განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210118002407746
საქმე №2/ბ-623-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ივლისი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი(მოპასუხე): გ------- ხ----–--
მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე): პ----- ხ----–--
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების კანონიერება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განჩინება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 20 აპრილს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა პ----- ხ----–--მ, მოპასუხედ დაასახელა ჯ----– ხ----–--, გ------- ხ----–-- და მოითხოვა:
1. ბათილად იქნეს ცნობილი, 2011 წლის 31 ოქტომბერს, ჯ----– ხ----–--ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა;
2. ბათილად იქნეს ცნობილი, ჯ----– ხ----–--სა და გ------- ხ----–--ს შორის, 2011 წლის 08 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება;
3. პ----- ხ----–-- ცნობილი იქნეს შ----- ხ----–--ს მემკვიდრედ და უძრავი ქონების მდებარე ქ.ქ---------------------------------------–---------- შესახვევი I--------------) ს/კ 0----------- (შენობა N1-დან ფართი N1 - 240.03 კვ.მ; შენობა N2 დამხმარე ნაგებობა - 25.22 კვ.მ) მესაკუთრედ.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ყადაღა დაედოს მოპასუხე გ------- ხ----–--ს სახელზე რიცხულ სადავო უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ქ---------------------------------------–---------- შესახვევი I--------------) საკადასტრო კოდი: 0----------- (შენობა N1-დან ფართი N1 - 240.03 კვ.მ; შენობა N2 დამხმარე ნაგებობა - 25.22 კვ.მ).
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი დაბადებიდან ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში, რომელიც ეკუთვნოდა შ----- ხ----–--ს და რომლის ანდერძისმიერ მემკვიდრესაც წარმოადგენს მოსარჩელე.
მოპასუხე ჯ----– ხ----–--მ, კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის მიღების მიზნით მიმართა ნოტარიუსს, რომელსაც განუცხადა, რომ მამკვიდრებელს არ ჰყავდა პირველი რიგის მემკვიდრეები, ასევე დამალა ანდერძის არსებობა.
სამკვიდრო მოწმობის აღების შემდეგ, ჯ----– ხ----–-- დაეუფლა სამკვიდრო ქონებას, რომელიც აჩუქა შვილიშვილს- გ------- ხ----–--ს.
ვინაიდან, სადავოა, როგორც სამკვიდრო მოწმობა, ასევე ჩუქების ხელშეკრულება, ამასთან, თუ დავის დასრულებამდე მოწინააღმდეგე მხარე გაასხვისებს ქონებას, ამით გამოუსწორებელი ზიანი მიადგება მოსარჩელეს, რადგან შემძენი შესაძლოა აღმოჩნდეს კეთილსინდისიერი მყიდველი, რომელიც გამოასახლებს მისი კუთვნილი უძრავი ქონებიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო მოპასუხე გ------- ხ----–--ს სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ.ქ---------------------------------------–---------- შესახვევი I--------------) საკადასტრო კოდი: 0----------- (შენობა N1-დან ფართი N1 - 240.03 კვ.მ; შენობა N2 დამხმარე ნაგებობა - 25.22 კვ.მ).
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის ანალიზიდან და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნობრიობიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი სარჩელის უზრუნველყოფის და დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია.
საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით (18/04/2018) ირკვევა, რომ უძრავ ქონებაზე, რომელზედაც ყადაღის დადებას ითხოვს მოსარჩელის წარმომადგენელი, რეგისტრირებულია მოპასუხე გ------- ხ----–--ს უფლება.
სასამართლომ მიუთითა, რომ თუკი არ იქნება გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, მოცემულ დავაზე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების დროისათვის შესაძლოა, მოპასუხეს აღარ აღმოაჩნდეს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ქონება, რაც გაართულებს, ან შეუძლებელს გახდის მის აღსრულებას.
შესაბამისად, შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩიივარი წარადგინა გ------- ხ----–--მ და მისი გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, არ არსებობს სამკვიდრო მოწმობის, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ვარაუდი.
ასევე, არ დასტურდება, თუ რატომ იქნება შეუძლებელი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულება.
გარდა ამისა, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დაიცავს სარჩელით მოთხოვნილ დავის საგანს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც ადასტურებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის უკანონო და უნდა გაუქმდეს.
2018 წლის 08 მაისს, გ------- ხ----–--მ დამატებით წარადგინა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ქონების დაყადაღებით განიცდის ზიანს. შესაბამისად, მოითხოვა, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, მოსარჩელეს დაევალოს, სასამართლოს შესაბამის ანგარიშზე გარანტიის სახით, 10 000 ლარის დეპონირება.
2----–-–---------------------------–----–---------------–-------------------ლაიამ დაზუსტებული საჩივრით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სარჩელი და მასზე დართული მტკიცებულებები არ იძლევიან სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. მამკვიდრებელს არ დაუწერია ანდერძი, რადგან მან არ იცოდა წერა, თან წარმოდგენილია მისი ასლი.
გარდა ამისა, ჯ----– ხ----–-- არის მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრე-შვილი, ხოლო მოსარჩელე შვილიშვილი, რომელიც არ მიეკუთვნება კანონისმიერ მემკვიდრეთა წრეს.
ასევე, არ არსებობს ქონების გასხვისების ვარაუდი, რადგან გ------- ხ----–-- არის არასრულწლოვანი და სადავო ქონებას ვერ გაასხვისებს მოსარჩელის თანხმობის გარეშე.
2----–-–---------------------------–----–---------------–-------------------ლაიამ ასევე დაზუსტებული განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, მოსარჩელეს დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე განათავსოს ფულადი თანხა -10 000 ლარის ოდენობით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინებით, მოპასუხე გ------- ხ----–--ს (წარმომადგენელი ფ-------- ბ----–---) მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის გარანტიის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
ასევე, არ დაკმაყოფილდა გ------- ხ----–--ს საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ გ------- ხ----–--ს საჩივარი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2018 წლის 20 აპრილს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა პ----- ხ----–--მ, მოპასუხედ დაასახელა ჯ----– ხ----–--, გ------- ხ----–-- და მოითხოვა:
1. ბათილად იქნეს ცნობილი, 2011 წლის 31 ოქტომბერს, ჯ----– ხ----–--ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა;
2. ბათილად იქნეს ცნობილი, ჯ----– ხ----–--სა და გ------- ხ----–--ს შორის, 2011 წლის 08 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება;
3. პ----- ხ----–-- ცნობილი იქნეს შ----- ხ----–--ს მემკვიდრედ და უძრავი ქონების მდებარე ქ.ქ---------------------------------------–---------- შესახვევი I--------------) ს/კ 0----------- (შენობა N1-დან ფართი N1 - 240.03 კვ.მ; შენობა N2 დამხმარე ნაგებობა - 25.22 კვ.მ) მესაკუთრედ.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ყადაღა დაედოს, მოპასუხე გ------- ხ----–--ს სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ქ---------------------------------------–---------- შესახვევი I--------------) საკადასტრო კოდი: 0----------- (შენობა N1-დან ფართი N1 - 240.03 კვ.მ; შენობა N2 დამხმარე ნაგებობა - 25.22 კვ.მ).
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო მოპასუხე გ------- ხ----–--ს სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ.ქ---------------------------------------–---------- შესახვევი I--------------) საკადასტრო კოდი: 0----------- (შენობა N1-დან ფართი N1 - 240.03 კვ.მ; შენობა N2 დამხმარე ნაგებობა - 25.22 კვ.მ).
დადგენილია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა გ------- ხ----–--მ და მისი გაუქმება მოითხოვა.
მოპასუხემ იმავდროულად მოითხოვა, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, მოსარჩელეს დაევალოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე განათავსოს ფულადი თანხა-10 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინებით, გ------- ხ----–--ს (წარმომადგენელი ფ-------- ბ----–---) მოთხოვნა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე, ასევე საჩივარი უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტავს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის საჭიროების მტკიცების ტვირთი ეკისრება განმცხადებელს, ანუ განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობა, ხოლო სასამართლოს შეუძლია, გაიზიაროს ან არ გაიზიაროს დასაბუთების მართებულობა.
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხის ქვეშ დააყენებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებზე თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.
სასარჩელო განცხადებით ირკვევა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე ქ.ქ---------------------------------------–---------- შესახვევი I----–- (ყოფ. 15) მდებარე (შენობა N1-დან ფართი N1 - 240.03 კვ.მ; შენობა N2 დამხმარე ნაგებობა - 25.22 კვ.მ), ს/კ 0----------- უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა.
გარემოება, რომელზედაც მოსარჩელე (განმცხადებელი) ამყარებს ვარაუდს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღსრულებლობის თვალსაზრისით, არის ქონების მოსალოდნელი გასხვისების და განკარგვის საშიშროება.
პალატა მიიჩნევს, რომ მემკვიდრეობის ურთიერთობიდან გამომდინარე პ----- ხ----–--ს სასარჩელო მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (სკ-ის 1306-1307, 1328-ე, 1421-ე) და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივაც.
თუკი, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ეს გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ამასთან მის აღსრულებამდე გასხვისდება მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული ქონება, შესაძლოა, შემძენის კეთილსინდისიერების გათვალისწინებით, შეუძლებელი გახდეს პ----- ხ----–--ს სასარგებლოდ მისი აღსრულება.
ამდენად, პალატას ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისა.
რაც შეეხება საჩივრის ავტორის მოთხოვნას, სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესათვის, შესაბამის ანგარიშზე 10000 (ათი ათასი) ლარის განთავსების დავალდებულების შესახებ, სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ერთ მხარეს, ადეკვატურად უნდა წაეყენოს მეორე მხარესაც.
აღნიშნული ნორმის თანახმად, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მომთხოვნმა მოპასუხემაც უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობა.
ამასთან, დასაბუთება უნდა იყოს საფუძვლიანი, განმცხადებელმა სასამართლოს უნდა ჩამოუყალიბოს არა ვარაუდი, არამედ დასაბუთებული ვარაუდი უზრუნველყოფის გარანტიის საჭიროებისა. დასაბუთებული ვარაუდი კი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მარტოოდენ ეჭვის, ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურ დასკვნას მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კანონის მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები და მტკიცებულებებს წარუდგენენ სასამართლოს.
მართალია, განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა და აღნიშნულის გამო, მოსარჩელეს დავალდებულება საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 10 000 ლარის განთავსებაზე, თუმცა არ მიუთითებია, თუ რა სახის ზიანი შეიძლება გამოიწვიოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამ და არ წარმოუდგენია მისი მსჯელობის დამადასტურებელი, სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისი რაიმე სახის მტკიცებულება.
ამდენად, პალატას არ ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი უზრუნველყოფის გარანტიის საჭიროებისა და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვლა, რომ არ არსებობდა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, პ----- ხ----–--ს განცხადების დაკმაყოფილებით დასაბუთებული გადაწყვეტილება (განჩინება) გამოიტანა, აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, გ------- ხ----–--ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ხ----–--ს (წარმომადგენელი-ფ-------- ბ----–---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ქუთაისის საქალაქო საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განჩინება.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ნანა კალანდაძე