განაჩენი

სისხლის სამართლის 10.09.2018
საქმის ნომერი
330100118002430249
ინსტანცია
თარიღი
10.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/810-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

05 სექტემბერი,2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

მარინე თათრიაშვილის მდივნობით,პროკურორ - ლ-------------ის,მსჯავრდებულ - რ----------–------–--ლის,ადვოკატების - ბ-----------–-ძის და გ----------ას მონაწილეობით,ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის ა-–---------------–------–--ლის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

რ----------------------–------–---–ის მიმართ - დაბადებული 1--- წლის 0------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–----------------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------------------–-----ს დასახლება, ქუჩა №-----------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განაჩენით:

 

რ----------–------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

რ----------–------–--ლს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 14 აპრილიდან, 2018 წლის 17 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ რ----------–------–--ლმა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 09 აპრილს დღის საათებში, რ----------–------–--ლი ქ.თბილისში, მ-------------–--------------–-------------------ში მდებარე ნ-----–-----ს საცხოვრებელი სახლიდან, სადაც ცხოვრობდა ქირით, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ-----–-----ს კუთვნილ ე.წ ,,ლეპტოპს“ ღირებულს 1 000 (ათასი) ლარად, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილემ ა-–---------------–------–--ლმა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, რ----------–------–--ლის მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გაუქმება და მის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა.

 

ბრალდების მხარის მითითებით, სასამართლომ რ----------–------–--ლის მიმართ გამოიყენა ლმობიერი სასჯელი, ისე რომ არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და მსჯავრდებულის პიროვნება. რ----------–------–--ლის მიერ ჩადენილია საკუთრების წინაარმდეგ მიმართული დანაშაული, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ხარისხს. განსახილველ შემთხვევაში კი ჩადენილი ქმედების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა დაზარალებულის ინტერესები, რადგან ამ უკანასკნელის გადმოცემით, მოპარული ნივთი ეკუთვნის მის გარდაცვლილ შვილს და მისი მოპარვა იყო ორმაგი სტრესის გამომწვევი. ამასთან, ბრალდების მხარის განმარტებით, უმთავრესია საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვა, რომ თითოეული ადამიანი განიმსჭვალოს კანონმორჩილების გრძნობით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პროკურორი მიიჩნევს, რომ მსჯავრებულის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღზევას, ხოლო ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უფრო ეფექტიან ზეგავლენას მოახდენს მსჯავრდებულზე, ვინაიდან იგი გულისხმობს დამნაშავის საზოგადოებისაგან იზოლაციას პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების გზით და შესაძლებელს გახდის სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ლ-------------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა რ----------–------–--ლმა, მისმა ადვოკატებმა ბ-----------–-ძემ და გ----------ამ მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის ა-–---------------–------–--ლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. რ----------–------–--ლის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ მოწმეების: ნ-----–-----ს, არკად იარალოვის, მირდიკო შანავას, გ---------------–---–ის და მ--–-----------ას გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოს მიერ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რ----------–------–--ლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ რ----------–------–--ლისათვის დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთაღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის, ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარების, მონანიების საკითხი და ის ფაქტი, რომ რ----------–------–--ლს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება. ამასთან, პალატა ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მის სიმძმეს და საზოგადოებრივი საშიშროებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა უდავოდ მიიჩნია სისხლის სამართლი საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; იგი არის დასაქმებული და მატერიალურად უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე კი სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ რ----------–------–--ლის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის პირობითად ჩათვლა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, პირობითი მსჯავრის გამოყენებით მსჯავრდებულისათვის დაწესებული გამოსაცდელი ვადა არის ის პირობა, რომელიც იქნება შემაკავებელი ხასიათის და უზრუნველყოფს რ----------–------–--ლის მხრიდან მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

 

შესაბამისად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგის 2018 წლის 23 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ ა-–---------------–------–--ლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განაჩენი;

 

რ----------–------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, რ----------–------–--ლს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.

 

რ----------–------–--ლს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 14 აპრილიდან, 2018 წლის 17 აპრილის ჩათვლით.

 

რ----------–------–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი და მეთვალყურეობა მსჯავრდებულ რ----------–------–--ლის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით; ,,ლეპტოპი“ - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; სუნის კვლის ნიმუშები - განადგრუდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე