განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010141318700063568, №1/აგ-451-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზა--- ბე------–---–ის (დ----------–-------–-–-----------------------------–----------–-----------------------------–----------------–-------------–------------) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 მარტის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ზა--- ბე------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ზა--- ბე------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) მოხმარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენით დანიშნული და ასევე მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზა--- ბე------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
ზა--- ბე------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
უცვლელად დარჩა ზა--- ბე------–---–ის მიმართ წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც მას ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აპრილის განაჩენით ზა--- ბე------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) მოხმარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
ზა--- ბე------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო საქმიანობის უფლება; გ) საადვოკატო, საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ზა--- ბე------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ივლისის განაჩენი ზა--- ბე------–---–ის მიმართ უცვლელად იქნა დატოვებული.
ზა--- ბე------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის მოხმარება) ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული მუხლებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით ზა--- ბე------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე მთლიანად დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და ამავე სასამართლოს 27 ნოემბრის დადგენილებით განახევრებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის, 5 (ხუთი) თვისა და 18 (თვრამეტი) დღის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ზა--- ბე------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის, 5 (ხუთი) თვისა და 18 (თვრამეტი) დღის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ზა--- ბე------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2009 წლის 25 თებერვლიდან 2009 წლის 15 ივლისამდე და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2009 წლის 15 ივლისიდან.
ზა--- ბე------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო, საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2018 წლის 13 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ზა--- ბე------–---–მა, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, განაჩენის გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ ზა--- ბე------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 მარტის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აპრილის განაჩენით ზა--- ბე------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლებით - ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის. 2017 წლის 07 მარტის განაჩენით მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის 25 აპრილის განაჩენით ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 19 ივლისის N52078 წერილის თანახმად, აღნიშნული ჯარიმები არ არის აღსრულებული (გადახდილი). გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ზა--- ბე------–---–ს ჩამორთმეული აქვს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რაც მოჰყვა სწორედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლებით მსჯავრდებას (2016 წლის 25 აპრილის და 2017 წლის 07 მარტის განაჩენებით).
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ზა--- ბე------–---–ი უნდა გათავისუფლდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 მარტის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აპრილის განაჩენით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისგან (ჯარიმა - 1000 ლარის და 1500 ლარის ოდენობით) და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს - ჯარიმას 2000 ლარს, აღნიშნულ სასჯელზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ გავრცელდება, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის სასჯელის (ჯარიმის) არაკონსტიტუციურობის თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბერის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზა--- ბე------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ზა--- ბე------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისგან (ჯარიმა - 1500 ლარის ოდენობით) და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ზა--- ბე------–---–ი გათავისუფლდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისგან (ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით) და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე მითითება და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განაჩენი (სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით).
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე