განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2018
საქმის ნომერი
010141318700062427
ინსტანცია
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700062427

საქმე №1ა/გ-420-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ლევან თევზაძე

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

კახაბერ მაჭავარიანი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ირა--–-------–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით ირა--–-------–--ე (დაბადებული 1----–-–---------------–-, პირადი #3----------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2013 წლის 1 სექტემბრის ეპიზოდი და 2013 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 1 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ირა--–-------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

მასვე, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის განაჩენით ირა--–-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ირა--–-------–--ეს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

ირა--–-------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ბოლო განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მისი დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 19 დეკემბრიდან.

ირა--–-------–--ეს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აგვისტოს განაჩენით ირა--–-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის განაჩენით დანიშნული და 2015 წლის 30 ივლისის საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს #001/15-3350 გადაწყვეტილებით დარჩენილი სასჯელიდან - პირობითი მსჯავრი 1 თვე და 19 დღე.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ირა--–-------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით.

ირა--–-------–--ეს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

ირა--–-------–--ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 28 აგვისტოს 18:34 საათიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განჩინებით ირა--–-------–--ეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მულით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოუხდელი ნაწილი 116 (ას თექვსმეტი) საათის ოდენობით, შეეცვალა ჯარიმით 1450 (ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განაჩენით ირა--–-------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

ირა--–-------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2017 წლის 24 სექტემბრიდან.

2018 წლის 26 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ირა--–-------–--ემ, რომელმაც მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის შეფარდებული ჯარიმის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა.

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ირა--–-------–--ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების დასაბუთებიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის 26 ივლისს შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებად ადგენს ნარკოტიკული საშუალება კანაფის (მცენარე) და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას, ჩადენილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ და განსაზღვრას სასჯელს აღნიშნული ქმედებისთვის. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლი მნიშვნელოვანწილად, არსებითად იმეორებს 273-ე მუხლის ძველი (გასაჩივრებული) რედაქციის ნორმატიულ შინაარსს და დასჯადად აცხადებს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მრავალჯერად (არაერთგზის) მოხმარებას. შესაბამისად, კანონმდებლობაში იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის (ნორმების) შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის განაჩენით ირა--–-------–--ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ამ დანაშულისთვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ირა--–-------–--ეს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აგვისტოს განაჩენით ირა--–-------–--ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის განაჩენით დანიშნული და 2015 წლის 30 ივლისის საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს #001/15-3350 გადაწყვეტილებით დარჩენილი სასჯელიდან - პირობითი მსჯავრი 1 თვე და 19 დღე. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ირა--–-------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ.გადაწყვეტილება) მსჯავრდებული ირა--–-------–--ე უნდა გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის განაჩენით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ასევე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული დამატებითი სასჯელის - ჯარიმისგან 1450 ლარის ოდენობით (ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2018 წლის 7 სექტემბრის წერილის შესაბამისად, ირა--–-------–--ეს ჯარიმის თანხა – 1450 ლარი არ გადაუხდია). ირა--–-------–--ეს უნდა აღუდგეს ზემოაღნიშნული განაჩენებით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

რაც შეეხება რუსთავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენს, ირა--–-------–--ეს მოცემული განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში - ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში (2013 წლის 1 სექტემბრის ეპიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების ,,ოპიუმის“ ჯგუფის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში (2013 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი), რაზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ ირა--–-------–--ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება შევიდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აგვისტოს განაჩენებში და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განჩინებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ირა--–-------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აგვისტოს განაჩენებში და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განჩინებაში ირა--–-------–--ის მიმართ შევიდეს ცვლილება.

მსჯავრდებული ირა--–-------–--ე გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მასვე, აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

მსჯავრდებული ირა--–-------–--ე გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მასვე, აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

მსჯავრდებული ირა--–-------–--ე გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მულით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმისაგან- 1450 ლარის ოდენობით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აგვისტოს განაჩენი ირა--–-------–--ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ლევან თევზაძე

 

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

 

კახაბერ მაჭავარიანი