განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2018
საქმის ნომერი
330210014600296
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210014600296

საქმე №2ბ/2149-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები - გელა ქირია

ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტი: შპს „ე---------ი“

წარმომადგენელი - ქ------–--- ბ------–---ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ბ--------------–--ას“ უფლებამონაცვლე სს ,,თ----------ი“

წარმომადგენელი - ნ---- ჯ-–-------ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,ე---------ის“ სასარჩელო მოთხოვნა სს ბ--------------–--ას მიმართ 3 247 788 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა სს ბ--------------–--ას შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების შპს ე---------ის, შპს ლ----ს, ი---- ო---–---–ის, ვ-–- შ-------ის, გ--–- ნ----–---–ის, ნ---- ზ--------–---–ის, ლ------ ო---–---–ის, გ------ ლ------ის და ლ---–- დ------–-–---–ის მიმართ 2009 წლის 31 დეკემბრის და 2010 წლის 20 იანვრის გარიგებათა ბათილად ცნობის თაობაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2009 წლის 31 დეკემბერს, ერთის მხრივ შპს ე---------ს, მისი დირექტორის ქ------–--- ბ------–---ის სახით და მეორეს მხრივ ი---- ო---–---–ს, ვ-–- შ-------ეს, გ--–- ნ----–---–ს, ნ---- ზ--------–---–ს, ლ------ ო---–---–ს, გ------ ლ------ეს და ლ---–- დ------–-–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ინვესტირების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორები ინვესტიციის სახით, კომპანიას სარგებლობაში გადასცემენ ნ----------ში მდებარე თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთებს.

 

2.2. ამავე ხელშეკრულების 2.2 პუნქტის 2.2.1 ქ/პუნქტის თანახმად, ინვესტორები ვალდებულნი არიან კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად დააგირავონ, გააქირავონ, იპოთეკით დატვირთონ ან გაასხვისონ მიწის ნაკვეთები და მიღებული შემოსავლები გადასცენ კომპანიას ბიზნეს საქმიანობისთვის.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2009 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულება ინვესტირების შესახებ ( ტომი I, ს.ფ 36-38)

 

2.3. 2010 წლის 20 იანვარს შპს „ე---------ის “ დირექტორს ქ------–--- ბ------–---ს და შპს ლ----ს დირექტორს გ------ ს--–----–---–ს შორის გაფორმდა განზრახულობის შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმად, შპს "ლ----" გამოხატავ სურვილს შეიძინოს ნ----------ში მდებარე მიწის ნაკვეთები, რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი---- ო---–---–ის, ვ-–- შ-------ის, გ--–- ნ----–---–ის, ნ---- ზ--------–---–ის, ლ------ ო---–---–ის, გ------ ლ------ის და ლ---–- დ------–-–---–ის საკუთრებაში, ჯამში 54 500 კვ.მ.

 

2.4. შეთანხმების 2.1 პუნქტის თანახმად, 1 კვადრატული მიწის ნაკვეთის ღირებულებაა 10 აშშ დოლარი, მთლიანობაში შესაძენი უძრავი ქონების ღირებულება შეადგენს 545 000 აშშ დოლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2010 წლის 20 იანვრის შეთანხმება განზრახულობის შესახებ (ტომი I, ს.ფ 49);

 

2.5. 2009 წლის 20 თებერვალს შპს „ე---------სა“ და შპს „ნ-----------ის“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება N1-1605, რომლითაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ქ. თბილსში, გ-----------იას გ---------------–-----------–- მდებარე 223.00 კვ.მ სარდაფი. ნასყიდობის საგნის გასხვისების ღირებულებაა 150 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2009 წლის 20 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ 39-43)

 

2.6. 2009 წლის 20 თებერვალს შპს „ე---------სა“ და შპს „ნ-----------ის“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება N1-1604, რომლითაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ქ. თბილსი, გ-----------იას გ-----------------------–---------–----–----------- ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი 175 კვ.მ. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის გასხვისების ღირებულებაა 250 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2009 წლის 20 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ 44-48)

 

2.8. 2009 წლის 30 დეკემბერს შედგენილი შეთავაზების შედეგად დგინდება, რომ სს ბ--------------–--ის მიერ განისაზღვრა შპს ე---------ის დავალიანების რესტრუქტურიზაციის გეგმა შემდეგი პირობებით:

 

შპს ე---------ის მიერ საკრედიტო დავალიანების დასაფარად უნდა გადახდილიყო 45 000 აშშ დოლარი არაუგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა;

 

უნდა გადახდილიყო სრულად ფიზიკური პირის ქ------–--- ბ------–---ის ვადაგადაცილებული ოვერდრაფტები 4 560.41 ევროს და 6 297.55 ლარის ოდენობით არაუგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა;

 

მოპასუხის სასარგებლოდ ნ----------ში იპოთეკით უნდა დატვირთულიყო 54 500 კვ.მ მიწის ნაკვეთები არაუგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა.

 

ზემოთხსენებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში სს ბ--------------–--ა გამოხატავდა თანხმობას მოეხდინა შპს ე---------ის დარჩენილი საკრედიტო ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია 60 თვის ვადით, წლიური 16%-ის დარიცხვით.

 

ასევე გაუქმებულიყო იპოთეკის უფლება შემდეგ ქონებებზე: ქ. თბილისი, გ-----------იას გ--------; ქ. თბილისი, ა----–ის გ-------–--–-----------------; ქ. თბილისი, ლ----ის ქ N-----------; ქ. თბილისი, ზ------ის ქ---------

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2009 წლის 31 დეკემბრის სს ბ--------------–--ის წერილი (ტომი I, ს.ფ 164)

 

2.9. 2012 წლის 17 მაისს მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ შპს ე---------ის, ი---- ო---–---–ის, ვ-–- შ-------ის, გ--–- ნ----–---–ის, ნ---- ზ--------–---–ის, ლ------ ო---–---–ის, გ------ ლ------ის და ლ---–- დ------–-–---–ის

 

შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2010 წლის 5 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკის უფლება მათ საკუთრებაში არსებულ, სოფელ ნ----------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ 16-35)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა თავდაპირველი სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას. ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის პირველ რიგში, უნდა გამოირკვეს მიყენებული ზიანის რეალობა და მისი ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ამავე მოსაზრებას ანვითარებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი, რომელიც მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის.

 

მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების ან შეთანხმებული პირობის დარღვევის ჩვეულებრივი, ნორმალური და გარდაუვალი შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებითა თუ შეხედულებებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი გონივრულად განსასაზღვრი რისკის ფარგლებში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში განხილვის საგანს წარმოადგენს ზიანის არსებობის ფაქტის დადგენა, ასევე შეფასება ზიანი გამოწვეულია თუ არა სს ბ--------------–--ას მოქმედებით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხის მოქმედების შედეგად ვერ შეძლო უძრავი ქონების გასხვისება და სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელება. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას გასათვალისწინებელია ის, თუ რამდენად მიუთითებენ სარჩელით განსაზღვრული წინაპირობები მოსარჩელის მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობაზე. პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს 2009 წლის 30 დეკემბრის სს „ბ--------------–--ი”-ს შეთავაზების შინაარსზე, რომლის შესაბამისად განისაზღვრა შპს ე---------ის დავალიანების რესტრუქტურიზაციის გეგმა შემდეგი პირობებით: შპს ე---------ის მიერ საკრედიტო დავალიანების დასაფარად უნდა გადახდილიყო 45 000 აშშ დოლარი არაუგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა; უნდა გადახდილიყო სრულად ფიზიკური პირის ქ------–--- ბ------–---ის ვადაგადაცილებული ოვერდრაფტები 4 560.41 ევროს და 6 297.55 ლარის ოდენობით არაუგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა; მოპასუხის სასარგებლოდ ნ----------ში იპოთეკით უნდა დატვირთულიყო 54 500 კვ.მ მიწის ნაკვეთები არაუგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა.

 

მხოლოდ ზემოთხსენებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში სს ბ--------------–--ა გამოხატავდა თანხმობას მოეხდინა შპს ე---------ის დარჩენილი საკრედიტო ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია 60 თვის ვადით, წლიური 16%-ის დარიცხვით. ასევე იღებდა ვალდებულებას გაუქმებულიყო იპოთეკის უფლება შემდეგ ქონებებზე: ქ. თბილისი, გ-----------იას გ--------; ქ. თბილისი, ა----–ის გ-------–--–-----------------; ქ. თბილისი, ლ----ის ქ N-----------; ქ. თბილისი, ზ------ის ქ---------

 

შეთავაზების შინაარსი ცხადყოფს, რომ საკრედიტო ვალდებულების რესტრუქტურიზაცია და უძრავ ქონებებზე (ქ. თბილისი, გ-----------იას გ--------; ქ. თბილისი, ა----–ის გზატკეცილი, კორპ 2, ბ 50; ქ. თბილისი, ლ----ის ქ N-----------; ქ. თბილისი, ზ------ის ქ N5, ბ 57) იპოთეკის უფლების გაუქმება დამოკიდებული გახლდათ თავად შპს „ე---------ის “ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა სს „ბ--------------–--ას“ საპასუხო მოქმდება.

 

დადგენილია, რომ მოცემული პირობებიდან შპს ე---------ის მიერ თანხის გადახდის ვალდებულება არ შესრულდა, შესაბამისად სს ბ-------------–---ს არ წარმოქმნია საპასუხო მოქმედების - უძრავ ქონებაზე იპოთეკის უფლების გაუქმების ვალდებულება.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია თავდაპირველი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებებს შპს ნ-----------ი XII-სთან, რომელთა შინაარსიც ცხადყოფს, რომ მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ უძრავი ქონების სს ბ--------------–--ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვის შესახებ და უფლებრივი ტვირთის არსებობა ქონების გასხვისების დამაბრკოლებელი გარემოება ვერ იქნებოდა. ასევე საყურადღებოა 2010 წლის 20 იანვარს შპს „ე---------ის “ დირექტორს ქ------–--- ბ------–---ს და შპს ლ----ს დირექტორს გ------ ს--–----–---–ს შორის გაფორმებული გარიგების შინაარსიც, რომლის თანახმად, შპს "ლ----" თანახმაა შეიძინოს მესამე პირთა საკუთრებაში არსებული ნ----------ში მდებარე მიწის ნაკვეთები 545000 აშშ დოლარად.

 

აღნიშულთან მიმართებაში სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ხელშეკრულების დადების მონეტისათვის შპს „ლ----ს“ დირექტორი გ------ ს--–----–---–ი. მოწმის ჩვენებით შეთანხმების გაფორმების მომნეტში კომპანიას არ გააჩდა ფინანსური რესურსები, თავისუფალი აქტივები, მიწის ნაკვეთების შესაძენად, თუმცა მათი მხრიდან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები უცხოელ ინვესტორებთან ბიზნესსაქმიანობის განვითარების მიზნით. მოწმე თ-----------------–---–-ს ჩვენებით იგი არის შპს ლ----ს ბუღალტერი და კომპანიაში მუშაობს დაარსების დღიდან. მოწმემ აღნიშნა, რომ კომპანიას ჰქონდა გარკვეული სახის მოგება, თუმცა მას 2010 წლისათვის არ გააჩნდა 545000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები.

 

სასამართლო სხდომაზე შპს "ლ----"-ს ამჟამინდელმა დირექტორმა ლ-–---------–---–მა აღნიშნა, რომ იგი საწარმოს (ლიმონათის ქარხანა) დირექტორი არის 2011 წლიდან. მისი განმარტებით, კომპანიას შესყიდვის დროისათვის გააჩნდა სოლიდური ფინანსური ვალდებულებები, რომლის დაფარვაც მოახდინა პირადად. მისივე მითითებით 2010 წლის მდგომარეობით, მაშინ როდესაც გაფორმდა განზრახულობის ხელშეკრულება, შპს ლ---- ობიექტურად ვერ ექნებოდა ფინანსური შესაძლებლობა მიწის ნაკვეთის შესაძენად გადაეხად 545000 აშშ დოლარი. სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნების განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტების ანალიზის საფუძველზე მიაჩნია, რომ შპს ე---------ს სს ბანკი რესპუბლიკის მოქმედებით მატერიალური ზიანი არ მიუღია. დასახელებული გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება შპს ე---------ს რომელმაც მისი დადასტურება ვერ შეძლო. ამასთან თავდაპირველი მოსარჩელის მიერ ჩამოყალიბებული მოსაზრებანი შპს ე---------ის მიერ 3247788 აშშ დოლარის სავარაუდო მოგების მიღების შესახებ არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ემყარება მოსარჩელე მხარის ვარაუდს და დაუსაბუთებელია.

 

2.11. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სს ბ--------------–--ის შეგებებულ სარჩელში ჩამოყალიბებული მოთხოვნებიც. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ შპს ე---------ს და შპს ლ---- შორის დადებული შეთანხმება განზრახულობის შესახებ თვალთმაქცური ხასიათისაა, იგი რეალურ მიზანს არ ემსახურებოდა, შექმნილი იყო მხოლოდ და მხოლოდ ბანკის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელის აღსაძრავად და დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად მისი ბათილად ცნობა გამორიცხავს ბანკის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ხოლო თავად ხელშეკრულება ინვესტირების შესახებ წარმოადგენს საფუძველს განზრახულობის შესახებ შეთანხმებისა.

 

სასამართლომ მიუთუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე რომლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება), ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, კი, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

 

იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომ სარჩელით შედავებული გარიგებანი მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა მოსარჩელე მხარეს ევალება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დასკვნით მოსარჩელეს თავისი ახსნა-განმარტების გარდა, სხვა ხასიათის მტკიცებულება გარიგებათა მართლწინააღმდეგობის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია რაც თავისთავად სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: ა)გადაწყვეტილების 3.1.3 მითითებული უდავო ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომ თითქოს და მხარეებს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #2---------------------- ხელშეკრულების 4.2;4.3;4.4; მუხლებით დადგენილი იყო უპირობო უფლება, შემკვეთს-მოსარჩელეს მხოლოდ გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე შეეცვალა ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოების შესრულების ვადა, კონკრეტულ შემთვევაში, შეემცირებინა ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოების შესრულების ვადები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მოახდინა მცდარი სამართლებრივი შეფასება.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად სადაო ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მხოლოდ გამოგზავნილი წერილების საფუძველზე გააჩნდა უფლება დაედგინა სამუშაოების შესრულების ახალი შემცირებული ვადები. ასეთი უფლება მოსარჩელეს არ გააჩნდა და მხოლოდ წერილობითი შეტყობინების საფუძველზე მოსარჩელეს არ გააჩნდა უფლება დადგენილად მიეჩნია სამუშაოების შესრულების ახალი ვადები, იმ პირობებში რომ ხელშეკრულებით იყო დადგენილი შესასრულებელი სამუშაოების საერთო ხელშეკრულებით დადგენილი ვადა, რომელიც მხარეს არ დაურღვევია რაც დასტურდება უდავოდ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია ხელშეკრულების დარღვევად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების ობიექტების მიღება-ჩაბარების აქტები, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ არის დადგენილი რომ მხარეს არ დაურღვევია ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოების ვადა.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მოახდინა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც მიღებული გადაწყვეტილება არის იურიდიულად დაუსაბუთებელი.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ მიიღო მცდარი სამართლებრივი შეფასება, არ იმსჯელა სსკ 1;8;398 მუხლებით დადგენილ წესებზე, სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილე მხარეების თანასწორობის საფუძველზე და შეცვლილი გარემოებების შემთხვევაში ხელშეკრულების მონაწილე მხარეების მოქმედების წესებზე. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით არ არის უარყოფილი სსკ 398 მუხლით დადგენილი წესები, შესაბამისად, არც მოსარჩელე მხარეს გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, ცალმხრივად და დაუსაბუთებლად მოეთხოვა შესასრულებელი სამუშაოების ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ მხასრის მიერ არ იქნა დარღვეული ხელშეკრულების პირობები და სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. განჩინების 2.1. – 2.11. პუნტები).

 

4.2. უდავოა, ერთის მხრივ შპს ე---------ს, მისი დირექტორის ქ------–--- ბ------–----ს სახით და მეორეს მხრივ ი---- ო---–---–ს, ვ-–- შ-------ეს, გ--–- ნ----–---–ს, ნ---- ზ--------–---–ს, ლ------ ო---–---–ს, გ------ ლ------ეს და ლ---–- დ------–-–---–ს შორის 2009 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება ინვესტირების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორები ინვესტიციის სახით, კომპანიას სარგებლობაში გადასცემენ ნ----------ში მდებარე თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთებს. ამავე ხელშეკრულების 2.2 პუნქტის 2.2.1 ქ/პუნქტის თანახმად, ინვესტორები ვალდებულნი იყვნენ კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად დააგირავონ, გააქირავონ, იპოთეკით დატვირთონ ან გაასხვისონ მიწის ნაკვეთები და მიღებული შემოსავლები გადასცენ კომპანიას ბიზნეს საქმიანობისთვის.

 

- 2010 წლის 20 იანვარს შპს „ე---------ის “ დირექტორს ქ------–--- ბ------–---ს და შპს ლ----ს დირექტორს გ------ ს--–----–---–ს შორის გაფორმდა განზრახულობის შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმად, შპს "ლ----" შეიძენდა ნ----------ში მდებარე მიწის ნაკვეთები, რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ი---- ო---–---–ის, ვ-–- შ-------ის, გ--–- ნ----–---–ის, ნ---- ზ--------–---–ის, ლ------ ო---–---–ის, გ------ ლ------ის და ლ---–- დ------–-–---–ის საკუთრებაში, სულ 54 500 კვ.მ.

 

- შეთანხმების 2.1 პუნქტის თანახმად, 1 კვადრატული მიწის ნაკვეთის ღირებულებაა 10 აშშ დოლარი, მთლიანობაში შესაძენი უძრავი ქონების ღირებულება შეადგენს 545 000 აშშ დოლარს.

 

- 2009 წლის 30 დეკემბერს შედგენილი შეთავაზების შედეგად დგინდება, რომ სს ბ--------------–--ის მიერ განისაზღვრა შპს ე---------ის დავალიანების რესტრუქტურიზაციის გეგმა შემდეგი პირობებით:

 

შპს ე---------ის მიერ საკრედიტო დავალიანების დასაფარად უნდა გადახდილიყო 45 000 აშშ დოლარი არაუგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა;

 

უნდა გადახდილიყო სრულად ფიზიკური პირის ქ------–--- ბ------–---ის ვადაგადაცილებული ოვერდრაფტები 4 560.41 ევროს და 6 297.55 ლარის ოდენობით არაუგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა;

 

მოპასუხის სასარგებლოდ ნ----------ში იპოთეკით უნდა დატვირთულიყო 54 500 კვ.მ მიწის ნაკვეთები არაუგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა.

 

ზემოთხსენებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში სს ბ--------------–--ა გამოხატავდა თანხმობას მოეხდინა შპს ე---------ის დარჩენილი საკრედიტო ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია 60 თვის ვადით, წლიური 16%-ის დარიცხვით.

 

ასევე გაუქმებულიყო იპოთეკის უფლება შემდეგ ქონებებზე: ქ. თბილისი, გ-----------იას გ---------; ქ. თბილისი, ა----–ის გზატკეცილი, კ----------------; ქ. თბილისი, ლ----ის ქ N-----------; ქ. თბილისი, ზ------ის ქ---------

 

- 2012 წლის 17 მაისს მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ შპს ე---------ის, ი---- ო---–---–ის, ვ-–- შ-------ის, გ--–- ნ----–---–ის, ნ---- ზ--------–---–ის, ლ------ ო---–---–ის, გ------ ლ------ის და ლ---–- დ------–-–---–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2010 წლის 5 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკის უფლება მათ საკუთრებაში არსებულ, სოფელ ნ----------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე.

 

- 2009 წლის 20 თებერვალს შპს „ე---------სა“ და შპს „ნ-----------ის“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება N1-1605, რომლითაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილსში, გ-----------იას გ---------------–-----------–- მდებარე 223.00 კვ.მ სარდაფი. ნასყიდობის საგნის გასხვისების ღირებულებაა 150 000 აშშ დოლარი.

 

- 2009 წლის 20 თებერვალს შპს „ე---------სა“ და შპს „ნ-----------ის“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება N1-1604, რომლითაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისი, გ-----------იას გ-----------------------–---------–----–----------- ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი 175 კვ.მ. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის გასხვისების ღირებულებაა 250 000 აშშ დოლარი.

 

4.3. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დგინდება, რომ თავდაპირველი სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სწორედ ამიტომ სამართალწარმოების პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ოდენობის მართლზომიერი დაანგარიშების მნიშვნელობის თვალსაზრისით სააპელაციო პალატა მოიხმობს საქარველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში გაკეთებულ განმარტებებს, რომლებიც შეეხება კრედიტორის სასარგებლოდ ზიანის დაკისრების წარმოშობის საფუძვლებს და მიუღებელი შემოსავლის დაანგარიშების პერიოდს. საქმეზე №ას-459-438-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი, საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012).

 

ამდენად, კრედიტორს გააჩნია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ხელშეკრულების დარღვევისათვის, თუმცა, ზიანის ოდენობის დაანგარიშების მიზნისათვის მთავარია ვალდებულების დარღვევის პერიოდი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხის მოქმედების შედეგად ვერ შეძლო უძრავი ქონების გასხვისება და სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელება. 2009 წლის 30 დეკემბრის სს „ბ--------------–--ი”-ს შეთავაზების შესაბამისად განისაზღვრა შპს ე---------ის დავალიანების რესტრუქტურიზაციის გეგმა შემდეგი პირობებით: შპს ე---------ის მიერ საკრედიტო დავალიანების დასაფარად უნდა გადახდილიყო 45 000 აშშ დოლარი არაუგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა; უნდა გადახდილიყო სრულად ფიზიკური პირის ქ------–--- ბ------–---ის ვადაგადაცილებული ოვერდრაფტები 4 560.41 ევროს და 6 297.55 ლარის ოდენობით არაუგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა; მოპასუხის სასარგებლოდ ნ----------ში იპოთეკით უნდა დატვირთულიყო 54 500 კვ.მ მიწის ნაკვეთები არაუგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა.

 

მხოლოდ ზემოთხსენებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში სს ბ--------------–--ა გამოხატავდა თანხმობას მოეხდინა შპს ე---------ის დარჩენილი საკრედიტო ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია 60 თვის ვადით, წლიური 16%-ის დარიცხვით. ასევე იღებდა ვალდებულებას გაუქმებულიყო იპოთეკის უფლება შემდეგ ქონებებზე: ქ. თბილისი, გ-----------იას გ--------; ქ. თბილისი, ა----–ის გ-------–--–-----------------; ქ. თბილისი, ლ----ის ქ N-----------; ქ. თბილისი, ზ------ის ქ---------

 

შესაბამისად, საკრედიტო ვალდებულების რესტრუქტურიზაცია და უძრავ ქონებებზე იპოთეკის უფლების გაუქმება დამოკიდებული იყო შპს „ე---------ის “ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა სს „ბ--------------–--ას“ საპასუხო მოქმდება.

 

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. საგულისხმოა, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა წანამძღვრის მტკიცების მოვალეობა მოსარჩელეს ეკისრება და სარჩელის პერსპექტივა გარკვეულ ასპექტში დამოკიდებულია სწორედ მტკიცების ტექნიკაზე.

 

ნიშანდობლივია რომ მიდგომა განსხვავებულია ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანთან, რაც განპიროპობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, ყიდვითი უნარიანობის მაღალი ხარისხით, რაც ყველა შემთხვევაში, ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით.

 

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans).

სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის სამართლებრივი საკითხებისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ას-459-438-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი, სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის - 3 247 788 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 7000 ლარის ოდენობით რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ე---------ისის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

3. შპს „ე---------ის“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია 7000 ლარის ოდენობით.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები გელა ქირია

 

ოთარ სიჭინავა