განაჩენი

სისხლის სამართლის 19.09.2018
საქმის ნომერი
330100116001631565
ინსტანცია
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 330100116001631565

საქმე №1ბ/284-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის, მარიამ ნანეიშვილის

 

მდივნობით,პროკურორების: ქ--------------–---–ის, მ---------------–---–ის

ადვოკატის: ლ--------------ის

მსჯავრდებულის: ბ-------------–-–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ბ-------------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბ-------------–-–---–ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: დ--------–--–-------------------------–--------–------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, თ-----------------–------------; დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენით, ბ-------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბ-------------–-–---–ს დანიშნული სასჯელიდან 3(სამი)წლით და 4(ოთხი)თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1(ერთი)წლის და 8(რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2(ორი)წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ბ-------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 24 იანვრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 27 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

ბ-------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 26 ოქტომბერს 22:10 საათზე, ქ.თბილისში მ---–--–----–------------------ე მდებარე სს ,,ვ-----–----------–--------------ას“ ბენზინგასამართ სადგურზე, ბ--------------–-–---–ი აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ზ----------------ის კუთვნილ ,,ო---–ის“ ფირმის, სახ. ნომრით S------, სატრანსპორტო საშუალებას და მასში მოთავსებულ სხვადასხვა დასახელების ნივთებს. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს 6000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ-------------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ--------------ემ, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მსჯავრდებულის აღიარებით და ასევე საქმეზე გამოკველული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბ-------------–-–---–მა წაიყვანა დაზარალებულის ავტომანქანა და ეს აშკარა ფორმით განახორციელა, თუმცა განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ მტკიცდება ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული ავტომობილის დაუფლების მომენტში მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით; ასევე, მას ამოძრავებდა ანგარების მოტივი, რომელთა გარეშეც შეუძლებელია არსებობდეს ძარცვის, როგორც დანაშაულის შემადგენლობა. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლში განხორციელებული, 2007 წლის 23 მაისის ცვლილებების თანახმად, მოხდა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედების - ??????????? ?? ???? ?????????? ???????????? ?????????? ?????????????????? ???????? ???????????? ?????? ?????? დეკრიმინალიზაცია, შესაბამისად, ამ ქმედებამ დაკარგა დანაშაულებრივი ხასიათი და არასწორია მსჯელობა იმის შესახებ, რომ იგი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუფლების ხერხის მიხედვით გადანაწილდა საქართველოს სსკ-ის 177-ე, 178-ე და 179-ე მუხლებში.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტაციას მსჯავრდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2007 წლის 28 ივნისის N1042აპ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ კანონმდებელმა ავტომანქანის გატაცების შემთხვევაში უარი თქვა განზრახვიდან გამომდინარე პირის სპეციალური მუხლით დასჯაზე და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაბამის მუხლებში მოაქცია აღნიშნული ქმედება; ხოლო მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი სასამართლომ განმარტა, როგორც დამნაშავისათვის შესაძლებლობის მიცემა, ფლობდეს და განკარგოს სხვისი ქონება, როგორც საკუთარი. პალატა სრულად იზიარებს საკასაციო პალატის აღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან რომ არა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის ამგვარი განმარტება, ყველა სხვა შემთხვევაში აზრს კარგავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე მუხლებით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების - იგივე ქმედება ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ - არსებობა. პირის მიერ სხვისი სატრანსპორტო საშუალების დაუფლების ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოხდება დანაშაულის ჩადენიდან მცირე დროში და მას კვლავ მფლობელობაში ეყოლება დაუფლებული ავტომობილი, მისი მხრიდან ყოველთვის სადავოდ იქნება მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა. ეს კი ნამდვილად არ წარმოადგენს კანონმდებლის ნებას. ძარცვა დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება და იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რომლის შედეგადაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა თავისი შეხედულებით გამოიყენოს ან განკარგოს სხვისი ქონება, თუმცა ამ შესაძლებლობების რეალიზაცია ძარცვის ობიექტური მხარის ფარგლებს სცილდება და ქმედების კვალიფიკაციისათვის არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება, დამნაშავემ რა ფორმით ისარგებლა დაუფლებული ქონებით.

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს არ შეიძლება მივანიჭოთ ისეთი ვიწრო განმარტება, რომ იგი სახეზეა მაშინ, როდესაც პირი სხვის ქონებას ეუფლება მხოლოდ და მხოლოდ მის საკუთრებაში საბოლოოდ დარჩენის მიზნით. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა დადასტურებულია იმ შემთხვევაში, როდესაც პირმა უკანონოდ მოისურვა სხვისი მატერიალური სიკეთის საკუთარი მიზნებისა და შეხედულბისამებრ გამოყენება და განკარგვა, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მას სურვილი საბოლოოდ მის საკუთრებაში დარჩენილიყო აღნიშნული ქონება.

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული მოქმედებდა ანგარების მოტივით, ვინაიდან ანგარებაში იგულისხმება ქმედების ჩადენა იმ მიზნითა და მოტივით, როდესაც პირს სურს მიიღოს ნებისმიერი სახის მატერიალური გამორჩენა, ფული, ქონება, ქონებაზე უფლება ან/და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს სხვისი საკუთრება. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულმა ბ-------------–-–---–მა აშკარად, მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვა დაზარალებულის ავტომობილის განკარგვის უფლება, იგი დაეუფლა სხვის ქონებას, რათა განეხორციელებინა პირადი მიზნები. ყოველივე აღნიშნული კი ადასტურებს, რომ მსჯავრდებული კონკრეტულ შემთხვევაში აშკარად მოქმედებდა სხვისი ნივთის მართლსაწიინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და გააჩნდა ანგარების მოტივი, რაც აუცილებელი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისათვის.

ამასთან, მსჯავრდებულ ბ-------------–-–---–ის მიერ სატრანსპორტო საშუალების აშკარა დაუფლების ფაქტი გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულის ზ---------------ის, მოწმეების - ა---------–---–ის, ზ---------------ის, ი--------------–---–ის, ზ-------------------ის, ნ------------–---–ის, პ-------–----ის და ლ---------–---–ის ჩვენებებით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, 2016 წლის 27 ოქტომბრის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის N6----- დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, აპელანტის პოზიცია, რომ მსჯავრდებულ ბ-------------–-–---–ს ქმედების ჩადენის მომენტში არ გააჩნდა სატრანსპორტო საშუალების მართლსაწინაააღმდეგო მისაკუთრების სურვილი, დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას და მას სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.

საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბ-------------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ბ-------------–-–---–ის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ბ-------------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ბ-------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტebით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3(სამი)წელი და 4(ოთხი)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 1(ერთი)წელი და 8 (რვა)თვე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადად დაუდგინდეს 2(ორი)წელი.

4. მსჯავრდებულ ბ-------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 24 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 27 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ბ-------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად \დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

6. მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

- ზ---------------ის ,,ო---– ასტრას“ ავტომანქანა სახ.ნომრით S------ , საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

-ბ-------------–-–---–ის ქურთუკი და შარვალი, რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

- ,,ვ-----–----------–--------------ას" კამერების ჩანაწერის 1 (ერთი) ცალი DVD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- ,,ვ-----–----------–--------------ას“ კამერების ჩანაწერის 1 (ერთი) ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- ბ-------------–-–---–ისაგან აღებული ბიოლოგიური (ნერწყვის) ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- ბ-------------–-–---–ისაგან აღებული ხელის კვლების ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი