განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.04.2018
საქმის ნომერი
030310517002102076
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №030310517002102076

საქმე №3/ბ-94-2018 წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 აპრილი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

აპელანტები (მოპასუხეები) – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისია

წარმომადგენლები – ი------------ია, შ--------–-----ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ------------ა

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბატილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება, ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტების მოთხოვნა – ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და სარჩელის სრულად უარყოფა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2017 წლის 25 სექტემბერს თ------------ამ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს N---- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის დავალდებულება გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მისი დასანიშნად წამოყენების შესახებ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის თანხის დაკისრება სარჩელის შეტანის დროისათვის, რაც შეადგენს 7000 ლარს, ასევე სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1000 ლარის დაკისრება;

 

მოსარჩელის მითითებით, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დასანიშნად თ------------ას წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ვიცე-მერის 2017 წლის 01 მარტის N--- ბრძანება თ------------ას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედ კომისიას დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში თ------------ასთან დაკავშირებით კონკურსის მე-2 ეტაპის - გასაუბრების შედეგების შეფასების ხელმეორედ ჩატარება ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერების და შეფასების გათვალისწინებით, რის შედეგადაც თ------------ას მიმართ უნდა მიღებულიყო დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გამოცემის შემდეგ, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერს დავალებოდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში კანონშესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება თ------------ას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ხსენებული პოზიციის ოთხი ვაკანტური თანამდებობიდან ერთ-ერთზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და ძალაში შევიდა კანონით გათვალისწინებულ ვადაში.

 

მოსარჩელის აღნიშვნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს N---- საოქმო გადაწყვეტილებით თ------------ას უარი ეთქვა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომლითაც სასამართლომ პირდაპირ დაავალდებულა კომისია თ------------ა წარედგინა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დასანიშნად.

 

მოპასუხეების: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, შემდეგი საფუძვლით: კანონიერ ძალაში შესული ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით თ------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება (ამონაწერი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის N--- სხდომის ოქმიდან თ------------ას ნაწილში) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე თ------------ას დასანიშნად წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ვიცე-მერის 2017 წლის 01 მარტის N--- ბრძანება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან (კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი) თ------------ას გათავისუფლების შესახებ, რადგან ხსენებული აქტების ბათილად ცნობისათვის არსებობდა მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. დაევალა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედ კომისიას, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, თ------------ასთან დაკავშირებით კონკურსის მე-2 ეტაპის გასაუბრების შედეგების შეფასების ხელმეორედ ჩატარება ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერების და შეფასების გათვალისწინებით, რის შედეგად თ------------ას მიმართ მიღებული უნდა ყოფილიყო დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გამოცემის შემდეგ დავალებოდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო კანონშესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილება თ------------ას ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ხსენებული პოზიციის ოთხი ვაკანტური თანამდებობიდან ერთ-ერთზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.

 

საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. კომისიის წევრებმა მოისმინეს 2016 წლის 19-23 დეკემბერს გამართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური

თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მე-2 ეტაპის - გასაუბრების პროცესის ამსახველი აუდიო ჩანაწერები თ------------ას, ა-----------–-–---–ის, ი---------------ის, ა-–-----------–----ას და ნ-----------–-ას ნაწილში, მათ მიერ შესწავლილი იქნა ასევე კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი CV თანდართული დოკუმენტაციით. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიამ შეაფასა გასაუბრების შედეგები და 2017 წლის 24 აგვისტოს, მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინა 2017 წლის 18 აგვისტოს N---- კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც კონკურსანტებს: თ------------ას, ა-----------–-–---–ს, ი---------------ს, ა-–-----------–----ას და ნ-----------–-ას უარი ეთქვათ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის N----- ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსი გამარჯვებულის არგამოვლენის გამო გამოცხადდა ჩაშლილად. კონკურსანტებს მათ მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობათ გადაწყვეტილების მიღებიდან 05 სამუშაო დღის ვადაში.

 

ამავე გადაწყვეტილებით კომისიამ დაადგინა, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა ღია კონკურსი ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N--- დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკონკურსო კომისია აფასებს კანდიდატის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას, ხოლო ამავე კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო კომისია მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. ამდენად, საკონკურსო კომისია სწორედ რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს კონკურსანტების შეფასების, ამა თუ იმ კონკურსანტის გამარჯვებულად გამოცხადების ან პირიქით კონკურსანტის დაწუნების, მისთვის რეკომენდაციის არგაწევის თაობაზე. ასევე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საკონკურსო კომისიის უფლებამოსილებიდან გამომდინარე საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება არის კომისიის შედეგად გამარჯვებული პირის თანამდებობაზე დანიშვნის სავალდებულო კომპონენტი. იგი არის იურიდიული ფაქტი, რომელსაც ეფუძნება ადმინისტრაცია კონკურსგავლილი პირის შესახებ აქტის გამოცემისას. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება წარმოადგენს კომისიის წევრთა გადაწყვეტილების ჯამს, პროფესიული კვალიფიკაციის შეფასება განეკუთვნება კომისიის დისკრეციის სფეროს.

 

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შინაარსობრივი კონტროლი კი, რაზეც მოცემულ შემთხვევაში აპელირებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი და რაც ამჟამად წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნას, სცილდება სასამართლოს კომპეტენციას და წარმოადგენს კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხელე განსაზღვრული ვადით მიიღება თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებლად - კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე. ხოლო 2017 წლის 01 ივლისიდან ამოქმედებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებლად მოხელის განსაზღვრული ვადით მიღებას კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე. აღნიშნული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს 1--- გადაწყვეტილება დასაბუთებულია, საფუძვლიანია და არ არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს N 1--- საოქმო გადაწყვეტილება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე თ------------ას დასანიშნად წარდგენაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე თ------------ას დასანიშნად წამოყენების შესახებ; დაევალა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო კანონშესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილება თ------------ას ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ; სასარჩელო მოთხოვნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის თ------------ას სასარგებლოდ სარჩელის შეტანის დღისათვის 7000 ლარის ოდენობის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდის დაკისრების და მოპასუხეებისათვის სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1.1. 2006 წლის 11 მაისს გაცემული მნ N 0----- ქორწინების მოწმობის შესაბამისად, თ------------ას მეუღლე არის ი-----–-----------ია;

 

2.1.2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2017 წლის 17 თებერვლის N--- სხდომის ოქმიდან ამონაწერის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის N----- ვაკანსიაზე დასანიშნად წარდგენილ იქნენ ა-----------–-–---–ი, ა-–-----------–----ა, ნ-----------–-ა და ი---------------ი;

 

2.1.3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 01 მარტის N--- ბრძანების შესაბამისად, კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი თ------------ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 01 მარტიდან;

 

2.1.4. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის 2012 წლის 11 დეკემბრის N--- ბრძანების თანახმად, თ------------ა დაინიშნა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით მოხელის დანიშვნამდე, 2012 წლის 11 დეკემბრიდან;

 

2.1.5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N--- სხდომის ოქმიდან ამონაწერის მიხედვით, გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი დაინიშნა 2016 წლის 19 დეკემბრიდან 2016 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით, სადაც გასაუბრებაზე გამოძახებულ იქნა თ------------ა;

 

2.1.6. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2017 წლის 17 მარტის N1-- სხდომის ოქმიდან ამონაწერის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2017 წლის 17 თებერვლის N--- სხდომის ოქმში დაშვებული ტექნიკური შეცდომა გასწორდა და მიეთითა შემდეგი: ა-----------–-–---–ი - კომისიის ოთხმა წევრმა: ნ-----–-------------–-ამ, ლ----------ამ, ზ------–--------ემ, ზ-------------მ, მის მიმართ მისცა შეფასება - შეესაბამება დასაკავებელ თანამდებობას; თ------------ა - კომისიის ორმა წევრმა: ი----------–-ამ, დ---------–---მა მის მიმართ ხმა მისცა შეფასებას - შეესაბამება დასაკავებელ თანამდებობას;

 

2.1.7. თ------------ას CV-ის თანახმად, მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სპეციალობით ექიმი, სამუშაო გამოცდილება - 4 წელი და 7 თვე (საჯარო სამსახურში მუშაობის სტაჟი 4 წელი და 7 თვე), ენები: ქართული - ძალიან კარგი, ინგლისური - კარგი, რუსული - კარგი, კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Excel – ძალიან კარგი, Microsoft Office Word - ძალიან კარგი, ტრეინინგები: საქართველოს პროფესიულ ბუღალტერთა და აუდიტთა ფედერაცია (ფინანსური აღრიცხვა, საგადასახადო დაბეგვრა, ბიზნესის სამართალი, მმართველობითი აღრიცხვა), საქართველოს პროფესიულ ბუღალტერთა და აუდიტთა ფედერაცია (კომპიუტერული პროგრამების შესწავლა);

 

2.1.8. ი---------------ის CV-ის თანახმად, მან დაამთავრა ოდესის ტექნოლოგიური ინსტიტუტი სპეციალობით - ინჟინერ-ტექნიკოსი, სამუშაო გამოცდილება - 23 წელი და 2 თვე(საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება 2 წელი და 2 თვე, ქალაქ ფოთის თევზჭერის სამმართველოში მუშაობის გამოცდილება 2 წელი და 04 თვე), ენები: ქართული - კარგი, ინგლისური - დამაკმაყოფილებელი, რუსული - ძალიან კარგი, კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Excel – კარგი, Microsoft Office Word - კარგი;

 

2.1.9. ა-----------–-–---–ის CV-ის თანახმად, მან დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით, სამუშაო გამოცდილება - 37 წელი და 10 თვე (საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება: სამრეწველო სავაჭრო პალატისა და ქალაქ ფოთის მერიის რწმუნებული ასს ,,სოვავტოფოთი“ – 10 თვე, ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ერთობლივი საწარმო ,,ფოთიკომი“ – 3 წელი და 02 თვე), ენები: ქართული - ძალიან კარგი, ინგლისური - კარგი, რუსული - ძალიან კარგი, კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Excel –კარგი, Microsoft Office Word 7 - ძალიან კარგი, Microsoft Office PowerPoint - კარგი, Microsoft Office Outlook - ძალიან კარგი, ტრეინინგები: TT Club – International transport & logistics insurance - გადაზიდვების დაზღვევა;

 

2.1.10. ნ-----------–-ას CV-ის თანახმად, ის სწავლობს ევროპულ უნივერსიტეტში სპეციალობით - ფინანსები და კრედიტი, სამუშაო გამოცდილება - 5 წელი და 3 თვე (საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება 3 წელი და 10 თვე), ენები: ქართული - ძალიან კარგი, რუსული - ძალიან კარგი (მეტყველება), კარგი (წერა), კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Excel –კარგი, Microsoft Office Word - ძალიან კარგი, Internet Explorer - კარგი, Windows - კარგი, ტრეინინგები: შპს & quot, ენ ელ ჯი-ჯგუფი & quot, სახელობო სასწავლებელი;

 

2.1.11. ა-–-----------–----ას CV-ის თანახმად, მან დაამთავრა ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმი სპეციალობით - ელექტრომექანიკა, სამუშაო გამოცდილება - 13 წელი და 7 თვე (საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება 2 წელი და 2 თვე), ენები: ქართული - ძალიან კარგი, რუსული - ძალიან კარგი, კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Excel –კარგი, Microsoft Office Word - კარგი;

 

2.1.12. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 29 ნოემბრის N--- ბრძანების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადდა კონკურსი;

 

2.1.13. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 25 ნოემბრის N--- ბრძანებით დამტკიცდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

 

2.1.14. საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტის 2013 წლის 02 ივლისის ბაკალავრის დიპლომის თანახმად, ნ-----------–-ას მიენიჭა ფინანსებისა და საბანკო საქმის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

 

2.1.15. 2017 წლის 13 ივნისის ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით თ------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება (ამონაწერი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის N--- სხდომის ოქმიდან თ------------ს ნაწილში) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე თ------------ას დასანიშნად წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ვიცე-მერის 2017 წლის 01 მარტის N--- ბრძანება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან (კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი) თ------------ას გათავისუფლების შესახებ, რადგან ხსენებული აქტების ბათილად ცნობისათვის არსებობდა მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. დაევალა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედ კომისიას, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, თ------------ასთან დაკავშირებით კონკურსის მე-2 ეტაპის - გასაუბრების შედეგების შეფასების ხელმეორედ ჩატარება ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერების და შეფასების გათვალისწინებით, რის შედეგად თ------------ას მიმართ მიღებული უნდა ყოფილიყო დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გამოცემის შემდეგ უნდა დავალებოდა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო კანონშესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილება თ------------ას ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან (კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი) გათავისუფლებისა და ხსენებული პოზიციის ოთხი ვაკანტური თანამდებობიდან ერთ-ერთზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1.1. 2017 წლის 18 აგვისტოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის სხდომის N---- ოქმის თანახმად, დღის წესრიგს წარმოადგენდა თ------------ასთან დაკავშირებით კონკურსის მე-2 ეტაპის - გასაუბრების შედეგების შეფასების ხელმეორედ ჩატარება კანონიერ ძალაში შესული ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის N030310517001846078 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერების და შეფასების შედეგად. აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ კომისიამ გადაწყვიტა, რომ კონკურსანტებს: თ------------ას, ა-----------–-–---–ს, ი---------------ს, ა-–-----------–----ასა და ნ-----------–-ას უარი ეთქვათ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის N----- ვაკანსიაზე (4 ვაკანსია) გამოცხადებული კონკურსი გამარჯვებულის არგამოვლენის გამო გამოცხადდა ჩაშლილად. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა ღია კონკურსი ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N--- დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლოს აღნიშვნით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის

თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

სასამართლოს მითითებით, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

სასამართლოს აღნიშვნით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

აღნიშნული ნორმა ყოველ მოქალაქეს უფლებას აძლევს არჩევისა თუ დანიშვნის გზით, დაიკავოს თანამდებობა საჯარო სამსახურში, დასაქმდეს საჯარო ორგანიზაციაში და მიიღოს სოციალური გარანტიები, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად (გადაწყვეტილება N2/2-389,26.10.2007) ,,დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“.

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს: ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს; ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს; დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;

ე) გამოცემის დროსა და ადგილს; ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.

 

სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მეშვეობით. ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათ გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული. ზემოაღნიშნულის უგულებელყოფა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების არსებით დარღვევად, არამედ, ამავდროულად როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის არაღსრულება, რაც სასამართლო აქტების სავალდებულობის შესახებ კონსტიტუციური დანაწესის იგნორირებას ნიშნავს.

 

სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ხასიათი გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილება არ შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს, საჯარო თუ კერძო იურიდიული პირის ან ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ, ამ ორგანოებსა და პირებს უფლება არ აქვთ სასამართლო გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღონ. მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაში გამოიხატება, სამართლიანი განხილვის უფლება ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც მოიცავს, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ,,სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად განიხილება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ქალაქ ფოთის მერიამ ისე მიიღო ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ საერთოდ არ უმსჯელია კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, მტკიცებულებებსა და სასამართლოს დავალებაზე.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება არ შეესაბამება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების სახის ნამდვილ ფუნქციას, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა გამოსცეს აქტი, არამედ გამოიკვლიოს ყველა ის ფაქტები და გარემოებები, რომელთა დაუდგენლობის გამო ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ხელახლა საკითხის განხილვა და კანონიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონშეუსაბამოა, თუ ის გასცდა ადმინისტრაციული აქტით მოსაწესრიგებელი სამართალურთიერთობის ფარგლებს. არ იქნა გათვალისწინებული ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებაში არსებული მოთხოვნები, არასწორად დადგინდა ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, მათ არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს N 1--- საოქმო გადაწყვეტილება თ------------ას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე უარის თქმის შესახებ.

 

სასამართლოს აღნიშვნთ, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის განპირობებული სასამართლო ხელისუფლების როლით, სასამართლოს მიერ ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელებით, ვინაიდან სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას -მართლმსაჯულებას, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ეს მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული კონფლიქტების (დავები) გადაწყვეტას, არამედ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა საქმიანობაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას. მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების/მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის.

 

სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებზე უზრუნველყოფს დარღვეული უფლების აღდგენას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ნორმებით მკაცრად რეგლამენტირებულ ჩარჩოში მოქცევას, ეფექტური დაცვის რეალიზაციას და კონტროლით, სრულად ემორჩილებოდეს კანონს და იმავდროულად, უზრუნველყოფდეს ადმინისტრაციული ხელისუფლების ორგანოების ეფექტურ მუშაობას. გათვალისწინებულია რა საჯარო ადმინისტრაციულ ორგანოებსა და პირებს შორის არსებულ უფლებამოსილებათა დისბალანსი, შესაბამისად, ეს ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირების დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით.

 

სასამართლოს მითითებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს კონკურსანტების შეფასების, ამა თუ იმ კონკურსანტის გამარჯვებულად გამოცხადების ან პირიქით - დაწუნების თაობაზე. უდავოა, რომ კონკურსის პირობებში საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვალდებულია, კონკურსანტთა შორის არჩევანის გაკეთების გზით გამოავლინოს გამარჯვებული კონკურსანტი, ასევე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, რომელიც გულისხმობს, პირველ რიგში, თითოეული კონკურსანტის შეფასების დასაბუთებას უშუალოდ ამ კონკურსანტთან დაკავშირებით არსებულ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე მითითებით.

 

სასამართლოს აღნიშვნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე Nბს-342-331(კ-10), განმარტებულია, რომ სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტების აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობას, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასებისას გარკვეულწილად გაითვალისწინოს მიზანშეწონილობის, რაციონალობის ასპექტები.

 

სასამართლოს დასკვნით, საატესტაციო კომისიისა და მერის (როგორც ადმინისტრაციული ორგანოების) ერთმნიშვნელოვნად საქმიანობა ამა თუ იმ პირის თვითნებურად გათავისუფლების, კონკურსის ჩაშლის, სასურველ კანდიდატთა საბოლოოდ დანიშვნის მიზნით, კონკურსშეუსაბამოა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიას უნდა დავალებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე თ------------ას დასანიშნად წამოყენების შესახებ. ხოლო ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერს უნდა დავალებოდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო კანონშესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილება თ------------ას ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებოდა ვითარება, რომელიც გასცდებოდა მოწესრიგების საგანს.

 

სასამართლოს მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის თ------------ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, რაც სარჩელის შეტანის დღისათვის 7000 ლარის, სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების

აღსრულებამდე ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდის დაკისრების და მოპასუხეებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე (რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ) არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მითუმეტეს, რომ თ------------ას საკითხი ფოთის მუნიციპალიტეტის მერს არ განუხილავს და მასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს. შესაბამისად, არარსებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს აღნიშვნით იყო შეუძლებელი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიიამ და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიამ, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, შემდეგი საფუძვლით:

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტების მითითებით, კანონიერ ძალაში შესული ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით თ------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება (ამონაწერი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის N--- სხდომის ოქმიდან თ------------ას ნაწილში) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე თ------------ას დასანიშნად წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ვიცე-მერის 2017 წლის 01 მარტის N--- ბრძანება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან (კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი) თ------------ას გათავისუფლების შესახებ, რადგან ხსენებული აქტების ბათილად ცნობისათვის არსებობდა მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. დაევალა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედ კომისიას, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, თ------------ასთან დაკავშირებით კონკურსის მე-2 ეტაპის გასაუბრების შედეგების შეფასების ხელმეორედ ჩატარება ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერების და შეფასების გათვალისწინებით, რის შედეგად თ------------ას მიმართ მიღებული უნდა ყოფილიყო დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გამოცემის შემდეგ, დავალებოდა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო კანონშესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილება თ------------ას ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან (კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი) გათავისუფლებისა და ხსენებული პოზიციის ოთხი ვაკანტური თანამდებობიდან ერთ-ერთზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ;

 

3.1.2. აპელანტების აღნიშვნით, საქართველოს კონსტრიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვისქვეყნისმთელტერიტორიაზე. კომისიის წევრებმა მოისმინეს 2016 წლის 19-23 დეკემბერს გამართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის II ეტაპის - გასაუბრების პროცესის ამსახველი აუდიოჩანაწერები თ------------ს, ა-----------–-–--–ის, ი---------------ის, ა-–-----------–----ასა და ნ-----------–-ას ნაწილში. მათ მიერ შესწავლილი იქნა ასევე, კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი CV თადართული დოკუმენტაციით.

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიამ შეაფასა გასაუბრების შედეგები და 2017 წლის 24 აგვისტოს, მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინა 2017 წლის 18 აგვისტოს N---- კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც კონკურსანტებს: თ------------ას, ა-----------–-–--–ს, ი---------------ს, ა-–-----------–----ასა და ნ-----------–-ას უარი ეთქვათ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე.

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის 40618 ვაკანსიაზე (4 ვაკანსია) გამოცხადებული კონკურსი გამარჯვებულის არგამოვლენის გამო გამოცხადდა ჩაშლილად. კონკურსანტებს მათ მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობათ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ამავე გადაწყვეტილებით კომისიამ დაადგინა: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე (4 ვაკანსია) გამოცხადდეს ღია კონკურსი „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

 

3.1.3. აპელანტების მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკონკურსო კომისია აფასებს კანდიდატის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას, ხოლო ამავე კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო კომისია მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. ამდენად, საკონკურსო კომისია, სწორედ რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს კონკურსანტების შეფასების, ამა თუ იმ კონკურსანტის გამარჯვებულად გამოცხადების ან პირიქით - კონკურსანტის დაწუნების, მისთვის რეკომენდაციის არ გაწევის თაობაზე.

 

საკონკურსო-საატესტაციო კომისია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს კონკურსანტების შეფასების, კონკურსანტის გამარჯვებულად გამოცხადების ან პირიქით - დაწუნების თაობაზე. ასევე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საკონკურსო კომისიის უფლებამოსილებიდან გამომდინარე საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება არის კონკურსის შედეგად გამარჯვებული პირის თანამდებობაზე დანიშვნის სავალდებულო კომპონენტი. იგი არის იურიდიული ფაქტი, რომელსაც ეფუძნება ადმინისტრაცია კონკურსგავლილი პირის შესახებ აქტის გამოცემისას. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება წარმოადგენს კომისიის წევრთა გადაწყვეტილებების ჯამს, პროფესიული კვალიფიკაციის შეფასება განეკუთვნება კომისიის დისკრეციის სფეროს;

 

3.1.4. აპელანტების განმარტებით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შინაარსობრივი კონტროლი კი, რაც წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნას და რაც დაკმაყოფილებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სცილდებოდა სასამართლოს კომპეტენციას და წარმოადგენს კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვინაიდან, "საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ემუხლის პირველი პუნქტით, პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება მხოლოდ კონკურსის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით თ------------ას უარი ეთქვა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე. შესაბამისად, აპელანტებს მიაჩნიათ, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში კანონშესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცემის დავალდებულება თ------------ას ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ საფუძველს იყო მოკლებული, ვინაიდან "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება პირის თანამდებობაზე დანიშვნის სავადებულო კომპონენტს წარმოადგენს;

 

3.1.5. აპელანტების მითითებით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოსკანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხელე განსაზღვრული ვადით მიიღება თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებლად–კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე. ამავე რედაქციით მოქმედი კანონის 30–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, დროებით მოვალეობის შემსრულებელი ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო 2017 წლის 01 ივლისიდან ამოქმედებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებლად მოხელის განსაზღვრული ვადით მიღებას კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე. აღნიშნული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან აპელანტებს მიაჩნიათ, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია, საფუძვლიანია და არ არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო გამოცხადებული მხარეების მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, თ------------ას სარჩელი ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს N---- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. მართალია სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არასწორი შეფასება მისცა მათ. ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას - გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილია, საქმის პირველი ინსტანციისათვის დაბრუნების გარეშე, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების აუცილებელ წინაპირობად ადგენდა კონკურსს. კერძოდ, 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 361 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. იმავე კანონის 363 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები.

 

იმავე კანონის 33-ე და 34-ე მუხლების თანახმად, საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების პროცედურებს, ზოგად პირობებს, კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო-საატესტაციო კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესს სადავო პერიოდში განსაზღვრავდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილება, რომლის 2.1 მუხლის თანახმად, კონკურსი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან. იმავე დადგენილების 2.1 მუხლის მიხედვით, კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა; მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონკურსის ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება; დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.

 

იმავე დადგენილების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად, დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

 

დადგენილების მე-3 მუხლის მიხედვით, კონკურსის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) საჯაროობა; დ) გამჭვირვალობა; ე) არადისკრიმინაციულობა; ვ) ობიექტურობა; ზ) მიუკერძოებლობა; თ) კოლეგიალურობა; ი) კორექტულობა.

 

მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნისას ანალოგიურ პრინციპებს ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილი №204 დადგენილება ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ’’.

 

პალატა განმარტავს, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის ძირითად მიზანს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, რამდენად შეესაბამება ესა თუ ის პირი დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას, რა შემთხვევაშიც არსებითი მნიშვნელობა ენიჭება პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებას. ამ მიმართებით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ სხდომაზე გაკეთებული დასკვნა თავისთავად არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს, არამედ იგი ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება არის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის სავალდებულო კომპონენტი. კომისიის გადაწყვეტილება არის იურიდიული ფაქტი, რომელსაც ეფუძნება ადმინისტრაცია გადაწყვეტილების მიღებისას. მიუხედავად იმისა, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისია წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებაში შექმნილ შესაბამის მუდმივმოქმედ ორგანოს, მას უდავოდ გააჩნია კანონმდებლობით განსაზღვრული გარკვეული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილება. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს დაწესებულებასა და ამავე დაწესებულების ფარგლებში შექმნილ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას შორის უფლებამოსილებათა ერთგვარ გამიჯვნას, კერძოდ, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უფლებამოსილია, გამოიტანოს შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილება, მაგრამ მოკლებულია შესაძლებლობას თვითონ აღასრულოს იგი. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია, აღასრულოს გადაწყვეტილება, თუმცა, იმავდროულად, არ არის უფლებამოსილი, გამოიტანოს გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის კონკურსის შედეგად გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ კონკურსის წესით მოხელეთა შერჩევა საჯარო დაწესებულების კოლეგიური ორგანოს - საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დისკრეციული უფლებამოსილებაა, რომლის დასკვნის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემოწმება დაიშვება მხოლოდ კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის მატერიალური შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. ამასთან, დაუშვებელია სხვა ნებისმიერი ორგანოსა თუ პირის ჩარევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი, მისთვის კანონმდებლობით ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რასაც შეიძლება, საბოლოო ჯამში, შედეგად მოჰყვეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა და აღნიშნული უფლებამოსილების რეალიზებაში მისთვის დაბრკოლებების შექმნა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოის მხრიდან კონკურსის ჩატარებისას პროცედურულ დარღვევაზე არ უთითებს. მისი მოსაზრებით, საკონკურსო კომისიამ არ შეასრულა კანონიერ ძალაში შესული ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით სასამართლომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ანუ სასამართლომ უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა გასაუბრების ეტაპის ხელახალი შეფასება და სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

კომისიამ გასაუბრების პროცესის ამსახველი აუდიო ჩანაწერის სხდომაზე მოსმენისა და გაანალიზების შედეგად თ------------ას და სხვათა მიმართ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე უარის თქმის შესახებ; კერძოდ:

 

კომისიამ 2017 წლის 18 აგვისტოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის სხდომის N---- ოქმში ასახა როგორც თ------------ას მიერ გასაუბრების ეტაპზე დასმულ შეკითხვებზე პასუხები, ისე შეფასება მისცა ამ პასუხებს და იქვე მიუთითა სწორი პასუხები, შესაბამისად კომისიამ დაასკვნა, რომ კანდიდატმა მის მიმართ დასმულ შეკითხვებს ვერ გასცა დამაჯერებელი პასუხები, დასმულ შეკითხვებს უპასუხა არადამაკმაყოფილებლად. ვერ გამოავლინა საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილი სამსახურებრივი მოვალეობების შესაბამისი უნარ-ჩვევები. კომისიის შვიდი წევრიდან მხოლოდ ორმა მისცა დადებითი შეფასება, საბოლოოდ კი კომისიამ ყველა კანდიდატის მიმართ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება და ამ ვაკანსიებზე კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა (იხ.ს.ფ.52-65).

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩლემ სხვა კანდიდატებთან ერთად კონკურსის პირველი და მე-2 ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე გაიარა გასაუბრება. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გასაუბრების მიმდინარეობისას კომისიის წევრების მიმართ აცილება არ განუცხადებია, არც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილა გასაუბრების ეტაპზე პროცედურული წესების დარღვევის ფაქტი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ კომისიის დასკვნა გამომდინარეობს კონკურსის ეტაპეპზე კომისიის მიერ შედგენილი დოკუმენტებიდან, კერძოდ გასაუბრების პროცესის ამსახველი სხდომის აუდიო ჩანაწერის ხელახალი შეფასებიდან, რის საფუძველზე კომისიამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გასაუბრების ეტაპზე დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხები თუ რატომ ჩათვალა კომისიამ არადამაკმაყოფილებლად და ამის შედეგად თუ რატომ მიიღო მოსარჩელის მიმართ უარყოფითი გადაწყვეტილება, წარმოადგენს კომისიის წევრთა კომპეტენციას და დისკრეციის სფეროს, რომელთა კვალიფიციურობაზე მოსარჩელეს პრეტენზია არ გააჩნია, შესაბამისად პალატა მოკლებულია შესაძლებლობას ამ მხრივ შეამოწმოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური კანონიერება.

 

სააპელაციო პალატა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შეფასებათან დაკავშირებით მოიხმობს საქართველოს უზენაისი სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას (ის.საქმე Nბს-37-37(კ-18)), რომლითაც საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საკონკურსო კომისიის შექმნისა და საკითხის კენჭისყრის საფუძველზე მიღების ნორმატიულ დონეზე გაწერილი სავალდებულობა ემსახურება ერთადერთ მიზანს - სამართლიანი კონკურენციის პირობებში მოხდეს ერთ-ერთი კანდიდატის დანარჩენებისაგან გამორჩევა, რა დროსაც საკონკურსო კომისია სარგებლობს ფართო დისკრეციით და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს, არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, შეამოწმოს, რამდენად დასაბუთებულია ამ უფლებამოსილების გამოყენება, ხომ არ არის დარღვეული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი. კომისიის თითოეული წევრის შეფასება კონკურსანტთან მიმართებაში პროფესიული გამოცდილების, კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობის მიხედვით, მათი სხვა აქტივობების, მიღწევების, დამსახურებისა და რეპუტაციის გათვალისწინებით, განეკუთვნება მხოლოდ კომისიის დისკრეციას.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ დადგენილა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, კომისიამ მოსარჩელის მიერ კითხვებზე გაცემული პასუხების შეფასებისას დაასაბუთა ამ უფლებამოსილების გამოყენება, ასევე სახეზე არ არის კანონის წინაშე თანასწორობის, საჯაროობის და სხვა პრინციპების დარღვევის ფაქტი, ამდენად პალატა თვლის, რომ არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და შესაბამისად ახალი აქტის გამოცემის მოპასუხეზე დავალების წინაპირობები, რა გარემოებებიც სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში;

 

3. თ------------ას სარჩელი ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს N---- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

4. აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე