განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2018
საქმის ნომერი
330100118002336089
ინსტანცია
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002336089

საქმე №1ბ/713-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: მ-----------------–---ის

მსჯავრდებულის: ლ-----------–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ლ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---- ი-----–-ს ძე გ-----–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ---–------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 285-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის განაჩენით, ლ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 285-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით;

მსჯავრდებულ ლ-----------–---–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 27 მაისიდან.

ლ-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა; კომპიუტერული პროგრამის უნებართვო შენახვა და გავრცელება სსკ-ის 284-286-ე მუხლებით და 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით; მანვე ჩაიდინა კომპიუტერული მონაცემის უნებართვო წაშლა; კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია; კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა და ასევე, ჩაიდინა თაღლითობის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:

ლ-----------–---–ი სოციალურ ქსელ ,,facebook”-ის მეშვეობით, სადაც სარგებლობდა მომხმარებლის სახელით - ,,ა-----------------------------–-ა“, 2017 წლის 12 მარტს დაუკავშირდა ა----------–---–ს, რომელიც რეგისტრირებული იყო მომხმარებლის სახელით ,,A---------” და სარგებლობდა iphone 7 მოდელის მობილური ტელეფონით, ამ უკანასკნელს გაუგზავნა სარეკლამო შინაარსის შეტყობინება, რითაც iphone 6 მოდელის მობილური ტელეფონის მოგების მიზნით სთავაზობდა კონკურსში მონაწილეობას. ლ-----------–---–მა, რომელსაც სურდა გაეგო ა----------–---–ის ტელეფონის ,,აიქლაუდის’’ მონაცემები, დაებლოკა ტელეფონი და განბლოკვისთვის აეღო სათანადო ანაზღაურება, 2017 წლის 28 სექტემბერს დაარწმუნა ეს უკანასკნელი, თითქოს მითითებული ფირმის მობილურ ტელეფონებში შეეძლო ჩაეწერა ქართული ოპერაციული სისტემა და საკითხზე შემდგომი მიმოწერის გაგრძელების მიზნით, გადაუგზავნა მისი კუთვნილი მეორე ფეისბუქ გვერდის ლინკი, სახელწოდებით ,,ტ------------------------ა“, საიდანაც იმავე დღესვე გადაუგზავნა მის მიერ უნებართვოდ შენახული ფიშერული პროგრამის A----------------------- ლინკი, სადაც ა----------–---–მა ლ-----------–---–ის რჩევის შესაბამისად გაიარა ავტორიზაცია, კერძოდ, მიუთითა კუთვნილი ტელეფონის ,,აიქლაუდის“ მონაცემები და ელ.ფოსტის მისამართი, რაც ავტომატურად გადაიგზავნა ლ-----------–---–ის პირად ელ.ფოსტის მისამართზე - -------------------. აღნიშნულის შემდეგ, ლ-----------–---–მა ა----------–---–ის ნებართვის გარეშე შეცვალა ,,აიქლაუდის’’ პაროლის მონაცემები და i------------------------ს მიწერა შეცვლილი მონაცემები, ა----------–---–ის ტელეფონს მიანიჭა დაკარგულის სტატუსი და icloud-ის ადმინისტრაციას დააბლოკინა ტელეფონი, რამაც გამოიწვია ა----------–---–ის კუთვნილი iphone-ის ფირმის მობილური ტელეფონის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება. იმავე დღეს, ლ-----------–---–მა პირადი გვერდიდან, სახელწოდებით ,,ტ--------------------------ა,“ ა----------–---–ს კვლავ გაუგზავნა ფიშერული პროგრამის ლინკი, ა----------–---–ს კი უთხრა, რომ უგზავნიდა დამხმარე პროგრამას, რათა მიეწერა iphone დახმარების ჯგუფისთვის ტელეფონის დაბლოკვის შესახებ. მომხმარებელმა ,,A---------” ლინკზე გაიარა რეგისტრაცია, სადაც მიუთითა პირადი ფეისბუქ გვერდის ავტორიზაციის მონაცემები, რის შემდეგაც ლ-----------–---–მა ასევე უნებართვოდ მოიპოვა ,,A---------”-ს ავტორიზაციის პარამეტრები, რაც ასევე ავტომატურად გამოიგზავნა ელ.ფოსტის მისამართზე - -------------------. ავტორიზაციის მონაცემების გამოყენებით, ლ-----------–---–მა უნებართვოდ შეაღწია ფეისბუქ გვერდზე ,,A---------” და წაშალა მათ შორის არსებული მიმოწერა.

2017 წლის 29 სექტემბერს, ლ-----------–---–მა პირადი გვერდიდან I------------- გაუგზავნა მეგობრობა ა----------–---–ს და 2017 წლის 12 ოქტომბერს მიწერა, რომ თითქოსდა მისი კომპანია კომპიუტერულ მომსახურებას ეწეოდა და ორგვარად შეძლებდა ამ უკანასკნელის პრობლემის მოგვარებას - ან ტელეფონი უნდა გაეგზავნათ სანქტ-პეტერბურგში და იქ ჰაკერული ჩარევით შეიძლებოდა ა----------–---–ის icloud-ის დაბრუნება, ან უნდა შეეცვალა სპეციალური ნაწილი, რომლისთვისაც 200-დან 350 ლარამდე უნდა გადაეხადა, რაზეც ა----------–---–მა უარი განუცხადა.

2017 წლის 26 ნოემბერს, ასევე პირადი გვერდიდან, რომლის მონაცემებია ,,დ------------–---–ი,“ ლ-----------–---–ი კვლავ შეეხმიანა მომხმარებელს, სახელწოდებით ,,A---------” და შეატყობინა, თითქოს მასაც ჰქონდა მსგავსი პრობლემა და განბლოკვისთვის მიუთითა ,,e-----”-ს ანგარიშის მონაცემები 3-------- და უთხრა, რომ უნდა ჩაერიცხა ფულადი თანხა 200 (ორასი) ლარის ოდენობით, რის შემდეგაც მოხდებოდა ტელეფონის განბლოკვა, თუმცა ა----------–---–მა არ შეასრულა მითითება. ყოველივე აღნიშნულით ლ-----------–---–ი შეეცადა თაღლითურად დაუფლებოდა ა----------–---–ის კუთვნილ თანხას, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ-----------–---–მა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, მის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლ-----------–---–ის მიერ ჩადენილ ქმედებებს. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ა----------–---–ის, მოწმეების: თ------------–--ის და შ----------------ას გამოკითხვის ოქმებით, ლ-----------–---–ის 02.02.2018წ განცხადებით და მისი დანართით, დაზარალებულ ა----------–---–ის 05.02.2018წ განცხადებით და დანართით (ე.წ. ,,სქრინებით“), დაზარალებულ ა----------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის iphone7-ის და ,,კ-------“ ბანკთან დადებული განვადების ხელშეკრულების ამოღების 13.12.2017წ ოქმით, ვებგვერდის - i------------- დათვალიერების 29.01.2018წ ოქმით, ლ-----------–---–ის ფეისბუქგვერდის, სახელწოდებით ,,ა-----------------------------–-ა“ დათვალიერების 01.02.2018წ ოქმით, დაზარალებულ ა----------–---–ის ფეისბუქგვერდის, სახელწოდებით ,,A---------”- დათვალიერების 05.02.2018წ ოქმით, შპს ,,მ--------–-დან“ სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის ამსახველი CD-R დისკის 07.02.2018წ დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის 02.02.2018წ ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების - ა----------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის iphone7-ის გახსნისა და დათვალიერების 05.02.2018 ოქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.

მსჯავრდებულმა ლ-----------–---–მა მართალია, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ამასთან, ითანამშრომლა გამოძიებასთან და უდავოდ მიიჩნია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის განსაზღვრისას ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ლ-----------–---–ს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთან ერთად ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული - განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ წარსულში ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნა განრიდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ლ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ლ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ლ---- გ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 285-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. მსჯავრდებულ ლ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 მაისიდან.

5.საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შპს ,,მ--------–-დან“ გამოთხოვილი 1 (ერთი) ცალი CD დისკი, რომელიც მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით;

6.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი