განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2018
საქმის ნომერი
140100118002347788
თარიღი
01.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100118002347788

საქმე #1/94-18 (011201117002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ივლისი, 2018 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ბ-------- ჩ-----

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ლ---- გ-----–---–- (დაბადებული 1----–-–-----------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ----–----------------------–-)

 

ადვოკატი - დ----- ჯ--–--–-

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ბრალდების 5 ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდების 4 ეპიზოდი), 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდების 2 ეპიზოდი), 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 286-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ბრალდების 3 ეპიზოდი), 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდების 2 ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში, გორში, ამილახვრის ქუჩა №9-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ლ---- გ-----–---–- თავის ნაცნობებს - დ----- ს-----–---–ს, თ------- ი-–-------ს, ა-–---- გ--------სა და მ--–---- კ---------ს მოტყუებით დაპირდა დახმარებას დაბლოკილი მობილური ტელეფონებისათვის ბლოკის მოხსნაში. უთხრა, თითქოს მუშაობდა კიბერუსაფრთოების სამსახურში. დ----- ს-----–---–მა, თ------- ი-–-------მ, ა-–---- გ--------მ და მ--–---- კ---------მ დაუჯერეს ლ---- გ-----–---–ს, რითაც მან ისარგებლა და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დ----- ს-----–---–ის კუთვნილ, 300 ლარად ღირებულ „აიფონ 5S“ ფირმის მობილურ ტელეფონს, ა-–---- გ-------ის კუთვნილ, 350 ლარად ღირებულ „აიფონ 5“ ფირმის მობილურ ტელეფონს, თ------- ი-–------ის კუთვნილ, 100 ლარად ღირებულ „აიფონ 4S“ ფირმის მობილურ ტელეფონსა და მ--–---- კ--------ის კუთვნილ, 350 ლარად ღირებულ „აიფონ 5“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რამაც სულ 1 100 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ტელეფონებიდან ლ---- გ-----–---–მა ნაწილი გაყიდა, ხოლო ნაწილი ჩააბარა სხვადასხვა სალომბარდო დაწესებულებაში, აღებული თანხა კი მიისაკუთრა;

 

1.2 2017 წლის 4 ნოემბერს, გ----–--------–---------------ში მდებარე საბილიარდოში მყოფი ლ---- გ-----–---–- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მისი ნაცნობის - დ----- გ-----ის კუთვნილ, 300 ლარად ღირებულ „ჰუავეის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რამაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია. მან ტელეფონი მეორე დღეს ჩააბარა თ---–--–--------------------ში მდებარე ლ-–- ნ--------ის კუთვნილ სალომბარდო დაწესებულებაში, აღებული თანხა კი მიისაკუთრა;

 

1.3 2017 წლის ნოემბერში ლ---- გ-----–---–- მივიდა გ----–-----–-----------------ში მცხოვრებ ნ----- ტ-----–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში და გაეცნო მას, როგორც მობილური ტელეფონების პროგრამისტი, უთხრა, რომ დაეხმარებოდა დაბლოკილი ტელეფონისათვის ბლოკის მოხსნაში, რაც დაიჯერა ნ----- ტ-----–-–---–მა. აღნიშნულით ისარგებლა ლ---- გ-----–---–მა და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ----- ტ-----–-–---–ის 450 ლარად ღირებულ „სამსუნგ ჯ7“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რამაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია. ლ---- გ-----–---–მა აღნიშნული ტელეფონი მოგვიანებით ჩააბარა გ----–-------------------------ში მდებარე ნ------- გ-----–---–ის კუთვნილ სალომბარდო დაწესებულებაში, აღებული თანხა კი მიისაკუთრა;

 

1.4 ლ---- გ-----–---–მა სოციალურ ქსელ ,,Facebook”-ზე მომხმარებელ გ------- ფ-------–-–---–- - „G----- f-------------“ 2017 წლის 28 სექტემბერს გაუგზავნა მის მიერ უნებართვოდ შენახული ფიშერული პროგრამის ლინკი - i---------------------------, რომელსაც იყენებდა კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და მონაცემთა შეცვლისათვის. ბმულის მიხედვით, არსებობდა მოთხოვნა, რომ დადებითი შეფასება ე.წ. „ლაიქი“ დაეფიქსირებინა ერთ-ერთ ფოტოსურათზე. მოთხოვნისამებრ, გ------- ფ-------–-–---–მა ხელახლა გაიარა ავტორიზაცია, რის შემდეგაც ავტორიზაციის მონაცემები გაიგზავნა ლ---- გ-----–---–-ს კუთვნილი ელექტრონული ფოსტის მისამართზე - h-------------------. იმავე დღეს, 19:21 საათზე ლ---- გ-----–---–მა, მის მიერ უკანონოდ მოპოვებული და შენახული ავტორიზაციის მონაცემების გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწია გ------- ფ-------–-–---–ის კუთვნილ სოციალურ ქსელ ,,facebook”-ის მომხმარებლის გვერდზე და უნებართვოდ შეცვალა ავტორიზაციის მონაცემები, რის შედეგად გ------- ფ-------–-–---–მა დაკარგა წვდომა კუთვნილ მომხმარებლის გვერდზე;

 

1.5 ლ---- გ-----–---–- სოციალურ ქსელ ,,facebook”-ის მეშვეობით, სადაც უნებართვოდ სარგებლობდა მომხმარებლის სახელით „G----- f-------------“, 2017 წლის 29 სექტემბერს დაუკავშირდა ე-–--- ნ------ეს, რომელიც რეგისტრირებული იყო მომხმარებლის სახელით „e---- n------” და სარგებლობდა ,,iphone”-ის ფირმის მობილური ტელეფონით, შესთავაზა ტელეფონის მენიუს ქართულ ენაზე გადაყვანა და გაუგზავნა მის მიერ უნებართვოდ შენახული ფიშერული პროგრამის ლინკი - i---------------------------. ლ---- გ-----–---–-ს მითითებით, ე-–--- ნ------ემ ბმულზე გაიარა რეგისტრაცია, რა დროსაც სათანადო გრაფებში მიუთითა თავისი მობილური ტელეფონის მონაცემები, ნომერი, პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი - e-------------------- და პაროლი. ავტორიზაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტის ავტორიზაციის მონაცემები გაიგზავნა ლ---- გ-----–---–-ს კუთვნილი ელექტრონული ფოსტის მისამართზე - h-------------------. ლ---- გ-----–---–მა ე-–--- ნ------ის ელექტრონული ფოსტის მისამართზე უნებართვოდ შეაღწია, შეცვალა მონაცემები და თითქოს იმ მიზეზით, რომ ტელეფონის მუშაობის შეფერხება არ მომხდარიყო, ე-–--- ნ------ეს გამოართვა ტელეფონის „აიქლაუდის“ (icloud) მონაცემები, სადაც ასევე უნებართვოდ შეაღწია და შეცვალა მონაცემები, რის შემდეგაც icloud.com-ს მიწერა შეცვლილი მონაცემები, ე-–--- ნ------ის ტელეფონს მიანიჭა დაკარგულის სტატუსი და icloud-ის ადმინისტრაციას დააბლოკინა ტელეფონი, რამაც გამოიწვია ე-–--- ნ------ის კუთვნილი ,,iphone”-ის ფირმის მობილური ტელეფონის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება;

 

1.6 2017 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 12 საათზე, ლ---- გ-----–---–მა თავის ნაცნობს - მ------ ს----–---–ს მის სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომრებზე 5---------- და 5-----------, გამომგზავნის სახელით „გაფრთხილება“ გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლის მიხედვით უცნობი პირი ატყობინებდა, თითქოს მ------ ს----–---–ის მობილური ტელეფონი იყო ,,დავირუსებული“ და წარმოადგენდა საფრთხეს. მ------ ს----–---–ი ,,facebook”-ის მეშვეობით მაშინვე დაუკავშირდა ლ---- გ-----–---–ს, რომელიც ,,facebook”-ზე დარეგისტრირებული იყო სახელით „------------------------------–--“ (ლინკი h------------------------------------------------------) და მ------ი იცნობდა დ----- ღ------------ის სახელით. დ-----მა (იგივე ლ---- გ-----–---–მა) მიმოწერაში აცნობა, რომ მისი მეგობარი ლ---- გ-----–---–-, რომელსაც ასევე სოციალური ქსელით იცნობდა მ------ი, დაეხმარებოდა „პრობლემის“ მოგვარებაში და მიწერა მისი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი 5-----------. მ------ ს----–---–ი დაუკავშირდა ლ---- გ-----–---–ს და იმავე დღეს, დაახლოებით 18 საათზე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მას. ლ---- გ-----–---–მა მ------ ს----–---–ს გამოართვა მისი კუთვნილი ,,iphone 5 s gold” ფირმის, 1127 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი და უთხრა, რომ ტელეფონის ,,გაწმენდა ვირუსებისგან“ ძალიან რთული იქნებოდა. მ------ის თანხმობის შემთხვევაში, ტელეფონს გაატანდა თავის ბიძაშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც შეაკეთებინებდა და 40 დღეში დაუბრუნებდნენ. მ------ ს----–---–ი დათანხმდა და ლ---- გ-----–---–ს გადასცა მობილური ტელეფონი თავისივე ყუთითა და დასამუხტი მოწყობილობით. ეს ტელეფონი ლ---- გ-----–---–მა იმავე დღეს თ---–--–-----------------------–-------------ში მდებარე დ----- დ-----აძის კუთვნილ №---- ტელეფონების ყიდვა-გაყიდვის ჯიხურში გადაცვალა იგივე ფირმის, 330 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონში. აღნიშნულით ლ---- გ-----–---–- თაღლითურად დაეუფლა მ------ ს----–---–ის კუთვნილ, 1127 ლარად ღირებულ ,,iphone 5s gold” ფირმის მობილურ ტელეფონს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

1.7 ლ---- გ-----–---–-, რომელიც ინტერნეტში სოციალურ ქსელ „facebook“-ზე დარეგისტრირებული იყო „------------------------------–----------------ის“ სახელით, 2017 წლის ნოემბრის თვეში „facebook“-ის საშუალებით დაუკავშირდა ნ---- გ--–----–---–ს და შესთავაზა ტელეფონის მენიუს ქართულ ენაზე გადაყვანა, რის შემდეგაც ნ---- გ--–----–---–ს სოციალური ქსელის მეშვეობით გაუგზავნა ვირუსული პროგრამის მისამართი. ნ---- გ--–----–---–მა ლ---- გ-----–---–-ს მითითებით გაიარა რეგისტრაცია, რამაც გამოიწვია ნ---- გ--–----–---–ის კუთვნილი „Iphone 6 gold“-ის ფირმის მობილური ტელეფონის დაბლოკვა. იმ მიზეზით, რომ ლ---- გ-----–---–ს ნ---- გ--–----–---–ის მობილური ტელეფონი პროგრამულად შეეკეთებინა, 2017 წლის 22 ნოემბერს მეტროსადგურ „ნაძალადევის“ შესასვლელში ლ---- გ-----–---–- შეხვდა ნ---- გ--–----–---–ს, გამოართვა მისი კუთვნილი, 1095 ლარად ღირებული „Iphone 6 gold“ ფირმის მობილური ტელეფონი და უთხრა, რომ ნ---- გ--–----–---–ის თანხმობის შემთხვევაში, ბლოკის მოხსნის მიზნით ტელეფონი უნდა გაეგზავნა ბათუმში, სადაც მას შეაკეთებდნენ და რამდენიმე დღეში ფოსტის საშუალებით უკან დაუბრუნებდა. ნ---- გ--–----–---–ი დათანხმდა და ლ---- გ-----–---–ს გადასცა მობილური ტელეფონი თავისივე ყუთით, დასამუხტი მოწყობილობით და საგარანტიო ფურცლით. ლ---- გ-----–---–მა იმავე დღეს ნ---- გ--–----–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი 300 ლარად ჩააბარა თ---–--–---------------------ში მდებარე შპს „-------------–--“ ლომბარდში. აღნიშნული ქმედებით ლ---- გ-----–---–მა ნ---- გ--–----–---–ს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

 

1.8 2017 წლის ოქტომბერში, დაუდგენელ დროს, ლ---- გ-----–---–მა ა-----– ბ-------ს გაუგზავნა მის მიერ უნებართვოდ შენახული ფიშერული პროგრამის ლინკი - i---------------------------, რომელსაც იყენებდა კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და მონაცემთა შეცვლის მიზნით. ბმულის მიხედვით, არსებობდა აღნიშნულ ლინკზე რეგისტრაციის გავლის მოთხოვნა, რათა ა-----– ბ-------ს მოეხდინა მის კუთვნილ ,,აიფონ 5S” ფირმის ტელეფონში სხვადასხვა ფუნქციით სარგებლობა. მოთხოვნისამებრ, ა-----– ბ-------მა გაიარა ავტორიზაცია აღნიშნულ ლინკზე, რის შემდეგაც ავტორიზაციის მონაცემები გაიგზავნა ლ---- გ-----–---–-ს კუთვნილი ელექტრონული ფოსტის მისამართზე - h-------------------. იმავე დღეს ლ---- გ-----–---–მა, მის მიერ უკანონოდ მოპოვებული და შენახული ავტორიზაციის მონაცემების გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწია ა-----– ბ-------ის კუთვნილ ,,აიქლაუდში” და უნებართვოდ შეცვალა ავტორიზაციის მონაცემები, რის შემდეგაც ა-----– ბ-------მა დაკარგა წვდომა კუთვნილი მომხმარებლის გვერდზე. ლ---- გ-----–---–მა ა-----– ბ-------ს უთხრა, რომ დაეხმარებოდა დაბლოკილი ტელეფონისათვის ბლოკის მოხსნაში, რაც დაიჯერა ა-----– ბ-------მა. აღნიშნულით ისარგებლა ლ---- გ-----–---–მა და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ა-----– ბ-------ის 630 ლარად ღირებულ ,,აიფონ 5S” ფირმის მობილურ ტელეფონს, რამაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია. მოგვიანებით, ლ---- გ-----–---–მა აღნიშნული ტელეფონი ჩააბარა გ----–------------------------ში მდებარე ვ------- ფ-–---–-----ის კუთვნილ სალომბარდო დაწესებულებაში, აღებული თანხა კი მიისაკუთრა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 თაღლითობა - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

2.2 ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

2.3 კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა;

 

2.4 კომპიუტერული პროგრამის უნებართვო შენახვა და გავრცელება, სსკ-ის 158-ე ან 159-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით;

 

2.5 კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლა;

 

2.6 კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია;

 

2.7 კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ლ---- გ-----–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებები. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.2 გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული დ----- ს-----–---–ის, ა-–---- გ-------ის, თ------- ი-–------ის, მ--–---- კ--------ის, დ----- გ-----ის, ნ----- ტ-----–-–---–ის, გ------- ფ-------–-–---–ის, ე-–--- ნ------ის, მ------ ს----–---–ის, ნ---- გ--–----–---–ის, ა-----– ბ-------ისა და სხვათა გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების, ამოღების, ამოცნობისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებითა და ამონაწერებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით, ნასყიდობისა და სალომბარდო ხელშეკრულებებით, ნივთიერი მტკიცებულებებით;

 

3.3 ამასთან, ბრალდების შესახებ დადგენილებაში დ----- ს-----–---–ის ტელეფონის ღირებულებად მითითებულია 691 ლარი, დ----- გ-----ის ტელეფონის ღირებულებად - 600 ლარი, ხოლო - ნ----- ტ-----–-–---–ის ტელეფონის ღირებულებად - 1 033 ლარი. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, დ----- ს-----–---–ის ტელეფონი შეფასებულია 300 ლარად (ტ.1-ს.ფ. 48), დ----- გ-----ის ტელეფონი - ასევე 300 ლარად (ტ.1-ს.ფ. 148), ხოლო - ნ----- ტ-----–-–---–ის ტელეფონი - 450 ლარად (ტ.1-ს.ფ. 173).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 ლ---- გ-----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ლ---- გ-----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მან აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული ქმედებები, აქტიურად ითანამშრომლა გამოძიებასთან - მისი მითითებით ამოიღეს ნივთიერი მტკიცებულებები. სასამართლო მხედველობაში იღებს მის ასაკსაც - ბრალად შერაცხული ქმედებების დროს იგი იყო 18 წლის. ამასთან, გასათვალისწინებელია ჩადენილი დანაშაულისა და დაზარალებულ პირთა სიმრავლე, დანაშაულის ჩადენის გარემოებები, სპეციფიკა, რის გამოც სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მისაღწევად არ არის მიზანშეწონილი თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენება, თუმცა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ლ---- გ-----–---–ს უნდა დაენიშნოს სასჯელის მინიმალურთან მიახლოებული ზომა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- გ-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბრალდების 5 ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების 4 ეპიზოდი), 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების 2 ეპიზოდი), 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ბრალდების 3 ეპიზოდი), 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების 2 ეპიზოდი) და მიესაჯოს:

 

- სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ----- ს-----–---–ის, ა-–---- გ-------ის, თ------- ი-–------ისა და მ--–---- კ--------ის ეპიზოდი) – 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ----- ტ-----–-–---–ის ეპიზოდი) – 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გ------- ფ-------–-–---–ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გ------- ფ-------–-–---–ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გ------- ფ-------–-–---–ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გ------- ფ-------–-–---–ის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ე-–--- ნ------ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ე-–--- ნ------ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ე-–--- ნ------ის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ე-–--- ნ------ის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მ------ ს----–---–ის ეპიზოდი) – 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ---- გ--–----–---–ის ეპიზოდი) – 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნ---- გ--–----–---–ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ნ---- გ--–----–---–ის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ა-----– ბ-------ის ეპიზოდი) – 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ა-----– ბ-------ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ა-----– ბ-------ის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

2. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ლ---- გ-----–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

3. მსჯავრდებულ ლ---- გ-----–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 11 ივლისიდან;

 

4. აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს;

 

5. ნივთიერი მტკიცებულება - მობილური ტელეფონები და მათი ყუთები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, ხოლო - ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი