განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/2760-19
№0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი დიანა მხითარიანი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - მ------ გ---------–---ი
დაცვის მხარე:
ბრალდებულები:
1. ა-–---------- კ--------–---ი - დაბადებული 1--- წლის 2-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ არასრული უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ---------–-----------------------------------------------
2. მ------ კ----------ი - დაბადებული 1--- წლის 1-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: თბილისი, მ---------------------–------------------------------.
ადვოკატები - ვ------- კ--–----ე, გ------- მ---------ე
კვალიფიკაცია:
1. ა-–---------- კ--------–---ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული პროგრამის უნებართვო დამზადება, შენახვა და გავრცელება სსკ-ის 284-ე მუხლით და 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის მიზნით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შენახვა, გამოყენება და გავრცელება, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
2. მ------ კ----------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული პროგრამის უნებართვო დამზადება, შენახვა და გავრცელება სსკ-ის 284-ე მუხლით და 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის მიზნით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შენახვა, გამოყენება და გავრცელება, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
ბრალდებულ მ------ კ----------ის მიმართ განსახილველი საკითხია, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
თარჯიმნები - მ------ კ--–----ე, მ-------------–-, გ------- ჯ----
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დადგენილად სცნო, ა-–---------- კ--------–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.1. ა-–---------- კ--------–---ი, რომელიც დაინტერესებული იყო ე.წ „ფიშერული“ (ავტორიზაციის მონაცემების უნებართვო მოპოვება) გზით ა---------–- ბანკების მომხმარებელთა თანხების ქურდობით, 2016 წელს დაუკავშირდა თავის ბავშვობის მეგობარს მ------ კ----------ს, რომელსაც გააჩნდა ცოდნა საინფორმაციო-ტექნოლოგიებში და შესთავაზა ჰიბრიდული ვირუსის (მავნე კოდის) სახელით ,,G-----“ მოდიფიცირება და ა---------– ბანკებზე მორგება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ფართო საბანკო სექტორის ინტერნეტბანკის მომხმარებლების ანგარიშებზე წვდომის პარამეტრების მოპოვება, მეტი ფარულობით. თუმცა ვინაიდან მ------ კ----------მა არასაკმარისი ცოდნის გამო ეს ვერ მოახერხა, ა-–---------- კ--------–---მა სხვა გზით მოიპოვა წვდომა ვირუსის ადმინ პანელზე, სადაც ა-–---------- კ--------–---ი და მ------ კ----------ი პერიოდულად ათავსებდნენ ვირუსულ ფაილებს, რაც დანომრილი იყო 502 დან 520 ჩათვლით.
იმ მიზნით, რომ კომპიუტერულ მოწყობილობაში გააქტიურებულ ანტივირუსულ პროგრამას ის არ აღექვა, როგორც ვირუსი, კ--------–---ს მოძიებული ჰყავდა ე.წ. კრიპტერები (დამშიფრავები), რომელიც ახდენდა ვირუსის დაშიფვრას. აღნიშნული პირები გაცნობილი ყავდა სხვადასხვა ჰაკერულ ფორუმებზე მათი ნიკნეიმებით და ინტერნეტ-კომუნიკაციის საშუალება „ჯ-----ში“ უკვე არსებული ნაცნობების რეკომენდაციით. თუმცა იმისთვის, რომ კრიპტერს ვირუსზე წვდომა მოეპოვებინა, მ------ კ----------მა კ--------–---ის დავალებით, ინტერნეტის მეშვეობით გაცნობილ, უკრაინის მოქალაქე გ------ კ----------გან იქირავა სერვერი, სადაც თავად კ----------ი ან კ--------–---ი ვირუსულ ადმინ პანელზე ნანახ ვირუსს ტვირთავდნენ, რათა ის ხელმისაწვდომი გამხდარიყო ე.წ. კრიპტერისათვის. ამის შემდგომ კ--------–---ი უგზავნიდა კრიპტერს ინტერნეტ მისამართს, სადაც იყო ატვირთული ვირუსი. კრიპტერი ახდენდა ვირუსული ფაილის დაშიფვრას და უკან იმავე მისამართზე ტვირთავდა დაკრიპტული სახით.
ამასთანავე, კ--------–---ს სხვადასხვა ჰაკერულ ფორუმებზე და ინტერნეტ-კომუნიკაციის საშუალება „ჯ-----ში“ უკვე არსებული ნაცნობების რეკომენდაციით მოძიებული ჰყავდა ე.წ. სპამერები (ვირუსის გამავრცელებელი), რომელთაც ავალებდა ვირუსის გავრცელებას. სპამერის მიერ დაგზავნილი შეტყობინებები აღწევდა ადრესატამდე (პოტენციურ დაზარალებულამდე). მომხმარებელი ხსნიდა რა შეტყობინებებს, მისდა გაუცნობიერებლად მავნე კოდით ინფიცირდებოდა კომპიუტერული მოწყობილობა, რა დროსაც ვირუსის ადმინ პანელზე დაინფიცირებულ კომპიუტერულ მოწყობილობას ენიჭებოდა საიდენტიფიკაციო ნომერი, ხოლო იქვე აისახებოდა ფაილის სახით დაინფიცირებული კომპიუტერის ლოგ ჩანაწერები. ვირუსი იმახსოვრებდა დაზარალებულის კომპიუტერის ბრაუზერში მითითებულ ინფორმაციას, მათ შორის ავტორიზაციის გრაფებში მითითებულ ინფორმაციას, რომელიც ლოგ ჩანაწერების სახით აისახებოდა ვირუსის ადმინ პანელზე.
ა-–---------- კ--------–---ს სხვადასხვა ჰაკერულ ფორუმებზე და ინტერნეტ-კომუნიკაციის საშუალება „ჯ-----ში“ უკვე არსებული ნაცნობების რეკომენდაციით მოძიებული ჰყავდა ე.წ. თანხის გადამრიცხავები, მათ შორის ბულგარეთის მოქალაქე კ--------- ნ-----–---ი, რომელიც ვირუსის ადმინ პანელზე განთავსებულ ლოგ ჩანაწერებში ნახულობდა დაზარალებულების ინტერნეტ ბანკის გვერდზე წვდომის პარამეტრებს, რომლის მეშვეობითაც უნებართვოდ აღწევდა მათ ანგარიშზე, საიდანაც თანხას ხსნიდა და რიცხავდა ე.წ. დროპერის (თანხის გამნაღდებელი) ანგარიშზე, რომლებიც ასევე მოძიებული ჰყავდა სხვადასხვა ჰაკერულ ფორუმებზე და ინტერნეტ-კომუნიკაციის საშუალება „ჯ-----ში“ უკვე არსებული ნაცნობების რეკომენდაციით.
იმ შემთხვევაში თუ თანხის გადამრიცხავი ლოგებში ვერ ნახულობდა მომხმარებლის ავტორიზაციის პარამეტრებს, კ--------–---ის დავალებით აღნიშნულს ეძებდა კ----------ი, ვინაიდან მას შეეძლო მარტივად მოეხდინა ინფორმაციის ძიება, რომელსაც მოგვიანებით უგზავნიდა თანხის გადამრიცხავს ან ა-–---------- კ--------–---ს. მას შემდეგ, რაც თანხის გადამრიცხავი შედიოდა სხვის ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე, თანხას რიცხავდა ე.წ. დროპერების ანგარიშზე.
ე.წ. დროპერი ანაღდებდა გადარიცხულ თანხას და გამოჰქონდა ფული ბანკიდან. მას შემდგომ რაც დროპერი გაანაღდებდა თანხას, იგი კრიპტოვალუტის სახით რიცხავს თანხას კ--------–---ის მიერ საგანგებოდ შექმნილ ელექტრონული საფულის ანგარიშზე. ფულის განაწილება ა-–---------- კ--------–---ის და მ------ კ----------ის მიერ ხდებოდა წინასწარი შეთანხმებისამებრ- ა-–---------- კ--------–---ს, მ------ კ----------ს, თანხის გამნაღდებელს(დროპერს), კრიპტოლოგს, გადამრიცხავს და ვირუსის გამავრცელებელს (სპამერს) შორის.
ზემოთ მითითებული სქემით ა-–---------- კ--------–---მა და მ------ კ----------მა ბულგარეთის მოქალაქე კ--------- ნ-----–---თან და სხვა გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად უნებართვოდ შეაღწია სხვადასხვა კომპანიების საბანკო ანგარიშებზე და ფარულად დაეუფლა დაზარალებულების კუთვნილ თანხებს;
კერძოდ: 1) 2015 წლის ნოემბერში ა-–---------- კ--------–---მა მ------ კ----------თან, კ--------- ნ-----–---თან და სხვა პირებთან წინასწარი შეთანხებით ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიაში A------- L----------ში მეილით გააგზავნა ვირუსული ლინკი, თითქოს აღნიშნული მეილი იყო ა-------- ბანკისაგან. კომპანიის თანამშრომელმა ჩათვალა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მეილი და სცადა მისი გახსნა, რამაც გამოიწვია კომპიუტერის დაინფიცირება, რის შედეგადაც ა-–---------- კ--------–---ი უნებართვოდ დაეუფლა კორპორაციის კუთვნილ ინტერნეტ ბანკის მონაცემებს. აღნიშნული მონაცემების დაუფლების შემდეგ, 2015 წლის 02 ნოემბერს(ორჯერ); აგრეთვე 05 და 06 ნოემბერს უნებართვოდ შეაღწია ამავე კომპანიის საბანკო ანგარიშზე და შეეცადა იქ არსებული თანხა 32,340 აშშ დოლარი კ--------- ნ-----–---ის მეშვეობით გადაერიცხა D---------------ის „ს----------ს“ ანგარიშზე N----------, J-----------------e-ის J----ის ანგარიშზე N--------- და B------------ და D------------------- ბანკის ანგარიშზე N----------, თუმცა კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა.
2) 2016 წლის 11 თებერვლიდან 25 თებერვლამდე პერიოდში ა-–---------- კ--------–---მა მ------ კ----------თან, კ--------- ნ-----–---თან და სხვა პირებთან წინასწარი შეთანხებით ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიაში W--------------------ში გააგზავნა ვირუსული ლინკი http://i---------------------------------------------------.doc, თითქოს აღნიშნული მეილი იყო ა-------- ბანკისაგან და შეიცავდა ბმულს სახელად "I---------------9.doc". კომპანიის თანამშრომელმა ჩათვალა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მეილი და სცადა მისი გახსნა, რამაც გამოიწვია კომპიუტერის დაინფიცირება. 2016 წლის თებერვალში თანამშრომელმა სცადა მათი „უ--–----------“ ონლან საბანკო ანგარიზე შესვლა, რაც ვერ მოახერხა, რა დროსაც ა-–---------- კ--------–---ი უნებართვოდ დაეუფლა W--------------------ის კუთვნილ ინტერნეტ ბანკის მონაცემებს. აღნიშნული მონაცემების დაუფლების შემდეგ, 2016 წლის 25 თებერვალს უნებართვოდ შეაღწია საბანკო ანგარიშზე და შეეცადა იქ არსებული თანხა 217,440 აშშ დოლარი კ--------- ნ-----–---ის მეშვეობით გადაერიცხა ლატვიაში რეგისტრირებული კომპანიის „ლ---------------------ს“ N------------ს ანგარიშზე N L---------------------------, თუმცა კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა.
3) 2016 წლის 16 თებერვალს ა-–---------- კ--------–---მა, მ------ კ----------თან და კ--------- ნ-----–---თან წინასწარი შეთანხებით, ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიაში შპს B----------------ში გააგზავნა კ--------- ნ-----–---ის და მ------ კ----------ის მიერ დამუშავებული ვირუსული ლინკი (http://www.b------------------------------------.doc) სახელწოდებით „გადასახადის გადახდის ინვოისის დაჩქარება", კომპანიის ბუღალტერმა ლ----- ე--- ჩათვალა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მეილი და სცადა მისი გახსნა, რამაც გამოიწვია კომპიუტერის დაინფიცირება. 2016 წლის 25 თებერვალს ლ----- ე--- სცადა „ა-------- ბანკის“ ონლაინ ბანკინგში შესვლა, შესვლის მცდელობის დროს მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება ა-------- ბანკისაგან, უსაფრთხოების კოდით. ლ----- ე--- ჩათვალა, რომ ეს იყო ახალი უსაფრთხოების დებულებების ნაწილი, ამიტომ შეიყვანა უსაფრთხოების კოდი კომპიუტერში, რა დროსაც ა-–---------- კ--------–---ი უნებართვოდ დაეუფლა შპს B----------------ის კუთვნილ ინტერნეტ ბანკის მონაცემებს. აღნიშნული მონაცემების დაუფლების შემდეგ, 2016 წლის 25 თებერვალს უნებართვოდ შეაღწია კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 97 520 აშშ დოლარი კ--------- ნ-----–---ის მეშვეობით გადარიცხა კორპორაცია „კ----ს“ კუთვნილ, 3--------------–--------------სში მდებარე „ს--------- ბანკის“ ანგარიშზე N----------. საიდანაც ბანკის მეშვეობით უკან დაბრუნდა 21 341.88 აშშ დოლარი, ხოლო ა-–---------- კ--------–---ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 76,178.12 აშშ დოლარს, რაც შეთანხმებისამებრ გადაანაწილა ჯგუფის წევრებს შორის.
4) 2016 წლის 18-დან 25 თებერვლამდე პერიოდში ა-–---------- კ--------–---მა მ------ კ----------თან, კ--------- ნ-----–---თან და სხვა პირებთან წინასწარი შეთანხებით ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიაში „პ---------------–--------------ში“ მეილით გააგზავნა ვირუსული ლინკი, i--------------.doc, თითქოს აღნიშნული მეილი იყო „ა-------- ბანკისაგან“. პროექტის ადმინისტრატორმა მ----- კ----მა ჩათვალა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მეილი და სცადა მისი გახსნა, რამაც გამოიწვია კომპიუტერის დაინფიცირება, რის შედეგადაც ა-–---------- კ--------–---ი უნებართვოდ დაეუფლა კორპორაციის კუთვნილ ინტერნეტ ბანკის მონაცემებს. აღნიშნული მონაცემების დაუფლების შემდეგ, 2016 წლის 25 თებერვალს უნებართვოდ შეაღწია საბანკო ანგარიშზე და შეეცადა იქ არსებული თანხა 114 144.68 აშშ დოლარი კ--------- ნ-----–---ის მეშვეობით გადაერიცხა D- „ს---------------–------ის“ „ა-------- ბანკის“ ანგარიშზე N------------, თუმცა კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა.
5) 2016 წლის 16 მარტს ა-–---------- კ--------–---მა მ------ კ----------თან, კ--------- ნ-----–---თან და სხვა პირებთან წინასწარი შეთანხებით ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიის S------------------------------------------------------ (S------)-ის კუთვნილ მეილზე გააგზავნა ვირუსული ლინკი, რომლის გახსნის შემდეგ დაინფიცირდა კომპანიის კომპიუტერული სისტემა. როდესაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა S------------მა სცადა კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გადასახადების გადახდა და შეიყვანა ინტერნეტ ბანკის მონაცემები, აღნიშნულ მონაცემებს უნებართვოდ დაეუფლა ა-–---------- კ--------–---ი, რის შემდეგაც, 2016 წლის 25 მარტს უნებართვოდ შეაღწია საბანკო ანგარიშზე და შეეცადა იქ არსებული თანხა 29,500 აშშ დოლარი კ--------- ნ-----–---ის მეშვეობით გადაერიცხა S--------------- -ის კუთვნილ „ს---------ს“ ანგარიშზე N----------, ხოლო 78 800 აშშ დოლარის გადარიცხვა საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის შპს „თ-------–---------------------ის“ სს „ზ-------------ს“ ანგარიშზე N G---------------------- თუმცა ს------- ფ------მა მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა.
6) 2016 წლის მარტში ა-–---------- კ--------–---მა მ------ კ----------თან, კ--------- ნ-----–---თან და სხვა პირებთან წინასწარი შეთანხებით ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიის C-------------------------------ის კუთვნილ მეილზე გააგზავნა ვირუსული ლინკი, რომლის გახსნის შემდეგ დაინფიცირდა კომპანიის კომპიუტერული სისტემა. როდესაც კომპანიის თანამშრომელმა სცადა კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გადასახადების გადახდა და შეიყვანა ინტერნეტ ბანკის მონაცემები, აღნიშნულ მონაცემებს უნებართვოდ დაეუფლა ა-–---------- კ--------–---ი, რის შემდეგაც 2016 წლის 25 მარტს უნებართვოდ შეაღწია საბანკო ანგარიშზე და შეეცადა იქ არსებული თანხა 70 000 აშშ დოლარი კ--------- ნ-----–---ის მეშვეობით გადაერიცხა საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის შპს „თ-------–---------------------ის“ სს „ზ-------------ს“ ანგარიშზე N G---------------------- თუმცა კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა.
7) 2016 წლის 14 მარტს პერიოდში ა-–---------- კ--------–---მა მ------ კ----------თან, კ--------- ნ-----–---თან და სხვა პირებთან წინასწარი შეთანხებით ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიაში T------------------------ში მეილით გააგზავნა ვირუსული ლინკი, თითქოს აღნიშნული მეილი იყო „ა-------- ბანკისაგან“. კომპანიის თანამშრომელმა ჩათვალა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მეილი და სცადა მისი გახსნა, რამაც გამოიწვია კომპიუტერის დაინფიცირება. რის შედეგადაც ა-–---------- კ--------–---ი უნებართვოდ დაეუფლა კორპორაციის კუთვნილ ინტერნეტ ბანკის მონაცემებს. აღნიშნული მონაცემების დაუფლების შემდეგ 2016 წლის 30 მარტს უნებართვოდ შეაღწია საბანკო ანგარიშზე და შეეცადა იქ არსებული თანხა 394,777 აშშ დოლარი კ--------- ნ-----–---ის მეშვეობით გადაერიცხა საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის შპს „თ-------–---------------------ის“ საბანკო ანგარიშზე, საიდანაც 199,777 აშშ დოლარი გადაირიცხა კომპანიის კუთვნილ სს „ბ-----------ს“ ანგარიშზე NG---------------------, რაც შეთანხმებისამებრ გადანაწილდა ჯგუფის წევრებს შორის, ხოლო დანარჩენი თანხის დაბლოკვა ბანკმა მოასწრო კომპანიის მოთხოვნით.
8) 2016 წლის აპრილ-მაისში პერიოდში ა-–---------- კ--------–---მა მ------ კ----------თან, კ--------- ნ-----–---თან და სხვა პირებთან წინასწარი შეთანხებით ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიაში I-------------------------ში მეილით გააგზავნა ვირუსული ლინკი, თითქოს აღნიშნული მეილი იყო „ა-------- ბანკისაგან“. კომპანიის თანამშრომელმა ჩათვალა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მეილი და სცადა მისი გახსნა, რამაც გამოიწვია კომპიუტერის დაინფიცირება. რის შედეგადაც ა-–---------- კ--------–---ი უნებართვოდ დაეუფლა კორპორაციის კუთვნილ ინტერნეტ ბანკის მონაცემებს. აღნიშნული მონაცემების დაუფლების შემდეგ 2016 წლის 20 აპრილს და 03 მაისს უნებართვოდ შეაღწია საბანკო ანგარიშზე და შეეცადა იქ არსებული თანხა 92,500 _92,500 აშშ დოლარი კ--------- ნ-----–---ის მეშვეობით გადაერიცხა „ჰ------------------ის“ „ა-------- ბანკის“ ანგარიშზე N------------ და შპს „კ-----–----------------------ის“ ანგარიშზე N------------, თუმცა კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა.
9) 2016 წლის აგვისტოში ა-–---------- კ--------–---მა მ------ კ----------თან, კ--------- ნ-----–---თან და სხვა პირებთან წინასწარი შეთანხებით ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიაში M------------------------ში მეილით გააგზავნა ვირუსული ლინკი, თითქოს აღნიშნული მეილი იყო „ა-------- ბანკისაგან“. კომპანიის ადვოკატმა ს------- ჰ--–---ა ჩათვალა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მეილი და სცადა მისი გახსნა, რამაც გამოიწვია კომპიუტერის დაინფიცირება, რის შედეგადაც ა-–---------- კ--------–---ი უნებართვოდ დაეუფლა კომპანიის კუთვნილ ინტერნეტ ბანკის მონაცემებს. აღნიშნული მონაცემების დაუფლების შემდეგ, 2016 წლის 30 აგვისტოს უნებართვოდ შეაღწია საბანკო ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 41 000 აშშ დოლარი კ--------- ნ-----–---ის მეშვეობით გადარიცხა დ----- ლ------ს (რომელსაც აკონტროლებდა j------ში A--------ის სახელით რეგისტრირებული პიროვნება) „ბ------–---- ბანკის“ ანგარიშზე N----------- რაც შეთანხმებისამებრ გადანაწილდა ჯგუფის წევრებს შორის.
საერთო ჯამში ა-–---------- კ--------–---ი, მ------ კ----------ი, კ--------- ნ-----–---ი და გამოძიებით დაუდგენელი პირები შეეცადნენ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ 1 260 521.69 აშშ დოლარს, საიდანაც მოახერხეს დაუფლებოდნენ 316 955.12 აშშ დოლარს, ხოლო ბანკებმა მოახერხეს შეეჩერებინათ 943 566.57 აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადარიცხვა.
2. ა-–---------- კ--------–---ის ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ბრალდებულმა მ------ კ----------მა თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ 2015 წელს დაუკავშირდა მისი დიდი ხნის მეგობარი ა-–---------- კ--------–---ი, რომელმაც შესთავაზა სქემა, რომლითაც კომპიუტერული სისტემებით და პროგრამებით შესაძლებელი იყო საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოპარვა, რაზეც მ------ კ----------ი დათანხმდა. მათი პირველი ცდა უშედეგოდ დასრულდა და ვერ შეძლეს სხვისი საბანკო ანგარიშებიდან თანხის გადარიცხვა. მ------ კ----------ის განმარტებით, 2016 წელს ა-–---------- კ--------–---მა ინტერნეტ სივრცეში მოიძია ,,G-----”-ის ვირუსის შემქმნელები. ვირუსის ფუნქცია მდგომარეობდა იმაში, რომ მსხვერპლის კომპიუტერში ინერგებოდა ეს ვირუსი, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდებოდა დაზარალებულის კომპიუტერიდან საბანკო ანგარიშების მონაცემები მიეღოთ. ა-–---------- კ--------–---მა და მ------ კ----------მა ,,G-----”-ის ვირუსის მოდიფიცირება მოახდინეს, ვინაიდან ,,G-----”-ის ვირუსი თავდაპირველი სახით გათვალისწინებული იყო ევროპულ ქვეყნებზე, ხოლო ა-–---------- კ--------–---ის და მისი თანამზრახველების მიზანი იყო ა---------–-----------–--–-------ში არსებული საბანკო ანგარიშებზე წვდომა. ა-–---------- კ--------–---მა შეიმუშავა სქემა და ასევე მოიძია თანამზრახველები, რომელთა დახმარებით ა-–---------- კ--------–---ს და მის თანამზრახველებს შესაძლებლობა ეძლეოდათ დაზარალებულთა საბანკო ანგარიშებიდან თანხები გადაერიცხათ სასურველ ანგარიშებზე. თავად მ------ კ----------ს ა-–---------- კ--------–---ის მითითებით ეკისრებოდა ტექნიკური უზრუნველყოფა. მ------ კ----------ის განცხადებით, ა-–---------- კ--------–---ის მიერ შემუშავებულ სქემაში საკმაოდ ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, სხვადასხვა კვალიფიკაციის, ე.წ. ვირუსის შემქმნელები, ე.წ. კრიპტოლოგები, ვირუსის გამავრცელებლები ე.წ. სპამერები, რომელთაც გააჩნდათ ელექტრო საფოსტო მისამართების ბაზები, ისინი ა-–---------- კ--------–---ის მითითებით აგზავნიდნენ დაზარალებულთა ელ.საფოსტო მისამართებზე ე.წ. ,,მეილებზე“ წერილებს, რომლებსაც მიბმული ჰქონდა ,,G-----”-ის ვირუსი, ხოლო თავად დაზარალებული, როდესაც გახსნიდა წერილს და მასზე მიბმულ ლინკს, ავტომატურად კომპიუტერი ვირუსდებოდა. მან აღნიშნა, რომ ფაილებში დასახელებით 502-დან 520-მდე ჩათვლით განთავსებული იყო ,,G-----”-ის ვირუსი. მ------ კ----------მა აღწერა დანაშაულის ჩადენის სქემა და პროცედურა, ის ,,G-----”-ის ვირუსს შემქმნელისგან იღებდა ინტერნეტის მეშვეობით, შემდეგ ,,G-----”-ის ვირუსის გავრცელებამდე, ის აგზავნიდა ე.წ. კრიპტოლოგთან ვირუსს, რათა მას მოეხდინა ვირუსის დაკრიპტირება ანუ დაშიფრვა. აღნიშნულის შემდეგ ხდებოდა ,,G-----”-ის ვირუსის ელექტრონულ წერილთან ერთად ელექტრონულ საფოსტო მისამართებზე გაგზავნა. როდესაც წერილის მიმღები ხსნიდა წერილს დანართთან ერთად, ფაილიდან იტვირთებოდა ვირუსი და ის უკვე მუშა მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომლითაც მათთვის ხელმისაწვდომი იყო დაზარალებულთა კომპიუტერული სისტემები. ხოლო შემდეგ, როდესაც დაზარალებული სხვადასხვა მოქმედებებს ახორციელებდა კომპიუტერში, ისინი თვალყურს ადევნებდნენ და მონაცემებს აგროვებდნენ სხვადასხვა საბანკო ანგარიშების, მონაცემებს კი ვირუსი აგზავნიდა ცენტრალურ სერვერზე. მ------ კ----------ის განცხადებით, მონაცემების მიღების შემდეგ ა-–---------- კ--------–---ის მითითებით ხდებოდა დაზარალებულთა საბანკო ანგარიშებიდან თანხების გადარიცხვა, ხოლო ე.წ. ,,დროპერები“ კი ახდენდნენ თანხების გამოტანას საბანკო ანგარიშებიდან. მისი განმარტებით, ე.წ. ,,დროპერები“ განაღდებული თანხის 50% იტოვებდნენ, ხოლო დანარჩენ თანხებს უგზავნიდნენ ა-–---------- კ--------–---ს და მის თანამზრახველებს, რომლებიც ინაწილებდნენ თანხებს. მათ შორის თანხების განაწილება ხდებოდა კრიპტო ვალუტით ბიტკოინებით. მ------ კ----------ის განმარტებით, მას, ა-–---------- კ--------–---ს და დანარჩენ პირებს, ურთიერთობა და კომუნიკაცია ჰქონდათ ,,J-----”-ის მეშვეობით, მათ შექმნილი ჰქონდათ ზედმეტი სახელები, რომლითაც ერთმანეთს უგზავნიდნენ შეტყობინებებს, ისინი უშუალოდ ერთმანეთს არ იცნობდნენ, მათ მხოლოდ ვირტუალურად ინტერნეტ საიტებზე და ფორუმებზე ჰქონდათ კონტაქტი. მ------ კ----------მა აღნიშნა, რომ მას ,,J-----”-ში მოხმარებლის სახელი ჰქონდა ,,p------’’-ი, ხოლო ა-–---------- კ--------–---ი იყო დარეგისტრირებული მომხარებლის სახელებით ,,n---” და ,,n----1”.-------------------- მან ასევე აღნიშნა, რომ, მას კონტაქტი ჰქონდა მომხმარებელ ,,s-----------”-სთან, რომელიც იყო ეროვნებით ბ---–------–-, ის ახორციელებდა დაზარალებულთა საბანკო ანგარიშებიდან თანხის გადატანას სხვა ანგარიშზე.
2.2. მოწმე კ--------- ნ-----–---მა დაადასტურა, რომ არის ბულგარეთის მოქალქე, რომელმაც მონაწილოება მიიღო კიბერ დანაშაულში. მან აღნიშნა, რომ 2015-2017 წლებში დარეგისტრირებული იყო ინტერნეტ ჩათში ,,J-----”-ში მომხარებლის სახელებით ,,s-----------” და ,,p-----------”. მან დაადასტურა, რომ ,,J-----”-ში ურთიერთობა და მიმოწერა ჰქონდა მოხმარებლებთან ,,p------’’-თან, ,,t------“-თან და ,,n----1”-თან. მას ,,p------’’-თან, ,,n---”-თან და ,,n----1”-თან საუბარი ჰქონდა ბანკის, კომპანიის და კერძო პირების საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოპარვის შესახებ. მას განუცხადეს, რომ ჰქონდათ დიდი პროექტი და ეძებდნენ ისეთ პირებს, რომლებსაც შეეძლოთ საბანკო ანაგარიშებიდან ტრანსფერის გაკეთება. მისი განმარტებით, ვირუსს მართავდნენ ,,p------’’-ი და ,,n---”-ი, როდესაც ისინი მონაცემებს მოიპოვებდნენ შემდეგ მას გაუგზავნიდნენ დაზარალებულთა მონაცემებს, რის შემდეგ კ--------- ნ-----–---ს წვდომა ჰქონდა დაზარალებულა საბანკო ანგარიშებზე, საიდანაც ის ,,n---”-ის მითითებით ახორციელებდა სხვადასხვა ანგარიშებზე თანხების გადარიცხვას. კ--------- ნ-----–---მა დაადასტურა, რომ მათ შორის თანხების განაწილებდა ხდებოდა კრიპტო ვალუტის ბიტკოინების მეშვეობით. მოწმემ დაადასტურა, რომ დანაშაულის ორგანიზატორი იყო პიროვნება, რომელიც ინტერნეტ ჩათში დარეგისტრირებული იყო მოხმარებლის სახელით ,,n---”.
2.3. მოწმე რ---- ჰ----–-------მა განაცხადა, რომ მუშაობს ა––-----------------------–---- ბიუროში, არის ექსპერტი, რომელმაც ,,G-----”-ის ვირუსის საქმესთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო 2016 წელს. მან ჩაატარა ანალიზი კიბერ დანაშაულზე, საქმე ეხება 50 000 000 აშშ დოლარის ზიანს. მისი განმარტებით, დამნაშავეები ,,G-----” ვირუსის მეშვეობით ახდენდნენ წვდომას დაზარალებულთა კომპიუტერულ სისტემებზე, საიდანაც დაზარალებულთა საბანკო ანგარიშებიდან თანხებს იპარავდნენ. მან სასამართლოს განუმარტა ,,G-----”-ის მავნე ვირუსის თაობაზე. სახელად ,,G-----” ვირუსი არის მავნე ვირუსი, რომლითაც დაზარალებულთა კომპიუტერული სისტემებიდან იპარავდნენ საბანკო ანგარიშების შესახებ მონაცემებს, შემდეგ კი ხდებოდა დაზრალებულთა თანხების გადარიცხვა. მან აღნიშნა, რომ დანაშავეებს ჰქონდათ ე.წ. ფიშინგის ტექნიკა, რომლის გამოყენებით ,,G-----” ვირუსით აღწევდნენ დაზარალებულთან კომპიუტერებში, დაზარალებული იღებდა ელექტრონული ფოსტის მისამართზე წერილს, რომელიც ერთი შეხედვით იყო ნამდვილი და როდესაც დაზარალებული შევიდოდა წერილის სანახავად, მასზე არსებულ ბმულზე მისი კომპიუტერი ვირუსით ინფიცირდებოდა, შემდეგ კი როდესაც დაზარალებული კომპიუტერით შეეცდებოდა საბანკო ანგარიშებში შესვლას, ,,G-----” ვირუსი იპარავდა მის საბანკო ანგარიშის მონაცემებს - მომხმარებლის სახელს და პაროლს, რითაც დამნაშვეებს წვდომა ჰქონდათ დაზარალებულთა საბანკო ანგარიშებზე, ბოლოს კი დამნაშავეები დაზარალებულების საბანკო ანგარიშებიდან თანხებს რიცხავდნენ. რ---- ჰ----–-------ის განმარტებით, მან და მისმა საგამოძიებო ჯგუფმა მოახდინეს გარკვეული დაზარალებულების იდენტიფიცირება, რომელთა ნაწილი იმყოფებოდა აშშ-ში, პ-----–-------–-----ში. ,,G-----” ვირუსი იყენებდა ჰოსტინგურ მომსახურებას ,,ა---–-----ს“, რის გამოც საგამოძიებო ჯგუფს ჰქონდა ცალკე საქმე ,,ა---–-----ს“ თაობაზე. გამოძიებით დაადგინეს, რომ ,,G-----” ვირუსს და ,,ა---–-----ს“ ქსელს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან. მან აღნიშნა, რომ 2016 წლის ივლისის თვეში ,,G-----” ვირუსით დაინფიცირდა პ-----–-------–-----ში ერთ-ერთი კომპანია, რომლის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვის მცდელობა იყო ბულგარეთის რესპუბლიკაში მდებარე ბანკში. რ---- ჰ----–-------მა ჩაატარა კომპანიის კომპიუტერის ექსპერტული ანალიზი და გაირკვა, რომ კომპიუტერი დაინფიცირებული იყო ,,G-----” ვირუსით. რ---- ჰ----–-------მა განაცხადა, რომ 2017 წლის სექტემბერის თვეში F---- და ბულგარეთის ადგილობრივმა პოლიციამ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, მათ ჩაატარეს კ--------- ნ-----–---ის ბინის ჩხრეკა, რომლის შედეგადაც აღმოჩენილი იქნა კომპიუტერი, რომელშიც ჩართული იყო ,,G-----” ვირუსის პანელი. ბრალდებული ნ-----–---ი შედიოდა და ნახულობდა დაინფიცირებულ დაზარალებულების კომპიუტერებს და მათ საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა წვდომა. გამოძიებით რ---- ო-–-------მა დაადგინა, რომ ,,G-----” ვირუსის პანელი ნ-----–---ს მიაწოდა ა-–---------- კ--------–---მა და მ------ კ----------მა, აღნიშნული დასტურდება მათ შორის მიმოწერით. რ---- ჰ----–-------ის განმარტებით, ,,G-----” ვირუსის უკან იდგნენ ,,J-----”-ში დარგისტრიებული ,,n----1”, ,,n---” და ,,p------’’-ი. მომხარებელი ,,n---” და ,,n----1” ერთი და იგივე პიროვნება იყო. რ---- ჰ----–-------მა ასევე განაცხადა ,,ა---–-----ს“ თაობაზე, რომელიც იყო შეუღწევადი მტკიცე ჰოსტინგური მომსახურება, ,,ა---–-----ს’’ სერვერების დაქირავება შეეძლოთ გარკვეულ ადამიანებს, რომლებიც რეკლამირებას უწევდნენ ამ მომსახურებას სხვადასხვა კიბერ-კრიმინალების ფორუმებზე. ,,G-----” ვირუსი და დაახლოებით 20 სხვა პროგრამა იყენებდა ,,ა---–-----ს“ სერვერს, რომელთა მომხმარებლები იყვნენ ა-–---------- კ--------–---ი და მ------ კ----------ი. მისი განმარტებით, ა––--------------------------–------ ბიურომ ჩაატარა ერთ-ერთი ,,ა---–-----ს“ გამოყენებული კომპიუტერის ექსპერტიზა, სერვერზე ინახებოდა მტკიცებულებები, მათ შორის შეტყობინებები, მასში შედიოდა ,,G-----” მავნე ვირუსის გამოყენებული კომპიუტერების სია. 2016 წლის ნოემბერის თვეში F---- და უკრაინელმა სამართალდამცველებმა უკრაინაში ჩაატარეს ,,ა---–-----ს“ ერთ-ერთი ადმინისტრატორის ბინის ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა არაერთი ციფრული მტკიცებულება, ერთ-ერთ კომპიუტერში ინახებოდა მიმოწერა ,,ჩატები“ ,,ა---–-----ს“ მომხარებლებთან და ,,ა---–-----ს“ ადმინისტრატორს შორის, მიმოწერით დგინდება, რომ ,,ა---–-----ს“ მომხარებლები იყვნენ ა-–---------- კ--------–---ი და მ------ კ----------ი. ,,ა---–-----ს“ ადმინისტრატორი იყო გვარად კ----------ი, რომლის კომპიუტერში აღმოჩენილი იქნა მეგობრების სია, სადაც შედიოდნენ ,,n---” და ,,p------’’-ი. მათ შორის მიმოწერით დგინდება თუ როგორ ცვლიდნენ ისინი ინფორმაციებს. მოწმე რ---- ჰ----–-------მა სასამართლოს განუცხადა დაზარალებულთა შესახებ, რომლებსაც ა-–---------- კ--------–---ის და მ------ კ----------ის ქმედებების შედეგად მიადგათ ზიანი.
2.4. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ბ------ ს-------იმ, ა––-------------------------–----- ბიუროს გამომძიებელმა.
2.5. მოწმე ა---- პ-----მა დაადასტურა, რომ მუშაობსს ც--------–---------------–----------–-–----------------------------------–----–------------–---------------–--ში დეტექტივ-გამომძიებლად, მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მ------ კ----------ის, ა-–---------- კ--------–---ის, ს------ მ------------ს და გ------ ა----------ს თაობაზე, რომლებიც ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში ახდენდნენ კომპიუტერული მოწყობილობებით და სისტემებით მავნე პროგრამული უზრუნველყოფის გაშვებას და გამოყენებას, რის შედეგადაც აშშ-ში არსებულ კომპანიებზე მიიტანეს კიბერ შეტევები. კომპანიებს მიადგათ დაახლოებით 50 000 000 აშშ დოლარის ზიანი.
2.6. მოწმეებმა ა-–---------- ჩ--------–მა, გ------- ბ--------ემ, გ------ ი------–---–მა, ი-----–- შ--–--–---–მა და ზ------ კ------ემ დაადასტურეს, მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
2.7. აშშ ი------–---------------------------------------------–----- ბიუროს მომართვის თანახმად, გ---------------------–----- ბიურო თხოვნით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დახამრება გაუწიოს მაღალი დონის კიბერ დამნაშავის მოძიებაში, რომელიც შესაძლოა იმყოფებოდეს თბილისში, საქართველოში. გ-----------------------–----- ბიუროს პ---------------------------- აწარმოებს გამოძიებას პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან G----- საფრთხის შემცველი ვირუსის გავრცელებაზე; აღნიშნულ თავდასხმას შედეგად მოჰყვა მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მსოფლიო მაშტაბით 2016 წლის მანძილზე. გ-----------------------–----- ბიუროს შეფასებით, 2016 წელს G------ის შედეგად მხოლოდ ა---------–-----------–--–-------ს მინიმუმ 50 მილიონი აშშ დოლარის სავარაუდო და ფაქტიური ზარალი მიადგა. გ-----------------------–------ ბიურომ დაადგინა, რომ პირი, რომელიც G------ს კამპანიას ხელმძღვანელობს, სარგებლობს შემდეგი ელ.ფოსტით: J----- m---------------------- და -------------. გ-----------------------–----- ბიუროს შეფასებით, J----- სერვერმა გამოიყენა n---1 თავის თანამზრახველებთან კომუნიკაციის მიზნით, გ-----------------------–----- ბიუროს პ------------ ჯგუფმა ახლახანს მოახდინა ორი სატელეფონო ნომრის იდენტიფიცირება, რომლებიც, შესაძლოა დაკავშირებულ იყოს n----1-თან; ეს ნომრებია +9-------------4 ან ტელეფონის ნომრის ნაწილობრივი სახე +9---------- 64. ჩვენი გამოძიების შედეგად, ახლახანს გამოვლინდა, რომ n----1-ის ვინაობა, შესაძლოა ასოცირდებოდეს თბილისის მაცხოვრებელ ვინმე გ------სთან (G------) მეტსახელი ,,გ----“ ა----------, რომელიც ცხოვრობს ხ----–--–-ს ქუჩაზე. ფეისბუკით ირკვევა, რომ იგი ,,IT სპეციალისტია“. რუსულ სოციალურ ქსელში ,,ოდნოკლასსნიკი“ და წყაროს შემდგომმა ძიებამ აჩვენა, რომ ა---------მა დაამთავრა თბილისის N--- საჯარო სკოლა. ღია წყაროს მონაცემებით, სკოლა მდებარეობს ზ-------–---------------–--–-ს ქუჩის სიახლოვეს. ა---------- დაიბადა 2-------ს (წელი უცნობია). იგი დაახლოებით--- წლის უნდა იყოს. გამოძიებამ დაადგინა n----1-ის ან მისი დედის შესაძლო ლოკაცია. გ---------------------–----- ბიურო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დახმარებას n----1-ის სახელით ცნობილი პიროვნების დადგენასა და ლოკალიზებაში. იმედი გვაქვს თქვენთან უწყვეტი თანამშრომლობისა ჩვენი ორმხრივი ინტერესების ფარგლებში.
2.8. ა––--------–--------------------- გ---------------------–----- ბიუროს მომართვის თანახმად, გ---------------------–----- ბიუროს პ---------------------------- აწარმოებს გამოძიებას პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან G----- საფრთხის შემცველი ვირუსის გავრცელებაზე; აღნიშნულ თავდასხმას შედეგად მოჰყვა მრავალრიცხოვანი დაზარალებული მსოფლიო მასშტაბით 2016 წლის მანძილზე. გ-----------------------–---- ბიუროს შეფასებით, 2016 წელს G------ის შედეგად მხოლოდ ა-------- შ-----------–-–-------ს მინიმუმ 50 მილიონი აშშ დოლარის სავარაუდო და ფაქტიური ზარალი მიადგა. G----- საფრთხის შემცველმა ვირუსმა მრავალი კომპიუტერი დააზიანა მსოფლიოს მაშტაბით, საქართველოს ჩათვლით. გ---------------------–------ ბიურომ დაადგინა, რომ პირი, რომელიც G------ს კამპანიას ხელმძღვნელობს, სარგებლობს შემდეგი ელ.ფოსტით: J----- m---------------------- და -------------. გ---------------------–----- ბიუროს შეფასებით, J----- სერვერმა გამოიყენა n----1 თავის თანამზრახველებთან კომუნიკაციის მიზნით; გ---------------------–---- ბიუროს აზრით, n----1-ის ვინაობა შესაძლოა, ასოცირდებოდეს ვინმე გ------ ა---------თან, რომელიც იმყოფება საქართველოში, თბილისში. G----- კამპანიის ლიდერის რანგში, n----1-მა შექმნა ჯგუფი, რათა დაზარალებულთა ანგარიშებიდან მოეხდინა ფულადი თანხის გატანა. აღნიშნულისთვის საჭირო იყო ფულის გაგზავნა საზღვარგარეთ აშშ-ში და სხვა ნებისმერი ქვეყანაში მყოფ დაზარალებულთა ანგარიშებიდან. რიგ შემთხვევაში n----1-მა და მისმა გუნდმა ისარგებლა ქართული კომპანიების ქართული ბანკის ანგარიშებით დაზარალებულთაგან თანხის მისათვისებლად. ასე, მაგალითად 2016 წლის 25 მარტს ადგილი ჰქონდა თაღლითური გადარიცხვის რიგ მცდელობებს აშშ კომპანიიდან, რამაც 700.000 აშშ დოლარი შეადგინა, ფულადი სახსრები განკუთვნილი იყო შპს T------------------კენ გადასარიცხად. კომპანიის დანადგარების ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ეს კომპიუტერები დავირუსებული იყო G----- ვირუსით. შედეგად, 2016 წლის 8 სექტემბერს გ---------------------–------ ბიურომ და ბულგარეთის ხელისუფლებამ დააკავა კ--------- ნ-----–---ი, n----1-ის ერთ-ერთი თანამზრახველი, რომელმაც n----1-სგან მოიპოვა წვდომა G----- b------ზე. ნ-----–---ის კომპიუტერიდან აღდგენილ ჩატში გამოვლინდა შემდეგი: 2016-0---- 16:47:46/1/from/N---/ გზავნილი იქნა მიღებული s-----------------------გან, რომელიც ვერ გაიშიფრა (Z------------------------ 4--------------------------------- IBAN: G---------------------------------------- ფილიალის მისამართი: V---------------, თბილისი; კომპანიის მისამართი: ს----------–--------, თბილისი, დ------------------------------–-------–--------------. კომპანია, სახელად T--------------------- ასოცირებული გახლდათ G----- სხვა შეტევასთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2016 წლის მარტში; ამ შემთხვევაში დაზარალებულმა კომპანიამ დაკარგა 199,777 აშშ დოლარი; ამ შეტევის დროს დასახელება - T--------------------- და კომპანიის მიმართი ერთი და იგივე იყო, მაგრამ საბანკო ანგარიში, სადაც ფული გაიგზავნა, ასეთი გახლდათ: ბ-----------, საქართველო, თბილისი, ქ--------–-------–------------; ანგარიშის ნომერი G---------------------. 2016 წლის 11 აპრილს ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ შეტევას, რა დროსაც G----- თანამზრახველმა შესძლო მოეპოვებინა წვდომა აშშ კომპანიის კორპორატიულ ანგარიშზე სანქცირების გარეშე და სცადა ორი თაღლითური ტრანზაქციის განხორციელება, ერთი 80,000 აშშ დოლარის ოდენობით და მეორე 50,000 აშშ დოლარის ოდენობით. 50,000 აშშ დოლარის ბენეფიციარი გახლდა შპს G---------- - მისამართი: საქართველო, თბილისი, დ------------------------------–-------–--------------; ანგარიშის N------------------------ ბ--------------–---------------–-------–, თბილისი, საქართველო. 50,000 აშშ დოლარის გაგზავნა გაუქმდა ფულის გადაგზავნის გარეშე. ითვალისწინებს რა ამ ორი თაღლითური კომპანიის დასახელებებს და საქართველოში საბანკო ანგარიშებს შორის კავშირ-ურთიერთობას, გ---------------------–---- ბიუროს შეფასებით, n----1-ის ერთ-ერთმა თანამზრახველმა ან თავად n----1-მა შექმნა აღნიშნული საბანკო ანგარიშები G----- სახსრების გათეთრების მიზნით. გ---------------------–----- ბიურო თხოვნით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რათა მიიღოს დამატებითი საგამოძიებო ზომები საკუთარი შეხედულებისამებრ, მათ შორის, მოახდინონ იმ დოკუმენტების იდენტიფიცირება, რომელიც გამოყენებულ იქნა ხსენებული ანგარიშების გახსნისათვის, ასევე მოიპოვონ ანგარიშების ტრანზაქციების ისტორია.
2.9. შპს ,,მ----------ს“ მომართვის თანახმად, IP მისამართი 1-------------- ეკუთვნის ა-–---------- კ--------–---ს.
2.9.1. შპს ,,კ-------------–----ს“ მომართვის თანახამდ, UID: 2------ ეკუთვნის ა-–---------- კ--------–---ს, რომლის მისამართია ვ---------–-----------------------------------------------------------------–------------. საკონტაქტო ტელეფონი: 5-----------. პერიოდი 2015-04-07 დან 2016-07-14 მდე.
2.10. ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 20 ივლისს ჩატარდა ქ.თბილისში, ზ-------–------------------------------ში მდებარე მ------ კ----------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ამოღებული იქნა ვერცხლისფერი ,,hp” ფირმის ლეპტოპი, ასევე ამოღებული იქნა ერთი ცალი შავი ფერის კომპიუტერის პროცესორი, რომელსაც წინა მხარეს აქვს წარწერა ,,cooler master”.
2.11. ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 19 ივლისს ჩატარდა ქ. თბილისში, ვ---------–-------------------–--------------------------ში მდებარე ა-–---------- კ--------–---ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ამოღებული იქნა: ვერცხლისფერი ,,TOSHIBA”-ს ფირმის ლეპტოპი, თავისივე დამტენით; შავი ფერის ,,TOSHIBA”-ს ფირმის ლეპტოპი, თავისივე დამტენით; ,,ASUS”-ს ფირმის ლეპტოპი, თავისივე დამტენით; შავი ფერის ,,ლენოვოს“ ფირმის ლეპტოპი, თავისივე დამტენით; შავი ფერის ,,SAMSUNG”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმ ბარათით; ,,NOKIA”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებული იყო ერთი ცალი სიმ ბარათი; შავი ფერის გარე მეხსიერების ბარათი, მეხსიერების მიკრო ბარათი წარწერით ,,Data Traveler” 4 GB; თეთრი ფერის ორი ცალი ბ--–----ის სიმ ბარათი; ორი ცალი ჯ------–ის ქსელის სიმ ბარათი; ერთი ცალი უჯრებიანი ფურცელი, ერთი ცალი მცირე ზომის ფურცელი, რომლებზეც გაკეთებულია წარწერები, როგორც ქართულ ასევე უცხოურ ენაზე, ასევე არის მასზე გაკეთებული ხელნაწერით ციფრები; ასევე ამოღებული იქნა საპირფარეშოში უნიტაზიდან ვერცხლისფერი ,,K--------e”-ის ფირმის მეხსიერების ბარათი წარწერით 64 GB.
2.12. ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 20 ივლისს ჩატარდა ქ. თბილისში, მ-----------------–--------------------------------ში მდებარე ლ----- კ--------–---ის და ა-–---------- კ--------–---ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ამოღებული იქნა: შავი ფერის ,,SAMSUNG”-ის ფირმის ლეპტოპი დამტენით და მოყავისფრო ჩანთინთ; ,,SONY”-ის ფირმის შავი ფერის ლეპტოპი, თავისივე დამტენით; ,,SAMSUNG”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული მეხსიერების ბარათით და სიმ ბარათით; ,,HT”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული მეხსიერების ბარათით და სიმ ბარათით;
2.13. დათვალიერების ოქმის თანახმად, ა-–---------- კ--------–---ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ერთი ცალი ვერცხლისფერი ,,TOSHIBA”-ს ფირმის ლეპტოპი. ლუქის და ფუთის მთლიანობა დარღვეული არ იყო, ფუთის გახსნის შემდეგ მასში აღმოჩნდა ერთი ცალი ვერცხლისფერი ,,TOSHIBA”-ს ფირმის ლეპტოპი, რომელსაც უკანა მხარეს აღენიშნება სერიული ნომერი ,,9--------”, ასევე ფუთაში აღმოჩნდა ერთი ცალი ელ.სადენი. აღნიშნულის შემდეგ მოხდა კომპიუტერის ჩართვა, ჩართვის შემდეგ ა-–---------- კ--------–---ის მიერ შეყვანილი იქნა პაროლი - პაროლი 7---- რის შემდეგაც შევედით სისტემაში. ამის შემდეგ გახსნილი იქნა ვირტუალური მანქანა, ასევე გახსნილი იქნა J----- პროტოკოლის კლიენტი სახელწოდებით P--, სადაც პაროლის მითითება არ გახდა საჭირო, ვინაიდან პაროლი შენახული იყო. J------ის გვერდზე გამოჩნდა მომხმარებელი t------ და მისი კავშირები, რის შემდგომაც მოხდა აღნიშნული კავშირებთან ისტორიის გადმოწერა, რომელიც განთავსდა დესქტოპზე შექმნილ ფოლდერში სახელწოდებით ,,P--”, აღნიშნულის შემდგომ გაიხსნა ინტერნეტ ბრაუზერ ,,Mozilla firefox”, სადაც მისამართის ზოლში დამახსოვრებულია ვებ მისამართი ------------------- , შესვლის დროს ვებ სერვერი აგზავნის შეტყობინებას S-- სერთიფიკატის მიღების თაობაზე, დათანხმების შემდეგ გადავდივართ ავტორიზაციის გვერდზე, სადაც პაროლის მითითება არ გახდა საჭირო, ვინაიდან იყო დამახსოვრებული. შესვლის შემდეგ ვხვდებით ბოტნეტის სამართავ პანელზე, სადაც სამართავი პანელის მარცხენა მხარეს განთავსებულ მენიუში არსებულ ჩამონათვალში ვნახულობთ გრაფას Download, რომლის გახსნის შემდგომ მოჩანს ვირუსული ფაილები, აღნიშნულიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადმოტვირთულ იქნა ფაილი სახელწოდებით ,,502“, რომელსაც დაედო პაროლი c---------. ა-–---------- კ--------–---ის მიერ J------ის მიმოწერაში ნანახი იქნა ტ--------ს სერვერის მისამართი და პაროლი, რაც შენახული იქნა საგანგებოდ შექმნილ ფაილში. აღნიშნული ფაილი, ასევე ფოლდერი სახელწოდებით ,,P--“ ვირუსული ფაილი სახელწოდებით ,,502”, ასევე დათვალიერების დროს დასურათებული ე.წ. სქრინშოტები ჩაწერილ იქნა ერთ ცალ კომპაქტ დისკზე.
2.14. ინტერნეტ-კომუნიკაციის საშუალება „ჯ-----ში“ მიმოწერებით დასტურდება, რომ პირი ვინც ხელმძღვანელობდა G----- კომპანიას იყენებს ჯ-----ს მეტსახელით n----1, n---, ასევე მიმოწერაში მონაწილეობს s-----------, p------, p-----------, K----, a-------- მიმოწერა ეხება სხვადასხვა კომპანიების საბანკო ანგარიშებზე შეღწევას და დაზარალებულების კუთვნილ თანხების ფარულად დაუფლებას.
2.15. აშშ-ს ი------–----------------------------–------------–-- განყოფილების მომართვით დანაშაულებრივი ორგანიზაციის G------ ვირუსის გამოძიებაში დახმარების თაობაზე, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის შესახებ გაერთიანებული ერების კონვენციის თანახმად, ა---------–-----------–--–-------ის ცენტრალური ხელისუფლება თხოვნით მიმართავს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარების აღმოჩენის მიზნით. ა---------–-----------–--–-------ის პ-----–-------–-----ის დასავლეთის ოლქის გენერალური პროკურორის სამსახური და გ---------------------–----- ბიურო (F--) (კოლექტიურად აშშ-ს ხელისუფლებად წოდებული) იძიებენ დანაშაულებრივი ორგანიზაციის ეჭვმიტანილ წევრებს, რომელთაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაზარალებულთა კომპიუტერების G----- ვირუსით ინფიცირებაში, დაზარალებულთა ბანკის ონლაინ რეჟიმში სარგებლობის უფლებამოსილების მონაცემების ქურდობა და დაზარალებულთა ონლაინ საბანკო ანგარიშიდან თაღლითური გზით ფულადი სახსრების გადმორიცხვები. ამ ორგანიზაციამ 2015 წლის ბოლოდან დღემდე C------ის ვირუსით დააზარალა ათიათასობით მომხმარებლის კომპიუტერი ა-------- შ-----------–-–-------ში, რამაც გამოიწვია ფაქტიურად მილიონობით დოლარის დაკარგვა და განხორციელდა მათი მითვისების მცდელობა. 2017 წლის მაისში აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისა და ამ გამოძიების განხილვის შედეგად, საქართველოს ხელისუფლებამ გამოავლინა საქართველოს მოქალაქე ა-–---------- კ--------–---ი, რომელიც ეჭვმიტანილ იქნა G------ის ვირუსის დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში. საქართველოს ხელისუფლებამ დამატებით გამოავლინა კიდევ სამი საქართველოს მოქალაქე, გ------ ა----------, ს------ მ------------ და მ------ კ----------ი, რომლებიც ეჭვმიტანილ იქნენ კ--------–---ის დანაშაულებრივ საქმიანობაში დახმარების გაწევაში. აშშ-ს ხელისუფლებას სურს ნებაყოფლობით ინტერვიუები ჩამოართვას კ--------–---ს, ა---------ს, მ------------სა და კ----------ს. გარდა ამისა, აშშს ხელისუფლება მოგმართავთ თხოვნით, რომ უფლება მიეცეთ დახმარება გაუწიონ საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის სპეციალისტებს კ--------–---ისათვის ადრე გაჩხრეკისას ჩამორთმეული ციფრული მტკიცებულების შემოწმების, შეფასებასა და კოპირებაში და ასევე უფლება მიეცეს აშშ-ს ხელისუფლებას დაიტოვოს ციფრული მტკიცებულების ასლი. ამ მტკიცებულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება აშშ-ს გამოძიების შემდგომი განვითარებისათვის და ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ კ--------–---ისა და მისი ჯგუფის წევრების შესაძლო სამართლებრივი დევნის შემდგომი წინსვლისათვის.
ფაქტობრივი მონაცემები: "G------" არის ვირუსი, რომელიც შექმნილია პირადი კონფიდენციალური და ფინანსური ინფორმაციის ქურდობის ავტომატიზირების მიზნით, როგორიცაა, ონლაინ რეჟიმში ბანკით სარგებლობის უფლებამოსილების მონაცემების ქურდობა ვირუსით ინფიცირებული კომპიუტერებიდან. ამის შემდეგ, დამნაშავეები იყენებენ ნაქურდალ ინფორმაციას, რომ შეაღწიონ დაზარალებულების საბანკო ანგარიშებზე ონლაინ რეჟიმში და მოახდინონ ფულის უნებართვო გადარიცხვის ოპერაციები დამნაშავეების მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე. უამრავი ბიზნესი დაზარალდა საბანკო ანგარიშებში თაღლითური შეჭრისაგან, რომლებიც განხორციელებულა G-------ის დანაშაულებრივი ორგანიზაციის მიერ. მაგალითად, 2016 წლის 11 აპრილს, P-- ბანკმა შეატყობინა აშშს ხელისუფლებას, რომ მათი ერთ-ერთი კორპორაციული მომხმარებლი N-------------., რომლის შტაბ-ბინაც მდებარეობს პ-----–-----ს ქალაქ კ------ში, დაზარალდა მის საბანკო ანგარიშებში თაღლითური შეჭრის შედეგად. ამ თაღლითური შეჭრის შედეგად განზრახული იყო N---------ის პ-----–-------–----- ქალაქ პ------------ P-- ბანკის ონლაინ ანგარიშიდან ბულგარეთის ქალაქ ს--------- კომერციული ბანკის A--- ანგარიშზე უნებართვო ფულადი გადარიცხვის მცდელობა $387,500 აშშ დოლარის ოდენობით. N--------'ის კომპიუტერის სასამართლო ექსპერტიზის შედეგად გამოვლინდა ამ კომპიუტერში (G------ ვირუსის კვალი. მიმთითებლის IP მისამართი (ანუ, შემომავალი IP მისამართი, რომელიც უნდა შეჭრილიყო P---ის ანგარიშზე), საიდანაც ინიცირებულ იქნა N---------ის მიმართ თაღლითური ქმედება, გამოვლენილ იქნა, როგორც G-------ის ადმინისტრაციული დაფის ჰოსტინგი, საიდანაც ხორციელდებოდა G------ის მიერ უამრავი რაოდენობის ანგარიშებში შეჭრა. 2016 წლის 8 სექტემბერს, ბულგარეთის კანონდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს ბულგარეთში მცხოვრები G-------ის ორგანიციის წევრის ძებნა (შემდგომში მოიხსენიება, როგორც ბ---–------–-). კვლევისას კანონდამცავი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოიძიეს ბ---–------–-ს ლეპტოპი კომპიუტერი, რომელიც შესული იყო G------ის ადმინისტრაციულ დაფაში. ადმინისტრაციული დაფა არის ინტერფეისი, რომელსაც ჰოსტინგს უწევს სერვერი და რომლის კონფიგურაცია შესაძლებლობას აძლევდა ბ---–------–სა და მის თანაშეთქმულებს დაენახათ G------ის ვირუსის შედეგად დაზარალებული პირები და ასევე ეხილათ ამ დაზარალებულთა კონფიდენციალური საბანკო ინფორმაცია. ამ ადმინისტრაციულმა დაფამ, საიდანაც განხორციელდა ანგარიშებში შეჭრითი თავდასხმები გამოავლინა G------ის მიერ უამრავი რაოდენობის დაზარალებულთა საბანკო ანგარიშები და ამ დაზარალებულთა ანგარიშში შესვლისათვის საჭირო უფლებამოსილებითი მონაცემები. ლეპტოპში აგრეთვე შენახული იყო მყისიერი შეტყობინებები ბ---–------–სა და C------ის დანაშაულებრივი ორგანიზაციის რამოდენიმე წევრს შორის. ერთ-ერთი პირი, რომელიც ხშირად ჩატაობდა ბ---–------–თან, ხმარობდა J------ის მეტსახელს n--- i--------- n---------------- n---1@---------- (d--------, "n---"). R------- შინაარსიდან ირკვევა, რომ პიროვნება მეტსახელად "n---" იყო G------ის ორგანიზაციის სავარაუდო ხელძღვანელი. დაცულ ჩეთებში, "n---" აწვდიდა ბ---–------–ს IP მისამართებს G------ის ადმინისტრაციული დაფისათვის და დაფაში შეღწევისათვის საჭირო ინსტრუქციებს. აშშს ხელისუფლებასთან შემდგომში მიცემული ინტერვიუს შედეგად, ბ---–------–მა დაადასტურა, რომ "n---" იყო G------ის შეთქმულთა მეთაური. გამოძიების მსვლელობისას, აშშს ხელისუფლებამ მოიპოვა G----- (ორგანიზაციის რამდენიმე წევრის მყისიერი შეტყობინებები. მრავალრიცხოვანი ჩეთები სხვა დანაშაულებრივ პირებთან ამყარებს იმის ვარაუდს, რომ "n---" ცხოვრობდა საქართველოს დედაქალაქ თბილისში ან მის შემოგარენში. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აშშ-ს ხელისუფლება შეუდგა საქართველოს ხელისუფლებასთან ინფორმაციის გაზიარებას, რათა გამოევლინა თუ ვინ იყო "n---." საქართველოს ხელისუფლებამ გამოავლინა დამნაშავეთა ჯგუფი (ა-–---------- კ--------–---ი, გ------ ა----------, ს------ მ------------ და მ------ კ----------ი), რომლებიც ცხოვრობდნენ თბილისში და ვარაუდობენ, რომ ამ ჯგუფში შედიოდა პიროვნება, მეტსახელად "n---". 2017 წლის 20 ივლისს, საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა კ---------–----ს, ა----------ს, მ------------სა და კ----------ის ჩხრეკა და მათგან მტკიცებულების ამოღება. საქართველოს ხელისუფლებამ მოიპოვა მტკიცებულება და აღიარება კ--------–---ის მიერ, რომ იგი არის იგივე "n---." კ--------–---ის ლეპტოპში არსებული მტკიცებულების შემოწმებისას, ხელისუფლება დადგა ტექნიკური გამოწვევების წინაშე, რადგან ლეპტოპში მუშაობდა რამდენიმე დაყოფილი და ცალ-ცალკე დაცული ვირტუალური ტექნიკა. აქედან გამომდინარე, საქართველოსა და აშშ-ს ხელისუფლება მორიგდნენ, რომ თავ-თავიანთი მეცნიერები კომპიუტერის დარგში და სასამართლო ექსპერტიზის სპეციალისტები ერთმანეთს გაუწევდნენ კონსულტაციას ტექნიკური გამოწვევების გადალახვის მიზნით.
გამოსაძიებელი პირები: ა-–---------- კ--------–---ი - მოქალაქეობა: საქართველო დაბ. 2-------ი, 1---წ. მისამართი: ბ-------------–--------------–---------------, თბილისი ტელეფონი: (-------------5; 2. გ------ ა---------- მოქალაქეობა: საქართველო, დაბ. 2-------ი, 1---წ. მისამართი: საქართველო ბინა. 1--------–---------------–--------------- თბილისი, ტელეფონი: (9-------------; 3. ს------ მ------------ მოქალაქეობა: საქართველო, დაბ. 1--------------–- მისამართი: საქართველო ბინა.1----------------------–--------- თბილისი ტელეფონი: (---------------; 4. მ------ კ----------ი მოქალაქეობა: საქართველო, დაბ. 1-------ი, 1---წ.
დახმარების თხოვნის სახეობა: ინტერვიუები გთხოვთ გამოართვით ნებაყოფლობითი ინტერვიუ ა-–---------- კ---------–---ს, გ------ ა---------ს, ს------ მ------------სა და მ------ კ----------ს G----- ვირუსის დანაშაულებრივ ორგანიზაციასა და მის კიბერდანაშაულებრივ ქმედებებში მათი მონაწილეობის შესახებ. გთხოვთ ნება დართოთ F---სა და ა---------–-----------–--–-------ის პ-----–-------–-----ის დასავლეთის ოლქის პროკურორის თანამშრომლებს დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღონ ამ ინტერვიუებში. დანართი A მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მათთვის დასასმელი შეკითხვებით.
II. კომპიუტერული მტკიცებულება: გთხოვთ მისცეთ ნებართვა იმ F---ის თანამშრომლებს, რომლებსაც საკმაო კვალიფიკაცია გააჩნიათ ციფრული მტკიცებულების ანალიზსა და მოგროვებაში, დახმარება გაუწიონ ქართველ ექსპერტებს იმ ციფრული მტკიცებულებების წვდომასა და კოპირებაში, რომლებიც შეგროვებულ იქნა ა-–---------- კ--------–---ისა და მისი ელექტრონული მოწყობილობების ჩხრეკის შედეგად. გთხოვთ მისცეთ ნებართვა აშშ-ს ხელისუფლებას დაიტოვოს ამ ციფრული მტკიცებულების ასლები იმისათვის, რომ შეძლოს მტკიცებულების შემდგომი ანალიზი ა-------- შ-----------–-–-------ში.
პროცედურების დაცვა: გთხოვთ მიმართოთ საქართველოს კომპეტენტურ ხელისუფლებას, რომლებსაც ევალებათ ამ სათხოვარის აღსრულებაში მოყვანა, რომ დაიცვან ქვემოთ მითითებული პროცედურები.
2.16. აშშ ი------–---------------------------------------------–----- ბიუროს მომართვის თანახმად, წარდგენილი იქნა J------ის ქსელში არსებული მიმოწერა, რომლის ქართულენოვანი თარგმანის მიხედვით ირკვევა ა-–---------- კ--------–---ს, მ------ კ----------ს და მათი თანამზრახველებს თუ როგორ უნდა ჩაედინათ დანაშაული. მიმოწერა ხორციელდება ონლაინ ჯ-----ები მომხმარებლებს შორის ,,s---------------------, ----------------------, ------------, -------------, n----1, -------------, --------------- და ----------------. ასევე გ------ კ---------- კომპიუტერიდან ამოღებული მიმოწერით დგინდება, რომ ა-–---------- კ--------–---ი, მისი თანამზრახველების მეშვეობით თუ როგორ გეგმავდა და ჩადიოდა დანაშაულს.
2.17. კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად, მყარი დისკიდან სერიული ნომრით ,,S-------------” ამოღებული იქნა საქაღალდე სახელწოდებით ,,p--”, ფაილი სახელწოდებით ,,502“ და სამი ფაილი სახელწოდებით ,,502_new”. ვირტუალური მყარი დისკიდან სახელწოდებით ,,Windows 7” ამოღებული იქნა 24 ფაილი სახელწოდებით ,,502“. ვირტუალური მყარი დისკიდან სახელწოდებით ,,windows 10” ამოღებული იქნა ბრაუზერიდან IP მისამართზე ,,h-------------------” წვდომის ამსახველი ჩანაწერები და საქაღალდე სახელწოდებით ,,P---.
2.17.1. აღნიშნული დასკვნების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- კ-------–---–მა.
2.18 დაზარალებულად ცნობის დადგენილებების თანახმად:
1) დაზარალებული - A------- L----------ი. (დაზარალებულის საბანკო ანგარიშიდან თანხა 32,340 აშშ დოლარი გადარიცხეს, მაგრამ კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა.)
2) დაზარალებული - W--------------------ი (დაზარალებულის საბანკო ანგარიშიდან თანხა 217,440 აშშ დოლარი გადარიცხეს, მაგრამ კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა.)
3) დაზარალებული - შპს B----------------ი (დაზარალებულის საბანაკო ანგარიშიდან მოახერხეს თანხის 97 520 აშშ დოლარის გადარიცხვა, საიდანაც ნაწილი თანხა 21 341.88 აშშ დოლარი უკან დაუბრუნდა დაზარალებულს. დამნაშავეები დაეუფლნენ 76,178.12 აშშ დოლარს).
4) დაზარალებული - „პ---------------–--------------“-ი (დაზარალებულის საბანკო ანგარიშიდან თანხა 114 144.68 აშშ დოლარი გადარიცხეს, მაგრამ კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა).
5) დაზარალებული - S------------------------------------------------------ (S------)-ი (დაზარალებულის საბანკო ანგარიშიდან თანხები 29,500 აშშ დოლარის და 78 800 აშშ დოლარის ოდენობით გადარიცხეს, მაგრამ კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა).
6) დაზარალებული C-------------------------------ი (დაზარალებულის საბანკო ანგარიშიდან თანხის 70 000 აშშ დოლარის გადარიცხვის მცდელობა, კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა).
7) დაზარალებული - T------------------------ი (დაზარალებულის საბანკო ანგარიშიდან მოახერხეს 394,777 აშშ დოლარის გადარიცხვა, რომლიდანაც დაეუფლნენ 199,777 აშშ დოლარს, ხოლო დანარჩენი თანხის დაბლოკვა ბანკმა მოასწრო კომპანიის მოთხოვნით).
8) დაზარალებული - I-------------------------ი (დაზარალებულის საბანკო ანგარიშიდან თანხის 92,500 _92,500 აშშ დოლარის გადარიცხვის მცდელობა, კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა.)
9) დაზარალებული - M------------------------ი (დაზარალებულის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხეს და დაეუფლნენ 41 000 აშშ დოლარს).
საერთო ჯამში ა-–---------- კ--------–---ი, მ------ კ----------ი, კ--------- ნ-----–---ი და გამოძიებით დაუდგენელი პირები შეეცადნენ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ 1 260 521.69 აშშ დოლარს, საიდანაც მოახერხეს დაუფლებოდნენ 316 955.12 აშშ დოლარს, ხოლო ბანკებმა მოახერხეს შეეჩერებინათ 943 566.57 აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადარიცხვა.
2.19. სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ა-–---------- კ--------–---ი ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ა-–---------- კ--------–---ს შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. ამჟამად, ა-–---------- კ--------–---ს აღენიშნება ფსიქიკის დროებითი აშლილობა - ისტერიული ფსიქოზი (კოდი - F44; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ა-–---------- კ--------–---ი ფსიქიკურად დაავადდა დანაშაულის ჩადენის შემდგომ და მის ფსიქიკურ აშლილობას არ ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა-–---------- კ--------–---ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად ა-–---------- კ--------–---ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური მდგომარეობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა-–---------- კ--------–---ს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით ამჟამად ა-–---------- კ--------–---ი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ა-–---------- კ--------–---მა უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდებულია ა-------------–---–--------–------------------------------–----------------–- ცენტრი; ხ---- - ქ--------), არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.
2.20. ა-–---------- კ--------–---ის ადვოკატის პოზიციით ა-–---------- კ--------–---ს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება; საქმეში არ არსებობს პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მის ბრალს. ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში ა-–---------- კ--------–---ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
2.21. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
2.22. სასამართლომ შეაფასა რა ა-–---------- კ--------–---ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა-–---------- კ--------–---ის ბრალდებას. კერძოდ:
2.22.1. ბრალდებულმა მ------ კ----------მა თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ამასთანავე მისცა ა-–---------- კ--------–---ის წარდგენილ ბრალდებაში მამხილებელი ჩვენება. მ------ კ----------ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლიდან მ------ კ----------ი და ა-–---------- კ--------–---ი, ამ უკანასკნელის მიერ შემუშავებული სქემის შესაბამისად კომპიუტერული სისტემებით და პროგრამებით ახდენდნენ საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოპარვას.
2.22.2. ბრალდებულ მ------ კ----------ის, მოწმეების რ---- ჰ----–-------ის, კ--------- ნ-----–---ის, ა---- პ-----ის და სხვათა ჩვენებებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ------ კ----------ის ,,J-----”-ში მომხმარებლის სახელი იყო ,,p------’’-ი, ხოლო ა-–---------- კ--------–---ი დარეგისტრირებული იყო მომხმარებლის სახელებით ,,n---” და ,,n----1”.--------------------
2.22.3. ბრალდებულ მ------ კ----------ის ჩვენების სისწორეს ადასტურებს მოწმე კ--------- ნ-----–---ის ჩვენება, რომელიც არის ბულგარეთის მოქალქე და რომელმაც მ------ კ----------თან და ა-–---------- კ--------–---თან ერთად განახორციელა აღნიშნული კიბერ დანაშაული. კერძოდ, კ--------- ნ-----–---ს მ------ კ----------ის და ა-–---------- კ--------–---ის მეშვეობით ჰქონდა წვდომა დაზარალებულთა საბანკო ანგარიშებზე, საიდანაც ახორციელებდა სხვადასხვა ანგარიშებზე თანხების გადარიცხვას. კ--------- ნ-----–---ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ამ დანაშაულის ორგანიზატორი იყო ა-–---------- კ--------–---ი, რომელიც ინტერნეტ ჩათში დარეგისტრირებული იყო მომხმარებლის სახელით ,,n---”, კიბერ დანაშაულის გზით მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად დაუფლებული თანხების განაწილება ამ დანაშაულში მონაწილე პირებს შორის ხდებოდა კრიპტო ვალუტის ბიტკოინების მეშვეობით.
2.22.4. ა––-----------------------–---- ბიუროს ექსპერტის მოწმე რ---- ჰ----–-------ის ჩვენებით, რომელიც სრულ შესაბამისობაშია მოწმე ბ------ ს-------ს, ბრალდებულ მ------ კ----------ის და მოწმე კ--------- ნ-----–---ის ჩვენებებთან სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მის მიერ შესწავლილ იქნა ბრალდებულების მიერ შემუშავებული სქემა და გამოვლენილ იქნა ის დაზარალებულები, რომლებსაც ბრალდებულების მიერ ,,G-----”-ის ვირუსის გამოყენების გზით მიადგათ დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. აშშ-ს ექსპერტების და საგამოძიებო ჯგუფის მიერ მოხდა გარკვეული დაზარალებულების იდენტიფიცირება, რომელთა ნაწილი იმყოფებოდა აშშ-ში, პ-----–-------–-----ში. აღნიშნულმა მოწმეებმა პირდაპირ ამხილეს ბრალდებულები ა-–---------- კ--------–---ი და მ------ კ----------ი კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შენახვა, გამოყენება, გავრცელებასა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევაში, რაც მიზნად ისახავდა დაზარალებულის კომპიუტერიდან საბანკო ანგარიშების მონაცემების გაგების გზით, მათ კუთვნილი თანხების ფარულად დაუფლებას, რაც, რომ არა ბანკის თანამშრომლების მიერ გადარიცხვების შეჩერება, ბრალდების დადგენილებაში მითითებული ცხრავე ეპიზოდთან დაკავშირებით, ბოლომდე სისრულეში იქნებოდა მიყვანილი.
2.22.5.ა-–---------- კ--------–---ის და მ------ კ----------ის ბინების ჩხრეკის ოქმებით, ამოღებული ლეპტოპებით და მეხსიერების ბარათების დათვალიერებით, ინტერნეტ-კომუნიკაციის საშუალება „ჯ-----ში“ მიმოწერებით, შპს ,,მ----------ს“ და შპს ,,კ-------------–----ს“ წერილებით და საქმის სხვა მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-–---------- კ--------–---ი და მ------ კ----------ი სხვა პირებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ახდენდნენ კომპიუტერული პროგრამების უნებართვო დამზადება, შენახვას და გავრცელებას კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შენახვა, გამოყენება გავრცელების მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევით, რა გზითაც ახდენდნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშშ-ს მოქალაქეების საბანკო ანგარიშებიდან ფარულად თანხების დაუფლებას. აღნიშნულ ფაქტს ასევე ადასტურებს სამართლებრივი დახმარებით მიღებული მიმოწერები აშშ ი------–---------------------------------------------–----- ბიუროსთან და ჩატარებული გამოძიების მონაცემები, ამერიკიდან გადმოგზავნილი დაზარალებულის წარმომადგენლების გამოკითხვები და სხვა დოკუმენტები, რომელთა ავთენტურობა დაადასტურებს რ---- ჰ----–-------მა და ბ------ ს-------მა, ასევე გამომძიებლებმა ა-–---------- ჩ--------–მა, გ------- ბ--------ემ, გ------ ი------–---–მა, ი-----–- შ--–--–---–მა და ზ------ კ------ემ.
2.22.6. წარმოდგენილი მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ------ კ----------ის, ა-–---------- კ--------–---ის და სხვა პირების ქმედების შედეგად ზიანი მიადგათ შემდეგ ა---------– კომპანიებს: A------- L----------ი. (დაზარალებულის საბანკო ანგარიშიდან თანხა 32,340 აშშ დოლარი გადარიცხეს, მაგრამ კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა.; W--------------------ი (დაზარალებულის საბანკო ანგარიშიდან თანხა 217,440 აშშ დოლარი გადარიცხეს, მაგრამ კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა.); შპს B----------------ი (დაზარალებულის საბანაკო ანგარიშიდან მოახერხეს თანხის 97 520 აშშ დოლარის გადარიცხვა, საიდანაც ნაწილი თანხა 21 341.88 აშშ დოლარი უკან დაუბრუნდა დაზარალებულს. დამნაშავეები დაეუფლნენ 76,178.12 აშშ დოლარს); „პ---------------–--------------“-ი (დაზარალებულის საბანკო ანგარიშიდან თანხა 114 144.68 აშშ დოლარი გადარიცხეს, მაგრამ კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა); S------------------------------------------------------ (S------)-ი (დაზარალებულის საბანკო ანგარიშიდან თანხები 29,500 აშშ დოლარის და 78 800 აშშ დოლარის ოდენობით გადარიცხეს, მაგრამ კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა); C-------------------------------ი (დაზარალებულის საბანკო ანგარიშიდან თანხის 70 000 აშშ დოლარის გადარიცხვის მცდელობა, კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა); T------------------------ის (დაზარალებულის საბანკო ანგარიშიდან მოახერხეს 394,777 აშშ დოლარის გადარიცხვა, რომლიდანაც დაეუფლნენ 199,777 აშშ დოლარს, ხოლო დანარჩენი თანხის დაბლოკვა ბანკმა მოასწრო კომპანიის მოთხოვნით); I-------------------------ის (დაზარალებულის საბანკო ანგარიშიდან თანხის 92,500 _92,500 აშშ დოლარის გადარიცხვის მცდელობა, კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა.); M------------------------ის (დაზარალებულის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხეს და დაეუფლნენ 41 000 აშშ დოლარს).
საერთო ჯამში ა-–---------- კ--------–---ი, მ------ კ----------ი, კ--------- ნ-----–---ი და გამოძიებით დაუდგენელი პირები შეეცადნენ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ 1 260 521.69 აშშ დოლარს, საიდანაც მოახერხეს დაუფლებოდნენ 316 955.12 აშშ დოლარს, ხოლო ბანკებმა მოახერხეს შეეჩერებინათ 943 566.57 აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადარიცხვა.
2.22.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ კიბერდანაშაული, რომლის ჩადენაც ბრალად ედება ა-–---------- კ--------–---ს, საკმაოდ გავრცელებული დანაშაულია, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ, მისი ჩადენა ხდება განზრახ. ამასთან, კომპიუტერულ ინფორმაციასთან უნებართვოდ შეღწევამ და მისმა არამართლზომიერად გამოყენებამ შეიძლება მრავალი მავნე შედეგი გამოიწვიოს, მათ შორის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. კიბერდანაშაული აქტიურად გავრცელებულია საბანკო და საფინანსო სფეროში, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში აქვს ადგილი. კერძოდ, ა-–---------- კ--------–---ის ხელმძღვანელობით შეიქმნა ორგანიზებული ჯგუფი, რომლებსაც განაწილებული ჰქონდათ როლები და კომპიუტერული სისტემის მეშვეობით ახდენდნენ საბანკო სისტემიდან ფარულად თანხების დაუფლებას.
2.23. ზ/აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდებულმა ა-–---------- კ--------–---მა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული პროგრამის უნებართვო დამზადება, შენახვა და გავრცელება სსკ-ის 284-ე მუხლით და 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის მიზნით; მანვე ჩაიდინა კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შენახვა, გამოყენება და გავრცელება; მანვე ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-–---------- კ--------–---მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული პროგრამის უნებართვო დამზადება, შენახვა და გავრცელება სსკ-ის 284-ე მუხლით და 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის მიზნით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შენახვა, გამოყენება და გავრცელება, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; მანვე ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა-–---------- კ--------–---ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ა-–---------- კ--------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.
4.2. ა-–---------- კ--------–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ა-–---------- კ--------–---ს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე კიბერდანაშაულის ჩადენაში, რომელიც ატარებს ტრანსნაციონალურ ხასიათს და საფრთხეს უქმნის მსოფლიო საბანკო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ბანკში დაცულ საკუთრებას.
5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ა-–---------- კ--------–---ს უნდა დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ა-–---------- კ--------–---მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
5.5. ამასთან, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ დანაშაული შერაცხადმა პირმა ჩაიდინა, მაგრამ იგი ფსიქიკურად დაავადდა განაჩენის გამოტანამდე, რის გამოც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას, პირი სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს გამოჯანმრთელებამდე მოიხდის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში. სასამართლო მხედველობაში იღებს რა სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც, ა-–---------- კ--------–---ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში, რის გამოც სასამართლო ა-–---------- კ--------–---ს გამოჯანმრთელებამდე დანიშნული სასჯელის მოხდას განუსაზღვრავს შპს ,,ა-------------–---–--------------------------------–----------------– ცენტრში‘‘ (ხ-----ქ--------).
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც, თუ პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში და იგი გამოჯანმრთელდება მის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადის განმავლობაში, რაც დასტურდება ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნით, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ აღნიშნულის შესახებ უნდა შეატყობინოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რომელიც ვალდებულია, უზრუნველყოს მსჯავრდებულის დაუყოვნებლივ გადაყვანა შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება სასჯელის საერთო ვადაში.
6.საპროცესო შეთანხმების არსი ბრალდებულ მ------ კ----------ის მიმართ.
6.1. 2019 წლის 11 დეკემბერს გაფორმდა საპროცესო შეთანხმების ოქმი სახელმწიფო ბრალმდებელს, საქართველოს გ-------–------------------------------------------ს პროკურორ მ------ გ---------–---სა და ბრალდებულ მ------ კ----------ს და მის ადვოკატ ვ------- კ--–----ეს შორის.
6.2. 2019 წლის 11 დეკემბერს საქართველოს გ-------–------------------------------------------ს პროკურორმა მ------ გ---------–---მა სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და ბრალდებულ მ------ კ----------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
6.3. მ------ კ----------ის ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
ა-–---------- კ--------–---ი, რომელიც დაინტერესებული იყო ე.წ „ფიშერული“ (ავტორიზაციის მონაცემების უნებართვო მოპოვება) გზით ა---------–- ბანკების მომხმარებელთა თანხების ქურდობით, 2016 წელს დაუკავშირდა თავის ბავშვობის მეგობარს მ------ კ----------ს, რომელსაც გააჩნდა ცოდნა საინფორმაციო-ტექნოლოგიებში და შესთავაზა ჰიბრიდული ვირუსის (მავნე კოდის) სახელით ,,G-----“ მოდიფიცირება და ა---------– ბანკებზე მორგება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ფართო საბანკო სექტორის ინტერნეტბანკის მომხმარებლების ანგარიშებზე წვდომის პარამეტრების მოპოვება, მეტი ფარულობით. თუმცა ვინაიდან მ------ კ----------მა არასაკმარისი ცოდნის გამო ეს ვერ მოახერხა, ა-–---------- კ--------–---მა სხვა გზით მოიპოვა წვდომა ვირუსის ადმინ პანელზე, სადაც ა-–---------- კ--------–---ი და მ------ კ----------ი პერიოდულად ათავსებდნენ ვირუსულ ფაილებს, რაც დანომრილი იყო 502 დან 520 ჩათვლით.
იმ მიზნით, რომ კომპიუტერულ მოწყობილობაში გააქტიურებულ ანტივირუსულ პროგრამას ის არ აღექვა, როგორც ვირუსი, კ--------–---ს მოძიებული ჰყავდა ე.წ. კრიპტერები (დამშიფრავები), რომელიც ახდენდა ვირუსის დაშიფვრას. აღნიშნული პირები გაცნობილი ყავდა სხვადასხვა ჰაკერულ ფორუმებზე მათი ნიკნეიმებით და ინტერნეტ-კომუნიკაციის საშუალება „ჯ-----ში“ უკვე არსებული ნაცნობების რეკომენდაციით. თუმცა იმისთვის, რომ კრიპტერს ვირუსზე წვდომა მოეპოვებინა, მ------ კ----------მა კ--------–---ის დავალებით, ინტერნეტის მეშვეობით გაცნობილ, უკრაინის მოქალაქე გ------ კ----------გან იქირავა სერვერი, სადაც თავად კ----------ი ან კ--------–---ი ვირუსულ ადმინ პანელზე ნანახ ვირუსს ტვირთავდნენ, რათა ის ხელმისაწვდომი გამხდარიყო ე.წ. კრიპტერისათვის. ამის შემდგომ კ--------–---ი უგზავნიდა კრიპტერს ინტერნეტ მისამართს, სადაც იყო ატვირთული ვირუსი. კრიპტერი ახდენდა ვირუსული ფაილის დაშიფვრას და უკან იმავე მისამართზე ტვირთავდა დაკრიპტული სახით.
ამასთანავე, კ--------–---ს სხვადასხვა ჰაკერულ ფორუმებზე და ინტერნეტ-კომუნიკაციის საშუალება „ჯ-----ში“ უკვე არსებული ნაცნობების რეკომენდაციით მოძიებული ჰყავდა ე.წ. სპამერები (ვირუსის გამავრცელებელი), რომელთაც ავალებდა ვირუსის გავრცელებას. სპამერის მიერ დაგზავნილი შეტყობინებები აღწევდა ადრესატამდე (პოტენციურ დაზარალებულამდე). მომხმარებელი ხსნიდა რა შეტყობინებებს, მისდა გაუცნობიერებლად მავნე კოდით ინფიცირდებოდა კომპიუტერული მოწყობილობა, რა დროსაც ვირუსის ადმინ პანელზე დაინფიცირებულ კომპიუტერულ მოწყობილობას ენიჭებოდა საიდენტიფიკაციო ნომერი, ხოლო იქვე აისახებოდა ფაილის სახით დაინფიცირებული კომპიუტერის ლოგ ჩანაწერები. ვირუსი იმახსოვრებდა დაზარალებულის კომპიუტერის ბრაუზერში მითითებულ ინფორმაციას, მათ შორის ავტორიზაციის გრაფებში მითითებულ ინფორმაციას, რომელიც ლოგ ჩანაწერების სახით აისახებოდა ვირუსის ადმინ პანელზე.
ა-–---------- კ--------–---ს სხვადასხვა ჰაკერულ ფორუმებზე და ინტერნეტ-კომუნიკაციის საშუალება „ჯ-----ში“ უკვე არსებული ნაცნობების რეკომენდაციით მოძიებული ჰყავდა ე.წ. თანხის გადამრიცხავები, მათ შორის ბულგარეთის მოქალაქე კ--------- ნ-----–---ი, რომელიც ვირუსის ადმინ პანელზე განთავსებულ ლოგ ჩანაწერებში ნახულობდა დაზარალებულების ინტერნეტ ბანკის გვერდზე წვდომის პარამეტრებს, რომლის მეშვეობითაც უნებართვოდ აღწევდა მათ ანგარიშზე, საიდანაც თანხას ხსნიდა და რიცხავდა ე.წ. დროპერის (თანხის გამნაღდებელი) ანგარიშზე, რომლებიც ასევე მოძიებული ჰყავდა სხვადასხვა ჰაკერულ ფორუმებზე და ინტერნეტ-კომუნიკაციის საშუალება „ჯ-----ში“ უკვე არსებული ნაცნობების რეკომენდაციით.
იმ შემთხვევაში თუ თანხის გადამრიცხავი ლოგებში ვერ ნახულობდა მომხმარებლის ავტორიზაციის პარამეტრებს, კ--------–---ის დავალებით აღნიშნულს ეძებდა კ----------ი, ვინაიდან მას შეეძლო მარტივად მოეხდინა ინფორმაციის ძიება, რომელსაც მოგვიანებით უგზავნიდა თანხის გადამრიცხავს ან ა-–---------- კ--------–---ს. მას შემდეგ, რაც თანხის გადამრიცხავი შედიოდა სხვის ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე, თანხას რიცხავდა ე.წ. დროპერების ანგარიშზე.
ე.წ. ,,დროპერი’’ ანაღდებდა გადარიცხულ თანხას და გამოჰქონდა ფული ბანკიდან. მას შემდგომ რაც ,,დროპერი’’ გაანაღდებდა თანხას, იგი კრიპტოვალუტის სახით რიცხავდა თანხას კ--------–---ის მიერ საგანგებოდ შექმნილ ელექტრონული საფულის ანგარიშზე. ფულის განაწილება ა-–---------- კ--------–---ის და მ------ კ----------ის მიერ ხდებოდა წინასწარი შეთანხმებისამებრ - ა-–---------- კ--------–---ს, მ------ კ----------ს, თანხის გამნაღდებელს(დროპერს), კრიპტოლოგს, გადამრიცხავს და ვირუსის გამავრცელებელს (სპამერს) შორის. ზემოთ მითითებული სქემით ა-–---------- კ--------–---მა და მ------ კ----------მა ბულგარეთის მოქალაქე კ--------- ნ-----–---თან და სხვა გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად უნებართვოდ შეაღწიეს სხვადასხვა კომპანიების საბანკო ანგარიშებზე და ფარულად დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ თანხებს;
კერძოდ: 1) 2015 წლის ნოემბერში ა-–---------- კ--------–---მა მ------ კ----------თან, კ--------- ნ-----–---თან და სხვა პირებთან წინასწარი შეთანხებით ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიაში A------- L----------ში მეილით გააგზავნა ვირუსული ლინკი, თითქოს აღნიშნული მეილი იყო ა-------- ბანკისაგან. კომპანიის თანამშრომელმა ჩათვალა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მეილი და სცადა მისი გახსნა, რამაც გამოიწვია კომპიუტერის დაინფიცირება. რის შედეგადაც ა-–---------- კ--------–---ი უნებართვოდ დაეუფლა კორპორაციის კუთვნილ ინტერნეტ ბანკის მონაცემებს. აღნიშნული მონაცემების დაუფლების შემდეგ, 2015 წლის 02 ნოემბერს(ორჯერ), აგრეთვე, 05 და 06 ნოემბერს, უნებართვოდ შეაღწია ამავე კომპანიის საბანკო ანგარიშზე და შეეცადა იქ არსებული თანხა 32,340 აშშ დოლარი კ--------- ნ-----–---ის მეშვეობით გადაერიცხა D---------------ის „ს----------ს“ ანგარიშზე N----------, J-----------------e-ის J----ის ანგარიშზე N--------- და B------------ და D------------------- ბანკის ანგარიშზე N----------, თუმცა კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა.
2) 2016 წლის 11 თებერვლიდან 25 თებერვლამდე პერიოდში ა-–---------- კ--------–---მა მ------ კ----------თან, კ--------- ნ-----–---თან და სხვა პირებთან წინასწარი შეთანხებით ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიაში W--------------------ში გააგზავნა ვირუსული ლინკი http://i---------------------------------------------------.doc, თითქოს აღნიშნული მეილი იყო ა-------- ბანკისაგან და შეიცავდა ბმულს სახელად "I---------------9.doc". კომპანიის თანამშრომელმა ჩათვალა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მეილი და სცადა მისი გახსნა, რამაც გამოიწვია კომპიუტერის დაინფიცირება. 2016 წლის თებერვალში თანამშრომელმა სცადა „უ--–----------“ ონლან საბანკო ანგარიზე შესვლა, რაც ვერ მოახერხა, რა დროსაც ა-–---------- კ--------–---ი უნებართვოდ დაეუფლა W--------------------ის კუთვნილ ინტერნეტ ბანკის მონაცემებს. აღნიშნული მონაცემების დაუფლების შემდეგ, 2016 წლის 25 თებერვალს უნებართვოდ შეაღწია საბანკო ანგარიშზე და შეეცადა იქ არსებული თანხა 217,440 აშშ დოლარი კ--------- ნ-----–---ის მეშვეობით გადაერიცხა ლატვიაში რეგისტრირებული კომპანიის „ლ---------------------ს“ N------------ს ანგარიშზე N L---------------------------, თუმცა კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა.
3) 2016 წლის 16 თებერვალს ა-–---------- კ--------–---მა, მ------ კ----------თან და კ--------- ნ-----–---თან წინასწარი შეთანხებით, ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიაში შპს B----------------ში გააგზავნა კ--------- ნ-----–---ის და მ------ კ----------ის მიერ დამუშავებული ვირუსული ლინკი (http://www.b------------------------------------.doc) სახელწოდებით „გადასახადის გადახდის ინვოისის დაჩქარება", კომპანიის ბუღალტერმა ლ----- ე--- ჩათვალა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მეილი და სცადა მისი გახსნა, რამაც გამოიწვია კომპიუტერის დაინფიცირება. 2016 წლის 25 თებერვალს ლ----- ე--- სცადა „ა-------- ბანკის“ ონლაინ ბანკინგში შესვლა, შესვლის მცდელობის დროს მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება ა-------- ბანკისაგან, უსაფრთხოების კოდით. ლ----- ე--- ჩათვალა, რომ ეს იყო ახალი უსაფრთხოების დებულებების ნაწილი, ამიტომ შეიყვანა უსაფრთხოების კოდი კომპიუტერში, რა დროსაც ა-–---------- კ--------–---ი უნებართვოდ დაეუფლა შპს B----------------ის კუთვნილ ინტერნეტ ბანკის მონაცემებს. აღნიშნული მონაცემების დაუფლების შემდეგ 2016 წლის 25 თებერვალს უნებართვოდ შეაღწია კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 97 520 აშშ დოლარი კ--------- ნ-----–---ის მეშვეობით გადარიცხა კორპორაცია „კ----ს“ კუთვნილ, 3--------------–--------------სში მდებარე „ს--------- ბანკის“ ანგარიშზე N----------. საიდანაც ბანკის მეშვეობით უკან დაბრუნდა 21 341.88 აშშ დოლარი, ხოლო ა-–---------- კ--------–---ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 76,178.12 აშშ დოლარს, რაც შეთანხმებისამებრ გადაანაწილა ჯგუფის წევრებს შორის.
4) 2016 წლის 18-დან 25 თებერვლამდე პერიოდში ა-–---------- კ--------–---მა მ------ კ----------თან, კ--------- ნ-----–---თან და სხვა პირებთან წინასწარი შეთანხებით ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიაში „პ---------------–--------------“-ში მეილით გააგზავნა ვირუსული ლინკი, i--------------.doc, თითქოს აღნიშნული მეილი იყო „ა-------- ბანკისაგან“. პროექტის ადმინისტრატორმა მ----- კ----მა ჩათვალა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მეილი და სცადა მისი გახსნა, რამაც გამოიწვია კომპიუტერის დაინფიცირება. რის შედეგადაც ა-–---------- კ--------–---ი უნებართვოდ დაეუფლა კორპორაციის კუთვნილ ინტერნეტ ბანკის მონაცემებს. აღნიშნული მონაცემების დაუფლების შემდეგ 2016 წლის 25 თებერვალს უნებართვოდ შეაღწია საბანკო ანგარიშზე და შეეცადა იქ არსებული თანხა 114 144.68 აშშ დოლარი კ--------- ნ-----–---ის მეშვეობით გადაერიცხა D- „ს---------------–------ის“ „ა-------- ბანკის“ ანგარიშზე N------------, თუმცა კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა.
5) 2016 წლის 16 მარტს ა-–---------- კ--------–---მა მ------ კ----------თან, კ--------- ნ-----–---თან და სხვა პირებთან წინასწარი შეთანხებით ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიის S------------------------------------------------------ (S------)-ის კუთვნილ მეილზე გააგზავნა ვირუსული ლინკი, რომლის გახსნის შემდეგ დაინფიცირდა კომპანიის კომპიუტერული სისტემა. როდესაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა S------------მა სცადა კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გადასახადების გადახდა და შეიყვანა ინტერნეტ ბანკის მონაცემები, აღნიშნულ მონაცემებს უნებართვოდ დაეუფლა ა-–---------- კ--------–---ი, რის შემდეგაც 2016 წლის 25 მარტს უნებართვოდ შეაღწია საბანკო ანგარიშზე და შეეცადა იქ არსებული თანხა 29,500 აშშ დოლარი კ--------- ნ-----–---ის მეშვეობით გადაერიცხა S--------------- -ის კუთვნილ „ს---------ს“ ანგარიშზე N----------, ხოლო 78 800 აშშ დოლარის გადარიცხვა საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის შპს „თ-------–---------------------ის“ სს „ზ-------------ს“ ანგარიშზე N G---------------------- თუმცა ს------- ფ------მა მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა.
6) 2016 წლის მარტში ა-–---------- კ--------–---მა მ------ კ----------თან, კ--------- ნ-----–---თან და სხვა პირებთან წინასწარი შეთანხებით ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიის C-------------------------------ის კუთვნილ მეილზე გააგზავნა ვირუსული ლინკი, რომლის გახსნის შემდეგ დაინფიცირდა კომპანიის კომპიუტერული სისტემა. როდესაც კომპანიის თანამშრომელმა სცადა კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გადასახადების გადახდა და შეიყვანა ინტერნეტ ბანკის მონაცემები, აღნიშნულ მონაცემებს უნებართვოდ დაეუფლა ა-–---------- კ--------–---ი, რის შემდეგაც 2016 წლის 25 მარტს უნებართვოდ შეაღწია საბანკო ანგარიშზე და შეეცადა იქ არსებული თანხა 70 000 აშშ დოლარი კ--------- ნ-----–---ის მეშვეობით გადაერიცხა საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის შპს „თ-------–---------------------ის“ სს „ზ-------------ს“ ანგარიშზე N G---------------------- თუმცა კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა.
7) 2016 წლის 14 მარტს პერიოდში ა-–---------- კ--------–---მა მ------ კ----------თან, კ--------- ნ-----–---თან და სხვა პირებთან წინასწარი შეთანხებით ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიაში T------------------------ში მეილით გააგზავნა ვირუსული ლინკი, თითქოს აღნიშნული მეილი იყო „ა-------- ბანკისაგან“. კომპანიის თანამშრომელმა ჩათვალა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მეილი და სცადა მისი გახსნა, რამაც გამოიწვია კომპიუტერის დაინფიცირება. რის შედეგადაც ა-–---------- კ--------–---ი უნებართვოდ დაეუფლა კორპორაციის კუთვნილ ინტერნეტ ბანკის მონაცემებს. აღნიშნული მონაცემების დაუფლების შემდეგ 2016 წლის 30 მარტს უნებართვოდ შეაღწია საბანკო ანგარიშზე და შეეცადა იქ არსებული თანხა 394,777 აშშ დოლარი კ--------- ნ-----–---ის მეშვეობით გადაერიცხა საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის შპს „თ-------–---------------------ის“ საბანკო ანგარიშზე, საიდანაც 199,777 აშშ დოლარი გადაირიცხა კომპანიის კუთვნილ სს „ბ-----------ს“ ანგარიშზე NG---------------------, რაც შეთანხმებისამებრ გადანაწილდა ჯგუფის წევრებს შორის, ხოლო დანარჩენი თანხის დაბლოკვა ბანკმა მოასწრო კომპანიის მოთხოვნით.
8) 2016 წლის აპრილ-მაისში პერიოდში ა-–---------- კ--------–---მა მ------ კ----------თან, კ--------- ნ-----–---თან და სხვა პირებთან წინასწარი შეთანხებით ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიაში I-------------------------ში მეილით გააგზავნა ვირუსული ლინკი, თითქოს აღნიშნული მეილი იყო „ა-------- ბანკისაგან“. კომპანიის თანამშრომელმა ჩათვალა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მეილი და სცადა მისი გახსნა, რამაც გამოიწვია კომპიუტერის დაინფიცირება. რის შედეგადაც ა-–---------- კ--------–---ი უნებართვოდ დაეუფლა კორპორაციის კუთვნილ ინტერნეტ ბანკის მონაცემებს. აღნიშნული მონაცემების დაუფლების შემდეგ 2016 წლის 20 აპრილს და 03 მაისს უნებართვოდ შეაღწია საბანკო ანგარიშზე და შეეცადა იქ არსებული თანხა 92,500 _92,500 აშშ დოლარი კ--------- ნ-----–---ის მეშვეობით გადაერიცხა „ჰ------------------ის“ „ა-------- ბანკის“ ანგარიშზე N------------ და შპს „კ-----–----------------------ის“ ანგარიშზე N------------, თუმცა კომპანიამ მოასწრო ბანკთან დაკავშირება და ბანკმა გადარიცხვა შეაჩერა.
9) 2016 წლის აგვისტოში ა-–---------- კ--------–---მა მ------ კ----------თან, კ--------- ნ-----–---თან და სხვა პირებთან წინასწარი შეთანხებით ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიაში M------------------------ში მეილით გააგზავნა ვირუსული ლინკი, თითქოს აღნიშნული მეილი იყო „ა-------- ბანკისაგან“. კომპანიის ადვოკატმა ს------- ჰ--–---ა ჩათვალა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მეილი და სცადა მისი გახსნა, რამაც გამოიწვია კომპიუტერის დაინფიცირება. რის შედეგადაც ა-–---------- კ--------–---ი უნებართვოდ დაეუფლა კომპანიის კუთვნილ ინტერნეტ ბანკის მონაცემებს. აღნიშნული მონაცემების დაუფლების შემდეგ 2016 წლის 30 აგვისტოს უნებართვოდ შეაღწია საბანკო ანგარიშზე და იქ არსებული თანხა 41 000 აშშ დოლარი კ--------- ნ-----–---ის მეშვეობით გადაერიცხა დ----- ლ------ს (რომელსაც აკონტროლებდა j------ში A--------ის სახელით რეგისტრირებული პიროვნება) „ბ------–---- ბანკის“ ანგარიშზე N----------- რაც შეთანხმებისამებრ გადანაწილდა ჯგუფის წევრებს შორის.
საერთო ჯამში ა-–---------- კ--------–---ი, მ------ კ----------ი, კ--------- ნ-----–---ი და გამოძიებით დაუდგენელი პირები შეეცადნენ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ 1 260 521.69 აშშ დოლარს, საიდანაც მოახერხეს დაუფლებოდნენ 316 955.12 აშშ დოლარს, ხოლო ბანკებმა მოახერხეს შეეჩერებინათ 943 566.57 აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადარიცხვა.
6.4. ბრალზე გარიგების შესახებ საპროცესო შეთანხმების ოქმებით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ პირობებზე:
მ------ კ----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, შეეცვალოს პირობით; მ------ კ----------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად შეეცვალოს პირობით; მ------ კ----------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, შეეცვალოს პირობით; მ------ კ----------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 1 (ერთი) წელი განესაზღვროს პენიტენციური დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, შეეცვალოს პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელები და მ------ კ----------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 1 (ერთი) წელი განესაზღვროს პენიტენციური დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, შეეცვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
6.5.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
6.5.1. ბრალდებულ მ------ კ----------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: მ------ კ----------ის, ა-–---------- კ--------–---ის, გ------ ა----------ს, ს------ მ------------ს, ა---- პ-----ის, დ----- დ---–--ის, ზ------ მ--------–---–ის და სხვა მოწმეების ჩვენებებით, ა-–---------- კ--------–---ის და მ------ კ----------ის საცხოვრებელი ბინების და დაქირავებული ბინის ჩხრეკის ოქმებით, კომპიუტერული სისტემებიდან გამოთხოვის ოქმებით და გამოთხოვილი ინფომრაციით, საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაციებით, ინტერნეტ-კომუნიკაციის საშუალება ,,ჯ-----ში“ ა-–---------- კ--------–---ის და მ------ კ----------ის მონაწილეობით განხორციელებული მიმოწერებით, გ------ კ---------- კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაციით, კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით, ა---------–-----------–--–-------იდან გადმოგზავნილი სამართლებრივი დახმარების სხვა მასალებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
6.6. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
6.6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
6.6.2. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებენ შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედებათ; ბრალდებული ასევე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდიან. გარდა ამისა, მისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები - დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
6.6.3. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
6.6.4. სასამართლომ ასევე გამოიკვლია, რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
6.7. სამართლებრივი შეფასება:
6.7.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 21-ე თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. საპროცესო შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში.
6.7.2. საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად. მ------ კ----------ს მთლიანად უდასტურდება წარდგენილი ბრალდება. რის გამოც, საქართველოს გ-------–------------------------------------------ს პროკურორის მ------ გ---------–---ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7.3. მ------ კ----------ი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი. შესაბამისად, უნდა დამტკიცდეს მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება.
7. ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხების გადაწყვეტა:
7.1. TOSHIBA-ს ფირმის ლეპტოპის დათვალიერების ოქმის დანართი, 1 ცალი DVD დისკი ერთვის საქმეს; ა---------–-----------–--–-------ის საელჩოდან 14.06.2017 წელს შემოსული 1 ცალი დისკი, ერთვის საქმეს; საქართველოს მ---------------------------დან 16.04.2018 წელს მიღებული 1 ცალი CD-R დისკი, ერთვის სს საქმეს; საქართველოს ე---------–-------დან გამოთხოვილი ინფორმაცია, 06.06.2018 წელს გამოთხოვილი 1 ცალი CD-R დისკი (სს „ს----------–---------“-ს ინფორმაცია), ერთვის სს საქმეს; შ--------------------------–---------- დეპარტამენტიდან N------- ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად გადმოგზავნილი 2 ცალი DVD დისკი, ერთვის საქმეს; შპს „ჯ------–იდან“ გამოთხოვილი 1 ცალი დისკი ერთვის საქმეს; საქართველოს ე---------–-------დან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 ცალი დისკი, ერთვის საქმეს; საქართველოს ე---------–-------დან 12.10.2018 წელს გამოთხოვილი 2 ცალი დისკი, ერთვის საქმეს; სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შუამდგომლობის პასუხად 19.04.2019 წელს გადმოგზავნილი 1 ცალი დისკი, ერთვის საქმეს; გ-------–--------------------------------------–--დან 18.06.2019 წელს გადმოგზავნილი 1 ცალი დისკი, ერთვის სს საქმეს; მ------ კ----------ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის აუდიო ვერსია, 1 ცალი დისკი, ერთვის სს საქმეს - შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.2. გ------ ა----------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ,,ACER“ -ის ფირმის 2 ცალი ნოუთბუქი დამტენით, ინახება შ---–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში; ს------ მ------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მეხსიერების ბარათები, მობილური ტელეფონი და HP-ს და SONY-ს ფირმის ლეპტოპები დამტენით, ინახება შ---–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში; მ------ კ----------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი HP-ს ფირმის ლეპტოპი და კომპიუტერის პროცესორი, ინახება შ---–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში; ა-–---------- კ--------–---ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული TOSHIBA-ს ფირმის 2 ცალი ლეპტოპი დამტენით, ASUS-ის ფირმის ლეპტოპი დამტენით, Lenovo-ს ფირმის ლეპტოპი დამტენით, მეხსიერების ბარათები, მობილური ტელეფონები და სიმბარათები, ინახება შ---–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში; ა-–---------- კ--------–---ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული SAMSUNG-ის ფირმის ლეპტოპი დამტენით და ჩანთით, SONY-ის ფირმის ლეპტოპი დამტენით, მობილური ტელეფონები სიმბარათებით და მეხსიერების ბარათებით, ინახება შ---–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში - როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი, ჩამოერთვას და გადაეცეს სახელმწიფოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 212-217-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცდეს საქართველოს გ-------–------------------------------------------ს პროკურორ მ------ გ---------–---ს, ბრალდებულ მ------ კ----------სა და მის ადვოკატ ვ------- კ--–----ეს შორის 2019 წლის 11 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.
2. მ------ კ----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, შეეცვალოს პირობით.
3. მ------ კ----------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, შეეცვალოს პირობით.
4. მ------ კ----------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რას სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, შეეცვალოს პირობით.
5. მ------ კ----------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 1 (ერთი) წელი განესაზღვროს პენიტენციური დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, შეეცვალოს პირობით.
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელები და მ------ კ----------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 1 (ერთი) წელი განესაზღვროს პენიტენციური დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, შეეცვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
7. მსჯავრდებულ მ------ კ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდეს.
8. მ------ კ----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 08 მაისის 08:10 საათიდან.
9. მსჯავრდებულის მ------ კ----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციისა ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
10. ა-–---------- კ--------–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
11. ა-–---------- კ--------–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
12. ა-–---------- კ--------–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.
13. ა-–---------- კ--------–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.
14. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, ა-–---------- კ--------–---ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
15. მსჯავრდებულ ა-–---------- კ--------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდეს.
16. ა-–---------- კ--------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო დასასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 08 მაისის 08:05 საათიდან.
17. ა-–---------- კ--------–---ს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე სასჯელის მოსახდელად მოთავსებულ იქნეს შპს ,,ა--------------–---–--------–---------------------–-------------–----------------– ცენტრში (ხ----, ქ--------); ხოლო აღნიშნული კრიტერიუმების ამოწურვის შემდეგ სასჯელის მოხდა გაუგრძელდეს საერთო წესით.
18. ნივთმტკიცება:
18.1. TOSHIBA-ს ფირმის ლეპტოპის დათვალიერების ოქმის დანართი, 1 ცალი DVD დისკი, ერთვის საქმეს; ა---------–-----------–--–-------ის საელჩოდან 14.06.2017 წელს შემოსული 1 ცალი დისკი, ერთვის საქმეს; საქართველოს მ---------------------------დან 16.04.2018 წელს მიღებული 1 ცალი CD-R დისკი, ერთვის სს საქმეს; საქართველოს ე---------–-------დან გამოთხოვილი ინფორმაცია, 06.06.2018 წელს გამოთხოვილი 1 ცალი CD-R დისკი (სს „ს----------–---------“-ს ინფორმაცია), ერთვის სს საქმეს; შ--------------------------–---------- დეპარტამენტიდან N------- ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად გადმოგზავნილი 2 ცალი DVD დისკი, ერთვის საქმეს; შპს „ჯ------–იდან“ გამოთხოვილი 1 ცალი დისკი ერთვის საქმეს; საქართველოს ე---------–-------დან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 ცალი დისკი, ერთვის საქმეს; საქართველოს ე---------–-------დან 12.10.2018 წელს გამოთხოვილი 2 ცალი დისკი, ერთვის საქმეს; სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შუამდგომლობის პასუხად 19.04.2019 წელს გადმოგზავნილი 1 ცალი დისკი, ერთვის საქმეს; გ-------–--------------------------------------–--დან 18.06.2019 წელს გადმოგზავნილი 1 ცალი დისკი, ერთვის სს საქმეს; მ------ კ----------ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის აუდიო ვერსია, 1 ცალი დისკი, ერთვის სს საქმეს - შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
18.2. გ------ ა----------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ,,ACER“ -ის ფირმის 2 ცალი ნოუთბუქი დამტენით, ინახება შ---–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში; ს------ მ------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მეხსიერების ბარათები, მობილური ტელეფონი და HP-ს და SONY-ს ფირმის ლეპტოპები დამტენით, ინახება შ---–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში; მ------ კ----------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი HP-ს ფირმის ლეპტოპი და კომპიუტერის პროცესორი, ინახება შ---–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში; ა-–---------- კ--------–---ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული TOSHIBA-ს ფირმის 2 ცალი ლეპტოპი დამტენით, ASUS-ის ფირმის ლეპტოპი დამტენით, Lenovo-ს ფირმის ლეპტოპი დამტენით, მეხსიერების ბარათები, მობილური ტელეფონები და სიმბარათები, ინახება შ---–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში; ა-–---------- კ--------–---ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული SAMSUNG-ის ფირმის ლეპტოპი დამტენით და ჩანთით, SONY-ის ფირმის ლეპტოპი დამტენით, მობილური ტელეფონები სიმბარათებით და მეხსიერების ბარათებით, ინახება შ---–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში - როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი, ჩამოერთვას და გადაეცეს სახელმწიფოს.
19. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
20. ა-–---------- კ--------–---ის მიმართ გამოტანილი განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
21. განაჩენი მსჯავრდებულ მ------ კ----------ის ნაწილში გასაჩივრდება შემდეგი წესით:
21.1. მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნები.
22.2. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/