განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2983-19
(-------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,პროკურორი - მ-----------------–------
ბრალდებულ - მ--------------------------------------
თარჯიმან - ვ-----–----------------
ადვოკატ - ი-–----–------ მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-------------------------------------------------------------------–-------–-–--------------------------------------–-----------–----------------–---------------- რეგისტრირებული: თ--------------------–------------------------------------------ ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------–---------------------- და მ-------------------------------------------------------------------–-------–-–-------------------------------------------–-----------–----------------–---------------- რეგისტრირებული: თ--------------------–----------------------–---------–-----------–-------- - მიმართ.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილი - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, ე.ი. კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით- კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერულის სისტემის უკანონოდ გამოყენება, ე.ი კომპიუტერული პროგრამის ან/და სხვა მოწყობილების, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისთვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით- ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი-კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტი-კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, ე.ი კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა, აგრეთვე კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმა, გადაცემა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
თურქეთის მოქალქე ს--–---------, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა ე.წ „ფიშინგის“ გზით დაუფლებოდა პირთა წინასწარ განუსაზღვრელი წრის ფულად თანხებს, 2019 წელს დაუკავშირდა ასევე თურქეთის მოქალაქეებს მ--------------- და მ--------------- და მათთან წინასწარი შეთანხმებით, სხვადასხვა პირების ინტერნეტ ბანკის ავტორიზაციის მონაცემების უნებართვო მოპოვების და ანგარიშებიდან თანხის ქურდობის მიზნით, 2019 წელს დაამზადა ს--------------–----------- ყალბი რეკლამა, სადაც განათავსა წარწერა, „შედით თქვენ ანგარიშზე და მოიგეთ საჩუქრები, პირველი 20 კაცი მოიგებს iPhone XS Max“, ხოლო აღნიშნული ტექსტის ქვემოთ მითითებული იყო მის მიერ უკანონოდ დამზადებული ე.წ. „ფიშერული“ ბმული, h-----------------------------------------–----------- რომელიც იყო ჯგუფის ხელმძღვანელი მ------------------ და ორგანიზებული ჯგუფის გამოძებით დაუდგენელ სხვა წევრებთან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის ინტერნეტ საკომუნიკაციო პროგრამა ICQ-ს მეშვეობით, დარეგისტრირებული იყო მომხმარებლის სახელით M-------------------------- რომელიც რეგისტრირებული იყო მომხმარებლის სახელით G---------------- 2019 წლის გაზაფხულზე დაწერა, რომ ე.წ ფიშერული გზით მოპოვებული თანხების დასარიცხად სჭირდებოდათ ონლაინ ტ------–----------ების ანგარიშები, ხოლო თანხის გამნაღდებელს შეხვდებოდა თანხის ნახევარი. მ------------------- რომელიც ჩატის პროგრამაში დარეგისტრირებული იყო სახელით M-----, დათანხმდა შემოთავაზებას და რეკლამა, რომელიც იყო თურქულ ენაზე, თარგმნა ქართულად, ასევე გადაუგზავნა ონლაინ კაზინო „---------–------- და „-----–------ მისი და მისი ნატესავების კუთვნილი ანგარიშები. მ--------------, ს--–------------ და მ------------------ წინასწარი შეთანხმებით სოციალურ ქსელ facebook-ზე ავრცელებდა აღნიშნულ რეკლამას, როდესაც facebook-ის მომხმარებლები გახსნიდნენ რეკლამას, ავტომატურად გადამისამართდებოდნენ სპეციალურად შექმნილ „ფიშერულ“ პროგრამაზე, რომელიც განასახიერებდა „-----------–----------- ინტერნეტ ბანკინგის მსგავს გვერდს, სადაც მიყვებოდნენ ინსტრუქციას, ჩაწერდნენ მათი ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელს და პაროლს, რაც ავტომატურად იგზავნებოდა სპეციალურ ბმულზე და მ------ ა----- უკანონოდ ინახავდა Google Drive-ზე მის კუთვნილ ანგარიშზე, რის შემდეგაც მ----------------------------------------–--------- შეყავდათ ეს მონაცემები ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ნამდვილ გვერდზე და მომხმარებლებს მობილურ ტელეფონზე ბანკის მიერ გაეგზავნებოდათ ერთჯერადი კოდი, რომელსაც ისინი კვლავ ბმულის ინსტრუქციის თანახმად აგზავნიდნენ მათ მიერ შექმნილ სპეციალური საიტის ბმულზე. აღნიშნულის შემდეგ მ------ ა-----, მ-----------------------–--------- იწერდნენ ერთჯერად კოდს, შედიოდნენ ამ მომხმარებლის გვერდზე, ცვლიდნენ მითითებულ ტელეფონის ნომრებს, ჯგუფის წევრების სარგებლობასი არსებული ნომრებით, ნახულობდნენ ანგარიშზე განთავსებულ თანხებს, რასაც რიცხავდნენ წინასწარ მოპოვებულ ონლაინ კაზინოების/ტ------–----------ების, მათ შორის მ------------------- და მისი ნათესავების კუთვნილ და ს--------------–----------- მომხმარებლების ანგარიშებზე, რომლებიც ანაღდებდნენ ამ თანხას, ნაწილს თვითონ იტოვებდნენ და ნაწილს გადასცემდნენ მ--------------------–------------------------------- ასევე ინტერენეტ ტ------–----------ებიდან თანხების გადარიცხვას ახდენდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ბარათებზე, საიდანაც გამოჰქონდათ და განკარგავდნენ სურვლისამებრ.
ზემოთ მითითებული სქემის შესაბამისად:
1. 2019 წლის 19 მარტს უნებართვოდ შეაღწიეს პ----------------–----- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 300 ლარი უკანონოდ გადაირიცხეს შ-----------------------–------ მომხმარებლის ს--–------------------------ ანგარიშზე, სახელი f-------------------
2. 2019 წლის 03 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ი-----–---------–---–-- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 1540 ლარი უკანონოდ გადაირიცხეს ონლაინ ტ------–---------- “----------------------- მომხმარებლის ე-–--------------- ანგარიშზე დასახელებით „------ აბონენტის ნომერი: 4------ რომელმაც თანხა იმიტირებული თამაშის გზით გადაიტანა სხვა ანგარიშზე.
3. 2019 წლის 05 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ნ-----–------------------–-- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 145 ლარი უკანონოდ გადაირიცხეს შ---------–------------------------ არავერიფიცირებული მომხმარებლის M-------------------- ანგარიშზე N------- რომელმაც თანხა გადაიტანა ს-------------------- ანგარიშზე, პლასტიკური ბარათის ნომერი 5---------------, რომელიც ბარათიც ამოღებული იქნა მ---------------- პირადი ჩხრეკისას.
4. 2019 წლის 05 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს თ---------------–---- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 120 ლარი უკანონოდ გადაირიცხეს შ---------–------------------------ არავერიფიცირებული მომხმარებლის M-------------------- ანგარიშზე N------- რომელმაც თანხა გადაიტანა ს-------------------- ანგარიშზე, პლასტიკური ბარათის ნომერი 5---------------, რომელიც ბარათიც ამოღებული იქნა მ---------------- პირადი ჩხრეკისას.
5. 2019 წლის 05 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს მ---------------- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშებზე და იქ არსებული თანხა 450 ლარი ორ ეტაპად უკანონოდ გადაირიცხეს შ---------–------------------------ არავერიფიცირებული მომხმარებლის M-------------------- ანგარიშზე N------- რომელმაც თანხა გადაიტანა ს-------------------- ანგარიშზე, პლასტიკური ბარათის ნომერი 5---------------, რომელიც ბარათიც ამოღებული იქნა მ---------------- პირადი ჩხრეკისას.
6. 2019 წლის 05 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ი------------–---–----უთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 6280 ლარი უკანონოდ სამ ტრანზაქციად გადაირიცხეს მ------------------- შ---------–------------------------ მომხმარებლის ანგარიშზე-1500 ლარი, სახელით j---------------- რომელმაც გაიტანა თანხა 07 აპრილს, უ------------ ანგარიშზე-2780 ლარი, სახელით u--------------, რომელმაც თანხა გადარიცხა T------- -ს არხის გავლით ბარათზე N------------------ და არავერიფიცირებული მომხმარებლის M----------ის ანგარიშზე-2000 ლარი, სახელით M-------------- რისი გატანაც ვერ მოახერხა.
7. 2019 წლის 05 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს შ-------------–---–-- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 620 ლარის ოდენობით გადირიცხეს შ---------–------------------------ მომხმარებლის უ------------ ანგარიშზე, სახელით u--------------, რომელმაც თანხა გადარიცხა T------- -ს არხის გავლით ბარათზე N------------------.
8. 2019 წლის 05 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ი----------------- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული 550 ლარის ოდენობით გადაირიცხა შ---------–------------------------ მომხმარებლის უ------------ ანგარიშზე, სახელით u--------------, რომელმაც თანხა გადარიცხა T------- -ს არხის გავლით ბარათზე N------------------.
9. 2019 წლის 05 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ვ-–---------- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 4500 ლარი რამოდენიმე ეტაპად გადაირიცხა შ---------–------------------------ არავერიფიცირებული მომხმარებლის M-------------------- ანგარიშზე N------- რომელმაც თანხა გადაიტანა ს-------------------- ანგარიშზე, პლასტიკური ბარათის ნომერი 5---------------, რომელიც ბარათიც ამოღებული იქნა მ---------------- პირადი ჩხრეკისას და ანგარიშზე N-------
10. 2019 წლის 05 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს გ------------------- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა 5 000 ლარი გადაირიცხა ონლაინ ტ------–---------- w------------------ის არავერიფიცირებული მომხმარებლის ანგარიშზე-K--------------- რაც შ------------ მიერ მიჩნეული იქნა თაღლითურ ტრანზაქციად და თანხა დაუბრუნდა გ--------------------
11. 2019 წლის 07 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს გ------------- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 5500 ლარი ორ ტრანზაქციად უკანონოდ გადაირიცხეს, პირველ შემთხვევაში 1500 ლარი ოდენობით შ---------–---------------- მომხმარებელთან E-------------- მომხმარებლის სახელი e---------------------- რომელმაც იმავე დღეს გაიტანა თანხა . მეორე ტრანზაქციით გადაირიცხა თანხა 4000 ლარი შ-----------------------–------ მომხმარებლის ა------------------ ანგარიშზე სახელით-A------------------ საიდანაც თანხა გატანილი იქნა Z--- ბარათის მეშვეობით.
12. 2019 წლის 07 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ა------------- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 1850 ლარი უკანონოდ გადაირიცხეს შ-----------------------–------ მომხმარებლის ი---------------–-------- ანგარიშზე, სახელით i--------------- რომელმაც თანხა გამოიტანა იმავე დღეს და გადასცა მ---------------- მეგობარს ა--------------------
13. 2019 წლის 07 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ო-------------- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 380 ლარის ოდენობით თანხა შ-----------------------–------ მომხმარებლის მ-------------------------------------–----------–--------------------------------- რომელმაც თანხა გადაიტანა ს-------------------- ანგარიშზე, პლასტიკური ბარათის ნომერი 5---------------, რომელიც ბარათიც ამოღებული იქნა მ---------------- პირადი ჩხრეკისას.
14. 2019 წლის 07 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს გ-------------------- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 900 ლარის ოდენობით გადარიცხეს შ-----------------------–------ მომხმარებლის მ-------------------------------------–----------–--------------------------------- რომელმაც თანხა გადაიტანა ს-------------------- ანგარიშზე, პლასტიკური ბარათის ნომერი 5---------------, რომელიც ბარათიც ამოღებული იქნა მ---------------- პირადი ჩხრეკისას.
15. 2019 წლის 07 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ჯ--------------–---–-- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 2 000 ლარი ორ ტრანზაქციად უკანონოდ გადაირიცხეს, ერთი ტრანზაქციით გადაირიცხა თანხა 500 ლარი ოდენობით შ---------–------------------------ მომხმარებლის უ------------ ანგარიშზე, სახელით u--------------, რისი გატანაც ვერ მოახერხა. მეორე ტრანზაქციით გადაირიცხა თანხა 1 500 ლარი ოდენობით შ-----------------------–------ მომხმარებლის მ-------------------------------------–----------–--------------------------------- რომელმაც თანხა გადაიტანა ს-------------------- ანგარიშზე, პლასტიკური ბარათის ნომერი 5---------------, რომელიც ბარათიც ამოღებული იქნა მ---------------- პირადი ჩხრეკისას.
16. 2019 წლის 07 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ს--–------------–---- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 310 ლარის ოდენობით ორ ეტაპად გადაირიცხეს შ-----------------------–------ მომხმარებლის მ-------------------------------------–----------–--------------------------------- რომელმაც თანხა გადაიტანა ს-------------------- ანგარიშზე, პლასტიკური ბარათის ნომერი 5---------------, რომელიც ბარათიც ამოღებული იქნა მ---------------- პირადი ჩხრეკისას.
17. 2019 წლის 08 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს გ--–-----------–---–-- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე, მისი სახელით აიღეს სესხი 285,35 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა და გ--–-----------–---–- მეორე ანგარიშზე არსებული თანხა 1450 ლარის ოდენობით გადაირიცხა ონლაინ ტ------–---------- w------------------ის არავერიფიცირებული მომხმარებლის ანგარიშზე _----------------------- ნაწილი თანხა გაიტანეს, ხოლო 537 ლარი დაბლოკილია შ------------ მიერ.
18. 2019 წლის 08 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს გ--–----------–-- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე, იქ არსებული 16 600 ლარის გადარიცხეს ს--------------–------------ მომხმარებლის S---------------ნგარიშზე G---------------------- 90 ლარი გადაირიცხეს ონლაინ ტ------–---------- „---------–------ “ მომხმარებელთან E------------------–------------ ხოლო 1023 ლარი გადაირიცხეს შ------------------------------ს ვინმე რ------------------------------------- ანგარიშზე N------------, რაც უკან დაუბრუნა უკან შ------------------------------მა.
19. 2019 წლის 09 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ნ--------------- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 12 100 ლარი ორ ტრანზაქციად უკანონოდ გადაირიცხეს, პირველი ტრანზაქციით 800 ლარის გადარიცხეს შ----------------------------- მომხმარებლის U-------------- ანგარიშზე, სახელით u-------------------------- რომელმაც თანხა გაიტანა იმავე დღესვე. ხოლო მეორე ტრანზაქციით 11, 269 ლარი დაკონვერტირდა 4100 აშშ დოლარში და „----------------ს მეშვეობით გადაირიცხეს ვინმე T------------------ის სახელზე.
20. 2019 წლის 09 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ნ----------------- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 850 ლარი გადაირიცხა ონლაინ ტ------–---------- w------------------ის მომხმარებლის ბ---------------- ანგარიშზე სახელით f------------------- რაც შ------------ მიერ მიჩნეული იქნა უკანონო ტრანზაქციად და არ მიეცათ თანხის გატანის შესაძლებლობა.
21. 2019 წლის 09 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ლ------------------ კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა 600 ლარის ოდენობით გადაირიცხა ონლაინ ტ------–---------- w------------------ის მომხმარებლის ბ---------------- ანგარიშზე სახელით f------------------- რაც შ------------ მიერ მიჩნეული იქნა უკანონო ტრანზაქციად და არ მიეცათ თანხის გატანის შესაძლებლობა.
22. 2019 წლის 09 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს გ---------------–---–-- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და ანგარიშზე არსებული თანხა 1 100 ლარი გადაირიცხა შ---------–----------------- მომხმარებლის, მ------------------- ნათესავის ე-–-----------------–----- ანგარიშზე, სახელით e--------------- რომელმაც გამოიტანა თანხა და გადასცა მ------------------- საიდანაც მხოლოდ 80 ლარის გატანა მოახერხა.
23. 2019 წლის 10 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს გ-------------------- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 53 ლარი გადაირიცხა ონლაინ ტ------–---------- w----------------- არავერიფიცირებული მომხმარებლის N-------- ანგარიშზე N------, საიდანაც გადაირიცხა ს-------------------- ანგარიშზე.
24. 2019 წლის 11 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ნ--–---------- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 11 700 ლარი სამ ტანზაქციად უკანონოდ გადაირიცხეს, კერძოდ 5000 ლარი, ონლაინ კაზინო a-------------ის მომხმარებლის, მ------------------- ნათესავის ა----------------------------ის ანგარიშზე, რომელმაც 11 აპრილს ანგარიშიდან გამოიტანა 4 654 ლარი და გადასცა--------------- ხოლო მ------------- ამ ანგარიშიდან 200 ლარი p-- ტრანზაქციით გადარიცხა ა------------------ ქმრის ე-–-----------------–-------------------- ანგარიშზე N-------, რომელმაც თანხა გამოიტანა და გადასცა მ------------- მეორე ტრანზაქციით 1500 ლარი გადაირიცხა, ონლაინ კაზინო a-------------ის მომხმარებლის რ------–---–------- ანგარიშზე „------------------- რომელი ანგარიშითაც სარგებლობდნენ მისი შვილობილი ი---------------–------- და მისი მეუღლე ა------–-------------, რომლებმაც თანხა გამოიტანეს და გადასცეს მ---------------- მეგობარს ა-------------------- მესამე ტრანზაქციით 5200 ლარი გადარიცხული იქნა, შ----------------------------- მომხმარებლის U-------------- ანგარიშზე, სახელით u-------------------------- რომელმაც თანხა გაიტანა იმავე დღესვე.
25. 2019 წლის 11 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ლ-–----–---- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 5000 ლარი უკანონოდ გადაირიცხეს შ------------------------------ის მომხმარებლის მ------------------------------ ანგარიშზე, სახელით m-------------------- საიდანაც იმავე დღეს 500 ლარის ოდენობით თანხა p-- გადარიცხვის მეშვეობით, გადაიტანა მ---------------- მეგობრის ზ-----------------–---–-- მომხმარებლის ანგარიშზე, სახელით z--------------------
26. 2019 წლის 12 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს პ------------------ კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 650 ლარი უკანონოდ გადაირიცხეს შ---------–----------------------------- მომხმარებლის უ------------ ანგარიშზე --------- რისი გატანაც ვერ მოახერხეს, ვინაიდან ინტერნეტ-ტ------–----------ის მიერ მიჩნეული იქნა უკანონო ტრანზაქციად.
27. 2019 წლის 12 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს გ------------------- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე, იქ არსებული 200 ლარის ოდენობით გადაირიცხეს ონლაინ ტ------–---------- w------------------- მომხმარებლის ანგარიშზე, ნომრით 8-----, ხოლო ნაწილი, 3850 ლარის ოდენობით გადაირიცხეს ს-------------–----------- მომხმარებლის ვინმე მ-----------------ნგარიშზე, ნომრით G-------------------------------------------------------- მიმოწერებში ფიქსირდება), რომელმაც თავის მხრივ 3500 ლარი გადარიცხა მ---------------- მეგობრის ზ-----------------–---–-- ს--------------–----------- ანგარიშზე, ნომრით G-------------------------
28. 2019 წლის 13 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ნ-----–--------------- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 630 ლარი შვიდ ტრანზაქციად უკანონოდ გადაირიცხეს L------------------ მომხმარებელთან N---------- ; 8----- ;
29. 2019 წლის 12 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ლ---------------–---–-- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 1700 ლარი უკანონოდ გადაირიცხეს შ---------–----------------------------- მომხმარებლის უ------------ ანგარიშზე --------- რისი გატანაც ვერ მოახერხეს, ვინაიდან ინტერნეტ-ტ------–----------ის მიერ მიჩნეული იქნა უკანონო ტრანზაქციად.
30. 2019 წლის 15 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს შ---------------- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა ორი ტრანზაქციით, პირველი ტრანზაქციით 6 750 ლარი, ხოლო მეორე ტრანზაქციით 10 000 ლარი, ჯამში 16 750 ლარი გადარიცხეს G---------------------------–----------- ანგარიშზე N-----------------------
31. 2019 წლის 15 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს დ---------------–---- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 3800 ლარი გადარიცხეს G---------------------------–----------- ანგარიშზე N-----------------------
32. 2019 წლის 16 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ი-----–---–-----–---–-- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე, იქ არსებული 5100 აშშ დოლარი გადაიტანეს მეორე ანგარიშზე ლარში კონვერტაციით და ორი ტრანზაქციით 13 690 (ცამეტი ათას ექვსას ოთხმოცდაათი) ლარი გადარიცხეს ვინმე მ---------------------------------–----------- ანგარიშზე N------------------------
33. 2019 წლის 16 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს რ-----------–----- კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე, იქ არსებული 1100 ლარი გადარიცხეს ვინმე ი---------------------------------------–------------ ანგარიშზე G--------------------------
34. 2019 წლის 17 აპრილს უნებართვოდ შეაღწიეს ბ-----–-–------ კუთვნილ ს--------------–----------- ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 28 100 ლარი უკანონოდ გადაირიცხეს ს--------------–----------- მომხმარებლის ზ------------------ ანგარიშზე G---------------------, თანხები გადანაწილდა : M---------------------------------------- ანგარიშზე G--------------------- 1) 17.04.19 3.36 ლარი. 2) 17.04.19 4800 ლარი. მერჩანტის დასახელება - C--------------------- 1) 16.04.19 14.37 ლარი, ავტორიზაციის კოდი: 8----- , ბარათის ნომერი 5---------------. მ------------------------------ ს--------------–------------ ანგარიშზე G--------------------- – 1) 17.04.19 30.00 ლარი. ი---------------------------------------–------------ ანგარიშზე G--------------------- - 1) 17.04.19 630 LARI. გ------–-------------------------------------------------------–--------------------–-------------------------- - 1) 17.04.19 , 1200 ლარი . უ------------------------------------------ (რომელიც არის მ----------------, მ--------------, ა------–-------------ს და ა------------------- ნაცნობი და რომლის ანგარიშის ნომერი ინახებოდა მ--------------------------ის მიმოწერებში), ს--------------–------------ ანგარიშზე G--------------------- - 1) 17.04.19 , 2000 ლარი, 2) 17.04.19 7000 ლარი. 3) 17.04.19 2000 ლარი. V----------------------–----- 18.04.19-ში გადახდა 5-------- 8.00 ლარი. C------------------------------------ ; გადაირიცხა თანხა 100 ლარი. მერჩანტის დასახელება -E------------------- 1) 17.04.19 1736.62 ლარი. 2) 17.04.19 3512.50 ლარი. ა-–--–---------------- სახელზე გაგზავნილი თანხა 10762.40 ლარი „---------------ის მომსახურებით.
საერთო ჯამში მ------------------------------------–------------------------------ და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები შეეცადნენ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნან ს--------------–----------- მომხმარებლების კუთვნილ 151 866 ლარს, საიდანაც მოახერხეს დაუფლებოდნენ 139 009 ლარს, ხოლო 12 857 ლარის ოდენობის თანხის გატანა ვერ მოახერხრეს, ვინაიდან ტრანზაქციები ბანკის და ინტერნეტ ტოტალიზატროების მიერ მიჩნეული იქნა უკანონოდ.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და მ------------------------------------ დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია მ------------------------------------ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით, სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით, სსკ-ის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით და სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1 მ------------------------------------ მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების: ლ-–-----------–--------–----------------------------------------------------------–------------------–---------------------–------------–-–--------------------------–-----–---------------------------–----------------------–--------------------–-----–----------------------------–--------- და სხვა მოწმეების გამოკითხვის ოქმები, მ------------------------------------ა და მ---------------- პირადი ჩხრეკის და ბინის ჩხრეკის ოქმები, ამოღებული ნივთმტკიცებები, მ------------------------------------ კუთვნილი ლეპტოპის და მ---------------- მობილური ტელეფონის დათვალიერების და გამოთხოვის ოქმები, ბანკებიდან და ინტერნეტ ტ------–----------ებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, დათვალიერების ოქმები და საქმეში არსებული სხვა მასალები.
3.2 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ მ------------------------------------ს სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.3 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.4 სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.5 სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.6 აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.7 რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.8 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
4.2 სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
4.3 ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2 საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
5.3 საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4 ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
5.5 ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს, ბრალდებულის პიროვნებას, მის ასაკს, მ------------------------------------ს მიერ მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ხუთი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს და მიიჩნევს, რომ მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული უალტერნატივო სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადით გამოყენება იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაკეთილგონივრული ლმობიერება, რომელიც ხელს ვერ შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას. სასამართლოს თვლის, რომ სასჯელის მიზნების მიღწევას სავსებით უზრუნველყოფს მ---------------------------------------------- ზემოაღნიშნული სასჯელის 08 (რვა) წლის ვადით შეფარდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ------ ა----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით, სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით, სსკ-ის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით და სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, მ--------------, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით;
მ-------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 19 აპრილიდან.
მ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით, სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით, სსკ-ის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით და სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, მ---------------, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით;
მ--------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 20 აპრილიდან.
ნივთიერ მტკიცებულებები: 1. 30 (ოცდაათი) ცალი ლაზერული დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. მ-------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,Iphone 6+“ მოდელის მობილური ტელეფონი სიმბარათით, ,,Huawei“ის ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით, მ-------------- დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული hp-ს ფირმის ლეპტოპი დამტენით, ,,Asus“-ის ფირმის ლეპტოპი დამტენით, მეხისიერების ბარათი, მ------------------- სახლის ჩხრეკისას ამოღებული ,,SAMSUNG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით, hp-ს ფირმის ლეპტოპი დამტენით, მ------------------- სახლის ჩხრეკისას ამოღებული პერსონალური კომპიუტერის პროცესორი, მ---------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,Iphone 8“ მოდელის მობილური ტელეფონი სიმბარათით, ,,SAMSUNG J7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი სიმბარათით, ასევე ფულადი თანხები - საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ჩამოერთვათ მ--------------, მ--------------- და მ------------------ და უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს. 3. პლასტიკური ბარათები, ბლოკნოტი, გადახდის ქვითრები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 4. მ---------------- პირადობის მოწმობა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე