განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010202517700045540
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
საქმე №2ბ/5907-17
“19” ივნისი, 2018 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი
განმცხადებელი - ანნა ც----ე
წარმომადგენელი - გიორგი ტიკაძე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „აქ-----“, შპს „ს----------–--- საც----------–ი კომპლექსი“, ამხანაგობა „ა----- პა-–--ი 2“
განმცხადებლის მოთხოვნა:
1. განიმარტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2015წ. გადაწყვეტილება იმგვარად, რომ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა----- პა-–--ი 2“ და მისი დამფუძნებლები შპს „ა----- +“ და შპს „ს----------–--- საც----------–ი კომპლექსი“ წარმოადგენენ ერთ მოვალე სუბიექტს;
2. დადგინდეს მოვალეთა: შპს „აქ-----“-სა და შპს „ს----------–--- საც----------–ი კომპლექსის“ უფლებამონაცვლე პირი და ასეთად ჩაითვალოს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა----- პა-–--ი 2“;
3. გაიცეს საააღსრულებო ფურცელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2015წ. გადაწყვეტილებაში დასახელებულ მოვალეთა: შპს „აქ-----“-სა და შპს „ს----------–--- საც----------–ი კომპლექსის“ უფლებამონაცვლე პირის - ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა----- პა-–--ი 2“-ის საწინააღმდეგოდ (იხ.: განცხადება, ტ.3, ს.ფ.1-3).
პალატამ გამოარკვია:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2015წ. გადაწყვეტილებით:
1. შპს „აქ-----“-ის და შპს „ს----------–--- საც----------–ი კომპლექსის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.05.2014წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც: შპს „ა----- +“-ს და შპს ”ს----------–--- საც----------– კომპლექსს” ანნა ც----ის სასარგებლოდ დაეკისრა 67 410,24 აშშ დოლარის გადახდა; 67 410,24 აშშ დოლარის წლიური 9 პროცენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა 2012 წლის 25 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 27 590 აშშ დოლარისა; 3150 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღურებლად (სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს ”ა----- +”-ს და შპს ”ს----------–--- საც----------– კომპლექსს” ანნა ც----ის სასარგებლოდ დაეკისრათ 63 443 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ეროვნულ ვალუტაში.
4. შპს ”ა----- +”-ს და შპს ”ს----------–--- საც----------– კომპლექსს” ანნა ც----ის სასარგებლოდ დაეკისრათ 63 443 აშშ დოლარის წლიური 9 პროცენტის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტის გადახდა 2012 წლის 25 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 27 590 აშშ დოლარისა.
5. შპს ”ა----- +”-ს და შპს ”ს----------–--- საც----------– კომპლექსს” ანნა ც----ის სასარგებლოდ დაეკისრათ პირველი ინსტანციის სასამართლო ბაჟის ნაწილის ანაზღურება 2870.05 ლარის ოდენობით.
6. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.05.2014წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
7. ანნა ც----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივრებზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 413 ლარის ოდენობით.
8. შპს ”აქ-----”-ს და შპს ”ს----------–--- საც----------– კომპლექსს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივრებზე გადასახდელი გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 6587 ლარის ოდენობით (ტ.2, ს.ფ. 138-161).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2015წ. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.12.2015წ. განჩინება, ტ.2, ს.ფ. 259-276).
12.10.2017წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მომართა ანნა ც----ის წარმომადგენელმა და მოითხოვა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2015წ. გადაწყვეტილება განიმარტოს იგვარად, რომ იმა „ა----- პა-–--ი 2“ და მისი დამფუძნებლები შპს ”ა----- +” და შპს ”ს----------–--- საც----------– კომპლექსი” წარმოადგენენ ერთ მოვალე სუბიექტს.
2. დადგინდეს მოვალეთა: შპს ”ა----- +”-ის და შპს ”ს----------–--- საც----------–ი კომპლექსის” უფლებამონაცვლე პირი და ასეთად ჩაითვალოს იმა „ა----- პა-–--ი 2“.
3. გაიცეს სააღსრულებო ფურცელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2015წ. გადაწყვეტილებაში დასახელებულ მოვალეთა შპს ”ა----- +”-ის და შპს ”ს----------–--- საც----------– კომპლექსის” უფლებამონაცვლე პირის - იმა „ა----- პა-–--ი 2“-ის საწინააღმდეგოდ (ტ.3, ს.ფ. 1-4).
სააპელაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ განცხადებას, შეისწავლა საქმის მასალები, მიაჩნია, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
დადგენილია, რომ 10.12.2012წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ანნა ც----ემ მოპასუხეების: იმა „ა----- პა-–--ი 2“-ის დამფუძნებლების: შპს „ს----------–--- საც----------–ი კომპლექსის“ და შპს „ა----- +“-ის მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლის და თანხის დაკისრების მოთხოვნით (ტ.1, ს.ფ.1-17). მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა მესაკუთრე იმა „ა----- პა-–--ი 2“-ს აკრძალვოდა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი:0-----------------------33) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (ტ.1, ს.ფ. 10,11).
19.12.2012წ. მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნა და იმ საფუძვლით, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 0-----------------------33 აღარ რეგისტრირდებოდა, მოითხოვა იმა „ა----- პა-–--ი 2“-ს აკრძალვოდა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 0------------------------8) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (ტ.1, ს.ფ.114-117).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.12.2012წ. განჩინებით მოსარჩელე ანა ც----ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ''ა----- პა-–--ი - 2-ს'' (ს/კ 2-------1) აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე - ქალაქი თბილისი, ქუჩა სულხან ც--–--ე, №26, ფართი (მშენებარე), სადარბაზო 1, სართული 15, I ბლოკი, ბინა №1- 38, ფართი 162.83 კვ.მ, საკადასტრო კოდი №0------------------------8-ის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა (ტ. 1, ს.ფ. 118-122).
12.04.2013წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს ''ს----------–--- საც----------–ი კომპლექსის'' წარმომადგენელმა და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა. განმცხადებელმა განმარტა, რომ უძრავი ქონება, რომლის მიმართაც იყო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, იმა ''ა----- პა-–--ი - 2“-მა უნდა გადასცეს თავის დამფუძნებელ წევრს შპს ''ს----------–--- საც----------– კომპლექსს'' ამ უკანასკნელის მიერ ამხანაგობის წინაშე შესასრულებელი ვალდებულების სანაცვლოდ. ასეთი ვალდებულება შპს ''ს----------–--- საც----------– კომპლექსს'' აქვს შესრულებული, შესაბამისად, ვინაიდან იგი არის ხსენებული ქონების ფაქტიური მესაკუთრე, უზრუნველყოფის საგანი უნდა შეიცვალოს (ტ.1, ს.ფ. 245-248).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.05.2013წ. განჩინებით:
1. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
2012 წლის 19 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ''ა----- პა-–--ი - 2- ს'' (ს/კ 2-------1) აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე - ქალაქი თბილისი, ქუჩა სულხან ც--–--ე, №26, ფართი (მშენებარე), სადარბაზო 1, სართული 15, I ბლოკი, ბინა №1-38, ფართი 162.83 კვ.მ, საკადასტრო კოდი №0------------------------8-ის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
2. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ''ა----- პა-–--ი - 2-ს'' (ს/კ 2-------1) აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე - ქალაქი თბილისი, ქუჩა - სულხან ც--–--ე №26, ფართი (მშენებარე), სართული 3, 5 ბლოკი, ბინა №8-02, ფართი 83,65 კვ.მ, საკადასტრო კოდი №0-----------------------02 -ის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
3. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ''ა----- პა-–--ი - 2-ს'' (ს/კ 2-------1)
აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე - ქალაქი თბილისი, ს----------–--- 34, ფართი (მშენებარე), სართული 1, 8 ბლოკი, კომერციული ფართი 8-1, ფართი 747,17 კვ.მ, საკადასტრო კოდი №0--------------------01 -ის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა (ტ.1, ს.ფ. 294-299).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 05.06.2013წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეს წარმომადგენელმა გიორგი ტიკაძემ იშუამდგომლა სარჩელის დამატებითი უზრუნველყოფის შესახებ (იხ.: სხდომის ოქმზე თანდართული განცხადება, ტ.1, ს.ფ. 310,311). განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმა ,,ა----- პა-–--ი 2”-ს არაკეთილსინდისიერი ქმედების საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებების განხილვის სტადიაზე გასხვისებული იქნა 747,17 კვ.მ კომერციული ფართი, რომელსაც ყადაღა დაედო 2013 წლის 27 მაისის განჩინებით (საკადასტრო კოდი №0--------------------01), შესაბამისად, განჩინების აღსრულება ვერ განხორციელდა. ასევე გამოირკვა, რომ 83,65 კვ.მ საც----------– ფართზე (საკადასტრო კოდი N №0-----------------------02) რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში მოპასუხე იმა”ა----- პა-–--ი 2”-ის საკუთრების უფლება, მაგრამ მე-5 ბლოკი, რომელშიც განთავსებულია აღნიშნული ფართი, აშენებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა აკრძალვოდა შპს ''ს----------–--- საც----------–ი კომპლექსს'' 2005 წლის 08 სექტემბერს მასსა და შპს ,,აქ-----”-ს შორის გაფორმებული ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მისაღები 1500 კვ.მ ფართიდან 300 კვ.მ ფართის გასხვისება, დაგირავება და სხვა სახით უფლებრივად დატვირთვა, მათ შორის რომელიმე ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება (იხ.: სხდომის ოქმზე თანდართული განცხადება, ტ.1, ს.ფ. 310,311).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.06.2013წ. განჩინებით:
1. მოსარჩელე ანნა ც----ის წარმომადგენლის გიორგი ტიკაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
2. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს ''ს----------–--- საც----------– კომპლექსს” (ს/კ 2--------) აეკრძალა მასსა და შპს ,,აქ-----”-ს შორის 2005 წლის 08 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისაღები 1500 კვ.მ ფართიდან 300 კვ.მ ფართის მიღების უფლების რეალიზაცია, გასხვისება, დაგირავება და სხვა სახით უფლებრივად დატვირთვა.
3. 2005 წლის 08 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმა ,,ა----- პა-–--ი - 2”-ს (ს/კ 2-------1) აეკრძალა შპს ''ს----------–--- საც----------–ი კომპლექსი“-სათვის გადასაცემი 1500 კვ.მ ფართიდან 300 კვ.მ ფართის შპს ''ს----------–--- საც----------–ი კომპლექსი''-სათვის და სხვა პირებისათვის გადაცემა, ასევე ამ ფართის უფლებრივად დატვირთვა (ტ.1, ს.ფ. 345-350).
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარმოადგინეს როგორც იმა „ა----- პა-–--ი 2“-მა (ტ.1, ს.ფ.362-364), ისე მოპასუხე შპს ''ს----------–--- საც----------–ი კომპლექსის“ დირექტორმა (ტ.1, ს.ფ.378-381).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.06.2013წ. განჩინებით:
1. იმა ,, ა----- პა-–--ი 2”-ის და შპს ''ს----------–--- საც----------–ი კომპლექსის“ საჩივრები დაკმაყოფილდა.
2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 05 ივნისის განჩინება.
3. ანნა ც----ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო იმა ”ა----- პა-–--ი-2”-ის საკუთრებაში არსებულ ორ უძრავ ნივთს მდებარეს შემდეგ მისამართზე:
- ქ. თბილისი, ს----------–--- ქუჩა #34, კომერციული ფართი #6-2 (მშენებარე), საკადასტრო კოდი: #01.10.17.002.006.04.06.002 და ქ. თბილისი, ს----------–--- ქუჩა #34, კომერციული ფართი #6-1 (მშენებარე) საკადასტრო კოდი #0------------------------- (ტ.1, ს.ფ. 386-392).
აღნიშნული განჩინება საჩივრით გასაჩივრდა ანნა ც----ის წარმომადგენლის გიორგი ტიკაძის მიერ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.07.2013წ. განჩინებით ანნა ც----ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ივნისის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტ.1, ს.ფ. 443-448).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.09.2013წ. განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.06.2013წ. განჩინება და საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.06.2013წ. განჩინებაზე იმა ,, ა----- პა-–--ი 2”-ს და შპს ''ს----------–--- საც----------–ი კომპლექსის“ საჩივრების განხილვის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში (ტ.1, ს.ფ. 456-462).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.10.2013წ. განჩინებით შპს ''ს----------–--- საც----------–ი კომპლექსის“ და იმა ,, ა----- პა-–--ი 2”-ის საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.06.2013წ. განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტ.1, ს.ფ. 467-472).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.12.2013წ. განჩინებით იმა ,, ა----- პა-–--ი 2”-ის და შპს ''ს----------–--- საც----------–ი კომპლექსის“ საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.06.2013წ. განჩინება (ტ.1, ს.ფ. 478-486).
ამდენად, ფაქტობრივად, საქმეზე შენარჩუნებულ იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება იმგვარად, რომ დაცული ყოფილიყო შპს ''ს----------–--- საც----------–ი კომპლექსის“ მიერ იმა ,, ა----- პა-–--ი 2”-ისაგან მისაღები 300 კვ.მ ფართი, ანუ ფართი, რომელიც მას, როგორც ერთ-ერთ დამფუძნებელს და არც ერთ სხვა პირს, უნდა მიეღო ამხანაგობისაგან და რომელიც სარჩელის დაკმაყოფილების და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა მოხმარებოდა შპს ''ს----------–--- საც----------–ი კომპლექსის“ ვალდებულების დაფარვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.05.2014წ. გადაწყვეტილებით:
1. ანნა ც----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. შეწყდა 2007 წლის 08 ნოემბრის №აპ2-282 ხელშეკრულება ანნა ც----ესა და იმა ”ა----- პა-–--ი-2”-ს შორის.
3. შპს ”ა----- +”-ს და შპს ”ს----------–--- საც----------– კომპლექსს” ანნა ც----ის სასარგებლოდ დაეკისრათ 67410,24 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის გადახდა ეროვნულ ვალუტაში.
4. შპს ”ა----- +”-ს და შპს ”ს----------–--- საც----------– კომპლექსს” ანნა ც----ის სასარგებლოდ დაეკისრათ 67410,24 აშშ დოლარის წლიური 9 პროცენტის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში, 2012 წლის 25 დეკემბრიდან, გადაწყვეტილების მეორე პუნქტის აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 27 590 აშშ დოლარისა.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმე არსებითად განხილულ იქნა მოპასუხეების შპს ”ა----- +”-ის და შპს ”ს----------–--- საც----------–ი კომპლექსის” მიმართ, სწორედ მათ წინააღმდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და სწორედ მათ გაასაჩივრეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.07.2015წ. გადაწყვეტილებით:
1. შპს „ა----- +“ ის და შპს „ს----------–--- საც----------–ი კომპლექსის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.05.2014წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც: შპს „ა----- +“-ს და შპს ”ს----------–--- საც----------– კომპლექსს” ანნა ც----ის სასარგებლოდ დაეკისრა 67 410,24 აშშ დოლარის გადახდა; 67 410,24 აშშ დოლარის წლიური 9 პროცენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა 2012 წლის 25 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 27 590 აშშ დოლარისა; 3150 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად (სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს ”ა----- +”-ს და შპს ”ს----------–--- საც----------– კომპლექსს” ანნა ც----ის სასარგებლოდ დაეკისრათ 63 443 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ეროვნულ ვალუტაში.
4. შპს ”ა----- +”-ს და შპს ”ს----------–--- საც----------– კომპლექსს” ანნა ც----ის სასარგებლოდ დაეკისრათ 63 443 აშშ დოლარის წლიური 9 პროცენტის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტის გადახდა 2012 წლის 25 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 27 590 აშშ დოლარისა.
ამდენად, თბილისის სააპელაციო პალატამ მხოლოდ დააკორექტირა დასაკისრებელი თანხის ოდენობა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზედ, რომ 14.07.2015წ. გადაწყვეტილებაში პირდაპირაა აღნიშნული შემდეგი: „პალატას მიაჩნია, რომ ანნა ც----ის სარჩელზე ვალდებულ პირებს წარმოადგენენ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები: შპს ,,ა----- +” და შპს ”ს----------–--- საც----------–ი კომპლექსი“ (ტ.2, ს.ფ.154). თავად მოსარჩელე, ისევე როგორც სხვა მრავალი კონტრაჰენტი, დამფუძნებელი წევრი არ ყოფილა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ სარჩელზე პასუხისმგებელი პირები მოსარჩელეს სწორად ჰყავდა დასახელებული.
რაც შეეხება 12.10.2017წ. წარმოდგენილ განცხადებას (ტ.3, ს.ფ.1-4), იგი შინაარსობრივად მოიცავს 2 დამოუკიდებელ მოთხოვნას - 1. გადაწყვეტილების განმარტება და 2. უფლებამონაცვლეობის დადგენა. განმცხადებლის მიზანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2015წ. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, რამეთუ აღსრულების ეტაპზე მოპასუხეებს - შპს ”ა----- +”-ს და შპს ”ს----------–--- საც----------– კომპლექსს” არ გააჩნიათ აღსრულებისათვის საჭირო აქტივი. ასეთი აქტივი ირიცხება იმა „ა----- პა-–--ი 2“-ის სახელზე. განცხადების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი, ასევე, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი.
13.04.2018წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართ იმა „ა----- პა-–--ი 2“-ის წარმომადგენელმა რომელმაც განმარტა, რომ არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი, რამეთუ მოპასუხეებად დასახელებული პირები არიან ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები, მაგრამ მათ გარდა, ამხანაგობას შემდგომში გაფორმებული აქვს ხელშეკრულება არაერთ წევრთან, რომლებიც წინამდებარე საქმის განხილვაში მონაწილეობას არ იღებდნენ (რადგან მოპასუხედ დასახელებული იყვნენ მარტო დამფუძნებელი წევრები და არა ზოგადად ამხანაგობა), შესაბამისად, დაუშვებელია გადაწყვეტილების განმარტება იმგვარად, რომ მისი სამართლებრივი შედეგი შეეხოს ამ პირთა უფლება-მოვალეობებს. განცხადების დაკმაყოფილება გამოიწვევს აღსრულების განხორციელებას დანარჩენი წევრების მიერ შეტანილი საერთო ქონებიდანაც, რაც საფრთხეს შეუქმნის არა მარტო დანარჩენი წევრების უფლებებს, არამედ საერთოდ, ამხანაგობის მიზანს. უძრავ ქონებაზე, რომლის მიმართაც უზრუნველყოფის ღონისძიებაა გამოყენებული, მოთხოვნის უფლება გააჩნია სხვა პირს (ტ.3. ს.ფ.124-126).
15.05.2018წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს კვლავ მომართა განცხადებით იმა „ა----- პა-–--ი 2“-ის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ აკრძალვა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიყენა 05.06.2013წ. განჩინებით, შეეხება არარსებულ მოთხოვნებს, რამეთუ ამ დროს შპს „ს----------–--- საც----------– კომპლექსს“ 1500 კვ.მ ფართის მოთხოვნის უფლება უკვე მთლიანად განკარგული ჰქონდა სხვა პირებზე. ის გარემოება, რომ მოპასუხეები ვერ უზრუნველყოფენ მათზე დაკისრებული გადაწყვეტილების აღსრულებას, არ არის საკმარისი მოსარჩელე ანნა ც----ის ანალოგიური სტატუსის მქონე სხვა პირების (ამხანაგობის წევრების, რომლებმაც შეიტანეს შენატანი და გადაიხადეს თანხა ბინის მისაღებად) აღსრულების ქვეშ მოსაქცევად (ტ.1, ს.ფ.151-155).
საქმის მასალებით დასტურდენა, რომ 30.04.2018წ. მდგომარეობით იმა „ა----- პა-–--ი“ აერთიანებს 337 წევრს (ტ.3, ს.ფ.179-185).
მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ წინამდებარე საქმე არ არის ერთადერთი, სადაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა და მოსარჩელის მსგავსად, იმავე ამხანაგობის სხვა წევრებსაც აქვთ მსგავსი პრეტენზია იმავე მოპასუხეების მიმართ.
იმა „ა----- პა-–--ის“ მიერ იმ ფაქტის დასამტკიცებლად, რომ ამხანაგობას მოპასუხედ დასახელებული დამფუძნებელი წევრების მიმართ შესასრულებელი ვალდებულება აღარ აქვს, წარმოდგენილია:
ა) 30.01.2018წ. შედარების აქტი მასზედ, რომ იმა ა----- პა-–--ი 2-ს და შპს „აქ-----“-ს ერთმანეთის მიმართ მოთხოვნა და ვალდებულება არ გააჩნიათ;
ბ)10.05.2013წ., 05.06.2013წ., 23.04.2013წ., 23.04.2013წ. უძრავ ქონებაზე სამომავლო უფლების ნასყიდობის ხელშეკრულებები და 27.09.2010წ. ხელშეკრულება წილის ნასყიდობის შესახებ, რომლითაც შპს „ს----------–--- საც----------–მა კომპლექსმა“ დათმო თბილისში, ს----------–--- ქ. #34-ში მშენებარე სახლში ფართების მოთხოვნის უფლება (ტ.3. ს.ფ.186-202).
პალატა მხარეებს აღნიშნულთან დაკავშირებით განუმარტავს, რომ მითითებული გარიგებების ნამდვილობა არ წარმოადგენს წინამდებარე განცხადების განხილვისას დასადგენ საკითხს, შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მათ ნამდვილობასა თუ ბათილობაზე.
რაც შეეხება ამხანაგობის მიერ მითითებულ გარემოებას მასზედ, რომ 05.06.2013წ. განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ფაქტობრივად ვერ აღსრულდა ფართის იდენტიფიცირების შეუძლებლობის გამო, აღნიშნული დასტურდება წარმოდგენილი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებებით, რომლებიც ასახავს შეზღუდვის რეგისტრაციის ამსახველ წარმოებას (ტ.3, ს.ფ.203-206).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად მიიჩნევს სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას, ხოლო განმარტების მიზნად კი - მისი აღსრულების უზრუნველყოფას. დაუშვებელია გადაწყვეტილების განმარტება მისი აღსრულების შემდეგ და განმარტებით მისი შინაარსის შეცვლა.
პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი, რამეთუ მოთხოვნილი სახით გადაწყვეტილების განმარტება გულისხმობს მის შინაარსობრივ ცვლილებას და მისი შედეგების გავრცელებას იმ პირთა მიმართ (ამხანაგობის დანარჩენი წევრები), რომლებიც წინამდებარე დავაში მოპასუხეებად დასახელებული არ ყოფილან და საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ, - რაც დაუშვებელია.
რაც შეეხება მოთხოვნას უფლებამონაცვლეობის შესახებ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.
ამდენად, აღნიშნული ნორმების თანახმად, უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელს (მოსარჩელეს) არა აქვს წარმოდგენილი სამართლებრივ ურთიერთობებში მოპასუხეთა უფლება-მოვალეობების ამხანაგობაზე გადასვლის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარეს უფლებამონაცვლეობის დადგენას შეუძლებელს ხდის.
პალატა აქვე განმარტავს შემდეგს:
მოსარჩელის ნება - აღასრულოს მის სასარგებლოდ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, - მისი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციაა.
სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ევროსასამართლოს გადაწყვეტილება „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილია მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (Aპოსტოლ ვ. Gეორგია; §37; ასევე იხ. Hორნსბყ ვ. Gრეეცე, §40). ამასთან, საქმეზე შპს „იზა და მაკრახიძე” საქართველოს წინააღმდეგ სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece,) - იხ. სუსგ № ას-1238-1161-2015, 12.02.2016წ; შდრ.სუსგ-ები: № ას-1187-1117-2015, 05. 02.2016წ; №ას-1132-1065-2015, 03.05.2016წ; №ას-650-616-2015, 26.07.2017წ. .
ამასთან, თუ გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე იკვეთება ისეთი გარემოებები, რაც ხელს უშლის მის აღსრულებას, მხარეებმა და სასამართლომაც უნდა ისარგებლონ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული მოთხოვნებით. საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუსგ№ას-299-284-2016).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე მოპასუხეებად თავად დაასახელა შპს „აქ-----“ და შპს „ს----------–--- საც----------–ი კომპლექსი“. ისინი არიან იმა „ა----- პა-–--ი 2“-ის დამფუძნებელი წევრები.
08.09.2005წ. შპს ”ს----------–--- საც----------– კომპლექსსა” (მესაკუთრე) და შპს ”აქ-----”-ს (კომპანია) შორის გაფორმდა ხელშეკრულება ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ”ა----- პა-–--ი-2”-ის დაფუძნების შესახებ (ტ.1, ს.ფ.74-83).
ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მესაკუთრისა და კომპანიის გადაწყვეტილება მესაკუთრის კუთვნილი უძრავი ქონების ბაზაზე (მდებარე ქ. თბილისში, ს----------–--- ქ. №34) მრავალსართულიანი საც----------–ის და საოფისე ფართის მშენებლობის განხორციელების შესახებ. მესაკუთრე - შპს ”ს----------–--- საც----------–ი კომპლექსი” საკუთარი შენატანის სახით ამხანაგობას გადასცემდა მიწის ნაკვეთს მასზე არსებული დაუსრულებელი მშენებლობით. ხელშეკრულების 4.1.4. პუნქტის მიხედვით კი, კომპანიის შენატანი განისაზღვრებოდა მომსახურების სახით, რაც გულისხმობდა მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი საც----------–ი ფართის დაპროექტებას და მშენებლობას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით (საკუთარი ან მისი ფინანსური პასუხისმგებლობით მოზიდული სახსრებით). შენობა-ნაგებობის ასაშენებლად კომპანიის მიერ განხორციელებული დანახარჯები უნდა ყოფილიყო მინიმუმ 2 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. ხელშეკრულების მე-5 პუნქტით, ერთობლივი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება ხელშეკრულების მხარეთა შორის უნდა განაწილებულიყო შემდეგნაირად: მესაკუთრე საერთო ფართიდან მიიღებდა 1 500 კვ.მ.-ს შიდა პერიმეტრით.
შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მოპასუხე დამფუძნებელი წევრები გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტში არ ფლობენ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საკმარის აქტივებს, არ არის საფუძველი იმისათვის, რომ გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება დაეკისროს ამხანაგობის ყველა წევრს, ანუ პირებს, რომლებიც სარგებლობენ მოსარჩელის ანალოგიური სამართლებრივი სტატუსით და რომლებსაც საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ამასთან, საკითხები: რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებდნენ მოპასუხეები; ხომ არ ჰქონდა ადგილი ქონების სხვა სუბიექტებზე გასხვისებას ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით; ნამდვილია თუ არა მათ მიერ ქონების განკარგვაზე დადებული გარიგებები, - საპროცესო კოდექსით დადგენილი პროცედურული ნორმებით ვერ იქნება განხილული წარმოდგენილი განცხადების ფარგლებში, არამედ შეიძლება გახდეს ცალკე განხილვის საგანი საერთო წესების დაცვით.
ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილების ფაქტობრივი, სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 262-ე, 372-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ანნა ც----ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს.
2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 12 დღის განმავლობაში განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) კერძო საჩივრის წარდგენის გზით.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი