განაჩენი

სისხლის სამართლის 06.09.2018
საქმის ნომერი
010141318700064526
ინსტანცია
თარიღი
06.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010141318700064526-1აგ/474-18აგ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06 სექტემბერი, 2018წ ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ------- წ--–------ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის განაჩენით:

 

გ------- წ--–------ (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2014 წლის 12 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 01 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გ------- წ--–-----ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა ან წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს N58378 შეტყობინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.04.2015 წლის N1/1543-15 განაჩენის საფუძველზე გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად გ------- წ--–-----ს დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. დღეის მდგომარეობით განაჩენი აღსრულებულია და თანხა ჯარიმის სახით გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წლის 06 ივნისს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით:

 

გ------- წ--–------ (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

 

გ------- წ--–-----ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა ან წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს N56484 შეტყობინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.06.2016 წლის N1/339-16 განაჩენის საფუძველზე გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად გ------- წ--–-----ს დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, დღეის მდგომარეობით განაჩენი აღსრულებულია და თანხა ჯარიმის სახით გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2016 წლის 11 აგვისტოს;

 

2018 წლის 30 ივლისს მსჯავრდებულმა გ------- წ--–-----მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ------- წ--–------ს შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია,რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული გ------- წ--–------ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა), ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 01 წლის გამოსაცდელი ვადით (სასჯელი მოხდილი აქვს), დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით (გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია).

 

გ------- წ--–-----ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 2 000 ლარის ოდენობით (სასჯელი მოხდილი აქვს) და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილება), აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ------- წ--–------ს მიმართ არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განაჩენები უნდა გაუქმდეს და მსჯავრდებული გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------- წ--–------ს მიმართ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებრივ შეზღუდვის საკითხს, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის განაჩენით განსაზღვრული უფლებრივი შეზღუდვის ვადა, დღეის მდგომარეობით გასულია, შესაბამისად პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების ფარგლებში აღნიშნულ საკითხზე. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით განსაზღვრულ უფლებრივ შეზღუდვას, დღეის მდგომარეობით შეზღუდვა ძალაშია და უნდა მოვიდეს შესაბამისობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან და მსჯავრდებულ გ------- წ--–-----ს უნდა აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ------- წ--–------ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განაჩენები.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ გ------- წ--–------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. გ------- წ--–------ გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან;

 

3. გ------- წ--–------ გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან;

 

4. ამასთანავე, გ------- წ--–-----ს აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მაია თეთრაული

 

მურმან ისაევი