განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 0-0-10-1800-500321
N 2/ბ-744-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი 20-8 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქ--–--ო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი:გ------- მ--–------
მოწინააღმდეგე მხარე: ქ--–-- ბ-------- მ----–----–-------- მ-----
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს 20-8 წლის 19 ივნისის განჩინება
დავის საგანი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
20-8 წლის 30 მაისს, ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ------- მ--–------მ, მოპასუხედ დაასახელა ქ--–-- ბ-------- მ----–----–-------- მ----- და აღნაგობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, ბ-------- მ----–----–-------- მერის 20-6 წლის 8 ნოემბრის N6 ბრძანების 1.10 პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, გასაჩივრებული ბრძანების მოქმედების შეჩერება.
მოსარჩელის განმარტებით, 200- წლის 29 აგვისტოს, ქ--–-- ბ-------- მთავრობასა და თ----- მ--–------ს შორის, ნოტარიულად გაფორმებული N--5--- იჯარის ხელშეკრულებით, მოსარჩელე მხარეს, 10 წლის ვადით იჯარის უფლებით, კაფე-ბარის მოსაწყობად სარგებლობაში გადაეცა ქ. ბათუმში, ზღვისპირა ზოლში მდებარე, 104 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: 0-.0-.0-.0--.
შეთანხმებისამებრ, მოსარჩელემ ამ მიწის ნაკვეთზე ააშენა კომერციული ობიექტი, კეფე-ბარის შენობა.
20-1 წლის 20 ივლისს, ზემოაღნიშნულ იჯარის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და მას ეწოდა აღნაგობის ხელშეკრულება, ამასთან, შეიცვალა აღნაგობის საზღაურიც.
აღნაგობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 20-5 წლის 0- სექტემბერს, რომლის გაგრძელებაზე მოპასუხემ უარი განაცხადა და 20-6 წლის 08 იანვრის ბრძანებით შეწყვეტილად ჩაითვალა, ხოლო კანონით დადგენილი თანხები, რაც მოსარჩელის მიერ აშენებული კაფე-ბარის საბაზრო ღირებულების 2/3-ს შეადგენს, არ აუნაზღაურებია.
ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 15 ივნისის განჩინებით, გ------- მ--–------- სარჩელი, ქ--–-- ბ-------- მინიციპალიტეტის მერიის მიმართ, განსაჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს სამოქ--–--ო საქმეთა კოლეგიას.
ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს სამოქ--–--ო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 19 ივნისის განჩინებით, გ------- მ--–------- წარმომადგენლის, ზ------ ც-–--–---- სარჩელი და სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადება, არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი სარჩელი არ პასუხობდა საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, დაზუსტებული არ იყო სასარჩელო მოთხოვნა კონკრეტულად, თუ რას მოითხოვდა მოსარჩელე, მითითებული არ იყო დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაზედაც ამყარებდა თავის მოთხოვნებს, ასევე, სსკ-ის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი არ იყო 100 ლარი.
გარდა ამისა, სარჩელი არ პასუხობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი არ იყო ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავა მიეკუთვნება სამოქ--–--ო საქმეთა კატეგორიას, სარჩელი კი შედგენილია ადმინისტრაციული სარჩელის ფორმაში და არ პასუხობს შესაბამისი ნიმუშის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნული გარემოებები, სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,, თ ’’ პუნქტის თანახმად, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ------- მ--–------- წარმომადგენელმა ზ------ ც-–--–---- და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 15 ივნისის განჩინება დაუსაბუთებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი თავისი შინაარსით წარმოადგენს სამოქ--–--ო სამართლებრივ დავას, რაც არასწორია, ვინაიდან, სარჩელით სადავოა მერიის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი-ბრძანება, რომელმაც პირდაპირი და უშუალო ზიანი მიაყენა მათ, რაც გამოიხატა მასში, რომ შეწყვეტილად ჩაითვალა 200- წელში გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულებები, თანაც ხელშეკრულების ვადის გასვლიდან ექვსი თვის შემდეგ ისე, რომ კანონით დადგენილი წესით არ განხორციელებულა არცერთი პროცედურა. საუბარია იმაზე, რომ აქტის გამოცემისას არ ჩატარებულა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რითაც დაირღვა სზაკ-ის 32-ე და 34-ე მუხლები.
არავინ დაობს იმაზე, რომ მ----–----–-------- მერიის ბრძანება არის ინდივიდუალურ ადმინიტრაციული-სამართლებრივი აქტი. მოცემულ სამართალწარმოებას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ყველა ელემენტი, რის გამოც არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირობები, დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.
შესაბამისად, მისი განხილვა უნდა მომხდარიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ასევე, უნდა დაკმაყოფილებულიყო მათი შუამდგომლობა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შეჩერების შესახებ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ გ------- მ--–------- წარმომადგენლის, ზ------ ც-–--–---- კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 20-8 წლის 30 მაისს, ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ------- მ--–------მ, მოპასუხედ დაასახელა ქ--–-- ბ-------- მ----–----–-------- მ----- და აღნაგობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, ბ-------- მ----–----–-------- მერის, 20-6 წლის 8 ნოემბრის N6 ბრძანების 1.10 პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, გასაჩივრებული ბრძანების მოქმედების შეჩერება.
დადგენილია, რომ ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 15 ივნისის განჩინებით, გ------- მ--–------- სარჩელი, ქ--–-- ბ-------- მინიციპალიტეტის მერიის მიმართ, განსაჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს სამოქ--–--ო საქმეთა კოლეგიას.
დადგენილია, რომ ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს სამოქ--–--ო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 19 ივნისის განჩინებით, გ------- მ--–------- წარმომადგენლის, ზ------ ც-–--–---- სარჩელი და სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
დადგენილია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ------- მ--–------- წარმომადგენელმა ზ------ ც-–--–---- და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ გ------- მ--–------- სარჩელი აღიარებითია, კერძოდ მოსარჩელე მოითხოვს ბ-------- მ----–----–-------- მერის მიერ გამოცემული იმ ბრძანების ბათილად ცნობას, რომლითაც შეწყვეტილად იქნა ცნობილი აღნაგობის ხელშეკრულება, ამასთან სარჩელით ირკვევა, რომ მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებს აღნაგობით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, მის მიერ აშენებული კაფე-ბარის საბაზრო ღირებულების 2/3-ის ანაზღაურებასთან მიმართებაში.
კერძო საჩივრის ავტორის მიერ სადავოა საქმის განხილვის სამართალწარმოების წესი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სარჩელის საფუძველი განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და უკავშირდება სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობების წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას. სარჩელის საფუძველი განაპირობებს დავის განსჯადობას.
ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელია დავა წარმოშობილი იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული, ასევე სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო.
სამოქ--–--ო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს სამოქ--–--ო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქ--–--ეებს, მოქ--–--ეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის, როგორც საჯარო-სამართლებრივი, ისე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, სარჩელში მოპასუხედ მითითებულია ადმინისტრაციული ორგანო, თუმცა გ------- მ--–------- სარჩელი თავისი შინაარსით წარმოადგენს სამოქ--–--ო-სამართლებრივი ურთიერთობიდან, კერძოდ აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღიარებით სარჩელს, ამასთან მხარის მითითებით, სადავოა ამ ხელშეკრულების ფარგლებში აშენებული ნაგებობის ღირებულების 2/3-ის ანაზღაურების საკითხი, რაც ცალსახად უნდა შემოწმდეს სამოქ--–--ო კოდექსის ნორმებიდან გამომდინარე.
შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავა თავისი შინაარსით არ არის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი, სამოქ--–--ო კატეგორიას მიეკუთვნება, რის გამოც სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ, სარჩელს მიღებაზე ეთქმევა უარი.
იმის გათვალისწინებით, რომ გ.მ--–------- სარჩელი განხილული უნდა იქნეს სამოქ--–--ო სამართალწარმოების წესით, ამასთან იგი წარდგენილია საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ შედგენილი არ არის სამოქ--–--ო სარჩელის ფორმაში, დაზუსტებული არ არის დავის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, გადახდილი არ არის სახელმწიფო ბაჟი, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ამდენად, აღნიშნული გარემოება გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას, რის გამოც, უცვლელად უნდა დარჩეს ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს 20-8 წლის 19 ივნისის განჩინება.
საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქ--–--ო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ------- მ--–------- (წარმომადგენელი- ზ------ ც-–--–---) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს 20-8 წლის 19 ივნისის განჩინება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე