განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 010100115744054
საქმე N1-210/15
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
31 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - კ----------------------–--------–-----------–---–-
ადვოკატი - მ--–----------–---
1. ბრალდებული: ი-–-------------
მამის სახელი: გ--------
პირადი ნომერი: 9---------
დაბადების თარიღი: 25.0-.1----–--–-
მოქალაქეობა: ბ---–-------------------–------------–---
განათლება: უ-----–------------–-----------
რეგისტრირებული მისამართზე: ბ---–-------------------–------------–---------------–--------------
ნასამართლობა: ნ----------–---------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი, სსკ-ის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი, სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი, სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი.
2. ბრალდებული: ხ--------------------
მამის სახელი: ც-----
პირადი ნომერი: 7---------
დაბადების თარიღი: 0-.0-.1-----–--–-
მოქალაქეობა: ბ---–-------------------–------------–---
განათლება: უ-----–------------–-----------
რეგისტრირებული მისამართზე: ბ---–-------------------–---------------
ნასამართლობა: ნ----------–---------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი, სსკ-ის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი, სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი, სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი.
3. ბრალდებული: ვ------------–------------
მამის სახელი: გ--------
პირადი ნომერი: 8---------
დაბადების თარიღი: 2--01.1-----–--–-
მოქალაქეობა: ბ---–-------------------–------------–---
განათლება: უ-----–------------–-----------
რეგისტრირებული მისამართზე: ბ---–-------------------–------------–---------------–--------------
ნასამართლობა: ნ----------–---------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი, სსკ-ის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი, სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი, სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი.
[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი-–------------- ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ყალბი საანგარიშწორებო ბარათის დამზადება და გამოყენება, ჩადენილი ჯგუფურად; კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
1.2 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ხ--------------------- ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ყალბი საანგარიშწორებო ბარათის დამზადება და გამოყენება, ჩადენილი ჯგუფურად; კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
1.3 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ვ------------–------------მ ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ყალბი საანგარიშწორებო ბარათის დამზადება და გამოყენება, ჩადენილი ჯგუფურად; კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
1.4 ხ--------------------ს, ვ------------–------------ს და ი-–------------- ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2----–-–-------------–---------–-- ბ---–--------- რესპუბლიკის მოქალაქეები - ვ------------–------------, ხ-------------------- და ი-–------------, შეკავშირდნენ და წინასწარ შეთანხმდნენ, რათა საქართველოში არსებული სხვადასხვა ბანკომატებიდან მოეხდინათ კლიენტების საკრედიტო (პლასტიკურ) ბარათებზე არსებული ინფორმაციების კოპირება და პინ კოდების შენახვა, კოპირებული ინფორმაციით ყალბი პლასტიკური ბარათების დამზადება და მათი გამოყენებით ბანკომატების კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით ფულადი თანხების ფარული დაუფლება.
თავიანთი მიზნების განსახორციელებლად 2----–-–---------–--- ჩამოვიდნენ საქართველოში, კერძოდ, ქ---------–--------–-–-----–--–---–----------–- მდებარე კორპუსში იქირავეს ბინა. მათ ასევე ჩამოიტანეს ინფორმაციის მაკოპირებელი სპეციალური მოწყობილობები ე.წ „სკიმერი“, კერძოდ, 01 ცალი ბანკომატის პლასტიკური ბარათის მაკოპირებელი, 01 ცალი ბანკომატის კლავიატურის ანალოგი, 01 ცალი ბანკომატზე დასამონტაჟებელი ვიდეოთვალი, 01 ცალი პლასტიკური ბარათის წამკითხველი და მასზე ჩამწერი დანადგარი, ასევე სპეციალური ხელსაწყოები რასაც გამოიყენებდნენ ზემოაღნიშნული დანადგარების (ე. წ. ,,სკიმერი’’) დამონტაჟებისას, მოხსნისას და კომპიუტერთან დაკავშირებისას.
2014 წლის 15 ივლისიდან - 15 აგვისტომდე პერიოდში ე. წ „სკიმერი“ მათ მიერ მონაცვლეობით დამონტაჟებულ იქნა ქ---------–-----------–----------------------------------------------------------–---–-----–--–---–----------–---------------–-----------------–----------------------------–---------------------–---------------–-----------------–----------------------------------------------–----------–---------------–-----------------–------------------------------------------------------–---------------–-----------------–----------------------------------------–------------–---------------–-------–-------------------------------------------–---–----------–---------------–---------------–----------------------------------------–------------–---------------–---------------–-------------------------------------–------------–- განთავსებულ სს ,,რ-------–----------’’ ბანკომატზე, რა დროსაც ხდებოდა ბანკომატის მომხმარებლების საკრედიტო (პლასტიკური) ბარათებზე არსებული ინფორმაციების და მათი პაროლების (პინ კოდების) კოპირება და ჩაწერა, რის შემდეგაც ვ------------–------------, ხ-------------------- და ი-–------------ ახდენდნენ ე. წ. ,,სკიმერის’’ მოხსნას და მასზე დამახსოვრებული ინფრომაციის კომპიუტერში გადატანას.
2----–-–---------------დან - 13 აგვისტოს შუალედში, მათ მიერ დამზადებული იქნა ყალბი საკრედიტო (პლასტიკური) ბარათი, რაზეც გადატანილი იქნა მათ მიერ ქ---------–---–-----–--–---–----------–-------------------------------–------------------–---------------------–---------------------------------------–---------------------------------–------------------------–------–-–----------------------------–---------------–-------------–-----------------–- განთავსებული სს ,,პ--------------------’’ ბანკომატიდან, ვ------------–------------, ხ-------------------- და ი-–------------ უკანონოდ დაეუფლნენ მ------------------ კუთვნილ 750 ლარს, რითაც მას მიაყენეს მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.5 ხ--------------------ს, ვ------------–------------ს და ი-–------------- ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა.
1.6 მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, მ------------------ ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–---------------ს, დილის საათებში, სასტუმრო „------------- არსებულ "-----------–----------- ბანკომატიდან თავისი სახელფასო ბარათიდან, რომელიც ეკუთვნის „--------------- (უკრაინული ბანკი) გამოიტანა 100 ლარი, რის შემდეგაც თავის ტელეფონის სიმ ბარათის ნომერზე მიუვიდა ეს-ემ-ესი, რითაც გაიგო, რომ ანგარიშზე დარჩენილი ჰქონდა 6 184 გრივნი, რაც ლარებში არის დაახლოებით 828 ლარი. მასთან ერთად ბანკომატიდან თანხა გამოიტანეს მისმა მეგობრებმა ნ-----–------------------------------–------ 2014 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 12:00 საათის შემდეგ, მეგობრებთან ერთად წავიდა ზღვაზე საცურაოდ, რა დროსაც თავის ტელეფონზე, დაახლოებით 14:04 საათზე მიუვიდა ეს-ემ-ესი, რომელიც ატყობინებდა, რომ თავისი სახელფასო ბარათიდან მოხსნილი იყო 50 ლარი, კერძოდ ე----------------–- მდებარე PCG ბანკომატიდან, რამაც გააკვირვა, რადგანაც მას სახელფასო ბარათი თან ჰქონდა და გაუკვირდა თუ როგორ მოიხსნა თანხა ბარათის გარეშე, მითუმეტეს რომ თავისი ბარათის პინ-კოდი მხოლოდ მან იცოდა. კვლავ იმავე დროით მოუვიდა შემდეგი ანალოგიური შინაარსის ეს-ემ-ესი, რომელიც ატყობინებდა, რომ თავისი სახელფასო ბარათიდან მოხსნილი იყო 100 ლარი, რამაც უფრო გააკვირვა, ერთი წუთი არ იყო გასული კვლავ მოუვიდა ეს-ემ-ესი 100 ლარის მოხსნის შესახებ იმავე ბანკომატიდან, რის შემდეგაც ის შეეცადა დაკავშირებოდა ,------------------ ოპერატორს და დაებლოკა ბარათი, მაგრამ ეს-ემ-ესები კვლავ მიდიოდა იმავე შინაარსის, დაახლოებით 14 ეს-ემ-ესი მიუვიდა, რომლითაც შეიტყო, რომ სულ მისი სახელფასო ბარათიდან მოუხსნეს 750 ლარი. დაუყოვნებლივ ი-------–------------ ერთად წავიდა ,------------–---------ს'' ფილიალში, რომელიც მდებარეობს სასტუმრო ,----------- გვერდით და შეეცადა ბარათის დაბლოკვას, მაგრამ ვერ შეძლო, რის შემდეგაც მისი მეგობარი ი------------–---- დაუკავშირდა დედამისს, რომელიც მუშაობს უ-------–-, ,,პ------------–ი'' მას მიაწოდეს მათი ბარათების ნომრები და ყველას ბარათი მათივე მოთხოვნით დაბლოკეს.
მ------------------ ჩვენების თანახმად, ქ. ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ, მან მითითებული პლასტიკური ბარათი მხოლოდ ერთხელ გამოიყენა, კერძოდ, 2----–-–---------------ს, ქ---------–------–--–---–--------ზე N10 -ში მდებარე „-----------–----------- ბანკომატთან.
1.7 მ------------------ სახელფასო ბარათის ამონაწერით და 14 ეს-ემ-ეს შეტყობინებით, რომელიც მის ტელეფონის ნომერზე 2014 წლის 13 აგვისტოს 14:00 საათის შემდეგ, უკრაინიდან, ,--------------------- შევიდა, დასტურდება, რომ 750 ლარის ოდენობის ფულადი თანხა გატანილია ქ---------–------------------–----------------–- მდებარე სს „პ--------------------“ ბანკომატიდან.
1.8 მოწმე ო------–-------- ჩვენებით დასტურდება, რომ ქ---------–-- შ-----–--–---–-------- N---–-------------------1, 2014 წლის 31 ივლისიდან 2014 წლის 14 აგვისტომდე მიქირავებული ჰქონდა ბ---–--------- რესპუბლიკის მოქალაქეებზე - ვ------------–------------ზე, ხ-------------------ზე და ი-–----------ვზე.
1.9 ამოღების ოქმის თანახმად, 2----–-–----------------, 22:15 საათიდან 23:05 საათამდე დროის პერიოდში, საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანმშრომლების მიერ, ქ---------–---------------------------–--–-------------–------------------------------------ მოპირდაპირედ, აეროპორტის წრიულის მიმდებარედ, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩატარებული იქნა ვ------------–------------ს, ხ--------------------ს და ი-–------------- ხელჩანთების, სამგზავრო ჩანთების და პირადი ნივთების ამოღება, რომლებიც მოთავსებული იყო თ-------–--–---- მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში (ტაქსი).
1.10 დათვლიერების ოქმის თანახმად, 2----–-–----------------, სპეციალისტების მონაწილეობით დათვალირებული იქნა 2----–-–---------------- თ-------–--–---- მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანიდან ამოღებული ნივთები, კერძოდ, ცისფერი ფერის ნაჭრის ხელჩანთაში, რომელსაც გააჩნია მწვანე ფერის წარწერა ლათინური ასოებით „DIESEL”, აღმოჩნდა მართკუთხა ფორმის პლასტმასისმაგვარი დეტალი, რომელსაც შუაში გააჩნია 55 მმ სიგრძის ჭრილი. პლასტმასისმაგვარი დეტალი უსწორმასწოროა, ერთი მხრიდან არის თეთრი, ხოლო მეორე მხრიდან რუხი (ბრონზის) ფერი. თეთრი მხარე არის წებადი და ჭრილთან ჩამაგრებული აქვს მიკროსქემა და სავარაუდოდ ელემენტები. სპეციალისტ ი-–----------- განმარტებით, პლასტმასის დეტალი არის ჰაკერული მოწყობილობა „სკიმერი“, რომელიც მონტაჟდება ბანკომატზე პლასტიკური ბარათის მოსათავსებელ ადგილას. ინახავს ინფორმაციას კლიენტის მიერ მოთავსებული ბარათის შესახებ, რასაც ეუფლება კიბერდამნაშავე ანუ ჰაკერი.
შავი ფერის ხელჩანთა. მასში აღმოჩნდა: ხელჩანთა, რომელშიც ელაგა ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელები. მობილური ტელეფონის სიმ ბარათის პლასტიკური ბუდე წარწერით “GLOBUL”. შავი ფერის „IBM” ფირმის ნოუთბუქი, მონაცემები - პროცესორი ინტელი ტ 5500; სიხშირე 1,66 გჰ. ოპ. მეხსიერება 2 გბ. ოპერაციული სისტემა „ვინდოუს 7” . C დისკზე საქაღალდე ვიდეოში ჩაწერილია 9 ცალი ვიდეოფაილი. ვიდეო ჩანაწერებზე აღბეჭდილია ბანკომატის კლავიატურა და პლასტიკური ბარათის მოსათავსებელი ადგილი, რა დროსაც ბანკომატის მომხმარებლები ათავსებენ თავიანთ ბარათებს და ჩანს თუ რა კოდებს კრეფენ. სპეციალისტების - დ------------------- და ი-–----------- განმარტებით, მსგავსი ვიდეოკამერები ბანკომატებს არ უყენია და ის დამონტაჟებულია კიბერდამნაშავეების მიერ სხვისი პლასტიკური ბარათის ნომრებისა და პინკოდების გასაგებად, რათა შემდგომ მოახდინონ ანგარიშზე არსებული თანხის დაუფლება. ვიდეოფაილები გადაწერილი იქნა 2 ცალ DVD-R დისკზე.
შავი ფერის ხელჩანთა. მასში აღმოჩნდა: ხელჩანთა, რომელშიც ელაგა ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელები, ჩალისფერი ცილინდრი, სხვადასხვა ზომის მეხსიერების ბარათების წამკითხავი USB 2. რკალისებური ლითონის ფირფიტა, რომლის დანიშნულება უცნობია, მაგრამ მისი ზომა არის ბანკომატში ბარათის მოსათავსებელი ჭრილის და ი-–----------- განმარტებით შესაძლებელია გამოყენებული იყოს ე.წ. სკიმერის ან ბარათის ჩასადების ბანკომატიდან ამოსაღებად. ერთი ცალი DVD-R დისკი გაბზარული. რ----------------------------------------------------------–------------ მონაცემები - პროცესორი 1,3 სელერონი; ოპ. მეხსიერება 1 გბ. ოპერაციული სისტემა „ვინდოუს XP” სერვისპაკ 3 განახლებით, მასში არსებული პროგრამები არის დაბლოკილი. სპეციალისტ ა------------------- განმარტებით, არის ე.წ. პროგრამატორები, რომლითაც შესაძლებელია მასზე მიერთებული ბარათების მონაცემების წაკითხვა და კოპირება, აგრეთვე ახალის ჩაწერა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ: საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი - ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი, ა-–---------------------- და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები - დ-----------------------–----------------------------------- მათ დაადასტურეს დათვალიერების ოქმში ასახული ინფორმაცია.
1.11 დათვალიერების ოქმის თანახმად, 2----–-–---------------- ქ---------–-- ხ--–--–---–-------ში მდებარე ო------–-------- კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან, რომელიც დროებით ნაქირავები ჰქონდათ ბრალდებულებს - ვ------------–------------ს, ხ----------------------------–------------- ამოღებულ იქნა ელექტრო სადენი და ქვის ნატეხები საღებავის ლაქებით.
1.12 2014 წლის 18 აგვისტოს ხ----------------------- ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ხ--------------------- ქ---------–------–--–---–-------- N---–- მდებარე ,------------–---------ს'' ბანკომატთან განმარტა, რომ აღნიშნულ ბანკომატზე ი-–--------------- და ვ------------–------------სთან ერთად დაამონტაჟა ,,სკიმინგის'' მოწყობილობა და შემდეგ მოხსნეს, რა დროსაც მოხდა ფოტოგრაფირება. აღნიშნულის შემდეგ ხ--------- განმარტა, რომ იქვე მოპირდაპირე მხარეს ხ--–--–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე ელექტრო სადგურის გვერდით ეკალ-ბარდებში პოლიეთილენის პარკით ჩააგდო ,,სკიმინგის'' მოწყობილობის დასამონტაჟებლად საჭირო მასალები, მწებავი ლენტი და შკურკა, რომელზეც ხელით მიუთითა, რა დროსაც მოხდა ფოტოგრაფირება. აღნიშნულის შემდეგ ხ--------- აჩვენა თუ სად გადააგდო ,,სკიმინგის'' მოწყობილობიდან საჭირო ინფორმაციის ამოსაღებად შეძენილი ,,სკიმინგის'' პლასტიკური ბარათის ჩასადები მაგნიტური მოწყობილობა და მისი მითითებით მივედით ქ---------–------–--–---–--------ზე მდებარე რესტორან ,-----------–-----' მიმდებარედ ზღვაში შესულ ხიდზე, სადაც აჩვენა, რომ მაგნიტური მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილი იყო ჰაკერული სკიმინგ პლასტიკური ბარათების ჩასადებად და აღნიშნულიდან ინფორმაციის გადმოსაწერად გადააგდო ზღვაში, რაზედაც მოხდა ფოტოგრაფირება. აღნიშნულის შემდეგ ხ--------- მითითებით მივედით ქ---------–-------------------------–- მდებარე ,------------–---------ს'' ბანკომატთან, სადაც აღნიშნულ ბანკომატზე მიუთითა, რომ ჰქონდა დამონტაჟებული ,,სკიმინგის'' მოწყობილობა ვიდეო თვალით, რომელიც შემდეგ მოხსნა და რომლის მოხსნასა და მონტაჟში ეხმარებოდნენ ი-–------------ და ვ------------–------------, რა დროსაც ექსპერტების მიერ მოხდა ფოტოგრაფირება. აღნიშნულის შემდეგ ხ--------- მითითებით მივედით ქ---------–---------------–-----------------------------------------–------------------------------------' ბანკომატთან, სადაც განმარტა, რომ აღნიშნული ბანკომატიდან სკიმინგ პლასტიკური ბარათების გამოყენებით გატანილი აქვს სამჯერ შემდეგი ფულადი თანხა - 750 ლარი, რომლის ბარათის მონაცემები იყო უკრაინული პლასტიკური ბარათიდან მოპოვებული, მეორე თურქული პლასტიკური ბარათის მონაცემები და მესამე რუსული პლასტიკური ბარათის მონაცემები. აღნიშნული ბარათებიდან ერთისაგან გაიტანა 150 ლარი, ხოლო მეორედან 200 ლარი, რომელი თანხა რომლისაგან კონკრეტულად არ ახსოვს. რაზედაც მოხდა ფოტოგრაფირება. აღნიშნულის შემდეგ ხ--------- მითითებით მივედით ქ---------–-----------–--------------–- განთავსებულ ,--–----------------- ბანკომატთან, რომელ ბანკომატზეც მიუთითა, რომ ვ---------------------–------- ერთად, საცდელად დაამონტაჟა ვიდეოთვლიანი ,,სკიმინგის'' მოწყობილობა, რომელიც აღნიშნულ პირებთან ერთად შემდგომ მოხსნა, რაც შემდგომ დასურათდა. აღნიშნულის შემდეგ ხ--------- მითითებით მივედით ქ---------–----------–---–--------------–- მდებარე "---------–----------" ბანკომატთან, რომელ ბანკომატზეც მიუთითა და განმარტა, რომ აღნიშნულ ბანკომატზეც დამონტაჟებული ჰქონდა ვიდეოთვლიანი ,,სკიმინგის'' მოწყობილობა, რაზედაც მოხდა ფოტოგრაფირება. აღნიშნულის შემდეგ ხ--------- მითითებით მივედით ქ---------–---------------------------------–- მდებარე ,------------–---------ს'' ბანკომატთან, რაზედაც ხელის მითითებით აღნიშნა, რომ ხსენებულ ბანკომატზე მან და ი-–------------- ერთობლივად დაამონტაჟეს სკიმინგ მოწყობილობა, რომელიც ამჟამადაც არის დამონტაჟებული. ხ--------- განმარტებით, აღნიშნული სკიმინგ მოწყობილობა არის კლავიატურიანი, რომელსაც თვითონ მოხსნის. ხ--------- აღნიშნული ბანკომატიდან თვითონ მოხსნა ერთი ცალი კლავიატურა, ერთი ცალი მეტალის დაფა, რომელიც სკიმინგ მოწყობილობის ,,კლავიატურის“ მონტაჟს შეუმჩნეველს ხდის, ასევე ხ----------- აღნიშნული ბანკომატის პლასტიკური ბარათის ჩასადები ადგილიდან მოხსნა შავი ფერის დეტალი და განმარტა, რომ აღნიშნული იყო პლასტიკური ბარათის წამკითხველი. აღნიშნული დეტალები ბანკომატზე დაწებებული იყო სპეციალური მწებავი ლენტით, რომელსაც ორივე მხარეს აქვს წებო.
ხ----------------------- ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქ---------–-------------------------------------------–- განთავსებულ ,------------–---------ს'' ბანკომატიდან ამოღებული იქნა აღნიშნულ ბანკომატზე დამონტაჟებული „სკიმერის'' მოწყობილობა, კერძოდ, ერთი ცალი ბანკომატის კლავიატურა, ერთი ცალი ბარათის წამკითხავი და ერთი ცალი ლითონის ფირფიტა, რომლებით მწებავი მასით იყო დაწებებული ბანკომატზე. აღნიშნული ნივთები შეიფუთა ყველა ერთად სპეციალურად ნივთმკიცებებისთვის განკუთვნილ სპეციალურ პოლიეთილენის პარკში ნომრით - FCI 0151864 და დაილუქა. ასევე აღნიშნული ბანკომატის კლავიატურის და პლასტიკური ბარათის ადგილებიდან ამოღებული იქნა მწებავი მასა, რომელიც შეიფუთა სპეციალურად ნივთმკიცებებისთვის განკუთვნილ სპეციალურ პოლიეთილენის პარკში ნომრით - FCI 0040174 და დაილუქა.
1.13 2014 წლის 17 აგვისტოს ვ------------–------------სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ქ---------–------–--–---–-------- N---–- მდებარე სასტუმრო ,----------- შენობასთან, განთავსებულია ,------------–---------ს'' ბანკომატი. ვ------------–------------მ განმარტა, რომ აღნიშნულ ბანკომატზე მისი მონაწილეობით ი-–------------- და ხ--------------------- რამდენიმეჯერ დაამონტაჟეს ,,სკიმინგის'' ვიდეოთვლიანი მოწყობილობა, რა დროსაც მოხდა ფოტოგრაფირება. აღნიშნულის შემდეგ, ვ---------- განმარტებით, მივედით იქვე მოპირდაპირე მხარეს ხ--–--–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე ელექტრო სადგურის გვერდით ეკალ-ბარდებში, სადაც მან განმარტა, რომ ხ--------------------- პოლიეთილენის პარკით ჩააგდო ,,სკიმინგის'' მოწყობილობის დასამონტაჟებლად საჭირო მასალები, რომელზედაც ხელით მიუთითა. აღნიშნულ ეკალ-ბარდებში აღმოჩნდა ერთი ცალი იასამნისფერი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც აღმოჩნდა ერთი ცალი თეთრი ფერის ორივე მხრიდან მწებავი ლენტის ხვეული და შვიდი ცალი ე. წ შკურკა (ზუმფარა), რომელიც დასურათების შემდეგ მოთავსდა ფუთაში და დაილუქა ნომრით - FCI0151914, რაც ასევე დასურათდა. აღნიშნულის შემდეგ, ვ---------- მითითებით მივედით ქ---------–-------------------------–- მდებარე სუპერმარკეტ ,----–------------- სადაც მაღაზიის გარე ფასადზე დამონტაჟებულია ,------------–---------ს'' ბანკომატი და გვერდით ,,თიბისი ბანკის'' ბანკომატი. საქართველოს ბანკის ბანკომატზე მიუთითა, რომ ხ--------- და ი-–----- დაამონტაჟეს ,,სკიმინგის'' მოწყობილობა ვიდეო თვლით, რომელიც შემდეგ მოხსნეს, რა დროსაც მოხდა ფოტოგრაფირება. აღნიშნულის შემდეგ ვ---------- მითითებით, მივედით ქ---------–---------------–-----------------------------------------–------------------------------------' ბანკომატთან, სადაც განმარტა, რომ აღნიშნული ბანკომატიდან ხ--------------------- სამი ცალი სკიმინგ პლასტიკური ბარათების გამოყენებით, თითოეული ბარათით გაიტანა ფულადი თანხები, კერძოდ ჯერ 750 ლარი, შემდგომ 150 ლარი და ბოლოს 200 ლარი, რაზედაც მოხდა ფოტოგრაფირება. აღნიშნულის შემდეგ ვ---------- მითითებით მივედით ქ---------–-- გ-------–---------------ში განთავსებულ ლიბერთი ბანკის ბანკომატთან, რომელ ბანკომატზეც მიუთითა, რომ აღნიშნულზედ ხ----------- და ი-–------------- საცდელად დაამონტაჟეს ვიდეოთვლიანი სკიმინგის მოწყობილობა,რა დროსაც მათ ახლდა, შემდგომ კი ხსენებული მოწყობილობა მათ მოხსნეს, რაც დასურათდა. აღნიშნულის შემდგომ ვ---------- მითითებით მივედით ქ---------–---------------------–-------------–- განთავსებულ ,------------–---------ს'' ბანკომატთან, რომელზედაც მიუთითა, რომ ხ--------- და ი-–----- ხსენებულ ბანკომატზე დაამონტაჟეს ვიდეოთვლიანი სკიმერ მოწყობილობა, რომელიც შემდგომ მოხსენეს. აღნიშნული დასურათდა. შემდეგ ვ---------- მითითებით მივედით ქ---------–---------------------------------–- მდებარე ,------------–---------ს'' ბანკომატთან, რაზედაც ხელის მითითებით აღნიშნა, რომ ხსენებულ ბანკომატზე ხ--------- და ი-–------------- ერთობლივად დაამონტაჟეს კლავიატურიანი ,,სკიმინგ'' მოწყობილობა, რომელიც ამჟამადაც არის დამონტაჟებული, რაზედაც მოხდა ფოტოგადაღება. აღნიშნულის შემდეგ ვ---------- მითითებით მივედით ქ---------–-- გ------–---–-------------ში განთავსებულ ,,რ-------–----------'' ბანკომატთან, რომელზედაც მიუთითა, რომ ხ--------- და ი-–----- დაამონტაჟეს ვიდეოთვლიანი ,,სკიმინგ'' მოწყობილობა, რომელიც შემდგომ მოხსნეს.
2014 წლის 17 აგვისტოს, ვ------------–------------სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული იქნა ერთი ცალი თეთრი ფერის მწებავი ლენტი და რამდენიმე ცალი ეგრეთწოდებული „შკურკა“, რომლებიც ყველა ერთად მოთავსდა სპეციალურად ნივთმკიცებებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პარკში ნომრით FCI 0151914 და დაილუქა.
1.14 2014 წლის 17 აგვისტოს ი-–--------------- ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ბრალდებულმა ი-–------------- დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიუთითა ქ---------–------–--–---–-------- N---–- სასტუმრო ,--------------- განთავსებულ ,------------–---------ს'' ბანკომატზე, რომელზედაც განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ბანკომატზე მან და ხ--------- დაამონტაჟეს ,,სკიმინგის'' მოწყობილობა, კლავიატურა და ბარათის წამკითხავი, რომელიც შემდგომ მოხსნეს. მათ თან ახლდათ მისი და ვ---------. საგამოძიებო ექსპერიმენტისას მოხდა ამ ადგილის ფოტოგრფირება. შემდეგ გადაინაცვლეს ი---------- ქუჩაზე სუპერმარკეტ ,----–------------- რომლის ფასადის კედელზეც დამონტაჟებულია ,,თ-------------'' და სს ,------------–---------ს" ბანკომატები, სადაც ,------------–---------ს'' ბანკომატზე მიუთითა, რომ მათ დაამონტაჟეს ვიდეო კამერა და ბარათის წამკითხავი რამდენიმე დღით. აღნიშნულის შემდგომ ი-–------------- მითითებით მივიდნენ ქ---------–---------------------–-------------–- განთავსებულ ,------------–---------ს'' ბანკომატთან, რომელზედაც მიუთითა, რომ მან და ხ---------, ვ----------თან ერთად ხსენებულ ბანკომატზე დაამონტაჟეს კლავიატურა და ბარათის წამკითხავი, რომელიც შემდგომ მოხსენეს, აღნიშნულიც დასურათდა. შემდეგ ბრალდებულის მითითებით, მივიდნენ ქ---------–-- გ------–---–-------------ში განთავსებულ ,,რ-------–----------'' ბანკომატთან, რომელზედაც მიუთითა, რომ ხ--------- და მან დაამონტაჟეს ვიდეოკამერა და ბარათის წამკითხავი, რომელიც პოლიციამ ამოიღო მათ ხელჩანთებთან ერთად. მისი განმარტებით, დამონტაჟებისას გაუტყდათ კამერა, რის გამოც მოხსნეს ,,სკიმინგის'' მოწყობილობა. აღნიშნულის შემდეგ ი-–----ს მითითებით მივიდნენ ქ---------–---------------------------------–- მდებარე ,------------–---------ს'' ბანკომატთან, რაზედაც ხელის მითითებით აღნიშნა, რომ ხსენებულ ბანკომატზე ხ------------- ერთად დაამონტაჟა კლავიატურა და ბარათის წამკითხავი, რომელიც ამჟამადაც არის დამონტაჟებული.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ: საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩამტარებელი პირები - ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი, ა-–---------------------- და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, ა------------------ მათ დაადასტურეს საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებში მითითებული გარემოებები.
1.15 ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,FCI0151864'' პაკეტში მოთავსებულ ყველა ობიექტზე აღინიშნება წებოვანი ნივთიერებები. ,,FCI0039952'' პაკეტში მოთავსებულ ერთ ცალ მოვერცხლისფრო პოლიმერული მასალისგან დამზადებულ დეტალზე ე.წ. „სკიმინგზე“ აღინიშნება წებოვანი ნივთიერებები.
„FCI0151864“ - პაკეტში მოთავსებული მოვერცხლისფრო მეტალის მაგვარი მასალისგან დამზადებული კლავიატურის მეორე მხარეს, ელექტრონული სქემის მაგვარი დეტალების გარშემო და ელექტრონული სქემის მაგვარი დეტალების გამყოფი მეტალის მაგვარი ღერძიდან ამოღებული წებოვანი ნივთიერებები მოლეკულური შემადგენლობით და მათთვის დამახასიათებელი, ჩანართების სახით არსებული მოთეთრო ფერის პოლიესტერის ბოჭკოებით ერთნაირია მუყაოს მაგვარ კონვერტში ბეჭდის ანაბეჭდით „N26/10“ მოთავსებული ე.წ. „მწებავი მასიდან“ გამოყოფილი წებოვანი ნივთიერებისა;
„FCI0151864“ პაკეტში მოთავსებული მოშავო ფერის პოლიმერული მასალისგან დამზადებული დეტალიდან ე. წ. „სკიმინგი“-დან და მოვერცხლისფრო მეტალის მაგვარი ფირფიტიდან ამოღებული წებოვანი ნივთიერებები მოლეკულური შემადგენლობით და მათთვის დამახასიათებელი, ჩანართების სახით არსებული მოთეთრო ფერის პოლიესტერის ბოჭკოებით ერთნაირია „FCI0039952“ პაკეტში მოთავსებული მოვერცხლისფრო პოლიმერული მასალისგან დამზადებული დეტალიდან ე.წ. „სკიმინგი“-დან ამოღებული, წებოვანი ნივთიერებისა.
„FCI0039952“ პაკეტში მოთავსებული ე.წ. „სკიმინგიდან'' და „FCI00-5477“ პაკეტში მოთავსებული მორუხო-მოთეთრო ფერის მეტლახის მაგვარი ნატეხებიდან ამოღებულ მოვერცხლისფრო-მოშავო ფერის საღებავის მაგვარ ნივთიერებებს გააჩნიათ მსგავსი მორფოლოგიური ნიშნები, ძირითადი ელემენტების რაოდენობრივი შემცველობა და ერთნაირი მოლეკულური შემადგენლობა.
1.16 გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში, რომელიც საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე, მ------------------ განაცხადა შემდეგი: ,,2014 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საატზე დამიკავშირდა ჩემთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც ამიხსნა, რომ იყო ადვოკატი მ--–----------–--- და უნდოდა შეხვედრა ჩემი თანხის ქურდობასთან დაკავშირებით. მე მას შევხვდი, რა დროსაც მითხრა, რომ ის იცავდა იმ პირების ინტერესებს, ვინც მე თანხა მომიხსნეს ჩემი სახელფასო ბარათიდან და მზად იყვნენ აენაზღაურებინათ ჩემი ზარალი. მართლაც მან გადამიხადა ჩემი კუთვნილი თანხა სულ 750 ლარი, რასთან დაკავშირებითაც ნოტარიუსში ადვოკატმა შეადგინა შესაბამისი დოკუმენტი. მე ჩემი თანხა დამიბრუნეს, ზარალი ამინაზღაურეს და საჩივარი არ გამაჩნია.''
2. სამართლებრივი შეფასება
2.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილების (N424 აპ-16) თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა საქმეში მაშინ, როცა ის არ ემსახურება მხოლოდ ბრალდებულის ჩვენების შემოწმებას და არც მხოლოდ ფაქტობრივი გარემოების მშრალი აღწერით შემოიფარგლება. საგამოძიებო ექსპერიმენტი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა მაშინ, როცა მას გარკვეული შედეგი მოჰყვა (ნივთმტკიცების ამოღება) ან ამ ექსპერიმენტმა უტყუარობის მაღალი ხარისხი შესძინა საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებმა ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ გამოიყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულების მითითებით, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს ის ადგილები, სადაც ბრალდებულები აყენებდნენ სხვადასხვა მოწყობილობებს, ასევე ბრალდებულების მითითებების საფუძველზე ამოღებულ იქნა სხვადასხვა ნივთები.
2.2 ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, FCI0151864“ პაკეტში მოთავსებულ ყველა ობიექტზე აღინიშნება წებოვანი ნივთიერებები. „FCI0039952“ პაკეტში მოთავსებულ ერთ ცალ მოვერცხლისფრო პოლიმერული მასალისგან დამზადებულ დეტალზე ე.წ. „სკიმინგზე“ აღინიშნება წებოვანი ნივთიერებები.
„FCI0151864“ პაკეტში მოთავსებული მოვერცხლისფრო მეტალის მაგვარი მასალისაგან დამზადებული კლავიატურის მეორე მხარეს, ელექტრონული სქემის მაგვარი დეტალების გარშემო და ელექტრონული სქემის მაგვარი დეტალების გამყოფი მეტალის მაგვარი ღერძიდან ამოღებული წებოვანი ნივთიერებები მოლეკულური შემადგენლობით და მათთვის დამახასიათებელი, ჩანართების სახით არსებული მოთეთრო ფერის პოლიესტერის ბოჭკოებით ერთნაირია მუყაოს მაგვარ კონვერტში ბეჭდის ანაბეჭდით „N26/10“ მოთავსებული ე.წ. „მწებავი მასიდან“ გამოყოფილი წებოვანი ნივთიერებისა.
„FCI0151864“ პაკეტში მოთავსებული მოვერცხლისფრო მეტალის მაგვარი მასალისგან დამზადებული კლავიატურის მეორე მხარეს, ელექტრონული სქემის მაგვარი დეტალების გარშემო და ელექტრონული სქემის მაგვარი დეტალების გამყოფი მეტალის მაგვარი ღერძიდან წებოვანი ნივთიერებები ამოღებულ იქნა ხ--------------------ს საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, ქ---------–-- კ----------------------------------------–- განთავსებულ ,------------–---------ს'' ბანკომატიდან, ხოლო მუყაოს მაგვარ კონვერტში ბეჭდის ანაბეჭდით „N26/10“ მოთავსებული ე.წ. „მწებავი მასიდან“ გამოყოფილი წებოვანი ნივთიერება ამოღებულ იქნა შ-----–--–---–-------- N---–-, სასტუმრო ,--------------- მდებარე ,------------–---------ს'' ბანკომატიდან.
„FCI0151864“ პაკეტში მოთავსებული მოშავო ფერის პოლიმერული მასალისგან დამზადებული დეტალიდან ე. წ. „სკიმინგი“-დან და მოვერცხლისფრო მეტალის მაგვარი ფირფიტიდან ამოღებული წებოვანი ნივთიერებები, მოლეკულური შემადგენლობით და მათთვის დამახასიათებელი, ჩანართების სახით არსებული მოთეთრო ფერის პოლიესტერის ბოჭკოებით ერთნაირია „FCI0039952“ პაკეტში მოთავსებული მოვერცხლისფრო პოლიმერული მასალისგან დამზადებული დეტალიდან ე.წ. „სკიმინგი“-დან ამოღებული წებოვანი ნივთიერებისა.
„FCI0151864“ პაკეტში მოთავსებული მოშავო ფერის პოლიმერული მასალისგან დამზადებული დეტალიდან ე. წ. „სკიმინგი“-დან და მოვერცხლისფრო მეტალის მაგვარი ფირფიტიდან წებოვანი ნივთიერებები ამოღებულ იქნა ხ--------------------ს საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, ქ---------–-- კ----------------------------------------–- განთავსებულ ,------------–---------ს'' ბანკომატიდან, ხოლო „FCI0039952“ პაკეტში მოთავსებული მოვერცხლისფრო პოლიმერული მასალისგან დამზადებული დეტალიდან ე. წ. „სკიმინგი“-დან წებოვანი ნივთიერება ამოღებულ იქნა იმ ავტომანქანის (ტაქსი) საბარგულიდან, რომელშიც მოთავსებული იყო ბრალდებულების - ხ--------------------ს, ვ------------–------------ს და ი-–------------- ნივთები.
„FCI0039952“ პაკეტში მოთავსებული ე.წ. „სკიმინგიდან'' და „FCI00-5477“ პაკეტში მოთავსებული მორუხო-მოთეთრო ფერის მეტლახის მაგვარი ნატეხებიდან ამოღებულ მოვერცხლისფრო-მოშავო ფერის საღებავის მაგვარ ნივთიერებებს გააჩნიათ მსგავსი მორფოლოგიური ნიშნები, ძირითადი ელემენტების რაოდენობრივი შემცველობა და ერთნაირი მოლეკულური შემადგენლობა.
FCI0039952“ პაკეტში მოთავსებული ე.წ. „სკიმინგიდან'' მოვერცხლისფრო-მოშავო ფერის საღებავის მაგვარი ნივთიერებების ამოღება მოხდა იმ ავტომანქანის (ტაქსი) საბარგულიდან, რომელშიც მოთავსებული იყო ბრალდებულების - ხ--------------------ს, ვ------------–------------ს და ი-–------------- ნივთები, ხოლო „FCI00-5477“ პაკეტში მოთავსებული მორუხო-მოთეთრო ფერის მეტლახის მაგვარი ნატეხებიდან მოვერცხლისფრო-მოშავო ფერის საღებავის მაგვარი ნივთიერებებს ამოღება მოხდა ო------–-------- ბინის დათავალიერების დროს, რომელშიც ქირით ცხოვრობდნენ ხ--------------------, ვ------------–------------ და ი-–------------.
2.3 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით განსაზღვრულია კიბერდანაშაულის ერთ-ერთი სახე, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა. კომპიუტერულ სისტემაში უკანონო/უნებართვო შეღწევა ხორციელდება პაროლის ან სხვა დამცავი მექანიზმის გატეხვის მეშვეობით ან მათი შემოვლით შეღწევის სხვადასხვა საშუალებებით გამოყენებით. სსკ-ის 284-ე მუხლით დაცული სამართლებრივი სიკეთეა კომპიუტერული სისტემის მთლიანობა და უსაფრთხოება. კომპიუტერული სისტემის ხელყოფისას მნიშვნელოვანია მასში შენახული ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურობა და დაცულობა საფრთხის ქვეშ დგება. ამ მუხლით დანაშაულის კვალიფიკაციისთვის დამდგარ შედეგს მნიშვნელობა არ აქვს. კანონმდებელი დასჯადად აცხადებს უნებართვო შეღწევის განხორცილებას ნებისმიერი მეთოდით. უნებართვო გულისხმობს უკანონოს, აგრეთვე იმ შემთხვევას, როდესაც უფლების მფლობელს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუცია უფლება ქმედების ჩამდენი პირისათვის.
2.4 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის თანახმად, კრიმინალიზებულია კომპიუტერული პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისთვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ამ თავითა და ამ კოდექსის 158-ე ან 159-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენის მიზნით. ამ მუხლით განსაზღვრული ქმედებების ჩადენას დანაშაულად აქცევს სწორედ სპეციალური მიზნის არსებობა.
2.5 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის თანახმად, დანაშაულად ითვლება ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება ან შეძენა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი. ზემოაღნიშნული ქმედებებიდან დამზადება მხოლოდ მაშინ ითვლება დანაშაულად თუ არსებობს მისი გასაღების ან გამოყენების სპეციალური მიზანი, ან ხდება მისი გამოყენება ან გასაღება.
2.6 ზემოაღნიშნული სამივე დანაშაული ფორალური შემადგენლობისაა და დამთავრებულია შესაბამისი მოქმედების ჩადენისთანავე. ამასთანავე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულების მიზანს ფულადი თანხის ფარული და მართლაწინააღმდეგო დაუფლება წარმოადგენდა, რაც მათ განხორციელეს.
ქურდობა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. ქურდობა ხელყოფს საკუთრების უფლებას. დამნაშავეს არ გააჩნია არავითარი უფლებამოსილება მოპარულ ნივთზე ან შეიძლება ჰქონდეს რაიმე კავშირი დაკისრებული სამუშაოს გამო.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულებს არავითარი უფლებამოსილება მ------------------ ფულზე არ გააჩნდათ. მათ შეგნებული ჰქონდა, რომ ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ სხვის ფულად თანხას.
ქურდობა თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება. მისი ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშნია მავნე შედეგის დადგომა ქონებრივი ზიანის სახით. ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულები ფარულად და მართლაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მ------------------ კუთვნილ 750 ლარს.
2.7 სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი-–------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 285-ე უხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ხ--------------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 285-ე უხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ------------–------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 285-ე უხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
3.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
3.2 ი-–------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედებების ხასიათს, რომლიც საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია და წარმოადგენს დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფორმას და თვლის, რომ ი-–------------ დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა.
3.3 ხ--------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედებების ხასიათს, რომლიც საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია და წარმოადგენს დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფორმას და თვლის, რომ ხ-------------------- დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა.
3.4 ვ------------–------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედებების ხასიათს, რომლიც საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია და წარმოადგენს დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფორმას და თვლის, რომ ვ------------–------------ს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა.
4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე- 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი-–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
2. ი-–------------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. ი-–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
4. ი-–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
5. ი-–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ი-–------------ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ი-–------------ დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8. მსჯავრდებულ ი-–------------ სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
9. ი-–------------ სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2014 წლის 15 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით.
10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს განჩინებით ი-–------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და და გირაოს სახით გადახდილი თანხა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს მ--–----------–---ს (---------------- - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
11. ხ-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ხ-------------------- დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
13. ხ-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
14. ხ-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
15. ხ-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ხ-------------------- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ხ-------------------- დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
18. მსჯავრდებულ ხ-------------------- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
19. ხ-------------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2014 წლის 15 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით.
20. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს განჩინებით ხ--------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს მ--–----------–---ს (---------------- - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
21. ვ------------–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
22. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ვ------------–------------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
23. ვ------------–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
24. ვ------------–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
25. ვ------------–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
26. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ვ------------–------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
27. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ვ------------–------------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2-- მსჯავრდებულ ვ------------–------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
29. ვ------------–------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2014 წლის 15 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით.
30. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს განჩინებით ვ------------–------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს მ--–----------–---ს (---------------- - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
31. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
32. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
33. მსჯავრდებულების მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით მისი სათანადო ორგანოებში გამოცხადების ან დაპატიმრების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე: ლევან გელოვანი