განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.09.2018
საქმის ნომერი
330210015001164245
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001164245

საქმე №2ბ/268-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

შემადგენლობა

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი

 

სხდომის მდივანი _ მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტები – ნ-----------ე, ს--------------ა, გ---------–----–---–ი, ქ------------–--ე, ა-–-------------------------ი, გ--------------–---–ი, ა-–------------ი, რ----------–---–-------ი, გ--–------------ი, ნ-----–------–---–---–ი, მ----------–--ე, დ--–--------–--ე, ნ--------------ე, ზ-----–-----–-ა, ი-------------ა, ვ--------------------–ი, ხ------------------ე, გ-------------–---–ი

 

წარმომადგენლები - გ-------------–---–ი, ი------------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე _ თ--------------

წარმომადგენელი - ზ-----------------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყევტილება

 

დავის საგანი – აუცილებელი გზის დადგენა

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყევტილებით თ-------- ჩ----ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს უძრავ ქონებასთან, მდებარე: ქ. თ---–-------------–---–------------, (ნაკვეთი N4----)/ქ.თ---–-------------–---–------------ (ნაკვეთი N4----) ქ. თ---–------------–---–------------ (ს/კ 0--------------5) დასაკავშირებლად დაუდგინდა აუცილებელი სატრანსპორტო გზა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 0--------- დასკვნაში მითითებული პირველი ვარიანტის შესაბამისად, მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გავლით, მდებარე: თ---–-------------–---–------------კ (ს/კ0---------------).

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში იმყოფება უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–-------------–---–------------, (ნაკვეთი N4----)/ქ. თბილისი, თ------–---–------------- (ნაკვეთი N4----) ქ. თ---–------------–---–------------ (ს/კ 0--------------5)

 

2.2 საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოპასუხის საკუთრებაში იმყოფება უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–-------------–---–------------კ (ს/კ0---------------)

 

2.3 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 0--------- დასკვნის პირველი ვარიანტის შესაბამისად, ქ. თბილისში, თ------–---–-------------ში N0--------------5 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან უმოკლესი კავშირი საჯარო გზასთან შესაძლებელია მოეწყოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამხრეთ ნაწილში არსებული ასფალტის გზიდან ს/კ0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით. ამავე დასკვნის მეორე ვარიანტის თანახმად, იგივე მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად უმოკლესი კავშირი საჯარო გზასთან შესაძლებელია მოეწყოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამხრეთ ნაწილში არსებული ასფალტის გზიდან ს/კ0--------------- და ს/კ0--------------- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებზე გავლით. ექსპერტი მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთს ფაქტობრივად გააჩნია მხოლოდ ერთი მისასვლელი გზა გრუნტის გზა, რომელიც გადის ს/კ0--------------- მიწის ნაკვეთზე, რომელის მაქსიმალური სიგანე შეადგენს 3მ. რომელზედაც მოწყობილია შესასვლელი ჭიშკარი. სამშენებლო ნორმების მიხედვით ქალაქში განთავსებული ორგასასვლელიანი გზის (საავტომობილო გზები) მინიმალური სიგანე უნდა იყოს 6 მეტრი. მოსარჩელის მიწის ნაკვეთს ოთხივე მხრიდან ესაზღვრება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები. მითითებული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია აღსულების ეროვნული ბიუროს ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ, საიდანაც

დგინდება რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გარშემო სატრანსპორტო კავშირი საჯარო გზასთან არ არსებობს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.4 მოპასუხეები წარმოადგენენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს. მოსარჩელეს საჯარო გზასთან დასაკავშირებლად არ გააჩნია აუცილებელი გზა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საკუთრების უფლება არ არის აბსოლიტური უფლება და მესაკუთრის უფლებები – ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, ნივთით ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა - შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესაკუთრეს შეიძლება დაეკისროს მისი საკუთრებით სარგებლობის თმენის ვალდებულება.

 

2.6. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა აწერიგებს სამეზობლო თმენის ვალდებულებას, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. სასამართლოს მითითებით, ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.

 

სასამართლომ განმარტა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლითაც გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ.სუსგ-ებ№ას-157-147-2015 14მაისი,2015წელი).

 

სასამართლომ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ჯეროვანი გამოყენება გულისხმობს მოსარჩელის უფლებას შეძლოს თავისი საკუთრებით ნორმალური, ჩვეულებრივი სარგებლობა მეზობელი მიწის ნაკვეთის მეშვეობით, რაც საშუალებას მისცემს დაუკავშირდეს მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს. რაც არ გულისხმობს მეზობილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ვალდებულებას ახალი გზის გაყვანის თაობაზე, ვინაიდან ჩვეულებრივ პირობებში გზის დაგება მის ვალდებულებას არ წარმოადგენს. თუმცა მოსარჩელეს შეუძლია ისარგებლოს მიწის ნაკვეთით იქ არსებული მდგომარეობით ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს N0--------- დასკვნაში მითითებული პირველი ვარიანტის შესაბამისად.

 

სასამართლომ არამართებულად მიიჩნია მოპასუხის მხრიდან იმის მითითება, რომ სხვა მეზობლებსაც შეუძლია მოსარჩელემ მოსთხოვოს აუცილებელი გზის დადგენა, რადგან დაუსრულებლად პირის გადამისამართება სხვადასხვა მეზობლებზე და სხვადასხვა ალტერნატიულ გზებზე გამოიწვევს მისი კანონიერი ინტერესის დაუცველობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, აუცილებელი გზის არსებობით გამოწვეული თმენის ვალდებულება უსასყიდლო არ არის და მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს საკუთრების უფლების შეზღუდვის ხარისხის თანაზომიერი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები მხოლოდ შეპასუხებით შემოიფრგლენ და მათ შეგებებული სარჩელი კომპენსაციის მოთხოვნით არ აღუძრავთ, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს იმსჯელოს აუცილებელი გზით სარგებლობისათვის კომპენსაციის დაწესების თაობაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტების განმარტებით, მოსარჩელის/მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: 0--------------5, ასევე აპელანტთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 0---------------. (რომელზეც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა აუცილებელი გზა) მანამდე წარმოადგენდა შპს ,,ლ----------–ის" (ს/ნ4-------3) საკუთრებაში არსებულ ერთ მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით: 0--------------2, შესაბამისად, ამ მიწის ნაკვეთის (შპს ,,ლ----------–ის" მიერ) დაყოფისა და გასხვისების შემდგომ წარმოიშვა აპელანტთა და მოსარჩელის/მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში ნახსენები ორო სხვადასხვა მიწის ნაკვეთი. აპელანტების მითითებით, გასათვალისწინებელია, რომ 0--------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი (რომელიც ასევე 0--------------2. საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილი იყო) მოცემული მომენტისთვისაც წარმოადგენს შპს ,,ლ----------–ის" საკუთრებას, რომელიც საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის მეორე ვარიანტით შესაძლებელია, რომ ასევე გამოყენებულ იქნეს აუცილებელი გზის მოსაწყობად.

 

აპელანტების განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი (სამართლებრივი შეფასება) წარმოადგენს, მხოლოდ ზოგად იურიდიულ მსჯელობას აუცილებელი გზის ინსტიტუტის შინაარსსა და მისი გამოყენების საფუძვლებზე. გადაწყვეტილებაში არ არის დამაჯერებლად ჩამოყალიბებული არსებული ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის გამოყენებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.

აპელანტების მოსაზრებით, გადაწყვეტილებაში არ არის მოცემული და განმარტებული თითოეული ის შემადგენელი, რამაც განაპირობა სასარჩელო მოთხოვნის ამგვარი შინაარსით დაკმაყოფილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, რაც საბოლოო ჯამში წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (საქმეზე N 24193-15), რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის (თ---------ჩ----ს) მოთხოვნა და მას დაუდგინდა აუცილებელი სატრანსპორტო გზა მოპასუხეთა/აპელანტთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გავლით, მდებარე ქ. თ---–-------------–---–------------კ, საკადასტრო კოდი: 0---------------. აპელანტის შეფასებით, გასათვალისწინებელია, რომ საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 19 ოქტომბრის N0-------- დასკვნით მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი სატრანსპორტო გზის მოწყობა შესაძლებელია ორი სხვადასხვა ვარიანტის გამოყენებით, ერთი, რომელიც მოიცავს მხოლოდ აპელანტთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, ხოლო მეორე, რომელიც აუცილებელი სატრანსპორტო გზის გაყვანის შესაძლებლობას ადგენს, როგორც აპელანტთა, ასევე 0---------------. საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის გამოყენებით (მესაკუთრე შპს ,,ლ----------–ი" ს/ნ4-------3). ნახსენები ექსპერტიზის დასკვნა არ ანიჭებს არანაირ უპირატესობას რომელიმე შეთავაზებულ ვარიანტს და ადგილზე ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით ორივეს შესაძლებლად მიიჩნევს. აპელანტების განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის გათვალისწინებით სასამართლოს უნდა დაედგინა აუცილებელი გზის მოწყობის მოსარჩელის მიერ არჩეული ვარიანტის დასაბუთებულობა და შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი, რომელიც წარმოადგენს აუცილებელი გზის მოწყობის სამართლებრივ საფუძველს, მეტად ზუსტად და კონკრეტულად ადგენს ამ ნორმის გამოყენების წინაპირობებს, ამ სამართლებრივი ინსტიტუტის შინაარს და გამოყენების მიზანს. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ ვერ უვლის გვერდს ისეთ გარემოებას და მას დადგენილად მიიჩნევს, როგორიცაა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწაზე 0---------------. საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის (მესაკუთრე შპს "ლ----------–ი) გავლით მისასვლელი გზის და შესასვლელი ჭიშკრის არსებობას, რაც კიდევ უფრო გაუგებარს ხდის მიღებულ გადაწყვეტილებას და მის შესაბამისობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის მოთხოვნებთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლისა ,,ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით, აპელანტები მოითხოვენ სააპელაციო საჩივარის დაკმაყოფილებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რითაც მოსარჩელეს უარი ეთქმევა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ექსპერტიზის დასკვნის პირველი ვარიანტის შესაბამისად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ნ-----------ის, ს--------------ას, გ---------–----–---–ის, ქ------------–--ის, ა-–-------------------------ის, გ--------------–---–ის, ა-–------------ის, რ----------–---–-------ის, გ--–------------ის, ნ-----–------–---–---–ის, მ----------–--ის, დ--–--------–--ის, ნ--------------ის, ზ-----–-----–-ას, ი-------------ას, ვ--------------------–ის, ხ------------------ისა და გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტისთვის დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

- საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, თ--------------ს საკუთრებაში იმყოფება უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–-------------–---–------------, (ნაკვეთი N4----)/ქ. თბილისი, თ------–---–------------- (ნაკვეთი N4----) ქ. თ---–------------–---–------------ (ს/კ 0--------------5)

 

- საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, აპელანტთა საკუთრებაში იმყოფება უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–-------------–---–------------კ (ს/კ 0---------------)

 

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 0--------- დასკვნის პირველი ვარიანტის შესაბამისად, ქ. თბილისში, თ------–---–-------------ში N0--------------5 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან უმოკლესი კავშირი საჯარო გზასთან შესაძლებელია მოეწყოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამხრეთ ნაწილში არსებული ასფალტის გზიდან, N 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით. ამავე დასკვნის მეორე ვარიანტის თანახმად, იგივე მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად უმოკლესი კავშირი საჯარო გზასთან შესაძლებელია მოეწყოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამხრეთ ნაწილში არსებული ასფალტის გზიდან ს/კ 0--------------- და ს/კ 0--------------- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებზე გავლით. ექსპერტი მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთს ფაქტობრივად გააჩნია მხოლოდ ერთი მისასვლელი გრუნტის გზა, რომელიც გადის ს/კ 0--------------- მიწის ნაკვეთზე, რომლის მაქსიმალური სიგანე შეადგენს 3 მეტრს და რომელზედაც მოწყობილია შესასვლელი ჭიშკარი. სამშენებლო ნორმების მიხედვით, ქალაქში განთავსებული ორგასასვლელიანი გზის (საავტომობილო გზები) მინიმალური სიგანე უნდა იყოს 6 მეტრი. თ--------------ს მიწის ნაკვეთს ოთხივე მხრიდან ესაზღვრება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები. მითითებული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ, საიდანაც დგინდება რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გარშემო სატრანსპორტო კავშირი საჯარო გზასთან არ არსებობს.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც თ-------- ჩ---ს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა ჰქონდა მოპოვებული (თბილისის არქიტექტურის სამსახურის N2152186 გადაწყვეტილება), სააპელაციო საჩივრის განხილვის მდგომარეობით, 2012 წლის 12 ივნისიდან, ძალაში აღარ არის, ამავდროულად, საქმის მასალებით დგინდება ისიც, რომ თ--------------ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ხუთი წლის განმავლობაში არ შეთანხმებულა არქიტექტურული პროექტი და არ გაცემულა მშენებლობის ნებართვა. საქმის მასალებით დგინდება აგრეთვე, რომ თ--------------ს მიწის ნაკვეთი თავდაპირველად შპს ,,L----------–ის“ საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც გაიყო ორად და მეორე ნაწილის მესაკუთრე მოცემული მდგომარეობით კვლავ შპს ,,L----------–ია“, დგინდება ისიც, რომ თავად მოწინააღმდეგე მხარის მიწის ნაკვეთი მოქცეულია აპელანტებისა და შპს ,,L----------–ის“ მიწის ნაკვეთს შორის და მასთან დაკავშირება შეზღუდვის გარეშე შეუძლებელია, თუმცა, ამავდროულად, თ--------------ს მიწის ნაკვეთს სამი მეტრის სიგანის მისასვლელი გააჩნია ასფალტის გზიდან, რომელიც ესაზღვრება შპს ,,L----------–ის“ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ფაქტობრივ ჭიშკარს.

 

4.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მესაკუთრის უფლებები _ ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა _ შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით. ამავე კოდექსის 172–ე მუხლის თანახმად, თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აკრძალვა. კანონით ან ხელშეკრულებით დადგენილ შემთხვევაში, მესაკუთრეს შეიძლება შეეზღუდოს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება და დაეკისროს თმენის ვალდებულება. სწორედ ასეთი თმენის ვალდებულებაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 180–ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ თუ არსებობს ამ ნორმით გათვალისწინებული გარემოებანი, მაშინ მესაკუთრეს, რომლის მიწის ნაკვეთის გამოყენებაც ხდება მეზობელი მიწის ნაკვეთისათვის აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად, არ შეუძლია მოითხოვოს მისი უფლების რეალიზაცია 172–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული ხელშეშლის აღკვეთის გზით და კომპენსაციის მიღების უფლებაც ამ თმენისათვის წარმოეშობა. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180–ე მუხლში ასახულია საკუთრების კანონისმიერი შებოჭვის საფუძვლები. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენების უფლება საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად დგება იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი იზოლირებულია საჯარო გზების, ელექტრო, ნავთობის, გაზის ან წყალმომარაგების ქსელისაგან. აუცილებელი გზა სახეზეა მაშინ, როდესაც მიწის ნაკვეთი მთლიანადაა იზოლირებული საჯარო გზებისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარასებობის შესახებ; მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა–არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმები იმპერატიულად ავალდებულებს სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად სრულყოფილ და ობიექტურ გამოკვლევას და რაიმე გამონაკლისს რომელიმე მტკიცებულებისათვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე კანონი არ ითვალისწინებს. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა გულისხმობს თავდაპირველად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას.

 

პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით „სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა, ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა კანონით დადგენილ შემთხვევაში შესაძლებელია. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. ამდენად, მიუხედავად საკუთრების უფლების აღიარებისა და ხელშეუვალობისა, საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს საკუთრების უფლების შეზღუდვას (კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი) არ გამორიცხავს, რის საილუსტრაციო მაგალითსაც სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით რეგლამენტირებული აუცილებელი გზის უფლება წარმოადგენს.

 

პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით სამეზობლო თმენის ვალდებულებაა განმტკიცებული, რაც საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ (იხ.საქართველოს უზენაესი სასმართლოს 2010 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-443-415-2010; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-102-100-2011).

 

მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 19 ოქტომბრის N0-------- დასკვნით მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი სატრანსპორტო გზის მოწყობა შესაძლებელია ორი სხვადასხვა ვარიანტის გამოყენებით, ერთი, რომელიც მოიცავს მხოლოდ აპელანტთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, ხოლო მეორე, რომელიც აუცილებელი სატრანსპორტო გზის გაყვანის შესაძლებლობას ადგენს, როგორც აპელანტთა, ასევე 0---------------. საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის გამოყენებით (მესაკუთრე შპს ,,ლ----------–ი" ს/ნ4-------3). ყურადსაღებია, რომ ნახსენები ექსპერტიზის დასკვნა არ ანიჭებს არანაირ უპირატესობას რომელიმე შეთავაზებულ ვარიანტს და ადგილზე ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით, ორივეს შესაძლებლად მიიჩნევს. პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე მასზედ, რომ, რამდენადაც მოცემული მდგომარეობით, თ--------------ს მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ--------------ს სასარგებლოდ აუცილებელი გზის დადგენა ექსპერტიზის დასკვნის პირველი ვარიანტის მიხედვით, უმართებულოდ ზღუდავს აპელანტთა საკუთრების უფლებას, მითუმეტეს მიწის იმ მოცულობით გამოყოფის თვალსაზრისით, რომელსაც ითხოვს მოსარჩელე. მითითებული ვარიანტის შესაბამისად აუცილებელი გზა სრული სახით გადის მოოპასუხეთა მიწის ნაკვეთზე. თუმცა აღნიშნული ვარიანტის უპირატესობა ბუნდოვანია, იმის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მიწის ნაკვეთი ნაყიდი აქვს ,,ლ----------–ისაგან“ და მიწის ნაკვეთის გაყოფა მხარეებს შეეძლოთ მოეხდინათ ისე, რომ უზრუნველეყოთ ნაკვეთთან მისასვლელი გზა. შესაბამისად, მისასვლელი გზის არარსებობის შემთხვევაში შეეძლო ამ უკანასკნელისაგან მოეთხოვა მისით უზრუნველყოფა. პალატა იზიარებს აპელანტთა პოზიციას მასზედ, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე მოსახვედრად აპელანტთა ნაკვეთზე გავლა 6 მეტრიანი გზის მეშვეობით ერთადერთ ოპტიმალურ შესაძლებლობას არ წარმოადგენს. აუცილებელი გზის უზრუნველსაყოფად სრულიად საკმარისია 3 მეტრიანი გზის არსებობა. ხოლო, თუ მოსარჩელე გადაწყვეტს მშენებლობას და მას აუცილებლად დაჭირდება 6 მეტრიანი ფართის შესასვლელი, მას შეეძლება ეს მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ,,ლ----------–ის“ მიწის ნაკვეთის მხრიდან. პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით მიმოხილული მეორე ვარიანტი საკითხის უფრო სამართლიანი გადაწყვეტაა. თუმცა თ-------------- მოცემული დროისათვის მშენებლობას არ ახორციელებს და მიწის ნაკვეთთან 6 მეტრიანი ფართობის მქონე მისასვლელი გზა არ ესაჭიროება. შესაბამისად, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტებმა დაამტკიცეს სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაუმტკიცა სასამართლოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც პალატა თვლის, რომ აპელანტების მოთხოვნა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ნ-----------ის, ს--------------ას, გ---------–----–---–ის, ქ------------–--ის, ა-–-------------------------ის, გ--------------–---–ის, ა-–------------ის, რ----------–---–-------ის, გ--–------------ის, ნ-----–------–---–---–ის, მ----------–--ის, დ--–--------–--ის, ნ--------------ის, ზ-----–-----–-ას, ი-------------ას, ვ--------------------–ის, ხ------------------ის, გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყევტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ--------------ს უძრავ ქონებასთან, მდებარე: ქ. თ---–-------------–---–------------, (ნაკვეთი N4----)/ქ.თ---–-------------–---–------------ (ნაკვეთი N4----) ქ. თ---–------------–---–------------ (ს/კ 0--------------5) დასაკავშირებლად დაუდგინდა აუცილებელი სატრანსპორტო გზა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 0--------- დასკვნაში მითითებული მეორე ვარიანტის შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამხრეთ ნაწილში არსებული ასფალტის გზიდან ს/კ 0--------------- და ს/კ 0--------------- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებზე გავლით 3 მეტრის სიგანის ოდენობით.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტთა მიერ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 160 ლარის ოდენობით, ამასთან, დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარეს - თ-------- ჩ---ს უნდა დაეკისროს აპელანტათვის მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. ამავდროულად, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით თ--------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ თ--------------ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - ანაზღაურება.

 

აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით თ--------------ს მიერ აღძრული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აპელანტებს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 50 ლარის ანაზღაურება, სახელმწიფო ბაჟის დანარჩენი ნაწილი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-----------ის, ს--------------ას, გ---------–----–---–ის, ქ------------–--ის, ა-–-------------------------ის, გ--------------–---–ის, ა-–------------ის, რ----------–---–-------ის, გ--–------------ის, ნ-----–------–---–---–ის, მ----------–--ის, დ--–--------–--ის, ნ--------------ის, ზ-----–-----–-ას, ი-------------ას, ვ--------------------–ის, ხ------------------ის, გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყევტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. მოსარჩელე თ--------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. მოსარჩელე თ--------------ს უძრავ ქონებასთან, მდებარე: ქ. თ---–-------------–---–------------, (ნაკვეთი N4----)/ქ.თ---–-------------–---–------------ (ნაკვეთი N4----) ქ. თ---–------------–---–------------ (ს/კ 0--------------5) დასაკავშირებლად დაუდგინდეს აუცილებელი სატრანსპორტო გზა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 0--------- დასკვნაში მითითებული მეორე ვარიანტის შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამხრეთ ნაწილში არსებული ასფალტის გზიდან ს/კ 0--------------- და ს/კ 0--------------- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებზე გავლით 3 მეტრის სიგანის ოდენობით.

 

5. მოპასუხეებს - აზა ჩოფიკაშვილს, ა-–-------------------------ს, ა-–------------ს, გ------------ს, გ---------–---–---–ს, გ--------–------ს, გ--------------–---–ს, გ-------------–---–ს, დ--------–----–---–ს, დ------–---–-----ს, დ------------–---ს, დ--–--------–--ეს, ე---------------–---–ს, ე------------ს, ე-–--------------ეს, ვ----------------–---–ს, ზ-----–-----–-ას, ი-------------ას, ლ-------------ს, ლ--------------–ის, მ----------–--ეს, მ----------------ეს, ნ---------–--–---–ს, ნ--------------ეს, ნ-----------ეს, რ-----------–---–ს, რ----------–---------ის, რ----------–---–-------ს, ს----------------–---ს, სვ----–-----–--------ს, ქ------------–--ეს, ხ----------------ეს, ჯ--–--------------ეს, შპს K---------------, შპს S------------------------------------ თ-------- ჩ----ს სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 50 ლარის ანაზღაურება.

 

6. თ-------- ჩ---ს აპელანტთა სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელთა მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 80 ლარის ანაზღაურება.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: მაია სულხანიშვილი