განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002040595
№2ბ/1103-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი (მოპასუხე სარჩელზე, შეგებებული სარჩელის ავტორი) - ნ------------–---–-
წარმომადგენელი - მ---------–------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (სარჩელის ავტორი, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე) - ტ--------------
მესამე პირი - სსიპ ს--–---–-------------------------------- (მ-----------------------------–---------------)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.12.2017 წლის გადაწყვეტილებით:
1. ტ--------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა;
1.1. შეწყდა ნ------------–---–სა (პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–----- დეკემბერს) და ტ--------------ს (პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–-------------) შორის, 2--- წლის 1-------------- რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების მოწმობა №-----------, აქტის ჩანაწერი №-----------, მოწმობის გაცემის თარიღი 2----–-–------------------, მოწმობის გამცემი ორგანო - თბილისის №- ქორწინების სახლი);
1.2. განესაზღვრა ტ--------------ს (პირადი №-----------) თავის არასრულწლოვან შვილთან, ლ--------------თან (დაბადებული 2----–-–------------) ურთიერთობისათვის ყოველი კვირის შაბათი ან კვირა დღის 13:00 საათიდან 14:00 საათამდე დროის მონაკვეთი, ტ----- კ-------- სამსახურის მცოცავი გრაფიკის გათვალისწინებით, ნ------------–---–-ს საცხოვრებელ ადგილას ან არასრულწლოვანის გასეირნების უფლებით;
1.3. ტ----- კ--------ა და ნ------------–---–-ს შეთანხმების განხორციელება შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით დადგინდა სატელეფონო შეტყობინებით ან სოციალურ ქსელში მხარეთა მიმოწერით;
2. ნ------------–---–-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
2.1. დაეკისრა მოპასუხე ტ--------------ს (პირადი №-----------) არასრულწლოვანი შვილის 2----–-–------------ დაბადებული ლ---- კ-------- სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 220 (ორასოცი) ლარის გადახდა 2017 წლის 19 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
ნ------------–---–- და ტ-------------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–-----------------დან. მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია, ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს.
ტ--------------სა და ნ------------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–------------ დაბადებული ლ---- კ-------.
მხარეთა ფაქტობრივი დაშორების შემდეგ ნ------------–---–- არასრულწლოვან შვილთან, ლ--------------თან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში, მისამართზე თბილისი, მ--- რ-------.
მცირეწლოვანი ლ-------------- ასაკიდან გამომდინარე ჩამოყალიბებული აქვს ყოველდღიური რეჟიმი, იღვიძებს დილის 08:00 საათზე, სეირნობს 10:00 საათზე, კვება 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, ძილი 12:00 საათზე, სეირნობს 13:00 საათიდან 14:00 საათამდე.
ნ------------–---–- არ მუშაობს და არ აქვს ყოველთვიური შემოსავალი. მას მატერიალურად ეხმარებიან მშობლები.
ტ----- კ-------- კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი ლ---- კ--------ა, სხვა პირი არ იმყოფება.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ნ------------–---–ს გაქირავებული აქვს უძრავი ქონება და მისი ქირის სახით მიღებული ყოველთვიური შემოსავალი 400 ლარია. აღნიშნული გარემოება ნ------------–---–მა სადავოდ გახადა, ხოლო მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად.
ტ-------------- დასაქმებულია ს----------–---------–-–----------------------------------–-, და მისი ყოველთვიური ხელზე მისაღები შემოსავალი შეადგენს - 1615,60 ლარს.
ტ----- კ-------- სასესხო ვალდებულებები სს ,,ს----------–---------ს“ წინაშე, 2----–-–---------------ის მდგომარეობით შეადგენს: 1. 36 198.61 ლარს - #------- საკრედიტო ხელშეკრულებით; 2. 1 115.83 ლარს - #------- საკრედიტო ხელშეკრულებით; 3. 55.76 ლარს #------- საკრედიტო ხელშეკრულებით; 4. 1220.77 ლარს - საკრედიტო ბარათით (ს.ფ. 127).
სასამართლომ მუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198.1, 1200-ე, 1202-ე მუხლებზე და განმარტა, რომ დავაში მონაწილე თითოეულმა მხარემ, მათთვის კანონით მინიჭებული უფლების, კონკრეტულ შემთხვევაში მშობლის უფლების განხორციელებისას, უნდა დაიცვას კეთილსინდისიერება და მართლზომიერება სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რომელიც კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ავალდებულებს მონაწილე სუბიექტებს უფლებები ბოროტად არ გამოიყენონ. ეს უკანასკნელი მათი ზნეობრივი მოვალეობაცაა. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამოდინარე ნ------------–---–მა მისთვის მინიჭებული მშობლის უფლება არ უნდა გამოიყენოს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს მეორე მშობლის, ტ----- კ-------- უფლებას, ურთიერთობა იქონიოს თავის შვილთან.
სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი -„ბავშვის უფლებათა კონვენცია“ ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის შესაბამისად „ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.“
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მ--- მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნული ნორმის შესახებ ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #14 (2013 წ.) მითითებულია ბავშვის უფლების შესახებ, მის საუკეთესო ინტერესებს დაეთმოს უპირველესი ყურადღება (მ--- მუხლის პირველი პუნქტი)*#, მე-60 პუნქტის მე-2 წინადადებაში მიუთითებს, რომ ერთ ან ორივე მშობელთან დაცილებული ბავშვი უფლებამოსილია, „რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (მე-9 მუხლის მ--- პუნქტი).
ბავშვის საუკეთესო ინტერესები, კონვენციის მიხედვით, გულისხმობს მისი ფსიქიკური, გონებრივი, ემოციური, ფიზიკური განვითარების ინტერესს. ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საუკეთესო ინტერესი და მისი შინაარსი უნდა შეფასდეს კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე.
ზემოხსენებული სამართლებრივი რეგულაციების განმარტებიდან გამომდინარე, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესს.
მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილი, საერთაშორისოდ აღიარებული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით. ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული ,,ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.
ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მშობელთან ურთიერთობის წესის დადგენისას სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ჰქონდეს მას ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდაგანვითარებისათვის ყველა პირობა, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ, როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“ (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 31-ე სესია, რეკომნდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v.Poland, no. 17254/11, 15 april 2014).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში ზ------- პოლონეთის წინააღმდეგ (Z------ v. Poland, No 48542/99, 23.06.2005, საბოლოო გახდა 12.10.2005წ), კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ეროვნული სასამართლოების უმოქმედობა, გადაედგათ ნაბიჯები, რათა მომხდარიყო მომჩივნის - მამის უფლების რეალ---ება, იძულებით აღსრულება, ენახა საკუთარი შვილი, როდესაც დედამ უარი განაცხადა დამორჩილებოდა მშობლებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებას. საბოლოოდ, მომჩივანმა, დაჰკარგა მუდმივი კონტაქტი ბავშვთან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ მისი უნარები, ყოფილიყო მშობელი.
ამრიგად, ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს, შემცირდეს, ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული უფლების შემცირების, შეზღუდვის ან გამორიცხვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი გარემოებები: 1. არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება; 2. არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა, შემცირება ან გამორიცხვა პროპორციული ზომა და 3. არის თუ არა უფლების შეზღუდვის, შემცირების ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული.
სასმართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შემოწმების საგანია არის თუ არა მცირეწლოვანი ლ---- კ-------- საუკეთესო ინტერესებში მამასთან ყოფნა, კვირაში ერთი საათის განმავლობაში. კვლევის საგანია საკითხი იმის თაობაზე, თუ მამის უფლების განხორციელება მოთხოვნილი ოდენობით რამდენად შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. გადასაწყვეტია საკითხი, როგორ უნდა განისაზღვროს მოსარჩელის ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, ლ--------------თან ისე, რომ ამ ურთიერთობამ არ შელახოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები.
ბავშვის, ლ---- კ-------- ჭეშმარიტი ინტერესის დადგენისათვის, მშობლის ბავშვთან გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მცირეწლოვანის ასაკი, ცალსახად ადასტურებს ფაქტს იმის თაობაზე, რომ მას ესაჭიროება განსაკუთრებული მოვლა, ყურადღება და გარემო-პირობები. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით კი არ დასტურდება გარემოება იმისა, რომ მამის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვის ხსენებული, რომელიმე საჭიროების უგულებელყოფას, და რომ მამას აღნიშნულის უზრუნველყოფა დამოუკიდებლად და დედის მეთვალყურეობის გარეშე არ შეუძლია. მოსარჩელის მიერ ურთიერთობისათვის მოთხოვნილი წესი და მისით განსაზღვრული პერიოდულობა, ითვალისწინებს მცირეწლოვანი შვილის შეჩვევის აუცილებლობას მამასთან.
საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით, სასამართლო იზიარებს არასრულწლოვანი ლ---- კ-------- წარმომადგენლის (სოც. სააგენტოს წარმომადგენლის) პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მიზანშეწონილია მამისა და შვილის ურთიერთობა მცირეწლოვანების ასაკიდან მოხდეს მისი გრაფიკის გათვალისწინებით შეჩვევის გზით, არ იკვეთება მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის ხელისშემშლელი რაიმე უარყოფითი გარემოება, რაც შეიძლება გახდეს მინიმალური დროით მცირეწლოვანის მონახულების შეზღუდვის საფუძველი.
შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ არასრულწლოვანი ლ---- კ-------- ნორმალური განვითარებისათვის, მიზანშეწონილია, მას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც ბიოლოგიურ დედასთან, ასევე, ბიოლოგიურ მამასთან. ამასთან, მამასა და შვილს შორის სისტემატიური ურთიერთობის არ ქონამ, მისმა გახანგრძლივებამ მამასთან დიდი ხნით დაშორების გამო, მოსალოდნელია გამოიწვიოს ლ---- კ-------- კიდევ უფრო მეტად გაუცხოება მამის მიმართ, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე.
შესაბამისად, სასამართლომ, ბავშვის, ლ---- კ-------- საუკეთესო ინტერესისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, იქონიოს მამასთან კონტაქტი, მაღალი სტანდარტის, არასრულწლოვანის რეჟიმისა და მოსაჩელის მცოცავი სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ტ----- კ-------- დაზუსტებული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, სასამართლოს მოსაზრებით, მამა-შვილს შორის ურთიერთობა უნდა მოხდეს შემდეგი წესის მიხედვით: განესაზღვროს ტ--------------ს (პირადი №-----------) თავის არასრულწლოვან შვილთან, ლ--------------თან (დაბადებული 2----–-–------------) ურთიერთობისათვის ყოველი კვირის შაბათი ან კვირა დღის 13:00 საათიდან 14:00 საათამდე დროის მონაკვეთი, ტ----- კ-------- სამსახურის მცოცავი გრაფიკის გათვალისწინებით, ნ------------–---–-ს საცხოვრებელ ადგილას ან არასრულწლოვანის გასეირნების უფლებით; ტ----- კ--------ა და ნ------------–---–-ს შეთანხმება შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით განხორციელდეს სატელეფონო შეტყობინებით ან სოციალურ ქსელში მხარეთა მიმოწერით.
სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია ნ------------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–------------ დაბადებული ლ---- კ-------.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე მუხლებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, არასრულწლოვანი ლ---- კ------- ცხოვრობს დედასთან, ნ------------–---–თან ერთად, ნ------------–---–- უმუშევარია, მას მატერიალურად ეხმარებიან მშობლები, ხოლო, ტ-------------- დასაქმებულია ს----------–---------–-–----------------------------------–-, შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი ინფორმაციით, მისი ყოველთვიური ხელზე მისაღები შემოსავალი შეადგენს - 1615,60 ლარს. ასევე, აღინიშნა, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198-ე მუხლი). ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ლ---- კ-------- უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
სასამართლომ მიუთითა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.
სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო არასრულწლოვანი ბავშვის ასაკი და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, გარემოება იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.
შვილების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.
ამასთან, სასამართლომ, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ მოპასუხე მხარის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება, ასევე, ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, აქვს მცირეწლოვანი ასაკიდან გამომდინარე განსაკუთრებული საჭიროებები.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალ----ს საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 220 (ორას ოცი) ლარით.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, სასამართლომ მითითა, რომ მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2017 წლის 19 სექტემბრიდან, ლ---- კ-------- სრულწლოვანებამდე.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტი მოითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.12.2017 წლის გადაწყვეტილება, დაეკისროს ტ--------------ს ალიმეტის სახით 400 ლარის გადახდა და უარი ეთქვას ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
ალიმენტის ოდენობა არ არის გონივრული და სამართლიანი, ვინაიდან, თვეში 220 ლარით შეუძლებელია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა და აღზრდა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ნ------------–---–- არ მუშაობს და მხოლოდ მშობლების დახმარებით ახერხებს ბავშვის აღზრდას. ამასთან, ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მასთან მამის ურთიერთობა დადგენილი წესით არ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,ტ--------------სა და ნ------------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–------------ დაბადებული ლ---- კ-------.
მხარეთა ფაქტობრივი დაშორების შემდეგ ნ------------–---–- არასრულწლოვან შვილთან, ლ--------------თან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში, მისამართზე თბილისი, მ--- რ-------.
მცირეწლოვანი ლ-------------- ასაკიდან გამომდინარე ჩამოყალიბებული აქვს ყოველდღიური რეჟიმი, იღვიძებს დილის 08:00 საათზე, სეირნობს 10:00 საათზე, კვება 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, ძილი 12:00 საათზე, სეირნობს 13:00 საათიდან 14:00 საათამდე.
ნ------------–---–- არ მუშაობს და არ აქვს ყოველთვიური შემოსავალი. მას მატერიალურად ეხმარებიან მშობლები.
ტ----- კ-------- კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი ლ---- კ--------ა, სხვა პირი არ იმყოფება.
ტ-------------- დასაქმებულია ს----------–---------–-–----------------------------------–-, და მისი ყოველთვიური ხელზე მისაღები შემოსავალი შეადგენს - 1615,60 ლარს.
ტ----- კ-------- სასესხო ვალდებულებები სს ,,ს----------–---------ს“ წინაშე, 2----–-–---------------ის მდგომარეობით შეადგენს: 1. 36 198.61 ლარს - #------- საკრედიტო ხელშეკრულებით; 2. 1 115.83 ლარს - #------- საკრედიტო ხელშეკრულებით; 3. 55.76 ლარს #------- საკრედიტო ხელშეკრულებით; 4. 1220.77 ლარს - საკრედიტო ბარათით.
სააპელაციო საჩივრის პრეტენზიებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს დაკისრებული ალიმენტის ოდენობისა და მამის ბავშვთან ურთიერთობის დადგენილი წესის მართლზომიერება.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე - დაბადების შემდეგ.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” ევროპული კონვენციის მ--- მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნარის განვითარების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლით მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს, ხოლო, 1202-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
ამდენად, კანონმდებლობით გარანტირებულია მამის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან. კანონმდებლობა საოჯახო ურთიერთობების რეგულირებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ოჯახის ურთიერთსიყვარულის, პატივისცემისა და მეგობრობის ატმოსფეროში ბავშვის აღზრდას. შვილის მიმართ მშობელთა უფლებების თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, მამას, ისევე როგორც დედას უნდა ჰქონდეს ბავშვთან ყოველკვირეულად ერთ-ერთი თავისუფალი დღის გატარების შესაძლებლობა.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ არასრულწლოვანი ლ---- კ-------- ნორმალური განვითარებისათვის, მიზანშეწონილია, მას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც ბიოლოგიურ დედასთან, ასევე, ბიოლოგიურ მამასთან და რომ მამასა და შვილს შორის სისტემატიური ურთიერთობის არ ქონამ, მისმა გახანგრძლივებამ მამასთან დიდი ხნით დაშორების გამო, მოსალოდნელია გამოიწვიოს ლ---- კ-------- კიდევ უფრო მეტად გაუცხოება მამის მიმართ, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე.
შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მამის მოთხოვნა ბავშვთან ურთიერთობის თაობაზე და მამას ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობა მიეცა კვირაში ერთ დღეს, ერთი საათის განმავლობაში, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს აპელნატის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ სურს ტ--------------სთან რაიმე ფორმით ურთიერთობა, ხოლო, არასრულწლოვანი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მამის ნახვას, რაც გამორიცხავს მამის ბავშვთან ურთიერთობას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ პირველ რიგში დედის ასეთი მიდგომა საკითხისადმი გაუმართლებელია, რადგან ის წინააღმდეგობაში მოდის მშობლის ბავშვთან ურთიერთობის ძირითად პრინციპებთან და მეორედ მხოლოდ მითითებული მიზეზი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მამას შეეზღუდოს ბავშვთან ნორმალურ პირობებში ურთიერთობა, რაც ამავდროულად უარყოფით გავლენას მოახდენს ბავშვის ფსიქო-ემოციურ და სოციალურ განვითარებასა და პიროვნების ჩამოყალიბებაზე. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა ამ ნაწილში ვერ შეძლო თავისი მოთხოვნის დასაბუთება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ტ----- კ--------თვის კანონით მინიჭებული უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის წინაპირობები.
რაც შეეხება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრას, პალატა მიუთითებს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია, ასევე, ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, გასათვალისწინებელია მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერი ინტერესი. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. მცირეწლოვანი ლ---- კ------- ცხოვრობს დედასთან, ნ------------–---–თან ერთად, რომელსაც ყოველთვიური შემოსავლის მიღების ფაქტი არ უდასტურდება, ხოლო, ტ-------------- დასაქმებულია ს----------–---------–-–----------------------------------–- და მისი ყოველთვიური ხელზე მისაღები შემოსავალი შეადგენს - 1615,60 ლარს. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მცირეწლოვანი შვილის გარდა კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი არ ჰყავს.
პალატა განმარტავს, რომ მართალია ტ--------------ს აქვს სასესხო ვალდებულებები სს ,,ს----------–---------ს“ წინაშე, რაც 2----–-–---------------ის მდგომარეობით შეადგენს: 1. 36 198.61 ლარს - #------- საკრედიტო ხელშეკრულებით; 2. 1 115.83 ლარს - #------- საკრედიტო ხელშეკრულებით; 3. 55.76 ლარს #------- საკრედიტო ხელშეკრულებით; 4. 1220.77 ლარს - საკრედიტო ბარათით, თუმცა, პალატა პირველ რიგში მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული თანხები მათი საერთო მიზნების რეალ---აციას არ მოხმარებულა და არც აღნიშნული სასესხო ვალდებულებების შესრულებით მისი გადახდისუუნარობა არ დასტურდება. ამასთან, სარწმუნო მტკიცებულებებით არც ის არის დადსტურებული, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი (ბავშვის დედა) არის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოები გათვალისწინებული უნდა იქნეს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნულის გარემოებების სამართლებრივი ანალ----ს საფუძველზე, სააპელაციო პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას ალიმენტის ოდენობის 220 ლარით განსაზღვრასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მცირეწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში არებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
პალატა დამატებით მიუთითებს, რომ კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. ცხადია, ალიმენტის გადამხდელ მშობელთან მისი დანარჩენი შვილების ცხოვრების შემთხვევაში მათ სარჩენ არასრულწლოვანთან მიმართებით რაიმე სახის უპირატესობა არ ენიჭებათ. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას (იხ. სუსგ Nას-1356-1194-2010, 04.03.2011 წელი). ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარის - ტ----- კ-------- მატერიალური მდგომარეობისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს ალიმენტის ოდენობის შეცვლის, კერძოდ, თვეში 300 (სამასი) ლარის განსაზღვრის წინაპირობები.
ამასთან, პალატა ვერ იზიარებს აპელანტის არგუმენტს ალიმენტის სახით შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი თანხის (400 ლარი) სრულად დაკისრებასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაგებელი და უფრო მეტიც მთავარ სხდომაზე მისგან არასწორად იქნა მიღებული მტკიცებულება ფინანსურ (საბანკო) ვალდებულებებთან დაკავშირებით. პალატა მიუთითებს, რომ საოჯახო საქმეების განხილვის თავისებურებებიდან გამომდინარე სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით განსაზღვროს საქმეზე დასადგენ გარემოებათა წრე და თავად გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზეც მხარეებს არც მიუთითებიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დასადგენი იყო მხარეთა მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლის წყარო და ოდენობა, რასთან დაკავშირებით გამოსათხოვი იყო ინფორმაციები, რაზეთ თავად შუამდგომლობდა შეგებებული სარჩელის ავტორი, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და არსებითად გადაწყვიტა დავა. ამასთან, მართებულად გამოითხოვა და მიიღო ინფორმაცია მოპასუხის შემოსავლებისა და ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებით. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოება ვერ გახდება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ნ------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება გადასახდელად დაკისრებული ალიმენტის ოდენობის 300 ლარით განსაზღვრის თაობაზე.
საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ნ------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 67.75 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეწტილება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 2.1. პუნქტი) და მისი შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ტ--------------ს (პ/-------------) არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–--------ისს დაბადებული ლ---- კ-------- სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად დაეკისროს 300 ლარის გადახდა 2017 წლის 19 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან გარემოების შეცვლამდე;
4. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება;
5. აპელანტი გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯებისაგან;
6. ტ--------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 67,75 ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გელა ქირია