განაჩენი

სისხლის სამართლის 31.08.2018
საქმის ნომერი
010141318700065769
ინსტანცია
თარიღი
31.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700065769

საქმე №1აგ/503-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 სექტემბერი, 2018წ. ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მაია თეთრაული

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

რევაზ ნადარაია

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ----------–----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ----------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აპრილის განაჩენით:

გ----------–----–---–ს (დაბადებული 1----–-–----------ს, პ/ნ 0----------) მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების (დეზომორფინი - წონით 0,0000516 გრამი) უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4(ოთხი) წელი და 6(ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2018 წლის 23 აგვისტოს მსჯავრდებულ გ----------–----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ----------------ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის წონით 0,00009 გრამი, დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული გ----------–----–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის - წონით 0,0000516 გრამის, უკანონო შეძენა და შენახვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან.

 

ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა 0,00009 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ შეძენა, შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მსჯავრდებული გ----------–----–---–ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.

 

ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი (ყველა ნაწილი) სანქციის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით; ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი განსაზღვრულია ამ კოდექსის 55-ე მუხლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან დღეს მოქმედი კანონმდებლობით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე და განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, გ----------–----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან და მის მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თოთხმეტ წლამდე და წარმოადგენდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

 

ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ----------–----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ----------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აპრილის განაჩენში.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ----------–----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ----------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

გ----------–----–---–ის ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და გ----------–----–---–ი გათავისუფლდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აპრილის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/

 

მოსამართლეები: /გ. ჯეირანაშვილი/

 

/რ. ნადარაია/