განაჩენი

სისხლის სამართლის 14.09.2018
საქმის ნომერი
190100118002427320
ინსტანცია
თარიღი
14.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002427320

საქმე #1ბ/922-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ხ-----------------ის

მსჯავრდებულის: რ-–-------------ის

ადვოკატის: ზ----------------–---–ის

თარჯიმნის: ზ---------------ას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ რ-–-------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), რ-–-------------ის, დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----------–----------------–---–--------------------–-, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ-–-------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

რ-–-------------ი 2002 წლიდან ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწევა ლ--–------------ასთან. 2018 წლის 5 აპრილს, დილის საათებში, ქალაქ რუსთავში, თ--------–---–-------------------------- საცხოვრებელ ბინაში, რ-–-------------მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იმის გამო, რომ ცუდ ხასიათზე იყო და არ სურდა, მისი მეუღლე ლ--–------------ა წასულიყო სამსახურში, ფიზიკურად იძალადა. კერძოდ, მან ლ--–------------ას სამჯერ ჩაარტყა სკამი თავში, ასევე მოქაჩა თმა. ლ--–------------ამ რ-–-------------ის ქმედებებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის განაჩენით:

 

რ-–-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ რ-–-------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 5 აპრილიდან.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ-–-------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ----------------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა მსჯავრდებულ რ-–-------------ის მიმართ გამოტანილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლებით, რომ რ-–-------------ს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს, კერძოდ, დაზარალებულმა ლ--–------------ამ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში არ მისცა ჩვენება რ-–-------------ის წინააღმდეგ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ლ--–------------ას გარეგანი დათვალიერებით სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო პოლიციის თანამშრომლების - ნ---------–--–---–ის და გ-------------–----ის ჩვენებები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ირიბია. თვითონ მსჯავრდებულმა რ-–-------------მა სააპელაციო პალატის სხდომაზე განაცხადა, რომ მას ნამდვილად მოუვიდა მეუღლესთან კონფლიქტი სიტყვიერი შელაპარაკების სახით, თუმცა ამ უკანასკნელზე ფიზიკურად არ უძალადია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რ-–-------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ რ-–-------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ რ-–-------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მოწმე ა----------–--ის ჩვენებით, აგრეთვე, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ ლ--–------------ას გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - ნ---------–--–---–ის, გ-------------–----ის გამოკითხვის ოქმებით, №------ შემაკავებელი ორდერით, შემაკავებელი ორდერის №------ ოქმით, შეტყობინებით რ-–-------------ის მიერ მეუღლეზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- დასკვნით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რ-–-------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

თავდაპირველად პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს და არ არიან ქმედების თვითმხილველი სხვა მოწმეები, ირიბი ჩვენებები და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, რასაც სასამართლო ვერ დაეთანხმება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს. (იხ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი).

 

ისეთი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, წარმოადგენს მოწმის უფლებას. აღნიშნული უფლებით სარგებლობა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის ფაქტს. პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებს (დაზარალებულის მოძალადეზე ფინანსური დამოკიდებულება, საერთო შვილები, ილუზორული მოლოდინი, რომ მოძალადე მეუღლე ქცევას შეიცვლის, მოძალადისგან მომდინარე შურისძიების შიში და სხვ.) რაც, როგორც წესი, განპირობებულია ოჯახური დანაშაულის ხასიათით. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას.

 

როგორც აღინიშნა, მოწმის მიერ ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება არ გამორიცხავს დანაშაულის არსებობას. შესაბამისად, პალატა იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად ბრალდების საფუძვლიანობაზე.

 

საქმეში არსებული შეტყობინების მიხედვით, 2018 წლის 5 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება ლ--–------------ას ტელეფონის ნომრიდან - 5--------, ზარის ინიციატორია თავად ლ--–------------ა, რომელიც ითხოვდა დახმარებას მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტის გამო და პოლიციას ელოდებოდა თავისივე საცხოვრებელ კორპუსთან.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, შს სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა ა----------–--ემ აჩვენა, რომ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე საპატრულო პოლიციიდან შესული შეტყობინების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იყო, რომ ლ--–------------ას განცხადებით, მისი მეუღლე აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მორიგე ჯგუფის ერთი ეკიპაჟი გავიდა გამოძახების ადგილზე, სადაც უკვე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ადგილზე მიმდინარეობდა შემაკავებელი ორდერის გამოცემა. ლ--–------------ა და მისი მეუღლე რ-–--------------ი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. მან (მოწმემ) პირადად გამოკითხა ლ--–------------ა და განუმარტა უფლებები, მათ შორის უფლება, რომ მეუღლის წინააღმდეგ არ მიეცა ჩვენება. ლ--–------------ა აღელვებული იყო უსიამოვნო ინციდენტის გამო. მართალია, ვიზუალურად მას დაზიანება არ ეტყობოდა, თუმცა გამოკითხვისას ლ--–------------ამ განმარტა, რომ მას მეუღლემ სკამი მოარტყა თავში. ჩვენება წაიკითხა თავად ლ--–------------ამ, მოაწერა ხელი და რაიმე შენიშვნა არ გამოუთქვამს. ლ--–------------ას გამოკითხვის შემდეგ დააკავეს მისი მეუღლე რ-–-------------ი, რომელმაც გამოკითხვისას განაცხადა რომ არ იყო თანახმა ჩვენებაზე, რადგან არანაირი დანაშაული ჩადენილი არ ჰქონდა. როდესაც ბრალდებულის ნათესავებმა შეიტყვეს რ-–-------------ის დაკავების თაობაზე, რამდენიმე წუთში მივიდნენ განყოფილებაში. მათ თან ახლდათ განმცხადებელი ლ--–------------ა, რომელიც იყო ანერვიულებული. მოწმესთან (ა----------–--ესთან) საუბარში ლ--–------------ამ განაცხადა, რომ არ ეგონა, თუ ასე სერიოზულად მიმდინარეობდა პროცესი და მის ქმარს დააკავებდნენ. ამბობდა, რომ არ სურდა მისი ქმრის დაკავება და როგორმე ეპატიებინათ. გამოკითხვისას შეიტყო (მოწმემ), რომ ბავშვებიც შესწრებიან წარსულში ძალადობის ფაქტს, რის გამოც გაჩნდა ბავშვების გამოკითხვის აუცილებლობა და დადგენილებით დანიშნა არასრუწლოვანისთვის საპროცესო წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ მან (ა----------–--ემ) ლ--–------------ას ჩააბარა უწყება, შვილები წარმოედგინა განყოფილებაში გამოსაკითხად, თუ იქნებოდა თანახმა, ლ--–------------ამ იმ მიზეზით, რომ მის მეუღლეს დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი, ბავშვები განყოფილებაში არ მიიყვანა.

მოწმე გ-------------–----ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 5 აპრილს, მორიგეობის დროს, 112-დან შევიდა შეტყობინება, რომ ქ-----------–-------------–---–--------------–- მცხოვრებ ლ--–------------ას მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი, გამოსული იყო სახლიდან და პოლიციას ელოდებოდა საცხოვრებელი ბინის კორპუსთან, ეზოში. ადგილზე მისვლისას დახვდათ ქალბატონი ლ--–------------ა, რომელიც იყო ანერვიულებული, ტიროდა და იძახდა, რომ ძალიან რცხვენოდა პოლიციის თანამშრომლების. მანვე განმარტა, რომ მეუღლემ - რ-–-------------მა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ითხოვდა პოლიციის თანამშრომლების დახმარებას. ვინაიდან ლ--–------------ას მიერ გადაცემული ინფორმაცია შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, შეტყობინება შემდგომი რეაგირების მიზნით, გადასცა კრიმინალურ პოლიციას, ხოლო კრიმინალური პოლიციის მოსვლამდე ლ--–------------ას განუმარტა შემაკავებელი ორდერის არსი. ამის შემდეგ ლ--–------------ამ სთხოვა, გამოეცათ შემაკავებელი ორდერი მისი მეუღლის მიმართ. აგრეთვე, ლ--–------------ამ თავისივე ხელით დაწერა ახსნა-განმარტება, სადაც მიუთითა, რომ უკვე 15 წელია, მისი მეუღლე სისტემატურად აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამის შემდეგ მან (გ-------------–----ემ) გამოსცა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით, რომლის მიხედვით, რ-–-------------ს ცოლთან, ლ--–------------ასთან აეკრძალა მიახლოება. შემაკავებელი ორდერი და მისი არსი განემარტა ასევე სახლში მყოფ რ-–-------------ს, თუმცა ამ უკანასკნელმა არც შემაკავებელ ორდერზე და არც ორდერის ოქმზე ხელი არ მოაწერა გაურკვეველი მიზეზით.

მოწმე ნ---------–--–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს შს სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში. სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ ქ.----------–-------------–---–-------------–- მცხოვრებ ლ--–------------ას მისმა მეუღლემ რ-–-------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. იგი (ნ---------–--–---–ი) დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ასევე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც კორპუსთან ესაუბრებოდა ლ--–------------ას. მათ მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რის შემდეგაც ლ--–------------ა და რ-–-------------ი გადაყვანილი იქნენ პოლიციის მე-3 განყოფილებაში შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა ა----------–--ემ დაასრულა ლ--–------------ას გამოკითხვა და რ-–-------------ს შესთავაზა მასთანაც ჩატარებულიყო გამოკითხვა, თუმცა ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ არანაირი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და მეუღლესთან მოუვიდა მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტი, რის შემდეგ მან თავისი ცოლი ძალით გამოაგდო სახლიდან.

მოწმეების - გ-------------–----ის, ა----------–--ის და ნ---------–--–---–ის ჩვენებების შეფასებისას სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები პირდაპირია, ვინაიდან, დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულებმა, მათ თავიანთი თვალით ნახეს განერვიულებული და ნამტირალევი დაზარალებული ლ--–------------ა, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა მისი მეუღლის, რ-–-------------ის მიერ მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან გადმოსცემენ უშუალოდ ნანახს და დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, რაც, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, აუცილებელია აღნიშნული კატეგორიის საქმეთა განხილვის შემთხვევაში. ამდენად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენება სავსებით შესაძლებელია ჩაითვალოს პირდაპირ ჩვენებად, რომელიც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გვაძლევს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რაც საკმარისად დასაბუთებული და კანონიერი საფუძველია რ-–-------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

2018 წლის 5 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი N------, რომლის მიხედვით, ლ--–------------ამ განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ რ. მამედოვმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ადგილი ჰქონდა ფქსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, ლ--–------------ას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, მსხვერპლმა ითხოვა კანონით გათვალისწინებული დაცვა, რადგან მიაჩნდა, რომ მოძალადეს შეიძლება სერიოზული ზიანი მიეყენებინა (იხ. შემაკავებელი ორდერი). შემაკავებელი ორდერის მიხედვით, მოძალადე მოშორებულ იქნა იმ სახლიდან, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- დასკვნით, მართალია, დადგენილია, რომ ლ--–------------ას გარეგანი დათვალიერებით სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება, მაგრამ ზემოხსენებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენს (საქმე №117აპ-18), რომელშიც უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ნებისმიერი სახის სასამართლო ექსპერტიზის და მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი ერთი რომელიმე ნაწილის ან რეკვიზიტის მიხედვით, არამედ მთლიანობაში, მისი კვლევითი ნაწილის ჩათვლით, რადგან მის თითოეულ ნაწილს გააჩნია მტკიცებულებითი მნიშვნელობა. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის დასკვნით ნაწილში მითითებულია, რომ ლ--–------------ას გარეგანი დათვალიერებით სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება, რაზეც აპელირებს დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში, თუმცა ამავე ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ლ--–------------ა უჩივის ტკივილს თავისა და კისრის არეში და მას 05.04.18წ. მეუღლემ რ-–-------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა რ-–-------------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს რ-–-------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, რ-–-------------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ რ-–-------------ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ რ-–-------------ისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ რ-–-------------ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ-–-------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ რ-–-------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის განაჩენი რ-–-------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

რ-–-------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

რ-–-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 5 აპრილიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ რ-–-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე