განაჩენი

სისხლის სამართლის 19.09.2018
საქმის ნომერი
330100118002434003
ინსტანცია
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002434003

საქმე №1/ბ-938-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 სექტემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ--------------–ის,მსჯავრდებულ: მ--------–----–---–ის,ადვოკატ: ქ-----------–---–ის

 

მონაწილეობით,ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--------------------------–----–---–ის მიმართ, დაბადებულის 1-----–-–-------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N1----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებულის: გ-----------------------------–---------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–----------–-----–-----------–------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 -ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენით მ--------–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, მ--------–----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ მ--------–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 29 მარტიდან 2018 წლის 14 მაისის ჩათვლით.

 

მ--------–----–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 -ე მუხლის 1-ლი ნაწილი - გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

მ--------–----–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ------------–-–---–თან და ცხოვრობს მასთან და მათ საერთო შვილთან - ცხრა წლის ლ------–----–---–თან ერთად ქ.-----–-------–------------------–-----------7 საცხოვრებელ სახლში. თანაცხოვრების მანძილზე მ---------–----–---–ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ნ------------–-–---–ს, მუდმივად ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირზე, არ აძლევდა მას სამსახურის დაწყების საშუალებას და მიმართავდა ფრაზით: „ქალს რა უნდა გარეთ ღამე, არსად არ გაგიშვებო“, რა დროსაც შეურაცხყოფის მიყენებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, ნ------------–-–---–ი განიცდიდა ტანჯვას. ნ------------–-–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტებს ძირითადად ესწრებოდა ცხრა წლის ლ------–----–---–ი.

 

2018 წლის 29 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.-----–-------–------------------–-----------7 საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში, მ--------–----–---–ი, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით წარმოშობილი, აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის საბაბით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ------------–-–---–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 29 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, მ--------–----–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ნ------------–-–---–ის მიმართ, კერძოდ, ქ.-----–-------–------------------–-----------7 საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მ--------–----–---–მა კვლავ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით წარმოშობილი, აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის საბაბით, ნ------------–-–---–ს ერთხელ გაარტყა ხელი სახეში, რის შემდგომაც ხელი მოუჭირა მკლავზე, რის შედეგადაც ნ------------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის გლდანი-საძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან

 

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს,რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი აშკარად ლმობიერია. მ--------–----–---–ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ნ------------–-–---–ს, მუდმივად ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირზე, არ აძლევდა მას სამსახურის დაწყების საშუალებას, რის გამოც ნ------------–-–---–ი განიცდიდა ტანჯვას, არნიშნულ ძალადობის ფაქტებს ძირითადად ესწრებოდა მათი შვილი 9 წლის ლ------–----–---–ი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მ--------–----–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. მ--------–----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ-------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - ი-----–------------–---–ის, ნ-----–-------–---–ის, ლ------–----–---–ის, ლ-------------ის, ი-----------–-----ის, მ-----------–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, მსჯავრდებულის აღიარება, წარსულში ნასამართლობის არ ქონა და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ მ--------–----–---–ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ მ--------–----–---–ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, პირობითი მსჯავრის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს მ--------–----–---–ი თვენახევარზე მეტი ხნის განმავლობაში სასჯელს იხდიდა საპატიმრო დაწესებულებაში.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

მ--------–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, მ--------–----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ მ--------–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 29 მარტიდან 2018 წლის 14 მაისის ჩათვლით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტიდან მოპოვებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოცხრილი, განთავსებული ერთ ცალ მყარ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ--------–----–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი