განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2019
საქმის ნომერი
010100115744054
ინსტანცია
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-442-2019 წელი

№010100115744054

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

7 ნოემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – პ----- ც-–--–--ის,ადვოკატის – მ--–---- ა----–--ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ი-–--- გ------ის, ხ-------- ხ---------ისა და ვ--------- ვ-–------------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ი-–--- გ------ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, ბ---–-------------------–--ის მოქა-ლაქე, პირადი №----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ბ---–-------------------–------------–---------------–---------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით, 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 285-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძ-ველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული აქვს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ხ-------- ხ---------ი, დაბადებული 1----–-–--------------ს, ბ---–-------------------–--ის მოქალაქე, პირადი №----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ბ---–-------------------–---------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათ-ვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 285-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქ-ტით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძ-ველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული აქვს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ვ--------- ვ-–------------, დაბადებული 1----–-–-------------ს, ბ---–--------------------–--ის მოქალაქე, პირადი №----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ბ---–-------------------–------------–---------------–---------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 285-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძ-ველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული აქვს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

aRwerilobiTi nawili:

ი-–--- გ------ის, ხ-------- ხ---------ისა და ვ--------- ვ-–------------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედოთ:

– კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო შენახვისათვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

– ყალბი საანგარიშწორებო ბარათის დამზადებისა და გამოყენებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად;

– კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისათვის წინასწარი შეთანხმებით ჯგუ-ფის მიერ;

– ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის ივნისი-ივლისის თვეში, ბ---–-------------------–--ის მოქალაქეები - ვ---------- ვ-–------------, ხ-------- ხ---------ი და ი-–--- გ------ი, შეკავშირდნენ და წინასწარ შეთანხმდნენ, რათა საქართველოში არსებული სხვადასხვა ბანკომატებიდან მოეხდინათ კლიენტების საკრედიტო (პლასტიკურ) ბარათებზე არსებული ინფორმაციების კოპირე-ბა და პინ კოდების შენახვა, კოპირებული ინფორმაციით ყალბი პლასტიკური ბარათე-ბის დამზადება და მათი გამოყენებით ბანკომატების კომპიუტერულ სისტემაში უნებარ-თვო შეღწევის გზით ფულადი თანხების ფარული დაუფლება.

თავიანთი მიზნების განსახორციელებლად 2014 წლის 15 ივლისს ჩამოვიდნენ საქართ-ველოში, კერძოდ, ქ---------–--------–-–-----–--–---–----------ში მდებარე კორპუსში იქირავეს ბინა. მათ ასევე ჩამოიტანეს ინფორმაციის მაკოპირებელი სპეციალური მოწყო-ბილობები ე.წ „სკიმერი“, კერძოდ, 01 ცალი ბანკომატის პლასტიკური ბარათის მაკოპი-რებელი, 01 ცალი ბანკომატის კლავიატურის ანალოგი, 01 ცალი ბანკომატზე დასამონ-ტაჟებელი ვიდეოთვალი, 01 ცალი პლასტიკური ბარათის წამკითხველი და მასზე ჩამ-წერი დანადგარი, ასევე სპეციალური ხელსაწყოები რასაც გამოიყენებდნენ ზემოაღნიშ-ნული დანადგარების (ე. წ. „სკიმერი“) დამონტაჟებისას, მოხსნისას და კომპიუტერთან დაკავშირებისას.

2014 წლის 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში ე. წ „სკიმერი“ მათ მიერ მონაცვ-ლეობით დამონტაჟებულ იქნა ქ. ბათუმში არსებულ სხვადასხვა ბანკის ბანკომატებზე, კერძოდ, ქ---------–---–-----–--–---–----------ში განთავსებულ სს „ს----------–----------ს“ ბანკომატზე, შ---------------------ში განთავსებულ სს „ს----------–--------ის“ ბან-კომატზე, დ----------------–----------ში განთავსებულ სს „ს----------–--------ის“ ბანკო-მატზე, კ-------------------------ში განთავსებულ სს „ს----------–--------ის“ ბანკომატზე, ზ----------–------------ში განთავსებულ სს „ლ-------------ის“ ბანკომატზე, ი----------–---–----------ში განთავსებულ სს „რ-------–--------ის“ ბანკომატზე, ზ----------–-------------ში განთავსებულ სს „რ-------–--------ის“ ბანკომატზე და მ-----–------------ში განთავსებულ სს „რ-------–--------ის“ ბანკომატზე, რა დროსაც ხდებოდა ბანკომა-ტის მომხმარებლების საკრედიტო (პლასტიკური) ბარათებზე არსებული ინფორმაციე-ბის და მათი პაროლების (პინ კოდების) კოპირება და ჩაწერა, რის შემდეგაც ვ--------- ვ-–------------, ხ-------- ხ---------ი და ი-–--- გ------ი ახდენდნენ ე. წ. „სკიმერის“ მოხსნას და მასზე დამახსოვრებული ინფრომაციის კომპიუტერში გადატანას.

2014 წლის 10 აგვისტოდან - 13 აგვისტოს შუალედში, მათ მიერ დამზადებული იქნა ყალბი საკრედიტო (პლასტიკური) ბარათი, რაზეც გადატანილი იქნა მათ მიერ ქ----------–---–-----–--–---–----------ში მდებარე ბანკომატიდან, ე.წ. „სკიმერის“ მეშვეობით მოპოვებული მ------ პ---------ს საკრედიტო (პლასტიკური) ბარათის ინფორმაცია, რისი გამოყენებითაც 2014 წლის 13 აგვისტოს, ქ---------–---------------–--ის (ყოფილი ------) ქ------ში განთავსებული სს „პ------------------ის“ ბანკომატიდან, ვ--------- ვ-–-------------, ხ-------- ხ---------ი და ი-–--- გ------ი უკანონოდ დაეუფლნენ მ------ პ---------ს კუთვნილ 750 ლარს, რითაც მას მიაყენეს მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ო-–--- მ------–---–მა და მსჯავრდებულების ი-–--- გ------ის, ხ-------- ხ---------ისა და ვ--------- ვ-–------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--–---- ა----–--ემ.

– აპელენტი, პროკურორი ო-–--- მ------–---–ი თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ი-–--- გ------ის, ხ-------- ხ---------ისა და ვ--------- ვ-–------------ს მიმართ დანიშ-ნული სასჯელების გამკაცრებას, ასევე თითოეული მსჯავრდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სრულად გადარიცხვას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ დანიშნული სასჯელი ვერ მოახდენს მსჯავრდებულებზე სათა-ნადო ზემოქმედებას, რომელიც იქნება მათთვის დამაფიქრებელი მათი მართლსაწი-ნააღმდეგო და ბრალეული ქმედებების სწორი შეფასებისა და ანალიზისათვის.

სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელით მსჯავრდებულების ქმედება შეფასდა კანო-ნით დადგენილი უმდაბლესი სასჯელით, რომელიც არის არასამართლიანი და მაპრო-ვოცირებელი ბრალდებულების მიერ შემდგომში დანაშაულებრივი ქმედებების ჩადე-ნისა და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის ზოგადი და სპეციალური მიზნების მიღწევას.

დამატებით აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვის არაერთ ეტაპზე, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა ბრალდებულთა მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე, რამეთუ მათ მიერ დარღვეულ იქნა გამოყენებული გირაოს პირობა, დატოვეს საქართველოს ტერიტორია და თავი აარიდეს სასამართლოში გამოცხადებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ისინი დღემდე არიდებენ თავს გამოცხადებას, რი-თაც ამ ეტაპამდე აღუსრულებელია სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი. აღნიშ-ნულის მიუხედავად, სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და არ შეცვალა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით და არც გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუ-ჯეტში გადარიცხვის თაობაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა დაუკმაყოფილებია, ამასთანავე არც ბრალდებულთა სასამართლოში გამოცხადებისაგან თავის არიდება დაადგინა და მიიჩნია, რომ ბრალდებულთა უფლებას წარმოადგენდა სასამართლოში სისტემატურად გამოუცხადებლობა.

– აპელანტი, მსჯავრდებულების ი-–--- გ------ის, ხ-------- ხ---------ისა და ვ--------- ვ-–------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი მ--–---- ა----–--ე თავისი სააპელა-ციო საჩივრით ითხოვს ი-–--- გ------ის, ხ-------- ხ---------ისა და ვ--------- ვ-–-------------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირე-ბით, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებული პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა რომელიმე ბრალდებულის მხრიდან მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადე-ნას.

საქმეში არსებობს მხოლოდ ერთადერთი დაზარალებული მ------ პ---------, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება მ------ პ---------ს კუთვნილი საკრედიტო ბარათის მაგნიტურ ლენტზე არსებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ან პინ კოდის ბრალდებულე-ბის მიერ უკანონოდ მოპოვების, მისი გამოყენებით ყალბი საკრედიტო ბარათის და ასეთი ბარათის გამოყენებით საქართველოში მოქმედი რომელიმე კომერციული ბანკის ბანკომატის გამოყენებით თანხების მითვისების. არ არსებობს მ------ პ---------ს ან ნე-ბისმიერი სხვა პირის გაყალბებული საბანკო ბარათი, როგორც მტკიცებულება.

ექსპერტიზისთვის გამოყენებული მთელი რიგი ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვ-ლევისას ვერ დადგინდა მათი წარმომავლობა. ექსპერტის დასკვებით ცალსახად ვერ დადგინდა, რომ ამოღებული მოწყობილობები იყო სკიმინგის მოწყობილობები. ისინი ვერც მუშა მდგო----ეობაში ვერ მოიყვანა. ექსპერტის ყველა დასკვნაში მითითებულია, რომ მოწყობილობები სავარაუდოდ იყო სკიმინგის მოწყობილობები.

სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა გირაოს შემტანის მ--–---- ა----–--ის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ის ვერ უზრუნველყოფდა ბრალდებულების სასამართლო სხდომებ-ზე გამოცხადებას და ითხოვდა დაებრუნებინათ მისთვის შეტანილი გირაოს თანხა.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ პ----- ც-–--–--ეს, რომელიც მხარს უჭერს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

– მსჯავრდებულების ი-–--- გ------ის, ხ-------- ხ---------ისა და ვ--------- ვ-–-------------ს ინტერესების დამცველ ადვოკატს მ--–---- ა----–--ეს, რომელიც ითხოვს ი-–--- გ------ის, ხ-------- ხ---------ისა და ვ--------- ვ-–------------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრების მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულ მ------ პ---------ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2014 წლის 10 აგვისტოს, დილის საათებში, სასტუმრო „მ------სთან“ არსებულ „ს----------–--------ის“ ბანკომა-ტიდან თავისი სახელფასო ბარათიდან, რომელიც ეკუთვნის „პ------------ს“ (უკრაინუ-ლი ბანკი) გამოიტანა 100 ლარი, რის შემდეგაც თავის ტელეფონის სიმ ბარათის ნომერ-ზე მიუვიდა მესიჯი, რითაც გაიგო, რომ ანგარიშზე დარჩენილი ჰქონდა 6184 გრივნი, რაც ლარებში არის დაახლოებით 828 ლარი. მასთან ერთად ბანკომატიდან თანხა გამოი-ტანეს მისმა მეგობრებმა ნ-----–-- მ-------მ და ი----- კ-----–----მ.

2014 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 12:00 საათის შემდეგ, მეგობრებთან ერთად წავი-და ზღვაზე საცურაოდ, რა დროსაც თავის ტელეფონზე, დაახლოებით 14:04 საათზე მიუვიდა შეტყობინება, რომელიც ატყობინებდა, რომ თავისი სახელფასო ბარათიდან მოხსნილი იყო 50 ლარი, კერძოდ ე----------------ში მდებარე P-- ბანკომატიდან, რამაც გააკვირვა, რადგანაც მას სახელფასო ბარათი თან ჰქონდა და გაუკვირდა თუ როგორ მოიხსნა თანხა ბარათის გარეშე, მითუმეტეს რომ თავისი ბარათის პინ-კოდი მხოლოდ მან იცოდა. კვლავ იმავე დროით მოუვიდა შემდეგი ანალოგიური შინაარსის შეტყობინება, რომელიც ატყობინებდა, რომ თავისი სახელფასო ბარათიდან მოხსნილი იყო 100 ლარი, რამაც უფრო გააკვირვა, ერთი წუთი არ იყო გასული კვლავ მოუვიდა შეტყობინება 100 ლარის მოხსნის შესახებ იმავე ბანკომატიდან, რის შემდეგაც ის შეეცა-და დაკავშირებოდა „პ------------ის“ ოპერატორს და დაებლოკა ბარათი, მაგრამ შეტყო-ბინებები კვლავ მიდიოდა იმავე შინაარსის, დაახლოებით 14 შეტყობინება მიუვიდა, რომლითაც შეიტყო, რომ სულ მისი სახელფასო ბარათიდან მოუხსნეს 750 ლარი. დაუ-ყოვნებლივ ი----- ლ-------სთან ერთად წავიდა „ს----------–--------ის“ ფი-–--ლში, რომელიც მდებარეობს სასტუმრო „მ------ს“ გვერდით და შეეცადა ბარათის დაბლოკ-ვას, მაგრამ ვერ შეძლო, რის შემდეგაც მისი მეგობარი ი----- კ-----–---- დაუკავშირდა დედამისს, რომელიც მუშაობს უკრაინაში, „პ------------ში“ მას მიაწოდეს მათი ბარათე-ბის ნომრები და ყველას ბარათი მათივე მოთხოვნით დაბლოკეს. ქ. ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ, მან მითითებული პლასტიკური ბარათი მხოლოდ ერთხელ გამოიყენა, კერძოდ, 2014 წლის 10 აგვისტოს, ქ---------–------–--–---–--------------ში მდებარე „ს-----------–--------ის“ ბანკომატთან.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მ------ პ---------ს სახელფასო ბარათის ამონაწერით და 14 შეტყობინებით, რომელიც მის ტელეფონის ნომერზე 2014 წლის 13 აგვისტოს 14:00 საათის შემდეგ, უკრაინიდან, „პ------------იდან“ შევიდა, დასტურდება, რომ 750 ლარის ოდენობის ფულადი თანხა გატანი-–-- ქ---------–------------------–-----------------ში მდებარე სს „პ------------------ის“ ბანკომატიდან.

მოწმე ო---- მ–------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ქ---------–---–-----–--–---–----------------, 2014 წლის 31 ივლისიდან 2014 წლის 14 აგვისტომდე მიქირავებული ჰქონდა ბ---–-------------------–--ის მოქალაქეებზე ვ--------- ვ-–------------ზე, ხ-------- ხ---------ზე და ი-–--- გ------ზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, ამოღების ოქმის თანახმად, 2014 წლის 14 აგვისტოს, 22:15 საათიდან 23:05 საათამდე დროის პერიოდში, საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართვე-ლოს თანმშრომლების მიერ, ქ---------–---------------------------–--–ზე, „ვ-----–ის“ ბენ-ზინ გასამართი სადგურის მოპირდაპირედ, აეროპორტის წრიულის მიმდებარედ, გადა-უდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩატარებული იქნა ვ--------- ვ-–-------------ს, ხ-------- ხ---------ის და ი-–--- გ------ის ხელჩანთების, სამგზავრო ჩანთების და პი-რადი ნივთების ამოღება, რომლებიც მოთავსებული იყო თ------ ც--–--ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში (ტაქსი).

საქმეში არსებული, დათვლიერების ოქმის თანახმად, 2014 წლის 16 აგვისტოს, სპეცია-ლისტების მონაწილეობით დათვალირებული იქნა 2014 წლის 14 აგვისტოს თ------ ც--–--ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანიდან ამოღებული ნივთები, კერძოდ, ცისფერი ფერის ნაჭრის ხელჩანთაში, რომელსაც გააჩნია მწვანე ფერის წარწერა ლათინური ასოე-ბით „D-----“, აღმოჩნდა მართკუთხა ფორმის პლასტმასისმაგვარი დეტალი, რომელსაც შუაში გააჩნია 55 მმ სიგრძის ჭრილი. პლასტმასისმაგვარი დეტალი უსწორმასწოროა, ერთი მხრიდან არის თეთრი, ხოლო მეორე მხრიდან რუხი (ბრონზის) ფერი. თეთრი მხარე არის წებვადი და ჭრილთან ჩამაგრებული აქვს მიკროსქემა და სავარაუდოდ ელე-მენტები. სპეციალისტ ი-–-- პ-----ის განმარტებით, პლასტმასის დეტალი არის ჰაკერუ-ლი მოწყობილობა „სკიმერი“, რომელიც მონტაჟდება ბანკომატზე პლასტიკური ბარათის მოსათავსებელ ადგილას. ინახავს ინფორმაციას კლიენტის მიერ მოთავსებული ბარათის შესახებ, რასაც ეუფლება კიბერდამნაშავე ანუ ჰაკერი.

შავი ფერის ხელჩანთა. მასში აღმოჩნდა: ხელჩანთა, რომელშიც ელაგა ქალისა და მამაკა-ცის ტანსაცმელები. მობილური ტელეფონის სიმ ბარათის პლასტიკური ბუდე წარწე-რით „G-----“. შავი ფერის „I--“ ფირმის ნოუთბუქი, მონაცემები - პროცესორი ინტე-ლი ტ 5500; სიხშირე 1,66 გჰ. ოპ. მეხსიერება 2 გბ. ოპერაციული სისტემა „ვინდოუს 7“ . C დისკზე საქაღალდე ვიდეოში ჩაწერი-–-- 9 ცალი ვიდეოფაილი. ვიდეო ჩანაწერებზე აღ-ბეჭდი-–-- ბანკომატის კლავიატურა და პლასტიკური ბარათის მოსათავსებელი ადგი-ლი, რა დროსაც ბანკომატის მომხმარებლები ათავსებენ თავიანთ ბარათებს და ჩანს თუ რა კოდებს კრეფენ. სპეციალისტების - დ----- ბ----------ის და ი-–-- პ-----ის განმარ-ტებით, მსგავსი ვიდეოკამერები ბანკომატებს არ უყენია და ის დამონტაჟებულია კიბერ-დამნაშავეების მიერ სხვისი პლასტიკური ბარათის ნომრებისა და პინკოდების გასაგე-ბად, რათა შემდგომ მოახდინონ ანგარიშზე არსებული თანხის დაუფლება. ვიდეოფაი-ლები გადაწერილი იქნა 2 ცალ DVD-R დისკზე.

შავი ფერის ხელჩანთა. მასში აღმოჩნდა: ხელჩანთა, რომელშიც ელაგა ქალისა და მამაკა-ცის ტანსაცმელები, ჩალისფერი ცილინდრი, სხვადასხვა ზომის მეხსიერების ბარათების წამკითხავი USB 2. რკალისებური ლითონის ფირფიტა, რომლის დანიშნულება უცნო-ბია, მაგრამ მისი ზომა არის ბანკომატში ბარათის მოსათავსებელი ჭრილის და ი-–-- პ-----ის განმარტებით შესაძლებელია გამოყენებული იყოს ე.წ. სკიმერის ან ბარათის ჩასადების ბანკომატიდან ამოსაღებად. ერთი ცალი DVD-R დისკი გაბზარული. რუხი ფერის „P-----------“ ფირმის ნოუთბუქი, მოდელი „EASYNOTE“ მონაცემები – პრო-ცესორი 1,3 სელერონი; ოპ. მეხსიერება 1 გბ. ოპერაციული სისტემა „ვინდოუს XP“ სერ-ვისპაკ 3 განახლებით, მასში არსებული პროგრამები არის დაბლოკილი. სპეციალისტ ა------ ჯ--------ის განმარტებით, არის ე.წ. პროგრამატორები, რომლითაც შესაძლებე-ლია მასზე მიერთებული ბარათების მონაცემების წაკითხვა და კოპირება, აგრეთვე ახა-ლის ჩაწერა.

მოწმეებმა, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების დეტექტივ-გამომ-ძიებელმა ა-–---------- რ--------ემ, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები – დ----- ბ----------მა, ი-–-- პ-----მა და ა------ ჯ--------ემ დაადასტურეს დათვალიერების ოქმში ასახული ინფორმაცია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული დათვალიერების ოქმის თანახმად, 2014 წლის 16 აგვისტოს ქ----------–------–--–---–--------------ში მდებარე ო---- მ–------ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან, რომელიც დროებით ნაქირავები ჰქონდათ ბრალდებულებს ვ--------- ვ-–-------------ს, ხ-------- ხ---------სა და ი-–--- გ------ს, ამოღებულ იქნა ელექტრო სადენი და ქვის ნატეხები საღებავის ლაქებით.

საქმეში არსებული, 2014 წლის 18 აგვისტოს ხ-------- ხ---------თან ჩატარებული საგამო-ძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ხ-------- ხ---------მა ქ---------–------–--–---–--------------ში მდებარე „ს----------–--------ის“ ბანკომატთან განმარტა, რომ აღნიშნულ ბანკომატზე ი-–--- გ------თან და ვ--------- ვ-–------------სთან ერთად დაამონტაჟა „სკიმინგის“ მოწყობილობა და შემდეგ მოხსნეს, რა დროსაც მოხდა ფოტოგრაფირება. აღნიშნულის შემდეგ ხ--------მ განმარტა, რომ იქვე მოპირდაპირე მხარეს ხ--–--–---–--------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე ელექტრო სადგურის გვერდით ეკალ-ბარდებში პოლიეთილენის პარკით ჩააგდო „სკიმინგის“ მოწყობილობის დასამონტაჟებლად საჭირო მასალები, მწებავი ლენტი და შკურკა, რომელზეც ხელით მიუთითა, რა დროსაც მოხდა ფოტოგრაფირება. აღნიშნულის შემდეგ ხ--------მ აჩვენა თუ სად გადააგდო „სკიმინგის“ მოწყობილობიდან საჭირო ინფორმაციის ამოსაღებად შეძენილი „სკიმინგის“ პლასტიკური ბარათის ჩასადები მაგნიტური მოწყობილობა და მისი მითითებით მივედით ქ---------–------–--–---–ის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ა---------–--ის“ მიმდებარედ ზღვაში შესულ ხიდზე, სადაც აჩვენა, რომ მაგნიტური მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილი იყო ჰაკერული სკიმინგ პლასტიკური ბარათე-ბის ჩასადებად და აღნიშნულიდან ინფორმაციის გადმოსაწერად გადააგდო ზღვაში, რაზედაც მოხდა ფოტოგრაფირება. აღნიშნულის შემდეგ ხ--------ს მითითებით მივე-დით ქ---------–--------------------------ში მდებარე „ს----------–--------ის“ ბანკომატ-თან, სადაც აღნიშნულ ბანკომატზე მიუთითა, რომ ჰქონდა დამონტაჟებული „სკიმინ-გის“ მოწყობილობა ვიდეო თვალით, რომელიც შემდეგ მოხსნა და რომლის მოხსნასა და მონტაჟში ეხმარებოდნენ ი-–--- გ------ი და ვ--------- ვ-–------------, რა დროსაც ექსპერტების მიერ მოხდა ფოტოგრაფირება. აღნიშნულის შემდეგ ხ--------ს მითითებით მივედით ქ---------–---------------–--ისა და გ------------ის ქუჩების კვეთაში მდებარე „პ------------------ის“ ბანკომატთან, სადაც განმარტა, რომ აღნიშნული ბანკომატიდან სკიმინგ პლასტიკური ბარათების გამოყენებით გატანილი აქვს სამჯერ შემდეგი ფულა-დი თანხა - 750 ლარი, რომლის ბარათის მონაცემები იყო უკრაინული პლასტიკური ბარათიდან მოპოვებული, მეორე თურქული პლასტიკური ბარათის მონაცემები და მესამე რუსული პლასტიკური ბარათის მონაცემები. აღნიშნული ბარათებიდან ერთისა-გან გაიტანა 150 ლარი, ხოლო მეორედან 200 ლარი, რომელი თანხა რომლისაგან კონკრე-ტულად არ ახსოვს. რაზედაც მოხდა ფოტოგრაფირება. აღნიშნულის შემდეგ ხ--------ს მითითებით მივედით ქ---------–-----------–----------------ში განთავსებულ „ლ--------------ის“ ბანკომატთან, რომელ ბანკომატზეც მიუთითა, რომ ვ---------სთან და ი-–---თან ერთად, საცდელად დაამონტაჟა ვიდეოთვლიანი „სკიმინგის“ მოწყობილობა, რომელიც აღნიშნულ პირებთან ერთად შემდგომ მოხსნა, რაც შემდგომ დასურათდა. აღნიშნულის შემდეგ ხ--------ს მითითებით მივედით ქ---------–----------–---–--------------ში მდებარე „რ-------–--------ის“ ბანკომატთან, რომელ ბანკომატზეც მიუთითა და განმარტა, რომ აღნიშნულ ბანკომატზეც დამონტაჟებული ჰქონდა ვიდეოთვლიანი „სკი-მინგის“ მოწყობილობა, რაზედაც მოხდა ფოტოგრაფირება. აღნიშნულის შემდეგ ხ---------ს მითითებით მივედით ქ---------–----------------------------------ში მდებარე „ს----------–--------ის“ ბანკომატთან, რაზედაც ხელის მითითებით აღნიშნა, რომ ხსენე-ბულ ბანკომატზე მან და ი-–--- გ------მა ერთობლივად დაამონტაჟეს სკიმინგ მოწყო-ბილობა, რომელიც ამჟამადაც არის დამონტაჟებული. ხ--------ს განმარტებით, აღნიშნუ-ლი სკიმინგ მოწყობილობა არის კლავიატურიანი, რომელსაც თვითონ მოხსნის. ხ---------მ აღნიშნული ბანკომატიდან თვითონ მოხსნა ერთი ცალი კლავიატურა, ერთი ცალი მეტალის დაფა, რომელიც სკიმინგ მოწყობილობის „კლავიატურის“ მონტაჟს შეუმჩნე-ველს ხდის, ასევე ხ---------მა აღნიშნული ბანკომატის პლასტიკური ბარათის ჩასადები ადგილიდან მოხსნა შავი ფერის დეტალი და განმარტა, რომ აღნიშნული იყო პლას-ტიკური ბარათის წამკითხველი. აღნიშნული დეტალები ბანკომატზე დაწებებული იყო სპეციალური მწებავი ლენტით, რომელსაც ორივე მხარეს აქვს წებო.

ხ-------- ხ---------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქ---------–--------------------------------------------ში განთავსებულ „ს----------–--------ის“ ბანკო-მატიდან ამოღებული იქნა აღნიშნულ ბანკომატზე დამონტაჟებული „სკიმერის“ მოწყო-ბილობა, კერძოდ, ერთი ცალი ბანკომატის კლავიატურა, ერთი ცალი ბარათის წამკით-ხავი და ერთი ცალი ლითონის ფირფიტა, რომლებით მწებავი მასით იყო დაწებებული ბანკომატზე. აღნიშნული ნივთები შეიფუთა ყველა ერთად სპეციალურად ნივთმტკიცე-ბებისთვის განკუთვნილ სპეციალურ პოლიეთილენის პარკში ნომრით - F---------- და დაილუქა. ასევე აღნიშნული ბანკომატის კლავიატურის და პლასტიკური ბარათის ად-გილებიდან ამოღებული იქნა მწებავი მასა, რომელიც შეიფუთა სპეციალურად ნივთ-მტკიცებებისთვის განკუთვნილ სპეციალურ პოლიეთილენის პარკში ნომრით - F---------- და დაილუქა.

საქმეში არსებული, 2014 წლის 17 აგვისტოს ვ--------- ვ-–------------სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ქ---------–------–--–---–--------------ში მდებარე სასტუმრო „მ------ს“ შენობასთან, განთავსებულია „ს----------–--------ის“ ბან-კომატი. ვ--------- ვ-–------------მ განმარტა, რომ აღნიშნულ ბანკომატზე მისი მონა-წილეობით ი-–--- გ------მა და ხ-------- ხ---------მა რამდენიმეჯერ დაამონტაჟეს „სკი-მინგის“ ვიდეოთვლიანი მოწყობილობა, რა დროსაც მოხდა ფოტოგრაფირება. აღნიშნუ-ლის შემდეგ, ვ---------ს განმარტებით, მივედით იქვე მოპირდაპირე მხარეს ხ--–--–----–--------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე ელექტრო სადგუ-რის გვერდით ეკალ-ბარდებში, სადაც მან განმარტა, რომ ხ-------- ხ---------მა პოლიე-თილენის პარკით ჩააგდო „სკიმინგის“ მოწყობილობის დასამონტაჟებლად საჭირო მასალები, რომელზედაც ხელით მიუთითა. აღნიშნულ ეკალ-ბარდებში აღმოჩნდა ერთი ცალი იასამნისფერი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც აღმოჩნდა ერთი ცალი თეთრი ფერის ორივე მხრიდან მწებავი ლენტის ხვეული და შვიდი ცალი ე. წ. შკურკა (ზუმფა-რა), რომელიც დასურათების შემდეგ მოთავსდა ფუთაში და დაილუქა ნომრით - F---------, რაც ასევე დასურათდა. აღნიშნულის შემდეგ, ვ---------ს მითითებით მივე-დით ქ---------–--------------------------ში მდებარე სუპერმარკეტ „ვ--–------თან“, სადაც მაღაზიის გარე ფასადზე დამონტაჟებულია „ს----------–--------ის“ ბანკომატი და გვერდით „თ----------ის“ ბანკომატი. ს----------–--------ის ბანკომატზე მიუთითა, რომ ხ--------მ და ი-–---მა დაამონტაჟეს „სკიმინგის“ მოწყობილობა ვიდეო თვლით, რომე-ლიც შემდეგ მოხსნეს, რა დროსაც მოხდა ფოტოგრაფირება. აღნიშნულის შემდეგ ვ----------ს მითითებით, მივედით ქ---------–---------------–--ისა და გ------------ის ქუჩების კვეთაში მდებარე „პ------------------ის“ ბანკომატთან, სადაც განმარტა, რომ აღნიშნული ბანკომატიდან ხ-------- ხ---------მა სამი ცალი სკიმინგ პლასტიკური ბარათების გამოყე-ნებით, თითოეული ბარათით გაიტანა ფულადი თანხები, კერძოდ ჯერ 750 ლარი, შემდგომ 150 ლარი და ბოლოს 200 ლარი, რაზედაც მოხდა ფოტოგრაფირება. აღნიშნუ-ლის შემდეგ ვ---------ს მითითებით მივედით ქ---------–-----------–----------------ში განთავსებულ „ლ-------------ის“ ბანკომატთან, რომელ ბანკომატზეც მიუთითა, რომ აღნიშნულზედ ხ---------მა და ი-–--- გ------მა საცდელად დაამონტაჟეს ვიდეოთვლი-ანი სკიმინგის მოწყობილობა, რა დროსაც მათ ახლდა, შემდგომ კი ხსენებული მოწყობი-ლობა მათ მოხსნეს, რაც დასურათდა. აღნიშნულის შემდგომ ვ---------ს მითითებით მივედით ქ---------–---------------------–--------------ში განთავსებულ „ს----------–--------ის“ ბანკომატთან, რომელზედაც მიუთითა, რომ ხ--------მ და ი-–---მა ხსენებულ ბანკომატზე დაამონტაჟეს ვიდეოთვლიანი სკიმერ მოწყობილობა, რომელიც შემდგომ მოხსენეს. აღნიშნული დასურათდა. შემდეგ ვ---------ს მითითებით მივედით ქ----------–----------------------------------ში მდებარე „ს----------–--------ის“ ბანკომატთან, რაზედაც ხელის მითითებით აღნიშნა, რომ ხსენებულ ბანკომატზე ხ--------მ და ი-–--- გ------მა ერთობლივად დაამონტაჟეს კლავიატურიანი „სკიმინგ“ მოწყობილობა, რომე-ლიც ამჟამადაც არის დამონტაჟებული, რაზედაც მოხდა ფოტოგადაღება. აღნიშნულის შემდეგ ვ---------ს მითითებით მივედით ქ---------–----------–---–--------------ში გან-თავსებულ „რ-------–--------ის“ ბანკომატთან, რომელზედაც მიუთითა, რომ ხ--------მ და ი-–---მა დაამონტაჟეს ვიდეოთვლიანი „სკიმინგ“ მოწყობილობა, რომელიც შემდგომ მოხსნეს.

2014 წლის 17 აგვისტოს, ვ--------- ვ-–------------სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპე-რიმენტის დროს ამოღებული იქნა ერთი ცალი თეთრი ფერის მწებავი ლენტი და რამდე-ნიმე ცალი ეგრეთწოდებული „შკურკა“, რომლებიც ყველა ერთად მოთავსდა სპეციალუ-რად ნივთმტკიცებებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პარკში ნომრით F---------- და დაილუქა.

საქმეში არსებული, 2014 წლის 17 აგვისტოს ი-–--- გ------თან ჩატარებული საგამოძიე-ბო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ბრალდებულმა ი-–--- გ------მა დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიუთითა ქ---------–------–--–---–--------------ში სასტუმრო „მ------სთან“ განთავსებულ „ს----------–--------ის“ ბანკომატზე, რომელზედაც განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ბანკომატზე მან და ხ--------მ დაამონტაჟეს „სკიმინგის“ მოწყობილობა, კლავიატურა და ბარათის წამ-კითხავი, რომელიც შემდგომ მოხსნეს. მათ თან ახლდათ მისი და ვ---------. საგა-მოძიებო ექსპერიმენტისას მოხდა ამ ადგილის ფოტოგრფირება. შემდეგ გადაინაცვლეს ინასარიძის ქუჩაზე სუპერმარკეტ „ვ--–------თან“, რომლის ფასადის კედელზეც დამონ-ტაჟებულია „თ----------ისა“ და სს „ს----------–--------ის“ ბანკომატები, სადაც „ს-----------–--------ის“ ბანკომატზე მიუთითა, რომ მათ დაამონტაჟეს ვიდეო კამერა და ბარა-თის წამკითხავი რამდენიმე დღით. აღნიშნულის შემდგომ ი-–--- გ------ის მითითებით მივიდნენ ქ---------–---------------------–-------------- ში განთავსებულ „ს----------–--------ის“ ბანკომატთან, რომელზედაც მიუთითა, რომ მან და ხ--------მ, ვ---------სთან ერთად ხსენებულ ბანკომატზე დაამონტაჟეს კლავიატურა და ბარათის წამკითხავი, რომელიც შემდგომ მოხსენეს, აღნიშნულიც დასურათდა. შემდეგ ბრალდებულის მითი-თებით, მივიდნენ ქ---------–----------–---–--------------ში განთავსებულ „რ--------–--------ის“ ბანკომატთან, რომელზედაც მიუთითა, რომ ხ--------მ და მან დაამონტაჟეს ვიდეოკამერა და ბარათის წამკითხავი, რომელიც პოლიციამ ამოიღო მათ ხელჩანთებ-თან ერთად. მისი განმარტებით, დამონტაჟებისას გაუტყდათ კამერა, რის გამოც მოხსნეს „სკიმინგის“ მოწყობილობა. აღნიშნულის შემდეგ ი-–---ის მითითებით მივიდნენ ქ---------–----------------------------------ში მდებარე „ს----------–--------ის“ ბანკომატ-თან, რაზედაც ხელის მითითებით აღნიშნა, რომ ხსენებულ ბანკომატზე ხ---------თან ერთად დაამონტაჟა კლავიატურა და ბარათის წამკითხავი, რომელიც ამჟამადაც არის დამონტაჟებული.

მოწმეებმა, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების დეტექტივ-გამომ-ძიებელმა ა-–---------- რ--------ემ და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ა------- ძ-------ემ, რომლებმაც ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტები, დაადასტურეს საგამო-ძიებო ექსპერიმენტების ოქმებში მითითებული გარემოებები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „F---------“ პაკეტში მოთავსებულ ყველა ობიექტზე აღინიშნება წებოვანი ნივთიერებები.

„F---------“ პაკეტში მოთავსებულ ერთ ცალ მოვერცხლისფრო პოლიმერული მასა-ლისგან დამზადებულ დეტალზე ე.წ. „სკიმინგზე“ აღინიშნება წებოვანი ნივთიერებები.

„F---------“ პაკეტში მოთავსებული მოვერცხლისფრო მეტალის მაგვარი მასალისგან დამზადებული კლავიატურის მეორე მხარეს, ელექტრონული სქემის მაგვარი დეტალე-ბის გარშემო და ელექტრონული სქემის მაგვარი დეტალების გამყოფი მეტალის მაგვარი ღერძიდან ამოღებული წებოვანი ნივთიერებები მოლეკულური შემადგენლობით და მათთვის დამახასიათებელი, ჩანართების სახით არსებული მოთეთრო ფერის პოლიეს-ტერის ბოჭკოებით ერთნაირია მუყაოს მაგვარ კონვერტში ბეჭდის ანაბეჭდით „N-----“ მოთავსებული ე.წ. „მწებავი მასიდან“ გამოყოფილი წებოვანი ნივთიერებისა.

„F---------“ პაკეტში მოთავსებული მოშავო ფერის პოლიმერული მასალისგან დამზა-დებული დეტალიდან ე. წ. „სკიმინგიდან“ და მოვერცხლისფრო მეტალის მაგვარი ფირ-ფიტიდან ამოღებული წებოვანი ნივთიერებები მოლეკულური შემადგენლობით და მათთვის დამახასიათებელი, ჩანართების სახით არსებული მოთეთრო ფერის პოლიეს-ტერის ბოჭკოებით ერთნაირია „F---------“ პაკეტში მოთავსებული მოვერცხლისფრო პოლიმერული მასალისგან დამზადებული დეტალიდან ე.წ. „სკიმინგიდან“ ამოღე-ბული, წებოვანი ნივთიერებისა.

„F---------“ პაკეტში მოთავსებული ე.წ. „სკიმინგიდან'' და „F---------“ პაკეტში მო-თავსებული მორუხო-მოთეთრო ფერის მეტლახის მაგვარი ნატეხებიდან ამოღებულ მო-ვერცხლისფრო-მოშავო ფერის საღებავის მაგვარ ნივთიერებებს გააჩნიათ მსგავსი მორ-ფოლოგიური ნიშნები, ძირითადი ელემენტების რაოდენობრივი შემცველობა და ერთ-ნაირი მოლეკულური შემადგენლობა.

დაზარალებულ მ------ პ---------ს მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებით (საჯაროდ იქნა წაკითხული პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონის შესაბამისად) დადგენი-–--, რომ 2014 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საატზე დაუკავშირდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც აუხსნა, რომ იყო ადვოკატი მ--–---- ა----–--ე და უნდოდა შეხვედრა მისი (მ. პ---------ს) თანხის ქურდობასთან დაკავშირებით. შეხვ-და მას, რა დროსაც უთხრა, რომ ის იცავდა იმ პირების ინტერესებს, ვინც მას (მ. პ----------ს) თანხა მოუხსნეს მისი სახელფასო ბარათიდან და მზად იყვნენ აენაზღაურე-ბინათ მისი ზარალი. მართლაც, მან გადაუხადა მისი კუთვნილი თანხა სულ 750 ლარი, რასთან დაკავშირებითაც ნოტარიუსში ადვოკატმა შეადგინა შესაბამისი დოკუმენტი. მას მისი თანხა დაუბრუნეს, ზარალი აუნაზღაურეს და საჩივარი არ გააჩნია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

სააპელაციო პალატამ გააანალიზა ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, მოისმინა პრო-ცესის მონაწილეთა და სააპელაციო საჩივრების მოტივირებები და მოთხოვნები, მი-აჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო სა-ჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს ი-–--- გ------ის, ხ-------- ხ---------ისა და ვ--------- ვ-–------------ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

– მ------ პ---------ს სახელფასო ბარათის ამონაწერით და 14 შეტყობინებით, რომელიც მის ტელეფონის ნომერზე 2014 წლის 13 აგვისტოს 14:00 საათის შემდეგ, უკრაინიდან, „პ------------იდან“ შევიდა, დასტურდება, რომ 750 ლარის ოდენობის ფულადი თანხა გატანი-–-- ქ---------–------------------–-----------------ში მდებარე სს „პ------------------ის“ ბანკომატიდან.

– 2014 წლის 18 აგვისტოს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ხ-------- ხ---------მა ქ---------–------–--–---–--------------ში მდებარე „ს----------–--------ის“ ბანკომატთან განმარტა, რომ აღნიშნულ ბანკომატზე ი-–--- გ------თან და ვ--------- ვ-–------------სთან ერთად დაამონტაჟა „სკიმინგის“ მოწყობილობა და შემდეგ მოხსნეს.

– 2014 წლის 17 აგვისტოს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქ---------–------–--–---–--------------ში მდებარე სასტუმრო „მ------ს“ შენობასთან განთავსებულ „ს----------–--------ის“ ბანკომატთან ვ--------- ვ-–------------მ განმარტა, რომ აღნიშ-ნულ ბანკომატზე მისი მონაწილეობით ი-–--- გ------მა და ხ-------- ხ---------მა რამდე-ნიმეჯერ დაამონტაჟეს „სკიმინგის“ ვიდეოთვლიანი მოწყობილობა.

– 2014 წლის 17 აგვისტოს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდე-ბულმა ი-–--- გ------მა ქ---------–------–--–---–--------------ში სასტუმრო „მ------ს-თან“ განთავსებულ „ს----------–--------ის“ ბანკომატთან განმარტა, რომ სწორედ აღნიშ-ნულ ბანკომატზე მან და ხ--------მ დაამონტაჟეს „სკიმინგის“ მოწყობილობა, კლავია-ტურა და ბარათის წამკითხავი, რომელიც შემდგომ მოხსნეს. მათ თან ახლდათ მისი და ვ---------.

სააპელაციო პალატას არანაირი საფუძველი არ გააჩნია ეჭვი შეიტანოს საქმეზე ჩატარე-ბულ საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებში.

აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები არც დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.

ამდენად, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია ი-–--- გ------ის, ხ-------- ხ---------ისა და ვ--------- ვ-–------------ს მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული დანა-შაულების ჩადენა და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებუ-ლების ი-–--- გ------ის, ხ-------- ხ---------ისა და ვ--------- ვ-–------------ს ქმედებები-სათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია, შესაბამისად: ი-–--- გ-------ის ქმედებისათვის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტე-ბით, ხ-------- ხ---------ის ქმედებისათვის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ვ--------- ვ-–------------ს ქმედებისათვის – საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივ-რის მოთხოვნას ი-–--- გ------ის, ხ-------- ხ---------ისა და ვ--------- ვ-–------------ს მიმართ სასჯელების გამკაცრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მათ მიმართ სასჯელების დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსა-წინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციე-ლების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხ-ლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი – სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და ი-–--- გ------ს, ხ-------- ხ----------სა და ვ--------- ვ-–------------ს მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით თითოეულს ჩადენი-ლი დანაშაულებისათვის დაუნიშნა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელები სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულების პიროვნებებს და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელების ნაწილში მსჯავრ-დებულთათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთ-ხოვნას მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებების – გირაოს თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის თაობაზე, ვინაიდან გირაოს შემტანმა პირმა სასამართლოს მიმართა განცხადებით იმის თაობაზე, რომ ის ვერ უზრუნველყოფდა ბრალდებულების სასამართლო სხდომებზე გამოცხადებას და ითხოვდა დაებრუნებინათ მისთვის შეტანილი გირაოს თანხა.

ამდანედ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენი ი-–--- გ------ის, ხ-------- ხ---------ისა და ვ--------- ვ-–------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ი-–--- გ------ის, ხ-------- ხ---------ისა და ვ--------- ვ-–------------ს ბრალდების სის-ხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ი-–--- გ------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 285-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ი-–--- გ------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ ი-–--- გ------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეცია-ლური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესე-ბულებაში.

ი-–--- გ------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2014 წლის 15 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს განჩინებით ი-–--- გ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და და გირაოს სახით გადახდილი თანხა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს მ--–---- ა----–--ეს (პ/ნ 6----------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ხ-------- ხ---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 285-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანა-შაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძ-ველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ხ-------- ხ----------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ ხ-------- ხ---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღი-დან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

ხ-------- ხ---------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2014 წლის

15 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს განჩინებით ხ-------- ხ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სა-ხით გადახდილი თანხა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს მ--–---- ა----–--ეს (პ/ნ 6----------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ვ--------- ვ-–------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 285-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანა-შაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძ-ველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ვ--------- ვ-–------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ ვ--------- ვ-–------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინის-ტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესა-ბამის დაწესებულებაში.

ვ--------- ვ-–------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2014 წლის 15 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს განჩინებით ვ--------- ვ-–-------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს მ--–---- ა----–--ეს (პ/ნ 6----------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მსჯავრდებულების მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ქუთაისის სააპელაციო სასამარ-თლოს მეშვეობით, საკასაციო წესით 01 (ერთი) თვის ვადაში მათი დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებულები ითხოვენ საკასაციო საჩივრის გან-ხილვას მათი მონაწილეობის გარეშე.

მოსამართლე: marine imerliSvili