განაჩენი

სისხლის სამართლის 10.09.2018
საქმის ნომერი
190100118002405960
ინსტანცია
თარიღი
10.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N190100118002405960

საქმე №1ბ/794-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ა--------–---–-ს

მსჯავრდებულის: რ-------------------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ რ-------------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №012190318005) რ-------------------ს, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ №-----------), დასაოჯახებელის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მ–------------------------–-----–----–----–---------–-, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ-------------------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 23 აგვისტოდან გ-----------–-–---–- ცხოვრობს თავისი დის, ნ-------–-–---–-ს საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ-----------–-----–----–----–------------–- თავის დასთან, ნ-------–-–---–თან, სიძესთან, ნ-------------------სთან და დის შვილთან, რ-------------------სთან ერთად. რ-------------------ს ხშირად ჰქონდა პრეტენზია გ-----------–-–---–თან იმის გამო, რომ ნასამართლევი იყო და ამიტომ არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა მასთან. მიუხედავად იმისა, რომ გ-----------–-–---–- ყოველთვის ცდილობდა მასთან კონფლიქტისაგან თავის არიდებას, რადგან რ-------------------ს აქვს აგრესიული და გაუწონასწორებელი ხასიათი, 2018 წლის 19 მარტს, მას შემდეგ, რაც ერთად მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, დაახლოებით 20:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ-------------------მ მითითებულ საცხოვრებელ ბინაში, მას დანით მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, კეფის მიდამოს ნაკვეთი ჭრილობის სახით.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენით რ------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

რ-------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2018 წლის 20 მარტიდან.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ-------------------მ. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, განაჩენით დანიშნული სასჯელის ზომის მაქსიმალურად შემცირება და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან და აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რ-------------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი რ-------------------ს მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. მსჯავრდებულ რ-------------------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციად იქნა მიჩნეული, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების – გ-----------–-–---–-ს, ც-----------------ს, მ-----------------ს, ნათია მაზანაშვილის, ნ-------–-–---–-ს, თ-----------------ს, ოთარ სხილაძის გამოკითხვის ოქმების, სასამართლოში რ-------------------ს მიერ დანაშაულის აღიარების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), ამოღების ოქმების, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების, გ-----------–-–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის და სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ-------------------მ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ რ-------------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, აღნიშნულს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება. პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მსჯელობას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულ რ-------------------ს ქმედებაში სახეზეა საქართველოს სსკ–ის მე–17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი, ანუ წინათ განზრახი დანაშაულისათვის (საქართველოს სსკ–ის 2381–ე მუხლის პირველი ნაწილით) ნასამართლევმა რ-------------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ხოლო, მას ნასამართლობა კანონით გათვალისწინებული წესით, მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აცხადებს, რომ მსჯავრდებულ რ-------------------სთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ–ის 58–ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სასჯელის დანიშვნა (სასჯელის ზომა) სრულიად კანონიერია იმ თვალსაზრისით, რომ დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ხოლო საქართველოს სსკ–ის 111,120–ე მუხლით, რაშიც მსჯავრი დაედო რ-------------------ს, თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადა 6 (ექვსი) თვეა (საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით).

 

სააპელაციო პალატა, აგრეთვე, ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ რ-------------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, პირობითად ჩათვლის თაობაზე. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან....“. ამრიგად, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობა და დანაშაულის აღიარება, სასამართლოს მიერ კანონის ამ რეგულაციის გამოყენების აუცილებელი წინაპირობებია. მოცემულ საქმეზე პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ, როგორც საქმეში არსებული, ზემოხსენებული პრეიუდიციულად ცნობილი მტკიცებულებების მიხედვით ირკვევა, რ-------------------მ უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედების (ამოღების) ჩატარებასა და ამოსაღები ობიექტის (ტანთნაცვამი პერანგის) ნებაყოფლობით წარდგენაზე, ასევე უარი განაცხადა საქმეზე ჩატარებული რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ოქმებზე ხელის მოწერაზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რ------------------- წარსულში არაერთხელ გასამართლებულია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც დანიშნული სასჯელი ვერ აღმოჩნდა ეფექტური და შემაკავებელი ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და მან ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის (სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები) მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ რ-------------------ს მოსაზრებას, რომ იგი ცხოვრობს ქ. რუსთავში სხვა მისამართზე და არა თავისი მშობლების საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე ცხოვრობს ბიძამისი, დაზარალებულად ცნობილი გ-----------–-–---–-. მოცემულ საქმეზე პრეიუდიციად ცნობილი არაერთი მტკიცებულებით (მოწმეების - ც-----------------ს, მ-----------------ს, თ-----------------ს, ნ-------–-–---–-ს, გ-----------–-–---–-ს ჩვენებები) დადგენილია, რომ რ-------------------, მისი მშობლები - თ----------------- და ნ-------–-–---–-, აგრეთვე, ბიძა - გ-----------–-–---–- ცხოვრობენ ერთ ოჯახში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, აგრეთვე აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ რ-------------------სთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილ დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ოჯახური დანაშაულის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას. კერძო პრევენციის კუთხით პალატას საყურადღებოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ წარსულში განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი რ-------------------ს მიერ საქართველოს სსკ–ის 111,120–ე მუხლით გათვალისწინებული ახალი დანაშაულის ჩადენა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ რ-------------------ს რესოციალიზაციაც არ მომხდარა. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ რ-------------------სთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ რ-------------------ს მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ-------------------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ რ-------------------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ რ-------------------ს მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

რ------------------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

რ-------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2018 წლის 20 მარტიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ რ-------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

გ-----------–-–---–-ს ტანსაცმელი, რ-------------------ს პერანგი, საძინებელი ოთახში (ოთახი №5; იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) მდგარ საწოლზე დაგდებული SAMSUNG-ის ფირმის მობილური ტელეფონი, საძინებელი ოთახში (ოთახი №5; იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) მდგარი საწოლიდან ამოღებული ერთი ცალი საბანი, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, კანონით დადგენილი წესით;

 

სამზარეულო ოთახში მდგარი კარადის უჯრიდან ამოღებული ერთი ცალი სამზარეულოს დანა, კორპუსის კედლის გარე ზედაპირზე არსებული ლაქიდან და ამავე ლაქის მიმდებარედ ეზოში, ასფალტის ზედაპირზე არსებული მოწითალო ფერის სითხის გუბიდან აღებული ანაწმენდები ორ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, საძინებელი ოთახის (ოთახი №5; იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) მეტალოპლასტმასის ფანჯრის რაფიდან და ჩარჩოდან აღებული მუქი ფერის ლაქის ანაწმენდები ორ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, მისაღები ოთახიდან (ოთახი №4) საძინებელ ოთახში (ოთახი №5; იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) გასასვლელი თაღის მიმდებარედ იატაკის ზედაპირიდან აღებული მუქი ფერის ლაქის ანაწმენდები ერთ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე (ამოღებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს), მისაღებ ოთახში (ოთახი №4; იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) მდგარი მაგიდის ზედაპირიდან აღებული მუქი ფერის ლაქის ანაწმენდები ერთ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, სამზარეულო ოთახში მდგარი კარადის უჯრის შიდა ზედაპირიდან აღებული მუქი ფერის ლაქის ანაწმენდები ერთ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, გ-----------–-–---–-ს სისხლის ნიმუში, რ-------------------ს ნერწყვის ნიმუში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე