განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2018
საქმის ნომერი
140100117002250893
ინსტანცია
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100117002250893

საქმე №1ბ/884-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

ქეთევან სუპატაშვილის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ნა----------–-ას

ადვოკატ - ქე--------------ის

მსჯავრდებულ - ზუ----------–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზუ----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ქე--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ზუ----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 08 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 2----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: კ-----------------------–-----––---ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენით ზუ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას თანაბარი სასჯელების შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ზუ----------–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

ზუ----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;

მანვე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

1) 2017 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, კ-----------------------–-----––---ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ზუ----------–---–მა, არასრულწლოვანი შვილის - გი------------–---–ის თანდასწრებით, შელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს - ნო----------–--ს მარცხენა ლოყაში ერთხელ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ნო----------–--მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2) 2017 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, კ-----------------------–-----––---ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ზუ----------–---–მა, შელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვან შვილს - გი------------–---–ს მარჯვენა მკლავის არეში დანით მიაყენა ერთი ჭრილობა, რის შედეგადაც გი------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზუ----------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ქე--------------მა, რომელმაც წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენის გაუქმება და ზუ----------–---–ის გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო და უნდა გაუქმდეს, რადგან ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზუ----------–---–ის ბრალეულობას. მოსამართლემ ზუ----------–---–ი დამნაშავედ სცნო 2017 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდში მიუხედავად დაზარალებულ ნო----------–--ის სასამართლოსათვის მიცემული განმარტებისა, რომ მისთვის ზუ----------–---–ს განზრახ არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, არამედ კამათის დროს ზუ----------–---–ის მიერ შვილის მისამართით მოქნეული ვედრო მოხვდა მკლავში, ნო----------–--ი დაიხარა და შვილს გადაეფარა, რა დროსაც ასევე შვილის მისამართით მოქნეული ხელი მას მოხვდა შემთხვევით, აღნიშნულ ფაქტს ნო----------–--ის განმატებით ესწრებოდა მისი სამი არასრულწლოვანი შვილი, რაც სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება; დაზარალებულის აღნიშნული ვარაუდი მოსამართლემ მიიჩნია არადამაჯერებლად კონკრეტული ვითარებიდან და ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუმცა ნო----------–--მა სასამართლო სხდომაზე კი არ ივარაუდა, არამედ დარწმუნებული იყო, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს ზუ----------–---–ს მისთვის განზრახ არ მიუყენებია ფიზიკური დაზიანება, ამასთან თუკი დაზარალებულს სურდა მკაცრი სასჯელი აერიდებინა მეუღლისათვის, შეეძლო არ მიეცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის წინაღმდეგ, რის შესახებაც განემარტა სასამართლოს მიერ; აპელანტის აზრით, ასევე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება 2017 წლის 20 ნოემბრის ეპიზოდში ზუ----------–---–ის მიერ თავისი არასრულწლოვანი შვილის გი------------–---–ისათვის ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნით, ტანსაცმლის ამოღებისა და დათვალიერების ოქმებით ვერ დასტურდება ზუ----------–---–ის ბრალეულობა. ხოლო, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი ვერ დასტურდება გი------------–---–ს აღნიშნული დაზიანებები რა ვითარებაში და ვის მიერ აქვს მიყენებული. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გი------------–---–ის სვიტერის მარჯვენა სახელოს უკანა მხარეს, იდაყვის მიდამოში აღენიშნება სამი ირიბად განლაგებული სწორხაზოვანი ფორმის, გამჭოლი დაზიანება, წარმოქმნილი რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, ექსპერტ ნი----–------------–--ის განმარტებით ასეთი საგანი შეიძლება იყოს დანა, მაკრატელი, რკინის ბადე და სხვა, მისივე განმარტებით ზოგადად შესაძლებელია ტანსაცმელზე რამდენიმე დაზიანება ერთდროულად, ერთჯერადი დარტყმის შედეგად იყოს წარმოქმნილი, თუ იმ მომენტში დაზიანების ადგილზე ტანსაცმელი იყო გადაკეცილი, მოცემულ შემთხვევაში დაუდგენელია გი------------–---–ის სვიტერზე სამი ირიბად განლაგებული დაზიანება ერთჯერადი თუ მრავალჯერადი მოქმედებით წარმოიქმნა, აღნიშნული ეჭვი მოსამართლემ არ გადაწყვიტა ზუ----------–---–ის სასარგებლოდ, მითუმეტეს, რომ აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ გი------------–---–მა სასამართლოში უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაზარალებულმა ნო----------–--მა და სხვა მოწმეებმა: თი------------–---–მა, ნა--------–----–---–-ა, სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა ქე-------------–---–მა, ექსპერტმა პა----------–--ემ, გი------------–---–ის აღნიშნული დაზიანებების შესახებ შეიტყვეს თავად გი------------–---–ისაგან.

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა----------–-ამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა რუსთავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მოსაზრებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულ ზუ----------–---–ის მიერ მეუღლე ნო----------–--ისათვის ფიზიკური დაზიანების განზრახ მიყენების ფაქტი, პალატა იზიარებს, ვინაიდან დაზარალებულმა ნო----------–--მა სასამართლოში განმარტა, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს, სოფელ ახალციხეში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში ზუ----------–---–სა და მათ არასრულწლოვან შვილს - გი------------–---–ს შორის მოხდა შელაპარაკება, რასაც თავადაც შეესწრო, ნო----------–--ი ცდილობდა გი------------–---–ის დაცვასა და ზუ----------–---–ისაგან მორიდებას, რა დროსაც ზუ----------–---–მა მას, გი------------–---–ის თანდასწრებით, სახის არეში, კერძოდ - ლოყაში დაარტყა ხელი. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მისი აზრით გი------------–---–ისათვის მოქნეული ხელი შემთხვევით მოხვდა მას, რადგან ბავშვი იდგა მის წინ, თავად ბავშვისკენ დაიხარა, ბავშვი შემოატრიალა და ხელი მაშინ მოხვდა. მისივე განმარტებით, ზუ----------–---–ი ხშირად უმიზეზოდ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მას და შვილებს, მაგრამ 2017 წლის 30 ოქტომბრამდე, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია, ამასთან მეუღლეს კონფლიქტი ჰქონდა არა მასთან, არამედ ბავშვთან. თავად მსჯავრდებული კატეგორიულად უარყოფს მეუღლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, სხვა მტკიცებულება რაც დაადასტურებდა, რომ გი------------–---–მა მეუღლეს განზრახ მიაყენა დაზიანება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

პალატა ითვალისწინებს, რომ ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ის 1261 მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. ძალადობა კი გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს. მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ზუ----------–---–მა განზრახ დაარტყა სახელში ხელი მეუღლეს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი გამამტყუნებლ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ასევე სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად, ზუ----------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი).

 

ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტთა მოსაზრებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ შვილის - გი------------–---–ისათვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების ფაქტი, ვინაიდან მიაჩნია, რომ აღნიშნულ ეპიზოდში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, კერძოდ, პალატა მხედველობაში იღებს შემდეგს:

 

მართალია არასრულწლოვანმა დაზარალებულმა, გი------------–---–მა სასამართლოში უარი განაცხადა მამის - ზუ----------–---–ის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, როგორც ბრალდებულის ახლო ნათესავმა, მაგრამ აღნიშნული პალატას დადგენილად მიაჩნია სასამართლოში გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი შემდეგი მტკიცებულებებით:

დაზარალებულმა ნო----------–--მა სასამართლოს განუმარტა, რომ იგი 2000 წლის 05 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ზუ----------–---–თან, რომელთან ერთად ცხოვრობს კ-----------------------–-----––---ში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ოთხი შვილი. 2017 წლის 20 ნოემბერს იგი დილიდან იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, დაახლოებით 10:30 საათზე, მას ტელეფონით დაუკავშირდა თი------------–---–ი, რომელმაც შეატყობინა, რომ ზუ----------–---–მა მისი შვილი - გი------------–---–ი დანით დაჭრა მკლავის არეში; სახლში მისვლისას ნახა, რომ გი------------–---–ს ჭრილობა მარჯვენა ხელის იდაყვის არეში უკვე დამუშავებული და შეხვეული ჰქონდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ. გი------------–---–მა მას განუცხადა, რომ ჭრილობა მამამ მიაყენა დანით, რის შედეგადაც განიცადა ტკივილი, ხოლო ზუ----------–---–მა უარყო აღნიშნული და განაცხადა, რომ გი------------–---–მა ჭრილობა მიიღო დაცემის შედეგად.

ზუ----------–---–ის მიერ გი------------–---–ისათვის ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტი აგრეთვე დადასტურებულია იმ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენენ უდავო მტკიცებულებებს და შესაბამისად მათი გამოკვლევა არ მომხდარა, ესენია:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლითაც დასტურდება რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს კ-----------------------–-----––---ში და წარმოადგენს ნო----------–--ის საცხოვრებელ სახლს; სახლის შესასვლელთან განლაგებულ ოთახში, იატაკზე ნანახი და ამოღებულ იქნა შავტარიანი დანა, ვერცხლისფერი დანის პირით;

ცივი იარაღის ექსპერტიზის N1----–- დასკვნა, რომლის თანახმადაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, ცალპირიან დანას, პირის ორმხრივი ალესვით. დანის საერთო სიგრძეა 242 მმ. დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას;

ტანსაცმლის ამოღებისა და დათვალიერების ოქმები, ოქმების თანახმად 2017 წლის 20 ნოემბერს არასრულწლოვან გი------------–---–ისაგან ამოღებულ იქნა ლურჯი ფერის ჯემპრი (სვიტერი), რომელსაც მარჯვენა სახელოს მიდამოში აღენიშნება დაზიანებები. ტანსაცმელი მოსვრილია წითელი ფერის სისხლის მსგავსი ლაქებით;

2018 წლის 02 თებერვლის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №7----- დასკვნით დადგენილია, რომ გი------------–---–ის სვიტერის მარჯვენა სახელოს უკანა მხარეს, იდაყვის მიდამოში, სახელოს ქვედა კიდედან 24 სმ. დაშორებით აღენიშნება სამი ირიბად განლაგებული, სწორხაზოვანი ფორმის გამჭოლი დაზიანება, თითოეული სიგრძით დაახლოებით 6 მმ., 7მმ., 9მმ.. სვიტერზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად;

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და მოწმე პა----------–--ის დაკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ პა----------–--ის მიერ, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩატარდა არასრულ-წლოვან გი------------–---–ის შემოწმება. პირადი გასინჯვის დროს გი------------–---–ი უჩიოდა ტკივილს მარჯვენა იდაყვის სახსრის არეში, სადაც მას აღენიშნებოდა სწორკიდეებიანი ჭრილობა, ზომით 0,7X0.3 სმ. გი------------–---–ის განმარტებით, მას სახლში მამამ - ზუ----------–---–მა ესროლა დანა;

სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის კასპის ფილიალის ექიმის - ქე-------------–---–ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე მან მიიღო შეტყობინება კ-----------------------–-----––---ში მამის მიერ შვილის დაჭრის შესახებ. სამსახურებრივი ავტომანქანით იგი მივიდა სოფელ ახალციხეში, სადაც ერთ-ერთ ოჯახში ნახა დაზარალებული - 11 წლის გი------------–---–ი, რომელსაც მარჯვენა მხრის არეში აღენიშნებოდა დაახლოებით 5 მმ. სიგრძის ნაკვეთი ჭრილობა. გი------------–---–მა მას განუცხადა, რომ მამამ - ზუ----------–---–მა ესროლა დანა, ხოლო ეს უკანასკნელი უარყოფდა აღნიშნულს და აცხადებდა, რომ მისმა შვილმა წაქცევის შედეგად მიიღო დაზიანება;

მოწმეების: თი------------–---–ისა და ნა--------–----–---–ის დაკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, სოფელ ახალციხეში არასრულწლოვანი გი------------–---–ი მივიდა ნა--------–----–---–ის სახლის ეზოში, რა დროსაც მას ეცვა ლურჯი ფერის ჯემპრი და ჯინსის შარვალი. მასვე მარჯვენა იდაყვთან აღენიშნებოდა დაზიანება, საიდანაც სდიოდა სისხლი. გი------------–---–მა თი------------–---–ს განუცხადა, რომ მამამ - ზუ----------–---–მა მას ესროლა დანა. თი------------–---–მა დაუმუშავა ბავშვს ჭრილობა, რის შემდეგაც გი------------–---–მა დაიწყო ტირილი და სთხოვა მას, რომ დედასთან - ნო----------–--თან დაერეკა. თი------------–---–ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ნო----------–--ს და შეატყობინა მას მომხდარი ფაქტის შესახებ,ექსპერტმა ნი----–------------–--ემ სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და ამ ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. ექსპერტის განმარტებით შესაძლებელია ტანსაცმელზე რამდენიმე დაზიანება ერთდროულად, ერთჯერადი დარტყმის შედეგად იყოს წარმოქმნილი, თუ დაზიანების წარმოქმნის მომენტში დაზიანების ადგილზე გადაკეცილი იყო.

აპელანტის განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებებით არ დასტურდება ზუ----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებებით, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია დასტურდება, რომ დაზარალებულ გი------------–---–ს დაზიანება დანით სწორედ მამამ - ზუ----------–---–მა მიაყენა. ამასთან, მოწმეთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია წერილობით მტკიცებულებებთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზუ----------–---–ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზუ----------–---–ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ზუ----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ქე--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

ზუ----------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ზუ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზრვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

ზუ----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 20 ნოემბრიდან;

 

ზუ----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, ზუ----------–---–ისა და გი------------–---–ის სისხლის ნიმუშები და ზუ----------–---–ის ხელის ანაბეჭდი - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ზუ----------–---–ის და გი------------–---–ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (ნივთმტკიცებები ინახება შსს კასპის რაიონულ სამმართველოში) ;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე