განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2018
საქმის ნომერი
330100118002400318
ინსტანცია
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/790-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

მარინე თათრიაშვილის მდივნობით,პროკურორ - დ--------------ის,მსჯავრდებულ - ვ----–--------–---–ის მონაწილეობით,ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ვ----–--------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–-სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: გ----------------------------–----------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------–-----------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის განაჩენით:

 

ვ----–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

ვ----–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 21 მარტიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ვ----–--------–---–მა ჩაიდინა:

 

თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 14 იანვარს, საღამო საათებში, ქ-------–--–----------------------------“ ქვედა ვესტიბიულში, ვ----–--------–---–მა წინასწარი განზრახვით, თითქოსდა დარეკვის მიზნით, თავის ნაცნობს თ----------------–-–--ლს მოტყუებით გამოართვა ,,მ-----------–------------“ -ის მოდელის მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც აღნიშნული ტელეფონი იმავე დღეს ჩააბარა ქ-------–---------------------------ში მდებარე შპს ,,--------“ ლომბარდში. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად თ----------------–-–--ლს მიადგა 180 ლარის ოდენობის ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ--------------ემ, რომელმაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ვ----–--------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ არის სამართლიანი, ვინაიდან სასჯელის დანიშვნისას არ იქნა გათვლისწინებული ვ----–--------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათი და სპეციფიკა, აღნიშნულ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და მსჯავრდებულის ქცევა ქმედების შემდგომ. ამასთან, ვ----–--------–---–ი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, მათ შორის 2015 წლის 17 თებერვლის განაჩენით - იდენტური დანაშაულის ჩადენისათვის. ხოლო იმ გარემოებამ, რომ იგი შეწყალებული იქნა 2017 წლის 12 აპრილის პრეზიდენტის განკარულებით, ვერ იქონია მასზე გამასწორებელი ზეგავლენა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარე აპელირებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია მსუბუქი სასჯელი, რაც ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნების განხორციელებას, მან შესაძლოა დაუსჯელობის სინდრომი გაუჩინოს ვ----–--------–---–ს და წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის გასაგრძელებლად.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა ვ----–--------–---–მა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. ვ----–--------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის თ----------------–-–--ლის და მოწმე ბ---------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით; მობილური ტელეფონის ამოღების ოქმით; მობილური ტელეფონის ამოცნობის ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ვ----–--------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთ აღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის ისინიც, რის შესახებაც აპელირებს ბრადლების მხარე სააპელაციო საჩივარში, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და მსჯავრდებულის პიროვნება; გაითვალისწინა ასევე ვ----–--------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება, მონანიება, მისი რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების საკითხები და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, დაუნიშნა ადეკვატური და სამართლიანი, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მხედველობაში მიღებით, ვ----–--------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის მიმართ წარსულში არაერთხელ იქნა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის, პალატა განმარტავს, რომ ვ----–--------–---–ის დღეის მდგომარეობით არის ნასამართლობის არმქონე პირი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამდენად, დაუშველებია სასჯელის, როგორც სისხლისსამართელბრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას, რაიმე ფორმით მხედველობაში იქნეს მიღებული მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის #3------- გადაწყვეტილება).

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის განაჩენი ვ----–--------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რისი გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის განაჩენი;

 

ვ----–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ვ----–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

 

ვ----–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 21 მარტიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

„მოტოროლას“ ფირმის მობილური ტელეფონი დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

სალომბარდე ხელშეკრულება დალუქული ერთ პაკეტად, რომლიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან გამოთხოვილი ვიდეო-ჩანაწერი DVD დისკზე დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ორი ცალი CD დისკი დაულუქავ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე