განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001995616
N2ბ/1915-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2018 წელი ქალაქ თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ქირია
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ი---------------
წარმომადგენელი - გ----------–------
მოწინააღმდეგე მხარე - ვ--–-------------- (ლ----------------ს უფლებამონაცვლე) (მოპასუხე)
წარმომადგენელი - დ--–--------------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ი--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა ნ------------ს მიერ 2----–-–------------------- გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N----------) და ი--------------ის ვალდებულება კრედიტორ ლ----------------ს უფლებამონაცვლე - ვ--–------------ს მიმართ პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვრა 3000 აშშ დოლარის ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება, უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2----–-–----------------ს, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ჟ-----------მ, ი--------------ის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ლ----------------სგან ისესხა 15 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, თვიური 5% სარგებლის დარიცხვის პირობით, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ი----- ჩ-------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ-----–---------------–--------------–----------------------------
2.2. 2----–-–-------------------, ნ------------ს მიერ გაცემულ იქნა N---------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, ი--------------ის ვალდებულება ლ----------------ს მიმართ განისაზღვრა 27 555 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ვალდებულების ძირი თანხაა - 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 2 250 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 10 305 აშშ დოლარი.
2.3. 2----–-–-------------------, ნ------------ს მიერ გაცემული N---------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2-----–-–------ ოქტომბერს დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
2.4. ლ---------------- გარდაიცვალა 2----–-–----- თებერვალს და მის უფლებამონაცვლეს (მემკვიდრეს) წარმოადგენს ვ--–--------------.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილზე, რომლის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნ------------ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
სასამართლომ მიუთითა ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ნ------------ გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნ------------ს მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
სასამართლომ აღნიშნა, 2----–-–----------------ს გაფორმებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმადაც ჟ-----------მ, ი--------------ის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ლ----------------სგან ისესხა 15 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, თვიური 5% სარგებლის დარიცხვის პირობით, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ი--------------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ-----–--------------–------------–----------------------------
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
მხარეები არ დავობდნენ იმ გარემოებაზე, რომ 2----–-–----------------ს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება ი--------------ის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შესრულებული.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის საპროცენტო განაკვეთს, სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო ნ------------ს მიერ 2----–-–------------------- გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი შეადგენდა სესხის თანხის 0.1%-ს. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს ი--------------ისთვის გაგზავნილი წინადადების მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 27 555 აშშ დოლარს. მხარეები არ დავობდნენ იმ გარემოებაზე, რომ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობიდან 15 000 აშშ დოლარი სესხის თანხის დავალიანებაა, 2250 აშშ დოლარი - საპროცენტო სარგებელი და 10 305 აშშ დოლარი - პირგასამტეხლოს თანხაა. ამდენად, თვით კრედიტორის მიერ იქნა შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა და ნაცვლად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული 0,3%-ის ოდენობისა, მოთხოვნილი იქნა 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც შეადგინა 10 305 აშშ დოლარი. აღძრული სარჩელით მოსარჩელე მოითხოვდა სააღსრულებო ფურცლით პირგასამტეხლოს ნაწილში განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის შემცირებას 1000 აშშ დოლარამდე.
შესაბამისად, დავის საგანი იყო ნ------------ს მიერ 2----–-–------------------- გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
სასამართლოს განმარტებით, ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.
სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვანია, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - სესხის თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენდა 3%-ს, ხოლო წელიწადში 36%-ს, რაც ეწინააღმდეგებოდა სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ფულადი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მოპასუხე ვერ შეძლებდა თანხის გასესხებას სარგებლის წლიური 36%-ის დარიცხვით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნოტრიუსის მიერ 2----–-–------------------- გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა არათანაზომიერი იყო მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და შემცირებული იქნა გონივრულ ოდენობამდე. კერძოდ, პირგასამტეხლოს სახით ი--------------ის მიერ გადასახდელი თანხა 2015 წლის 02 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განისაზღვრა 3 000 აშშ დოლარით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით, აპელანტი მოითხოვს გადაწყვეტილების შეცვლას იმ ნაწილში, რომლითაც, ი---------------ს უარი ეთქვა კრედიტორ ლ----------------ს უფლებამონაცვლე ვ--–------------ს მიმართ პირგასამტეხლოს ნაწილის 1000 აშშ დოლარამდე ოდენობით შემცირებაზე. აპელანტი მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა ამ ნაწილში, არის შეუსაბამოდ მაღალი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაწესს. ამდენად, აპელანტი მოითხოვს ნ------------ს მიერ 2----–-–------------------- გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N----------) ნაწილობრივ გაუქმებას და პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის 1000 აშშ დოლარით განსაზღვრას.
აპელანტის განმარტებით, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას მართალია კრედიტორის მიერ შემცირებული იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და ნაცვლად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობისა - 0,3%, კრედიტორის მიერ მოთხოვნილი იქნა 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც შეადგინა 10 305 აშშ დოლარი, რომელიც ასევე შემცირებული იქნა სასამართლოს მიერ 3000 აშშ დოლარამდე, მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას. აპელანტი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაასაბუთა კონკრეტულად ვალდებულების დარღვევის დრო, არ წარმოადგინა არცერთი მტკიცებულება მოვალე მხარის გაფრთხილების შესახებ ან სხვა რაიმე პრეტენზიის შესახებ, რომელიც შეეხებოდა მოვალე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას.
3.2. აპელანტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარის მიერ საქმეზე არ იყო წარმოდგენილი შესაგებელი, რის გამოც ლ----------------ს წარმომადგენელი და შემდეგ, ლ----------------ს მემკვიდრის ვ--–--------------ს წარმომადგენლი არაერთი განცხადებით მოითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას და საქმის მოკლე ვადაში დასრულებას. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე მხარემ არ წარმოადგინს შესაგებელი, იგი დაეთანხმა სარჩელს, რაც წარმოადგენდა სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილების საფუძველს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. 2----–-–----------------ს, ლ---------------სა და ჟ-----------ს, როგორც ი--------------ის რწმუნებულს (ი--------------ის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე) შორის, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N---------, რომლის თანახმად, ჟ-----------მ ი---------------ს სესხის სახით გადასცა, ხოლო, ამ უკანასკნელმა სესხის სახით მიიღი 15 000 აშშ დოლარი;
ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცა სამი თვის ვადით - 2011 წლის 29 მარტის ჩათვლით, თვიური 5% სარგებლის დარიცხვის პირობით;
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის ძირითადი თანხის დაუბრუნებლობის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, სესხის ძირითად თანხას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო, შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხის 0.3%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
ხელშეკრულებით დგინდება, რომ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ი----- ჩ-------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე, ქალაქი თბილისში, დასახლება ვ---------–---------------–ი მრ., კ-------------------
4.2. 2----–-–-------------------, ნ------------ს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, N----------, რომლის თანახმად, ი--------------ის ვალდებულება ლ----------------ს მიმართ განისაზღვრა 27 555 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ვალდებულების ძირი თანხაა - 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 2 250 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 10 305 აშშ დოლარი;
4.3. ლ---------------- გარდაიცვალა 2----–-–----- თებერვალს;
4.4. ლ----------------ს უფლებამონაცვლეს (მემკვიდრეს) წარმოადგენს ვ--–--------------;
4.5. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, ი--------------ის მოთხოვნას წარმოადგენს ნ------------ს მიერ 2----–-–------------------- გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება და კრედიტორ ლ----------------ს უფლებამონაცვლე - ვ--–------------ს მიმართ პირგასამტეხლოს ნაწილში, ი--------------ის ვალდებულების 1000 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრა.
4.6. 2----–-–----------------ს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება ი--------------ის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შესრულებული; საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილ მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ი--------------ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ფაქტს.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ვალდებულია მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.
ამდენად, რადგან სესხად გაცემული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მსესხებელს, შესაბამისი მტკიცებულება კი სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მსესხებლების მიერ სესხად აღებული ძირითადი თანხა და პროცენტი დაბრუნებული არ ყოფილა.
4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნეს წერილობითი ფორმაც.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ი--------------ის მიერ არ არის შესრულებული 2----–-–----------------ს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პალატა განმარტავს, რომ, მართალია, ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობისას კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვინაიდან, პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, უნდა განხორციელდეს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარეთა ეკონომიკური მდგომარეობა, მათი მოლოდინი ხელშეკრულების შესრულების მიმართ, შესრულების ვადის გადაცილების პერიოდი და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის ძირითადი თანხის დაუბრუნებლობის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, სესხის ძირითად თანხას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო, შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხის 0.3%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დადგენილია ასევე, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე კრედიტორის მიერ შემცირებული იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და ნაცვლად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობისა - 0,3%, მოთხოვნილი იქნა 0,1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც შეადგინა 10 305 აშშ დოლარი. კრედიტორს პირგასამტეხლო მოთხოვნილი ჰქონდა 2013 წლის 25 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.
საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი, მიუხედავად, კრედიტორის მიერ მისი 0,1% შემცირებისა და ეწინააღმდეგებოდა სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს, და მისი ოდენობა სწორად შემცირდა 3000 ლარამდე.
საქალაქო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკით, სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ფულადი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მოპასუხე ვერ შეძლებდა თანხის გასესხებას სარგებლის წლიური 36%-ის დარიცხვით. შესაბამისად ნოტრიუსის მიერ 2----–-–------------------- გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა მართებულად შემცირდა გონივრულ ოდენობამდე ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით და არ არსებობს მისი დამატებით, 1000 აშშ დოლარამდე შემცირების საფუძველი. ასეთ პირობებში, პირგასამტეხლო კარგავს თავის ფუნქციას და ფორმალური ხასიათის მატარებელი ხდება, რაც დაუშვებელია.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, არის გონივრული ძირითადი ვალდებულების მოცულობასთან მიმართებაში, რის გამოც არ არსებობს მისი მეტად შემცირების საფუძველი.
4.8. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, სასამართლო ვალდებული იყო გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ, ისეთ ვითარებაშიც კი, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მოპასუხე მხარე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.1 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის, ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებელი აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე შეამოწმოს არსებობს თუ არა ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. კერძოდ, 1. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხეს და შესაბამისად, განემარტა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს პასუხს (შესაგებლს). 2. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს (ასაბუთებს) სასარჩელო მოთხოვნას.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი--------------ის მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრისას (04.07.2017წ), მოპასუხედ მითითებული პირი - ლ---------------- გარდაცვლილი იყო. დადგენილია, რომ ლ---------------- გარდაიცვალა 2----–-–----- თებერვალს. ამდენად, 2017 წლის 14 ივლისისათვის სასამართლო გზავნილის (სარჩელი თანდართული მასალებით) ლ----------------ს წარმომადგენლისათვის - დ--–-------------ისათვის ჩაბარება, მითუმეტეს ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმის მასალებში წარმოდგენილია არ იყო ამ უკანასკნელის სახელზე ლ---------------ის მიერ გაცემული რწმუნებულება, სააპელაციო პალატა ვერ მიიჩნევს საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად.
დადგენილია, რომ 2017 წლის 25 ივლისს შეჩერდა საქმის წარმოება ლ----------------ს უფლებამონაცვლის დადგენამდე. საქმის წარმოება განახლდა და ლ----------------ს უფლებამონაცვლედ ვ--–-------------- ცნობილ იქნა მხოლოდ 2017 წლის 21 სექტემბერს.
რაც შეეხება, დ--–-------------ის, როგორც ვ--–--------------ს წარმომადგენლის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობას, დადგენილია, რომ ვ--–--------------ს წარმომადგენელს დ--–--------------ს სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა 2017 წლის 9 ნოემბერს, რაზეც 2017 წლის 14 ნოემბრის განცხადებით, რომელიც თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს შესაგებელს, მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სარჩელს ეთანხმებოდა პირგასამტეხლოს 0,01%-მდე შემცირების ნაწილში, ხოლო, დანარჩენ ნაწილში მიუთითებდა, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო იურიდიულად გაუმართლებელი.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობა მოწმდება სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი (იურიდიული) შეფასების ჭრილში და ვინაიდან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას, დაუშვებელი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დაკმაყოფილება. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დავა გადაწყვტა არსებითად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟი წინასწარ იქნა გადახდილი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გელა ქირია