განაჩენი

სისხლის სამართლის 12.09.2018
საქმის ნომერი
010141318700064768
ინსტანცია
თარიღი
12.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010141318700064768-1აგ/483-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

რევაზ ნადარაია

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ა----- მ--------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 სექტემბრის განაჩენით:

 

ა----- მ--------ს (პ/ნ 1----------) მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩა-----ა ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანა) უკანონო შეძენა, შენახვა დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქ/პ და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 03 წელი;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით;

 

ა----- მ--------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: 10 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 05 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

თბილისის პრობაციის ბიუროს NMOC81800749033 შეტყობინების თანახმად, მსჯავრდებულ ა----- მ--------ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათიდან არცერთი საათი არ აქვს შესრულებული;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის განაჩენით:

 

ა----- მ--------ს (პ/ნ 1----------) მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩა-----ა ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანა) უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის განსაკუთრებით დიდი ოდენობით დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ, მანვე ჩა-----ა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება (მარიხუანა), ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ა----- მ--------ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 სექტემბრის N1-490-16 განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ა----- მ--------ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

 

ა----- მ--------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: 05 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის განაჩენი:

 

უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის განაჩენი.

 

ა----- მ--------ი (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ა----- მ--------ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 სექტემბრის N1/490-16 განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ა----- მ--------ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

 

ა----- მ--------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: 05 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება; შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ა----- მ--------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ა----- მ--------ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე. ა----- მ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ა----- მ--------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2016 წლის 3 ნოემბრიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენი ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის ნაწილში დარჩა უცვლელი;

 

2018 წლის 03 აგვისტოს მსჯავრდებულმა ა----- მ--------მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 6 თვის ვადით, მოხდილი აქვს 1 წელი და 9 თვე, ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით გადაისინჯოს მისი სისხლის სამართლის საქმე და განთავისუფლებული იქნეს მოუხდელი სასჯელისაგან.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ა----- მ--------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოცემულ შემთხვევაში როგორც საქმის მასალებით ირკვევა ა----- მ--------ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 სექტემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქ/პ და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად ა----- მ--------ს გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 03 წელი; საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით და ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული უფლებები;

 

ა----- მ--------ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’, მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვისდა სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ა----- მ--------ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 სექტემბრის N1-490-16 განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული,საბოლოოდ ა----- მ--------ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით; მასვე ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის განაჩენით უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის განაჩენი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა ა----- მ--------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. ა----- მ--------ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე. ა----- მ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ა----- მ--------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2016 წლის 3 ნოემბრიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენი ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის ნაწილში დარჩა უცვლელი;

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში როგორც უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით ირკვევა, უზენაეს სასამართლოს ნამსჯელი აქვს მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, რის საფუძველზეც შეწყვეტილი იქნა სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, რაც შეეხება 260-ე მუხლით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილს, აღნიშნული მსჯავრდების ნაწილზეც ნამსჯელი აქვს საკასაციო პალატას ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ’’ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი საფუძველზე. შესაბამისად გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ ა----- მ--------ი მსჯავრდებული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1181,99 გრამი ნარკოტიკული საშუალების ,,გამომშრალი მარიხუანის’’ უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და შესაბამისობაში იქნა მოყვანილი 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილთან.

 

ამასთან, მხედველობაში იქნა მიღებული დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია და მსჯავრდებულ ა----- მ--------ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე. ა----- მ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ა----- მ--------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულის მოთხოვნა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯული იქნეს მისი სისხლის სამართლის საქმე და განთავისუფლებული იქნეს მოუხდელი სასჯელისაგან საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ნამსჯელი აქვს მსჯავრდებულის მიმართ უზენაეს სასამართლოს და დღეის მდგომარეობით სხვა რაიმე დამატებითი რეგულაცია არ არსებობს, რაც საფუძველი გახდებოდა მსჯავრდებულ ა----- მ--------ის დარჩენილი სასჯელისაგან გათავისუფლების. შესაბამისად პალატას მიიჩნია, რომ ა----- მ--------ის შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310 - 314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მსჯავრდებულ ა----- მ--------ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

 

2. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: რ. ნადარაია

 

მ. თეთრაული