განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.07.2018
საქმის ნომერი
820210017001683573
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820210017001683573

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ- 406-18 11 ივლისი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

აპელანტი (მეორე მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(თავდაპირველი მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - შ-------- მუნიციპალიტეტის მ----- ჯ--–--- ა--–--ე შპს ,,ა-–-----“ ა------- ა--–--ე (დირექტორი)

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის დაზუსტებული მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, შპს „ა-–-----ი“-სთვის, შ-------- მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ, გადასახდელი პირგასამტეხლოს 15936,5 ლარის სრულად დაკისრება და მხარეთა ვალდებულებების ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძველზე, საბოლოოდ, შპს „ა-–-----“-ისთვის, შ-------- მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, 10496,66 ლარის გადახდის დაკისრება. შპს „ა-–-----“-ის სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 08 აგვისტოს სსიპ ,,თვითმმართველი ერთეული შ-------- მუნიციპალიტეტსა“ და შპს ,,ა-–-----“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, შპს ,,ა-–-----“-მა იკისრა ვალდებულება, დაბა შუახევში, გო---------–ის უბნის წყალსადენი სისტემის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაციისათვის საჭირო სამუშაოების შესრულებაზე, რომლის ღირებულება განისაზღვრა 5439,84 ლარით. ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 23 სექტემბრამდე პერიოდი. ხელშეკრულების მე-7 და მე-8 მუხლების თანახმად, შესრულებული სამუშაოებისთვის ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ეტაპობრივად, შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ხოლო საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან მოხდებოდა, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. 2016 წლის 06 სექტემბერს, მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ შპს ,,ა-–-----“-მა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება შეასრულა 100%-ით, ხოლო შემსყიდველმა ჩაიბარა შპს ,,ა-–-----“-ის მიერ შესრულებული სამუშაო და პრეტენზია არ გამოუთქვამს. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ შპს ,,ა-–-----“-მა ხელშეკრულების შესაბამისად შემსყიდველს, 2016 წლის 08 სექტემბერს გაუგზავნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალიწინებული თანხის ანაზღაურება, რაც შ-------- მუნიციპალიტეტის მხრიდან დღემდე არ სრულდება და რაც გახდა საფუძველი სასამართლოში სარჩელის აღძვრისა. შ-------- მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები და შპს „ა-–-----“-ის სარჩელზე მისი, როგორც მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე, შ-------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა შპს ,,ა-–-----“-ის სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წლის 10 დეკემბერს, შპს ,,ა-–-----“-თან დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N----1 ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იყო დაბა შუახევში, გო---------–ის უბანში წყალსადენი სისტემის მშენებლობა, ღირებულებით 94860 ლარი. 2016 წლის 26 აპრილს, სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------“ მიერ, ხელშეკრულების 5.2 პუნქტის საფუძველზე, ჩატარებული N---------- დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაოების მოცულობა ხელშეკრულების ღირებულებაზე ნაკლები აღმოჩნდა 572,12 ლარით. აღნიშნულის გამო, ხელშეკრულების 5.5 პუნქტიდან გამომდინარე, სამუშაოები არ ჩაითვალა დასრულებულად და 9.1 პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 7588,8 ლარის ოდენობით. ვინაიდან, მოსარჩელემ არ გადაიხადა დაკისრებული პირგასამტეხლო, გამგეობამ, N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა-5439,84 ლარი გაუქვითა და ჩაუთვალა N----1 ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილის გადახდად, რასაც საფუძვლად დაედო N----1 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მხარეთა შეთანხმება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე 417-ე და 418-ე მუხლები. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა მისი დაკისრების დღისათვის, თუმცა მუნიციპალიტეტის გამგეობის არაერთი წერილობითი შეტყობინებისა, შემსრულებელის მიერ ნაკლი დღემდე არ აღმოფხვრილა. შესაბამისად, შპს ,,ა-–-----“-ს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და იმავდროულად, შ-------- მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ნაკლის გამოსწორებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით პირგასამტეხლო, რაც ერთ დღეზე შეადგენს 47,43 ლარს, ხოლო 17.03.2017 წლის მდგომარეობით, მთელი პერიოდისათვის- 15936,5 ლარს. შ-------- მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელზე მოპასუხე შპს ,,ა-–-----“-ის პოზიცია: შპს „ა-–-----“-ის წარმომადგენელმა არ ცნო შ-------- მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა და განმარტა, რომ მათი მხრიდან სრულად იქნა შესრულებული 2015 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N----1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რაც შემოწმებული და მოწონებული იქნა გამგეობის კომისიის მიერ. აღნიშნული დასტურდება სსიპ ,,ლ----------------–---------–------------------–------------------------------–-----------ს“ 2016 წლის 26 აპრილის N---------- დასკვნითაც, სადაც მითითებულია, რომ შესრულებული სამუშაოების მოცულობა ხელშეკრულების ღირებულებაზე ნაკლები იყო 572,12 ლარით. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი, ვალდებული იყო ჩაებარებინა შესრულებული სამუშაოები და ხელშეკრულების 4.3 პუნქტის საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, შეეძლო უკან მოეთხოვა სხვაობის-572,12 ლარის დაბრუნება. შესაბამისად, მის მიერ, სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადაუხდელობა არის უკანონო.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. შპს ,,ა-–----- “-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. შ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობას (ამჟამად მ-----ს), შპს „ა-–-----“-ის (სადენტ. N---------) სასარგებლოდ დაეკისროს, მათ შორის, 2016 წლის 08 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებეული სამუშაობისათვის ასანაზღაურებელი თანხის- 5439.84 (ხუთიათას ოთხას ოთხმოცდაოთხი ლარი 72 თეთრი) ლარის გადახდა; 3. შ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის (ამჟამად მ-----) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 4. შპს ,,ა-–-----“-ს (სადენტ. N---------), შ-------- მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს, მათ შორის, 2015 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს-1593.65 ლარისა და შეუსრულებელი სამუშაოს- 572.12 ლარის გადხდა; 5. ვალდებულების ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძველზე გამოიქვითოს, შპს ,,ა-–-----“-ზე დაკისრებული თანხა 2165.77 ლარი და შ-------- მუნიციპალიტეტის მ-----ს საბოლოოდ, შპს ,,ა-–-----“ის სასარგებლოდ დაეკისროს 3274.07 (სამიათას ორას სამოცდა თოთხმეტი ლარი 07 თეთრი) ლარის გადახდა; 6. შ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობას (მ-----ს) (საიდენტ. N 2--------) მოსარჩელე შპს ა-–-----“-ის (სადენტ. N 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-164 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ნაწილის- 200 ლარის ანაზღაურება; 7. შპს ა-–-----“-ს (სადენტ. N 4--------) დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის-100 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2015 წლის 10 დეკემბერს, შპს ,,ა-–-----“-სა და შ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N----1 ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იყო დაბა შუახევში, გო---------–ის უბანში წყალსადენი სისტემის მშენებლობა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 94860 ლარს; ხელშეკრულების 6.2 პუნქტით და 2016 წლის 31 მარტის N1 შეთანხმებით, სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 15 აპრილამდე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსრულებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,5% -ის ოდენობით (ხელშეკრულების 9.1. პუნქტი). შესრულებული სამუშაოების მოცულობა რაოდენობა და ღირებულება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე დადასტურდებოდა სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------“ დასკვნით (ხელშეკრულების 5.2 პუნქტი). იმ შემთხვევაში, თუ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება ნაკლები იქნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებული იყო მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერიდან 2 დღის ვადაში, უკან დაებრუნებია სხვაობის ოდენობით თანხა შემსყიდველის მიერ გადაცემულ ანგარიშზე ჩარიცხვით (ხელშეკრულების 4.3. პუნქტი). 2.2. სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------“ მიერ, 2016 წლის 24 აპრილს გაცემული N-------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2015 წლის 10 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, დაბა შუახევში, გო---------–ის უბანში ახალი წყალსადენის სისტემის მოწყობის შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 94287,88 ლარი, რაც წარმოდგენილი ფორმა N2-ის 94 860.0 ლარის ღირებულებაზე, 572,12 ლარით ნაკლებია. ფასთა სხვაობა გამოიწვია ჩამხშობი ჭის მოწყობისათვის ბეტონის მოცულობის შემცირებამ. მართალია, პროექტით არ იყო განსაზღვრული რა ზომის ჭა უნდა მოწყობილიყო, ამასთან აღნიშნული ჩამხშობი ჭა სრულად აკმაყოფილებდა წყლის მიწოდებისათვის საჭირო პირობებს, მაგრამ გამოიწვია თანხის შემცირება. 2.3. შემსყიდეველმა, შ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობამ N----1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სრულად აანაზღაურა, თუმცა შესრულებული სამუშაოები არ ჩათვალა დასრულებულად, არ გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტი და შემსრულებელს დააკისრა პირგასამტეხლო 7588.8 ლარის ოდენობით. 2.4. 2016 წლის 08 აგვისტოს, სსიპ ,,თვითმმართველი ერთეული შ-------- მუნიციპალიტეტისა“ და შპს ,,ა-–-----“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, შპს ,,ა-–-----“-მა იკისრა ვალდებულება, დაბა შუახევში, გო---------–ის უბნის წყალსადენი სისტემის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა- რეაბილიტაციისათვის საჭირო სამუშაოების შესრულებაზე, რომლის ღირებულება განისაზღვრა 5439,84 ლარით. ხელშეკრულების მე-5 მუხლით, სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 23 სექტემბერი. ხელშეკრულების მე-7 და მე-8 მუხლის თანახმად, შესრულებული სამუშაოებისთვის ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ეტაპობრივად, შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე. ასევე, საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან მოხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. 2.5. მიმწოდებლის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულდა დროულად და 2016 წლის 6 სექტემბერს, მხარეებს შორის გაფორმდა საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, 2016 წლის 08 აგვისტოს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N---, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, დაბა შ--------, გო---------–ის უბნის წყალსადენი სისტემის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაციისათვის სამუშაო შესრულებულია 100 %-ით, თანხით 5439,84 ლარი. 2.6. შპს ,,ა-–-----“-მა ხელშეკრულების შესაბამისად, შემსყიდველს, 2016 წლის 08 სექტემბერს გაუგზავნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მოითხოვა შემსყიდველისაგან ხელშეკრულებით გათვალიწინებული თანხის 5439,84 ლარის ანაზღაურება, თუმცა შ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ თანხა არ ჩაერიცხა, 2015 წლის 10 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გაქვითვის მიზნით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა 115-ე, 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 629-ე მუხლებზე და განმარტა: წინამდებარე შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულება წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულებებიდან. შპს „ა-–-----“-მა (მენარდე), 2016 წლის 08 აგვისტოს N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა 100%-ით, თუმცა სამუშაოს ღირებულება- 5439,84 ლარი შემკვეთმა, შ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობამ არ გადაიხადა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ის 361-ე და 629-ე მუხლების შესაბამისად, შპს „ა-–-----“-ის სასარჩელო მოთხოვნა, შ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის, შპს „ა-–-----“-ის სასაერგებლოდ 5439,84 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 2.8. შ-------- მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა: დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2015 წლის 10 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, დაბა შუახევში, გო---------–ის უბანში, ახალი წყალსადენის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა ვადაში, თუმცა შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ, წარმოდგენილი ფორმა N2-ის ღირებულებაზე 572,12 ლარით ნაკლები შეადგინა, რაც გამოიწვია ჩამხშობი ჭის მოწყობისათვის ბეტონის მოცულობის შემცირებამ. შემსრულებელმა, შპს „ა-–-----“-მა არ აღმოფხვრა ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული ნაკლოვანებები, არ წარადგინა ახალი ექსპერტიზის დასკვნა, რის გამოც არ არ შედგა მიღება -ჩაბარების აქტი და შემსრულებელს დაერიცხა პირგასამტეხლო, რაც გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლის მოთხოვნებიდან. 2.9. სასამართლომ მიუთითა, მართალია შპს ,,ა-–-----“-ის მხრიდან ადგილი აქვს 2015 წლის 10 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----1 ხელშეკრულების გარკვეული პირობების შეუსრულებლობას, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია, თუმცა ჩაითვალა, რომ შ-------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და სკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე შემდეგ გარემოებათა გამო: პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მისი ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. 2.10. პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის განსაზღვრის მიზნით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მიმწოდებელმა სამუშაოები ფაქტობრივად შეასრულა, წყალსადენი სისტემის მშენებლობა დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პერიოდში, წყალსადენი სისტემა ამოქმედდა და სოფელს მიეწოდა წყალი, თუმცა სამუშაოთა დასრულებიდან რამდენიმე დღეში, სტიქიური მოვლენების გამო დაზიანდა, რაც ახალი სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზე აღდგენილი იქნა იმავე პირის მიერ. ამ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის განსაზღვრის მიზნით, სარჩელით მოთხოვნილი თანხა- 15936,5 ლარი უნდა შემცირდეს ათჯერ, რაც 1593,65 ლარს შეადგენს. შესაბამისად, შპს ,,ა-–-----“-ს, შ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 1593,65 ლარის, ასევე, ხელშეკრულების 4.3 პუნქტის საფუძველზე, შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების სხვაობის - 572,12 ლარის გადახდა. 2.11. სამოქალაქო კოდექსის 442-ე და 444-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ განმარტა: მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც ორივე მხარეს აქვს ურთიერთმოთხოვნები, შესაძლებელია გამოიქვითოს შპს ,,ა-–-----“-ზე დაკისრებული თანხა 2165.77 ლარი (1593,65+572,12=2165.77) და შ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს დანარჩენი თანხის 3274.07-ის ანაზღაურება (5439,84-2165.77=3274.07).

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ ფაქტად, რომ შ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობას არ შეუსრულებია №--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს "ა-–-----"-ს, №--- ხელშეკრულებით გადასახდელი თანხიდან გაუქვითა №----1 ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო, რისი უფლებაც ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, შ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობამ, №--- ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება შეასრულა სრულად. 3.2. სასამართლო არასწორად აღნიშნავს, რომ შპს "ა-–-----"-მა, №----1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა 15 დღის დაგვიანებით. შპს "ა-–-----"-ს ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, აღებული ჰქონდა ვალდებულება წარმოედგინა ექსპერტიზის დასკვნა შესრულებულ სამუშაოებზე, რაც დღემდე არ წარმოუდგენია. ამდენად, ამ ნაწილში ხელშეკრულება ჯერ კიდევ შეუსრულებელია 3.3. შ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს "ა-–-----ს" შორის პირგასამტეხლოს ოდენობისა თაობაზე შეთანხმება მოხდა №----1 ხელშეკრულების 9.1 პუნქტით. ხელშეკრულების დადებისას მხარეები სარგებლობდნენ ნების გამოვლენის თავისუფლებით, გააზრებული ჰქონდათ ვალდებულებები და მისი შეუსრულებლობის გამო მოსალოდნელი შედეგები. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით არის გონივრული, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს. სარჩელით მოთხოვნილი თანხის მოცულობის გაზრდა (15936,5 ლარი) გამოწვეულია, არა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს, არამედ შპს "ა-–-----"-ის მიერ, ხანგრძლივი ვადის განმავლობაში ვალდებულებების შეუსრულებლობით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებით შ-------- მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელის სრულად დაკმაყოფილებისა და შპს „ა-–-----ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.6. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით აღნიშნავს: შპს „ა-–-----“-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის, შ-------- მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 2015 წლის 10 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს-1593.65 ლარისა და შეუსრულებელი სამუშაოს- 572.12 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში არ გაუსაჩივრებია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. 4.4. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს შპს „ა-–-----“-ის მიერ, 2015 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, შ-------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, შპს „ა-–-----“-ისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს -15936,5 ლარის გონივრულობა და სკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებით, მისი შემცირების თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა. 4.5. სადავო საკითხთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ. 4.6. შ-------- მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელითა და საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა 15 936,5 ლარი დაანგარიშებული იქნა, 2015 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების 9.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან- 94 860 ლარიდან, 2016 წლის 15 აპრილიდან-2017 წლის 17 მარტამდე პერიოდზე, სულ 338 დღეზე. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს მსგავსი კატეგორიის დავებზე (იხ.სუსგ ას-164-160-2016 28/07/2016წ.) საქართველოს უზენაესმა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. 4.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მენარდემ-შპს „ა-–-----“-მა, 94 860 ლარის ღირებულების სამუშაოდან 572.12 ლარით ნაკლები სამუშაო შეასრულა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია. საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, გონივრული ოდენობად უნდა განისაზღვროს ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, შუსრულებელი ვალდებულების -572.12 ლარის 0,05%-რაც 0,286 ლარს შეადგენს, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი მთელი პერიოდისათვის (338 დღე)- 96,68 ლარს. მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს ამ მსჯელობისა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „ა-–-----“-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის, შ-------- მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 2015 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს-1593.65 ლარის დაკისრების ნაწილში არ გაუსაჩივრებია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, პალატა მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, შპს „ა-–-----ის“-ისათვის დაკისრებულ 1593.65 ლარზე მეტი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, რაც გამორიცხავს შ-------- მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ შ-------- მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე კოდექსის 46.2 მუხლისა და სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მიუხედავად იმისა, რომ არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შ-------- მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე