1. კომპიუტერული პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა, მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შეძენა, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ამ თავით ან ამ კოდექსის 158-ე ან 159-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2014
წლის 2
მაისის კანონი №2378 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2021 წლის 27 აპრილის კანონი №460 – ვებგვერდი, 04.05.2021