განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002327745
საქმე #1ბ/823-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ-------------ის
მსჯავრდებულის: გ------------------–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ------------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), გ------------------–-–---–ის, დაბადებულის 1970 წლის 6 აპრილს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის: დ--------–--–-------------------------–---------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----–-–----------------–-----------–---–----------–--–------------------------–-, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------------------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 18 იანვარს, საღამოს საათებში, ქ-------–--–-----–-–----------------–-----------–---–----------–--–------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ------------------–-–---–მა კამათის შედეგად წარმოშობილი უთანხმოების გამო, თავის არეში მუშტის რამდენჯერმე ჩარტყმით, ფიზიკური ტკივილი მიაყენა თავის მეუღლე მ--------------ეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენით:
გ------------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
მსჯავრდებულ გ------------------–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 იანვრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ------------------–-–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებულმა მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ------------------–-–---–მა განაცხადა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, მეუღლესთან კონფლიქტი მართლაც ჰქონდა, თუმცა ეს უკანასკნელი არ უცემია, ამასთან, მის მეუღლეს სასამართლოში ჩვენების მიცემისას არ უთქვამს, რომ მან (მსჯავრდებულმა) ჩაარტყა თავში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ------------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ------------------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ------------------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ---------------- ჩვენებით, მოწმეების - მ-----------------–-–---–ის, ი--------------–---–ის, ზ-------------------ის ჩვენებებით, ექსპერტ გ---–--------------–---–ის ჩვენებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- დასკვნით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------------------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულის მოსაზრებას, რომ მას მეუღლე არ უცემია და სასამართლოში მ--------------ეს ჩვენების მიცემისას არ დაუდასტურებია მეუღლის მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისა დაზარალებულმა მ--------------ემ განაცხადა, რომ გ------------------–-–---–თან 23 წელია იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ ორი შვილი. მეუღლესთან სულ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, გ------------------–-–---–ის მხრიდან მასზე (დაზარალებულზე) და მათ შვილებზე სულ აგრესია მოდიოდა. გ------------------–-–---–ი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთვრალი იყო, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ ცემაზე გადადიოდა ხოლმე. 2018 წლის 18 იანვარს სახლში მისულს, გ------------------–-–---–მა, სრულიად უმიზეზოდ, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი, რითაც განიცადა ტკივილი. შემდეგ სახლში დაბრუნდა მისი (დაზარალებულის) შვილი, რომელმაც იგი (მ--------------ე) ნახა განერვიულებული და მტირალი და შვილს მოუყვა მომხდარის შესახებ. იმ დღეს პოლიციისთვის არ მიუმართავთ, ვინაიდან გ------------------–-–---–ი დაემუქრა ყელის გამოჭრით. ვინაიდან გ------------------–-–---–ის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, იძულებული გახდა, მეორე დღეს, განცხადებით მიემართა პოლიციისთვის. გ------------------–-–---–ი თავისი ინიციატივით ღებულობდა ფსიქოტროპულ წამლებს, რომლის საყიდლადაც მას (დაზარალებულს) სთხოვდა ფულს. იძულებული იყო მიეცა ფული, რადგან ფული რომ არ მიეცა, მეუღლე მას (დავითაძეს) სცემდა. მოწმე მ-----------------–-–---–მა სასამართლოში აჩვენა, რომ 2018 წლის 18 იანვარს მშობლებს შორის კონფლიქტს პირადად არ შესწრებია, თუმცა სახლში დაბრუნებულს დედა, მ--------------ე დახვდა განერვიულებული, ვინაიდან მამის, გ------------------–-–---–ის მხრიდან დედაზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი. მ----------------გან მისთვის (მოწმისთვის) ცნობილი გახდა, რომ სახლში ყოფნის დროს გ------------------–-–---–მა თავის არეში ჩაარტყა მუშტი, რის გამოც იგი (დედა) განიცდიდა ტკივილს. მოწმეების - ზ-------------------ისა და ი--------------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 19 იანვარს პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა მ--------------ე, რომელმაც განაცხადა წინა დღეს მეუღლის, გ------------------–-–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ, კერძოდ, გ------------------–-–---–მა მ--------------ეს მუშტი ჩაარტყა თავში, რის გამოც ეს უკანასკნელი თავზე იკიდებდა ხელს და იძახდა, რომ ტკიოდა თავი. მოცემულ საქმეზე პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარდა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გ------------------–-–---–ის დაკავება. სასამართლოში გამოკვლეული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ გ---–--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოქ. მ---------------- პირადი შემოწმებისას ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება. პირადი შემოწმებისას მ--------------ე უჩიოდა ტკივილს თავის მიდამოში იმ მიზეზით, რომ მეუღლემ, გ------------------–-–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა კეფის მიდამოში.
ზემოხსენებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენს (საქმე №117აპ-18), რომელშიც უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ნებისმიერი სახის სასამართლო ექსპერტიზის და მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი ერთი რომელიმე ნაწილის ან რეკვიზიტის მიხედვით, არამედ მთლიანობაში, მისი კვლევითი ნაწილის ჩათვლით, რადგან მის თითოეულ ნაწილს გააჩნია მტკიცებულებითი მნიშვნელობა. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის დასკვნით ნაწილში მითითებულია, რომ მოქ. მ---------------- პირადი შემოწმებისას ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება, რაზეც აპელირებს მსჯავრდებული სააპელაციო საჩივარში, თუმცა ამავე ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ პირადი შემოწმებისას მ--------------ე უჩიოდა ტკივილს თავის მიდამოში იმ მიზეზით, რომ მეუღლემ, გ------------------–-–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა კეფის მიდამოში. რაც შეეხება მოწმეების - მ-----------------–-–---–ის, ი--------------–---–ის და ზ-------------------ის პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს, რომლებიც აპელანტის აზრით, ირიბია და არ უნდა დადებოდა საფუძვლად გ------------------–-–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები პირდაპირია, ვინაიდან მათ თავიანთი თვალით ნახეს განერვიულებული და ნამტირალევი დაზარალებული მ--------------ე, რომელიც თავზე იკიდებდა ხელს და იძახდა, რომ ტკიოდა თავი, რაც გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ მეუღლემ, გ------------------–-–---–მა თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენება სავსებით შესაძლებელია ჩაითვალოს პირდაპირ ჩვენებად, რომელიც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად გვაძლევს პირდაპირი ჩვენებების ისეთ ერთობლიობას, რაც საკმარისად დასაბუთებული და კანონიერი საფუძველია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა გ------------------–-–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს გ------------------–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, გ------------------–-–---–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ------------------–-–---–ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ გ------------------–-–---–ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------------------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ------------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი გ------------------–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
გ------------------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;
გ------------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 19 იანვრიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე