განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002207795
საქმე №1ბ/1010-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ დ----------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ------------------------------–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის მქონის, განქორწინებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ------–---------------–------------–--------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქ/პუნქტებით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენით დ----------------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთამ მთლიანად შთანქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ----------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ დ----------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 13 ნოემბრიდან.
დ----------------–ს მსაჯვრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
დ----------------–ი, მეუღლე ი------------–თან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა ქ-------–--–-------------–------------–----------------------------------ში. 2017 წლის 12 ნოემბერს, დღის საათებში, 11 წლის ვ------------------–ი მამასთან, დ----------------–თან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკებისას, დ----------------–მა ვ------------------–ი დაიჭირა მკლავებში, მიანარცხა კედელს და თავი მიარტყმევინა. დ----------------–ის ქმედების შედეგად დაზარალებულმა ვ------------------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ----------------–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის, ვადის შემცირება.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოში განხილვის სტადიაზე იყენებდა დუმილის უფლებას და უარს აცხადებდა ეთანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც გავლენა იქონია სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრაზე, მაგრამ მიუხედავად დუმილის უფლების გამოყენებისა მას არასდროს არ გასჩენია პრეტენზია ეჭვი შეეტანა საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ობიექტურობაში და ეთანხმება ყველა იმ მტკიცებულებას, რომელთა გამოკვლევის საფუძველზე ცნობილ იქნა დამნაშავედ და არ აცხადებს პრეტენზიას გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილით დადგენილ გარემოებების უტყუარობაში.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დ----------------–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. დ----------------–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:
მოწმე ი------------–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა,რომ დ----------------–ი არის მისი ყოფილი მეუღლე. დ----------------–ის მხრიდან არასრულწლოვან შვილზე, ვ------------------–ზე ძალადობის ფაქტს 2017 წლის 12 ნოემბერს ადგილი არ ჰქონია. დასახელებულ დღეს სამსახურიდან მისულს დ----------------–ი ნასვამი დახვდა. ნამტირალებმა შვილმა კი უთხრა, რომ წაიქცა და ბრალდებულს მისთვის ხელი არ უკრავს. გამომძიებელსაც იგივე უთხრა, რომ არ შესწრებია დ----------------–ის მხრიდან ვ------------------–ის მიმართ ძალადობის ფაქტს. იგი ეთანხმება გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, თუმცა, მას გამომძიებლისთვის არ უთქვამს, რომ ბავშვს დ----------------–მა ჰკრა ხელი და თავი მიარტყმევინა კედელზე. სახლში მისულს, ყოფილ მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი, რაც გამოიხატა ვოდეოს გადაღებაში, როდესაც დ------------–ი სამზარეულოში შარდავდა. ამაზე ბრალდებული გაბრაზდა, გამოართვა მობილური ტელეფონი და აივნიდან გადააგდო. ამის შემდეგ ი------------–ი ჩავიდა ტელეფონის ასაღებად და გამოიძახა პატრული. მოწმის განმარტებით, დ----------------–მა მას მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ხელი არ გაურტყამს. ი------------–ის ჩვენებით, მისი ყოფილი მეუღლე მას ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ზემოხსენებულ დღეს ვ------------------–ი კომპიუტერთან იჯდა და არ დაუნახავს მშობლების კამათი. მოწმის აზრით, ბავშვი ტიროდა, ალბათ, იმიტომ, რომ მშობლების კამათი ნახა. სასამართლო პროცესეზე ი-------------–მა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სახლში მისულს ვ------------------–მა უთხრა, რომ წაიქცა. მისი შვილი სკოლაში სწავლობს და შეუძლია მოვლენების სწორად აღქმა. მოწმის მტკიცებით, დ----------------–ს შვილების მიმართ აგრესია არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ იგი დ----------------–თან 2014 წელს განქორწინდა, ბრალდებული მაინც მიდიოდა მათთან სახლში და ხშირად რჩებოდა. ბავშვმა დ----------------–ის დაკავების შემდეგ უთხრა, რომ წაიქცა. ი------------–მა სასამართლოს ასევე მიუთითა, რომ მეუღლის მხრიდან ხშირი იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი, მაგრამ ფიზიკურად არასდროს შეხებია.
დ----------------–ის მეზობელმა,მოწმე ნ-----------------ემ განმარტა,რომ ცხოვრობს დ----------------–ის ბინის ქვედა სართულზე. ხშირად გაუგია კამათის, ჩხუბის ხმა. 2017 წლის 12 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში მარტო, ბავშვთან ერთად,როდესაც მ---------–--ის სახლიდან გაიგონა ყვირილის ხმა და ერთ-ერთი ბავშვის ხმა „ვაიმე თავიო“.ბავშვის ხმის გაგონების შემდეგ მოესმა აივნიდან ხმაური, გაიხედა და ნახა მისივე მეზობელი - დ----------------–ი. მან კარი გაუღო ბრალდებულს, რის გამოც ბრალდებულმა სთხოვა, კარებიდან გასვლა. მოწმის განმარტებით,დ.მეტრეველი იყო ნასვამი, მაგრამ მის მიმართ აგრესია არ გამოუვლენია.
მოწმე გ--------------ეს ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია დ-----------------–ის ადგილსამყოფელის შესახებ, რომელიც იმყოფებოდა ვ---------–-----------–-----------------------ს ეზოში, რაც მოახსენა ხელმძვანელობას. დ----------------–ის ოჯახთან ჰქონია ხშირი ურთიერთობა, ვინაიდან ოჯახური კონფლიქტები არც თუ იშვიათად იყო მათ ოჯახში.
მოწმე ი-–----–---–---–ის ჩვენებით დგინდება,რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად.სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს იმყოფებოდა სამსახურში, როდესაც მისმა თანამშრომელმა გ--------------ემ მიიღო შეტყობინება, რომ ვ---------–-----------–------------------------- ეზოში უნდა ყოფილიყო პიროვნება, დ----------------–ი, რომელიც მხილებული იყო ოჯახურ ძალადობაში. მათ იცოდნენ, რომ ბრალდებულს ეცვა სამხედრო ქურთუკი. გავიდა ჯგუფი ადგილზე და ნახეს დ----------------–ი, რომელსაც ეცვა შავი შარვალი,სამხედრო ქურთუკი და მოახდინეს მისი დაკავება დაახლოებით 00:00 საათისთვის. თავად ბრალდებულს ალკოჰოლის სუნი ასდიოდა, მაგრამ ადეკვატური იყო.
მოწმე მ---------–--–-–---–ის ჩვენებით დგინდება,რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველ განყოფილებაში. სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს ოპერატიული ინფორმაცია შევიდა განყოფილებაში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და გავიდნენ მისამართზე, ვ---------–-----------–-----------------------, ი-–----–---–---–თან და ა-----------–----–---–თან ერთად. 3--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს დ----------------–ი, რომელსაც იცნობდნენ, ვინაიდან მათ ოჯახში ხშირი იყო ოჯახური კონფლიქტები და ხშირად იძახებდნენ პოლიციას. დაკავებისას დ----------------–ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოწმის ჩვენებით, ალკოჰოლის სუნი ასდიოდა ბრალდებულს, თუმცა, იყო ადეკვატური.
2017 წლის 12 ივნისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, პაციენტის სამედიცინო ბარათი N4---ის თანახმად, ვ------------------–ს აღენიშნებოდა თავის ზედაპირული ტრავმა და უჩიოდა თავის ტკივილსა და გულის რევის შეგრძნებას.
მოწმე ნ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა პაციენტის სამედიცინო ბარათი #4---ის ნამდვილობა და განმარტა, რომ მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, უფროსი ექიმის პოზიციაზე.2017 წლის 12 ივნისს მიიღეს შეტყობინება, რომ იყო არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტი. პაციენტი იყო ვ-------------------–ი. ბავშვის დედამ უთხრა, რომ მამამ ფიზიკურად იძალადა ბავშვზე და ძალადობის დროს თავი მიარტყმევინა კედელზე. პაციენტს გასინჯვისას კეფის არეში ეტყობოდა დაჟეჟილობები. მათ შეთავაზეს ბავშვის კლინიკაში გადაყვანა და დამატებითი გამოკვლევების ჩატარება.
2017 წლის 12 ნოემბრის ა/მანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა „ჰო------------ს“ მოდელის ავტომანქანა, რომელიც ეკუთვნოდა ი------------–ს, ავტომანქანის წინა მარჯვენა კარებზე აქვს მცირე ზომის ჩაღუნულობა, ი------------–ის განმარტებით, აღნიშნული დააზიანა ყოფილმა მეუღლემ დ----------------–მა.
შეტყობინების რეგსტრაციის N2------ ოქმის მიხედვით, დასტურდება, რომ საპატარულო პოლიციის 112-ე განხორციელებული ზარის ინიციატორი არის ვ----------------–ი, რომელიც 112-ე ოპერატორს აცნობებს ოჯახური (დედ-მამას შორის) კონფლიქტის შესახებ.
2017 წლის 20 ნოემბრის სასაქონლო ექსპერტიზის #15---- დასკვნის თანახმად, ავტომობილზე „H--------” სახელმწიფო ნომრით U-------- წინა მარჯვენა კარის თუნუქის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს - 130 (ასოცდაათი) ლარს.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 13 ნოემბერს, 00:05 საათზე ბრალდებულის სახით დააკავეს დ----------------–ი.
2014 წლის 1 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის #3/2309-14 გადაწყვეტილების შესაბამისად, დამტკიცდა 2014 წლის 30 ივნისის შემაკავებელი ორდერი#0-----, რომლის თანახმად, მოძალადე დ----------------–ს ერთი თვის ვადით აეკრძალა იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ი------------–ი ცხოვრობს. ასევე, მის სამსახურთან, და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
2014 წლის 21 ივლისის #4/4376-14 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილების თანახმად, დ----------------–ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1751- ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 2 (ორი) დღის ვადით.
2014 წლის 30 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის #3/2739-14 გადაწყვეტილების თანახმად, ი------------–ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდა, რომლის თანახმად, 6 (ექვსი) თვის ვადით აეკრძალა დ-----------------–ს ი-------------–თან რაიმე ფორმით მიახლოება, მათ შორის საცხოვრებელ ადგილთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც ი------------–ი იმყოფება. აეკრძალა დ----------------–ს ი-------------–თან რაიმე ფორმით ურთიერთობა, მათ შორის, სატელეფონო და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით კონტაქტი. აეკრძალა დ-----------------–ს ი--------------–ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, იძულების გამოყენება ნებისმიერი ფორმით.
2015 წლის 7 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის #3/735-15 გადაწყვეტილების თანახმად, დამტკიცდა 2015 წლის 6 თებერვლის შემაკავებელი ორდერი#0------ რომლის თანახმად, მოძალადე დ----------------–ს 10 დღით აეკრძალა იმ სახლში მისვლა, სადაც ი------------–ი ცხოვრობს, დ----------------–ს აეკრძალა ი------------–ის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე, 1 თვის ვადით აეკრძალა დ----------------–ს ი------------–თან ყოველგვარი კომუნიკაცია.
2015 წლის 31 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის #3/4036-15 გადაწყვეტილების თანახმად, დამტკიცდა 2015 წლის 31 მაისის შემაკავებელი ორდერებიN0----- და #0------რომლის თანახმად,მოძალადე დ----------------–ს ერთი თვის ვადით აეკრძალა იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ი------------–ი ცხოვრობს. აეკრძალა ასევე, დ----------------–ს მსხვერპლთან ი------------–თან და ვ------------------–თან, მათ სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ვ------------------–ი და ი------------–ი იმყოფებიან. მოხდა ასევე, დ----------------–ის, არასრულწლოვანისაგან ვ------------------–ისაგან განცალკევება.
2015 წლის 20 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის #1/3018-15 განაჩენის თანახმად, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811 -ე მუხლით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა,ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ოდენობით.
2015 წლის 30 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის #3/6831-15 გადაწყვეტილებით, დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი #0------ რომლის თანახმად, მოძალადეს დ----------------–ს ერთი თვის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან ი------------–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი -ი------------–ი იმყოფება, ასევე, დ----------------–ის იმ სახლისაგან მოშორება, სადაც მსხვერპლი- ი------------–ი ცხოვრობს.
2015 წლის 27 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის #3/9135-15 გადაწყვეტილებით,დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი #0------ რომლის თანახმად, მოძალადეს დ----------------–ს 1 თვემდე ვადით აეკრძალა მსხვერპლთან ი------------–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოებს, სადაც მსხვერპლი - ი------------–ი იმყოფება, ასევე, მოშორებული იქნა იმ სახლიდან, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს.
2016 წლის 20 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის #3/4525-16 გადაწყვეტილებით, დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი #00----- რომლის თანახმად, მოძალადეს დ----------------–ს 1 თვის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან ი------------–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი -ი------------–ი იმყოფება, ასევე, მოშორებული იქნა იმ სახლიდან, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს.
2017 წლის 18 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის #1/5489-16 განაჩენის თანახმად, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)გათვალისწინებული დანაშაულისათვის, და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. ასევე, დაეკისრა მოვალეობა: გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლის კურსი.
2017 წლის 16 ნოემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე ვ------------------–ის სხეულზე არსებული დაზიანებები ორი სისხლნაჟღენთის სახით (ზუსტი ლოკალიზაცია იხ. აღწერილობით ნაწილში), განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის /საგნების/ მოქმედებით და ცალ- ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით კეფის არეში არსებული სისხლნაჟღენთი არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს, ხოლო მარცხენა მხრის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთი ხანდაზმულობით დაახლოებით 5-9 დღისაა.
ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ე-------–--–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული სასამართლოში საქმის არსებით სხდომაზე მის მიერ გაცემული ექსპერტიზის N0-------- დასკვნასთან დაკავშირებით.
დ----------------–მა პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე თავის დასკვნით და საბოლოო სიტყვაში წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს იყო ნასვამი, თუმცა, მისი შვილიათვის - ვ------------------–ისთვის - არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არის კარგი მამა.
გამომძიებელ უ-------–---–ის, გამომძიებელ ა-----------–-----–---–ის, გამომძიებელ მი----------------ის, გამომძიებელ გ----------------–---–ის, ექსპერტ მ-----–-----------–ისა და ექსპერტ ს-----------------ს ჩვენებები რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა და გარემოებების გათვალისწინებით მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, განსაზღვრული სასჯელის შემცირების თაობაზე (მიუხედავად იმისა სააპელაციო საჩივარში თავს სრულად ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში), პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომ მის მიმართ ოჯახური კონფლიქტის თაობაზე გამოცემულია არაერთი შემაკავებელი და დამცავი ორდერი, არის ნასამართლობის მქონე პირი (მოცემული დანაშაული ჩადენილი აქვს პირობით მსჯავრის ქვეშ ყოფნის პერიოდში), ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებები მას არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დ----------------–ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ----------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
დ----------------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთამ მთლიანად შთანქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ----------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ დ----------------–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 13 ნოემბრიდან.
არასრულწლოვან დაზარალებულ ვ------------------–ს და მის კანონიერ წარმომადგენელს განემარტოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.
ნივთიერი მტკიცებულებები:საქმეზე თანდართული 2 ცალი ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი