განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.01.2018
საქმის ნომერი
330310015001061953
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
17.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №3ბ/1297-17, 330310015001061953 17 იანვარი 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მარიამ ცისკაძე

მოსამართლეები - გიორგი ტყავაძე

ნათია ქუთათელაძე

 

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

აპელანტი (მოსარჩელე) - არ---–------ე

აპელანტი (მოპასუხე) – საქართველოს მთავარი პროკურატურა

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება

აპელანტი საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტ არ---–------ის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

არ---–------ემ 2015 წლის 10 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს მთავარი პროკურატურის წინააღმდეგ და მოითხოვა დაეკისროს საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე არ---–-------ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარისა და მორალური ზიანის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე არ---–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისრა მოსარჩელე არ---–------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის 10 000 (ათი ათასი) ლარისა და მატერიალური ზიანის 3600 (სამი ათას ექვსასი) ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ივნისის (საქმე №1-----) კანონიერ ძალაში შესული დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, არ---–--------ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. გაუქმდა არ---–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდა მის შემტან პირს; განემარტა არ---–------ეს, რომ უფლება აქვს შესაბამისი სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.დადგენილებაში აღინიშნულია, რომ სასამართლო გამოძიების დასრულებისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა უარი განაცხადა არ---–-------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. პროკურორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, არ---–------ის მხრიდან ფ---–---------------- ფაქტი და მის ანგარიშზე 15 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა საკმარისი არ იყო, რომ დადასტურებულიყო არ---–-------ის ქმედებაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნების არსებობა; აღნიშნულ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა დაცვის მხარემ. სასამართლომ მიიჩნია, არ---–------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ეფუძნებოდა უტყუარ მტკიცებულებებს, რომ მხოლოდ პ-------- წევრობა და მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა არ არის საკმარისი გარემოება არ---–------ის ბრალეულობის დასადასტურებლად; ვერ დადგინდა მიღებული თანხის წარმოშობის წყაროს ხასიათი, მითუმეტეს, რომ არ---–------ე ეწეოდა კერძო საქმიანობას, რაც იძლევა ანგარიშზე ფულადი თანხის საბანკო გზით მოძრაობის საშუალებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ივლისის (საქმე №1-------) ბრძანების თანახმად, არ---–------ე 2008 წლის 25 ივლისს, 20:20 საათზე ეჭვმიტანილის სახით დაკავებული იქნა და პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან 2008 წლის 25 ივლისის 20:20 საათიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 მარტის (საქმე №1------08) დადგენილების თანახმად, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, რასაც დაეთანხმა ბრალდების მხარე, არ---–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -დაპატიმრება შეიცვალა გირაოთი და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან. საქმეში წარმოდგენილია სა---------–-----–--------------–---------ის ინფორმაცია, რომ არ---–------ე 2006-2009 წლებში მუშაობდა სა---------–-----–--------------–--------აში გლ-----------------–-----------------–--------------------რად, ხოლო 2009 წლის 01 დეკემბრიდან გადაყვანილი იქნა შ----------------------------–ედ; მასზე დარიცხულია ხელფასი: 2006 წელს 1350 ლარი, მათ შორის აპრილი - 450 ლარი, მაისი -450 ლარი და ივნისი 450 ლარი. 2009 წელს დარიცხული ხელფასია 3550 ლარი; ი-------- სახელმწიფოს მიერ არ---–------ის სახელზე გაცემული ბინადრობის მოწმობა N1--------, სადაც აღნიშნულია მოქმედების ვადა: 1---------წ.; გაცემის ადგილი და გაცემის თარიღი: 1---------.; ბინადრობის ტიპი: პო-–------------------–ი ( დოკუმენტის ნამდვილობა დადასტურებული აპოსტილით, ხოლო თარგმანი დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ.) და ასევე ი-------- შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. გო---–-ის ტერიტორიული კომისიის ცნობა საერთაშორისო დაცვისათვის ( მითითებულია მისამართი, ადგილსამყოფელი, ტელეფონი, ფაქსი, დამოწმების ნომერი V---------) თანახმად, 2011 წლის 29 აგვისტოს ქ. გო---–-აში გამართულ ტერიტორიული კომისიის კრებაზე კომისიამ დადებითად სცნო საქართველოს მოქალაქის არ---–------ის ლტოლვილის სტატუსი. (ქ. გო---–-ა, 29 აგვისტო 2011 წელი, ჩ----). ხელმოწერილია პრეფექტურის ვიცე-პრეზიდენტის მიერ. (დოკუმენტის ნამდვილობა დადასტურებული აპოსტილით, ხოლო თარგმანი დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ.) პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-7 და 42-ე მუხლები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილი, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი, მე-17 მუხლის პირველი ნაწილი და ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი. პირველი ისტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ (საქმე №2------- განმარტებაზე და ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებებზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ), (საქმე №ბს-972-936(3კ-08) 08.04.2009წ.). პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით; სასამართლომ ასევე მოცემულ საქმეში იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით, 413-ე მუხლით,მე-18 მუხლის მეორე და მე-6 ნაწილებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან პირი, რომლის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა და რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი , გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ), სადაც განიმარტა, რომ ,,განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური." სასამართლომ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ -ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის უკანონოდ დაკავება, დაპატიმრობა და წლების განმავლობაში პო-–------------------–ობის გამო უცხო ქვეყანაში ცხოვრება ლტოლვილის სტატუსით წარმოადგენს მორალურ ზიანს, მით უფრო, რომ სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. იმავდროულად სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას; მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე გაითვალისწინა მოსარჩელის სოციალური მდგომარეობა, მის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმების სიმძიმე, სახელდობრ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი 2008 წლის 25 ივლისიდან 2009 წლის 18 მარტის ჩათვლით, აღკვეთის ღონისძიების სახით წაეყენა ბრალი იმ დანაშაულისათვის, რაც არ ჩაუდენია და იძულებული გახდა პო-–------------------–ობის გამო ლტოლვილის სტატუსით წლები ეცხოვრა უცხო ქვეყანაში, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ამასთან სასამართლომ აღნიშნა, რომ ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ მოსარჩელე არ---–-------ეს უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული მორალური ზიანის სახით 10 000 (ათი ათასი) ლარი.სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ სა---------–-----–--------------–---------ის ინფორმაციით დასტურდება, რომ მოსარჩელე არ---–------ის ხელფასი 2008-2009 წლებში შეადგენდა 450 ლარს, შესაბამისად, მოსარჩელე უნდა აუნაზღაურდეს მატერიალური ზიანის სახით, დაპატიმრობის პერიოდში იძულებით განაცდური ხელფასი 3600 (450 X 8) ლარის ოდენობით.შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, და პატიმრობის პერიოდში მიყენებული მატერიალური ზიანის სახით, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს იძულებით განაცდური ხელფასი 3600 (450 X 8) ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარმა პროკურატურის წარმომადგენელმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თავისი სააპელაცო საჩივარი დააფუძნა შემდეგ სამართლებრივ ნორმებზე: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებზე; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე. აპელანტი მიუთითებს, რომ არ---–------ის მიმართ წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე, მის მიერ სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით. ამდენად, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის თავისუფლების შეზღუდვა მოხდა კანონით დადგენილი წესის დაცვით, შესაბამისად სახეზე არ არის თანამდებობის პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედება და საბოლოოდ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. აპელანტი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტს-სასამართლოს განჩინებას. ამიტომ აპელანტი თვლის, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, იმავე კოდექსის მე-18 მუხლზე და აღნიშნავს, რომ ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. მორალური ზიანის საკითხის განხილვისას აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენლი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიიღოს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკა; კერძოდ ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 600 (ექვსასი) ევროს ოდენობით. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წელი; საბოლოოდ მას ბრალი მოეხსნა; კასრაძე საქართველოს წინააღმდეგ საქმეში, აღიარებულ იქნა კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევა. კონვენციის მე-6 მუხლი ეხებოდა მის მიმართ მიღებულ უკანონო განაჩენს, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა პატიმრობაში გაატარა 7 წელი. კომპენსაციის სახით შეთავაზებულ იქნა 4 000 (ოთხი ათასი) ევრო. აპელანტი აღნიშნავს, რომ არ---–------ე პატიმრობაში იმყოფებოდა 07 თვე და 23 დღე და ამასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე მსგავს საქმეებთან მიმართებით: 1) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 სექტემბრის №3-------- გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 500.00 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსარჩელე ლ----ს მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა დაახლოებით 07 წლის განმავლობაში, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით მის მიმართ გამოყენებული იქნა პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა და ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. 2) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ნოემბრის №3-------- გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4,200 (ოთხი ათას ორასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე გ----მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 07 თვე და 02 დღე. 3) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის №3-------- გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე დ----მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 04 თვე. 4) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 თებერვლის №3-------- გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ზ---მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 7 თვე და 26 დღე. 5) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის №3-------- გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ლ---მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 8 თვე და 18 დღე. 6) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 თებერვლის №3-------- გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსარჩელე გ--.-ს 2012 წლის 28 ნოემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, 2013 წლის წლის 28 ივნისის განაჩენით გამართლდა, 2013 წლის 07 ნოემბრის განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი და შეეფარდა ჯარიმა, საბოლოოდ გამართლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2014 წლის 24 ივნისს, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა 1 წელი, 07 თვე და 26 დღე. 7) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 თებერვლის №3-------- გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4300 (ოთხი ათას სამასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ი.ნ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 6 თვე და 9 დღე. 8) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 აპრილის №3-------- გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე რ---მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 4 თვე და 25 დღე. აპელანტი აღნიშნავს, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმები და სასამართლო პრაქტიკა მოწმობს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ---–------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების განსაზღვრა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან და შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს; რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურებას 3600 (სამი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით, აღნიშნულს აპელატი არ ეთანხმება მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე და მიაჩნია, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი; ამასთან თვლის რომ არ არის წარმოდგენილი ის ცალსახა მტკიცებულებები, რომლებითაც ობიექტურად დადასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი და ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა არ---–------ემ, მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება არის ბუნდოვანი და შესაბამისად არ არის გამოკვლეული საქმეზე დართული მტკიცებულებები.

აპელანტი ასევე მიუთითებს, სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ მისი მოთხოვნა იყო ბუნდოვანი და არ ჰქონდა წარდგენილი მტკიცებულებები, რის მიხედვითაც სასამართლო დაიანგარიშებდა არ---–------ის ზარალს; აპელანტი მიუთითებს, რომ 8 თვის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში, ხოლო საქართველოდან 4 წლით იყო იძულებით წასული. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი, სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლი, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბერის გადაწყვეტილება (საქმე N2/3/423) არ შეიძლება სასამართლოს გამოეყენებინა მის წინააღმდეგ, რადგან ანაზღაურების მასშტაბები ამ კონკრეტულ საქმეში მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი არაა.

სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრების მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ---–------ისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატა არ---–------ის და საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრების მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ივლისის (საქმე №1-------) ბრძანებით, არ---–------ე 2008 წლის 25 ივლისს, 20:20 საათზე ეჭვმიტანილის სახით დაკავებული იქნა და პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან 2008 წლის 25 ივლისის 20:20 საათიდან (ტ.1. ს.ფ. 15-17). თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 მარტის (საქმე №1------08) დადგენილების თანახმად, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, რასაც დაეთანხმა ბრალდების მხარე, არ---–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -დაპატიმრება შეიცვალა გირაოთი და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან (ტ.1. ს.ფ. 18-19).სა---------–-----–--------------–---------ის ინფორმაციის მიხედვით, არ---–------ე 2006-2009 წლებში მუშაობდა სა---------–-----–--------------–--------აში გლ-----------------–-----------------–--------------------რად, ხოლო 2009 წლის 01 დეკემბრიდან გადაყვანილი იქნა შ----------------------------–ედ; მასზე დარიცხულია ხელფასი: 2006 წელს 1350 ლარი, მათ შორის აპრილი - 450 ლარი, მაისი -450 ლარი და ივნისი 450 ლარი. 2009 წელს დარიცხული ხელფასია 3550 ლარი; ი-------- სახელმწიფოს მიერ არ---–------ის სახელზე გაცემული ბინადრობის მოწმობა N1--------, სადაც აღნიშნულია მოქმედების ვადა: 1---------წ.; გაცემის ადგილი და გაცემის თარიღი: 1---------.; ბინადრობის ტიპი: პო-–------------------–ი ( დოკუმენტის ნამდვილობა დადასტურებული აპოსტილით, ხოლო თარგმანი დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ.) და ასევე ი-------- შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. გო---–-ის ტერიტორიული კომისიის ცნობა საერთაშორისო დაცვისათვის ( მითითებულია მისამართი, ადგილსამყოფელი, ტელეფონი, ფაქსი, დამოწმების ნომერი V---------) თანახმად, 2011 წლის 29 აგვისტოს ქ. გო---–-აში გამართულ ტერიტორიული კომისიის კრებაზე კომისიამ დადებითად სცნო საქართველოს მოქალაქის არ---–------ის ლტოლვილის სტატუსი. (ქ. გო---–-ა, 29 აგვისტო 2011 წელი, ჩ----). ხელმოწერილია პრეფექტურის ვიცე-პრეზიდენტის მიერ. (დოკუმენტის ნამდვილობა დადასტურებული აპოსტილით, ხოლო თარგმანი დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ.) (ტ.1 ს.ფ. 22-25). თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ივნისის (საქმე №1-----) კანონიერ ძალაში შესული დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, არ---–--------ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. გაუქმდა არ---–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდა მის შემტან პირს; განემარტა არ---–------ეს, რომ უფლება აქვს შესაბამისი სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება (ტ.1. ს.ფ. 73-76). სააპელაციო პალატა საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესამოწმებლად ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილზე; აღნიშნულ სამართლებრივ ნორმაში მითითებულია, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო; იმავე კოდექსის 207-ე მუხლი კი ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გამოყენების შესაძლებლობას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას. სააპელაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი; ამ ნორმის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა იწვევს ნეგატიურ განცდებს, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას, სტრესს, რაც ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე წარმოშობს შესაძლებლობას ხელყოფილი უფლებების რესტიტუციის მიზნით მოთხოვნილი იყოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრის მოტივს კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან მორალური ზიანის მოცულობის განსაზღვრა ხდება გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სააპელაციო პალატა თვლის, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას, ობიექტურ გარემოებებს, როგორიცაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა და ა.შ. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაითვალისწინა მოსარჩელის სოციალური მდგომარეობა, მის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმების, კერძოდ,უკანონოდ დაკავების, დაპატიმრების სიმძიმე და წლების განმავლობაში პო-–------------------–ობის გამო უცხო ქვეყანაში ცხოვრება ლტოლვილის სტატუსით წარმოადგენს მორალურ ზიანს, მით უფრო, რომ სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ყოველივე აღნიშნული კი არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში; ამიტომ სააპელაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხაა - 1000 ( ათას) ლარი.ამიტომ, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რაც დაადასტურებდა ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შეფასების პროცესში სასამართლოს გადაჭარბებულ მიდგომას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პროპორციულობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას არ---–------ის სასარგებლოდ სწორად დაეკისრა მორალური ზიანის სახით 1000 (ათასი) ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია არ---–------ის სააპელაციო საჩივრის მითითება არაქონებრივი ზიანის მცირე მოცულობით ანაზღაურებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე; ამ მუხლით განმტკიცებული სამართლებრივი ნორმის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მისი ოდენობის საბოლოოდ განსაზღვრა სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს; მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს არაქონებრივი ზიანის მოცულობის განსაზღვრის თაობაზე სასამართლოს ერთიანი პრაქტიკის მითითებას, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისთვის არ---–------ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 3 600 (სამიათას ექვსასი) ლარის დაკისრების შესახებ ეფუძნება მოცემულ საქმეში წარმოდგენილ კონკრეტულ მტკიცებულებას, კერძოდ სა---------–-----–--------------–---------ის ინფორმაციით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე არ---–------ის ხელფასი 2008-2009 წლებში შეადგენდა 450 ლარს, შესაბამისად, მოსარჩელე უნდა აუნაზღაურდეს მატერიალური ზიანის სახით, დაპატიმრობის პერიოდში იძულებით განაცდური ხელფასი 3600 (450 X 8) ლარის ოდენობით. ამიტომ სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა ნაწილობრივ სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, და პატიმრობის პერიოდში მიყენებული მატერიალური ზიანის სახით, მოსარჩელეს სწორად აუნაზღაურდა იძულებით განაცდური ხელფასი 3600 (450 X 8) ლარის ოდენობით. პალატა მოცემულ შემთხვევაში ასევე ხელმძღვანელობს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, რომლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ასევე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც არ არსებობს საქართველოს მთავარი პროკურატურის და არ---–------ის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს არ---–------ის სააპელაციო საჩივარი.

 

2. არ დაკმაყოფილდეს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი.

 

3. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისი საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32), , თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა).

 

თავმჯდომარე: მარიამ ცისკაძე

 

მოსამართლეები: გიორგი ტყავაძე

 

ნათია ქუთათელაძე