განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001326341
საქმე №2ბ/6155-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 მაისი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები - გელა ქირია, ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - ე----- ნ-----–---–ი
წარმომადგენელი - ვ----– მ-----–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ნ---- ნ----–---–ი
წარმომადგენელი - ხ------- ხ----–--–--ა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ---- ნ----–---–ის სარჩელი ე----- ნ-----–---–ის მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ე----- ნ-----–---–ს მოსარჩელე ნ---- ნ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 15 000 აშშ დოლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. 2011 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ნ---- ნ----–---–სა და ე----- ნ-----–---–ს წარმოეშვათ იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები. ამ შეთანხმებით ნ---- ნ----–---–ს წარმოეშვა ე----- ნ-----–---–ის წინაშე დავალებული სამუშაოს შესრულების ვალდებულება, ხოლო ე----- ნ-----–---–ს შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ 15 000 აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2011 წლის 25 ოქტომბერს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ნ---- ნ----–---–ს უნდა უზრუნველეყო მისი დავალებით შეთანხმებაში მითითებული უძრავი ქონებების საკუთრების უფლებით მიღებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დახმარება, რომლის სანაცვლოდაც ის კისრულობდა ნ---- ნ----–---–ისათვის 15 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებას, მხარეებს შორის არ შემდგარა და ასეთი შინაარსის ხელშეკრულებაზე მას ხელი არ მოუწერია, თუმცა თავად ხელმოწერის ნამდვილობას სადავოდ არ ხდის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით
სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2015 წლის 16 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2011 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე ე----- ნ-----–---–ის გვარით შესრულებული ხელმოწერა შესრულებულია ბურთულიანი პასტით. ხელმოწერა არ არის გადატანილი არც გადამყვანი ქაღალდის მეშვეობით, არც დაწოლის გზით უფერო კვლების შემდგომი გარშემოვლით. გამოსაკვლევი ე----- ნ-----–---–ის ხელმოწერა განთავსებული ხელშეკრულებაზე არ არის გადატანილი გამჭოლ შუქზე ერთმანეთიდან.
ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, ე----- ნ-----–---–ის გვარით არსებული ხელმოწერები გადატანილი არის თუ არა გამჭოლ შუქზე, რომელიმე ე----- ნ-----–---–ის ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშიდან. ხელმოწერის შესრულების თარიღი ემთხვევა თუ არა დოკუმენტში აღნიშნულ თარიღს, ამის დადგენა ექსპერტიზამ ვერ შეძლო, იმ მიზეზით, რომ მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი მეთოდიკა ამჟამად არა აქვთ. ექსპერტიზის დასკვნით, ხელშეკრულებაზე მიწერის კვლები არ გამოვლინდა. (ტომი IV).
ამდენად, ექსპერტიზის დასკვნით, არ არის დადგენილი ხელშეკრულებაზე ე----- ნ-----–---–ის ხელმოწერის არარსებობა.
სასამართლომ მიუთითა, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას – ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს.
გარდა აღნიშნულისა, 2011 წლის 25 ოქტომბრის შეთანხმებით წარმოშობილი უფლება-მოვალეობების არარსებობის შესახებ მოპასუხის პოზიციის უარსაყოფად საყურადღებოა თავად შეთანხმების შინაარსი, მასში ასახული მოქმედებების რეალურად განხორციელება ნ---- ნ----–---–ის მხრიდან. შეთანხმება გაფორმებულია 2011 წლის 25 ოქტომბერს, რომლის შესაბამისად, ნ---- ნ----–---–ს ევალება ე----- ნ-----–---–ის ძმის ი----- ნ-----–---–ის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საბუთების მოსაგვარებლად, ქვეყნიდან გამგზავრება. შეთანხმებაში მითითებული უძრავი ქონებების დასაბრუნებლად და მემკვიდრეობით ე----- ნ-----–---–ზე დასარეგისტრირებლად იურიდიული მოქმედებების განხორციელება.
საქმეში წარმოდგენილია სადავო შეთანხმების გაფორმებიდან 3 დღეში, 2011 წლის 28 ოქტომბერს რ----- ნ-----–---–ის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლითაც მარწმუნებელი ნ---- ნ----–---–ს ანიჭებს თურქეთში გარდაცვლილი შვილის ი----- ნ-----–---–ის გარდაცვალებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მასაღებად და ამ დავალების შესასრულებლად თურქეთის შს სამინისტროში, ანტალიის გენერალურ პროკურატურასა და თურქეთის სხვა კომპეტენტურ ორგანოსა და დაწესებულებაში წარმომადგენლობის უფლებამოსილებას. (ტომი I, ს.ფ. 5). 2011 წლის 4 ნოემბერს ე----- ნ-----–---–სა და ნ---- ნ----–---–ს შორის გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ ნ---- ნ----–---–ი იმყოფებოდა თურქეთში. (ს.ფ. 19).
შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა ქმედებების რეალურად განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლებიც დაადასტურებს შეთანხმების ნამდვილობას, სასამართლო შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაში იმჯელებს.
2.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- ნ----–---–მა შეასრულა ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ქონებების ე----- ნ-----–---–ის მიერ საკუთრების უფლებით მიღებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დახმარება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით
2011 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებით, ადვოკატი ნ---- ნ----–---–ი იღებს ვალდებულებას კლიენტის ინტერესები დაიცვას როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო სამართლის საქმეთა კოლეგიაში სასამართლოში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, სასამართლოში, დაამთავროს საქმე მორიგებით ან მისი შეხედულებით შეამციროს ან გაზარდოს მოთხოვნა, რისი უფლებამოსილებაც გააჩნია ოფიციალური ნოტარიული აქტით, ე----- ნ-----–---–ი წინასწარ ავანსის სახით უხდის 3000 აშშ დოლარს, ვინაიდან ადვოკატს უწევს ქვეყნის დატოვება, გაურკვეველი დროით, საბუთების მოსაწესრიგებლად და საქმის გასარკვევად, რაც გამოიხატება მისი ძმის ი----- ნ-----–---–ის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებით, დაუდგენელი მიზეზით. ხოლო მემკვიდრეობა, რომელიც არის ი----- ნ-----–---–ისა და რ----- ნ-----–---–ის სახელზე, რაც გამოხატება უძრავი ქონებით, ლ----–--ის ქუჩაზე №-, საეკლესიო მაღაზია, ი----- ნ-----–---–ის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხით სს ”თ----------–-”, ასევე ვალის სანაცვლოდ ნებაყოფლობით გადაცემული და ამჟამად ბ-----------–-–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებული ბინით, ქ. თბილისი, გ-–----ის მ-------------------------------, რომელიც არის 5 ოთახიანი. ასევე, თბილისში, რ-----–ის ქუჩა №---ში მდებარე საცხოვრებელი კერძო სახლი ეზოთი, რომელიც ამჟამად ეკუთვნის ½ ნაწილი ისრაელის მოქალაქეს ი-----ის ახლობელს და არ აბრუნებს. ც--–--ის ქუჩა №--- საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხი და ფორმალურად გადაფორმებული სახლის ნახევარი.
შეთანხმებაში მითითებულია, რომ რწმუნებულისათვის ცნობილია, რომ ი-----ს ჰყავდა შვილი არარეგისტრირებული ქორწინებიდან, რომელიც სამკვიდრო ქონებაზე აცხადებს პრეტენზიას. შეთანხმებით, სამკვიდრო ქონება შეფასებულია 400 000 აშშ დოლარად, საიდანაც ი----- ნ-----–---–ს აქვს ვალი 100 000 აშშ დოლარამდე. აღნიშნული ქონების დაბრუნებისა და მემკვიდრეობით ე----- ნ-----–---–ზე გადასვლის შემთხვევაში, კერძოდ: ყველა ჩამოთვლილი ქონების, ე----- ნ-----–---–ის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში, ე----- ნ-----–---–ი მომსახურების საფასურს გადაიხდის ოფიციალურად საბანკო ანგარიშსწორებით, რომელიც გახსნილია ს----------–--------–ი ი/მ ნ---- ნ----–---–ის ანგარიშზე, რომელიც გამოითვლება საკუთრებაში გადასული ქონებიდან ხარჯის გაქვითვის შემდგომ დარჩენილი თანხის 5%-ით, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. ვინაიდან ამ დროისათვის ე----- ნ-----–---–ს არ გააჩნია თანხა რომ გადაუხადოს სრული მომსახურებისათვის.
ამდენად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ნ---- ნ----–---–ს უნდა უზრუნველეყო იურიდიული დახმარების გაწევა, რაც უკავშირდებოდა მარწმუნებლის გარდაცვლილი ძმის ი----- ნ-----–---–ის სამკვიდრო ქონების საკუთრების უფლებით მიღებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მოგვარებას.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ამავე კოდექსის 1337-ე მუხლის მიხედვით, კი წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გარდაცვლილი ი----- ნ-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ, მისი სამკვიდრო ქონების გადასვლა უნდა განხორციელებულიყო კანონის საფუძველზე, რადგან მას ანდერძი არ დაუტოვებია. შესაბამისად, რადგან ი----- ნ-----–---–ი იყო ე----- ნ-----–---–ის ძმა, რომელსაც ჰყავდა პირველი რიგის მემკვიდრეები, მათ შორის დედა რ----- ნ-----–---–ი, აღნიშნული გამორიცხავდა ი----- ნ-----–---–ის სამკვიდრო ქონების გადასვლას მეორე რიგის მემკვიდრეზე ე----- ნ-----–---–ზე. შესაბამისად, დავალების შემსრულებლის ნ---- ნ----–---–ისათვის შეუძლებელი იყო კანონის ამ დანაწესიდან გამომდინარე, შეესრულებინა ისეთი იურიდიული მოქმედებები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ი----- ნ-----–---–ის სამკვიდრო ქონება სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, გადასცემოდა ე----- ნ-----–---–ს. ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე 2011 წლის 18 ოქტომბერს რ----- ნ-----–---–ის მიერ გაცემული მინდობილობის შინაარსიდანაც გამომდინარეობს, რომ ნ---- ნ----–---–ს უნდა უზრუნველეყო გარდაცვლილი ი----- ნ-----–---–ის სამკვიდრო ქონების პირველი რიგის მემკვიდრეზე რ----- ნ-----–---–ზე გადასვლასთან დაკავშირებული მოქმედებები, სწორედ ამ მიზნით გასცა რ----- ნ-----–---–მა ნ---- ნ----–---–ზე მინდობილობა, რომლითაც მას მიანიჭა თურქეთში გარდაცვლილი შვილის ი----- ნ-----–---–ის გარდაცვალებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მასაღებად და ამ დავალების შესასრულებლად თურქეთის შს სამინისტროში, ანტალიის გენერალურ პროკურატურასა და თურქეთის სხვა კომპეტენტურ ორგანოსა და დაწესებულებაში წარმომადგენლობის უფლებამოსილება. (ტომი I, ს.ფ. 5). ნ---- ნ----–---–მა თურქეთში ყოფნისას განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, რის შედეგადაც მიიღო გარდაცვალების მოწმობა. (იხ. 2011 წლის 04 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი, ტომი 1, ს.ფ. 94). საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 22 ნოემბრის დასკვნიდან დგინდება, რომ ნ---- ნ----–---–ის მონაწილეობით რომელიც ს-------–---------------- სააგენტოსთან ურთიერთობაში მოქმედებდა როგორც რ----- ნ-----–---–ის წარმომადგენელი, შესწორდა ი----- ნ-----–---–ის დაბადების აქტის ჩანაწერში არსებული ხარვეზი. გაიცა განმეორებითი დაბადების მოწმობა. (ტომი 1, ს.ფ. 166-167).
იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ნ---- ნ----–---–მა მოაგვარა გარდაცვლილი ი----- ნ-----–---–ის სხვა პირველი რიგის მემკვიდრესთან ურთიერთობა, რაც დასტურდება ი----- ნ-----–---–ის შვილის ი-–-- ნ-----–---–ის დედის ნ----- შ---------ის წარმომადგენელთან მოსარჩელის მიერ 2012 წლის 16 მარტს გაფორმებული შეთანხმებით, რომლის თანახმად, მან უარი განაცხადა გარდაცვლილი ი----- ნ-----–---–ის სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილ წილზე, კომპენსაციის მიღების სანაცვლოდ. (ტომი 1, ს.ფ. 108).
2012 წლის 30 მარტს ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა გარდაცვლილი ი----- ნ-----–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეზე რ----- ნ-----–---–ზე. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობიდან დგინდება, რომ განცხადება სამკვიდროს მიღების თაობაზე, მემკვიდრის რ----- ნ-----–---–ის სახელით ნოტარიუსთან წარადგინა ნ---- ნ----–---–მა, რომელსაც ერთვოდა მამკვიდრებლის დაბადების მოწმობა და მისი გარდაცვალების მოწმობა. (ტომი II, ს.ფ. 136-137).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
სასამართლომ მიუთითა, რომ 2011 წლის 29 სექტემბრისათვის ი----- ნ-----–---–ის გარდაცვალების დროისათვის 2011 წლის 25 ოქტომბრის შეთანხმებაში მითითებული უძრავი ქონებებიდან, ი----- ნ-----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო, ქ.თბილისში, ლ----–--ის ქუჩა №-, პირველ სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართიდან 27.5 ნაწილი (ტომი 1, ს.ფ. 131). და ც--–--ის ქუჩა №--- მდებარე ავტოფარეხი. (ტომი 1, ს.ფ. 137). ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები, 2012 წლის 30 მარტის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა რ----- ნ-----–---–ის სახელზე. (ტომი 1, ს.ფ. 133, 137).
სასამართლომ მიუთითა, რომ 2011 წლის 25 ოქტომბრის შეთანხმებაში მითითებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, გ-–----ის მ---------------------------------- მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ბ-----------–-–---–ის სახელზე. (ტომი 1, ს.ფ. 35), ხოლო 2011 წლის 24 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ე----- ნ-----–---–ი გახდა მესაკუთრე. (ტომი 1, ს.ფ. 129). 2014 წლის 04 სექტემბერს ნ---- ნ----–---–ის მიერ გაგზავნილი წერილის საპასუხოდ, ბ-----------–-–---–ი მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით, მას სასამართლოში სარჩელი ჰქონდა აღძრული. რ----- ნ-----–---–მა ბ-----------–-–---–ის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონება საკუთრებაში გადასცა ე----- ნ-----–---–ს, ისე რომ შეთანხმებული 8000 აშშ დოლარი არ გადაუხდია. წერილში აღნიშნულია, რომ სარჩელის განსახილველად მიღებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემდეგ, ბ-----------–-–---–ს შეხვდა ე----- ნ-----–---–ი თავის ადვოკატთან ნ---- ნ----–---–თან ერთად და მოლაპარაკების შემდეგად, მას გადაუხადეს 8000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ, სარჩელზე წარმოება აღარ გაგრძელებულა და სარჩელი დარჩა განუხილველად მისი გამოხმობის გამო. ბ-----------–-–---–ისათვის წერილში მითითებული თანხის 8000 აშშ დოლარის გადახდა დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 1 დეკემბრის სალაროს შემოსავლის ორდერით, რომლის მიხედვით, თანხის შემტანად დაფიქსრებულია ნ---- ნ----–---–ი. (ტომი II, ს.ფ. 69-70).
ამდენად, ქ. თბილისში, გ-–----ის მ---------------------------------- მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, დგინდება, რომ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ეს ქონება სამკვიდრო მასაში არ შედიოდა და 2011 წლის 24 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენდა ე----- ნ-----–---–ის საკუთრებას, აქ საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ რეალურად ნ---- ნ----–---–ის მიერ 2011 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებობდა დავალების ხელშეკრულება მხარეებს შორის უძრავი ქონების საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მოგვარებაზე, რასაც ადასტურებს ამ შეთანხმების გაფორმებამდე რ----- ნ-----–---–ის მიერ ნ----–---–ზე გაცემული რწმუნებულება (2011 წლის 18 ოქტომბრის მინდობილობა). სასამართლოს მოსაზრებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეზე ქონების რეგისტრაცია სავარაუდოდ მოსარჩელის სამართლებრივი დახმარების შედეგია. საქმეში წარმოდგენილი ბ-----------–-–---–ის საპასუხო წერილიდან ირკვევა, რომ ამ ქონების ე----- ნ-----–---–ის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა დავა. წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში ნ---- ნ----–---–ის ვალდებულება ამ ქონებაზე საკუთრების უფლების შენარჩუნებასთან დაკავშირებულ იურიდიულ მოქმედებებში შეიძლებოდა გამოხატულიყო, რაც სასამართლოს მოსაზრებით, მის მხრიდან შესრულდა, რაც დასტურდება მისი დახმარებით კრედიტორისათვის ვალის გასტუმრებითა და ე----- ნ-----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მიმართ ინტერესის არარსებობის გამო, სარჩელის გამოხმობით.
უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ს-----------------–---, რ-----–ის ქუჩა №---ზე, ი----- ნ-----–---–ის გარდაცვალების დროისათვის რეგისტრირებული იყო ½ წილი რ----- ნ-----–---–ის სახელზე, ხოლო ¼ წილი ე-–---------–-----ას სახელზე. ამდენად, არც ეს ქონება შედიოდა სამკვიდრო მასაში. მოთხოვნის საფუძვლად მითითებული შეთანხმება ითვალისწინებს, ე-–---------–-----ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ე----- ნ-----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას. შეთანხმებაში მითითებულია, რომ საცხოვრებელი სახლიდან ნაწილი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ისრაელის მოქალაქეზე, ამ შემთხვევაში მხარეები გულისხმობენ ე-–---------–-----ას, რომელიც მას არ აბრუნებს. ხელშეკრულების შინაარსიდან დგინდება, რომ ამ შემთხვევაში, ი----- ნ-----–---–ის ოჯახის წევრები სადავოდ ხდიდნენ ამ პირის საკუთრების უფლებას. ამ უძრავი ქონებიდან ე-–---------–-----ას წილი ე----- ნ-----–---–ის საკუთრება გახდა 2012 წლის 17 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (ტომი IV). მანამდე, 2011 წლის 30 დეკემბერს რ----- ნ-----–---–მა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, თავისი წილი საკუთრების უფლებით გადასცა ე----- ნ-----–---–ს. (ტომი 1, ს.ფ. 27). სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ქონებასთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურების ფაქტი დასტურდება თავად შედეგით - ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებით. იმ პირობებში როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების არსებობას უძრავ ქონებებზე ე----- ნ-----–---–ის საკუთრების უფლების მიღებასთან დაკავშირებით, ის არ მიუთითებს კონკრეტულად ამ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით რა იურიდიული მოქმედებები უნდა შეესრულებინა მოსარჩელეს.
ქ. თბილისში, ც--–--ის ქუჩა №---, ბინა №-, ი----- ნ-----–---–ის გარდაცვალების დროისათვის ე----- ნ-----–---–ის საკუთრებას წარმოადგენდა, საიდანაც ნაწილი 2011 წლის 14 აპრილის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე გახდა ე----- ნ-----–---–ის საკუთრება, ხოლო ნაწილი ი----- ნ-----–---–მა სიცოცხლეში 2011 წლის 21 აპრილს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა საკუთრების უფლებით. (ტომი 1, ს.ფ. 21). აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ უძრავი ქონების საკუთრების უფლებით მიღებასთან დაკავშირებით, რაიმე იურიდიული მოქმედების განხორციელების საჭიროება ამ შემთხვევაში არ არსებობდა. შესაბამისად, შეთანხმებითაც არ ყოფილა ასეთი ვალდებულება გათვალისწინებული.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალებით ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის შესაბამისად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სასამართლომ განმარტა, რომ დავალების ხელშეკრულება მიეკუთვნება იმ ხელშეკრულებათა ტიპს, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან. დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა. დავალების ხელშეკრულება ითვალისწინებს მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის ორმხრივი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას. დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსენსუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეებია, მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობაში კრედიტორის როლში გამოდის და რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ---- ნ----–---–ი და მოპასუხე ე----- ნ-----–---–ი იმყოფებოდნენ დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრიც ურთიერთობაში, რომლის საფუძველზე მოსარჩელე ნ---- ნ----–---–ს ევალებოდა კონკრეტულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით ე----- ნ-----–---–ის საკუთრების უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი დახმარების გაწევა, ხოლო გაწეული მომსახურებისათვის ე----- ნ-----–---–ის ვალდებულებას წარმოადგენდა მარწმუნებელზე ამ უძრავი ქონებების საკუთრების უფლებით მიღების შემთხვევაში, გადაეხადა მომსახურების საფასურის სახით 15 000 აშშ დოლარი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ---- ნ----–---–მა შეასრულა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო რწმუნებულმა ე----- ნ-----–---–მა არ გადაიხადა გაწეული იურიდიული მომსახურების საფასური.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რწმუნებული ნ---- ნ----–---–ი უფლებამოსილია მოითხოვოს მარწმუნებლის ე----- ნ-----–---–ისაგან გაწეული შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებლად 15 000 აშშ დოლარის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა გადაწყვეტილებაში აღნიშნული 3.2.1. ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ (ციტირება) ,,3.2.1. 2011 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ნ---- ნ----–---–სა და ე----- ნ-----–---–ს წარმოეშვათ იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები. ამ შეთანხმებით ნ---- ნ----–---–ს წარმოეშვა ე----- ნ-----–---–ის წინაშე დავალებული სამუშაოს შესრულების ვალდებულება, ხოლო ე----- ნ-----–---–ს შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ 15.000 აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება". იმავე დადგენილ გარემოებაში (ფაქტ.გარემოება 3.2.1.) სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ (ციტირება) ,,მოსარჩელე" მიუთითებს, რომ 2011 წლის 25 ოქტომბერს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ნ---- ნ----–---–ს უნდა უზრუნველეყო მისი დავალებით შეთანხმებაში მითითებული უძრავი ქონების საკუთრების უფლებით მიღებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დახმარება, რომლის სანაცვლოდაც ის კისრულობდა ნ---- ნ----–---–ისთვის 15.000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებას, მხარეებს შორის არ შემდგარა და ასეთი შინაარსის ხელშეკრულებაზე მას ხელი არ მოუწერია, თუმცა თავად ხელმოწერის ნამდვილობას სადავო არ ხდის.
აპელანტი განმარტავს, რომ ზემოთხსენებული სადაო გარემოების დადასტურების მიზნით სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტზე, რის შემდგომაც განმარტავს, რომ (ციტირება) ,,სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2015 წლის 16 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2011 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე ე----- ნ-----–---–ის გვარით შესრულებული ხელმოწერა შესრულებულია ბურთულიანი პასტით. ხელმოწერა არ არის გადატანილი არც გადამყვანი ქაღალდის მეშვეობით, არც დაწოლის გზით უფერო კვლების შემდგომი გარშემოვლით. გამოსაკვლევი ე----- ნ-----–---–ის ხელმოწერა განთავსებული ხელშეკრულებაზე არ არის გადატანილი გამჭოლ შუქზე ერთმანეთიდან,რის შემდგომაც სასამართლო აკეთებს დასკვნას, რომ (ციტირება) - ,,ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, ე----- ნ-----–---–ის გვარით არსებული ხელმოწერები გადატანილი არის თუ არა გამჭოლ შუქზე, რომელიმე ე----- ნ-----–---–ის ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშიდან. ხელმოწერის შესრულების თარიღი ემთხვევა თუ არა დოკუმენტში აღნიშნულ თარიღს, ამის დადგენა ექსპერტიზამ ვერ შეძლო, იმ მიზეზით, რომ მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი მეთოდიკა ამჟამად არ აქვთ, ექსპერტიზის დასკვნით, ხელშეკრულებაზე მიწერის კვლები არ გამოვლინდა".
აპელანტი განმარტავს, რომ იმისათვის, რომ სასამართლოს დადგენილად მიეჩნია მხარეთა შორის არსებული სადაო ხელშეკრულების ნამდვილად დადების ფაქტი, რომელიც იქნებოდა გამომდინარე მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების თანხვედრისა და კონსესუსის შედეგად მიღებული, აუცილებელია დაედგინა მხარეთა ნამდვილი ნება. და პრიმიტიულად არ შემოფარგლულიყო სადაო დოკუმენტზე ე----- ნ-----–---–ის სახელით განთავსებული ხელმოწერაზე. ის რომ სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ხელმოწერის განთავსების ფაქტით და არ გამოიკვლია ის გარემოებები, რომელსაც მოპაუხე მხარე მივუთითებდით დასტურდება სასამართლო არგუმენტაციიდან, რომელიც ასახულია 3.2.1 გარემოების დასაბუთებაში, თუმცა სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ის გარემოება, რომელიც ჩვენ მითითებული გვქონდა შესაგებელში, რითაც მოთხოვნილი გვქონდა სადაო დოკუმენტის/შესაძლო მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული პოზიცია დაფიქსირებულ იქნა ჩვენ მიერ არაერთხელ სასამართლო პროცესზე, ხოლო არგუმენტაციად/დასაბუთებად მითითებული გვქონდა არა ის გარემოება, რომ ე----- ნ-----–---–ის მიერ დოკუმენტზე განთავსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნოდა, არამედ ის გარემოება რომ დოკუმენტში ჩამოყალიბებულ ტექსტზე/პირობებზე ხელმოწერის გზით ე----- ნ-----–---–ის ნება/თანხმობა არ არსებობდა და აღნიშნული ხელმოწერა ე----- ნ-----–---–ის მიერ განთავსებულ იქნა 2011 წელს ნ---- ნ----–---–ის მოთხოვნით - ,,ცარიელ/თექსტისაგან თავისუფალ" - ,,თაბახის" ფურცლებზე, აღნიშნულ მოქმედების საფუძველს კი ნ---- ნ----–---–ის არგუმენტაციით წარმოადგენდა ის, რომ განცხადების შეტანისას რომელიმე ორგანოში შესაძლოა საჭირო ყოფილიყო ე----- ნ-----–---–ის ხელმოწერა და წინასწარ გამზადებული ექნებოდა ნ---- ნ----–---–ს.
აპელანტი მიუთითებს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენა გამოწვეულია სასამართლოს მხრიდან სამართლებრივი ნორმების, მათ შორის სსკ 137-ე მუხლის უგულვებელყოფით, რომელ ნორმაშიც აღნიშნულია რომ სასამართლო ვალდებული იყო დაედგინა დოკუმენტის ნამდვილობის ფაქტი, რისი შემოწმებისთვისაც ობიექტურია რომ სასამართლოს არ გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია, რის გამც აღნიშნული საკითხი უნდა დაედგინა საექსპერტო დაწესებულების მეშვეობით. ვინაიდან აღნიშნულის გარეშე დოკუმენტის სიყალბის ფაქტის დადგენა შეუძლებელი იყო მისი ტექნიკური ხასიათიდან გამომდინარე. შესაბამისად აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელი იყო იმ შემთხვევაში თუ არ იქნებოდა დადგენილი დოკუმენტზე ე----- ნ-----–---–ის ხელმოწერისა და დოკუმენტზე ტექსტის დატანის ხანდაზმულობის განსაზღვრა. რის ნამდვილობის შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნებოდა ხელშეკრულების პირობებზე და მხარეთა უფლებებზე და ვალდებულებებზე საუბარი. სასამართლოს აღნიშნული უკანონო ქმედება კი მიუთითებს დადგენილი ფაქტობრივი გარემოების უსაფუძვლობაზე.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო მოპასუხის საუარესოდ განმარტავს იმ გარემოებას, რომ ,,მოპასუხე ხელმოწერის ფაქტს სადავოდ არ ხდისო.". გაურკვეველია ამ შემთხვევაში მოსამართლის მსჯელობის მოტივაცია, ვინაიდან არაერთხელ იქნა აღნიშნული როგორც შესაგებელში ასევე სასამართლო პროცესზე, რომ ე----- ნ-----–---–ს სადაო დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და მან მოაწერა ხელი/განათავსა ხელმოწერა ,,ცარიელ"/თავისფულალ თაბახის ფურცლებზე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო მხოლოდ შესაბამის უწყებებში ე----- ნ-----–---–ის სახელით განცხადების შესატანად და არა ვთქვათ ე----- ნ-----–---–ისთვის ხელოვნურად/უკანონო გზებით ვალდებულების წარმოსაშობად, შესაბამისად ის ფაქტი, რომ მოპასუხის მიერ დოკუმენტზე განთავსებული ხელმოწერა შესრულებულია მის მიერ სადაო არც ერთ ეტაპზე არ გაუხდია. სადაოს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ აღნიშნული ხელმოწერა განთავსებული იყო სადაო დოკუმენტზე ტექსტის დატანამდე. რომელი ტექსტიც დატანაც/შედგენაც წარმოადგენდა მხოლოდ ერთი მხარის ნ---- ნ----–---–ის შემოქმედების ნაყოფს, რომელიც შედგენილ იქნა უფრო მოგვიანებით 2011 წლის შემდეგ რამოდენმე წელიწადში - სავარაუდოდ 2014 წლისთვის პერიდისთვის. გამომდინარე აქედან გადაწყვეტილებაში მითითებული სასამართლოს მსჯელობა ყოვლად უსაფუძვლო და უარგუმენტოა. რომელმა არასწორმა მსჯელობამაც არსებითი გავლენას მოახდინა საქმის საბოლოო შედეგის გადაწყვეტისას
აპელანტის განმარტებით, არც შესაგებლით არ სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარეს არ განუცხადებია, რომ ნ---- ნ----–---–ი არ ყოფილა იურიდიული მოქმედებების განსახორციელებლად თურქეთის რესპუბლიკაში. აღნიშნული გარემოება დადასტურებულ იქნა თვით მოპასუხის მიერ.. თუმცა აღნიშნულ მომსახურების გაწევას საფუძვლად წარმოადგენდა არა სადაო ხელშეკრულება, არამედ მანამდე არსებული შეთანხმება.. მით უფრო აღნიშნული დავალების გამცემს წარმოადგენდა არა ე----- ნ-----–---–ი არამედ რ----- ნ-----–---–ი.. რაც აგრეთვე დასტურდება საქმეში არსებული მინდობლობით რომელზედაც სასამართლო მიუთითებს. ცხადია რომ დავალება გაცემულ იქნა რ----- ნ-----–---–ის მიერ, რისი დასტურიცაა რ----- ნ-----–---–ის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც მომსახურებისთვისაც ნ---- ნ----–---–მა მიიღო შესაბამისი მომსახურების საფასური.. გამომდინარე აქედან ყოვლად უსაფუძვლოა სასამართლოს არგუმენტაცია აღნიშნული საფუძვლით სადაო ხელშეკრულების ნამდვილად მიჩნევის შესახებ. იმ საფუძვლით, რომ სადაო ხელშეკრულებაში მითითებული თარიღიდან 3 დღის შემდეგ გაცემულ იქნა რ----- ნ-----–---–ის მიერ მინდობილობა ნ---- ნ----–---–ის სახელზე. საქმეში დაცულია მინდობილობა, რომელიც შედგენილია სადაო შეთანხმებაში მითითებულ თარიღამდე, რითაც რ----- ნ-----–---–ი ანიჭებს უფლებამოსილებას ნ---- ნ----–---–ს.
აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში ყოველმხრივ ცდილობს არ არსებულისგან შექმნას არსებული და როგორც მსჯელობიდან სჩანს. პირადაპირ ვერ უთითებს. თუმცა სხვა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში უნდა ვეძებოთ აგრეთვე ის გარემოებები. რომელიც გარდა იმისა რომ ადასტურებს სხვა ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლომ არასწორად დაადგინა 3.2.2. ფაქტობრივი გარეომოება, იმასთან დაკავშირებით, რომ (ციტირება) - ,,სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- ნ----–---–მა შეასრულა ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ქონებების ე----- ნ-----–---–ის მიერ საკუთრების უფლების მიღებასთან დაკავშირებული სახმართლებრივი დახმარება“. ამის შემდგომ სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, გარკვეულწილად დამახინჯებული ფორმით სადაო ხელშეკრულების პირობებს (იხ. გადაწყვეტილება, გვ.6-7).
აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება 3.2.2. იმასთან დაკავშირებით, რომ ნ---- ნ----–---–მა შეასრულა ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ქონებების ე----- ნ-----–---–ის მიერ საკუთრების უფლების მიღებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დახმარება, აღნიშნული ხელშეკრულების ნამდვილად მიჩნევის შემთხვევაშიც კი - სადაო ხელშეკრულებაში აღნიშნული სამუშაოს ნ---- ნ----–---–ის სრულად შესრულების ფაქტები არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. თავდაპირველი აცდენა სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით არის ის, რომ ხელშეკრულების ნამდვილობის პირობებში, ნ---- ნ----–---–ს ეკისრებოდა არა ზოგადად ე----- ნ-----–---–ის საკუთრების უფლების მიღებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა - როგორც ამას სასამართლო მიუთითებს, არამედ სადაო ხელშეკრულებიაში აღნიშნული იყო, რომ ნ---- ნ----–---–ს სამუშაოს შედეგად ე----- ნ-----–---–ს ქონების ნაწილი უნდა დაებრუნებინა, ხოლო ქონების ნაწილი უნდა მიეღო მემკვიდრეობით, მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ,,ყველა" ჩამოთვლილი ქონების ე----- ნ-----–---–ის საკუთრებაში გადასვლის შემდეგ მიიღებდა - ე----- ნ-----–---–ის საკუთრებაში გადასული ქონების ღირებულების 5% (პროცენტის დაანგარიშებამდე ე----- ნ-----–---–ისთვის დაბურნებული ან მემკვიდეობით მიღებულ ქონების ღირებულებას უნდა გამოკლებოდა 100.000 დოლარი და ამის შემდგომ დაანგარიშებული მიღებული ქონებიდან 5%) რომ რიგ შემთხვევაში 2011 წლის 25 ნოემბრამდე (სადაო ხელშეკრულებაში ხელშ. დადების თარიღად აღნიშნულ დრომდე) მიიღო საკუთრებაში ე----- ნ-----–---–მა ხელშეკრულებაში მოხსენიებული ქონება, რიგ შემთხვევაში საერთოდ არ ფიგურირებს ე----- ნ-----–---–ი ქონების მიმღებად, ხოლო რიგ შემთხვევაში ე----- ნ-----–---–ი ნასყიდობის ან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე იღებს ხელშეკრულებაში აღნიშნულ ქონებას, რომელი სამართლებრივი პროცედურების განხორციელების დროს საერთოდ არ ჩანს ე----- ნ-----–---–ის წარმომადგენლად ნ---- ნ----–---–ი, შესაბამისად არ დასტუდება მის მიერ ე----- ნ-----–---–ის უფლებებისა და ინტერესების დაცვის ფაქტი, რის საფუძველზეც შესრულებოდა ხელშეკრულებაში აღნიშნული პირობები დავალების მიმღების/მენარდის მხრიდან, რის საფუძველზეც რწმუნებულის/მენარდის უშუალოდ განხორციელებული სამუშაოს შედეგად მიიღებდა ქონებებს ე----- ნ-----–---–ი.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ ვერ განხორციელდა ის მნიშვნელოვანი პროცესი რომელიც უნდა ყოფილიყო გარანტი კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილებისა და ეს ეხება ,,ფაქტების სწორად დადგენის" პროცესს იმისათვის, რომ შემდგომში სწორად განხორციელებულიყო სამართლებრივი ნორმების მოძიება და ფაქტობრივი გარემოებებისათვის შეფარდება და საბოლოოდ შედეგის სწორად განსაზღვრა.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ გადაწყვტილების 6-7 გვერდზე გარკვეული არსებითი ცდომილებებით ციტირება მოახდინა 2011 წლის 25 ნოემბრის სადაო ხელშეკრულებისა, კერძოდ სასამართლო მიუთითებს, რომ (ციტირება) - ,,სამკვიდრო ქონება შეფასებულია 400,000 აშშ დოლარად, საიდანაც ი----- ნ-----–---–ს აქვს ვალი 100,000 აშშ დოლარამდე." რეალურად კი სადაო ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ,,ჩამოთვლილი ქონება" (და არა სამკვიდრო ქონება) შეფასებულია დაახლოებით 400,000 აშშ დოლარად, აქედან ი----- ნ-----–---–ს აქვს ვალი დაახლოებით 100,000 დოლარამდე".
აპელანტი მიუთითებს, რომ კრედიტორს კუმულაციურად უნდა მოეხდინა ხელშეკრულების ყველა პირობის შესრულება და ამის შემდგომ შესაძლოა მას გასჩენოდა მოთხოვნის უფლება.. ასეთ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი პირობა არ შესრულებულა ნ---- ნ----–---–ის მიერ. თვით სასამართლო მიერვე გადაწყვეტილებაში ასახული - სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით სადაც აღიარებულ იქნა რომ ნ---- ნ----–---–ს არ შეუსრულებია რამოდენიმე მომსახურება იმის გამო, რომ ფიზიკურად თითქოსდა ვერ შეასრულებდა და ხელძღვანელობა უნდა მოხდეს შედეგით, ასეთ შემთხვევაში მოთხოვნა წარმოშობილად არ უნდა მიეჩნია სასამართლოს ვინაიდან სახეზე არ იყოს ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი..
აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლოს საბოლოო დასკვნა აგრეთვე აბსურდული და უსწუროა სადაც იგი აცხადებს: (ციტირება) ,,ამდენად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ნ---- ნ----–---–ს უნდა უზრუნველეყო იურიდიული დახმარების გაწევა, რაც უკავშირდებოდა მარწმუნებლის გარდაცვლილი ძმის ი----- ნ-----–---–ის სამკვიდრო ქონების საკუთრების უფლების მიღებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მოგვარებას."
აპელანტი მიუთითებს, რომ სადაო ხელშეკრულებაში ჩამოთვლილია კონკრეტული ქონებები, რომლის ე----- ნ-----–---–ისთვის დაბრუნება და მემკვიდრეობით მიღება იკისრა ნ---- ნ----–---–მა. შესაბამისად ხელშეკრულების პირობების არსებითად განსხვავებულად განმარტება განსხვავებულ პირობებს ადგენს მხარეებისათვის.
აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ განმარტება გააკეთა სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1336-ე, 1337-ე მუხლებისა და ადგენს, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმების არსებობა გამორიცხავდა კანონის ძალით ე----- ნ-----–---–ის სახელზე მისი ძმის ი----- ნ-----–---–ის დანაშთი ქონების მემკვიდრეობით მიღებას.. რის გამოც განმარტავს, რომ ნ---- ნ----–---–ისთვის შეუძლებელი იყო კანონის ამ დანაწესიდან შეესრულებინა ისეთი იურიდიული მოქმედებები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ი----- ნ-----–---–ის სამკივდრო ქონება სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად გადასცემოდა ე----- ნ-----–---–ს. (იხ. გადაწყვეტილება გვ.8).
აპელანტი განმარტავს, რომ ე----- ნ-----–---–ს ფიზიკურად არ მიუღია ნ---- ნ----–---–ისგან ის შესურლება რომელიც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. გამომდინარე აქედან ყოვლად უსაფუძვლოა სასამართლოს მხრიდან სადაო ხელშეკრულებაში ჩართვა რ----- ნ-----–---–ისა, რომელიც არ წარმოადგენდა სადაო ხელშეკრულების სუბიექტს და მის მიმართ განხორციელებული ,,თუნდაც" რაიმეს შესრულება ვერ იქნება ჩათვლილი ე----- ნ-----–---–ის მიმართ შესრულებად, ამასთან თუ ნ---- ნ----–---–ის მიერ ისეთი ვალდებულებები იქნა აღებული მის მიერვე შედგენილი სადაო ხელშეკრულებით, რომლის შესრულების ვალდებულება ფიზიკურად არ შეეძლო ნ---- ნ----–---–ს საკანონმდებლო რეგულაციების გამო, აღნიშნული არ აძლევდა საფუძველს შესრულება განეხორცილებინა მესამე პირის სასარგებლოდ, სხვა შემთხვევაში ხელშეკრულებით უნდა ყოფილიყო ცალსახად განსაზღვრული რომ ნ---- ნ----–---–ს მესამე პირის სასარგებლოდ უნდა განეხორციელებინა შესრულება, რომელი შესრულებისთვისაც ე----- ნ-----–---–ი თანხმობას განაცხადებდა გადაეხადა შემსრულებლისთვის ჰონორარის, რომელი შეთანხმების არსებობასაც ადგილი არ ჰქონია და ცალსახად და იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ შესრულება უნდა განხორციელებულიყო უშუალოდ ე----- ნ-----–---–ი მიმართ.
აპელანტი მიუთითებს, რომ ქ.თბილისში, ლ----–--ის ქ.№--ში. მდებარე უძრავი ქონება საერთო ფართი 55კვ.მ [ს/კ 0----------------------] 2005-2006 წლიდან მოყოლებული ქონების 1/2 ნაწილის 27,5 კვ.მ კანონიერ მესაკუთრეს წარმოადგენდა ე----- ნ-----–---–ი, ხოლო დარჩენილი ქონების 1/2 ნაწილის 27,5 კვ.მ მესაკუთრეს წარმოადგენდა ი----- ნ-----–---–ი. რის შემდგომაც 2012 წლის 12 მარტს ი----- ნ-----–---–ის დანაშთი ქონება მემკვიდრეობით მიიღო რ----- ნ-----–---–მა, რომელიც ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ე----- ნ-----–---–ის სახელზე.
შესაბამისად, აპელანტი განმარტავს, რომ ე----- ნ-----–---–ს არ მიუღია ნ---- ნ----–---–ის დახმარებით აღნიშნული ქონება მემკვიდრეობით. ასევე მისი მხრიდან არ ქონია ადგილი ქონების დაბრუნებას.
აპელანტი განმარტავს, რომ თუ რაიმე სახის შეთანხმება არსებობდა ნ---- ნ----–---–სა და რ----- ნ-----–---–ს შორის იგი უფლებამოსილი იყო მოთხოვნა წარედგინა რ----- ნ-----–---–ს მიმართ. ყოველივე ზემოთქულიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებები ყოვლად აბსურდულია, რომელიც არ მიუთითებს სადაო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნ---- ნ----–---–ის მხრიდან ე----- ნ-----–---–ის მიმართ ვალდებულების შესრულების ფაქტს.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების მე-9 გვერდზე მომსახურების გაწევის დადასტურების მიზნით ყოვლად უსაფუძვლოდ მიუთითებს, რომ (ციტირება) - ,,სასამართლო მიუთითებს, რომ 2011 წლის 29 სექტემბრისათვის ი----- ნ-----–---–ის გარდაცვალების დროისათვის 2011 წლის 25 ოქტომბრის შეთანხმებაში მითითებული უძრავი ქონებებიდან, ი----- ნ-----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო, ქ.თბილისში, ლ----–--ის ქუჩა №-, პირველ სართულდზე მდებარე არასაცხოვრებლეი ფართიდან 27,5 ნაწილი და ც--–--ის ქუჩა №--- მდებარე ავთოფარეხი. ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები, 2012 წლის 30 მარტის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა რ----- ნ-----–---–ის სახელზე. [იხ. გადაწყვეტილება გვ.9] რაც შეეხება ც--–--ის ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხთან დაკავშირებით [ს/კ 0----------------------] აღნიშნული ქონება მემკვიდრეობით მიიღო რ----- ნ-----–---–მა, რის შემდგომაც 30.03.2012 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რ----- ნ-----–---–მა ქონება გაასხვისა ზ------------–-–---–ზე, შესაბამისად ამ ნაწილში საერთოდ არ ფიგურირებს ე----- ნ-----–---–ი და გაურკვეველია რა ქონების მემკვიდეობით მიღებაში დაეხმარა ამ ნაწილში ნ---- ნ----–---–ი ე----- ნ-----–---–ს ან რა სახით დაუბრუნა ქონება. როდესაც ქონება მემკვიდრეობით მიღებულ იქნა რ----- ნ-----–---–ის მიერ. ხოლო შემდგომში გასხვისებულ იქნა სხვა მესამე პირზე.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ფაქტობრივად რ----- ნ-----–---–ი და ე----- ნ-----–---–ი გააიგივა ერთი და იგივე მხარედ. თუმცა აღნიშნულის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა მიუხედავად იმისა, რომ ე----- ნ-----–---–ი და რ----- ნ-----–---–ი იყვნენ დედა შვილი და ჰქონდათ ერთი გვარი. სასამართლოს ყურადღების მიღმა რჩება, რომ ნ---- ნ----–---–მა ვალდებულება იკისრა არა რ----- ნ-----–---–ის წინაშე არამედ ე----- ნ-----–---–ის წინაშე.. შესაბამისად თუ რაიმე შესრულება განხორციელდა არა იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც არსებობდა ხელშეკრულების საფუძველზე შესრულების ვალდებულება - აღნიშნული ვერ შეფასდება უფლებამოსილ პირის წინაშე შესრულებულ ვალდებულებად და შემდგომშიც აღნიშნული შესრულება ვერ იქნება მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი.
აპელანტი განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორცილების დროს სამართალშემფარდებელი ვალდებულია ზემიწევნით სწორად განახორციელოს იურიდიული სილოგიზმის პროცესი, კერძოდ: 1. სწორად დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები 2. სწორად მოიძიოს სამართლის შესაბამისი ნორმები 3. დაადგინოს, თუ რამდენსაც შეესაბამება დადგენილი ფაქტობრივი გარემოება ნორმაში მოქცეულ ქცევის წესს 4. განსაზღვროს იურიდიული შედეგი. ჩამოთვლილი პროცედურებიდან ნებისმიერი ეტაპის ჩავარდნის შემთხვევაში ცალსახად ვიღებთ უკანონო და დაუსაბუთებელ შედეგს - გადაწყვეტილების სახით.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განახორციელა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის პროცესი. რამაც შემდგომში გამოიწვია სამართლებრივი ნორმების არასწორად მოძიება. ასევე არასწორად მოხდა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისათვის სამართლებრივი ნორმების შეფარდება. აგრეთვე გარკვეულწილად არასწორად მოხდა მოძიებული სამართლებრივი ნორმების განმარტება.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს ზედმიწევნით სწორად უნდა დაედგინა რა ვალდებულებები იკისრა მენარდემ/რწმუნებულმა და შეასრულა თუ არა ეს ვალდებულებები. ასევე სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა ყოფილიყო დაედგინა თითოეული ვალდებულების შესრულების დროს ცალ-ცალკე მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა მენარდეს, თუ დავალების სრულად/სრულყოფილად კუმულაციურად შესრულების შემდგომ წარმოიშობოდა ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
სამართლებრივი დახმარების გაწევა შესაძლებელია არ გამოიხატოს ქონების დაბრუნებაში და მემკვიდრეობის მიღებაში. სამართლებრივი დახმარება იმთავითვე არ გულისხმობს შედეგიდ უცილობლად დადგომას და შესაძლებელია სამართლებრივი დახმარების ვალდებულება ჩაითვალოს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად მიუხედავად დამდგარი შედეგისა. ხოლო მხარეთა შორის არსებული შეთანხმება გათვლილი იყო უშუალოდ შედეგის დადგომაზე. ანუ შემკვეთის/რწმუნებულის ვალდებულება წარმოიშობოდა შედეგის სრულად დადგომისთანავე მომენტალურად. ამასთანავე შედეგის დადგომასა და რწმუნებულის ქმედებებს შორის უნდა ყოფილიყო უშუალო მიზეზობრივი კავშირი.
აპელანტის მითითებით, სხვა შემთხვევაში აღნიშნული გარიგება ვერ შეფასდებოდა ვერც ნარდობის ხელშეკრულებად და ვერც დავალების ხელშეკრულაბად. მარტივად, რომ ვთვქვათ მენარდის/რწმუნებულის ნ---- ნ----–---–ის ნებელობითი მოქმედების უშუალო შედეგი უნდა ყოფილიყო ის რომ ჩამოთვლილი ქონებები სრულყოფილად აღრიცხულიყო ე----- ნ-----–---–ის სახელზე. ამასთან მივუთითებთ, რომ ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე შედეგი უნდა ყოფილიყო სრულყოფილად/სრული მოცულობით შესრულებული - ვინაიდან თითოეულ უძრავ ნივთზე არ ყოფილა ცალ-ცალე მომსახურების საფასური განსაზღვრული. გამომდინარე აქედან აოელანტი თვლის, რომ ერთ-ერთი მომსახურების არ/ვერ შესრულება წარმოადგენდა მთლიანად შეკვეთის შესრულების არ არსებობას, შესაბამისად მოთხოვნის წარმოშობა ვერ განხორციელდებოდა, საწინააღმდეგოს დასაბუთება თვით მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა რომ მოსარჩელეს ნაწილობრივი შესრულებისთვის მოეთხოვა შემცირებული ანაზღაურება.. რის გამოც უარი უნდა თქმოდა აგრეთვე ამ საფუძვლით სასამართლოს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულყოფილად არ განხორციელებულა ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცედურები და არ დამდგარა ის შედეგები, რისთვისაც განსაზღვრული იყო ჰონორარი (ეს დგინდება თვით მოსამართლის მსჯელობიდან, სადაც რამოდენიმე შემთხვევაში თვით სასამართლო ადასტურებს რომ გარკვეული მომსახურების გაწევას ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის მხრიდან) ამის მიუხედავად სასამართლო გაურკვეველი არგუმენტაციით მაინც მიიჩნევს, რომ სრულყოფილად ვალდებულების შეუსრულებლობის მიუხედავად მაინც სრულყოფიად უნდა ჩაითვალოს ნ---- ნ----–---–ის მიერ ვალდებულების შესრულება .. რომელი ვალდებულების შესრულების დადასტურებას ერთ შემთხვევასი მოსამართლე ცდილობს სხვა პირის მიმართ გაურკვეველი შესრულება ჩაუთვალოს ე----- ნ-----–---–ის მიმართ შესრულებაში.. ხოლო ნაწილზე მიუთითებს რომ მოსარჩელის მხრიდან ფიზიკურად ვერ შესრულებოდაო. ხოლო ნაწილზე აცხადებს რომ აღნიშნული ვალდებულების შესრულების ვალდებულა მოსარჩელეს თითქოსდა არ ჰქონდა.. რაც სრული ნონსენსია სამართლებრივი თვალსაზრისით..
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია ვინაიდან საპასუხო ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაკავშირებულია პირველადი ვალდებულების შესრულებასთან. .რომელიც მოსარჩელის მიერ შესრულებული არ არის, ამ პირობებში მოთხოვნის დაკმაყოფილება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მიჩენულ უნდა იქნეს უკანონოდ და დასუაბუთებლად, რის შემდგომაც იმედს ვიტოვებთ, რომ სააპელაციო სასამართლოს შესაბამისი კოლეგია სწორ სამართლებრივ შეფასებას მისცემს პირველი ინსტანციის უკანონოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.. სამართლებრივ განმარტებს.. და თავისი გადაწყვეტილებით მიიღებს კანონიერ დასაბუთებულ და სამართლიან გადაწყვეტილებას.
აპელანტი მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინება დოკუმენტის სიყალბის დადგენის მიზნით სსკ 137-ე მუხლის საფუძველზე ექსპერტიზის ჩანიშვნის თაობაზე უარის თქმის შესახებ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ე----- ნ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს.
4.2. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
4.3. სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.4. დადგენილია, რომ 2011 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე (იხ. ტ. I, ს.ფ. 93) ხელმოწერით ნ---- ნ----–---–სა და ე----- ნ-----–---–ს წარმოეშვათ იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები. ამ შეთანხმებით ნ---- ნ----–---–ს წარმოეშვა ე----- ნ-----–---–ის წინაშე დავალებული სამუშაოს შესრულების ვალდებულება, ხოლო ე----- ნ-----–---–ს შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ 15 000 აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება.
ხელშეკრულება მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ რეალუად მხარეთა შორის არსებობდა დავალების ხელშეკურლება, რაც მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით, რომლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 710.1. მუხლის თანახმად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4.5. დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2015 წლის 16 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2011 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე ე----- ნ-----–---–ის გვარით შესრულებული ხელმოწერა შესრულებულია ბურთულიანი პასტით. ხელმოწერა არ არის გადატანილი არც გადამყვანი ქაღალდის მეშვეობით, არც დაწოლის გზით უფერო კვლების შემდგომი გარშემოვლით. გამოსაკვლევი ე----- ნ-----–---–ის ხელმოწერა განთავსებული ხელშეკრულებაზე არ არის გადატანილი გამჭოლ შუქზე ერთმანეთიდან.
ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, ე----- ნ-----–---–ის გვარით არსებული ხელმოწერები გადატანილი არის თუ არა გამჭოლ შუქზე, რომელიმე ე----- ნ-----–---–ის ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშიდან. ხელმოწერის შესრულების თარიღი ემთხვევა თუ არა დოკუმენტში აღნიშნულ თარიღს, ამის დადგენა ექსპერტიზამ ვერ შეძლო, იმ მიზეზით, რომ მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი მეთოდიკა ამჟამად არა აქვთ. ექსპერტიზის დასკვნით, ხელშეკრულებაზე მიწერის კვლები არ გამოვლინდა. (ტომი IV).
შესაბამისად, დადგენილია, რომ ექსპერტიზის დასკვნით, არ არის დადგენილი ხელშეკრულებაზე ე----- ნ-----–---–ის ხელმოწერის არარსებობა.
4.6. დადგენილია, რომ გარდაცვლილი ი----- ნ-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ, მისი სამკვიდრო ქონების გადასვლა უნდა განხორციელებულიყო კანონის საფუძველზე, რადგან მას ანდერძი არ დაუტოვებია. შესაბამისად, რადგან ი----- ნ-----–---–ი იყო ე----- ნ-----–---–ის ძმა, რომელსაც ჰყავდა პირველი რიგის მემკვიდრეები, მათ შორის დედა რ----- ნ-----–---–ი, აღნიშნული გამორიცხავდა ი----- ნ-----–---–ის სამკვიდრო ქონების გადასვლას მეორე რიგის მემკვიდრეზე ე----- ნ-----–---–ზე. შესაბამისად, დავალების შემსრულებლის ნ---- ნ----–---–ისათვის შეუძლებელი იყო კანონის ამ დანაწესიდან გამომდინარე, შეესრულებინა ისეთი იურიდიული მოქმედებები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ი----- ნ-----–---–ის სამკვიდრო ქონება სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, გადასცემოდა ე----- ნ-----–---–ს. ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე 2011 წლის 18 ოქტომბერს რ----- ნ-----–---–ის მიერ გაცემული მინდობილობის შინაარსიდანაც გამომდინარეობს, რომ ნ---- ნ----–---–ს უნდა უზრუნველეყო გარდაცვლილი ი----- ნ-----–---–ის სამკვიდრო ქონების პირველი რიგის მემკვიდრეზე რ----- ნ-----–---–ზე გადასვლასთან დაკავშირებული მოქმედებები, სწორედ ამ მიზნით გასცა რ----- ნ-----–---–მა ნ---- ნ----–---–ზე მინდობილობა, რომლითაც მას მიანიჭა თურქეთში გარდაცვლილი შვილის ი----- ნ-----–---–ის გარდაცვალებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მისაღებად და ამ დავალების შესასრულებლად თურქეთის შს სამინისტროში, ანტალიის გენერალურ პროკურატურასა და თურქეთის სხვა კომპეტენტურ ორგანოსა და დაწესებულებაში წარმომადგენლობის უფლებამოსილება. (ტომი I, ს.ფ. 5). ნ---- ნ----–---–მა თურქეთში ყოფნისას განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, რის შედეგადაც მიიღო გარდაცვალების მოწმობა. (იხ. 2011 წლის 4 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი, ტომი 1, ს.ფ. 94). საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 22 ნოემბრის დასკვნიდან დგინდება, რომ ნ---- ნ----–---–ის მონაწილეობით რომელიც ს-------–---------------- სააგენტოსთან ურთიერთობაში მოქმედებდა როგორც რ----- ნ-----–---–ის წარმომადგენელი, შესწორდა ი----- ნ-----–---–ის დაბადების აქტის ჩანაწერში არსებული ხარვეზი. გაიცა განმეორებითი დაბადების მოწმობა. (ტომი 1, ს.ფ. 166-167).
იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ნ---- ნ----–---–მა მოაგვარა გარდაცვლილი ი----- ნ-----–---–ის სხვა პირველი რიგის მემკვიდრესთან ურთიერთობა, რაც დასტურდება ი----- ნ-----–---–ის შვილის ი-–-- ნ-----–---–ის დედის ნ----- შ---------ის წარმომადგენელთან მოსარჩელის მიერ 2012 წლის 16 მარტს გაფორმებული შეთანხმებით, რომლის თანახმად, მან უარი განაცხადა გარდაცვლილი ი----- ნ-----–---–ის სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილ წილზე, კომპენსაციის მიღების სანაცვლოდ (ტომი 1, ს.ფ. 108).
2012 წლის 30 მარტს ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა გარდაცვლილი ი----- ნ-----–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეზე რ----- ნ-----–---–ზე. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობიდან დგინდება, რომ განცხადება სამკვიდროს მიღების თაობაზე, მემკვიდრის რ----- ნ-----–---–ის სახელით ნოტარიუსთან წარადგინა ნ---- ნ----–---–მა, რომელსაც ერთვოდა მამკვიდრებლის დაბადების მოწმობა და მისი გარდაცვალების მოწმობა (ტომი II, ს.ფ. 136-137).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
პალატა განმარტავს, რომ დავალების ხელშეკრულება ითვალისწინებს მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის ორმხრივი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას. დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეებია, ერთი მხრივ მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობაში კრედიტორის როლში გამოდის, ხოლო მეორე მხრივ რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას და მონაწილეობს მოვალის მხარეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის თანახმად: 1. მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი.
აღნიშნული მუხლით დადგენილი რეგულაცია შეეხება ისეთ გარემოებებს, როდესაც გაფორმებულია სასყიდლიანი მოქმედების განხორციელება რწმუნებულის მიერ. თუ რწმუნებულმა მარწმუნებლის სახელით შესრულებლი მოქმედებისთვის უნდა მიიღოს გარკვეული საზღაური, ამის თაობაზე მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში სპეციალურად უნდა იქნეს მითითებული. პალატა განმრატავს, რომ საადვოკატო მომსახურების გაწევისას მოქმედებს მყარი პრეზუმფცია, რომ ადვოკატი უსასყიდლოდ არ გასწევს მომსახურებას და მას ეკუთვნის ის გასამრჯელო, რაც მხარეთა შორის შეთანხმებულია. შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით უნდა დადგინდეს: არსებობდა თუ არა შეთანხმება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ადვოკატის ჰონორარის სადავო თანხის ოდენობით გადახდის თაობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოსარჩელე ნ---- ნ----–---–ი და მოპასუხე ე----- ნ-----–---–ი იმყოფებოდნენ დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრიც ურთიერთობაში, რომლის საფუძველზე მოსარჩელე ნ---- ნ----–---–ს ევალებოდა კონკრეტულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით ე----- ნ-----–---–ის საკუთრების უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი დახმარების გაწევა, ხოლო გაწეული მომსახურებისათვის ე----- ნ-----–---–ის ვალდებულებას წარმოადგენდა მარწმუნებელზე ამ უძრავი ქონებების საკუთრების უფლებით მიღების შემთხვევაში, გადაეხადა მომსახურების საფასურის სახით 15 000 აშშ დოლარი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ---- ნ----–---–მა შეასრულა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო რწმუნებულმა ე----- ნ-----–---–მა არ გადაიხადა გაწეული იურიდიული მომსახურების საფასური.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ნ---- ნ----–---–ის მიერ საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არ შესრულების ფაქტი, კერძოდ, ე----- ნ-----–---–ის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ნ---- ნ----–---–მა კანონით გათვალისწინებული რელევანტური მოქმედებები არ განახორციელა. პალატა განმარტავს, რომ შესასრულებელი მოქმედებების ოდენობა და ფარგლები არ არის აქტუალური თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს სპეციალურ დათქმას ამის შესახებ. თუ გარიგების შინაარსი მოიცავს მხოლოდ იურიდიული მომსახურების შესახებ დათქმას და არა კონკრეტულ პროცესუალურ მოქმედებას, მაშინ წარმომადგენლის მიერ პროცედურული მოქმედებების დაწყება გულისხმობს ვალდებულების გათვალისწინებით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტს, რომ ე----- ნ-----–---–ს ფიზიკურად არ მიუღია ნ---- ნ----–---–ისგან ის შესურლება რომელიც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული, რადგან იურიდიული მომსახურების ხარისხი არ შეიძლება განისაზღვრებოდეს საბოლოო მატერიალური შედეგით. პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები არარელევანტური მტკიცებულებაა მოცემულ საქმეზე.
სასამართლო დამატებით ასევე განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, რაღა თქმა უნდა, მოთხოვნის საფუძველი წარუმატებელ მომსახურებაში არ მდგომარეობს, არამედ მოთხოვნის საფუძველს დავალების ფარგლებში განსახორციელებელი მოქმედების განუხორციელებლობა, უფრო ზუსტად კი, უმოქმედობა წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტს მართებულად დაეკისრა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 15 000 აშშ დოლარის ანაზღაურება და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
4.7. წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტი ასევე ითხოვს გადაწყვეტილების წინმსწრები საოქმო განჩინების გაუქმებას. აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.09.2016წ. განჩინება ექსპერტიზის დანიშვნაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებზე უარის თქმის შესახებ (იხ: სააპელაციო საჩივარი, ტ. IV, ს.ფ. 160). ამასთან, საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.09.2016წ. საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე (იხ. 30.09.2016წ. სხდომის ოქმი CD დისკზე 11:29:04).
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების წინმსწრები 30.09.2016წ. საოქმო განჩინებების გაუქმების საფუძველი. განჩინებება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე----- ნ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. ე----- ნ-----–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მის მიერ წინასწარ გადახდი-–-- 1496 ლარის ოდენობით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები გელა ქირია
ოთარ სიჭინავა