განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.06.2018
საქმის ნომერი
330210017002121446
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
18.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002121446

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/2514-18 18 ივნისი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი – ნათია გუჯაბიძე,მოსამართლეები – გოდერძი გიორგიშვილი, ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი - დ----------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ-----–----------

 

მესამე პირი - ს-------–---–--------------------------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ალიმენტის გადახდის დაკისრება, წარსული დროის ალიმენტის გადახდევინება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში, არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1. მოპასუხე დ----------–---–-სათვის არასრულწლოვანი შვილის, ბ--------–---–ის (დაბადებული 2----–-–---------–-სს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 250 ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; მოპასუხე დ----------–---–-სათვის არასრულწლოვანი შვილის, ბ--------–---–ის სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის სახით 2015 წლის სექტემბრის თვიდან 2017 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით ყოველთიურად 165 ლარის, სულ 3960 გადახდის დაკისრება; 2----–-–---------–-სს დაბადებული ბ--------–---–ის საცხოვრებელ ადგილად, მოსარჩელის - ნ-----–----------ს - საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა; მოპასუხე დ----------–---–-სათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, არასრულწლოვანი ბ--------–---–ის მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში, ამ უკანასკნელის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ-----–----------ს (პირადი N-----------) სარჩელი; დ----------–--ლს (პირადი N-----------) დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - ბ--------–---–ის (დაბადებული 2----–-–---------–-სს; პირადი N-----------) -სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა სარჩელი აღძვრიდან - 2----–-–---------------------- მის სრულწლოვანების მიღწევამდე; არ დაკმაყოფილდა ნ-----–----------ს (პირადი N-----------) მოთხოვნა წარსული დროის ალიმეტის გადახდის დაკისრების შესახებ; არასრულწლოვანი ბ--------–---–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის, ნ-----–----------ს (პირადი N-----------), საცხოვრებელი ადგილი - ამ უკანასკნელის საქართველოში მუდმივად ცხოვრების შემთხვევაში; დ----------–--ლს (პირადი N-----------) შეეზღუდა მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის - ბ--------–---–ის (დაბადებული 2----–-–---------–-სს; პირადი N-----------) - მიმართ პასპორტის აღების და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში. კერძოდ, ნ-----–---------- (პირადი N-----------) უფლებამოსილია. არასრულწლოვანი შვილი - ბ--------–---–ი (დაბადებული 2----–-–---------–-სს; პირადი N-----------) - გაიყვანოს/შემოიყვანოს სწავლისგან მოუწყვეტლივ (იგულისხმება სკოლის სასწავლო რეჟიმი) საზღვარგარეთ - ე-------- ტერიტორიაზე (მათ შორის თ---------- ტერიტორიის ჩათვლით) ზაფხულის არდადეგებზე (ივლისის-აგვისტოს თვეში) არაუმეტეს ერთი თვის ვადით, ზამთრის არდადეგებზე (დეკემბერ-იანვრის თვეში) - არაუმეტეს 10 (ათი) დღით არასრულწლოვანის წაყვანის და უკან საქართველოში დაბრუნების ვალდებულებით. ზაფხულის არდადეგებზე ნ-----–----------ს მხრიდან შვილის ბ--------–---–ის გაყვანა მოხდეს ივლის-აგვისტოს თვეში, რომლის არჩევის უფლება მიენიჭოს დედას, ნ-----–-----ურს. დედის, ნ-----–----------ს მიერ არასრულწლოვანი შვილის ბ--------–---–ის საზღვარგარეთ გაყვანის შემათხვევაში, ნ-----–---------- ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია აცნობოს დ----------–---–-ს საკომუნიკაციო საშუალებით („სმს“ გზავნილის სახით) არასრულწლოვანი საზღვარგარეთ გაყვანამდე არანაკლებ ორი კვირით ადრე.

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-5, მე-8, მე-9, მე-18-ე და 27-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1202-ე, 1205-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლების საფუძველზე.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა დ----------–--ლმა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო კოლეგიის 2018 წლის 7 მარტის #2/27220-17 გადაწყვეტილების სარეზოლუციო 1.1; 1.3 და 1.4. ნაწილი, უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლომ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება რადგან:

 

6. სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტში არ არის მითითებული და დაზუსტებული, არასრულწლოვნის მამასთან, დ----------–--ლთან ყოფნის პერიოდში, უნდა იქნეს თუ არა გადახდილი ალიმენტი, რადგან ამავე სარეზოლუციო 1.3 გადაწყვეტილების შესამაბისად, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია დედის საცხოვრებელი ადგილი იმ პირობით, თუ დედა ნ-----–---------- მუდმივად იცხოვრებს საქართველოში. აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ბავშვი ფაქტობრივად უნდა იმყოფებოდეს მამასთან, სანამ დედა, მუდმივად არ იცხოვრებს საქართველოში და დ----------–--ლს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაეკისროს ალიმენტი, თუ ბავშვი დედასთან იცხოვრებს.

 

7. სარეზოლუციო 1.3. ნაწილი უნდა გაუქმდეს და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი - ყ-----–-- რაიონის სოფელი შ--–---- რადგან არსებობს მრავალი ფაქტობრივი გარეომოება, რომლის მიხედვითაც ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესია, რომ ცხოვრებდეს მამის ოჯახში. კერძოდ: მოწმის - ბავშვის ბებიის, ლ--–--–-------რის ჩვენებით, სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ მოსარჩელე, ნ-----–---------- მანამდე ვერ ჩამოვა საქართველოში საცხოვრებლად, სანამ იპოთეკით დატვირთულ მის საცხოვრებელ სახლს არ გამოიხსნის კრედიტორისაგან. სასამართლოზე გაირკვა, რომ ნ-----–-----ურმა თვითონ არ იცის ზუსტად, როდის ჩამოვა საქართველოში მუდმივად და როდის შეძლებს შვილზე ზრუნვას, ხოლო დ----------–--ლმა კი, ზუსტად იცის, რომ უახლოეს პეროდში შეძლებს საქართველოში ცხოვრებას.

 

8. სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (---------------- სოციალურ მუშაკს სრულყოფილად რომ შეესწავლა ბავშვის ბებიის(თბილისში), ბიძის და რძლის და არა დედის, საცხოვრებელი პირობები, დაასკვნიდა, რომ ბ---- აღზრდისათვის არ არსებოს პირობები, უფრო მეტიც, - ბავშვის იქ ყოფნა გაუსაძლისია შემდეგი გარემოებების გამო: 1. ოჯახში ცხოვრობს 6 წევრი ბ---- ჩათვლით - ბებია, ბიძა, ბიცოლა, 6 თვის და 12 წლის ბავშვები და არა ნ-----–----------. ოჯახს აქვს ერთი საძინებელი, მისაღები და ლოჯია, ბ---- სძინავს ლოჯიაში, სადაც დამონტაჟებულია გამათბობელი, რომელიც ათბობს მთლიან სახლს, რის გამოც ბავშვისათვის გაუსაძლისია სიცხეში ყოფნა და ძილი, ამასთან ერთად, აქვე დგას მაცივარი, რომლის ხმაურიც ღამე ბავშვისათვის ასევე გაუსაძლისია.

 

9. ბავშვის ბებია, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული ბ---- აღზრდაზე, დედის საზღვარგარეთ ყოფნის გამო, მუშაობს ბაზარში მოვაჭრედ. იგი მთელი კვირა დილის 7 საათიდან საღამოს 10 საათამდე გასულია და ფაქტობრივად ვერ იცლის ბავშვის აღზრდისათვის. ამიტომაცაა, რომ ბავშვმა კითხვაც არ იცის ნორმალურად; ბავშვს დღემდე ესაჭიროება ბრტყელტერფიანობის გამო სუპინატორების მოხმარება, რომელიც მამამ სპეციალურად დაამზადებინა მისთვის, მაგრამ, რადგან ბავშვი მეთვალყურეობის გარეშეა დარჩენილი, არ იყენებს სუპინატორებს, რაც საბოლოოდ მის ჯანმრთელობაზე აისახება. ბიცოლა, რომელიც ერთადერთი ქალია დარჩენილი ოჯახში და ზრდის 6 თვის და 12 წლის ბავშვს შეუძლებელია ბ--------–---–ზე იზრუნოს ისე, როგორც მშობელი იზრუნებს, მით უფრო, რომ მას არც აუღია ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალურ მუშაკს ბავშის საყოფაცხოვრებო გარემო შესწავლილი აქვს ზედაპირულად, მხოლოდ, ოჯახის წევრების მიერ მიღებული არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, რის გამოც სასამართლო შეყვანილია შეცდომაში.

 

10. სარეზოლუციო ნაწილის 1.3 პუნქტით სასამართლომ ბ--------–---–ის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრა დედის ნ-----–----------ს საცხოვრებელი ადგილი - ამ უკანასკნელის საქართველოში მუდმივად ცხოვრების შემთხვევაში. სარეზოლუციო ნაწილში მითითებული არ არის, ნ-----–----------ს საქართველოში მუდმივად ჩამოსვლამდე, ბავშვი მამასთან უნდა იმყოფებოდეს თუ არა. ვინიდან სააღსრულებო ფურცელი მხოლოდ კრედიტორზე გაიცემა, მოცემულ შემთხვევაში დ----------–--ლს ბავშვის საცხოვრებლად წაყვანის სამართლებრივად იძულებითი ბერკეტი (სააღსრულებო ფურცელი) არ გააჩნია, რაც საბოლოოდ იმოქმედებს ბავშვის ინტერესებზე (ოჯახში აღზრდის უპირატესობა).

 

11. სარეზოლუციო ნაწილით დ----------–--ლს დაუსაბუთებლად შეეზღუდა მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლება შვილის ბ--------–---–ის მიმართ პასპორტისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს რადგან, დ----------–--ლს არასოდროს უთქვია უარი ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე. ნ-----–-----ურს, არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია იმისა, რომ ოდესმე დ----------–--ლს უარი ეთქვას ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე. აპელანტი სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, ნ-----–----------ს მხრიდან გაჟღერდა, რომ მას სასამართლოს გადაწყვეილებით უფლება აქვს, ბავშვი გაიყვანოს საზღვარგარეთ და არ გამორიცხავს, რომ შვილთან ერთად საერთოდ აღარ ჩამოვიდეს საქართველოში. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ნ-----–-----ურმა ბავშვი აღარც დააბრუნოს საქართველოში. დ----------–---–- კი პირადად იღებს პასუხისმგებლობას ბავშვის საზღვარგარეთ დედასთან ჩაყვანა-ჩამოყვანაზე.

 

12. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელე მხარე არ ზღუდავს მამა-შვილის ურთიერთობას. სასამართლო პროცესზე მოწმემ - ლ--–--–-------რმა (ბავშვის ბებიამ) - აღიარა, რომ დ----------–--ლს არ მისცა შვილთან ურთიერთობის ულება. ამასთან ერთად პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესების დასრულებამდე და დღემდე დ----------–--ლს არაერთხელ შეეშალა ხელი შვილთან ურთიერთობაში, რაც ბევრჯერ გაჟღერდა სასამართლო პროცესზე. მიუხედავად ბავშვის დიდი სურვილისა, არდადეგების პერიოდებში მას ყოველთვის ეზღუდებოდა მამასთან ურთიერთობის უფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნების დასაბუთება

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის „ე1“ პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

15. მოსარჩელე ნ-----–---------- და მოპასუხე დ----------–---–- 2----–-–----ნ იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------–-სს შეეძინათ შვილი ბ--------–---–ი. ბავშვის დაბადების ადგილია ი----–---

 

16. 2015 წლის სექტემბრის თვიდან მხარეთა შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია, ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე ნ-----–---------- იმყოფება ი----–-ის სახელმწიფოში, იგი პერიოდულად ჩამოდის საქართველოში;

 

17. მხარეთა შეთანხმებით, არასრულწლოვანი ბ---------–--ლი 2010 წლის სექტებრის თვეში საცხოვრებლად გამოამგზავრეს საქართველოში. ბ--------–---–ი ხუთი წლის ასაკამდე ცხოვრობდა და იზრდებოდა მამიდასთან, ე---------------–---–---- და მამიდაშვილთან ერთად. არასრულწლოვანი ბ--------–---–ი 2013 წლის სექტემბრის თვიდან 2014 წლის ივნისამდე ირიცხებოდა შ--–------- ბაგა-ბაღში; არასრულწლოვანი 2015 წლის სექტემბრის თვიდან ძირითადად ცხოვრობს მოსარჩელე ნ-----–----------ს დედასთან, ლ--–--–-------რთან თბილისში.

 

18. 2017 წლის 9 ოქტომბერს არასრულწლოვანი ბ--------–---–ის დედამ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოპასუხე დ----------–---–-სათვის ალიმენტის დაკისრებისა და მშობლის უფლების შეზღუდვასთან ერთად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად მოსარჩელის ნ-----–----------ს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მოითხოვა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.

 

19. აპელანტი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მშობლის უფლების შეზღუდვისა და არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში და მოითხოვს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმებას და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის - ყ-----–--------------------–--–--–---- განსაზღვრას.

 

20. საქმის მასალების შესწავლისა და ანალიზის, ასევე, მიღებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საპროცესო-სამართლებრივ წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

21. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.

 

22. კონტინენტური ე-------- სამართლის სისტემაში არსებობს სრული კონსესუსი იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც უკავშირდება ბავშვებს, მათი საუკეთსო ინტერესები პირველხარისხოვანი მნიშვნელობის უნდა იყოს. აღნიშნული დადასტურებულია ასევე, 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით, საქმეზე „ს.ლ. და ჯ.ლ. ხორვატიის წინააღმდეგ“, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები“ სამმაგი კონცეფციის სახით განმარტა. აღნიშნული კონცეფციის თანახმად: ა) თუ გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს სხვადასხვა ინტერესები უპირისპირდება, ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა, რომ გარანტირებულად და უპირატესად მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და გათვალისწინებულ იქნეს; ბ) თუ სამართლებრივ ნორმას ერთზე მეტი განმარტება შეიძლება მიეცეს, არჩეულ უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე ეფექტურად ემსახურება. (განმარტების ფარგლებს გვთავაზობს ის უფლებები, რომლებიც კონვენციასა და დამატებით ოქმებშია მოცემული); გ) ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეფასდეს ბავშვის ინტერესებზე ამ გადაწყვეტილების შესაძლო ზეგავლენის შედეგები (დადებითი თუ უარყოფითი) და გადაწყვეტილებაში პირდაპირ უნდა აისახოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები უპირატესად შეფასდა და მხედველობაში იქნა მიღებული.

 

23. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, რა დროსაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა თავად არასრულწლოვანი ბავშვის პოზიცია სადავო საკითხისადმი.

 

23.1 სააპელაციო პალატას მის მიერ არასრულწლოვანი ბ--------–---–ის გამოკითხვის საფუძველზე, დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ მომენტში ბავშვის სურვილია, იცხოვროს მამასთან. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანის გასაუბრებისას შექმნა უშუალო და ნეიტრალური გარემო და მხოლოდ, ბავშვისათვის თავისუფალი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის უზრუნველყოფის შემდეგ, დასვა შეკითხვები სადავო საკითხებთან მიმართებაში, რაზედაც არასრულწლოვანმა სრულიად გულწრფელად და თავისუფლად გამოხატა თავისი შინაგანი ნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან მიმართებაში. მისი განმარტებით, ის ერთნაირად პოზიტიურად არის განწყობილი ორივე მშობლის მიმართ, თუმცა ისურვებდა, რომ ეცხოვრა მამასთან, რადგან იქ ჰყავს მეგობრები და ყოველთვის სიხარულით ჩადის სოფელში.

 

24. პალატა აღნიშნავს, რომ პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი უზრუნველყოფს პირის უფლებას, მიმართოს სასამართლოს დარღვეული ან სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად. ამასთან, პირს ევალება, სწორად ჩამოაყალიბოს მოთხოვნა და ის მიზანი, რომლის მიღწევაც გადაწყვეტილებით სურს. გარდა ამისა, სარჩელი გამართული უნდა იყოს მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრითაც, რაც იმას გულისხმობს, რომ სამართლებრივი შედეგი და ამ შედეგის ფაქტობრივი წინაპირობები უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან.

 

24.1. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სარჩელი აღძრულია ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის - დედის მიერ, მაგრამ სადავოა თავად ბავშვის სოციალური უფლებების განკარგვის საკითხი. ამდენად, დავა საოჯახო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს საპროცესო სამართლის იმ ნორმებით, რომლებიც ითვალისწინებენ ასეთი დავების განხილვის თავისებურებებს (სსსკ-ის XLIII თავი) და არ არის შეზღუდული რაიმე ფარგლებით.

 

25. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც აპელანტის ინტერესია, რომ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი - ყ-----–-- რაიონის სოფელი შ--–----

პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს მითითებული მოთხოვნით სარჩელი სარჩელის ფორმით არ აღუძრავს, თუმცა შესაგებელში მკაფიოდ არის გამოხატული მისი მოთხოვნა, რომ სურს, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნული გარემოების, ასევე არასრულწლოვანის ერთმნიშვნელოვანი პოზიციის (მუდმივად იცხოვროს მამასთან) და ბავშვის ინტერესებზე ამ გადაწყვეტილების შესაძლო ზეგავლენის შედეგების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ, საოჯახო ურთიერთობიდან გამომდინარე დავების განხილვისას მისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, ბავშვის მამას უნდა მისცეს შესაძლებლობა, დააზუსტოს მოთხოვნა, მათ შორის, - შეგებებული სარჩელის წარმოდგენის თვალსაზრისით.

 

პალატა განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეზე სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით განსაზღვროს საქმეზე დასადგენ გარემოებათა წრე. აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უნდა გამოერკვია, ხომ არ გულისხმობდა მამის შესაგებლის პოზიცია დამოუკიდებელი მოთხოვნის აღძვრის წინაპირობას და მხოლოდ ამ საკითხის გამორკვევის შემდეგ უნდა გადაეწყვიტა, მიეცა თუ არა მოპასუხისათვის შეგებებული სარჩელის კანონით დადგენილი წესით აღძვრის შესაძლებლობა.

 

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს რა სააპელაციო წარმოების წესსა და ფარგლებს, ამავდროულად იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის დასაბუთება შეამოწმოს მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და იმ მტკიცებულებებით, რომლებიც წარდგენილი იყო და შემოწმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტების თანახმად: „..მხარეთა აქტიურობა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფილი და ეფექტურია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მხარეთა აქტიურობა შეზღუდულია თვით სააპელაციო სამართალწარმოების შეზღუდვის გამო. ამ მოსაზრების ნათელ დადასტურებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 380-ე, 381-ე, 382-ე, 384-ე მუხლები, რომლებიც ფაქტობრივად გამორიცხავს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელმეორედ განხილვის შესაძლებლობას და ადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მკაცრად შეზღუდულ ფარგლებს“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე # ას-121-117-2016, 17 მარტი 2016).

 

27. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზედაც დამყარებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მათი სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების სისწორე. აღნიშნულით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დამკვიდრებულია არასრული (შეზღუდული) აპელაციის სახე, რა დროსაც სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უნდა შემოწმდეს. საქმის წარმოების ამ ეტაპზე ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენას კანონი მხოლოდ განსაზღვრული პირობების არსებობისას უშვებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი), შესაბამისად, კანონის ეს დანაწესი განაპირობებს სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს, რაც არ მოიცავს გადაწყვეტილი დავის ხელახალი განხილვის შესაძლებლობას.

 

29. აქედან გამომდინარე, პალატა შეზღუდულია, თავად განუსაზღვროს აპელანტს ( მოპასუხეს)ა განჩინების 25-ე პუნქტში მითითებული პროცესუალური შესაძლებლობა, რადგან სარჩელის(შეგებებული სარჩელის) აღძვრა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.

 

30. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ საქმე უნდა დაბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად, რათა გამოკვლეულ იქნას ახალი სასარჩელო მოთხოვნის (შეგებებული სარჩელის) აღძვრის წინაპირობები და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ინტერესებით უნდა იხელმძღვანელობს, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბავშვის ასაკი, ის სოციალური და ყოფითი გარემო, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა, მისი ცხოვრების წესი და რაც უმთავრესია, თავად არასრულწლოვანის სურვილი და დამოკიდებულება დედისა და მამის საცხოვრებელი ადგილების მიმართ.

 

ამდენად, არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას მიზანშეწონილია ორივე კანონიერი წარმომადგენლის, როგორც დედის, ისე - მამის, სარჩელი ერთდროულად იქნეს განხილული.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

31. დ----------–---–-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულო ნაწილში, ანუ, გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტისა ( ამ ნაწილში გადაწყვეტილება არცერთი მხარის მიერ არ გასაჩივრებულა), და საქმე მოსამზადებელი ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

საპროცესო ხარჯები

 

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. დ----------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება, გარდა მისი სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტისა და საქმე მოსამზადებელი ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ნათია გუჯაბიძე

მოსამართლეები: ვანო წიკლაური

გოდერძი გიორგიშვილი