განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.09.2018
საქმის ნომერი
010210018001514981
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018001514981

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-445-2018 11 სექტემბერი, 2018 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ნ---- გ--------ე, თ------ ზ----ე

წარმომადგენელი - ე---–--- მ-------ე

მოწინააღმდეგე მხარე - ს---–---- მ–------ე, შპს ჯ-------- ჯ-----ი

 

დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 5 მარტის განჩინება - დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ნ---- გ--------ის და თ------ ზ----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და შპს ‘’ჯ-------- ჯ-----ის’’ (ს/ნ 4--------) უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ქობულეთში, დ-----------–-----–ის გ-------ის მე-2 შესახვევში, ს/კ 2-----------, გათავისუფლდა გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვისაგან. გასაჩივრებული განჩინებით ნ---- გ--------ის და თ------ ზ----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებია: 2.1. ნ---- გ--------ემ და თ------ ზ----ემ სარჩელი აღძრეს ს---–---- მ–------ის და შპს ,,ჯ-------- ჯ-----ის” მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვეს ქ. ქობულეთში, დ-----------–-----–ის გ-------ის მე-2 შესახვევში, მდებარე 601 კვ.მ მიწის ნაკვეთისა (ს/კ 2-----------) და მასზე განთავსებული 155.80 კვ.მ შენობა-ნაგებობის ½ წილის მესაკუთრედ აღიარება და საკუთრების უფლების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. 2.1.1. საქმესთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა 2017 წლის 02 ოქტომბერს 14:30 საათზე. მოსარჩელეები მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდენ. მოპასუხემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 2.1.2. მოსარჩელის, სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები რეგლამენტირებულია საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილითაც ,,თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ”. 2.1.3. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაპირობაა. იმისათვის, რომ საქმეზე მიღებული იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება აუცილებელია დადგინდეს შემდეგი გარემოებები: - მოსარჩელე სხდომაზე მოწვეულია კანონით დადგენილი წესით; - მოსარჩელე სხდომაზე არ გამოცხადდა; - მოსარჩელეს არ აქვს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. 2.1.4. სასამართლომ შეამოწმა მოსარჩელის სხდომაზე მოწვევისა და სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, დაადგინა, რომ მოსარჩელე სხდომაზე მოწვეული იქნა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, სასამართლო უწყებით. ამდენად სხდომაზე მისი მოწვევის წესი დაცული იყო. 2.1.5. აღნიშნულის შემდეგ სასამართლომ შეამოწმია მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი. მოსარჩელეებს და მათ წარმომადგენელს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებიათ. შესაბამისად სასამართლოსათვის უცნობი იყო, თუ რატომ ვერ გამოცხადდენ მოსარჩელეები. თუ მათ გამოცხადებლობის საპატიო მიზეზი ჰქონდათ, მათ ამის შესახებ უნდა ეცნობებინათ სასამართლოსათვის. ასეთი ცნობის არარსებობის შემთხვევაში ივარაუდება, რომ მოსარჩელეს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ ჰქონდა. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებია: 2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. 2.2.1. საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მესამე პუნქტმა განსაზღვრა საპატიო მიზეზის მცნება. დასახელებული ნორმით საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. 2.2.2. სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენელი ავად იყო და მისი ავადმყოფობა გამორიცხავდა სხდომაზე გამოცხადების შესაძლებობას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ გაასაჩივრეს ნ---- გ--------ემ და თ------ ზ----ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ს---–---- მ–------ესა და შპს"ჯ-------- ჯ-----ი" საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. სასამართლომ სარჩელი მიიღო წარმოებაში 2016 წელს. 2017 წლის 05 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხეები და სხდომა გადაიდო 2017 წლის 02 ნოემბერს 14:30 საათზე. 3.2. სასამართლოდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ: 1) მოპასუხე შპს"ჯ-------- ჯ-----ს" გზავნილი გაეგზავნა ფოსტით; 2) მოპასუხე ს---–---- მჟავანძეს გზავნილი გაეგზავნა ფოსტით და იგი მიიღო ოჯახის წევრმა (რძალმა) მეგი ხაზარაძემ: 3) მოსარჩელეების წარმომადგენელი ე---–--- მ-------ე სხდომაზე გაფრთხილდა პირადად. 3.3. 2017 წლის 02 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომაზე მოსარჩელეების წარმომადგენელი ვერ ცხადებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც სატელეფონო შეტყობინებით აცნობა მოსამართლის თანაშემწე თ. ა-–--–--ას მობილურ ნომერზე 5---------- და იქვე განუმარტა, რომ დამატებით წარუდგენდა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელ საბუთებს. 3.4. სასამართლომ უგულველყო მოსარჩელეთა წარმომადგენლის შეტყობინება საპატიო მიზეზის საფუძვლით გამოუცხადებლობის შესახებ და მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. 3.5. სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა შეატყობინა მის თანაშემწეს თ. ა-–--–--ას სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ. სასამართლომ უგულველყო ეს შეტყობინება და გადაწყვეტილების დასაბუთებაში დატოვა განხილვის გარეშე. 3.6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს კანონით დადგენილ ვადაში, თუმცა იმის, გამო, რომ გადაწყვეტილება მათ კანონით დადგენილ ვადაში არ ჩაბარდათ, საჩივარი დაუსაბუთებელი იყო. 3.7. 2018 წლის 05 მარტს სასამართლომ დანიშნა საჩივრის განხილვის სხდომა. 3.8. ამჯერად, მოსარჩელეთა წარმომადგენელი პოსტსტაციონარულ მკურნალობას გადიოდა ამბულატორიულად და სასამართლოს წარედგინა ავადმყოფობის, ე.ი. სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი ცნობები. სასამართლომ კვლავ უგულველყო გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი და საჩივარი განიხილა მოსარჩელის (საჩივრის ავტორის) დასწრების გარეშე. 3.9. საპატიო მიზეზის არსებობის მტკიცება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მტკიცების მოვალეს მიეცემა შესაძლებლობა ჩაერთოს პროცესში, მიიღოს მასში მონაწილეობა და წარადგინოს მტკიცებულებები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მას ასეთი შესაძლებლობა არ მიეცემა იგი მტკიცებას ვერც მოახერხებს. 3.10. 2018 წლის 20 თებერვლიდან წარმომადგენელი იმყოფებოდა სტაციონარში. შედგომ პერიოდში იგი მკურნალობდა ამბულატორიულად. ამიტომ, 2018 წლის 05 მარტისათვის იგი ვერ წარადგენდა დაზუსტებულ დასაზუსტებულ საჩივარს და მოკლებული იყო მტკიცების გონივრულ შესაძლებლობას ობიექტურად. 3.11. სათანადო მტკიცების შესაძლებლობა სასამართლომ მოსარჩელეთა წარმომადგენელ არ მისცა იმით, რომ საჩივარი საპატიო მიზეზის მიუხედავა განიხილა მის გარეშე, ხოლო სხდომის ჩანიშვნის შესახებ შეტყობინების პერიოდში იგი მკურნალობდა. სამართლებრივი საფუძვლები 3.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ძირითადი პრინციპი მდგომარეობს შეჯიბრობითობაში და ამ პრინიციპის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რისთვისაც მხარეები აღჭურვილია უფლებებითა და შესაძლებლობებით. ამასთან, საპატიო მიზეზის ცნებას გვაძლევს 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი: საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. 3.13. აქ აღსანიშნავია, რომ შრომისუუნარობას, როგორც წესი ადასტურებს საავადმყოფო ფურცელი, ე.წ. ბიულეტენი, რომელიც წარმოებს ჯანმრთეობის სამინისტროს დამტკიცებულ ბლანკზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ ნ---- გ--------ისა და თ------ ზ----ის წარმომადგენელმა, ე---–--- მ-------ემ სარჩელი აღძრა ს---–---- მ–------ისა და შპს ჯ-------- ჯ-----ის წინააღმდეგ და უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ აღიარება და საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია მოითხოვა. 4.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომა დაინიშნა 2017 წლის 2 ნოემბერს. 4.3. სხდომის თარიღი მოსარჩელეთა წარმომადგენელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა (ტ. მე-2, ს.ფ. 50). 4.4. ამის მიუხედავად, არც მოსარჩელეები და არც მათი წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადებულან. 4.5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ---- გ--------ისა და თ------ ზ----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 4.6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელეთა წარმომადგენელმა, ე---–--- მ-------ემ. 4.7. სასამართლომ საჩივარი წარმოებაში მიიღო და მისი განხილვა 2018 წლის 5 მარტს დანიშნა. 4.8. ამავე დღეს, მომჩივანთა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და ავად ყოფნის გამო საქმის წარმოების გადადება მოითხოვა. 4.9. წარმომადგენელმა განცხადებას დაურთო საავადმყოფო ფურცელი და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ 2013 წელს ა---–--- მ-------- მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა. 4.9.1. 2018 წლის 20 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით იგი გულის იშემიურ დაავადებას მკურნალობდა სამედიცინო დაწესებულებაში, ავადმყოფობა მწვავედ მიმდინარეობდა და სტაციონარიდან გაწერის შემდეგ მიეცა კარდიოლოგის მეთვალყურეობის რეკომენდაცია. 4.9.2. 2018 წლის 20 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით და, ცალკე, 23 თებერვლიდან ე---–--- მ-------ე საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა. სამართლებრივი დასაბუთება 4.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. 4.10.1. როგორც აღინიშნა, სამედიცინო ცნობის თანახმად, ე---–--- მ-------ემ 2013 წელს მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა, 2018 წლის 20 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით კი მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და ავადმყოფობა მწვავედ მიმდინარეობდა. 4.10.2. 2018 წლის 23 თებერვლის შემდეგ აპელანტთა წარმომადგენელი კვლავ საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა. 4.10.3. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის და მათზე არც აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს მიუთითებია. 4.10.4. ეს ნიშნავს, რომ 2018 წლის 5 მარტის სხდომაზე აპელანტების წარმომადგენელი საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და ამის თაობაზე მან სასამართლოს წინასწარ აცნობა. 4.11. მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მხარეთა გამოუცხადებლობა საჩივრის განხილვას არ აბრკოლებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხარეს საქმის განხილვაზე გამოცხადებისა და საკუთარი მოსაზრების წარდგენის უფლება შეზღუდული აქვს. 4.11.1. ამ ნორმის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს საჩივარი მხარეთა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც, თუმცა თუ მხარეს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი გააჩნია და ამის თაობაზე სასამართლოს წინასწარ აცნობებს, საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების უფლება მას უნდა მიეცეს, ე.ი. საქმის განხილვა უნდა გადაიდოს. 4.12. მართალია, სასამართლოს სხდომაზე არც თავად მოსარჩელეები გამოცხადებულან, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. 4.12.1. საქმის მასალებით კი დგინდება, რომ მოსარჩელეები საქმეს სასამართლოში, სწორედ, წარმომადგენლის მეშვეობით აწარმოებდნენ და ცალკეულ საპროცესო მოქმედებებში მათ უშუალო მონაწილეობა არც მიუღიათ. 4.13. ამის შესაბამისად, პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი მოსარჩელეთა დასწრების გარეშე შეცდომით განიხილა და, ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე უნდა გაუქმდეს. 4.14. პალატის აზრით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავდაპირველად გამომტანმა სასამართლომ უნდა შეამოწმოს. 4.14.1. ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმე საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განსახილველად უნდა დაუბრუნდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განჩინება - დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ნ---- გ--------ისა და თ------ ზ----ის საჩივრის განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

 

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ნ---- გ--------ისა და თ------ ზ----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განჩინება - დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ნ---- გ--------ისა და თ------ ზ----ის საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;

3. საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე