განაჩენი

სისხლის სამართლის 11.09.2018
საქმის ნომერი
010141318700064635
ინსტანცია
თარიღი
11.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010141318700064635-1აგ/477-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

რევაზ ნადარაია

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ მ--–---- მ-------–---–ის ამჟამად ძებნილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მურმან ხვიბლიანის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განაჩენით:

 

მ--–---- მ-------–---–ს (პ/ნ 0----------) მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების (გამომშრალი მარიხუანა - წონით 14,9 გრამი) უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელიდან 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად, დარჩენილი 3 წელი თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით;

 

მ--–---- მ-------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 5 წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო საქმიანობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება;

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს N56482 შეტყობინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.05.2010 წლის N1/1613-10 განაჩენის საფუძველზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მ--–---- მ-------–---–ს დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. განაჩენი აღსრულებულია და თანხა ჯარიმის სახით გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2010 წლის 14 ივლისს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 08 ნოემბრის განჩინებით:

 

გაუქმდა მსჯავრდებულ მ--–---- მ-------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით დანიშნული სასჯელი 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება და მსჯავრდებულ მ--–---- მ-------–---–ს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე 1/4 შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 3 თვით;

 

2018 წლის 01 აგვისტოს მსჯავრდებულ მ--–---- მ-------–---–ის ადვოკატმა მურმან ხვიბლიანმა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის 26 ივლისს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, გადასინჯული იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განაჩენი და გაუქმდეს მ--–---- მ-------–---–ის მიმართ გამოტანილი თავისუფლების აღკვეთით განსაზღვრული სასჯელი.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ მ--–---- მ-------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მურმან ხვიბლიანის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონით გათვალისწინებული ცვლილებები შესაძლებელია გავრცელდეს იმ პირებზე, რომლებიც ბრალდებულნი /მსჯავრდებულნი არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ან/და 273-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების – მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის, გასაღების ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის. იმავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო სასამართლო განსჯადობის მიხედვით.

 

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული მ--–---- მ-------–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელიდან 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად, დარჩენილი 3 წელი თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით; მ--–---- მ-------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად ჩამოერთვა უფლებები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 08 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა მსჯავრდებულ მ--–---- მ-------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით დანიშნული სასჯელი 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება და მსჯავრდებულ მ--–---- მ-------–---–ს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე 1/4 შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 3 თვით;

 

პალატა განმარტავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის შესაბამისად, კოდექსის 260-ე მუხლის (გარდა შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოქმედება არ ვრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებების“ 73-ე და 92-ე გრაფებით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებებზე - მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე, რასაც, ნორმატიული თვალსაზრისით, აწესრიგებს ამავე ცვლილებით, ამავე კოდექსში დამატებული 2731-ე მუხლი და კანონის დათქმა, რომ ქმედების კვალიფიკაციის საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი სსკ-ის 2731 მუხლის რეგულაციებთან, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონით მსჯავრდებულ მ--–---- მ-------–---–ის სამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება და მისი მოქმედება არ უნდა გავრცელდეს მ--–---- მ-------–---–ის მიმართ სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარდგინების საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/708,709,710 განმარტებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის გამოყენებასთან დაკავშირებით, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა შენახვის გამო, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი იმ დროისათვის სხვა ალტერნატიულ სასჯელს არ ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთის გარდა, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სასამართლო ბრალდებულის მიმართ ვერ გამოიყენებს სსკ-ის 260-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენისა და შენახვისათვის მსჯავრდებისას პირის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა.

ამავე დროს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სასჯელს უნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული ვერ იქნება სასჯელის სხვა რომელიმე სახე, რაც გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-40 მუხლით, რადგან დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ადგენდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას და არ გააჩნდა არც ერთი სხვა ალტერნატიული სასჯელი. ხოლო რაც შეეხება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ კანონით მ--–---- მ-------–---–ის სამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მის მიმართ კანონს არა აქვს უკუძალა, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა, ხოლო სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

მართალია, - „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონმა სისხლის სამართლის კოდექსში 2731-ე მუხლის დამატებით შეამსუბუქა ამავე კოდექსის 260-ე მუხლით („ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის - „ნარკოტიკული საშუალებების“ 73-ე და 92-ე გრაფებით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებებთან - მცენარე კანაფსა და მარიხუანასთან მიმართებით) დადგენილი პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება გავრცელდეს ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენა, შენახვისათვის მსჯავრდებულ მ--–---- მ-------–---–ის მიმართ, ვინაიდან, მითითებული ცვლილებების მიხედვით, ამოღებული ოდენობა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილს (2017 წლის 28 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), რომლის სანქციაც ითვალისწინებს ჯარიმას ან 160-დან 200 საათამდე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, - მაგრამ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ცვლილებების მიღებამდე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის მსჯავრდებულ მ--–---- მ-------–---–ის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას უფრო ამსუბუქებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავს 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენისა და შენახვისათვის მსჯავრდებისას პირის მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას და იმის გათვალისწინებით, რომ მას დანაშაული ჩადენილი აქვს ცვლილებების მიღებამდე, ხოლო დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ადგენდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას და არ გააჩნდა არც ერთი სხვა ალტერნატიული სასჯელი.

შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ--–---- მ-------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მურმან ხვიბლიანის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა განაჩენის გადასინჯვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განაჩენში და გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 08 ნოემბრის და 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ მ--–---- მ-------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2.მ--–---- მ-------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

3.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 08 ნოემბრის და 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება.

 

4.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მ. თეთრაული

 

რ. ნადარაია