განაჩენი

სისხლის სამართლის 21.09.2018
საქმის ნომერი
330100118002258250
ინსტანცია
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002258250

საქმე #1ბ/963-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის, ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ც-------–---–---ის

მსჯავრდებულის: შ--------–--–-–---–ის

ადვოკატის: თ------------–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ შ--------–--–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) შ--------–--–-–---–ის მიმართ. შ--------–--–-–---–ი დაბადებულია 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი №0----------), დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ. თ---–------------------------------------–-----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–--–-----------------------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ--------–--–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

წარდგენილი ბრალის მიხედვით:

2017 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე მკვლელობის მცდელობისათვის ნასამართლევი შ--------–--–-–---–ი მივიდა გ-–-----ს რაიონში, ხ------------- №2ა-ში მდებარე შპს ,,ი----–-ს“ შენობასთან, სადაც თავის შვილს მ---------–--–-–---–ს მოსთხოვა, ეთქვა, სად იყო დედამისი (შ--------–--–-–---–ის მეუღლე) ი---------–---–ი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მ---------–--–-–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2017 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე შ--------–--–-–---–ი მივიდა ქ. თბილისში, ბ------------------ა №8-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც თავის შვილს მ---------–--–-–---–ს მოსთხოვა დედამისის ი---------–---–ის გერმანიიდან ჩამოყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა მოკვლით და ამავდროულად ხელი წაუჭირა ყელში. აღნიშნული მუქარა მ---------–--–-–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2017 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე შ--------–--–-–---–ი მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა თავის შვილს მ---------–--–-–---–ს და მოსთხოვა დედამისის ი---------–---–ის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და შვილების ამოხოცვით, რაც მ---------–--–-–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

 

2017 წლის 25 აგვისტოდან 30 აგვისტომდე დროის პერიოდში მკვლელობის მცდელობისათვის ნასამართლევი შ--------–--–-–---–ი მივიდა ქ. თბილისში, გ-–-----ს მ----------------------ში მდებარე ყოფილი მეუღლის ი---------–---–ის ბინა №1---ში და ი---------–---–ს მოსთხოვა შერიგება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ი---------–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორცილების საფუძვლიანი შიში.

 

2017 წლის 11 ოქტომბერს შ--------–--–-–---–ი მობილური ტელეფონის საშუალებით ყელის გამოჭრით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, თუ ეს უკანასკნელი არ შეურიგდებოდა. აღნიშნული მუქარა ი---------–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორცილების საფუძვლიანი შიში, რის გამოც 2017 წლის 22 ოქტომბერს შ--------–--–-–---–ისაგან დასამალად და თავის გადასარჩენად გაემგზავრა გერმანიაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეეგის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენით:

 

შ--------–--–-–---–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში( მ---------–--–-–---–ის ეპიზოდი) გამართლდა.

შ--------–--–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ი---------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

შ--------–--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 11 დეკემბრიდან.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა შ--------–--–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ------------–--ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარი და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

ბრალდების მხარემ მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა შ--------–--–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში დატოვება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი შ--------–--–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას მ---------–--–-–---–ის ეპიზოდში შ--------–--–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალის მოხსნის და გამართლების ნაწილში, ვინაიდან მ---------–--–-–---–მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ახლო ნათესავის - მამის წინააღმდეგ ჩვენება, ხოლო ბრალდების მხარეს ამ ნაწილში სხვა პირდაპირი მტკიცებულება არ გააჩნდა. სასამართლომ სწორად მიუთითა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაზე და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1548 გადაწყვეტილებაზე, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ მხოლოდ ირიბი ჩვენების საფუძველზე არ შეიძლება, პირი მსჯავრდებული იქნას. მოცემულ საქმეში მ---------–--–-–---–ის ეპიზოდში ერთადერთი პირდაპირი მოწმე იყო მ---------–--–-–---–ი. როგორც აღინიშნა, მან ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება, ხოლო ი---------–---–ის და ლ--------–--–ის ჩვენებები იყო ირიბი. მათი ჩვენებების საფუძველზე დასტურდებოდა შ--------–--–-–---–ის მიერ მ---------–--–-–---–ზე განხორცილებული მუქარა, რაც მოწმეებისთვის თვით მ---------–--–-–---–ისგან სიტყვიერად გახდა ცნობილი. ასევე მ---------–--–-–---–ზე ყელში წაჭერის ფაქტზე შ--------–--–-–---–ის მიმართ სხვა პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების მხარეს საქმეში წარმოდგენილი არ ჰქონდა.

 

რაც შეეხება შ--------–--–-–---–ის მსჯავრდებას ი---------–---–ის ეპიზოდში, რაზედაც აპელირებს დაცვის მხარე, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ დაზარალებული ი---------–---–ი აღარ იყო შ--------–--–-–---–ის მეუღლე, მას ათი წლის განმავლობაში ჰყავდა საყვარელი მამაკაცი, აღარ ცხოვრობდნენ ერთად და არაფერი აკავშირებდათ გარდა შვილებისა, რის გამოც დაცვის მოსაზრებით ოჯახურ დანაშაულს ადგილი არა ჰქონია. ხოლო ი---------–---–ი საზღვარგარეთ იმიტომ წავიდა, რომ გადაეფარა თავისი საქციელი და ჩამოეშორებინა საყვარელი. პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტების მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასაკმარისი და მხოლოდ ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო არაკანონიერი განაჩენი.

 

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ შ--------–--–-–---–ი და ი---------–---–ი 25 წლის განმავლობაში იყვნენ ცოლ-ქმარი, ჰყავთ 2 შვილი და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო საქმიანობას. შ--------–--–-–---–ის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის დროს, ი---------–---–ს ურთიერობა აღარ ჰქონდა მეუღლესთან. მას შემდეგ, რაც შ--------–--–-–---–მა დატოვა საპატიმრო დაწესებულება, ი---------–---–ის სახლში რამდენჯერმეა მისული ნასვამ მდგომარეობაში ღამის გასათევად და მისი ბებია-ბაბუის გასვენებაში, რაზედაც თვით ი---------–---–ი და მოწმე ლ--------–---–ი უთითებენ თავიანთ ჩვენებებში. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ ი---------–---–ს ამ პერიოდისთვის უკვე ყჰავდა სხვა მეგობარი მამაკაცი და შ--------–--–-–---–თან ურთიერთობის აღდგენა აღარ სურდა, რაზედაც ამ უკანასკნელს ჰქონდა მოთხოვნები. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, ხოლო ამ მუხლის შენიშვნაში კანონმდებელს ცალსახად მითითებული აქვს, ვინ ითვლება ოჯახის წევრად. შენიშვნის მიხედვით ოჯახის წევრია არა მხოლოდ მეუღლე, არამედ ყოფილი მეუღლე და დაცვის მხარის ზემოაღნიშნული არგუმენტაცია, რომ ოჯახურ დანაშაულთან საქმე არ გვაქვს, დაუსაბუთებელია.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას ი---------–---–ის საზღვარგარეთ წასვლის მოტივზე, პალატა ასევე არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ თვით ი---------–---–ის, მოწმეების ლ--------–---–ის და ნ----------–---–ის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ შ--------–--–-–---–ის მიერ ი---------–---–ზე განხორცილებული მუქარის გამო ი---------–---–ი იმალებოდა თავისი მამიდის - ნ----------–---–ის ბინაში. შემდეგ იძულებული იყო დაეტოვებინა საქართველო და მას შემდეგ, რაც შ--------–--–-–---–ი მათი შვილის მ---------–--–-–---–ის საშუალებით კვლავ უთვლიდა უკვე შვილების და შვილიშვილების მოკვლის მუქარას უკან დაბრუნდა, თუმცა მ---------–--–-–---–ის თხოვნით, რომ არ მოეკლა მამას და გასცლოდა, კვლავ წავიდა გერმანიაში დეიდასთან. შესაბამისად, დაცვის მხარის აღნიშნული მოსაზრება ამ ნაწილშიც უარგუმენტოა.

 

პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხოლოდ ირიბი მოწმეების ჩვებებზე დაყრდნობით გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი შ--------–--–-–---–ის მიმართ და ბრალდების მხარეს არ ჰქონია არცერთი პირდაპირი მტკიცებულება. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაკითხა პირდაპირი მოწმე - დაზრალებული ი---------–---–ი, რომელმაც დეტალურად და ამომწურავად მისცა ჩვენება შ--------–--–-–---–ის მიერ მასზე განხორცილებულ მუქარაზე ჯერ ტელეფონის საშუალებით, ხოლო შემდეგ - ბინაში. კერძოდ: ი---------–---–მა აჩვენა, რომ იყო შ--------–--–-–---–ის მეუღლე 14 წლის ასაკიდან, ჰყავთ 2 შვილი. შ--------–--–-–---–თან ერთად აღარ ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი მკვლელობის მცდელობისთვის გახდა მსჯავრდებული და სასჯელს იხდიდა. შ--------–--–-–---–ი 2016 წლის 1 მარტს განთავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მაგრამ მათი ურთიერთობა არ აღმდგარა. შ--------–--–-–---–ი რამდენჯერმე მივიდა მასთან სახლში ნასვამ მდგომარეობაში და გაათია ღამე. ასევე დაესწრო ოჯახის უფროსების - ბებია-ბაბუის გასვენებას. ი---------–---–ის ჩვენებით ასევე დადასტურდა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ის ცხოვრობდა თავის მეგობარ მამაკაცთან - ი----------–-–---–თან ერთად. აღნიშნულის შესახებ მსჯავრდებულისთვის ცნობილი გახდა თვით დაზარალებულის ძმისგან. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მუქარის განხორცილება შ--------–--–-–---–მა ი---------–---–ზე. დაურეკა ჯერ ტელეფონზე და დაემუქრა მოკვლით, ხოლო შემდეგ მივიდა ბინაში, სთხოვდა ი----------–-–---–ის მისამართს და ტელეფონის ნომერს. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა, რომ დაანივალიდებდა, მოკლავდა და ,,ღორივით“ დააგდებდა. შ--------–--–-–---–ი ასევე აკითხავდა სამსახურში - ,,ს----------–------------–ი“, რაც არა მხოლოდ თვითონ, არამედ თანამშრომლებმაც შეამჩნიეს. ი---------–---–მა შ--------–--–-–---–ის მუქარა აღიქვა რეალურად მისი წარსულიდან გამომდინარე და სიცოცხლის გადასარჩენად იძულებული გახდა, დამალულყო მამიდის - ნ----------–---–ის ბინაში, ხოლო შემდეგ წავიდა საქართველოდან. შ--------–--–-–---–ი შვილის - მ---------–--–-–---–ის საშუალებით უთვლიდა მუქარას, რის გამოც იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო, თუმცა შემდეგ ისევ მ---------–--–-–---–ის თხოვნით - წასულიყო სადმე, რომ შ-----ს არ მოეკლა, მეორედ გამეგზავრა გერმანიაში დეიდასთან.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის დედამ ლ--------–---–მა დაადასტურა დაზარალებულის ჩვენების სისწორე იმ ნაწილში, რომ შ--------–--–-–---–ი და ი---------–---–ი 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ჰყავთ 2 შვილი. ბოლოს აღარ ცხოვრობდნენ ერთად და მას შემდეგ, რაც შ--------–--–-–---–ი ციხიდან განთავისუფლდა და გაიგო ი---------–---–ის სხვა მამაკაცთან ცხოვრების შესახებ, ემუქრებოდა, რომ მოკლავდა, ვინაიდან მას უღალატა. სწორედ აღნიშნული მუქარის განხორცილების შიშის გამო ი---------–---–ი იმალებოდა მამიდის - ნ----------–---–ის სახლში, ხოლო შემდეგ წავიდა გერმანიაში დეიდასთან, თუმცა შვილის - მ---------–--–-–---–ის თხოვნით, რომ აღარ შეეძლო მამის მუქარის ატანა, დაბრუნდა საქართველოში. შ--------–--–-–---–ი მაინც არ ჩერდებოდა და ხან მ---------–--–-–---–ს, ხან ი---------–---–ს ტელეფონით თუ პირადად ემუქრებოდა. ამის შემდეგ კვლავ სთხოვა მ------ ნ-–---––---–მა დედას ისევ წასულიყო და ი---------–---–ი მეორედ წავიდა გერმანიაში. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ შ--------–--–-–---–ი რამდენჯერმე იყო მათთან მისული ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, ნასვამმა ღამეც გაათია და ოჯახის უფროსების გასვენებასაც დაესწრო.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ი---------–---–ის მამიდამ ნ----------–---–მა დაადასტურა, რომ ი---------–---–ი 2017 წლის ნოემბრიდან 2017 წლის 18 დეკემბრამდე იმყოფებოდა მასთან სახლში. სახლიდან არ გადიოდა რადგან ეშინოდა შ--------–--–-–---–ის, რომელიც ი---------–---–ს ემუქრებოდა მოკვლით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დაკითხა პოლიციის თანამშრომლები თ------------–-------–----------------–------------–-------–---–---------–----–------------------------–--- რომლებმაც დაადასტურეს 2017 წლის 9 დეკემბერს მ---------–--–-–---–ის მიერ მამამისის - შ--------–--–-–---–ის მიმართ გაკეთებული განცხადების სისწორე, მ---------–--–-–---–ის და ი---------–---–ის მიმართ განხორცილებული მუქარის გამო ძებნილი შ--------–--–-–---–ის დაკავების და საქმეზე ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებათა სისწორე.

 

შ--------–--–-–---–მა როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში თავი დამნაშავედ არ ცნო და მიუთითა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩვეულებრივი თანაცხოვრებით ცხოვრობდა ხან ი----თან სახლში, ხან კი თავისი მშობლების სახლში, 2017 წლის აგვისტოში ი---------–---–ის ძმა - დ-----------–---–ი დაბრუნდა გერმანიიდან და უთხრა, რომ ი---- ჰყავდა სხვა მამაკაცი, ცხოვრობდა მასთან ერთად მისი ციხეში ყოფნის პერიოდიდან და სთხოვა თავი დაენებებინა. მეორე დღეს ი----თან საუბრის დროს, რასაც ესწრებოდნენ შვილები და დ-----------–---–ი, მას შემდეგ, რაც ი---მ დაადასტურა ძმის ნათქვამი, შ--------–--–-–---–მა შეაგინა და წავიდა. ამის შემდეგ არც კავშირი ჰქონია მასთან და არც დამუქრებია. მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

პალატა მსჯავრდებულის აღნიშნულ ჩვენებას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ გამომდინარეობს დაზარალებულის, მოწმეების ზემოაღნიშნული ჩვენებებიდან და საქმეში არსებული მასალებიდან. თვით მსჯავრდებულის ჩვენებიდან ირკვევა, რომ დაზარალებულ ი---------–---–ის ძმა, დ-----------–---–ი 2017 წლის აგვისტოში დაბრუნდა გერმანიიდან და მისგან შეიტყო ი---------–---–ის ურთიერთობის შესახებ სხვა მამაკაცთან. წარდგენილი ბრალდებით შ--------–--–-–---–ს სწორედ 2017 წლის 25 აგვისტოდან 30 აგვისტომდე პერიოდში აქვს განხორცილებული პირველი მუქარა ი---------–---–ის მისამართით. ამდენად, მსჯავრდებულის ჩვენებას, რომ მხოლოდ შეაგინა ი---------–---–ს და უკან გამობრუნდა პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან მსჯავრდებულს ამგვარი ჩვენებით სურს მოსალოდნელ პასუხისმგებლობას აარიდოს თავი. მისი აგრესია განაპირობა დაზარალებულის გაცხადებულმა პოზიციამ, რომ ჰყავდა სხვა მამაკაცი და აღარ სურდა მასთან ერთად ცხოვრება

 

პალატას მიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შ--------–--–-–---–ის მიმართ განაჩენის გამოტანისას ზედმიწევნით დაიცვა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ასევე დაცული იქნა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მოთხოვნა - მტკიცებულებათა შეფასება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

 

არანაირ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს და ქმედების სამართლებრივი შეფასებისთვის საქმეში ნამდვილად არსებობს შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დგინდება პირველ რიგში დანაშაულის ფაქტის არსებობა და შემდეგ შ--------–--–-–---–ის კავშირი ამ ფაქტთან. ასევე დაცული იქნა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი და სწორად მიიჩნია სასამართლომ მსჯავრდებულად შ--------–--–-–---–ი ი---------–---–ის ეპიზოდში, რომ მან ჩაიდინა მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორცილეების საფუძვლიანი შიში - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება სასჯელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ შ--------–--–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. შ--------–--–-–---–ს შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო დამამაძიმებელი გარემოებაა ნასამართლევი პირის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაული. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ შ--------–--–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ შ--------–--–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც იგი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული. შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უნდა ითქვას უარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ შ--------–--–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ------------–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი შ--------–--–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

შ--------–--–-–---–ი საქართველოს სსკ-ის მე-111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში( მ---------–--–-–---–ის ეპიზოდი) გამართლდეს;

 

შ--------–--–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ი---------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

შ--------–--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 11 დეკემბრიდან;

 

მხდველობაში იქნას მიღებული, რომ შ--------–--–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - 1 (ერთი) ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვ. ლომიძე