განაჩენი

სისხლის სამართლის 14.09.2018
საქმის ნომერი
120100117002218497
ინსტანცია
თარიღი
14.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100117002218497

საქმე №1ბ/943-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 სექტემბერი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - კა--------–---–---–ის

ადვოკატ - ნო-------------–---–ის

გამართლებულ - გი--------------–---–ის

მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გი--------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 22 აპრილს ადიგენში, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქის, დასაოჯახებელის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ა--------------------------–------–ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით გი--------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გი--------------–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 02 ნოემბერს საღამოს საათებში გი--------------–---–ს ა--------------------------–------–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას დედამ მა------------–---–მა მისცა შენიშვნა მისი უქმად ყოფნის გამო, აღნიშნულით განაწყენებულმა გი--------------–---–მა დედას მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა და უწოდა, რომ იგი იყო ,,ბოზი'' და გულმკერდის არეში ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ ესროლა თეფში, რომელიც მოარტყა მარცხენა ხელში, შვილის გი--------------–---–ის ძალადობრივი ქმედების გამო მა------------–---–მა მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარდგენილი ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაადასტურებდა ფაქტს, რომ გი--------------–---–მა მისი ოჯახის წევრის, დედის მა------------–---–ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კა--------–---–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გი--------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა გი--------------–---–ის ბრალეულობა, კერძოდ, წარუდგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეთა არაპირდაპირი ჩვენებები, რითაც მოსამართლეს უნდა შექმნოდა შინაგანი რწმენა გი--------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენისა, საყურადღებოა მა------------–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება შვილის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული, როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე, დაზარალებული თავის ჩვენებაში აღწერს თუ როგორ დაარტყა შვილმა გულმკერდის არეში ძლიერად, რამაც ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რის შემდეგაც მისი მიმართულებით ისროლა თეფში. დაზარალებულის გარდა, გამოძიებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია გი--------------–---–ის მამამ - პე-------------–---–მა, რომელმაც საღამოს შინ დაბრუნებულმა ნახა გატეხილი ტელევიზორი, ჭურჭელი და მეუღლისაგან შეიტყო თუ როგორ მიაყენა შვილმა გი--------------–---–მა დედას ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა. სასამართლო გამოძიებისას კი, როგორც დაზარალებულმა, ისე მოწმემ, გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - შვილის მიმართ, მაგრამ ეს გარემოება არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად აპელანტს მიაჩნია, რომ გი--------------–---–ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად გამოტანილ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

გამართლებულ გი--------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნო--------------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გი--------------–---–ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გი--------------–---–მა მისი ოჯახის წევრის - დედის მ------ მ-----–---–ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ: დაზარალებულმა მა------------–---–მა და მოწმე პე-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ხოლო, ბრალდებულმა გი--------------–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში აპელირებს დაზარალებულის და მოწმის გამოკითხვის ოქმებზე, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

რაც შეეხება სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებულ მოწმეებს: რა-------------ეს, და------------–---–ს, მა---------------–---–ს, გი-----------------ეს, მა------------ეს, თე----------------–--ეს, შმ------------ეს, გე-------------–--ეს, ისინი სასამართლოში არ დაკითხულან, ამასთან საქმეში არ არის მათი გამოკითხვის ოქმები.

 

აპელანტი ასევე აპელირებს სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის დასკვნაზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, რასაც პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, 2017 წლის 03 ნოემბრის N6--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემოწმებულ იქნა მა------------–---–ი, რომლის მარცხენა მტევნის არეში არსებული სისხლნაჟღენთი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. პირადი გასინჯვით, ჩივილები ტკივილზე არ აქვს. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას 2017 წლის 02 ნოემბერს გი--------------–---–ის მიერ მა------------–---–ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ. ხოლო, 2017 წლის 02 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დასტურდება მხოლოდ სახლში არსებული ნივთების დაზიანების ფაქტი.

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გი--------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გი--------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გი--------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს პე-------------–---–ს (პ/ნ 0----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი BAGAGE22; მიმღები ანგარიშის ნომერი G----------------------ზე 2017 წლის 04 ნოემბერს შეტანილი თანხა 5000 ლარი.

 

განემარტოს გი--------------–---–ს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

- სონის ფირმის ტელევიზორი, რომელიც ინახება შსს ადიგენის რაიონული სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

- ფაიფურის ჭურჭლის ნამსხვრევები და მინის ჭურჭლის ნამსხვრევები, რომელიც ინახება შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე