განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 140100118002347788
საქმე №1ბ/1041-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მსჯავრდებულ ლ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---- ი-----–-ს ძე გ-----–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ---–------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი), სსკ-ის 285-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი), სსკ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით(სამი ეპიზოდი), სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ხუთი ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით, ლ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით(ოთხი ეპიზოდი), სსკ-ის 285-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი), სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით(სამი ეპიზოდი), სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ხუთი ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ------------–---–ის, ა-–-------------ის, თ----------–------ისა და მ--–--------------ის ეპიზოდი) – 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ-------------–-–---–ის ეპიზოდი) – 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მ------------–---–ის ეპიზოდი) – 4(ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ა-----–---------ის ეპიზოდი) – 4(ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ--------–----–---–ის ეპიზოდი) – 4(ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (გ-----------------–-–---–ის ეპიზოდი) – 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (ე-–-----------ის ეპიზოდი) – 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ--------–----–---–ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა-----–---------ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 285-ე მუხლის პირველი ნაწილით (გ-----------------–-–---–ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 285-ე მუხლის პირველი ნაწილით (ე-–-----------ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით (გ-----------------–-–---–ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ე-–-----------ის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ნ--------–----–---–ის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ა-----–---------ის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით (გ-----------------–-–---–ის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით (ე-–-----------ის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ლ-----------–---–ს საბოლოოდ განესაზღვრა 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ლ-----------–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყო - 2018 წლის 11 ივლისიდან;
ლ-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
მანვე ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა;
მანვე ჩაიდინა კომპიუტერული პროგრამის უნებართვო შენახვა და გავრცელება, სსკ-ის 158-ე ან სსკ-ის 159-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით;
მანვე ჩაიდინა კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლა;
მანვე ჩაიდინა კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია;
მანვე ჩაიდინა კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა;
მანვე ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა;
ლ-----------–---–ის ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში, გ----–-------–-----------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ლ-----------–---–ი თავის ნაცნობებს - დ------------–---–ს, თ----------–------ეს, ა-–-------------ესა და მ--–--------------ეს მოტყუებით დაპირდა დახმარებას დაბლოკილი მობილური ტელეფონებისათვის ბლოკის მოხსნაში. უთხრა, თითქოს მუშაობდა კიბერუსაფრთხოების სამსახურში. დ------------–---–მა, თ----------–------ემ, ა-–-------------ემ და მ--–--------------ემ დაუჯერეს ლ-----------–---–ს, რითაც მან ისარგებლა და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დ------------–---–ის კუთვნილ, 300 ლარად ღირებულ „----------- ფირმის მობილურ ტელეფონს, ა-–-------------ის კუთვნილ, 350 ლარად ღირებულ „---------- ფირმის მობილურ ტელეფონს, თ----------–------ის კუთვნილ, 100 ლარად ღირებულ „----------- ფირმის მობილურ ტელეფონსა და მ--–--------------ის კუთვნილ, 350 ლარად ღირებულ „---------- ფირმის მობილურ ტელეფონს, რამაც სულ 1 100 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ტელეფონებიდან ლ-----------–---–მა ნაწილი გაყიდა, ხოლო ნაწილი ჩააბარა სხვადასხვა სალომბარდო დაწესებულებაში, აღებული თანხა კი მიისაკუთრა;
- 2017 წლის 4 ნოემბერს, გ----–--------–---------------ში მდებარე საბილიარდოში მყოფი ლ-----------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მისი ნაცნობის - დ------------ის კუთვნილ, 300 ლარად ღირებულ „--------- ფირმის მობილურ ტელეფონს, რამაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია. მან ტელეფონი მეორე დღეს ჩააბარა თ---–--–--------------------ში მდებარე ლ-–-----------ის კუთვნილ სალომბარდო დაწესებულებაში, აღებული თანხა კი მიისაკუთრა;
- 2017 წლის ნოემბერში ლ-----------–---–ი მივიდა გ----–-----–-----------------ში მცხოვრებ ნ-------------–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში და გაეცნო მას, როგორც მობილური ტელეფონების პროგრამისტი, უთხრა, რომ დაეხმარებოდა დაბლოკილი ტელეფონისათვის ბლოკის მოხსნაში, რაც დაიჯერა ნ-------------–-–---–მა. აღნიშნულით ისარგებლა ლ-----------–---–მა და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ-------------–-–---–ის 450 ლარად ღირებულ „------------- ფირმის მობილურ ტელეფონს, რამაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია. ლ-----------–---–მა აღნიშნული ტელეფონი მოგვიანებით ჩააბარა გ----–-------------------------ში მდებარე ნო------------–---–-ს კუთვნილ სალომბარდო დაწესებულებაში, აღებული თანხა კი მიისაკუთრა;
-ლ-----------–---–მა სოციალურ ქსელ ,,Facebook”-ზე მომხმარებელ გ-----------------–-–---–ს - „---------------------- 2017 წლის 28 სექტემბერს გაუგზავნა მის მიერ უნებართვოდ შენახული ფიშერული პროგრამის ლინკი - i---------------------------- რომელსაც იყენებდა კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და მონაცემთა შეცვლისათვის. ბმულის მიხედვით, არსებობდა მოთხოვნა, რომ დადებითი შეფასება ე.წ. „ლაიქი“ დაეფიქსირებინა ერთ-ერთ ფოტოსურათზე. მოთხოვნისამებრ, გ-----------------–-–---–მა ხელახლა გაიარა ავტორიზაცია, რის შემდეგაც ავტორიზაციის მონაცემები გაიგზავნა ლ-----------–---–ის კუთვნილი ელექტრონული ფოსტის მისამართზე - h-------------------- იმავე დღეს, 19:21 საათზე ლ-----------–---–მა, მის მიერ უკანონოდ მოპოვებული და შენახული ავტორიზაციის მონაცემების გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწია გ-----------------–-–---–ის კუთვნილ სოციალურ ქსელ ,,facebook”-ის მომხმარებლის გვერდზე და უნებართვოდ შეცვალა ავტორიზაციის მონაცემები, რის შედეგად გ-----------------–-–---–მა დაკარგა წვდომა კუთვნილ მომხმარებლის გვერდზე;
-ლ-----------–---–ი სოციალურ ქსელ ,,facebook”-ის მეშვეობით, სადაც უნებართვოდ სარგებლობდა მომხმარებლის სახელით „----------------------, 2017 წლის 29 სექტემბერს დაუკავშირდა ე-–-----------ეს, რომელიც რეგისტრირებული იყო მომხმარებლის სახელით „-------------- და სარგებლობდა ,---------ის ფირმის მობილური ტელეფონით, შესთავაზა ტელეფონის მენიუს ქართულ ენაზე გადაყვანა და გაუგზავნა მის მიერ უნებართვოდ შენახული ფიშერული პროგრამის ლინკი - i---------------------------- ლ-----------–---–ის მითითებით, ე-–-----------ემ ბმულზე გაიარა რეგისტრაცია, რა დროსაც სათანადო გრაფებში მიუთითა თავისი მობილური ტელეფონის მონაცემები, ნომერი, პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი - e-------------------- და პაროლი. ავტორიზაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტის ავტორიზაციის მონაცემები გაიგზავნა ლ-----------–---–ის კუთვნილი ელექტრონული ფოსტის მისამართზე - h-------------------- ლ-----------–---–მა ე-–-----------ის ელექტრონული ფოსტის მისამართზე უნებართვოდ შეაღწია, შეცვალა მონაცემები და თითქოს იმ მიზეზით, რომ ტელეფონის მუშაობის შეფერხება არ მომხდარიყო, ე-–-----------ეს გამოართვა ტელეფონის „----–----------------- მონაცემები, სადაც ასევე უნებართვოდ შეაღწია და შეცვალა მონაცემები, რის შემდეგაც i----------ს მიწერა შეცვლილი მონაცემები, ე-–-----------ის ტელეფონს მიანიჭა დაკარგულის სტატუსი და i------ის ადმინისტრაციას დააბლოკინა ტელეფონი, რამაც გამოიწვია ე-–-----------ის კუთვნილი ,---------ის ფირმის მობილური ტელეფონის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება;
- 2017 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 12 საათზე, ლ-----------–---–მა თავის ნაცნობს -მ------------–---–ს მის სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომრებზე 5----------------------------- გამომგზავნის სახელით „გაფრთხილება“ გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლის მიხედვით უცნობი პირი ატყობინებდა, თითქოს მ------------–---–ის მობილური ტელეფონი იყო ,,დავირუსებული“ და წარმოადგენდა საფრთხეს. მ------------–---–ი ,,facebook”-ის მეშვეობით მაშინვე დაუკავშირდა ლ-----------–---–ს, რომელიც ,,facebook”-ზე დარეგისტრირებული იყო სახელით „არასამთავრობო ორგანიზაცია“ (ლინკი h------------------------------------------------------- და მ------- იცნობდა დ---------------------- სახელით. დ------- (იგივე ლ-----------–---–მა) მიმოწერაში აცნობა, რომ მისი მეგობარი ლ-----------–---–ი, რომელსაც ასევე სოციალური ქსელით იცნობდა მ-------, დაეხმარებოდა „პრობლემის“ მოგვარებაში და მიწერა მისი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი 5-----------. მ------------–---–ი დაუკავშირდა ლ-----------–---–ს და იმავე დღეს, დაახლოებით 18 საათზე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მას. ლ-----------–---–მა მ------------–---–ს გამოართვა მისი კუთვნილი ,------------------ ფირმის, 1127 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი და უთხრა, რომ ტელეფონის ,,გაწმენდა ვირუსებისგან“ ძალიან რთული იქნებოდა. მ-------ს თანხმობის შემთხვევაში, ტელეფონს გაატანდა თავის ბიძაშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც შეაკეთებინებდა და 40 დღეში დაუბრუნებდნენ. მ------------–---–ი დათანხმდა და ლ-----------–---–ს გადასცა მობილური ტელეფონი თავისივე ყუთითა და დასამუხტი მოწყობილობით. ეს ტელეფონი ლ-----------–---–მა იმავე დღეს თ---–--–-----------------------–-------------ში მდებარე დ---------------------------–------ ტელეფონების ყიდვა-გაყიდვის ჯიხურში გადაცვალა იგივე ფირმის, 330 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონში. აღნიშნულით ლ-----------–---–ი თაღლითურად დაეუფლა მ------------–---–ის კუთვნილ, 1127 ლარად ღირებულ ,----------------- ფირმის მობილურ ტელეფონს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
-ლ-----------–---–ი, რომელიც ინტერნეტში სოციალურ ქსელ „facebook“-ზე დარეგისტრირებული იყო „ა-----------------------------–------------------- სახელით, 2017 წლის ნოემბრის თვეში „facebook“-ის საშუალებით დაუკავშირდა ნ--------–----–---–ს და შესთავაზა ტელეფონის მენიუს ქართულ ენაზე გადაყვანა, რის შემდეგაც ნ--------–----–---–ს სოციალური ქსელის მეშვეობით გაუგზავნა ვირუსული პროგრამის მისამართი. ნ--------–----–---–მა ლ-----------–---–ის მითითებით გაიარა რეგისტრაცია, რამაც გამოიწვია ნ--------–----–---–ის კუთვნილი „---------------ის ფირმის მობილური ტელეფონის დაბლოკვა. იმ მიზეზით, რომ ლ-----------–---–ს ნ--------–----–---–ის მობილური ტელეფონი პროგრამულად შეეკეთებინა, 2017 წლის 22 ნოემბერს მეტროსადგურ „-----–-------- შესასვლელში ლ-----------–---–ი შეხვდა ნ--------–----–---–ს, გამოართვა მისი კუთვნილი, 1095 ლარად ღირებული „-------------- ფირმის მობილური ტელეფონი და უთხრა, რომ ნ--------–----–---–ის თანხმობის შემთხვევაში, ბლოკის მოხსნის მიზნით ტელეფონი უნდა გაეგზავნა ბ------–-- სადაც მას შეაკეთებდნენ და რამდენიმე დღეში ფოსტის საშუალებით უკან დაუბრუნებდა. ნ--------–----–---–ი დათანხმდა და ლ-----------–---–ს გადასცა მობილური ტელეფონი თავისივე ყუთით, დასამუხტი მოწყობილობით და საგარანტიო ფურცლით. ლ-----------–---–მა იმავე დღეს ნ--------–----–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი 300 ლარად ჩააბარა თ---–--–---------------------–- მდებარე შპს „-------------–--- ლომბარდში. აღნიშნული ქმედებით ლ-----------–---–მა ნ--------–----–---–ს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
- 2017 წლის ოქტომბერში, დაუდგენელ დროს, ლ-----------–---–მა ა-----–---------ს გაუგზავნა მის მიერ უნებართვოდ შენახული ფიშერული პროგრამის ლინკი - i---------------------------- რომელსაც იყენებდა კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და მონაცემთა შეცვლის მიზნით. ბმულის მიხედვით, არსებობდა აღნიშნულ ლინკზე რეგისტრაციის გავლის მოთხოვნა, რათა ა-----–---------ს მოეხდინა მის კუთვნილ ,------------ ფირმის ტელეფონში სხვადასხვა ფუნქციით სარგებლობა. მოთხოვნისამებრ, ა-----–---------მა გაიარა ავტორიზაცია აღნიშნულ ლინკზე, რის შემდეგაც ავტორიზაციის მონაცემები გაიგზავნა ლ-----------–---–ის კუთვნილი ელექტრონული ფოსტის მისამართზე - h-------------------- იმავე დღეს ლ-----------–---–მა, მის მიერ უკანონოდ მოპოვებული და შენახული ავტორიზაციის მონაცემების გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწია ა-----–---------ის კუთვნილ ,,აიქლაუდში” და უნებართვოდ შეცვალა ავტორიზაციის მონაცემები, რის შემდეგაც ა-----–---------მა დაკარგა წვდომა კუთვნილი მომხმარებლის გვერდზე. ლ-----------–---–მა ა-----–---------ს უთხრა, რომ დაეხმარებოდა დაბლოკილი ტელეფონისათვის ბლოკის მოხსნაში, რაც დაიჯერა ა-----–---------მა. აღნიშნულით ისარგებლა ლ-----------–---–მა და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ა-----–---------ის 630 ლარად ღირებულ ,------------ ფირმის მობილურ ტელეფონს, რამაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია. მოგვიანებით, ლ-----------–---–მა აღნიშნული ტელეფონი ჩააბარა გ----–------------------------ში მდებარე ვა----------–---–------ს კუთვნილ სალომბარდო დაწესებულებაში, აღებული თანხა კი მიისაკუთრა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ-----------–---–მა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის მინიმუმის დანიშვნა და საბოლოოდ სასჯელთა შთანთქმის პრინციპით 4(ოთხი)წლით თავისუფლების განსაზღვრა.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლ-----------–---–ის მიერ ჩადენილ ქმედებებს. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების დ------------–---–ის, ა-–-------------ის, თ----------–------ის, მ--–--------------ის, დ------------ის, ნ-------------–-–---–ის, გ-----------------–-–---–ის, ე-–-----------ის, მ------------–---–ის, ნ--------–----–---–ის, ა-----–---------ისა და სხვათა გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების, ამოღების, ამოცნობისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებითა და ამონაწერებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით, ნასყიდობისა და სალომბარდო ხელშეკრულებებით, ნივთიერი მტკიცებულებებით და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მან მართალია, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის განსაზღვრისას ხაზი უნდა გაესვას მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივს და მიზანს, ჩადენის ხერხს, დამდგარ შედეგს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას და რაც მთავარია ჩადენილი დანაშაულების სიმრავლეს.
პალატას, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის შემსუბუქება მიზანშეუწონლად მიაჩნია
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ლ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ლ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ლ---- გ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით(ოთხი ეპიზოდი), სსკ-ის 285-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი), სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით(სამი ეპიზოდი), სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ხუთი ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითდა სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ------------–---–ის, ა-–-------------ის, თ----------–------ისა და მ--–--------------ის ეპიზოდი) – 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ-------------–-–---–ის ეპიზოდი) – 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მ------------–---–ის ეპიზოდი) – 4(ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ა-----–---------ის ეპიზოდი) – 4(ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ--------–----–---–ის ეპიზოდი) – 4(ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (გ-----------------–-–---–ის ეპიზოდი) – 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (ე-–-----------ის ეპიზოდი) – 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ--------–----–---–ის ეპიზოდი) – 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა-----–---------ის ეპიზოდი) – 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 285-ე მუხლის პირველი ნაწილით (გ-----------------–-–---–ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 285-ე მუხლის პირველი ნაწილით (ე-–-----------ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით (გ-----------------–-–---–ის ეპიზოდი) – 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ე-–-----------ის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ნ--------–----–---–ის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ა-----–---------ის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით (გ-----------------–-–---–ის ეპიზოდი) – 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით (ე-–-----------ის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ლ-----------–---–ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
4. მსჯავრდებულ ლ-----------–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს - 2018 წლის 11 ივლისიდან;
5. მხედველობაში იქნეს მირებული, რომ ლ-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია.
6.ნივთიერი მტკიცებულება - მობილური ტელეფონები და მათი ყუთები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, ხოლო - ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი