განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 0202--418700062548
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ-679-18 01 აგვისტო 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე(მომხსენებელი): მოსამართლეები: სხდომის მდივანი: ირმა პერანიძე სიმონ ჩხაიძე ნანა კალანდაძე ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი დ/მ გარეშე მესამე პირი - - - - - - თ----------------, ს---------------- ხ----------------- თ---------------, მ--------------–---–--, ე-–----- და-----ი ს-------- რ--------- ერ-------–ი სა--------ს ს--------–--- რეგიონალური ოფისი რ--------------–-–--- კ-----------, მ----------, ჯ--------------
დავის საგანი - საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობა; ს-------- რეესტრში უძრავ ქონებაზე საკუთრებიის უფლების რეგიტრაციის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება, ს-------- რეესტრში შემდეგ უძრავ ქონებებზე მოპასუხეთა საკუთრების სარეგისტრაციო ჩანაწერების ბათილად ცნობა: ს/კ 4----------------------------------------------------------------------------------- და ს-------- რ--------- დავალდებულება, ჩანაწერების ბათილად ცნობის შემდეგ, გადასცეს ამ ქონებაზე სათანადო დოკუმენტაცია აღიარების კომისიაში მისი დაკანონების მიზნით წარსადგენად.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელეთა მითითებით, საკუთრებაში გააჩნიათ უძრავი ქონებები მდებარე, ზ----------------------------------ა. მათ საკუთრებას ესაზღვრება სახელმწიფოს მიწის ნაკვეთები, რომლითაც ხანგრძლივი დროით სარგებლობენ. მათ სარგებლობაში მყოფ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, ზუგდიდის რაიონული გამგეობის აღიარების კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტების ს-------- რეესტრიდან გამოთხოვის დროს შეიტყვეს, რომ მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია თ---------------ს, მისი მეუღლის-მ--------------–---–--ს და შვილის-ე-–-----ი და-----ის საკუთრებაში. თ---------------ს საკუთრების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ნ------ და-----ის მემკვიდრეობა, თუმცა იგი არ წარმოადგენდა ნ------ს კომლის წევრს და არც სადავო მიწის ნაკვეთები შედიოდა სამკვიდრო მასაში. გარდა ამისა, სამკვიდრო მოწმობის აღების დროს, თ.და-----მა ნოტარიუსს დაუმალა სხვა მემკვიდრეთა არსებობის თაობაზე. ე-–-----ი და-----ის და მ------- და-----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საკომლო წიგნის ჩანაწერებზე გაცემული საარქივო ცნობა, რაც არასწორ მონაცემებს შეიცავს. ამდენად, გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე, მოპასუხეები დაეუფლენ მოსარჩელეთა სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, რის გამოც მოსარჩელეებმა ვეღარ მოახერხეს აღიარების კომისიის მეშვეობით, ამ ქონებაზე საკუთრების უფლების დადგენა. მოპასუხის, თ---------------ს, მ--------------–---–--ს, ე-–----- და-----ის პოზიცია: მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ თ--------------- იზრდებოდა მამიდასთან-ნ------ და-----თან, რომლის კანონისმიერ მემკვიდრესაც წარმოადგენს. სადავო მიწის ნაკვეთებზე უფლების რეგისტრაცია განხორციელებულია კომლის ქონებაზე საარქივო ცნობის საფუძველზე, რომელსაც ფაქტობრივად ფლობენ კიდეც მოპასუხეები. კომლის ქონებაზე მოსარჩელეებს რაიმე უფლება არ გააჩნიათ, რაც გამორიცხავს რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერის ბათილად ცნობას. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის პოზიცია: კ-----------მ და ჯ---- და-----მა მხარი დაუჭირეს სასარჩელო მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. თ----------------ს და ს----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2015 წლის 11 მაისს, თ----- და-----ის სახელზე გაცემულია №--------- სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ამ უკანასკნელმა მიიღო 03.04.2003 წელს გარდაცვლილი მამიდის, ნორა და-----ის სამკვიდრო სრულად, მათ შორის, 0--------- წლის №-------------05 საარქივო ცნობაში მითითებული, ზუგდიდის რაიონის სოფელ ერ-----ში მდებარე 10000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (მრავალწლიანი ნარგავები) №4----------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი, რაც სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ს-------- რეესტრში დარეგისტრირდა თ---------------ს საკუთრებაში. 2.2. ზუგდიდის ადგილობრივ არქივში დაცული, სოფელ ერ-----ს საკრებულოს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია თ---------------, ხოლო 2001-2005 წლებში, მასთან ერთად კომლში ირიცხება მ------- და-----ი (კვ----–---–-ა). 1996-1997 წლებში და 2001-2005 წლებში კომლს ერიცხება 1,25 ჰა მიწის ფართობი. 2.3. აღნიშნული საარქივო ცნობის საფუძველზე, მოპასუხე თ---------------ს და მ--------------–---–--ს თანასაკუთრებაში დარეგისტრირდა შემდეგი უძრავი ქონებები: 1) 05.07.2016 წელს 2500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების №4----------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი (ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №-------------03 გადაწყვეტილება); 2) 27.06.2016 წელს, 2500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების №4----------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი (ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №-------------03 გადაწყვეტილება); 3) 06.04.2016 წელს, 764- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების №4----------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი (ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №-------------04 გადაწყვეტილება) 2.4. ზუგდიდის ადგილობრივ არქივში დაცული, სოფელ ერ-----ს საკრებულოს 2001-2005 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ე-–-----ი თ-----ის ძე და-----ი. 2001-2004 წლებში, კომლს ერიცხება 1,25 ჰა მიწის ფართობი, რომელზედაც განთავსებულია №1 შენობა-ნაგებობა, 133,67 კვ.მ. განაშენიანების ფართით. აღნიშნული საარქივო ცნობის საფუძველზე, 26.04.2016 წელს, ს-------- რეესტრში ე-–----- და-----ის საკუთრებაში დარეგისტრირდა №4----------- საკადასტრო კოდის 11505 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობით (ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №8-------------- გადაწყვეტილება). 2.5. ზუგდიდის რაიონის სოფელ ერ-----ში მდებარე 34603 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №4-----------) ს-------- რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელე თ----------------ს სახელზე. რეგისტრაციას საფუძვლად უდევს, 13.03.2015 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. 2.6. მოსარჩელე ს----------------ს, ასევე მესამე პირების: კ-----------ს, მ----------ს და ჯ--------------ს თანასაკუთრებაში რეგისტრირებულია №4----------- საკადასტრო კოდის, 12 505 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობით. 2.7. მოსარჩელე თ----------------ს საკონტაქტო პირმა, ე-------- გა-------ამ, 20.09.2016 წელს №224956/17 განცხადებით მიმართა ს-------- რ--------- ერ-------– სა--------ს და მოითხოვა, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზით და ელექტრონული ვერსიით წარდგენილი, თ----------------ს კუთვნილი, №4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, უძრავი ნივთის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია. ე-------- გა-------ას ს-------- რ--------- ერ-------–ი სა--------ს 2016 წლის 23 სექტემბრის №2----- წერილით ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილ საკადასტრო ნახაზზე მონიშნული უძრავი ნივთი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ერ-----) უძრავ ნივთებზე უფლებათა რ--------- მონაცემებით, ზედდებაშია თ---------------ს საკუთრებაში არსებულ და ს-------- რეესტრში №4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ განმარტა: ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საკომლო წიგნში მოპასუხეთა ჩანაწერების ბათილად ცნობა. კომლის ქონების აღრიცხვისა და კომლის წევრთა შორის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები, სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს მიეკუთვნება. საკომლო წიგნის ჩანაწერების განხორციელება, მათში ცვლილების შეტანა სამოქალაქო კანონმდებლობით რეგულირდება. შესაბამისად, დავაც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით წყდება. წინამდებარე სარჩელი წარმოდგენილია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რითაც სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირება დაუშვებელია და გამორიცხავს ამ მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას. 2.9. ს-------- რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე სასამართლომ აღნიშნა: „ს-------- რ--------- შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას კანონით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტი წარმოშობს. ნივთზე (ანუ ზოგადად), როგორც კომლის საერთო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და კეთდება აღნიშვნა კომლის წევრთა საერთო საკუთრების შესახებ. კომლის წევრთა, უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, ასევე წარმოებს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა საკუთრებაში უძრავი ქონების რეგისტრაციის თაობაზე, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმალურად სწორია, მიღებულია კანონის შესაბამისად, ვინაიდან, საფუძვლად უდევს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საარქივო ცნობა საკომლო ჩანაწერების შესახებ და სამკვიდრო მოწმობა. 2.10. ს-------- რეესტრში უფლების რეგისტრაციის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ობიექტი, თუ იგი არღვევს სხვა პირთა უფლებებს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ ისინი თვითნებურად დაეუფლნენ სადავო მიწის ნაკვეთებს და მოპასუხეთა სახელზე რეგისტრაციით შეილახა მათი უფლება, მიმართონ სათანადო ორგანოებს მიწის ნაკვეთების გადაფორმების მიზნით. შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ მიეცათ შესაძლებლობა დაედასტურებინათ ზემოთ ხსენებული გარემოებები სათანადო მტკიცებულებებით. კონკრეტულ ვითარებაში, მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა მოპასუხე ფიზიკური პირების სახელზე რეგისტრირებული მონაცემების უზუსტობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. მოსარჩელეს არ მიუთითებია, თუ სადავო აქტების მიღების დროს, კანონით დადგენილი, რომელი მოთხოვნა დაირღვა მოპასუხეთა მიერ. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. 2.11. ვინაიდან, საკითხი ეხება საკუთრების უფლებას და გასაჩივრებულია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, აუცილებელია დადგინდეს მოსარჩელეთა რეალური ინტერესი დავის საგნის მიმართ, კერძოდ, აკმაყოფილებენ თუ არა მოსარჩელეები დაინტერესებული პირის სტატუსს, რასაც მოსარჩელეებმა თავი ვერ გაართვეს, რაც ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტთა განმარტებით, გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებაში სასამართლომ არასწორად აღნიშნა, რომ დავის საგანს წარმოადგენდა საკომლო წიგნის ჩანაწერების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რაც სამოქალაქო სამართლის განხილვის საგანია. სასარჩელო მოთხოვნის გრაფაში დაფიქსირებულია, რომ ისინი ითხოვდნენ ს-------- რ--------- ჩანაწერების ბათილად ცნობას, ვინაიდან უძრავი ქონების მფლობელების სახელი, გვარი და საკადასტრო მონაცემები არასწორად იქნა დარეგისტრირებული, რამაც გამოიწვია ზედდება მოსარჩელე მხარესთან. სარჩელით, კომლის ჩანაწერის ბათილად ცნობა დაყენებული არ ყოფილა. 3.2. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ თ---------------ს, თითქოსდა "კომლით" მიღებული მიწის ნაკვეთი და "მემკვიდრეობით" მიღებული მიწის ნაკვეთი, ფაქტობრივად მდებარე---------------------------------------------------------------- დ------–-----–---------, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ნ------ და-----ისგან მიღებული მემკვიდრეობა, რომელსაც ის ფლობს ათწლეულებია, დაყო ორ ნაწილად და იმავე მისამართზე, როგორც კომლის წევრობით მიღებული მიწის ნაკვეთის ერთი ნაწილი დაარეგისტრირა თავისი შვილის - ე-–----- და-----ის კომლად, ხოლო მეორე ნაწილი დაარეგისტრირა საკუთრი თავის და მეუღლის - მ--------------–---–--ს კომლად. შემდგომ, ისარგებლა იმ მომენტით, რომ თ----------------ს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი არ იყო ელექტრონულად დარეგისტრირებული ს-------- რეესტრში, გააკეთა ცარიელი მიწის საკადასტრო ნახაზი და დაარეგისტრირა, როგორც მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთი. 3.3. მოსამართლემ არასწორად დაადგინა, თითქოსდა, თ----------------მ ვერ დაადასტურა სადავო მიწის მფლობელობა, მაშინ როდესაც, საქმეში დევს თ----------------ს მეუღლის - ნ---- გა-------ას სახელზე შედგენილი იჯარის ხელშეკრულება, სადავო და მიმდებარე ტერიტორიების ფლობაზე. 3.4. ს-------- რეესტრში დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებში, თ----- და-----ზე და მ--------------–---–--ზე უფლების დამადასტურებელ გრაფაში მითითებულია საარქივო ცნობა კომლის შემადგენლობის შესახებ, სადაც კომლის წევრად მოხსენიებულია თ--------------- და მ------- და-----ი, ხოლო უძრავი ქონება დარეგისტრირებულია თ----- და-----ზე და მ--------------–---–--ზე. გაუგებარია, ვინ არის მ------- და-----ი, თუ კომლის წევრად ჩაწერილია ის, მაშინ, რატომ დარეგისტრირდა მ--------------–---–--ს სახელზე, რაც ამ ჩანაწერის ბათილობის მოტივია, 3.5. მოსამართლე შეეხო სადავო მიწის ნაკვეთების მართლზომიერ და არამართლოზომიერ ფლობას, განმარტა მათი სტატუსი და აღნიშნა, რომ „პირი დაუფლებული უნდა იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე მფლობელობას, თუმცა ეს ფაქტი მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურესო. სასამართლოს არ გაურკვევია, რომ მართალია, ს-------- რეესტრში მფლობელად თ--------------- ჩანს, თუმცა მის ფაქტიურ მფლობელობას ვერ ახორციელებს, რადგან ამ მიწის ნაკვეთს ყოველთვის ფლობდა ს----------------, რომელმაც გაანაშენიანა ეს ფართობი მრავალწლიანი ნარგავებით, ხოლო თ--------------- ვერ შედის ამ ნაკვეთზე, რადგან იცის, რომ არ არის მისი ნაკვეთის მომიჯნავე. 3.6. სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, რამაც ფაქტების არასწორი დადგენა განაპირობა. 3.7. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს-------- რეესტრს თ----- და-----მა უფლების დამადასტურებელი არასწორი დოკუმენტაცია მიაწოდა, ხოლო რ--------- მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მოუთხოვნელობით, უფლების დამდგენ დოკუმენტებში არსებული შეცდომების გამოუსწორებლობით, მართლზომიერი მფლობელის ვინაობის დაუდგენლობით (კომლის ჩანაწერი მ------- და-----ზე და რ--------- რეგისტრაცია მ--------------–---–--ზე), მოხდა ს-------- რ--------- მიერ არასწორი გადაწყვეტილების მიღება, რაც საფუძვლად დაედო თ---------------ს, მ--------------–---–--ს და ე-–----- და-----ის საკუთრებაში უძრავი ქონების რეგისტრაციას. ამ ფაქტობრივმა ვითარებამ, ხელი შეუშალა მოსარჩელეებს მათი ქონების დარეგისტრირებაში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. სასარჩელო მოთხოვნისა და საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ უძრავ ქონებაზე მოპასუხეთა საკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერების ბათილად ცნობის თაობაზე, თ----------------ს და ს----------------ს სარჩელი აღიარებითია. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლომ, პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე (იხ.სუსგ სამოქალაქო საქმე N ას-1132-1065-2015, 03.05.2016წ; სამოქალაქო საქმე N №ას-196-185-2017, 05.05.2017წ.). 4.3. კანონის დანაწესიდან გამომდინარე (სსკ-ის 180-ე მუხლი), სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარასებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს (აღიარებითი მოთხოვნა). მითითებული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია, არა ზოგადად, მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია და უფლების სადავოობის აღმოფხვრა, შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. 4.4. მიკუთვნებითი (აღსრულებითი), გარდაქმნითი სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია, უკვე დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს, მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება მას ამ უფლებაში (იხ. სუსგ ას 148-138-2015-ბ, 27.11.2015), ამასთან, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს. გადაწყვეტილების შედეგად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა“ (იხ. სუსგ № ას-1061-1001-2015, 29.12.2015). გასათვალისწინებელია, რომ აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია სარჩელის აღძვრა ვალდებულების შესრულების თაობაზე, ე.ი. თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ეს უკანასკნელი კრიტერიუმი განპირობებულია საპროცესო ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა (იხ. სუსგ 148- 138-2015-ბ, 27.11.2015). 4.5. მოცემულ საქმეზე, როგორც სარჩელით, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 01 აგვისტოს მთავარ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელეები სადავო მიწის ნაკვეთების მფლობელები არიან, თუმცა საკუთრების უფლება ამ ქონებაზე რეგისტრირებული არ აქვთ და მოპასუხეთა საკუთრებაში მისი რეგისტრაციით შელახულია მათი, როგორც მფლობელების უფლება. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შემდგომში მიმართავენ ზუგდიდის რაიონული გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვენ, სადავო მიწის ნაკვეთებზე, როგორც სახელმწიფო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას. ამდენად, მოსარჩელეთა მითითებით, მათი უფლება უკვე დარღვეულია და სადავო ქონების მიმართ მათი იურიდიული ინტერესის (საკუთრების უფლების აღიარება/გადაცემა) დაკმაყოფილებისათვის სარჩელის წარდგენის დროისათვის მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი იყო, თუმცა, სხვა საკითხია რამდენად წარმატებული იქნებოდა სარჩელი, ვინაიდან, როგორც მოსარჩელეებმა მიუთითეს, მოპასუხეთა საკუთრებაში უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის შედეგად, ეს ქონება სახელმწიფო საკუთრებად ჩაითვლება და ამ ქონებაზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარება დამოკიდებული იქნება სახელმწიფოს ნებაზე, ასევე მოთხოვნის გამომრიცხავი, შემწყვეტი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობაზე. 4.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ სარჩელი წარმოდგენილია დავისადმი მოსარჩელის ნამდვილი იურიდული ინტერესის დასაბუთების გარეშე, რის გამოც არ არსებობს მოცემული სარჩელის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი და იგი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმის წარმოების პირველივე (დასაშვებობის შემოწმების) ეტაპზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი სააპელაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ. 4.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, არ გამოიყენა საპროცესო ნორმა, სსკ-ის 186.1 „ბ“ მუხლი და ნაცვლად თ----------------ს და ს----------------ს სარჩელის მიღებაზე უარის თქმისა, დასაშვებად ცნო ისეთი აღიარებითი სარჩელი, როდესაც გამოკვეთილი არ ყოფილა მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, არც საქმის არსებითად განხილვისას არ გამოიყენა სსსკ-ის 187.2 მუხლი და არ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 372-ე, 385-ე, 393.3-ე, 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნტის და 187.2-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და თ----------------ს და ს----------------ს სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია. სააპელაციო სასამართლო იმავდროულად განუმარტავს მოსარჩელეს, რომ სარჩელის განუხილველად დატოვება ხელს არ უშლის განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე მოთხოვნით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და მიაჩნია, რომ თ----------------ს და ს----------------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და თ----------------ს და ს----------------ს სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველი.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, აპელანტის მოთხოვნა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის- 150 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ----------------ს და ს----------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. თ----------------ს და ს----------------ს სარჩელი დარჩეს განუხილველი;
4. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მოსამართლეები: ირმა პერანიძე სიმონ ჩხაიძე ნანა კალანდაძე