განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.08.2018
საქმის ნომერი
060210018002207329
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
31.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 060210018002207329

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-604-2018 21 აგვისტო, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - ე---------------------, ა------- ბ---------, მ------ შ-----–--, ქ------- ნ-----

წარმომადგენელი - მ--–------------------ე

მოწინააღმდეგე მხარე - მ-----–- ბ---------

წარმომადგენელი - ა---------–------------ე

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ-----–- ბ---------ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს ე---------------------ს, ა------- ბ---------ს, მ------ შ-----–--ს და ქ------- ნ-----ს აეკრძალათ მ-----–- ბ---------სთვის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. სამტრედია ჭ-------ის ქ. N31. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. დადგენილია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ 2003 წლის 11 ნოემბერს N2/ბ - 358 სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ-----–- ბ---------ს სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად დაკმაყოფილდა მ-----–- ბ---------ს სარჩელი საზიარო უფლების გაუქმების შესახებ და საერთო საკუთრებაში მყოფი ეზოს გაყოფა მოხდა იმდაგვარად, რომ მ-----–- ბ---------ს გამოეყო „ბ“ და „დ“ ნაკვეთები საერთო ფართით 41.65 კვ.მ. 2.2. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს 2003 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი 2004 წლის 15 ივლისს და სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი 2012 წლის 28 სექტემბერს. 2.3. დადგენილია, რომ ყოფილი მისამართი სამტრედია ჭ-------ის ქ.N21 არის ამჟამინდელი სამტრედია ჭ-------ის ქ.N31. 2.4. დადგენილია, რომ სამტრედია ჭ-------ის ქ. N31-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს ა------- ბ---------ს, მ-----–- ბ---------ს და ნ----- ბ---------ს საკუთრებას, მათ შორის 41.65 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ირიცხება მ-----–- ბ---------ს სახელზე, 54.19 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ირიცხება ა------- ბ---------ს სახელზე. ამავე მისამართზე მდებარე შენობა ნაგებობა 24.3 კვ.მ საკუთრების უფლებით ირიცხება ნ----- ბ---------ს სახელზე. 2.5. უდავოა, რომ მოსარჩელე მ-----–- ბ--------- და მოპასუხეები ა------- ბ---------, ე---------------------, მ------ შ-----–--, ქ------- ნ----- ცხოვრობენ სამტრედია ჭ-------ის ქ.N31-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. 2.6. დადგენილია, რომ სამტრედია ჭ-------ის ქ. 31-ში მდებარე უძრავი ქონებაზე ა------- ბ---------ს, მ-----–- ბ---------ს და ნ----- ბ---------ს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება 1-97, დამოწმების თარიღი 22.01 2004წ, ნოტარიუსი მ.გოგოლაძე და გადაწყვეტილება N2/ბ-358 დამოწმების თარიღი 11/11/2003, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო. 2.7. უდავოა, რომ მოპასუხეები წინააღმდეგნი არიან და არ აძლევენ საშუალებას მ-----–- ბ---------ს თავისი შეხედულებისამებრ, როგორც საკუთარი გამოიყენოს სამტრედია ჭ-------ის ქ. N31-ში მდებარე ეზოს სამხრეთ დასავლეთ ნაწილში ჭ-------ის ქუჩაზე გამავალი ღობიდან ჩრდილოეთის მიმართულებით 5.5 მ-ის შემდეგ ჭ-------ის ქუჩაზე გამავალი ღობის პარალელურ ხაზში მდებარე მიწის ნაკვეთი ფართით 23.56კვ.მ. 2.8. დადგენილია, რომ სამტრედია ჭ-------ის ქ.N31-ში მდებარე მიწის ნაკვეთი 41.65 კვ.მ ფართი, რომლით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთას ითხოვს მოსარჩელე წარმოადგენს მ-----–- ბ---------ს საკუთრებას. 2.9. დადგენილია, რომ მოპასუხეების მხრიდან ადგილი აქვს მ-----–- ბ---------სთვის თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობაში ხელშეშლას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მათი ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. რაც შეეხება ხელშეშლის ფაქტს, გამოხატულს მოპასუხეთა მხრიდან მ-----–- ბ---------სთვის მიწის ნაკვეთის თავისი შეხედულებისამებრ გამოყენებაში, აღნიშნული უდავოდ იქნა დადასტურებული მოპასუხეების მიერ თავის ახსნა-განმარტებაში, სადაც მიუთითეს, რომ წინააღმდეგნი არიან მ-----–- ბ---------მ გამოიყენოს იგი როგორც საკუთარი, რადგან მიაჩნიათ, რომ იგი არ წარმოადგენს ამ უკანასკნელის საკუთრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. 2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. 2.13. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება 41.65 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლით სარგებლობაში ხელშეშლას აქვს ადგილი მოპასუხეთა მხრიდან წარმოადგენს მოსარჩელე მ-----–- ბ---------ს საკუთრებას. 2.14. მოსარჩელე მხარემ შეძლო მტკიცების ტვირთის რეალიზება. შესაბამისად. მ-----–- ბ--------- წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს ხელის შემშლელ პირებს მოპასუხეებს ე---------------------ს, ა------- ბ---------ს, მ------ შ-----–--ს, ქ------- ნ-----ს მოქმედების აღკვეთა, კერძოდ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.სამტრედია ჭ-------ის ქ.N31.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ე---------------------მ, ა------- ბ---------მ, მ------ შ-----–--მ და ქ------- ნ-----მ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. არასწორად დაადგინა პირველი ინსტანციის სასამართლომ 3.2.1. პუნქტით, რომ 41.5 კვ.მ. ფართი წარმოადგენს მ-----–- ბ---------ს საკუთრებას. აღნიშნული ფართი არ წარმოადგენს მ-----–- ბ---------ს საკუთრებას და საკუთრებასთან დაკავშირებით არ არსებობს საჯარო რეესტრის ამონაწერი. მართალია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოხდა მხარეებს შორის ფართის გაყოფა, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და გასულია გადაწყვეტილების აღსრულებისათვის კანონით დადგენილი 10 წლიანი ვადა, საჯარო რეესტრის ამონაწერით მიწის ნაკვეთო წარმოადგენს საერთო საკუთრებას და ინდივიდუალურად საქმეში მონაწილე მხარეებისათვის, მათ შორის მ-----–- ბ---------სათვის (სადაო 41.65 კვ.მ) გამოყოფილი არ ყოფილა. გასაგებია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოა მხარეებისათვის, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება საკუთრებასთან დაკავშირებით წარმოადგენს უფლებას, რომელიც საკუთრების წარმოშობისათვის, ან თუნდაც იდეალურ საკუთრებაში არსებული ფართის რეალურად გამოყოფასთან დაკავშირებით უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ე.ი. უნდა აღსრულდეს, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია და არც ნატურით არ არის მხარეებს შორის გამოყოფილი ფართი, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საერთო საკუთრებას დღესაც. 3.2. არასწორად დაადგინა პირველი ინსტანციის სასამართლომ 3.2.2. პუნქტით, რომ თითქოსდა აპელანტების მხრიდან ადგილი აქვს მ-----–- ბ---------სათვის მიწის ნაკვეთით სარგებლობაში ხელის შეშლას. ასევე სასამართლოს მიერ ზედაპირულად იქნა გადმოცემული 3.1.7. პუნქტში, რომ თითქოს უდაოა 23.56 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოყენებისათვის ხელის შეშლა. საინტერესოა, რას გულისხმობს სასამართლო ხელის შეშლაში და რა სურს მოსარჩელე მხარეს, როგორც გადაწყვეტილების 1.1. პუნქტში არის მითითებული, მოსარჩელეს სურს ააშენოს სავაჭრო ჯიხური, რის უფლებასაც ნამდვილად არ მისცემენ, რადგან აღნიშნული 41.65 კვ.მ. საჯარო რეესტრის ამონაწერით არ არის მოსარჩელე მხარის ინდივიდუალური საკუთრება, იგი საერთო საკუთრებაა და მასზე მაღაზიის აშენების უფლებას არ მისცემენ, რადგან იზღუდება აპელანტების საკუთრების უფლება. მოსარჩელეს იმ შემთხვევაში ექნება სავაჭრო ჯიხურის აშენების უფლება, თუ კონკრეტული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში მის ინდივიდუალურ საკუთრებაში, ხოლო საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ნამდვილად არ არიან თანახმა მხოლოდ მისთვის, ინდივიდუალურად სავაჭრო ჯიხური აიშენოს, ხოლო აპელანტებს დაერღვეთ საკუთრების უფლება. გაუგებარია სასამართლოს პოზიცია 311-ე მუხლის გამოყენებისას, რადგან სწორედ საჯარო რეეეტრის ამონაწერის მიხედვით არ წარმოადგენს სადაო მიწა მოსარჩელე მხარის ინდივიდუალურ საკუთრებას და იგი საერთო საკუთრებას წარმოადგენს, ამდენად სავაჭრო ჯიხურის აშენებისათვის ხელის შეშლით რატომ ილახება მოსარჩელე მხარის უფლება გაუგებარია. 172-ე მუხლი, რომელიც ხელშეშლის აღკვეთას არეგულირებს, ითვალისწინებს მესაკუთრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთას და არა საერთო საკუთრებაში არსებულ ნივთზე იმ კუთხით, რომ მოსარჩელემ მასზე სავაჭრო ფართი ააშენოს და ამით შეზღუდოს სხვა თანამესაკუთრეების საკუთრების უფლება. აღნიშნულის შესაძლებლობას გადაწყვეტილებაში მითთითებული მუხლები არ იძლევა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ კუთხით არასწორად იქნა განმარტებული სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ პირველ გადაწყვეტილებაში და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ერთიდაიგივე მხარეები არ მონაწილეობენ და წინა გადაწყვეტილებას 106-ე მუხლის თანახმად პრეიდიციული ძალა არ გააჩნია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ სამტრედიაში, ჭ-------ის ქ. N21-ში მდებარე 41,65 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ეკუთვნის მ-----–- ბ---------ს. 4.2. ეს ფართი მ-----–- ბ---------ს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით მიეკუთვნა. 4.3. კერძოდ, ამ გადაწყვეტილებით მ-----–- ბ---------ს სადავო მიწის ნაკვეთიდან გამოეყო „გ“ და „დ“ ნაკვეთები, ე.ი. ორი ნაკვეთი, 41,65 კვ.მ. ფართით. 4.4. აპელანტები მოსარჩელეს ამ ნაკვეთზე ნაგებობის აშენებაში ხელს უშლიან. 4.5. მხარეები არ დავობენ, რომ ზემოხსენებულ ქონებას მისამართი შეეცვალა და, ამჟამად, მისი მისამართი ჭ-------ის 31-ია. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.6.1. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი. 4.7. პალატა არ იზიარებს აპელანტების პოზიციას იმის თაობაზე, რომ სადავო ქონება მხარეთა თანასაკუთრებაა. 4.7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება. 4.7.2. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი მ-----–- ბ--------- 41,65 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ინდივიდუალური მესაკუთრეა. 4.7.3. ამ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად საჯარო რეესტრში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 11 ნოემბრის N2/ბ-358 გადაწყვეტილებაა მითითებული. 4.7.4. ეს ნიშნავს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება აღსრულდა და მ-----–- ბ--------- სწორედ ამ გადაწყვეტილებით მიკუთვნებული ფართის მესაკუთრედ დარეგისტრირდა. 4.7.5. გადაწყვეტილებაში მოსარჩელისათვის მიკუთვნებული ნაკვეთის საზღვრები მითითებულია. 4.7.6. ასევე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 125), რომლითაც მისი იდენტიფიკაცია არის შესაძლებელი. 4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 4.8.1. აპელანტებს საჯარო რეესტრის მონაცემები სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსათვის ის ფაქტები არ მიუთითებიათ, რომლებიც სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრებას გამორიცხავდა. 4.9. ამრიგად, პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად დაადგინა, რომ სადავო ქონება მოსარჩელის ინდივიდუალური საკუთრება იყო. 4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). 4.10.1. ამ ნორმის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია კუთვნილი ნაკვეთით საკუთარი შეხედულებისამებრ ისარგებლოს, მათ შორის მასზე ააშენოს ნაგებობა. 4.10.2. უდავოა, რომ აპელანტები მას ამაში ხელს უშლიან. აღნიშნულ გარემოებას ისინი არ უარყოფენ და ადასტურებენ კიდეც. 4.10.3. ამის შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ აპელანტებს მოსარჩელისათვის საკუთრებით სარგებლობაში ხელის შეშლა სავსებით მართებულად აუკრძალა. 4.11. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით, მეზობელი ნაკვეთების მესაკუთრეებმა ერთმანეთს პატივი უნდა სცენ. 4.11.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლის თანახმად, კი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა. 4.11.2. თუმცა აპელანტებს არ წარმოუდგენიათ არც-ერთი მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელის მიერ მათი უფლებების არამართლზომიერად შელახვა დადასტურდებოდა. 4.11.3. აღნიშნული მხარეთა შორის დავის საგანი არც ყოფილა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მიხედვით, კი სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. 4.12. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. ე---------------------ს, ა------- ბ---------ს, მ------ შ-----–--სა და ქ------- ნ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე