განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.08.2018
საქმის ნომერი
100210016001606528
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
08.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100210016001606528

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-368-2017 19 ივნისი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - სს კ------- ბანკი

წარმომადგენელი - ლ------------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ნ----------------–---–ი

წარმომადგენელი - ნ--------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს.ს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს სარჩელი. ნ----------------–---–ს, ნ-------------ეს, ი-----------------–---–ს, ს------------–---–ს და ე-----------------ეს, ს.ს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს სასარგებლოდ დაეკისრათ 3819,95 ა.შ.შ. დოლარის გადახდა, საიდანაც 2866,69 ა.შ.შ. დოლარი არის ძირითადი თანხა, 782,99 ა.შ.შ. დოლარი არის პროცენტი და 170,27 ა.შ.შ. დოლარი არის პირგასამტეხლო. მოპასუხეებს დაეკისრათ კ-------ს სასარგებლოდ 131 ლარის და 73 თეთრის გადახდა. ს.ს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 148 ლარი და 55 თეთრი. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 21 ივლისს შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------”-ს (რეორგანიზაციის შემდეგ სააქციო საზოგადოება) და ნ----------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N2-----------, რის საფუძველზეც მან ისესხა 3000 ა.შ.შ. დოლარი, 48 თვის ვადით 2019 წლის 01 აგვისტომდე. ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო კლებადი საპროცენტო სარგებელი 2,75%-ს ოდენობით, ხოლო სწორხაზოვანი მეთოდით საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 1.72%-ს თვეში. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდილ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27 % -ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. 2.2. მსესხებელს ჰყავს თავდებები, 2015 წლის 21 ივლისის განცხადებებისა და დადებული ხელშეკრულებებით ნ-------------ემ, ი-----------------–---–მა, ს------------–---–მა, ე-----------------ემ კრედიტორის წინაშე იკისრეს ვალდებულება თავდებად დადგომოდნენ ნ----------------–---–ს და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე ნ----------------–---–თან ერთად 2015 წლის 21 ივლისის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში. მათ ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი. 2.3. სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ ნ----------------–---–ის მიერ გადახდილია 613,13 ა.შ.შ. დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის 133,31ა.შ.შ. დოლარი, პროცენტი არის 439,29 ა.შ.შ. დოლარი დაზღვევა 33,09 ა.შ.შ. დოლარი, ხოლო 7,44 ა.შ.შ. დოლარი არის ჯარიმა. 2.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს 5379,20 ა.შ.შ. დოლარის გადახდას, საიდანაც 2866,69 ა.შ.შ. დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 2056,33 ა.შ.შ. დოლარი არის საპროცენტო სარგებელი, მომსახურების საკომისიო 59,21 ა.შ.შ. დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შესატანი 278,91 ა.შ.შ. დოლარი, 5 პროცენტიანი ჯარიმა 9,72 ა.შ.შ. დოლარი , 0,27 პროცენტიანი ჯარიმა 108,34 ა.შ.შ. დოლარი. 2.5. დადგენილია, რომ მოსარჩელე რეგისტრაციაში გატარდა 2007 წლის 16 ნოემბერს, საფირმო სახელწოდებით: შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------”-ს საინდენტიფიკაციო კოდი არის 205232238. 2016 წლის 9 სექტემბერს განხორციელდა რეორგანიზაცია და შეეცვალა სამართლებრივი ფორმა რის შემდგომაც მოსარჩელე იწოდება ს.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------”. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 691-ე მუხლებით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, გაასაჩივრა სს კ------- ბანკმა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტი არ ეთანხმება მოსამართლის მითითებას სასამართლო გადაწყვეტილების 6.2 პუქტში იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ პროცენტის გადახდის ვალდებულულება არსებობს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და ამ მოტივით საპროცენტო სარგებლის შემცირებას. ნ----------------–---–სა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს შორის 2015 წლის 21 ივლისს გაფორმებული N 2----------- სესხის ხელშეკრულების გადახდის გრაფიკის და სესხის ხელშეკრულების მე-7 მუხლში გარკვევით არის მითითებული ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მსესხებელს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული მთლიანი თანხა, რაც ითვალისწინებს (ძირი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებით გათავლისწინებულ პირგასამტეხლოს, მომსახურეობის საკომისიოს, სესხის გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხულ ჯარიმებს და სიცოცხლის სადაზღვეო პრემიის გადასახების) ვადამდე დაფარვას, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსურულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ამ შემთხვევისათვის გრაფიკით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის მოთხოვნის უფლება კრედიტორს აქვს 2019 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით. ეს შეთანხება შედგა მხარეთა ნამდვლი ნების და კანონის საფუძველზე. სასამართლომ მოპასუხეებს საპროცენტო სარგებლის სახით დააკისრა მხოლოდ 742.57 აშშ დოლარის საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება, რაც არის 2016 წლის 14 ნოემბრამდე გადაუხდელი საპროცენტო სარგებელი, ხოლო 1313.76 აშშ დოლარის საპროცენტო სარგებლის დაკისრებაზე უარი განაცხადა, რასაც აპელანტი ვერ მიიღებს იმის გამო, რომ მსესხებელი არ ასრულებს ვალდებულებას. სესხის გაცემა სწორედ სარგებლის მიღების პირობით განხორციელდა. 3.2. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილების 6.3. პუქტში იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებას, რომ საქმეში დაზღვევის ხელშეკრულების არ არსებობის გამო უარი უნდა ეთქვას მოსარჩელე სადაზღვევო პრემიის დაკისრების მოთხოვნაზე. სესხის ხელშეკრულების 5.3. პუნქტში მითითებულია, რომ მსესხებელი გაეცნო სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებას და მის პიროებებს, გადაეცა სადაზღვევო ბუკლეტი და სრულად ეთანხმება. სადაზღვევო შესატანების ოდენობა განისაზღვრა მხარეთა მიერ ხელმოწერილი სესხის გადახდის გრაფიკით, რისი გადახდის ვალდებულებაც მსესხებელმა იკისრა სესხის ხელშეკრულების 5.2. პუნქტების საფუძველზე. სესხის დაბრუნებამდე სადაზღვევო შესატანის გადახდა სესხის ხელშეკრულების დადების აუცილებელი პირობა იყო. დღეს მოქმედი ახალი საკანონმდებლო რეგულაცია სიცოცხლის დაზღვევის თანხას სესხით სარგებლობასთან დაკავშირებულ აუცილებელ ხარჯად განიხილავს, თუ სიცოცხლის სადაზღვევო შესატანების გადახდა სესხის გაცემის აუცილებელი პირობაა. სიცოცხლის დაზღვევა სესხის ხელშეკრულების 6.5. პუნქტის, ასევე სამოქალაქო კოდექსის თანახმად, წარმოშობდა ასევე გამსესხებლის ვალდებულებას და პასუხისმგებლობას მსესხებელის ოჯახის წევრების მიმართ. 3.3. სარჩელში დაშვებული იყო ტექნიკური ხასიათის შეცდომა, კერძოდ, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადიცილებულ დღეზე გადახდილ ძირ თანხაზე დარიხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არ იყო სწორად მითითებული, რომელიც ნაცვლად 16.21 აშშ დოლარის უნდა ეწეროს 9.72 აშშ დოლარი. 3.4. სასამართლო გადაწყვეტილების 6.2. პუნქტში სასამართლოს მიერ არც ფაქტობრივად და არც სამართლებრივად დასაბუთებული და არგუმენტირებული არ არის სარგებლის შემცირების საკითხი. ამ პუნქტში მითითებულია, რომ სარგებლის დარიცხვის ვალდებულება არსებობს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. ნ----------------–---–სა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს შორის 2015 წლის 21 ივლისს გაფორმებული N2----------- სესხის ხელშეკრულების გადახდის გრაფიკსა და სესხის ხელშეკრულების მე-3, მე-4, მე-6, მე-7 და მუხლებში გარკვევით არის მითითებული სესხის ვადამდე დაფარვის მოთხოვნის შემთხვევაში სარგებლის მსესხებლისათვის დაკისრების წესზე. ჩვენს მიერ მოთხოვნილი ხელშეკრულების მე-7 მუხლის მიხედვით ხელშეკულების დაღვევის გამო პროცენტის ხელშეკრულების ბოლომდე დაკისრება რაც გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით. სასამართლომ მხარეს დააკისრა, შემცირებული თანხა და აღნიშნულზე არ უმსჯელია არც ფაქტობრივად დაუსაბუთებია მის მიერ შემცირებულ საპროცენტო თანხაზე, მოთხოვნილი პროცენტის თანხა არ წარმოადგენდა კოლოსალურ და ნორმალურ სახელშეკრულებო ურთიერთობებში არსებულ შესუბამოდ დიდ თანხას, არ იმსჯელა სესხის ხელშეკრულების გადახდის გრაფიკის განსაზღვრულ გადასახდელ საპროცენტო სარგებელზე. 3.5. ნ----------------–---–სა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს შორის 2015 წლის 21 ივლისს გაფორმებული N2----------- სესხის ხელშეკრულების მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე გამსესხებელს მიკროსაფინანსო ორგანიზა კ-------ს უფლება ჰქონდა დაუყოვნებლივ მოეთხოვა სესხის თანხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, დარიცხული პროცენტების, მომსახურების საკომისიოს, სადაზღვევო პრემიის თანხის გადახადა(ეს არ გამორიცხას კანონითა ხელშეკრულებით გამსესხებლისათვის მინიჭებული უფლებების განხორციელებას), თუ მსესხებელი გადააცილებდა გადახდის ვადას, კერძოდ: 7.1-პუნქტის თანახმად ,,გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა" ხოლო 7.4. პუნქტი განსაზღვრავს, რომ "მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ,,გამსესხებელს" უფლება აქვს დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება". სასამართლომ მხარე უსაფუძვლოდ გაათავისუფლა საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულებისაგან, რითაც დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 1-ელი ნაწილი და მასთან ერთად 403-ე და 411-ე მუხლების მოთხოვნები. 3.6. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სასამართლომ ფაქტიურად შეზღუდა სესხით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდის ვალდებულება, თითქოს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანით სესხი დაბრუნებულია და სესხით სარგებლობა შეწყვეტილია. 3.7. ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. 3.8. იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლისშესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს." ამ მუხლის მიხედვით სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად მიქცევი მომენტში საააღსრულებო წარმოების პროცესში სარგებლის დარიცხვა ჩერდება, მაგრამ არ ეს არ ნიშნავს, რომ კრედიტორი კარგავს მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის მეორე წინადადების მიხედვით სააღსრულებო ფურცლის დაბრუნებისას სარგებლის დარიცხვა გაგრძელდება 3.9. აპელანტი არ ეთანხმება მოსამართლის მითითებას სასამართლო გადაწყვეტილების 6.2. პუქტში იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქმეში დაზღვევის ხელშეკრულების არ არსებობის გამო უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს სადაზღვევო პრემიის დაკისრების მოთხოვნაზე. სასამართლოს მიერ დაუსაბუთებლად ითქვა უარი მოპასუხეებისათვის სადაზღვევო შესატანის დაკისრებაზე: სესხის ხელშეკრულების 5.3. პუნქტში მითითებულია, რომ მსესხებელი გაეცნო სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებას და მის პიროებებს, გადაეცა სადაზღვევო ბუკლეტი და სრულად ეთანხმება. სადაზღვევო შესატანების ოდენობა განისაზღვრა მხარეთა მიერ ხელმოწერილი სესხის გადახდის გრაფიკით, რისი გადახდის ვალდებულებაც მსესხებელმა იკისრა სესხის ხელშეკრულების 3.4. და 5.2. პუნქტების საფუძველზე. სესხის დაბრუნებამდე სადაზღვევო შესატანის გადახდა სესხის ხელშეკრულების დადების აუცილებელი პირობა იყო. დღეს მოქმედე ახალი საკანონმდებლო რეგულაცია სიცოცხლის დაზღვევის თანხას სესხით სარგებლობასთან დაკავშირებულ აუცილებელ ხარჯად განიხილავს, თუ სიცოცხლის სადაზღვევო შესატანების გადახდა სესხის გაცემის აუცილებელი პირობაა. სიცოცხლის დაზღვევა სესხის ხელშეკრულების 5.4. პუნქტის, ასევე სამოქალაქო კოდექსის თანამხმად წარმოშობდა ასევე გამსესხებლის ვალდებულებას და პასუხისმგებლობას მსესხებელის ოჯახის წევრების მიმართ. 3.10. სასამართლოს მიერ არ არის დასაბუთებული სესხის მომსახურების საკომისიოს 52.21 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებაზე უარის თქმა. სესხის გაცემა დაკავშირებულია გარკვეულ დანახარჯებთან, რაც გამოსახულია სესხის მომსახურების საკომისიოს სახით და მისი გადახდის დროში გადავადების მიზანი მსესხებლისათვის შეღავათების მიცემაა. ახალი საკანონმდებლო რეგულაცია სესხის მომსახურების თანხას სესხით სარგებლობასთან დაკავშირებულ ხარჯად განიხილავს. სესხის ხელშეკრულების 9.3. მუხლში მითითებულია საკომისიოს გადახდის წესსა და პირობებზე, კერძოდ: „მსესხებლი იხდის მომსახურების ყოვლეწლიურ გადასახადს შემდეგი წესით: სესხის მიღებისას „მსესხებელს“ დაექვითება მომსახურების თანხა, რომელიც შეადგენს მთლიანი სესხის მოცულობის 3.5%-ს, სესხის გაცემიდან ყოველ მეთორმეტე თვეს გადახდის გრაფიკით გათვალისიწნებულ უახლოეს გადასახდელებთან ერთად „მსესხებელი“ გადაიხდის ამ მომენტისათვის გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხის 1%-ს“, რაც ნიშნავს იმას, რომ საკომისიოს აქვს ერთჯერადი ხასიათი, მას იხდის მსესხებელი სესხის აღებისთვის ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ და რომლის გადახდის წესზეც მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმით, ნაწილობრივ და შესაბამისად, გაითვალისწინებს გადახდის დეტალური წესიც სესხის გადახდის გრაფიკში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 21 ივლისს ნ----------------–---–მა შპს მისო კ-------საგან (ამჟამად - სს კ------- ბანკი) ისესხა 3000 აშშ დოლარი. 4.2. სესხის ხელშეკრულება დაიდო 48 თვის ვადით, ე.ი. 2019 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით და სესხის სარგებელი შეადგენდა კლებადი განაკვეთით, ყოველთვიურად, 2,75%, ხოლო ფაქტიურად - ყოველთვიურად 1,72%-ს. მოპასუხეს ვალდებულება პერიოდული, თანაბარი გადახდებით უნდა შეესრულებინა. 4.3. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის მიხედვით, მოპასუხეს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შესატანებიც უნდა განეხორციელებინა. 4.4. ამ ვალდებულების შესასრულებლად სოლიდარული თავდებობა იკისრეს ნ-------------ემ, ი-----------------–---–მა, ს------------–---–მა და ე-----------------ემ. 4.5. მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულება დაარღვია და 2016 წლის 15 ნოემბერს აპელანტმა აღძრა სარჩელი ვალდებულების შესრულების დაკისრების მოთხოვნით. 4.6. სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე იყო: სესხის ძირითადი თანხა - 2866,69 აშშ დოლარი; გადაუხდელი სარგებელი - 782,99 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო - 177,27 აშშ დოლარი და სადაზღვევო შესატანი - 278,91 აშშ დოლარი. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს. 4.7.1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება სესხის ძირითადი თანხის, სარჩელის აღძვრამდე გადასახდელი სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ. 4.7.2. ამის შესაბამისად, ამ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. 4.8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს კ------- ბანკის სააპელაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. 4.8.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განჩინებით ეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა, მხოლოდ, ნ----------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში. 4.9. ამის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას შეამოწმებს მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტის სარჩელი ნ----------------–---–ის მიმართ სრულად გადასახდელი სარგებლისა და სიცოცხლის დაზღვევის თანხის ანაზღაურების თაობაზე. 4.10. პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი მოპასუხისაგან ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, ე.ი. 2019 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით გადასახდელი სარგებლის ანაზღაურებას ითხოვს. 4.10.1. ამის შესაბამისად, იგი ითხოვს იმ პერიოდის სარგებელს, რა პერიოდშიც მოპასუხეს სესხით არ უსარგებლია, რაც დაუშვებელია. 4.10.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, პროცენტი შეიძლება გათვალისწინებულ იქნას სესხისათვის. 4.10.3. ამის შესაბამისად, სესხის გარეშე პროცენტი არ არსებობს და მოვალეს მისი გადახდა მხოლოდ სესხით სარგებლობისას ეკისრება. 4.10.4. აპელანტმა სარჩელი 2016 წლის 15 ნოემბერს აღძრა და სესხის სრულად დაბრუნება მოითხოვა. 4.12.6. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხემ აპელანტს უნდა აუნაზღაუროს 2016 წლის 15 ნოემბრამდე გადასახდელი პროცენტი. 4.12.7. 2016 წლის 15 ნოემბრის შემდეგ კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელემ აპელანტს უნდა აუნაზღაუროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანი, ე.ი. ის თანხა, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა მოპასუხეს მისთვის ვალი დროულად რომ დაებრუნებინა. 4.13. პალატა აღნიშნავს, რომ სესხის გაცემის დროისათვის მოსარჩელე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო, ხოლო ამჟამად კომერციული ბანკია და მისი საქმიანობის ძირითადი საგანი სესხად გაცემული თანხიდან სარგებლის მიღებაა. 4.13.1. ამის შესაბამისად, ყოველთვის ივარაუდება, რომ სესხად გაცემული თანხის დაუბრუნებლობით იგი ვერ იღებს შემოსავალს, ყოველ შემთხვევაში, სესხების საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ოდენობით მაინც. 4.13.2. პალატის აზრით, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს თანხის წლიური 10%-ის ოდენობით მაინც. 4.13.3. ამის გამო, მოპასუხემ აპელანტს უნდა გადაუხადოს სარგებელი, სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის, ე.ი. 2866,69 აშშ დოლარის წლიური 10% 2016 წლის 15 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ოღონდ, არაუმეტეს, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობის, ანუ - 2056,33-782,99=1273,34 აშშ დოლარისა. 4.14. როგორც აღინიშნა, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 5.1. და 5.2. პუნქტების თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო დაეზღვია სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდებულ სადაზღვევო კომპანიაში და გადაეხადა სადაზღვევო შესატანი. 4.14.1. მოპასუხეს აპელანტის მიმართ ვალდებულება შესრულებული არა აქვს, ამიტომ, მას სადაზღვევო შესატანის გადახდა კვლავ ევალება. 4.14.2. მნიშვნელოვანია, რომ ეს ვალდებულება მოპასუხეს სადავოდ არც გაუხდია, ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მან მოსარჩელეს აღნიშნული თანხა, ე.ი. 278,91 აშშ დოლარიც უნდა გადაუხადოს. 4.15. პალატას მიაჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში საკმარისად დასაბუთებული არ არის და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში, იგი უნდა გაუქმდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სს ბანკი კ-------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება სს მისო კ-------ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. სს ბანკი კ-------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ნ----------------–---–ს, ნ-------------ესთან, ი----- გ----------შვითან, ს------------–---–თან და ე-----------------ესთან სოლიდარულად სს ბანკი კ-------ს სასარგებლოდ, დამატებით, უნდა დაეკისროს 278,91 აშშ დოლარის გადახდა. ნ----------------–---–ს, ნ-------------ესთან, ი----- გ----------შვითან, ს------------–---–თან და ე-----------------ესთან სოლიდარულად სს ბანკი კ-------ს სასარგებლოდ, დამატებით, უნდა დაეკისროს 2016 წლის 15 ნოემბრიდან 2866,69 აშშ დოლარის წლიური 10%-ის, ოღონდ, არაუმეტეს, 1273,34 აშშ დოლარის გადახდა ვალდებულების შესრულებამდე.

 

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ნ----------------–---–ს, ნ-------------ესთან, ი----- გ----------შვითან, ს------------–---–თან და ე-----------------ესთან სოლიდარულად სს ბანკი კ-------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს ბანკი კ-------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება სს მისო კ-------ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

3. სს ბანკი კ-------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ნ----------------–---–ს, ნ-------------ესთან, ი----- გ----------შვითან, ს------------–---–თან და ე-----------------ესთან სოლიდარულად სს ბანკი კ-------ს სასარგებლოდ, დამატებით, დაეკისროს 278,91 აშშ დოლარის გადახდა;

5. ნ----------------–---–ს, ნ-------------ესთან, იოსებ გ----------შვითან, ს------------–---–თან და ე-----------------ესთან სოლიდარულად სს ბანკი კ-------ს სასარგებლოდ, დამატებით, დაეკისროს 2016 წლის 15 ნოემბრიდან 2866,69 აშშ დოლარის წლიური 10%-ის, ოღონდ, არაუმეტეს, 1273,34 აშშ დოლარის გადახდა ვალდებულების შესრულებამდე;

6. ნ----------------–---–ს, ნ-------------ესთან, ი----- გ----------შვითან, ს------------–---–თან და ე-----------------ესთან სოლიდარულად სს ბანკი კ-------ს სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარის გადახდა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე