეტიკური პროფილისგან;
პაკეტში, წარწერით: ,,...38 (ოცდათვრამეტი) ცალი სტერილური ჩხირი... ავტომანქანა ნისანი, ს-------------…‘‘ მოთავსებულ: ანაწმენდებზე - ობ. №4-1-, 18-22 არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №4-1-, 18-22-ის პროფილებში გ--------------–--ლის (ობ. №45), გ----------------ის (ობ. №46) და ზ--------------ის (ობ. №41, ექსპერტის №0-------- დასკვნა) გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა; ანაწმენდებზე ობ. №15-17 გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
პაკეტში, წარწერით: ,,...ანაწმენდები 32 (ოცდათორმეტ) ც ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ავტომანქანა ,,მინი კუპერი‘‘, ს------------------‘‘ მოთავსებულ: ანაწმენდებზე - ობ. №-3, 24, 28, 29, 35 არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №-3, 24, 28, 29, 35-ის პროფილების ერთი წილი და გ--------------–--ლის (ობ. №45) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. №-3, 24, 28, 29, 35-ის პროფილებში გ----------------ის (ობ. №46) და ზ--------------ის (ობ. №41, ექსპერტის №0-------- დასკვნა) გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა; ანაწმენდზე - ობ. №-5 არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №-5-ის პროფილში ვლინდება გ--------------–--ლის (ობ. №45) და არ ვლინდება გ----------------ის (ობ. №46) და ზ--------------ის (ობ. №41, ექსპერტის №0-------- დასკვნა) გენეტიკური თანამონაწილეობა; ანაწმენდებზე - ობ. №-6, 31, 32-ის პროფილებში გ---------------–---–ის (ობ. №45), გ------- რ------ის (ობ. №46) და ზ--------------ის (ობ. №41, ექსპერტის №0-------- დასკვნა) გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა; ანაწმენდზე - ობ. №33 არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება გ--------------–--ლის (ობ. №45), გ----------------ის (ობ. №46) და ზ--------------ის (ობ. №41, ექსპერტის №0-------- დასკვნა) გენეტიკური პროფილებისგან; ანაწმენდებზე - ობ. №-7, 30, 38 არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია; ანაწმენდებზე - ობ. №34, 36, 37 გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
პაკეტში, წარწერით: ,,...ანაწმენდები 4 (ოთხ) ც ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ,,მინი კუპერი‘‘ ს------------------‘‘ მოთავსებულ: ანაწმენდზე - ობ.№39 გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; ანაწმენდზე - ობ. №40 არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს, ობ. №3-ის იდენტურია და განსხვავდება გ--------------–--ლის (ობ. №45), გ----------------ის (ობ. №46) და ზ--------------ის (ობ. №41, ექსპერტის №0-------- დასკვნა) გენეტიკური პროფილებისგან;
პაკეტში, წარწერით: ,,...ანაწმენდები აღებული ავტომანქანის გარეთა მხრიდან 8 (რვა) ცალი სტერილური ჩხირით... ავტომანქანა ნისანი ს-------------...‘‘ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. №41-44) გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; ობ. №1, 2, 3, 16, 21, 25-ის პროფილებში (ექსპერტი №0-------- დასკვნა) გ--------------–--ლის (ობ. №45) და გ----------------ის (ობ. №46) გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა.
2------–-–---------------–-ს სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის №------- დასკვნის და ექსპერტ შ-------------------ის ჩვენების თანახმად დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი პლასტმასის დეტალები და ავტომობილის ,,----------------------RI, მარცხენა გვერდითა უკან ხედვის სარკე წარსულში შეადგენდნენ ერთ მთლიან დეტალს. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დეტალები მიეკუთვნებოდა კონკრეტულად ავტომობილის მარცხენა გვერდითა უკანა ხედვის სარკეს. ავტომანქანა ,,------‘‘ დაათვალიერა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. დასკვნაში მითითებული აქვს X5, ვინაიდან პროკურორის მიერ გაცემულ დადგენილებაში ასე აღნიშნული იყო და შესწორების გარეშე გადაიტანა ექსპერტიზის დასკვნაში.
2017 წლის 31 მარტის ვიდეოჩანაწერიების დათვალიერების ოქმების თანახმად, დათვალიერდა თბილისში, შ--------–---–-ს მე-2 შესახვევის №--–- მდებარე, შ----------------------ს‘‘ მიერ წარმოებული მშენებარე კორპუსის გარე სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერები. კამერის დროის მიხედვით, 1---------წ., 00:10 საათზე, თბილისში, შ--------–---–-----------ის მიმდებარედ, ჩერდება, სავარაუდოდ, ,,ჯიპის‘‘ ტიპის ავტომანქანა, რომელიც მიმართულია ქ------–-----------ს მიმართულებით. 00:27 საათზე კადრში ჩნდება ,,------------- S-ის‘‘ მარკის ავტომანქანა, რომელიც მ--------- ქუჩის მხრიდან შემოდის შ--------–---–-ს მე-2 შესახვევის №--ის მიმდებარედ და ჩერდება მოფარებულ ადგილზე. აღნიშნული ავტომანქანიდან გადმოდის რამდენიმე მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი სახის არეში ისწორებს, სავარაუდოდ, ნიღაბს, ეს პიროვნება იყურება იმ მიმართულებით, სადაც შ--------–---–---------ის მიმდებარედ გაჩერებულია ზემოხსენებული ,,ჯიპის‘‘ ტიპის ავტომანქანა, ხოლო შემდეგ კი იგი ტელეფონზე იწყებს საუბარს და თან ამავე დროს კვლავ იხედება ,,ჯიპის‘‘ ტიპის ავტომანქანის მიმართულებით. ხსენებულ ვიდეოჩანაწერში, კამერის დროის მიხედვით, 1---------წ., 00:28 საათზე, ფიქსირდება მ--------- ქუჩის მხრიდან შემომავალი ,,N-----------------ის‘‘ მარკის ავტომანქანა, რომელსაც არა აქვს უკანა ე.წ. ,,ბამპერი‘‘. ტელეფონზე მოსაუბრე ზემოხსენებული მამაკაცი ხელით ანიშნებს აღნიშნული ,,N-----------------ის‘‘ მარკის ავტომანქანის მძღოლს შესვლის მიმართულებას იმ ადგილისკენ, სადაც გაჩერებულია ,,--------------ის‘‘ მარკის ავტომანქანა. აღნიშნულის შემდეგ ,,N----------------‘‘ შედის იმავე ადგილის მახლობლად, სადაც გაჩერებულია ,,M----------‘‘. აღნიშნული ,,N-----------------დან‘‘ გადმოდის რამდენიმე მამაკაცი, რის შემდეგაც ზემოხსენებული პირები ფეხით მიემართებიან შ--------–---–---------ის მიმდებარედ გაჩერებული ,,ჯიპის‘‘ ტიპის ავტომანქანისკენ. აღნიშნულ ავტომანქანასთან მიახლოების შემდეგ ავტომანქანასთან მიახლოებული პირების მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღებით ხორციელდება სროლები ,,ჯიპის‘‘ ტიპის ავტომანქანის მიმართულებით. ,,ჯიპის‘‘ ტიპის ავტომანქანიდან, ასევე, ხორციელდება საპასუხო სროლები, რის შემდეგაც ,,ჯიპის‘‘ ტიპის ავტომანქანასთან მიახლოებული პირებიდან ერთ-ერთი მათგანი ეცემა ძირს, ხოლო ,,ჯიპის‘‘ ტიპის ავტომანქანასთან მისული დანარჩენი პირები სირბილით ტოვებენ დასახელებულ ადგილს, ბრუნდებიან ,,M-----------ის‘‘ და ,,N-----------------ის‘‘ მარკის ავტომანქანებთან და ხსენებული ავტომანქანებით ტოვებენ აღნიშნულ ტერიტორიას. ზემოაღნიშნულის შემდეგ, რამდენიმე წამში, ძირს მყოფ დაჭრილ პიროვნებასთან ჩერდება ქ------–-----------ს მხრიდან ამომავალი ავტომანქანა, საიდანაც, სავარაუდოდ, გადმოდის ერთი პიროვნება, რომელიც იხრება დაჭრილი პირის მიმართულებით და, სავარაუდოდ, ართმევს (იღებს) რაღაც ნივთს. ამავე ვიდეოჩანაწერის მიხედვით, 1---------წ., 00:30 საათზე, შ--------–---–----------ე, ასფალტზე მყოფ ზემოხსენებულ პიროვნებას ჩაუვლის მსუბუქი მარკის, სავარაუდოდ, ,,M------------ის‘‘ მარკის ავტომანქანა, რომელიც შემდეგ ჩერდება, უკუსვლით უახლოვდება ასფალტზე მყოფ პიროვნებას, ხსენებული ავტომანქანიდან გადმოდის რამდენიმე პიროვნება, ასფალტზე მყოფ პიროვნებას სვამენ ხსენებულ ავტომანქანაში და აღნიშნული ავტომანქანით ტოვებენ დასახელებულ ტერიტორიას.
ასევე, დათვალიერდა ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვით, 1---------წ., 00:15:52 სთ-ზე, ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება ავტომობილი, რომელიც, როგორც მისი მახასიათებლებით ირკვევა, არის ,,M-----------ის‘‘ მარკის ავტომანქანა. აღნიშნული ავტომანქანა მ------–-------- მხრიდან ა-----------–------------–--ის ქუჩაზე და შემდეგ სცილდება ვიდეოკამერის დაფარვის არეალს. აღნიშნული ავტომანქანის სანომრე ნიშანი და სერია ვიდეჩანაწერში არ იკითხება. აღნიშნულ ავტომანქანას უკან მიჰყვება და 00:15:53 სთ-ზე კადრში ჩნდება ავტომობილი, რომელიც, მისი მახასიათებლების მიხედვით, არის ,,ჯიპის‘‘ ტიპის ავტომანქანა. ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება მისი სახელმწიფო ნომერი და სერია Q--------. აღნიშნული ავტომობილიც მ------–-------- მხრიდან, ასევე, ადის ი-----–-----------–--ის ქუჩაზე და შემდეგ სცილდება ვიდეოკამერის დაფარვის არეალს. ზემოაღნიშნულის შემდეგ აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში 00:16:16 სთ-ზე ფიქსირდება ,,ჯიპის‘‘ ტიპის ავტომანქანა, რომლის სახელმწიფო ნომერი და სერია, ასევე, ფიქსირდება ვიდეოჩანაწერში M--------. აღნიშნული ავტომობილიც მ------–-------- მხრიდან, ასევე, ა-----------–------------–--ის ქუჩაზე და შემდეგ სცილდება ვიდეოკამერის დაფარვის არეალს.
აღნიშნული ვიდეოჩანაწერები გამოკვლეულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე, რასთან დაკავშირებითაც სასამართლომ განმარტა, რომ დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოება, რომ შ--------–---–---------ის მიმდებარედ გაჩერებული ,,ჯიპის‘‘ ტიპის ავტომანქანასთან მიახლოებისას ,,M-----------ისა‘‘ და ,,N-----------------ის‘‘ ავტომანქანებიდან გადმოსული პირების მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღებით ხორციელდება გასროლები ,,ჯიპის‘‘ ტიპის ავტომანქანის მიმართულებით, გამოკვლეულ ჩანაწერზე დანამდვილებით არ ჩანს და ამ პირების მხრიდან აღნიშნული ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლის გახსნა აშკარად ფიქსირდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთ- ერთი პირი (სავარაუდოდ, ზ--------------ე) ეცემა ძირს ავტომანქანიდან განხორციელებული სროლის შედეგად, რის შემდეგაც მიმდინარეობს ორმხრივი სროლა, რა დროსაც ზემოთ მითითებული ავტომანქანებიდან გადმოსული პირები, სროლის პარალალურად, სირბილით (მათ შორის, ერთ-ერთი კოჭლობით) ტოვებენ შემთხვევის ადგილს, სხდებიან ავტომანქანებში და მიდიან.
2017 წლის 16 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, შ--------–---–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასფალტირებულ გზაზე განთავსებულია ,,------‘‘ მარკის ავტომანქანა, ს------------ რომელიც მიმართულია დაღმართისკენ, ქ------–-----------ს მიმართულებით. ავტომანქანიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, გზაზე, სხვადასხვა ადგილას, განთავსებულია ლითონის დეფორმირებული საგანები, მასრები, ნიღაბი, რ----------–--------------ის საფულე, პირადი საბუთებითა და თანხით. დასახელებული ტერიტორიის მიმდებარედ, შ--------–---–--------ა-ში, განთავსებულია მარკეტი, რომლის გვერდით (გასწვრივ) ტერიტორიაზე განთავსებულია ლითონის დეფორმირებული საგნები და ერთი ცალი მასრა. შემთხვევის ადგილზე მდგარი ,,------‘‘ მარკის ავტომანქანის უკანა მარცხენა და წინა მარჯვენა საბურავი არის დაშვებულ მდგომარეობაში. ავტომანქანის წინა მარცხენა და წინა მარჯვენა კარი არის გაღებული, ხოლო ავტომანქანის უკანა მარცხენა და უკანა მარჯვენა კარი არის დახურულ მდგომარეობაში. მძღოლის მხარეს წინა მარცხენა კარის შუშა არის ჩამსხვრეული და შუშის (მინის) ნამტვრევები მიმოფანტულია ავტომანქანის მიმდებარედ. ავტომანქანის წინა მარცხენა სკამის წინ არსებულ ხალიჩაზე განთავსებულია ერთი ცალი მასრა. ავტომანქანის ტორპედოზე, მარჯვენა მხარეს, აღმოჩენილია სამი ცალი მასრა. წინა მარჯვენა სავარძლის წინ, ხალიჩის ზედაპირზე, განთავსებულია ორი ცალი მასრა, ხოლო მის გვერდით ავტომანქანის მარჯვენა წინა კარის ე.წ. ,,კარნიზზე‘‘ არის ერთი ცალი მასრა. ავტომანქანის წინ სავარძლებს შორის მდებარე სათავსოზე განთავსებულია ერთი ცალი მასრა. ავტომანქანის წინა მარცხენა მხარეს, მძღოლის სავარძლის წინ, ხალიჩის ქვეშ აღმოჩენილ იქნა ერთი ცალი მასრა, ავტომანქანის ტორპედოს მარცხენა მხარეს, კიდესთან, განთავსებულია ერთი ცალი მასრა. ამავე ავტომანქანის წინა მარცხენა კარის სათავსოში აღმოჩენილია ერთი ცალი ლითონის დეფორმირებული საგანი. ავტომანქანის წინ აღმოჩენილ იქნა პლასტმასის ოთხი ცალი ფრაგმენტი (ნატეხი). ,,-------ის‘‘ მარკის ავტომანქანას ვიზუალური დათვალიერებით აღენიშნება დაზიანებები. შ--------–---–---------ის ტროტუარზე, შესასვლელი ჭიშკრის (კარის) წინ განთავსებულ სამსაფეხურიანი კიბის მიმდებარედ განთავსებულია ლითონის დეფორმირებული საგნები. ქობულეთის ქუჩის მიმართულებით, გზის მარცხენა მხარეს, ტროტუარის გვერდით მდებარე ღობეზე (მესერზე) აღმოჩენილია ლითონის ერთი ცალი დეფორმირებული საგანი. გზის მარჯვენა მხარეს განთავსებული საცხოვრებელი სახლის ეზოს ერთფრთიანი რკინის (ლითონის) კარის ქვედა მარცხენა მხარეს გარეთა ზედაპირზე და კარის გვერდით არსებული რკინის (ლითონის) ორფრთიანი ჭიშკრის მარცხენა ფრთის გარეთა ზედაპირზე აღინიშნება დაზიანებები. დაზიანებები აღინიშნება, ასევე, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე განთავსებულ, მარჯვნიდან პირველ და მეორე ფანჯრებს შორის კედელზე და ამავე სართულზე მარჯვნიდან მეორე და მესამე ფანჯარაზე. გარკვეული დაზიანებები აღინიშნება, ასევე, გზის ასფალტირებულ ზედაპირზე. შემთხვევის ადგილიდან აღებულ იქნა ანაწმენდები.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ---------მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ 2017 წლის 15-16 თებერვლის ღამეს გამოძახებულ იქნენ შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად შ--------–---–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილი დაიცვეს ლენტებით და გადაკეტეს მთლიანი ქუჩა. იყო მანქანა, რომელსაც ეტყობოდა ნატყვიარები და ჩამსხვრეული ჰქონდა წინა მარცხენა ფანჯარის მინა, ასევე, დიდი რაოდენობით გასროლილი მასრები იყო ასფალტის ზედაპირზე ავტომანქანის მიმდებარედ, ძირითადად, ავტომანქანის მარცხენა უკანა მხარეს. მასრები ამოღებულ იქნა როგორც ავტომანქანიდან, ასევე, მიმდებარე ტერიტორიიდან. ავტომანქანის გადასწვრივ, მეორე მხარეს, ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე დაგდებული იყო ნიღაბი. ავტომანქანის მარჯვენა კარი იყო ღია და ასფალტის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა საფულე. დათვალიერდა ავტომანქანის ზედაპირი და აღებულ იქნა ანაწმენდები. ავტომანქანას აღენიშნებოდა გარედან შიგნით შემავალი ნატყვიარები. სავარაუდოდ, მარცხნიდან მარჯვნივ, ოდნავ უკნიდან წინ იყო სროლა ნაწარმოები ავტომანქანის მიმართულებით.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე სხვა ექსპერტებმა - ნ-------------–---–--------------------------------------------------
2017 წლის 18 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, თბილისში, შ--------–---–---------ის მიმდებარედ, ქ------–-----------ს მიმართულებით, გზის მარცხენა მხარეს მდებარე ტერიტორიის შემდეგ არსებული ტერიტორია არის შემოღობილი, რომლის შიგნითაც განთავსებულია შპს ,,მ--------–--‘‘ საბაზო სადგური (ჯიხური), რომლის უშუალო მისამართია: თბილისი, შ--------–---–--------. აღნიშნულ ჯიხურს შ--------–---–-------ის მხარეს არსებულ კედელზე გარეთა მხრიდან აღენიშნება ორი ცეცხლნასროლი დაზიანება, რომელთაგან ერთი არის გამჭოლი. ჯიხურის შიგნით, შესასვლელი კარიდან მარჯვენა მხარეს, იატაკის ზედაპირზე აღმოჩენილ იქნა ერთი ცალი ლითონის სხეული.
2017 წლის 18 თებერვლის საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმის, ასევე ექსპერტ ს--- გე----------ს და ზ------ ს--------ის ჩვენების თანახმად დგინდება, რომ თბილისში, შ--------–---–----------ე, №-- კორპუსის მე-2 სართულზე განთავსებულ, მარჯვნიდან პირველ და მეორე ფანჯრებს შორის კედელზე აღინიშნება დაზიანება, ასევე, დაზიანებულია ამავე სართულზე მარჯვნიდან მეორე და მესამე ფანჯარა. დაზიანება, აგრეთვე, აღინიშნება ამავე სართულზე მარჯვნიდან მეხუთე ფანჯრის ქვემოთ კედელზე. დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში აივანზე გასასვლელი №- კარის წინ აღმოჩენილი ლითონის საგანი და მარჯვნივ არსებული ფანჯრის მინის ჩარჩოდან ამოღებული ლითონის საგანი.
2017 წლის 21 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ზ------ ს--------ის მიერ, ექსპერტებისა და ავტომანქანის მფლობელის - რ----------–--------------ის მონაწილეობით, მოხდა ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანა ,,-------ის‘‘, სახ.№M--------, გახსნა, დათვალიერება და ანაწმენდების აღება.
2017 წლის 28 მარტის საქართველოს შსს საინფორმაციო -ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით, მოქ. ზ--------------ის (პირადი №0----------) სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი (არ იყო რეგსტრირებული) არ არის რეგისტრირებული.
2017 წლის 16 თებერვლის რ----------–--------------ის მიერ წარმოდგენილი ,,---------- ის‘‘ დათვალიერების ოქმის თანახმად, პისტოლეტი არის შავი ფერის, სერიული ნომრით ,,A------‘‘, რომელშიც მოთავსებულია ერთი ცალი მჭიდი. მჭიდი არის ცარიელი და მასში ტყვია არ არის მოთავსებული.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას ზ--------------ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, ვინაიდან საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემდა დაედგინა ზ--------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლელული ბრალდების მხარის მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ უნდა დაადგინოს არის თუ არა დაჭრილი ზ--------------ე ის ,,ნიღბიანი“ პიროვნება, ვინც განახორციელა გასროლა დაზარალებულების მიმართულებით, თუმცა უტყუარად ამის დადგენა გამოკველული მტკიცებულებების საფუძველზე შეუძლებელია. ბრალდების მხარემ დაცვის მხარის ვერსიის საპირწონედ, რომ ზ--------------ე იყო უბრალოდ გამვლელი, და განხორციელებული სროლების შედეგად დაიჭრა, ვერ წარმოადგინა ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა დაცვის მხარის მიერ განვითრებული ვერსიის მცდარობას და ზ--------------ის ბრალეულობას.
ბრალდების მხარის არგუმენტაციას, რომ ზ--------------ე არის ის ნიღბიანი პირი, ვინც განახორციელა გასროლა რ----------–--------------ისა და ჯ----–-------ის მიმართულებით, ერთი შეხედვით ამყარებს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნიღაბი, რომელზეც აღმოჩნდა ზ--------------ის დნმ. ამით ბრალდების მხარე ცდილობს დაადასტუროს, რომ ეს არის მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ ზ--------------ეს ეკეთა აღნიშნული ნიღაბი და იგი არის ის პიროვნება, რომელმაც განახორციელა გასროლა რ----------–--------------ის მიმართულებით. თუმცა სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნიღაბზე აღმოჩნდა ზ--------------ის გენეტიკური პროფილი, დასკვნა იმისა, რომ ნიღაბი ეკეთა ზ--------------ეს შეუძლებელია. 2017 წლის 15 მარტის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და ექსპერტ ი-------–-------ას ჩვენების თანახმად, მართალია ნიღაბზე აღმოჩენილი სამი პირის დნმ-დან ერთ-ერთი ნამდვილად ეკუთვნოდა მსჯავრდებულს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამივეს ეკეთა ეს ნიღაბი. თუ სისხლი იყო იატაკზე და მასზე დავარდა ნიღაბი შესაძლებელია აღმოჩენილი იქნეს ორივე პირის გენეტიკური პროფილი, რადგან აღნიშნული გადადის ან პირის ან მისი ბიოლოგიური მასალის კონტაქტით. ბიოლოგიურ მასალაში კი იგულისხმება სისხლი, ნერწყვი, თმა და ა.შ. შესაბამისად ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა ნიღაბზე ზ--------------ის დნმ-ის მოხვედრის შესაძლებლობას, მის ბიოლოგიურ პროფილთან კონტაქტის გზით, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც აღმოჩნდა ნიღაბი იმყოფებოდა დაჭრილი ზ--------------ე, რომელიც ფორთხვით ცდილობდა ტროტუარისკენ გადასვლას და ალბათობა იმისა, რომ ნიღაბზე ზ--------------ის დნმ მოხვდა მის გენეტიკურ პროფილთან კონტაქტით, საკმაოდ დიდია, რასაც ვერ აბათილებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვერცერთი მტკიცებულება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებმაც განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები მიაწოდეს სასამართლოს ნიღაბთან და იარაღთან დაკავშირებით. მათი ჩვენებებით უტყუარად არ დგინდება, რომ დაჭრილ ზ--------------ეს ეკეთა ნიღაბი ან ჰქონდა იარაღი. მოწმე გ--–--–---–--ემ განმარტა, რომ დაჭრილზე ნიღაბი არ შეუნიშნავს, თავად დაზარალებულმა ჯ----–-------ემ განმარტა, რომ სროლის შეწყვეტის შემდგომ დაინახა დაჭრილი ზ--------------ე, რომლის სახე კარგად ახსოვს და მისთვის იარაღი ან/და ნიღაბი არ შეუმჩნევია, ასევე მოწმის განმარტებით დაჭრილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მუქარასაც.
რაც შეეხება მოწმე მ-----–-------ის ჩვენებას, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ისეთი ჩვენებების ფონზე, როდესაც თითქმის ყველა მოწმე განმარტავს, რომ დაჭრილ ზ--------------ეს ნიღაბი არ კეთებია, შეუძლებელია პალატამ გამამტყუნებელილ განაჩენი დაადგინოს მ-----–- ვ----- ჩვენების საფუძველზე, ვინაიდან თავად მოწმე არ არის დარწმუნებული რამდენად სწორედ დაინახა, აღიქვა და გადმოსცა მომხდარი ფაქტი, გარეშე ფაქტორების ჩარევის გამო, როგორიცაა ცუდი ხილვადობა, შიში და ასე შემდეგ. მან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაჭრილს სახეზე რაღაც შეამჩნია, მაგრამ კასკა იყო მასკა თუ ქუდი არ იცის. ,,ერთი შევხედე, არ ვმდგარვარ და არ მიყურებია’’. თმას არ დავკვირვებივარ, ,,მაგის დაკვირვების თავი არ მქონდა შიშისგან’’. მოწმის განმარტებით იარაღი არ დაუნახავს. ასევე მისი მხრიდან მუქარა და ყვირილი არ გაუგია. ,,მისი აღწერილობით არ ვიყავი დაინტერესებული, უბრალოდ გავიხედე და შევხედე. ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი ეგ შემიძლია გითხრათ ზუსტად“ განაცხადა მოწმემ საქმის არსებითი განხილვისას. მ-----–- ვ---მა დაცვის მხარის კითხვაზე განმარტა, რომ განათება კარგი არ იყო და არ ჩანდა სახე, ასევე დაადასტურა, რომ იგი კითხვისას და ტელევიზორის ყურებისას იყენებს სათვალეს, თუმცა იმ მომენტში სათვალე არ ეკეთა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე თავად დაზარალებულთა ჩვენებებზე.დაზარალებულმა რ----------–--------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ ზ--------------ე არის ის ნიღბიანი პიროვნება, რომელმაც მას ესროლა. თუმცა პალატა აღნიშნავს, რომ მისივე ჩვენების თანახმად მის მიმართ განხორციელებული სროლის შემდეგ, თავდაცვის მიზნით, ესროლა იმ პირს, რომელიც მარცხნივ საქარე მინასთან გაუსწორდა და რომელმაც მისი მიმართულებით ისროლა, მინა გათეთრდა და მას არ დაუნახავს ვის მოხვდა მის მიერ გასროლილი ტყვიები. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე, ზ--------------ის გარდა იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, მათ შორის შესაძლებელია ნიღბებით. აღნიშნულს ადასტურებს თავად რ-------- ლ--------------ძეც სროლის ინტენსივობიდან გამომდინარე. ვიდეო ჩანაწერიც და ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვით სროლები ნაწარმოებია 5 სხვადასხვა იარაღით. ასევე საყურადღებოა მისი ჩვენება, სადაც ის განმარტავს, რომ მანქანიდან გადმოსვლის შემდგომ მას დაჭრილი ნიღბიანი უკან გაჰყვა და ხელის მოქმედება გააკეთა, ვიდეოჩანაწერში, კი ჩანს, რომ დაჭრილს (ზ--------------ეს), რომელიც მიწაზე დაეცა მოძრაობა შეზღუდული აქვს და ფორთხვით ცდილობს ტროტუარისკენ წასვლას.
ამდენად თავად დაზარალებულ რ----------–--------------ის ჩვენებითაც უტყუარად ვერ დგინდება, რომ მის მიერ საპასუხო გასროლით დაიჭრა ის ნიღბიანი პირი, ვინც მიუახლოვდა მის მანქანას და პირველმა განახორციელა მისი მიმართულებით გასროლა და რომ ეს პირი იყო ზ--------------ე.
რაც შეეხება ჯ----–-------ის ჩვენებას, მან საქმის არსებითი განხილვისას დაბეჯითებით დაადასტურა, რომ სროლის შეწყვეტის შემდგომ დაინახა დაჭრილი ზ--------------ე, რომლის სახე კარგად ახსოვს და მისთვის იარაღი ან/და ნიღაბი არ შეუმჩნევია, ასევე მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მუქარას.
გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ზ--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს უტყუარად ვერ ადასტურებს ზ--------------ის ხელის ანაწმენდებზე დაფიქსირებული ტყვიის კაფსულასა და კორპუსში შემავალი კომპონენტებიდან სტიბიუმის და სპილენძის არსებობა. ექსპერტმა ლ-----–--–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ N02 არის დენთის კომპონენტი. ტყვიაში არის კაფსულა, რომლის აფეთქების შედეგად გამოიყოფა 4 ელემენტი - სტიბიუმი, ბარიუმი, სპილენძი და ტყვია. მათი არსებობა ადასტურებს, რომ პიროვნებამ, ვისაც ამოუვიდა, გაისროლა ან იმყოფებოდა გასროლის მომენტში ამ ელემენტების გავრცელების არეალში, ან არ იმყოფებოდა და გასროლის შემდეგ შეეხო იარაღს. გავრცელების არეალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პირობებში მოხდა გასროლა, ღია თუ დახურულ სივრცეში. კომპონენტების ინტენსივობა დამოკიდებულია, თუ რა იარაღიდან მოხდა გასროლა და რა სახის ტყვია იქნა გასროლილი, რადგან სხვადასხვა სახის ტყვიაში სხვადასხვა რაოდენობის დენთია. ექსპერტმა განმარტა, რომ შესაძლებელია, ერთმა პიროვნებამ გაისროლოს და იქვე მდგომ პირს ამოუვიდეს ნივთიერებების კვალი, ხოლო თუ ღია სივრცეში მოხდა გასროლა, მაშინ მსროლელს შესაძლოა არც ამოუვიდეს ეს ნივთიერებები. ქარის შემთხვევაში შესაძლოა გაიფანტოს გასროლის პროდუქტები. ნივთიერების ამოსვლა არ ნიშნავს, რომ ამ პიროვნების მიერ არის ნასროლი. N02-ის, ბარიუმის და სპილენძის აღმოჩენა ცალსახად არ ნიშნავს, რომ ამ პირის მიერ მოხდა გასროლა, მაგრამ არც გამორიცხავს. მათი ერთობლიობა იძლევა მხოლოდ ვარაუდს, რომ შესაძლოა ამ პიროვნებამ გაისროლა, ან იმყოფებოდა გასროლის მომენტში, ან შემდეგ შეეხო მსროლელს ან იარაღს.
განსახილველ შემთვევაში აღნიშნული ნივთიერებების კვალი აღმოჩენილია, იმ პირთა ხელის ანაწმენდზეც, რომლებიც შემთხვევის დროს, შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ და ინციდენტის დასრულების შემდეგ მივიდნენ შემთვევის ადგილზე. ამიტომ სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ ლ-----–--–---–ის ჩვენებით არ დგინდება ზ--------------ის მიერ სროლის განხორციელების ფაქტი.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს პირველი ინტანციის სასამართლოში, გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერზე, რომლითაც ირკვევა, რომ ,,M-----------ისა‘‘ და ,,N-----------------ის‘‘ მარკის ავტომანქანებიდან გადმოსული, სავარაუდოდ, ხუთი პირი მიემართება ჩიხისკენ. ჩიხში გაჩერებული ავტომანქანიდან სროლის შედეგად ერთი პირი ძირს ეცემა, ხოლო უკან ისევ ოთხი, მათ შორის, ერთი კოჭლობით, სროლა-სროლით უკან გამორბის ავტომანქანისკენ და იმავე ავტომანქანებით ტოვებენ შემთხვევის ადგილს. აღნიშნულ ჩანაწერში არ ჩანს, ამ პირებიდან რომელი ახორციელებს პირველ გასროლას და არც ის ჩანს, რომ პირველი გასროლა სწორედ ამ პირებიდან ერთ-ერთის მიერ ხორციელდება. ჩანაწერის თანახმად, ავტომანქანიდან გადმოსული პირები წყნარად და აუჩქარებლად მიემართებიან ჩიხიდან გასასვლელისკენ, ამ დროს მათ ხელში შეუძლებელია რაიმე ნივთის გარჩევა, უკვე გასასვლელთან აღნიშნული პირები ჩერდებიან, არის მცირე გადაადგილება და მოულოდნელად ერთი პირი მოწყვეტით ეცემა ასფალტზე, რის შემდგომაც კადრში უკვე კარგად ჩანს, რომ სროლები ხორციელდება ორმხრივად, როგორც ზემოთ მითითებული პირების მხრიდან, ასევე, ავტომანქანიდან. ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება, რომ ზ--------------ეს, რომელიც დაეცა ასფალტზე, დაცემემადე (ან თუნდაც დაცემის შემდეგ) განახორციელა სროლა ავტომანქანის მიმართულებით, როგორც ეს მითითებულია ბრალის შესახებ დადგენილებაში.
დადგენილია, რომ სროლები განხორციელდა ხუთი სხვადასხვა იარაღიდან, რომელთა შორის ერთი დაზარალებულს ეკუთვნოდა, რაც ბუნებრივია ვერ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ადგილზე არსებული ხუთი პირიდან (დაზარალებულის გარდა) ერთს იარაღი არ ჰქონდა და არ უწარმოებია გასროლა, რომელიც შესაძლებელია იყო ზ--------------ე, მითუმეტეს, რომ ვერცერთი მოწმე ვერ ადასტურებს, რომ დაჭრილს ჰქონდა ცეცხლსასროლი არაღი.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ თავდასხმა განხორციელდა რამოდენიმე პირის მიერ, თუმცა არ არის დადგენილი ამ პირთა ვინაობა, არ არის აღმოჩენილი იარაღი, ასევე არ არის დადგენილი ზ--------------ესა და დაზარალებულებს შორის კავშირი.
ამასთან პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში პროკურორის აპელირებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში არასწორად ასახა რიგი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო სხდომის ოქმის მოსმენის შემდეგ ადასტურებს განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სისწორეს.
რაც შეეხება პროკურორის მითითებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა გასროლილ გულებზე აღმოჩენილი ზ--------------ის გენეტიკური პროფილი, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ გასროლილ გულებზე აღმოჩენილი ზ--------------ის გენეტიკური პროფილი უტყუარად გულისხმობს გასროლილ ტყვიის გულებთან გასროლამდე ზ--------------ის შემხებლობას, არ დასტურდება, ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა შეკრებილი საკმარისი და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ზ--------------ის ბრალეულობას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შესაძლებელია მხოლოდ ვივარაუდოთ ზ--------------ის მიერ წარდგენილი ბრალდების ჩადენის ფაქტზე, თუმცა არცერთი მტკიცებულებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ზ--------------ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ. ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენა. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“.
უტყუარი და სანდო მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში არის უმნიშვნელოვანესი გარანტია, რაც გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას. მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49). სწორედ ამიტომ, სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელმა ორგანომ, რომლის ძირითად ამოცანას დანაშაულის გამოძიება და მისი პრევენცია წარმოადგენს, უნდა უზრუნველყოს გამოძიებისთვის საჭირო ეფექტური და ამავე დროს, მკაფიოდ ფორმულირებული, განჭვრეტადი გამოძიება, რაც სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში სავარაუდო შეცდომის ან თვითნებობის საფრთხეს არსებითად გამორიცხავს, რათა გამორიცხოს პოტენციურად მცდარი, საეჭვო მტკიცებულებების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესაძლებლობა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, მხოლოდ ეჭვის დონეზე შეიძლება იქნეს განხილული ზ--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“.
ამავე კოდექსის მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა სახეზე არ არის. ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მიერ ცივი იარაღის ტარებას, განზრახ მძიმე დანაშაულისთვის და ცივი იარაღის ტარებისთვის ნასამართლევი პირის მიერ, აღნიშნული მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენი ზ--------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის პროკურატურის ს---------------–--–-- პროკურორის გ------- ო---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენი.
ზ--------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებითა და 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ზ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ზ--------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ ზ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ზ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 24 თებერვლიდან.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ზ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება:
რ----------–--------------ისგან ამოღებული ,,G-------------‘ მოდელის A------ პისტოლეტი, მჭიდით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს რ-------- ლ--------------ეს;
ს-------–---–--------–------------------------- კლინიკიდან ამოღებული ზ--------------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე, პირადი ნივთები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ზ--------------ის ნდობით აღჭურვილ პირს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 4 ცალი პლასტმასის დეტალი და დანა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
CD და DVD დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /შ. ყაველაშვილი/
მოსამართლეები: / მ. ლომთათიძე/
/ მ. ხოლოაშვილი/