განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.07.2018
საქმის ნომერი
010210116001380164
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210116001380164

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-435-18 11 ივლისი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: თამარ სვანიძე

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - - შპს „----“ ოლ--ი გრ--–-ძე, მ---–---- გ-–-ძე (დირექტორი) შპს „----------“ ა---- ხ-----–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, შპს „----------“-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შპს „----“-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, შპს „----------“-ისთვის, შპს „----“-ის სასარგებლოდ, პირგასამტელოს სახით, 31837 ლარის გადახდის დაკისრება შპს ,,გ---------“-ის სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 20 მაისს, შპს ,,გ---------”-ს და შპს ,,მ---”-ს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება საბავშვო ბაღში გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოების ჩატარების შესახებ. ხელშეკრულებით შპს ,,გ---------”-მა იკისრა ვალდებულება, საბავშვო ბაღში მოეწყო გათბობის სისტემა. თავის მხრივ, შპს ,,მ---“-მა იკისრა ვალდებულება, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ, შპს ,,გ---------”-ს შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით აუნაზღაუროს 31 000 ევრო. შპს ,,გ---------”-მა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, საბავშვო ბაღში სათანადოდ მოაწყო გათბობის სისტემა, მოპასუხემ კი ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, გადაიხადა 25 000 ევრო და გადასახდელი დარჩა 5815.04 ევრო, რომლის გადახდისაგან თავს იკავებს. ვინაიდან, შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების (გადახდის) ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, კერძოდ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანებას დაერიცხებოდა ჯარიმა დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით. შპს ,,გ---------”-მა მოპასუხეს სამუშაო ჩააბარა 2015 წლის 7 ოქტომბერს. მას საბოლოო ანგარიშსწორება უნდა მოეხდინა 10 დღეში, რაც არ შეასრულა. შესაბამისად, მოპასუხეს გადასახდელად ერიცხება პირგასამტეხლო 5815.04 ევროს 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შპს ,,გ---------“-ის სარჩელზე მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე შპს ,,მ---“-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს ,,გ---------”-მა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. მას საბავშვო ბაღში გათბობის სისტემა უნდა დაემონტაჟებინა და სამუშაოები უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების დადებიდან 2 თვეში. აღნიშნული ვადა დადგა 2015 წლის 20 ივლისს, თუმცა შპს ,,გ---------”-მა შესრულების ვადას გადააცილა 79 დღე. სამუშაოთა შესრულების ვადის დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს გადახდა. შესაბამისად, შესრულების დაგვიანებსათვის შპს ,,გ---------”-ს დაერიცხა პირგასამტეხლო, რომლის ოდენობამაც შეადგინა 12 245 ევრო. იმის გამო, რომ შპს ,,გ---------”-ს გადასახდელი ჰქონდა 12 245 ევრო, კუთვნილი გადასახდელი თანხა გაუქვითა და აღარ გადაუხადა 5815.04 ევრო. შპს ,,მ---”-ის სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: შპს ,,გ---------”-ს და შპს ,,მ---”-ს შორის 2015 წლის 20 მაისს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოზე შეთანხმებას. კერძოდ, მენარდის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისას მენარდეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.5 %-ის ოდენობით. შპს ,,გ---------”-მა სამუშაოები, ნაცვლად 2015 წლის 20 ივლისისა, დაასრულა 2015 წლის 7 ოქტომბერს, ანუ 79 დღის დაგვიანებით. შესაბამისად, ვადის დარღვევის გამო შპს ,,გ---------” ვალდებულია პირგასამტეხლოს სახით გადაიხადოს 12 245 ევროს ექვივალენტი 31837 ლარი. შპს ,,მ---”-ის სარჩელზე მოპასუხის პოზიცია: შპს ,,გ---------”-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წლის 20 მაისის ნარდობის ხელშეკრულებით მხარეები, ვადის დარღვევის შემთხვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდაზე შეთანხმებულნი არ ყოფილან. აღნიშნული კი, გამორიცხავს ამ მოტივით პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას. გარდა ამისა, შპს ,,მ---“ ვალდებული იყო შემსრულებლისათვის თანხები ჩაერიცხა ეტაპობრივად: პირველი ეტაპი - ხელშეკრულების დადებისთანავე ავანსისის სახით ღირებულების 50%; მეორე ეტაპი - სამუშაოს დაწყებიდან 20 %; მესამე ეტაპი - სამუშაოთა დასრულებიდან 10 დღეში 30 %. შპს ,,მ---“-მა დაარღვია პირველი გადახდა, ნაცვლად გარიგების დადებისას თანხის გადახდისა, გადაიხადა 17 ივნისს, მეორე ეტაპის თანხა კი საერთოდ არ ჩაურიცხავს. შესაბამისად, დაგვიანება გამოწვეულია შპს ,,მ---“-ის ბრალით, რაც ასევე, გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. შპს “მ---”-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 2. შპს ,,გ---------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად; 3. შპს “მ---”-ს, შპს ,,გ---------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს, 5815.04 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა; 4. შპს “მ---”-ს, შპს ,,გ---------“-ის სასარგებლოდ, 2015 წლის 15 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 5815.04 ევროს ექვივალენტი ლარის 0.02 %-ის, ანუ დღეში 1.16 ევრო ექვივალენტი ლარის გადახდა; 5. სხვა ნაწილში შპს ,,გ---------“-ის სარჩელი (0.5 %-ის გათვალისწინებით დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ნაწილში) არ დაკმაყოფილდეს; 6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და შპს ,,გ---------“ გათავისუფლდეს ქ. თბილისი, მარტყოფის შესახვევი №---–---------- სართულზე (საკადასტრო კოდი: 0----------------------) მდებარე უძრავი ქონების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვისაგან. 7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2015 წლის 20 მაისს, შპს ,,გ---------”-ს და შპს ,,მ---”-ს შორის გაფრომდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,გ---------”-მა იკისრა ვალდებულება, ხელვაჩაურში (ამჟამად ქ. ბ------–-) კ----------------–---–- მდებარე საბავშვო ბაღში მოეწყო გათბობის სისტემა. თავის მხრივ, შპს ,,მ---“-მა იკისრა ვალდებულება, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ, შპს ,,გ---------”-სთვის, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით აენაზღაურებია 31000 ევრო გრაფიკის მიხედვით (ხელშეკრულების 3.1. მუხლი) შემდეგი თანამიმდევრობით: - ავანსი, წინასწარი გადახდა - 50 %; - სამუშაოს დაწყებიდან 10 დღეში - 20 %; - დარჩენილი თანხა-30 %, სამუშაოდ დამთავრების შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 კალენდარულ დღეში; სამუშაოთა შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ორი თვე, 2015 წლის 20 ივლისამდე. 2.2. ხელშეკრულების 2.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: ,,დამკვეთი უფლებამოსილია: შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით, ნაკლის ან/და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მოსთხოვოს მომწოდებელს ნაკლის გამოსწორება; ნაკლის/ხარვეზის დროულად არ აღმოფხვრის შემთხვევაში, მოითხოვოს გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ღირებულების 0.5 %; მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულება.“ 2.3. ხელშეკრულების 3.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: ,,გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შემსრულებელს პირგასამტეხლოს სახით, გადასახდელი თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე“. 2.4. შპს ,,მ---“-მა ავანსის სახით გადაიხადა 2015 წლის 5 ივნისს - 20 000 ლარი და 17 ივნისს - 20000 ლარი. ბოლო გადახდა მან განახორციელა 2015 წლის 16 ოქტომბერს. შესრულებული სამუშაოს ანგარიშში, შპს ,,მ---“-ს გადახდილი აქვს დაახლოებით 25 000 ევროს ექვივალენტი ლარი. სრული ანგარიშსწორებისათვის შპს ,,გ---------”-ს, შპს ,,მ---“-ისათვის უნდა გადაეხადა დამატებით 5815.04 ევრო. შპს ,,მ---“-მა დასახელებული თანხა შპს ,,გ---------”-ს არ გადაუხადა. 2.5. შპს ,,გ---------”-მა საბავშვო ბაღში გათბობის სისტემის მოწყობა დაასრულა 2015 წლის 7 ოქტომბერს. სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მხარეებმა შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 361-ე, 417-420-ე, 629-ე, მუხლებზე და განმარტა: წინამდებარე შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულება წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულებიდან. ხელშეკრულების დადების შემდეგ, შპს ,,მ---“-მა (შემკვეთი) შეიძინა მოთხოვნის უფლება კერძოდ, შპს ,,გ---------“-ისაგან მოეთხოვა სამუშაოების შესრულება ჯეროვნად, იმ ფორმით, სახით და ტექნოლოგიით, რაც ხელშეკრულებითაა განსაზღვრული, ხოლო შპს ,,გ---------“-ს წარმოეშვა უფლება, შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ ანაზღაურების მოთხოვნისა. 2.7. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ სამუშაოთა ღირებულება შეადგენდა 31 000 ევროს; სამუშაო სრულად შესრულებულია, რომლის ღირებულების ნაწილი-25 184.96 ევრო შპს ,,მ---“-ს შპს “გ---------“-ისათვის გადახდილი აქვს და გადასახდელად დარჩენილია 5815.04 ევრო, რომლის გადახდაზე შემკვეთი, შპს ,,მ---“ უარს აცხადებს იმ მოტივით, რომ შპს ,,გ---------“-მა გადააცილა შეკვეთის შესრულების ვადებს, რის გამოც წაერმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომლის ოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე შემკვეთს აქვს მისთვის გადასახდელი. შპს ,,გ---------”-მა უარყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმების არსებობა, ასევე მიუთითა, რომ შეკვეთის ვადაში დაუსრულებლობა, შპს ,,მ---“-ის მიერ საზღაურის გადახდის ვადების დარღვევის შედეგია. 2.8. სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისა და მისი სამართლებივი შეფასების მიზნით, სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. პირგასამტეხლოზე შეთანხმება უნდა დაამტკიცოს იმ მხარემ, ვის ინტერესშიც შედის პირგასამტეხლოს საკითხზე შეთანხმების დადგენა. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მენარდისათვის ანაზღაურების გადახდის ვადის დარღვევისათვის, პირგასამტეხლოს გადახდაზე ხელშეკრულებით შეთანხმებულნი არიან, თუმცა შპს ,,გ---------”-მა უნდა დაამტკიცოს, რომ შპს ,,მ---“-მა დაარღვია გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული ვადები თანხის ანაზღაურებისა. გარდა ამისა, განსახილველ შემთხვევაში, სადავოა სამუშაოს შესრულების, კერძოდ, საბავშვო ბაღში გათბობის სისტემის მოწყობის ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდაზე შეთანხმება. ამ ფაქტის დასადასტურებლად მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს შპს ,,მ---“-მა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა. 2.9. სასამართლო განმარტავს: კანონმა დაადგინა, რომ პირგასამტეხლოზე შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ ხელშეკრულება წერილობითი ფორმითაა დადებული და იგი შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოზე, კერძოდ, ხელშეკრულების 2.2 პუნქტით, პირგასამტეხლოს გადახდა გათვალისწინებულია შესრულებული სამუშაოს ნაკლის ან/და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევებში. 2.10. ხელშეკრულების 2.2. პუნქტში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების განმარტების მიზნით, სასამართლომ აღნიშნა: ხელშეკრულების დადებისას, შპს ,,მ---“-ის მიზანი იყო საბავშვო ბაღში გათბობის სისტემის ჯეროვანი მოწყობა. თუ შესრულებულ სამუშაოს ექნებოდა ნაკლოვანება ან ხარვეზი, მას უფლება ექნებოდა მენარდისათვის დაენიშნა ვადა და მოეთხოვა ნაკლის გამოსწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შპს ,,მ---“-ს უფლება ექნებოდა გადახდილი თანხა მოეთხოვა უკან. შპს ,,გ---------”-ის მიერ, თანხის ვადაში დაუბრუნებლობისას, დასაბრუნებელ თანხას დაერიცხებოდა ნარდობის ხელშეკრულების ღირებულების თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამდენად, პირგასამტეხლოს შეთანხმება პირდაპირ მიბმულია თანხის დაბრუნების ვალდებულებაზე. ანუ, თუ შპს ,,გ---------”-ი თანხას დროულად არ დააბრუნებდა, ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე დავალიანებას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო. ხელშეკრულების 2.2. პუნქტი სხვა შეთანხმებას არ შეიცავს. იქ არაა მითითებული, რომ შეკვეთის შესრულების ვადის გადაცილებისას, მენარდეს დაეკისრება პირგასამტეხლო. ანუ, შეთანხმება წარმოადგენს სკ-ის 405-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, როცა მენარდემ ნაკლი არ გამოასწორა დამატებით ვადაში და ამის გამო, შემკვეთმა მიიღო ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადახდილი თანხის უკან მოთხოვნის უფლება. 2.11. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, გათბობის სისტემის სამუშაოების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს თაობაზე მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება არ დასტურდებოდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, შპს ,,მ---“-ს არ ჰქონდა თვითნებურად თანხის დაკავების უფლება და იგი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს მოსარჩელეს (შემსრულებელი) ის თანხა, რაც მას ერგებოდა 2015 წლის 20 მაისის ხელშეკრულების შესრულებით. შესაბამისად, შპს ,,გ---------“-ის სასარჩელო მოთხოვნა, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული და შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილის- 5815.04 ევროს ექვივალენტი ლარის შპს ,,მ---“-სთვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს ,,მ---“-ის სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, შპს ,,გ---------“-ისთვის, შპს ,,მ---“-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით, 12 245 ევროს ექვივალენტი 31 837 ლარის დაკისრების თაობაზე, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 2.12. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მართალია, შპს ,,გ---------”-ის მიერ სამუშაო შესრულდა 79 დღის დაგვიანებით, კერძოდ, ნაცვლად 2015 წლის 20 ივლისისა, დასრულდა 2015 წლის 7 ოქტომბერს, თუმცა ვადის დარღვევა გამოწვეულია შპს ,,მ---“-ის მიზეზით, ვინაიდან, მან ავანსის გადახდა დააგვიანა. შპს ,,მ---“-მა 50 % გადაიხადა დაახლოებით 27 დღეში, რაც ორ თვიან შესასრულებელ პერიოდში აღარ წარმოადგენს გონივრულს და არ აკმაყოფილებს ავანსის წინასწარი გადახდის პირობას. გარდა ამისა, მან სამუშაოთა დაწყებიდან 10 დღეში შემდეგი 30 % აღარ გადაიხადა. ბუნებრივია, არსებობდა რისკი, რომ მენარდეს ვადაში ვეღარ შეესრულებინა ვალდებულება. 2.13. პირგასამტეხლოს ნაწილში შპს ,,გ---------“-ის სასარჩელო მოთხოვნაზე სასამართლომ განმარტა: პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების დაყოვნებით, კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. 2.14. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, შპს ,,მ---“-ს ნარდობის საზღაური სრულად უნდა გადაეხადა არაუგვიანეს სამუშაოთა დასრულებიდან 10 დღის ვადაში. შპს ,,გ---------“-მა სამუშაოები დაასრულა 2015 წლის 7 ოქტომბერს, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის 17 ოქტომბერს ანაზღაურება უნდა დასრულებულიყო სრულად. ვინაიდან, მოპასუხემ არ გადაიხადა შესრულებული სამუშაოს დარჩენილი ნაწილი-5815.04 ევრო, ვალდებულების დარღვევიდან-სრულ შესრულებამდე გასული ვადის მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად, დავალიანების 0.5 %-ის დარიცხვა არაგონივრულია და არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის აღდგენისათვის, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, პირგასამტეხლო 0.5 %-დან შემცირდეს 0,02 %-მდე. შესაბამისად, შპს ,,მ---“-ს, შპს ,,გ---------“-ის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, 2015 წლის 17 ოქტომბრიდან- გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე უნდა დაეკისროს-5815.04 ევროს ექვივალენტი ლარის 0.02 %, ანუ, დღეში 1.16 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სასამართლომ დაარღვია სსკ 105-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან სრულად არ შეაფასა საქმეში არსებული მასალები. მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ, მხოლოდ ცალმხრივად შეაფასა და ობიექტურად არ იმსჯელა მათ მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე. 3.2. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ შპს "მ---"-ს, შპს "გ---------“-ისთვის ავანსის თანხა უნდა გადაეხადა წინასწარ. ვინაიდან, ხელშეკრულება 2 თვეში უნდა დასრულებულიყო, ეს თანხა უნდა გადახდილიყო გარიგების დადებიდან მოკლე დროში და, რომ ამ თანხის გადახდა მაქსიმუმ 27 დღეში არ აკმაყოფილებდა ავანსის წინასწარი გადახდის პირობას. აღნიშნული მსჯელობა არასწორია, რადგან ხელშეკრულებაში გადახდის თარიღი ან დღეების ოდენობა წინასწარ დადგენილი არ ყოფილა, რაც ნიშნავს, რომ თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო სამუშაოების დაწყებამდე 50 % ოდენობით და სამუშაოების დაწყების შემდგომ, 10 დღეში 20 %–ის ოდენობით. სასამართლომ არ შეაფასა იმ გარემოება, რომ შპს "გ-------"-მა დაარღვია პირობა და სამუშაოები 20 ივლისისთვისაც კი დაწყებული არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, უადგილოა სასამართლოს მითითება იმაზე, რომ სამუშაოს დაწყების დაგვიანება გამოწვეული იყო შპს მ----ის მიერ, თანხის გადახდის დაგვიანებით. 3.3. არასწორად იქნა დადგენილი, რომ სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევისათვის, ხელშეკრულებით პირგასამტეხლო გათვალისწინებული არ ყოფილა. ხელშეკრულების 2.2 პუნქტში გარკვევითაა მითითებული, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% მოთხოვნა გულისხმობს სწორედ დათქმას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დაგვიანებით შესრულებისას პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე, რასაც სასამართლომ საპირისპირო განმარტება გაუკეთა და გამოიყენა მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ. 3.4. ვინაიდან, შპს „----------“-მა (ს/ნ---------) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად, ნაცვლად 2015 წლის 20 ივლისისა, სამუშაო დაასრულა 2015 წლის 7 ოქტომბერს, რაც დადასტურებულია მხარეებს შორის შედგენილი მიღება- ჩაბარების აქტით, აქედან გამომდინარე, 79 დღის ვადის გადაცილების გამო, პირგასამტეხლო შეადგენს 12 245 ევროს, რაც უნდა დაეკისროს შემსრულებელს. 3.5. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მიღება-ჩაბარების აქტში, რომელიც დათარიღებულია 07.10.2015 წლით და რომელსაც ხელს აწერენ აღნიშნული კომპანიების დირექტორები, შპს „----------ის“ დირექტორი ბ----------- ადასტურებს, რომ მას, შპს „----“-ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, რის შემდეგაც ამ სარჩელის წარმოდგენაც აღარ შეეძლო. 3.6. განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის საპასუხოდ მოსარჩელის, შპს ,,გ---------ი“-ს მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, გაურკვეველია რა მიზეზით მიანიჭა თავისი ინიციატივით სასამართლომ უპირატესობა შპს ,,გ---------ს“ და რა მიზეზით არ დააკმაყოფილა მათი შეგებებული სარჩელი. 3.7. არც სარჩელში და არც მოსამზადებელ და მთავარ სხდომებზე მოწინააღმდეგე მხარეს პირგასამტეხლოს ოდენობა არ დაუზუსტებია. სასამართლომ, თავისი ინიციატივით უსაფუძვლოდ დაადგინა მიღება–ჩაბარების აქტის შედგენის დღიდან- გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად გადასახდელი თანხის 0.02%-ის ოდენობით გადახდა. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს შეეძლო დაედგინა პირგასამტეხლოს გადახდა, გადაწყვეტილების გამოტანის დღის მდგომარეობით და განესაზღვრა შესაბამისი თანხა, რაც არ გააკეთა.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „----“-ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და შპს „----------“-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.5. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს 2.6-2.14. პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 361-ე, 417-420-ე, 629-ე, მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით ადგენს: შპს „----“-ის სარჩელზე თანდართულ მტკიცებულებაში- 2015 წლის 07 ოქტომბერს, შპს „----“-ის (შემკვეთი) და შპს „გ-------ი“-ის (შემსრულებელი) დირექტორთა მიერ ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულია, რომ შემსრულებელმა შეასრულა ხელვაჩაუში, კ----------------–---–- (ფ.ხ--–--–----------) საბავშვო ბაღში გათბობის სამუშაოების მოწყობა. სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 31000 ევროს ეროვნული ვალუტით ექვივალენტ ლარში. მხარეებს ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზიები, რასაც ადასტურებენ ხელის მოწერით.(ტ.2.ს.ფ.18) 4.4. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან. განსახილველ შემთხვევაში სადავოა, შემსრულებლის მიერ, ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის მიზეზები, ასევე მხარეთათვის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წინაპირობა და პირგასამტეხლოს ოდენობა. 4.5. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს. აღნიშნული პრინციპის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ შპს ,,გ---------”-ის მიერ, სამუშაოს შესრულების 79 დღის დაგვიანება გამოწვეულია შპს ,,მ---“-ის მიზეზით და, რომ ხელშეკრულების ღირებულების სრულად გადაუხდელობის გამო, შემკვეთის მიმართ შეთანხმებულია პირგასამტეხლოს დაკისრება-შემსრულებლის, შპს „---------“-ის ვალდებულებაა. იმ ფაქტის მტკიცება, რომ სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსრულებლის მიმართ შეთანხმებულია პირგასამტეხლოს გადახდა- ეკისრება შპს „----“-ს. 4.6. პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ფაქტებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც განიმარტა 2015 წლის 20 მაისის ხელშეკრულების 2.2. პუნქტში გამოვლენილი ნება (ამ გადაწყვეტილების 2.9 პუნქტი) და დადგინდა, რომ არ არსებობდა მხარეთა შორის შეთანხმება სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისას, მენარდესათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე-დასაბუთებულია. სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ხელშეკრულების 2.2. პუნქტში დაფიქსირებული შეთანხმება გულისხმობდა სკ-ის 405-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევისას, კერძოდ ხელშეკრულებიდან გასვლისას, გადახდილი თანხის უკან დაბრუნების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. ამდენად, აპელანტის მსჯელობა ამ ნაწილში გაზიარებული ვერ იქნება, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა შპს „----“-ს სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევის გამო, შპს „----------“-ისთვის პირგასამტეხლოს სახით, 12245 ევროს ექვივალენტი ლარის დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 4.7. ასევე, ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო თავად შემსრულებლის და არა შემკვეთის მიზეზით. 2015 წლის 20 მაისის ხელშეკრულების 3.1-3.2. პუნქტებში გამოხატული ნების განმარტების საფუძველზე (სკ-ის 52-ე მუხლი) პალატა მიიჩნევს, რომ სამუშაოს დაწყება და დასრულება დაკავშირებული იყო ავანსის თანხის, ასევე შემდგომი ეტაპის თანხების გადახდასთან. კერძოდ, ვიდრე არ იქნებოდა ავანსის თანხა (50%) სრულად გადახდილი, მენარდეს ვალდებულება სამუშაოს დაწყებაზე არ წარმოეშობოდა, ხოლო მეორე ეტაპის თანხის (20%) ჩარიცხვის გარეშე, სამუშაოს დასრულების ვალდებულება ვერ დაეკისრებოდა. ვინაიდან, შპს ,,მ---“-მა ავანსის სახით 50 % გადაიხადა ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 27 დღეში, გარდა ამისა, სამუშაოთა დაწყებიდან 10 დღეში შემდეგი 20 % აღარ გადაიხადა, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა (ამ გადაწყვეტილების 2.11 პუნქტი), რომლითაც დადგენილი იქნა, რომ შპს ,,გ---------”-ის მიერ, სამუშაოს შესრულების 79 დღის დაგვიანება გამოწვეულია შპს ,,მ---“-ის მიზეზით-დასაბუთებულია. ამდენად, სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს თაობაზე ხელშეკრულებაში შეთანხმების არსებობის შემთხვევაშიც კი, ვერ მოხდებოდა შპს ,,გ---------”-ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება. 4.8. სსსკ-ის 102.3-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო სასამართლო შპს „----“-ის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაში, 2015 წლის 07 ოქტომბერს, შპს „----“-ის (შემკვეთი) და შპს „გ-------ი“-ის (შემსრულებელი) დირექტორთა მიერ ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტში (ტ.2.ს.ფ.18) გამოხატული ნების განმარტების საფუძველზე მიიჩნევს, რომ აქტის ჩანაწერი „შემსრულებელმა შეასრულა ხელვაჩაუში, კ----------------–---–- (ფ.ხ--–--–----------), საბავშვო ბაღში გათბობის სამუშაოების მოწყობა; სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 31000 ევროს ეროვნული ვალუტით ექვივალენტ ლარში; მხარეებს ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზიები, რასაც ადასტურებენ ხელის მოწერით“- გულისხმობს, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნდათ აქტის შედგენის დროისათვის წარმოშობილი ვალდებულებებისათვის. ვინაიდან, შპს „----“-ს (შემკვეთი), ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულების 30 %, შპს „გ-------“-სთვის (შემსრულებელი) უნდა გადაეხადა სამუშაოს დამთავრების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 კალენდარულ დღეში (ხელშეკრულების 3.1 პუნქტი), სკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ 07.10.2015წ. აქტში გამოხატული ნება-„მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ“, არ გამორიცხავს, აქტის შედგენის შემდგომ პერიოდში შესასრულებელ ვალდებულებებზე (სამუშაოს ღირებულების დარჩენილი ნაწილის-30%-ის გადახდა) პრეტენზიების არსებობას. 4.9. სამოქალაქო კოდექსის 427-ე, 429.1-ე, 430-ე მუხლების თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). კრედიტორმა, მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს. იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წლის 20 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შპს „----------“-ის მიერ მთლიანად შესრულებულია, ხოლო საქმეში, სამუშაოს სრული ღირებულებიდან ნაწილის -5815.04 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა შპს „----“-ს არ უწარმოებია, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „----------“-ის სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნული თანხის დაკისრებაზე დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების თაობაზე სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. 4.10.პალატა სრულად იზიარებს შპს „----------“-ის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ შპს „----“-ის მიერ თავისი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, ხელშეკრულების 2.2. პუნქტიდან გამომდინარე, წარმოადგენს ფაქტობრივ წინაპირობას, სკ-ის 417-418-ე მუხლების შესაბამისად გონივრული ოდეობით მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის. ვინაიდან, შპს „----“-მა, 2015 წლის 20 მაისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 დღის შემდეგ სრულად არ გადაიხადა სამუშაოს ღირებულება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება რომლითაც შპს „----“-ს დაეკისრა ვალდებულების სრულად შესრულებამდე (გადაწყვეტილების აღსრულებამდე), გადაუხდელი დავალიანების 0,02%-ის ოდენობით პირგასამტეხლო დასაბუთებულია და არ არსებობს ამ ნაწილში აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი. 4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ შპს „----“-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება. 6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის შპს „----“-ის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-2091,55 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „----“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: თამარ სვანიძე

ნანა კალანდაძე