განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002349576
საქმე №1ბ/842-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ეკა კოკილაშვილის მდივნობით,პროკურორის: ო-------------–---–ის
მსჯავრდებულის: ე-–----------------ის
ადვოკატის: ზ----------------–---–ის
თარჯიმნის: ზ---------------ას
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ე-–----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–--- ი-–---ის ძე რ----------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლ----------------------------–---------–-ში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენით, ე-–----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე-–----------------ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წელი და 23(ოცდასამი)დღე და საბოლოოდ, ე-–----------------ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ე-–----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 იანვრიდან.
ე-–----------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 13 საათზე, ლაგოდეხის რაიონის ს------–------–ში, „ს-------------------–------ის“ შენობაში არსებული „ლ-------------ის“ ბანკომატიდან, ქურდობისთვის ნასამართლევი ე-–----------------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ---------------ას კუთვნილ, 180 ლარის ოდენობით ფულად თანხას, რითაც მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ე-–----------------მა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ე-–----------------ის მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ნ---------------ას, მოწმეების: ნ-----------------ის, გ------- კ-----–---ის, ი-–--- რ----------ის, ა---- ჭ----–---–ის ჩვენებებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 თებერვლის და ამავე სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენებით და საქმეზე წარმოდეგნილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.
მსჯავრდებულმა ე-–----------------მა მართალია აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აანაზღაურა დაზარალებულისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი და ამ უკანასკნელს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის განსაზღვრისას ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ე-–----------------ი ნასამართლობის მქონეა არა მხოლოდ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის, რამაც ასახვა ჰპოვა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის კუთხით, არამედ, ასევე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ქმნის რეციდივის შემთხვევას. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებული ანალოგიური დანაშაულისათვის ნასამართლევია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ე-–----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ე-–----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ე-–----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე-–----------------ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს ვსსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ე-–----------------ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ ე-–----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 იანვრიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ე-–----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.
6.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7.პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი