განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.09.2018
საქმის ნომერი
031210018002468516
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
12.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 0-1210018002468516

N 2/ბ-732-18წ.

ganCineba

საქართველოს სახელით

12 სექტემბერი 2--- წ. ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი: ვ------- შ-----–--

წარმომადგენელი: ვ------- ლ------, თ------ კ---–--–---

მოწინააღმდეგე მხარე: ჯ---- კ------–---–-, ნ---- კ------–---–-

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2--- წლის 0- ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება

სააპელაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2--- წლის 29 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ------- შ-----–--მ, მოპასუხეებად დაასახელა ჯ---- კ------–---–- და ნ---- კ------–---–- და მოპასუხეთა შორის დადებული N 2-.4-.0-.5-- საკადასტრო კოდის უძრავი ქონებიდან 2-0 კვ. მიწის ნაკვეთის ნაწილში ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელეს განმარტებით, საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება. იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, წლების განმავლობაში სარგებლობს, მისი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ მდებარე 500 კვ.მ მიწის ნაკვეთით. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 3- მ------- #1- გადაწყვეტილებით, ამ მიწის ნაკვეთზე მოქალაქე ნ---- კ------–---–- დაუდგინდა საკუთრების უფლება და 2--- წლის 0- ა-----–-, მის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა #1----.

2--- წლის 07 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სარჩელი საკუთრების აღიარების კომისიის 2--- წლის 3- მ------- #1- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ნ---- კ------–---–-ს სახელზე 2--- წლის 0- ა-----–- გაცემული #1---- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავის დაწყების თაობაზე ცნობილი იყო ნ---- კ------–---–-სთვის, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის თავის არიდების მიზნით, 2--- წლის 22 მარტს მოჩვენებითად, საჯარო რეესტში გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებით, სადავო მიწის ნაკვეთი გააჩუქა შვილზე - ჯ---- კ------–---–---, რაც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2--- წლის 0- ივნისის განჩინებით, ვ------- შ-----–--ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რაც არ მიეკუთვნებოდა ქონებრივ დავას, რომლის ღირებულება არ აღემატება 5000 ლარს, იგი უფლებრივი დავა იყო და არ წარმოადგენდა მაგისტრატი მოსამართლის განსახილველ საქმეთა კატეგორიას. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14, მე-1- და მე-16 მუხლებისა, მოცემული დავის გადაწყვეტაზე უფლებამოსილია არა ქობულეთის მაგისტრატი სასამართლო, არამედ ბათუმის საქალაქო სასამართლო.

აღნიშნულის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელს განსახილველად მიღებაზე ეთქვა უარი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2--- წლის 0- ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ვ------- შ-----–--ს წარმომადგენლებმა ვ------- ლ------მ და თ------ კ---–--–---მ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება მოითხოვეს.

კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი სარჩელით ითხოვენ მიწის ნაკვეთზე მოპასუხეთა შორის, 2--- წლის 22 მარტს დადებული მოჩვენებითი ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას. პარალელურად, დავას აწარმოებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 3- მ------- #1- ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც მოქალაქე ნ---- კ------–---–- საკუთრებაში გადაეცა სადავო მიწის ნაკვეთი, ასევე ნ---- კ------–---–-ს სახელზე, 2--- წლის 0- ა-----–- გაცემული საკუთრების უფლების #1---- მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოცემული დავის განხილვის გარეშე ინტერესი ეკარგება მის სხვა მოთხოვნებს, რითაც ირღვევა მისთვის სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება.

ამდენად, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.

 

გასაჩივრებული განჩინების შეცვლის

დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ ვ------- შ-----–--ს წარმომადგენლების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადენილია, რომ 2--- წლის 29 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ------- შ-----–--მ, მოპასუხეებად დაასახელა ჯ---- კ------–---–- და ნ---- კ------–---–- და მოპასუხეთა შორის დადებული, N 2-.4-.0-.5-- საკადასტრო კოდის უძრავი ქონებიდან, 2-0 კვ. მიწის ნაკვეთის ნაწილში ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

დადგენილია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2--- წლის 0- ივნისის განჩინებით, ვ------- შ-----–--ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.

დადგენილია, რომ დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ვ------- შ-----–--ს წარმომადგენლებმა ვ------- ლ------მ და თ------ კ---–--–---მ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4---ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 4---ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში დავა არის არაქონებრივი ხასიათის, ვინაიდან, სარჩელის საგანია ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც დავის ობიექტს უძრავი ქონება წარმოადგენს, ხოლო ამ ქონებასთან დაკავშირებული მოთხოვნა ქონებრივ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

საქმეში არსებული 2--- წლის 23 აპრილის ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების აქტით (ს.ფ.69-81) ირკვევა, რომ ჯ---- კ------–---–-ს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, კერძოდ, ქობულეთში, ბაგრატიონის ქუჩის მიმდებარედ, N 2-.4-.0-.5-- საკადასტრო კოდის, 1228 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება, 2--- წლის 23 აპრილის მდგომარეობით შეადგენს - 30 700 ლარს.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს 2--- წლის 22 მარტს, ნ---- კ------–---–-ა და ჯ---- კ------–---–- შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას, N 2-.4-.0-.5-- საკადასტრო კოდის, 1228 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 2-0 კვ.მ. ნაწილში.

ამდენად, სადავო 2-0 კვ.მ. უძრავი ქონების ღირებულება შეადგენს 5000 ლარს, რაც არ აღემატება სსკ-ის მე-14 მუხლის ,,ა“ პუნქტით დადგენილ ოდენობას და რის გამოც, მოცემული დავა მაგისტრატი მოსამართლის განსახილველ საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოცემული სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს საერთო წესის მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში- გაზიარებული ვერ იქნება.

შესაბამისად, ვ------- შ-----–--ს კერძო საჩივარი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2--- წლის 0- ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ მაგისტრატმა მოსამართლემ, სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისათვის, არასწორად იმსჯელა განსჯადობაზე, რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლებიდან გამომდინარე დასაშვებობის სხვა კრიტერიუმებს, ეს საკითხები სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა.

იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დასაშვებობის შემოწმება და მის განხილვა-გადაწყვეტა პირველი ინსტანციის სასამართლოს კომპეტენციაა, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მოცემული საქმე დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ვ------- შ-----–--ს (წარმომადგენლები: ვ------- ლ------, თ------ კ---–--–---) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2--- წლის 0- ივნისის განჩინება;

3. სამოქალაქო საქმე, ჯ---- კ------–---–-ს და ნ---- კ------–---–-ს წინააღმდეგ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, ვ------- შ-----–--ს სარჩელის დასაშვებობის შემოწმების საპროცესო სტადიიდან, განსახილველად დაუბრუნდეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს.

4. კერძო საჩივაარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე