განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/681-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
მარინე თათრიაშვილის მდივნობით,პროკურორ - მ-----–------ას,მსჯავრდებულ - კ----------------ძის მონაწილეობით,მსჯავრდებულ კ----------------ძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
კ----------–----------------ის მიმართ - დაბადებული - 1----–-–---------სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ------–-------------–-------------ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
კ----------------ძემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 თებერვლის განაჩენით (2----–-–-- 6-----------------------------ს) გასამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განესაზღვრა 1 წლით პირობითი მსჯავრი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის განაჩენით (2----–-–-- 23 აგვისტოდან 10 სექტემბრის დროის მონაკვეთში ჩადენილი დანაშაულისათვის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის განაჩენით განესაზღვრა ამნისტიის შედეგად შემცირებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. სასჯელის ათვლა დაეწყო 2----–-–-- 7 დეკემბრიდან. კ----------------ძე სასჯელის მოხდით გათავისუფლდა 2013 წლის 1 ივლისს.
სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა კ----------------ძემ 2----–-–------------------ს, დაახლოებით 4:00 საათზე, შეაღწია ქ-------–--–-----------------–-------------–ი განთავსებულ ავტომანქანების სამრეცხაოში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ა-------------------ის კუთვნილ ,,კერხერის’’ ფირმის ავტომანქანის სარეცხ მაღალი წნევის აპარატს, მტვერსასრუტსა და ქიმწმენდის აპარატს. კ----------------ძის ქმედებით ა-------------------ს მიადგა 5 873 ლარისა და 71 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით:
კ----------------ძის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებზე და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.
კ----------------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და
ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
კ----------------ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლის თარიღად განისაზღვრა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტი.
კ----------------ძეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა კ----------------ძემ 2----–-–------------------ს, დაახლოებით 4:00 საათზე, შეაღწია ქ-------–--–-----------------–-------------–ი განთავსებულ ავტომანქანების სამრეცხაოში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ა-------------------ის კუთვნილ ,,კერხერის’’ ფირმის ავტომანქანის სარეცხ მაღალი წნევის აპარატს, მტვერსასრუტსა და ქიმწმენდის აპარატს. კ----------------ძის ქმედებით ა-------------------ს მიადგა 5 873 ლარისა და 71 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ----------------ძემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენის გაუქმება. სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებული უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, სისხლის სამართლის საქმის განხილვისას წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ მიეცა კანონიერი და ობიექტური შეფასება, რის საფუძველზეც მიღებული იქნა უკანონო გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა კ----------------ძემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და განმარტა, რომ სრულად აღიარებს იმ ქმედების ჩადენას, რისთვისაც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი; თუმცა მიაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, არის ზედმეტად მკაცრი, რის გამოც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, მის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა.
პროკურორმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოას განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ კ----------------ძის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმეების - ა-------------------ის, ი------------–-–---–ისა და ლ---------------- გამოკითხვის ოქმებს; 2017 წლის 17 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს; 2017 წლის 17 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს; 2017 წლის 17 ოქტომბრის სხვა ადგილის დათვალიერების ოქმს; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 28 ოქტომბრის №4-------- დასკვნას; 2017 წლის 20 ოქტომბრის დათვალიერების ოქმებს; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 თებერვლის განაჩენს; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის განაჩენს; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის განაჩენს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს კ----------------ძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ კ----------------ძის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა კ----------------ძის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ბრალდებულის პირადი და ეკონომიკური პირობები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთნხმება და მიიჩნევს, რომ მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას და მონანიებას, ასევე მის პირად და ოჯახურ მდგომარეობას, თუმცა, ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, ხერხის, მისი საზოგადეობრივი საშიშროების, მართლსაწინააღმდეგო შედეგისა და ასევე იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული კ----------------ძე თავს არიდებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოცხადებას, მან აღნიშნულ პერიოდში, კერძოდ, 2018 წლის 05 მარტს სცადა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვება ს.ს.კ.გ. „სარფის“ გავლით, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია კ----------------ძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება და დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაცო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ----------------ძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი;
კ----------------ძის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებზე და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.
კ----------------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
კ----------------ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 03 მაისიდან.
კ----------------ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
კერხერის ფირმის მტვერსასრუტი, ქიმწმენდის აპარატი და ავტომობილის სარეცხი მაღალი წნევის აპარატი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.კაპანაძე